შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება შინდისფერში (სრულად)

20-09-2019, 23:29
ავტორი ტურაგო
ნანახია 4 956

√ დილის ხუთი საათია. დღის შუქს ჯერ კიდევ ვერ დაუღწევია თავი ბინდისაგან.
ფართო სარკმელს გვერდით ვუზივარ. თავი ხელებში მაქვს ჩარგული და როგორც ჩემი თითებია თმების აბლაბუდაში გახვეული, ამგვარადვეა ჩემი ფიქრებიც შებოჭილი.
ღია ფანჯრიდან თითქოსდა უმნიშვნელოდ უბერავს დილის გრილი ნიავი, თუმცა ჰყოფნის თავხედობა წაეპოტინოს ფარდას, გაიაროს ოთახის სივრცე ყვითელ მდივნამდე და ძილში ჩაფლული ჩემი საყვარელი ვაჩეს შავ, სასაცილოდ აქოჩრილ თმებსაც ჩაავლოს. გაღიმებულს თვალები მასზე გამიშტერდა. კვლავ დაუსრულებლად მინდება ვხედავდე მის ხშირ წამწამებს. ოდნავ კეხიან ცხვირს, რომელიც შეიძლება ითქვას საშინლად უხდება. მელამაზება იმისი შეწითლებული ბაგეების ყურება, ოდნავ რომ დაბზარვია სიცივისაგან. თავი ბავშვივით უდევს მარჯვენა ხელის გულზე და უშფოთველი სუნთქვით სუნთქავს
ფეხაკრეფით ვუახლოვდები, არ მინდა გაეღვიძოს. დაბლა ვიჩოქებ, ნიკაპით ვეყრდნობი მდივანს მისი სახის წინ და ვუსმენ როგორ სუნთქავს-თბილი, ფაფუკი ჰაერი ძლივს შესამჩნევად აღწევს ჩემს სახემდე. ისეთ ჟეშტს ვაკეთებ თითქოს აქაოდა ჰაერში ვკოცნი რაღაც უხილავს, მაგრამ არა! მე იმისი არსებიდან ამონასუნთქ, ვაჩეს სულის ნაწილს ვიკრავ... მინდა ახლა თვალები გაახილოს და მე მის თაფლისფერ ღრმა თვალებში ჩემით გამთბარ მზერას ვიჭერდე. მინდა გაიღიმოს და ლოყებზე გაჩენილ ნაკეცებს თითებით ჩამოვურბინო, როგორ კარგად იცის ჩემმა თითებმა იმისი სახით თითოეული ნაკვთი!
გონებაში წუხანდელი ღამე ტივტივდება-ცოტათი მძიმე ღამე, ჯერ კვლავ რომ ახალი დღის ნაწილია თავისი შავით. აფორიაქებული ვაჩეს არსება და ამჟამინდელი ჩემი ძილმოკლებული თვალები. ჩვენი ბინის შინდისფერ კედლებს გადავურბინე თვალებით, ნიკაპთან კუთხეში ვაკოცე მსუბუქად და კარი გამოვიხურე.

მხოლოდ რამდენიმე ავტომობილმა ჩამიქროლა, ალბათ ადამიანებს ჯერ კიდევ სძინავთ. რაღაცნაირი ამინდია ისეთივე როგორიც ახლა ამ წამს ჩემი ხასიათი, არ ცივა მე კი მაჟრჟოლებს, ხანდახან ალმურიც მივლის სხეულზე.
თვალებდახრილი მივუყვები ცარიელ ქუჩას. ნაცნობ, პატარა ბაღში შევუხვიე და ყვავილების გაზონზე ირგვლივ შემოყოლებულ თხელ ბეტონის ფენაზე დავიკავე ადგილი. ცვარის ცრემლები ჩამოვწმინდე მიწაზე დაკონილ ყვავილებს ფერადი ფურცლებიდან. სველ თითებს დავყურებ, რამდენი ღამე იყო ისეთი ჩემი თითები ჩემივე ცრემლებით რომ ინამებოდა... ფიქრებმა არც თუ ისე შორეული მომავლისაკენ გაიკვლიეს გზა

*
... ახლა მე კვლავ სცენაზე ვდგავარ, შთამბეჭდავი მელოდიით ივსება პატარა ბარი, მელოდიის ჟღერადობას ჩემი ხმაც ეხმიანება(თითქოს ახლაც მომესმა ის სიმღერა მაშინ რომ მთელს გრძნობას ვაყოლებდი) ვმღერი-თვალები დახუჭული მაქვს როგორც ყოველთვის, თითები ჰაერში დადიან, ასე უფრო ღრმად ვგრძნობ მუსიკას... ინსტიქტურად იხსნება ქუთუთოები, ჩემი მხედველობის არეალში ბართან მჯდომი ახალგაზრდა ბიჭი ექცევა-კვლავ ვხუჭავ თვალებს. რამდენიმე სიტყვის წამღერება და ფორიაქი კვლავ მაიძულებს გამოვიხედო-ის სასმელით ხელში ზის და თვალს არ მაცილებს...
მიდის! არ ვიცი რატომ მაგრამ მინდება ავედევნო. თითქოს მოვიდა და უხილავი ძაფი შემაბა და ახლა როცა ის ამ შენობის გარეთ გავიდა მექაჩება რომ თან გავყვე. შემბოჭველი მზერით შემბოჭა.
სიმღერას ვასრულებ.გარეთ გამოვრბივარ. ის აღარსად სჩანს.
-ანანო გარეთ რას აკეთებ? (ჩამესმა უფროსის ხმა)
-არაფერი უბრალოდ...
-ხალხი გელოდება სწრაფად!
მე კვლავ სცენაზე ვარ. ისევ ვმღერი. ისევ ძარღვებს დაჰყვება სისხლთან ერთად მელოდია. თვალებს აღარ ვხუჭავ იქნებ გამოჩნდეს...

სამი დღის შემდეგ გვიან ღამით ბარიდან გამოსული ბაღში ვიკავებ ადგილს. არ ვიცი რას ველოდები, უბრალოდ გულს აქ უნდა ყოფნა... სიზმარს ემსგავსება იმისი გამოჩენა. ჩემს მოპირდაპირედ ჩამოჯდა, სასმელით ხელში. მიყურებს/ვუყურებ. ბოთლს სჭიდებს ხელს შიგადაშიგ და არაყს ყელში უშვებს, ტკივილიანი ხმების გასაჩუმებლად-იმათაც ათრობს. ჩემკენ წამოვიდა, ცოტათი ამღვრეული თვალებით ჩამაშტერდა. ხელი გამომიწოდა, დაუფიქრებლად ჩავჭიდე. არ მახსოვს რამდენჯერ შემოვუარეთ ბაღს ირგვლივ წრე
-ბევრს სვავ (ვბედავ ხმის ამოღებას)
-გოგო რომლის სახელიც კი არ ვიცი ჭკუას მარიგებს(ლოყებზე ნაკეცები დაებზარა)
-გოგო რომლის სახელიც კი არ იცი შენთან ერთად ხელჩაკიდებული დადის!
-მერედა რას ელოდება რატომ არ ამხელს რა ჰქვია?
-ელოდება როდის მოისვრი მაგ არყიან ბოთლს!
კვლავ უნდოდა ერთი გადაეკრა, მაგრამ პირთან მიტანილი ბოთლი დაბლა დაუშვა და უხალისოდ მოისროლა ურნაში. შემდეგ თითები ხელის მტევანზე მსუბუქად მომიჭირა, მანიშნებდა თქმის დროაო
-ანანო!
-ა ნა ნო, ა ნა ნო (იმეორებდა დამარცვლით, მთვრალი ხმით)
-შენს სახელს არ მეტყვი?
-შენც უნდა შემისრულო ერთი პირობა (ინტერესით დავაცქერდი) მინდა ძლიერად შემომხვიო ხელები, ისე ძლიერ რომ სხეულს მიღმა სულმა გიგრძნოს.
ფეხის წვერებზე ავიწიე და კისერზე ჩამოვეკიდე. იმისი მკლავები ჩემს წელზე-მსუბუქი იყო თან მძიმე, თითქოს რაღაცას მიყვებოდნენ. ჩამოვჯექით. თავი მხარზე მივაყრდენი. მიწას მწველი მზერით დაჰყურებდა
-ვაჩე! ასე დამიძახე
-ვა ჩე! ამჯერად მე დავმარცვლე. აღარაფერი მიკითხავს, ფიქრებში წავედი. რამდენიმე წუთიანი დუმილი ისევ სიტყვებით დაარღვია და დაბზარული ფრაზებით დაიწყო საუბარი
-მე ყოფილი მოკრივე ვარ, გაგეცინება არა... უამრავი ჯილდოს მფლობელი არყით ხელში. თურმე რა მარტივი ყოფილა წამებში დასრულდეს წლობით ნაგები ბედნიერება, იმედები. ეს ბაღი ღამის გასათევად დამებედა. ორი წლის წინ სადღაც ამ ქუჩასთან ახლოს ჩემს მეუღლეზე იძალადეს და შემდეგ არაადამიანურად მოკლეს. მძიმე გასაცნობიერებელია არა რეალობა? უფრო მძიმე რა არის იციი, როცა ფიქრობ რომ ეიმედებოდი შენ კი ვერ დაეხმარე, როცა წარმოიდგენ როგორ გეძახდა საშველად შენ კი მასთან არ იყავი... რის მაქნისი იყო ეს ძალა თუ კი საყვარელი ადამიანის დასაცავად ვერ გამოვიყენე! ეს ყველაფერი შინაგანად მანგრევს, ამ დროს ადვილია გაგიჟდე. ის ჩემთვის მზე იყო, მზე რომელიც ღამეშიც კი ასხივებდა. მის გარეშე დამდგარმა დღეებმა ეს სასმელი ცხოვრების წესად მიქცია... ამბობენ საყვარელი ადამიანები არასდროს გვტოვებენ და ყოველთვის ჩვენს გვერდით არიანო, ეს ალბათ ქარს ჰგავს, ვერ ხედავ თუმცა გრძნობ მის მშვიდსა თუ გაავებულ ქროლვა, გმინვას. მეც ვგრძნობდი ხოლმე ყოველთვის... იმ დღეს გაუაზრებლად შემოვედი ბარში, შენი ნაღვლიანი სიმღერის მღერამ მოგონებები ამიშალა. იცი გაგიკვირდება მაგრამ შენს თვალებში იყო რაღაც ისეთი რამაც იმისი თვალების სხივი მომაგონა, ვეღარ გავუძელი და გამოვედი. ეს დღეები შორიდან გიყურებდი და რაღაც ძალა მიბიძგებდა შენს გვერდით დადგომისთვის ნაბიჯი გადმომედგა...

*
იმ წამებში როცა ამ ყველაფერს საუბრობდა ვფიქრობდი რამდენადაც ძლიერი იყო ფიზიკურად იმისი სხეული იმდენად დასუსტებული იყო შინაგანად სული. იმ საღამოს შემდეგ დავდიოდი ხოლმე იმის უზენაეს სამყოფელ ბაღში. უეცრად შემოანათებდა ღამეში. ვხედავდი როგორ სჭირდებოდა საუბარი მეც ვუსმენდი, ვიზიარებდი მის საწუხარს.
იმ დღიდან ექვსმა თვემ გაიარა, მე მას ვეხმარები, ის კი მე მეხმარება იმით რომ არსებობს. აღარ მადარდებს ის ფაქტი რომ მუსიკას შევეშვი, ვფიქრობ ეს დროებითია, შევძლებ დადგეს დღე როცა ის კვლავ სპორტს დაუბრუნდება მე კი ჩემს საქმეს განვაგრძობ.
არ იყო მარტივი ალკოჰოლთან ბრძოლა, თუმცა შეიძლება ითქვას მოგვარდა. საღამოობით ჩვენს შორის ყოველთვის იდგა არყიანი ბოთლი, მიყურებდა და ბრკოლდებოდა, ასეთ დროს ხშირად სჩვეოდა თქმა " შენს გვერდით როგორც ავი სული ისე ვარ, ჩემი ცხოვრებით შენსას ვანადგურებ" , მერე კი დაამატებდა ჩურჩულით "იმღერე ოღონდ სიტყვების გარეშე" მეც ვღიღინებდი მის საყვარელ მელოდიას, ეს ყველაფერი თეთრი ღამეების გაფერადებაში გვეხმარებოდა.
ამ დროის მანძილზე გავაცნობიერე თუ როგორ შეიძლება დაკარგო ადამიანმა შენი სახე, ჩვენი გონება ხომ ჯურღმულივითაა ყველაზე რთულია პროგნოზირება როგორს გაგვხდის! იყო წამები სისუსტეს მეც შემომაპარებდა, მეფიქრებოდა წავსულიყავი მისგან, თუმცა როგორც კი მახსენდებოდა იმისი ნათქვამი სიტყვები"სახლში მხოლოდ იმიტომ მოვდივარ ვიცი შენ იქნებიო" სწრაფადვე ვფხიზლდებოდი, შემდეგ მრცხვენოდა ასეთი აზრების არსებობა ჩემში. ხანდახან როცა ვხედავდი როგორი გრძნობით მიყურებდა თავდაპირველად ვფიქრობდი ჩემში მისი მეუღლის ხატებას ხედავსთქო, თუმცა ახლა ვიცი რომ ეს მზერა ჩემია.
ერთხელ მითხრა თუ კი ვიღაცეების სამყარო ცისფერი, საოცნებო ვარდისფერი ან იისფერია იყოს ჩვენი სივრცე განსხვავებული და ვიცხოვროთ ჯადოსნურ შინდისფერშიო. იმ დღიდან ჩვენ ვცხოვრობთ შინდისფერში, რომელსაც მანათობელ მზის სხივად ყვითელი ევლინება, და თუ ცხოვრება სასწაულების სახით ადამიანებს გვივლენს მე მისი სასწაული ვარ ის კი ჩემი!

წამოვდექი, სახლისაკენ მივემართები... ჯერ ალბათ ისევ სძინავს, ვაჩეს ხომ ასე სჩვევია გვიან გაღვიძება. ისევ ჩამოვჯდები მისი სახის წინ, თმებში გამოვბლანდავ თითებს, დაველოდები როდის შემომხედავს ღრმა თაფლისფერი თვალებით, ყოველთვის რომ დაჰყვება მათში მოკიაფე იმედის სხივს ბნელი მოგონება წარსულის.

№1  offline წევრი Yagam

შთამბეჭდავია... მართლა... დახვეწილი და მეტყველია, ყველა გრძნობას რომ ერთად აგიშლის და გილოცავ შენ ეს შეძელი...
მომეწონა, მიუხესავად იმისა რომ დრამის მომხრე არასოდეს ვიყავი და ვერც ვერასდროს ვიქნები რადგან არ ზის ჩემში, მაინც რაღაცნაირად ჩამწვდა და მედადებითა, კარგი ხარ... ეს ისტორიაც კარგი(უფრო ჩანახატი) ემოციურია და აშკარად გრძნობ რასაც წერ, დასაფასებელია...
წარმატებებს გისურვებ.

№2  offline წევრი ტურაგო

Yagam

აი, ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის...
დრამის განწყობა ყოველთვის აკრავს ჩემს აზროვნებას და როცა ვწერ თავს მძაფრად იყრის, სულ მეგონა/მგონია რომ როგორც ვაანალიზებ გრძნობებს, რაღაც საკითხებს შინაგანად, ისე სიტყვებში ვერასდროს ავღწერდი... ჰო და როცა ვისმენ რომ შევძელი ძალიან მიხარია... მადლობა ამისთვის!

№3  offline წევრი Yagam

silver hands

"სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად რასაც ვგრძნობ" ვციტირებ ძალიან გაცვეთილ წინადადებას თუმცა ცხოვრებისეულს, ზოგადად რთულია სიტყვები მოძებნო მაშინ როდესაც რაღაცის გადმოცემა გინდა ზუსტად ისე როგორც შენს ორგანიზმშია და სიგიჟემდე გინდა მიიტანო მკოთხველთან მე მესმის შენი. სწორედ ამიტომ მოგილოცე შენი შესაძლებლობები რადგან თითქოს მეც ვიგრძენი, გავიაზრე წამიერად, მაგრამ ხომ იყო ეს გძნობა... რააზრიაქვს ხანგრძლივი იყო თუ არა, პატარა ნაპერწკალიც კი დასაფასებელია მკითხველისგან...
დრამებს ზოგადად
ბანალურად მივიჩნევ ხოლმე, თუმცა პირველი შემთხვევაა რომ არ მებანალურა და სხვა თვისებაც მოწონება (არ მოწონება) გააღვივე ჩემში... (ესეც მიღწევაა) გამიხარდა... გულწრფელად გამიხარდა, როკ სწორად მივხვდი რა გინდოდა გეთქვა, გამახარე...:)). <3

№4  offline წევრი ტურაგო

გავიღიმე-სიხარულისაგან! ❤

№5 სტუმარი სტუმარი მარიამო

...გარეთ ქარია, მე შიგნით მცივა..." მხოლოდ ეს ნაწილი ამომიტივტივდა იმ მიძინებული მოგონებებიდან, სადაც, ოდესღაც ეს სიტყვები ლექსის სტრიქონებს მიმშვენებდა. რა გითხრა კარგო, უკვე ყველაფერი გითხრეს. კიდევ და კიდევ, მარადჟამ , ზოგჯერ დაგვიანებით დაგეწევი, აუცილებლად დაგეწევი იმ გზაზე, სახლმადე რომ მაცილებს. თბილია კერა, სევდიანი, მაგრამ ძვირფასი. ბედნიერება ვეღარ მაწერინებს, ამიტომ დავიგვიანე. სხვა განწყობა და ხასიათი მჭირდებოდა - დღევანდელი, შენთვის რომ შემოვედი და ზუსტად ვიცოდი იქნებოდი. მხოლოდ წამია ყველაფერი... წამები გვცლიან, გვშლიან, გვაფერადებენ და გვაძლევენ ძალას სიცოცხლოსთვის. წამის მეასედები ვართ, მოგონებები. საყვარელი ადამიანების სიკვდილი შემოდგომის ფოთოლცვენას ჰგავს. ხეების გაშიშვლებასთან ერთად ილევა დღენი მათი. უკანასკნელი ფოთოლი, ის ერთადერთი ნათელია ბნელში, ის ერთადერთი სხივია იმედის, რომლის დიდხანს დარჩენასაც ვისურვებდით ალბათ ყველა. მაგრამ... თითქოს ჩვენთან არიან, ქარით გვესაუბრებიან, სიოთი შეავლებენ ხელს არეულ თმებსაც. ფოთლებად გვაწვიმს შეხება მხრებზე, წვიმად, ყვავილად და სხვად არიან. სამაგიეროდ მუდამ ვახსოვართ... უადამიანობა ზამთარში იასამნის ყვავილობასავითაა, მიუწვდომელი ცისა ვარსკვლავი... მტანჯველი ეკალი... ბევრი მოგონება ამოტივტივდა, რაც არასდროს განელებულა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისე ტრანსფორმირდა გამკლავება შესაძლებელი გახდა. ახლა ვერ ვუმკლავდები. დროსა და სივრცეში აცდენილ ჩემს ადამიანებს ვიხსენებ. როგორი ჩაღიმებაა არ ვიცი, მაგრამ მეც მაქვს რაღაც მსგავსი დაწერილი, მხოლოდ ეტაპობრივად გემთხვევი. ჩვენ, ყველას გვჭირდება სიბნელეში ნათელი სხივი, რომელიც მიძინებულ გაზაფხულს კვლავ მოუხმობს და მიუხედავად იმისა, დარჩება თუ არა ჩვენს სხივად, სინათლეს მაინც დატოვებს. დაჭკნობის საშუალება აღარ დაგვრჩება. მეჩემიანე. ამ სიტყვაში გამოხატულ-გამოუხატველ სიყვარულს ჩავატევ და ამიერიდან მეჩემიან-ო ... კიდევ და კიდევ შენს მოლოდინში...

№6  offline წევრი ტურაგო

სტუმარი მარიამო

საოცარი სიტყვებით დამიბრუნდი საოცარო მარიამო
ახლა ოთახში შემოჭრილ წვიმის ხმას წყნარ მელოდიასთან ერთად ვისმენდი, ინსტიქტურად წავიღე ხელი ტელეფონისაკენ და ჩემს ისტორიას ვესტუმრე, ოჰ როგორ გამიხარდი როცა დაგინახე! შენი სიტყვები ყოველთვის ახერხებს ღრმად დამელექოს ფიქრებში... რამდენიმე დღის წინ ცას ავხედე ვარსკვლავებიანს, შენი სიტყვები მომაგონდა"ვარსკვლავებს ადრე იმ ადამიანებად მივიჩნევდი ვინც აწყმყოში ჩამომრჩნენ და მომავალში აღარ შემომიერთდებოდნენო" ასეთი ადამიანები ჩომოითვალა იმ წამს ჩემთანაც...მახსოვს ეს ფრაზა, აღარც გაქრება.
"მეჩემიან-ო" ეს არ არის უბრალო სიტყვა ეს ჩემთვის ღრმა შინაარსია, პასუხისმგებლობაა საკუთარი თავისა, ზღვა ემოციაა... მადლობა ჩემო კარგო❤

№7 სტუმარი სტუმარი მარიამო

ისე გამიხარდი❤ იმედი მაქვს, ოდესმე აუცილებლად მოგიყვები ამაზე...

№8  offline წევრი ტურაგო

სიამოვნებით მოგისმენ, სიამოვნებით დაგელოდები... ☺

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent