შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემში ხარ-7


21-09-2019, 12:43
ავტორი Liluu
ნანახია 2 136

თავიანთ ოთახებში იყვნენ....წოლა და ძილი მობეზრდა, წამოდგა,იქაურობა მიალაგა და შემოსასვლელში გავიდა სადაც არავინ იყო...მთელი სასტუმრო მოიარა და მხოლოდ მაშინ იგრძნო დაღლა,როცა ფეხით ოთხი სართული აიარა....წელში მოიხარა და ღრმად ამოისუნთქა...ინეტერესი კლავდა ოთახში იყო თუ არა დამიანე...კარებს მიუახლოვდა,დაუკაკუნებლად ჩამოწია სახელური და შიგნით დაუკითხავად შევიდა...ჯაჭვლიანს მოკრა თვალი,რომელიც დივანზე იჯდა და ტელევიზორში რაღაც ფილმს მთელი მონდომებით უყურებდა.....რაღაცის თქმას აპირებდა,ეკრანზე უცაბედად რაღაც საშინელი დემონი,რომ გამოხტა....შეშინებულმა ვერც ხმა დაიმორჩილა და ვერც სხეული....პირდაპირ ჯაჭვლიანის კალთაში ჩაეშვა....ბიჭი მოულოდნელობისგან ოდნავ გაინძრა,მაგრამ,როცა მასში ჩასვენებულ ემას მოკრა თვალი ჩაეღიმა და ხელი წელზე მოხვია...
-გამორთე დროზე...
ხელი თვალებზე აეფარებინა და ჯაჭვლიანის ყელში ჩაერგო სახე...
-მშვენიერი ფილმია რას ერჩი?შენ თუ არ მოგწონს არაუშავს...ასე იჯექი ხელს არ მიშლი...ღიმილმა გადაურბინა და ხელი თმაზე გადაუსვა...
-დამიანე...
კბილებში გამოსცრა ცინდელიანმა...
-გამორთე მეშინია...
-შენთან ცხოვრება საშინელებაა...ჩემ სივრცეში იჭრები....ხან რას მიშლი და ხან რას....თავი გააქნია,პულტი მოიმარჯვა და სხვა არხზე გადართო სადაც „THE FAULT IN OUR STARS”გადიოდა...
-ვგიჟდები ამ ფილმზე...ტაში შემოკრა და გვერდით გადაჯდა...
-ჰო აბა მე მკითხე...
გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა,მაგრამ ცინდელიანს მისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია...გოგონამ ფეხები მოეკეცა,ბალიში დაიდო და მთელი მონდომებით უყურებდა მისთვის ნაცნობ,ათასჯერ ნაყურებ ფილმს,რომელიც არა და არ ბეზრდებოდა,პირიქით უფრო მეტადაც კი უყვარდებოდა...ფილმი,რომ დასრულდა დამიანემ ისე გაიხარა,ლამის ცეკვა დაეწყო,რომ არა ემას სლუკუნი,რომელმაც შეაჩერა..
-შენ რა ტირი?
-ავგუსტოსი რომ მოკვდა...ცრემლი მოიწმინდა
-როგორ მინდოდა ერთად დარჩენილყვნენ ის და ჰეიზელი...საწყალი გოგო,როგორ უნდა იცხოვროს მის გარეშე....
პატარა ბავშვივით დაბრიცა ტუჩები და წყლიანი თვალები შეანათა ჯაჭვლიანს....
-ეს ხო უბრალოდ ფილმია...ამაზე როგორ ტირი?გაკვირვება ვერ დამალა ჯაჭვლიანმა...
-შენსავით უგულო არ ვარ...
-ბოდიში,რომ ტირილში არ აგყევი...
გაეღიმა..
-მოდი აქ....ცრემლები თავად შეუმშრალა...
-ჰო შეიძლებოდა კიბო დაემარცხებია და საყვარელი ქალის გვერდით დარჩენილიყო?გულწრფელად ამოიტირა....
-ზოგიერთი ისტორია კარგად ვერ მთავრდება...
თავზე აკოცა და მიიხუტა...ემაც გაყურსული იყო საყვარელი მამაკაცის მკლავებში...ამის შემდეგ ხმა არცერთს ამოუღია....
-მეძინება თავი ამოყო და მამაკაცს ახედა...
-გინდა აქ დარჩი?
-დამიანე...თვალები უბრიალა და წამოდგა...
-ოდესმე მაინც ჰო მოგიწევს ჩემ გვერდით დაძინება,ამიტომ აქედანვე შეეჩვიე....თვალი ჩაუკრა და ისიც წამოდგა...
-ძილინების....უბრალოდ გულწრფელად გაუღიმა და ოთახი დატოვა....თავიანთ საწოლებში იყვნენ...ვერცერთი ისვენებდა...ორივე ერთმანეთზე ფიქრობა....არ დაეძინა ჯაჭვლიანს...ფეხზე წამოდგა,იქვე დადებული ვისკის ბოთლი მიიყუდა და ფანჯარასთან დადგა...მას თან სიგარეტი დააყოლა....მთელი პაჩკა დაცალა...მიყოლებით ეწეოდა,მაგრამ ნერვებს ვერ იმშვიდებდა...აფორიაქებულ სული ვერ დაეწყნარებინა...კანკალს აეტანა...უნდოდა მის გვერდით ცინდელიანი,უნდოდა უბრალოდ მოფერებოდა,მისთვის ეყურებინა,მაგრამ ამის საშვალებას ემა არ აძლევდა...როცა მთელი ბოთლი ვისკი ჩაცალა და სიგარეტიც გამოელია ბარბაცით მივიდა კარებამდე...სახელური ჩამოწია და დერეფანში გავიდა...დიდი ხანი იდგა ცინდელიანის კარებთან...ფიქრობდა შესულიყო თუ არა...ბოლოს კარები გააღო და შევიდა....განა არ იცოდა რა უნდოდა?კი უბრალოდ ეშინოდა აღიარება იმის,რაც შემდეგ მოხდებოდა....ოთახში იყო...ლოგინზე იწვა და ფანჯარას თვალს არ აცილებდა...წვიმდა...უცებ გაიელვა და დაიბრუხუნა...საერთოდ არ უყვარდა ასეთი ამინდი,განსაკუთრებით თუ მარტო იყო...გულმა გამალებით დაუწყო ფეთქვა...შეეშინდა,მაგრამ ხმა ვერ ამოიღო...საბანი თავზე წაიფარა და გაიყურსა...რამდენიმე წუთში იგრძნო, თუ როგორ შემოვიდა ვიღაც ოთახში...ალკოჰოლის და სიგარეტის სუნმა ნესტოები აუწვა.... საბანი გადიძრო და ჯაჭვლიანის სახეს,რომ მოკრა თვალი ცოტა დამშვიდდა...
-აქ რას აკეთებ?მობეზრებულად ჩაილაპარაკა
-სალაპარაკო გვაქვს...
-შენთან რაზე უნა ვისაუბრო?ორონია გამოესახა სახეზე,რაზეც ჯაჭვლიანი სულ ამიღვრა,ხელი ნერვიულად გადაისვა თმაზე და ლოგინზე ჩამოჯდა...ემაც წამოჯდა,მაგრამ როგორც კი დაიბრუხუნა წამოიკივლა და მოიბუზა....
-ამის როგორ გეშინია...
გაიცინა ჯაჭვლიანმა და გოგონას უფრო მიუახლოვა...
-მეძინება დამიანე...
თვალები გადაატრიალა და დაამთქნარა...
-ამ საუბარს მაინც ვერ გაექცევი...
-და რაზე უნდა ვისაუბროთ მე და შენ?
ირონიას არ იცილებდა სახიდან,რაზეც უფრო ბრაზდებოდა ჯაჭვლიანი...მას ხო უბრალოდ საუბარი უნდოდა იმაზე,თუ რა იქნებოდა შემდეგ...დაიღალა მისი ზდევით და მისგან ცივი საუბრების მოსმენით...უბრალოდ უნდოდა ერთხელ და სამუდამოდ გაერკვიათ ყველაფერი...
-ემა გთხოვ ისე ნუ იქცევი თითქოს ვერ ხვდებოდე,რაზე მინდა საუბარი.....
-დამიანე მისმინე...
ლოგინზე წამოჯდა და ბიჭს თვალებში ჩააშტერდა...
-მე ჩემს თავს პირობა მივეცი,რომ შენ არასოდეს გაგეკარებოდი,თავიდან აღარ შეგიყვარებდი,აღარ ვიქნებოდი შენთან...შენთან გატარებული ყოველი წუთი ტკივილით სავსეა,მეშინია მოკარების,იმის,რომ ისევ შეგეჩვევი და მერე ვეღარ გადაგეჩვევი...ნერწყვი მძმედ გადააგორა სასულეში და მისი ჭაობისფერი სფეროები ბიჭის შავებს შეანათა....
-არ დაგკარგავ ემა...გთხოვ ერთი შანსი მომეცი...
მუდარასავით გაისმა ბიჭის ხმა,მაგრამ ემას მისი აღარ ესმოდა...
-მიყვარხარ ემა...დიდი ხანია ამას მივხდი...გთხოვ მხოლოდ ერთ შანს ვითხოვ,იმედებს არ გაგიცრუებ გპირდები...
ემა წამოდგა...ფანჯარას მიუახლოვდა...ზღვას გადახედა,რომელიც ღელავდა...ცას ახედა....შავ ღრუბელს თვალი გაუშტერა...ფიქრობდა...ყველა და ყველაფერზე ფიქრობდა...წარმოიდგენდა დამიანეს გვერდით თავს და ბედნიერების გრძნობა ეუფლებოდა...იცოდა,რომ ეს ყველაფერი,ჯაჭვლიანის თითოეული სიტყვა სიმართლე იყო.....იგრძნო რაღაც ცხელი კისერთან....შემდეგ როგორ აეწვა წელის არე,როცა ჯაჭვლიანის თითები იგრძნო მასზე შემოხვეული...თავის დაღწევა სურდა ამ „ მარწუხებიდან“მაგრამ განძრევის ეშინოდა....დაკარგვის ეშინოდა....
-გთხოვ არ გინდა....
-მხოლოდ ერთი შანსი ემა...ნუთუ არ ვიმსახურებ?
-არ ვიცი...მხრები აიჩეჩა და მისკენ შეტრიალდა...ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ...ცინდელიანს ბიჭის ცხელი სუნთქვა სახეზე ეფინებოდა....თითეული ადგილი ეწვოდა...გული ტკიოდა,მაგრამ არ შეეძლო...ვერ მიცემდა შანს....ახლა ასე ფიქრობდა,მაგრამ შეიძლება მომავალში სულ სხვაგვარად ეფიქრა...შეიძლება მერე ენანა ეს გადაწყვეტილება,მაგრამ ახლა,ამ წუთს,ამ მომენტში ვერ გადადგამდა იმ ნაბიჯს,რომელსაც დამიანე ერქვა....
-მეშინია დამიანე....
გოგოს სიტყვები გულწრფელი ჩანდა....
-იმ მომავლის მეშინია სადაც შენ ხარ ჩემთან ერთად....
-რა უნდა გავაკეთო,რომ შენი თავი დავიმსახურო?შენი ღირსი ვიყო?
-არ ვიცი,გთხოვ ნუ დამაძალებ...
ბიჭს სახეზე უდიდესი ტკივილი გამოესახა...გოგონას მოშორდა და იქვე დადგა...
-მეტს არ შეგეხვეწები...თავს ინადგურებ და მეც მანადგურებ....თუ არ გინდა ვერ დაგაძალებ,მაგრამ როცა მიხვდები,რომ დამკარე,მაშინ გაქცევითაც ვეღარ უშველი თავს....გაეღიმა,წამოსული ცრემლები მუშტით მოიცილა და ოთახი აუჩქარებლად,ნელი ნაბიჯებით დატოვა...მიუყვებოდა განათებულ ბულვარს....აქა იქ ხედავდა წვიმაში მოსიარულე ხალხს....თან ეღიებოდა თან ეტირებოდა...თავადაც ვერ გაერკვა ახლა,ამ წამს რას გრძნობდა.....ტკიოდა მარცხენა მხარეს არსებული პატარა მფეთქავი ორგანო...
-რა ძნელი ყოფილა სიყვარული....დაიჩურჩულა და იქვე გაჩერდა...ზღვას უყურებდა,მაგრამ თან ემას ხედავდა....მის ჭაობისფერ სფეროებს გონებიდან ვერ იშორებდა...უნდოდა არ ტკენოდა,მაგრამ იმაზე მეტად ტკიოდა,ვიდრე შეეძლო წარმოედგინა თუ რა იყო ტკივილი....ვერ ისვენებდა....ემას სიტყვები კვლავ ყურში ჩაესმოდა და ეს უფრო მეტად აგიჟებდა...ახსენდებოდა ყველაფერი,რაც ემას უკავშირდებოდა....მისი შეხებისას განცდილი გრძნობა ჭკუიდან შლიდა,ხელები უთრთოდა.....
-ჯაჭვლიანო...
უცებ მოესმა ნაცნობი ხმა...მომეჩვენაო ეგონა და გზა განაგრძო...
-დამიანე...კვლავ გაიგო ხმა და გაჩერდა...უკან ნელა შეტრილადა და ნაცნობ სილუეტს,რომ მოკრა თვალი გაეღიმა,გულში სითბო ჯაეღვარა,მაგრამ მალევე მოეღუშა სახე და წელში გაიმართა...ემა მისკენ წამოვიდა და წინ აესვეტა....წვიმისგან სულ დასველებულიყო,შეცქეროდა მისი მწვანე სფეროებით და თვალს არ აცილებდა...
-კიდე რა დაგრჩა სათქმელი?ირონია გამოესახა ბიჭს სახეზე...
-ის რომ ნაძირალა და უგულო ვარ?თუ ის,რომ ჩემ თავს არ იმსახურებ?
გაეცინა,მაგრამ ნამდვილად არ იყო ეს სიცილი გულწრფელი...სიმწრის სიცილს უფრო გავდა....
-იმის თქმა მინდა,რომ...
სიტყვა გაუწყდა...სველი თმა უკან გადაიწია...თითებს ერთმანეთში ხლართავდა..
-არ გინდა ემა,შენი სიტყვებით გულს უფრო მეტად მტკენ...მართალი ხარ იცი?დრო ნამდვილად გჭირდება,მაგრამ ჩემ გვერდით ყოფნა არ გჭირდება...შენ,რომ ნამდვილად ეს გინდოდეს,აქ არ ვიქნებოდით,ამ დროს ამ სიტუაციაში....გაჩუმდა და ქალს გახედა,რომელსაც თვალები აწყლიანებოდა..
-არ ვიმსახურებ შენ თავს...დროც არ გჭირდება,შეგეძლო დაუფიქრებლად გეპასუხა კითხვაზე,მაგრამ არ ჩათვალე საჭირო,რამდენი დროც არ უნდა გავიდეს,ალბათ ისევ ასე იქნება...მოდი ერთმანეთს მშვიდობიანად დავშორდეთ...აჯობებს თუ ერთმანეთს აღარ ვნახავთ...
-ასე ადვილი არაა...
კვლავ ჩაუწყდა ხმა ცინდელიანს...უჭირდა,ნამდვილად უჭირდა,იმედია ამას თვქენც ხვდებით...
-შენთვის ადვილია,ეს ხო ერთხელ გააკეთე?მეორედაც შეძლებ ჩემ დავიწყებას,მთავარია მასწავლო ეს როგორ გააკეთე....
ცინიკურად უღიმის....შემდეგ ბრუნდება,მიდის ემას კი ტოვებს ასე გაშეშებულს მარტო.....სად მიდის?თითონაც არ იცის,მაგრამ რაც შეიძლება შორს უნდა ყოფნა იმ ქალისგან ვისგანაც ყველაზე მეტად ეტკინა გული.....ემა უკან შეტრიალდა,ატირებული გაიქცა და ოთახში შევარა...ლოგინზე დაემფხო და მთელი ხმით ატირდა....ცდილობდა ემოციებისგან დაცლას...ფიქრობდა თუ იტირებდა გული ასე ძალიან აღარ ეტკინებოდა,მაგრამ პირიქით...უფრო და უფრო მეტად ტკიოდა.....ისევ დაკარგა...ისევ ოღონდ ახლა თავისი მიზეზით...თავისი სიჯიუტით...თავისი პრინციპების გამო....
-----------------------------------
კიდევ ერთი სამუშაო დღე დაასულა...ამჯერად შავი მაღალწელიანი შარვალი და თეთრი მოკლე,ფანფლო ტოპი ეცვა და ისე მიაბიჯებდა ქუჩაში....მას შემდეგ,რაც მათემ სამი უცნობი ბიჭისგან ისხნა 3 კვირა იყო გასული....მასზე აღარც ფიქრობდა,მანამდე კი ყოველ დღე ეფიქრებოდა,უნდოდა,რომ სადმე ისევ შეხვედროდა,ახლა კი კარგად აღარც ახსოვდა....ზურგჩანთიდან ყურსასმენები ამოაძვირნა,გაიკეთე და მუსიკებს ბოლო ხმაზე აუწია....უცებ რაღაც იგრძნო...უფრო სწორად ვიღაც,ვინც უკან მოყვებოდა...გულმა უფრო სწრაფად დაუწყო ფეთქვა,ხელები გაეყინა,შიშისაგან ფეხები უკანკალებდა...ვერ იტანდა ღამე სიარულს,თანაც მარტო და ყოველთვის ეშინოდა იმის,რაც შეიძლება მომხდარიყო...მალე იგრძნო ხელის შეხება მკლავზე,შიშიგან შეხტა და ბოლო ხმაზე დაიყვირა....თვალები მაგრად დახუჭა...არ ინძრეოდა....მაგრამ როცა მიხვდა,რომ ისევ იქ იყო,იმ ადგილზე იდგა თვალებდახუჭული,საფრთხე კი არსაიდან ჩანა თვალები გაახილა და მის წინ მდგარ სილუეტს მოკრა თვალი,რომელიც იღიმოდა და სიგარეტს ნელა აბოლებდა,თითქოს არსად ეჩქარებოდა...
-შემაშინე...ხელი გულზე მიიდო და ამოიხვნეშა....ცოტა დამშვიდდა და თავი,რომ უფრო დაცულად იგრძნო სულ მოეშვა და მათეს გაუღიმა...
-როგორ ხარ ნენე?ბიჭის ხმა ზედმეტად მშვიდიც კი იყო....
-ასე ძალიან,რომ არ შეგეშინებინე უფრო კარგად ვიქნებოდი...
გაეღიმა გოგონას...
-მაპატიე,არ ვაპირებდი შენ შეშინებას,უბრალოდ გეძახდი და ალბათ ყურსასმენების გამო არ გესმოდა...იღიმოდა ბიჭი....-
მართლა აქ რას აკეთებ?ვერ მოითმინა გოგონამ და ბიჭს თვალებში ჩააშტერდა..
-შენი ნახვა მინდოდა....ვეცადე წინა კვირებში დაგკავშირებოდა,ან თუნდაც აქ მენახე,მაგრამ რამდენჯერაც მოვედი არასოდეს იყავი...საათობით გიცდიდი აქ დაყუდებული და რომ აღარ გამოივლიდი ხოლმე ისევ იმდეგაცრუებული ვბრუნდებოდი უკან....
ბიჭის გულწრფელობამ სულ გააოცა ნენე....ხელები თმაში შეიცურა....დაფიქრებული და გაოცებული ჩანდა...თან არ იცოდა რა ეთქვა,ბოლოს სიჩუმე კვლავ მათემ დაარღვია...
-გშია?
-თან როგორ თვალები გადაატრიალა
-ჰო და ისევ გადაგარჩენ და სადმე დავსხდეთ..
წარბები აათამაშა ჯაჭვლიანმა..
-კარგი არც დაფიქრებულა ისე უპასუხა,რაზეც სულ გახალისდა მათე..
-სხვათაშორის ერთი კარგი ადგილი ვიცი,რაც პარიზიდან ჩამოვედი სულ იქ დავდივარ....
-იმედია ჩემი ჭამის მადას შენი ბიუჯეტი გაუძლებს....
-ჩემზე მეტს თუ ჭამ იცოდე დანებების ნიშნად ხელებს ავწევ...
-ვნახოთ თვალი ჩაუკრა ნენემ ბიჭს და უკან გაყვა....მანქანში თავისი ადგილის დაკავების შემდეგ ბიჭს მიუბრუნდა,რომელიც თვალს არ აცილებდა გოგოს ფისოებს,რომელიც გაცინების შემდეგ კვალს უტოვებდა ლოყაზე...მათემ ვერ მოითმინა და დაუფიქრებლად წაიღო ხელი გოგოს ლოყისკენ თითები თმაში შეუცურა და ცერა თითით გოგოს ფისოებს მოეფერა....მოულოდნელი შეხებისას გოგო წამით შეცბა და თავი ბიჭიკენ მიაბრუნა...მათეც ახლა გამოერკვა რა დაუფიქრებლად მოიქცა და ხელი სწრაფად მოაცილა.....ნენეს ჩაეღიმა ბიჭის ასეთ საქციელზე....თუმცა ჯერ ისევ გრძნობდა ბიჭის შეხებისგან დავლილ სიამოვნებას...
-მაპატიე უბრალოდ ვგიჟდები,გოგოებს ასე,რომ უჩნდებათ ფისოები ლოყაზე....
-არაუშავს...
გულწრფელად გაეღიმა ნენეს...ამის შემდეგ ხმას არცერთი იღებდა...ხშირად გახედავდნენ ერთმანეთს...იგრძნობოდა ამათ შორის რაღაც მუხტი,რომელიც ორივეს დადებით განაწყობდა....მათემ მანქანა დააპარკინგა....რესტორანში ფანჯარასთან დასხდნენ,ერთმანეთის პირისპირ....
-აბა რას შეუკვეთავ ქალბატონო?
-სალათი ცეზარი,პიცა და წითელი ფორთოხლისა და ბანანის ნარევის წვენს...
-სულ ეს არის?
-შენ რას უკვეთავ?
თვალები დაეწვრილებინა ნენეს,რაზეც მათეს გაეცინა...
-მე ქათმის სალათი,იმერული ხაჭაპური,კარბონარა და წითელი ფორთოხლის წვენი...მიმტანს ხელით ანიშნა,შეკვეთა მიცა და ნენეს გახედა,რომელიც სადღაც სივრცეში იყურებოდა....
-სად მუშაობ?
ბიჭის ხმამ დააბრუნა ნენე...
-ერთ-ერთ კომპანიაში პრომო ვარ კატალოგის....ისე ილიაში ვსწავლობ იურიდიულზე...
გაეღიმა გოგონას...
-შენ რას საქმიანობ?
-მე ერთი თვეა დავბრუნდი პარიზიდან...ჩემი ბიზნესი მაქვს და იმას ვხელმძღვანელობ....გაიცინა მათემ...
-ანუ რა გამოდის?რამდენი წლის ხარ?
-30 შენ?
-მხოლოდ და მხოლოდ 24 უხერხული სიჩუმე ჩამოწვა...
რა თქმა უნა მათესთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ნენეს ასაკს....მაგრამ ცოტა უხერხულად იგრძნო თავი ნენემ...კი ფიქრობდა,რომ ამდენის მაინც იქნებოდა,მაგრამ ვერ იჯერებდა ბოლომდე...ცოტა ხასიათი გაუფუჭდა,მაგრამ რა უჭირსო გაიფიქრა და ისევ ღიმილი გამოესახა სახეზე....
-სულ იღიმი ხოლმე?ვეღარ მოითმინა ნენემ და ბიჭს თვალებში ჩააშტერდა...
-ჩემ ძმას რომ კითხო ერთი უჟმური ტიპი ვარ,რომელმაც გაღიმება რა არის არ იცის...
მხრები აიჩეჩა და ისევ გაიღიმა...
-ახლა,რომ შენი ძმა გხედავდეს,მაგას აღარ იტყვის...
ნიშნის მოგებით მიუგო და მიმტანის მიერ მოტანილი პიცა გემრიელად ჩაკბიჩა...ისე გაერთო ჭამით,სულ გადაავიწყდა მის წინ მჯდარი მათე,რომელიც თვალს არ აცილებდა და გოგონას ჭამის მიმიკებზე თვითნებურად ეღიმებოდა....თითონაც მოსვა წვენი,შემდეგ იმერული ხაჭაპური ჩაკბიჩა და საუცხოო გემოს შეგრძნება დაეუფლა...
-ამ იმერლებს რაც კაი აქვთ სამზარეულოა....
აღფრთოვანება ვერ დამალა ჯაჭვლიანმა...
-მადლობა...გულწრფელად გაეღიმა გოგოს...
-შენ რატო?გაოცება დაეტყო სახეზე და წვენი კვლავ მოსვა....
-იმერეთიდან ვარ,კერძოდ ქუთაისიდა...იქ მყავს ყველა...დედა,მამა და ჩემი უფროსი და...
-მართლა ტოო?არ ვიცოდი...
-ჰო საიდან გეცოდინებოდა...გაიცინა და პიცის მოზრდილი ნაჭრი პირისკენ გააქნა...
-არა და არ გეტყობა,კილო სულ არ გაქვს...
-6 წელია აქეთ ვცხოვრობ...იქეთ იშვიათად თუ ჩავდივარ....
-სასწავლებლად გადმოხვედი არა?
-კი ვიფიქრე თბილიში უფრო მეტი გასაქანიათქო და არც შემცდარვარ...
-და რატო ილია და არა ჯავახიშვილი?
ინეტერესიანი თვალები შეანათა..
-რავიცი თავიდანვე ილია მინდოდა,ჯავახიშვლიც კარგია,მაგრამ ილია მირჩევნია...
მხრები აიჩეჩა და ახლა ცეზარზე გადავიდა,რომელიც კარგად გამოიყურებოდა....კიდე აპირებდა მათე რაღაცის თქმას ნენეს ტელეფონი,რომ აზუზუნდა...ნენემაც მობეზრებულად უპასუხა ნაცნობ ნომერს და სახეზე ღიმილი გამოესახა...
-გისმენ თიკო...
-სად ხარ?ჩაესმა დაქალის ნამტირალევი ხმა ტელეფონში...
-რამე მოხდა?შეშფოთებულმა წამოიძახა...
-შეგიძლია ჩემთან გამოხვიდე?-
-ხო მშვიდობაა?ნიკომ ჩაიდინა რამე?
-მისი სახელი აღარ მიხსენო...
გაბუტულმა ჩაილაპარაკა და ამოიტირა...
-კარგი ახლავე მოვალ,იცოდე დაწყნარდი და თავს რამე არ დამართო მაშინდელივით...
-კარგი გელოდები...
ტელეფონი გათიშა და მათეს ნაღვლიანი სახით გახედა...
-როგორც ჩანს საღმოც დასრულდა...
ასევე ნაღვლიანი ტონით ჩილაპარაკა მათემ და მიმტანს ანიშნა ანგარიში მომიტანეო....თანხა გადაიხადა და ჩუმად დატოვეს რესტორანი...ნენე მოუსვენრად ცქმუტავდა მანქანაში...ვერ იტანდა თიკოს ცუდ ხასითზე,რომ იყო,განსაკუთრებით ნიკოს გამო...
-დაწყნარდი ნენე მალე მივალთ....
გოგონას ხელი თავის ხელში მოიქცია...მანქანიდან გადმოსულ ნენეს უკან მათეც გაყვა,სადარბაზომდე მიაცილა...ნენე უცებ თავისკენ შემოატრიალა და გულზე მიიხუტა...მოულოდნელობისგან შემცბარმა ვერ გაეგო რა გაეკეთებინა...სახეზე სულ აწითლდა...ხელები კისერზე მოხვია და თავი მის კისერში ჩარგო...ბიჭის მეტად სასიამოვნო სურნელი ხარბად შეისუნთქა და სიამოვნებისაგან გააკანკალა...
-ჩემი წასვლის დროა...
ძლივს მოაბა სათქმელს თვი...
-ზევით გაუბედურებული დაქალი მელის...
მოცილდა მათეს და თვალებში ჩახედა...
-ისევ შევხდებით არა?სიამოვნებისგან ამოიხნავლა ბიჭმა...
-კი ისევ შევხდებით
თავი დაუქნია და სადარბაზოში გაუჩინარდა,დარეტიანებული მათე კი უკან მოტრიალდა,მანქანში ჩაჯდა და გეზი პირდაპირ სახლისკენ აიღო...აგიჟებდა ეს გოგო და ამას ვერ ხვდებოდა....
-----------------------------------
რამდენიმე დღე გასულიყო,რაც ჯაჭვლიანი არ ენახა...საშინლად,სიგიჟემდე ენატრებოდა...მისი შავი სფეროები უნდოდა....მისი ნახვის სურვილი კლავდა....სამზარეულოში იყო და დედას ეხმარებოდა...გულს ვერაფერს უდებდა...არა და საღამოს სტუმრებს ელოდებოდნენ....სუფრის გაშლას მორჩა თუ არა ისევ სამზარეულში გაბრუნდა....იქვე დადებულ ცხელ ხაჭაპურის ნაჭერს ხელი ჩაავლო და ჩაკბიჩა,თუმცა გემო ვერ იგრძნო...იქვე დადო და სკამზე ჩამოჯდა...ფანჯრიდან უყურებდა ჯაჭვლიანის აივანს....მხოლოდ მათე მოჩანდა,რომელიც აივანზე იდგა და ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკებოდა...ვეღარ მოითმინა...კლავდა ჯაჭვლიანის ნახვის სურვილი...ფეხე წამოხტა,დედას დაუბარა მალე მოვალო და გიჟივით გავარდა სახლიდან...არ ანაღვლებდა რაც მაშინ თქვა,არც ის თუ რა პირობა დადო საკუთარ თვთან...გარეთ გამოვარდა...უკვე ჯაჭვლიანის ბინას უახლოვდებოდა,როცა ანკას მოკრა თვალი,რომელიც იგივე კორპუსში შევიდა,რომელშიც ჯაჭვლიანი ცხოვრობდა...გულში რაღაც ჩხვლეტა იგრძო....ფეხები მოეკვეთა....შეეშინდა...მისი დაკარგვის შეეშინდა..თავს გაუბრაზდა იმის გამო,რაც გააკეთა,მაგრამ თვალებს ვერ უჯრებედა,რაც დაინახა....უკან გაყვა....4 სართული აიარა,მაგრამ ანკას თვალიც ვეღარ მოკრა...
-შემასწრო....გაიფიქრა და კარებთან დადგა...დიდი ხანი იყო ასე,ეგონა მალე გამოვიდოდა,თუმცა ანკა არც კი ჩანდა....ბოლოს გაბედაობა მოიკრიბა და კარზე დააკაკუნა,რამდენიმე წამში კი კარები გაიღო და წინ მათეს შეეფეთა,რომელსაც ემას დანახვისას სახეზე სულ გაფითრდა...
-როგორ ხარ ემა?
ძლივს გასაგონად თქვა და უკან გააბრუნა თავი...ემა გრძნობდა,რომ რაღაც რიგზე არ იყო...
-კარგად მათე მადლობა...
ძალით გაუღიმა...
-დამიანე სახლშია?
-იცი...
ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი...
-ანკასთან ერთადაა არა?განწირული ხმით ჩაილაპარაკა და მოსალოდნელ საფრთხეზე გადავიდა...ხელები სულ გაეყინა....გული იმაზე სწრაფად უცემდა,ვიდრე შეიძლებოდა....მათე კი ხმას ვერ იღებდა...
-ნუ მიმალავ მითხარი...მათე გამოფხიზლდი რა გჭირს....
ისევ სიჩუმე,რაზეც სულ აიჭრა და სახლში გიჟივით შევარდა..უცებ მივარდა ჯაჭვლიანის ოთხის კარს,სახელური ჩამოწია და შიგნით შევიდა...გაშრა...გაქვავდა...ფეხები მოეკვეთა...ტკივილისგან სახე დამანჭა...სახე ისე დაუსველდა ვერც კი მიხვდა,რომ ტიროდა....ვერ ინძრეოდა,ვერც ვერაფერს ამბობდა,ან რა უნდა ეთქვა....ყველაფერი გარკვევით ჩნდა...ისმოდა ანკას გამაგიჟებელი ხმები და ჯაჭვლიანის ხვნეშა.....შემდეგ იგრძნო ანკას მზერა...მას გახედა...სახეზე ღიმილი დასთამაშებდა,ხელებს ჯაჭვლიანის შიშველ ზურგზე დაატარებდა და გამარჯვებული უყურება....
-თურმე სულ ტყუილად დავიჯერე შენი..
ჯაჭვლიანისთვის მეხისგავრდნას გავდა ემას სიტყვები...დაფეთებული წამოხტა და საბანი შემოიხვია გაშიშვლებულ სხეულზე....
-ემა...
მის სიტყვებში იმხელა სასოწრკვეთა იგრძნობოდა,რომ ემა ადგილზე გაშრა....
-მე კი შენი მჯეროდა,შანსის მოცემას ვაპირებდი,მაგრამ შევმცდარვარ...ისევ შევცდი შენში,მაგრამ ამჯერად საბოლოოდ....
ხელი მათეს მოკიდა,რომელიც უკვე შემოსული ძმას გაავებული უმზერდა,ანკას კი აიგნორებდა და ემა ეჭირა,რომელიც ძლივს იდგა ფეხზე....ერთიანად კანკალებდა...გული ისე ტკიოდა,ეგონა სადაცაა ნაფლეთებად ექცევაო...შემდეგ მობრუნდა და ოთახიდან გიჟივით გავარდა,სახლი ასევე ჩქარა დატოვა,კიბეები ჩაირბინა და გარეთ გამოსულმა გრილი ჰაერი სწრაფად ჩაისუნთქა...დაღამებულიყო...საშინლად წვიმდა....მთლიანად დასველდა,მაგრამ არ ანაღვლებდა...ერთ ადგილზე გაშეშებული ყველაფერზე ფიქრობდა,გარდა იმისა რაც ნახა.....
-ემა მომისმინე...
უცებ იგრძნო ხელები მხრებზე,წამში მოიცილა და გაავებული შეხედა...მალევე აეწვა ჯაჭვლიანს ჯერ მარჯვენა,შემდეგ კი მარცხენა ლოყა...არ განძრეულა...არც არაფერი უთქვამს...დასჯილი ბავშვივით იდგა და მდუმარედ უცქერდა მის წინ მდგარ გაავებულ არსებას,რომელიც ყველაფერს ეუბნებოდა,რისი ღირსიც იყო...
-მაპატიე...
მხოლოდ ამას ჩურჩულებდა,სხვა ვერაფერს ამბობდა...
-ჯანდაბაში წასულხარ შენც და შენი ბოდიშიც...ვერ გიტან დამიანე ჯაჭვლიანო...ცხოვრება დამინგრიე...ორჯერ მატკინე გული...ორჯერ მაქციე ზურგი,მეორედ ვარ ასეთ მდგომარეობაში ისევ და ისევ შენ გამო,მეორედ მინდება სიკვდილი,მინდა წავიდე შორს,სადმე სადაც ვერ დაგინახავ,სადაც ვერ შეგიგრძნობ...მეზიზღები...მძულხარ...ჯანდაბა ჯაჭვლიანო შენ თავს...მაგრამ ყველაზე სუსლელი ამ სიტუაციაში მე ვარ,რადგან გენდე გესმის?გენდე და ისევ მკარი წიხლი...ისევ გამაგდე შენი ცხოვრებიდან....არ ვიცი ამას როგორ გადავიტან...არ ვიცი რას ვიზამ,რას მოვიმოქმედებ,მაგრამ ერთი ვიცი....ამოისუნთქა...
-ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაგაქრობ,ისე დაგტანჯავ,როგორც მე დამტანჯე,იმხელა ტკივილს მოგაყენებ,როგორიც შენ მომაყენე....კიდე რამდენიმე წამი უყურა მის წინ მდგარ უსუსურად ქცეულ არსებას,რომელსაც ხმის ამოღებისიც კი რცხვენოდა....შემდეგ შებრუნდა და წავიდა....ზურგი აქცია და კვლავ მიატოვა.....
ამის შემდეგ რა იყო?დამიჯერეთ კარგი არაფერი....მთელი ღამე ვერცერთმა დაიძინა...ორივეს ტკიოდა...ორივე განიცდიდა...ორივე ტიროდა....დილით გაღვიძებულს,უკვე ბარგი შეეკრა და შემოსასვლელში იდგა....აქ აღარაფერი აკავებდა....ესმოდა დედის ქოთქოი,მამის შეწუხებული ხმა,ძმის მუდარე სიტყვები,მაგრამ არცერთს ყურადღებას არ აქცევდა....ასე აუხსნელად მიატოვა ოჯახი და კვლავ წავიდა...ისევ იგივე განმეორდა,ოღონდ ახლა უფრო მეტად ტკიოდა გული...ახლა ნამდვილად ჰქონა მიზეზი საქართველოდან წასულიყო...ზოგს შეიძლება ეფიქრა,ისევ გარბისო...მართალიც იყო...გარბოდა...ჯაჭვლიანისგან გარბოდა...მისი სიყვარულისგან უნდოდა შორს ყოფნა....აფრენამდე თვალები დახუჭა და სახელურს ჩააფრინდა...დამიანე დაინახა....ცალყბად იღიმოდა და მის შავ სფეროებს აქეთ-იქეთ აცეცებდა...ოდნავ გაეღიმა...ტანში ჟრუანტელმა დაუარა...
-ყველაფერი კარგად გექნება...
-მალე დაგავიწყდები...უთხრა ფიქრებში ჯაჭვლიანს...თვალები გაახილა თუ არა ფანჯარაში თავის ანარეკლს მოკრა თვალი..
-მშვიდობით...იგრძნო როგორ აფრინდა თვითფრინავი ცაში...წამით საკუთარი თვი ჩიტი ეგონა,რომელიც ღრუბლებში გახვეული საკუთარი ბედნიერების საპოვნელად მიფრინავდა,აი მე კი პირიქით...ბედნიერებას და საყვარელ ადამიანს გავექეცი...დავემშვიდობე ერთროულად წარსულს,საკუთარ თავს და პირველ სამუდამო სიყვარულს....
-----------------------------------
ჯაჭვლიანი უკვე მერამდენე დღეა კლუბში ათენებს და აღამებს...არავის ეკარება,მხოლოდ ზის და სვამს...გოგოსკენ არც კი იხედება...მხოლოდ ემაზე ფიქრობს,ეს ფიქრი კი ჭკუიდან შლის...გული საშინლად ტკივა...საკუთარ თავს არაკაცად მიიჩნევს...ეზიზღება ყველა და ყველაფერი...პირველ რიგში საკუთარი თავი...არაყის ბოთლი ცარიელი,რომ დაინახა,ბარმენს ანიშნა ახალი მომეციო და ბიჭმაც წინ დაუდგა თეთრი გამჭირვალე მინის ბოთლი,სადაც ის „შხამი“ესხა,რითიც თავს იწამლავდა ჯაჭვლიანი...წვერი ამოსვლოდა,როემლსაც ყურადღებას არ აქცევდა...თმა გაზრდოდა....უცებ მიხვდა,რომ ვიღაც ან ვიღაცეები თავზე წამოგა და მათკენ შებრუნდა...დაინახა მათე,ვაკო და კოსტა,რომლებიც თავს უკმაყოფილოდ აქნევდნენ...
-კიდევ სვამ ბიჭო?
გაგუდული ხმით კითხა ძმას და არაყის ბოთლი აართვა..
-დამიბრუნე თორე ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ...
მათესკენ წაიწია და ბოთლი ხელიდან გამოგლიჯა...
-აბა რა გეგონა ცინდელიანს სიყვარულს,რომ ეფიცებოდი და ანკას ლოგინში უგორდებოდი...გაღიზიანება დაეტყო ხმაზე ვაკოს და სიგარეტი ნერვიულად გააბოლა...ცინდელიანის ხსენებაზე სულ დაიძაბა...ვენები კინაღამ დაასკდა....ახლა ყველაზე მეტად უნდოდა მისი ნახვა...ისიც კი არ იცოდა,რომ წავიდა,ან საიდან ეცოდინებოდა,იმ დღის შემდეგ სახლში არ მისულა....
-იცი ასე გავიგე...დაიწყო კოსტამ,მაგრამ მათემ თვალები უბრიალა და ისიც მალევე გაჩუმდა...
-რა გაიგე კოსტა?მობეზრებულად ჩაილაპარაკა და არაყით სავსე ჭიქა წამში ამოცალა...
-ის რომ ცინდელიანმა ქვეყანა დატოვა და კვლავ გერმანიაში დაბრუნდა....
გაშრა...რაღაც საშინელი იგრძნო...გული უფრო მეტად ეტკინა....ამოიხნავლა და თავი ბარზე დადო....მთელ ტანში დაუარა მონატრების და ტკივილის გრძნობამ და უფრო მეტად დაიძაბა...ელოდა...
-მას ხო ეს ჩვევია...გაქცევა ჩვევია და აი ისევ გაიქცა...ტაში დაუკრა და თვალები დახუჭა...
-მენატრები ემა,სიგიჟემდე...
ჩაიბურტყუნა და ხელი გულზე მიიდო,რომელიც გამალებული ფეთქავდა,ამის შემდეგ ხმა არ ამოუღია,არაყის ბოთლი მთლიანად დაცალა და მათეს სახლში გაყვა...ლოგინზე გაიშოტა და ემაზე ფიქრებში ჩაეძინა....
-----------------------------------
ვიცი შეიძლება ცოტა ბანალურად მოგეჩვენოთ ამ თავის დასასრული,მაგრამ რაღაც ისეთი მჭირდებოდა რაც ემას ისევ გადააწყვეტინებდა ამ ნაბიჯის გადადგმას და უკან გერმანიაში დაბრუნებას...ყველაფერი კი ზუსტად გერმანიაში იწყებამადლობა ვინც კითხულობთ და იმათ მადლობა ვინც მიფასებს



№1 სტუმარი სტუმარი ანა

მეც ხოო ამატიირე არაა ))))ველოდებიი ახალთავსს სულმოუთქმელად .

 


№2 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ყველაზე ბანალური გაგრძელებაა ვერ გავიგე დამიანე ემა რატომ დაადანაშაულა მან ხომ უარი უთხრაა, მერედა მას ვინღა ეკუთხებოდა ვისთან იქნებოდა დამიანეე, ამ მომენტში დამიანე სულ არ იყო დამნაშავე დებილურად გაფსიხდა და გაიქცა გერმანიაშიი, არ მწამს ემას სიყვარულის, ხოდა წავიდეს და დაივიწყოო არ შეგვჭამა მისი თვითგვემით, ხელი რომ გაენძრია ახლა ერთად იქნებოდენ, ნამდვილად არ მეგონა ასე ბანალურად თუ გააგრძელებდიი. უაზროდ გაწელილი გამოდის.

 


№3  offline წევრი Niniko11

ძალიაან მომეწონააა...
აუ ორივე მეცოდება ძაან...
ახალ თავსს ველი მოუთმენლად ♡
წარმატებები♡♡

 


№4 სტუმარი ნზზბ

ეს გოგო არის ერთადერთი ვინც ისტორიაში ყველაზე დებილია თავისი დებილური საქციელებით
.. ტიპს ეუნება შენთან ვერ ვიქნებიო და ის ბიჭი რო სხვასთან ერთობა ამაზეც პრეტენზია აქვს...
მაგარი შტერი გოგოა..

სტუმარი სტუმარი
ყველაზე ბანალური გაგრძელებაა ვერ გავიგე დამიანე ემა რატომ დაადანაშაულა მან ხომ უარი უთხრაა, მერედა მას ვინღა ეკუთხებოდა ვისთან იქნებოდა დამიანეე, ამ მომენტში დამიანე სულ არ იყო დამნაშავე დებილურად გაფსიხდა და გაიქცა გერმანიაშიი, არ მწამს ემას სიყვარულის, ხოდა წავიდეს და დაივიწყოო არ შეგვჭამა მისი თვითგვემით, ხელი რომ გაენძრია ახლა ერთად იქნებოდენ, ნამდვილად არ მეგონა ასე ბანალურად თუ გააგრძელებდიი. უაზროდ გაწელილი გამოდის.

აბსოლიტურად ყველაფერში გეთანხმები

 


№5  offline წევრი Liluu

სტუმარი ანა
იპი ვარ,რომელმაც გაღიმება რა არის არ იცის...
მხრები აიჩეჩა და ისევ გაიღიმა...
-ახლა,რომ შენი ძმა გხედავდეს,მაგას აღარ იტყვის...


სტუმარი ანა
მეც ხოო ამატიირე არაა ))))ველოდებიი ახალთავსს სულმოუთქმელად .


აუცილებლად ხვალ დავდებ❤️

სტუმარი სტუმარი
ყველაზე ბანალური გაგრძელებაა ვერ გავიგე დამიანე ემა რატომ დაადანაშაულა მან ხომ უარი უთხრაა, მერედა მას ვინღა ეკუთხებოდა ვისთან იქნებოდა დამიანეე, ამ მომენტში დამიანე სულ არ იყო დამნაშავე დებილურად გაფსიხდა და გაიქცა გერმანიაშიი, არ მწამს ემას სიყვარულის, ხოდა წავიდეს და დაივიწყოო არ შეგვჭამა მისი თვითგვემით, ხელი რომ გაენძრია ახლა ერთად იქნებოდენ, ნამდვილად არ მეგონა ასე ბანალურად თუ გააგრძელებდიი. უაზროდ გაწელილი გამოდის.


კი გეთანხმები,რომ ნამდვილად არ იყო დამიანე დამნაშავე და არც ემა მოიქცა ამ შემთხვევაში სწორად...მაგრამ უაზროდ გაწელილი რატოა პირიქით ყველანაირად ვცდილობ უაზროდ არ გავწელო ისტორია და ერთი საკითხი არ ვატრიალო რამდენიმე თავში...❤️მადლობა შენი შეფასებისთვის და კრიტიკისთვის...მაგრამ მომდევნო თავსაც დაელოდე იქნებ და რა ხდება❤️

Niniko11
ძალიაან მომეწონააა...
აუ ორივე მეცოდება ძაან...
ახალ თავსს ველი მოუთმენლად ♡
წარმატებები♡♡


მადლობაა აუცილებლად დავდებ ხვალ❤️

ნზზბ
ეს გოგო არის ერთადერთი ვინც ისტორიაში ყველაზე დებილია თავისი დებილური საქციელებით
.. ტიპს ეუნება შენთან ვერ ვიქნებიო და ის ბიჭი რო სხვასთან ერთობა ამაზეც პრეტენზია აქვს...
მაგარი შტერი გოგოა..

სტუმარი სტუმარი
ყველაზე ბანალური გაგრძელებაა ვერ გავიგე დამიანე ემა რატომ დაადანაშაულა მან ხომ უარი უთხრაა, მერედა მას ვინღა ეკუთხებოდა ვისთან იქნებოდა დამიანეე, ამ მომენტში დამიანე სულ არ იყო დამნაშავე დებილურად გაფსიხდა და გაიქცა გერმანიაშიი, არ მწამს ემას სიყვარულის, ხოდა წავიდეს და დაივიწყოო არ შეგვჭამა მისი თვითგვემით, ხელი რომ გაენძრია ახლა ერთად იქნებოდენ, ნამდვილად არ მეგონა ასე ბანალურად თუ გააგრძელებდიი. უაზროდ გაწელილი გამოდის.

აბსოლიტურად ყველაფერში გეთანხმები


ჰო მაგრამ როდესაც გიყვარს ძნელია უყურო შენ საყვარელ მამაკაცს სხვა ქალის მკლავებში❤️მაგრამ ემა ზედმეტად გულნატკენი და ამავე დროს ცოტათი ამპარტავანია❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Rato gviandeba dadeba :-( emas ar undoda guli ro tkenoda isev da imitomac ar datanxmda damianes txovnas, arc damiane moiqca sworad raxan uari utxra ver aitana da sxva chaiwvina, roca sheedzlo ebrdzola da ar daetmo sayvarel adamiani. Ase rom ema sworadac moiqca ro wavida

 


№7  offline წევრი Liluu

სტუმარი Mariamimari
Rato gviandeba dadeba :-( emas ar undoda guli ro tkenoda isev da imitomac ar datanxmda damianes txovnas, arc damiane moiqca sworad raxan uari utxra ver aitana da sxva chaiwvina, roca sheedzlo ebrdzola da ar daetmo sayvarel adamiani. Ase rom ema sworadac moiqca ro wavida


არ ვაგვიანებ დავდე უკვე და მე-9 თავსაც დავდებ მალე...მადლობა შეფასებისთვის❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent