შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო ქალი #1


21-09-2019, 19:40
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 891

სოფელი ჩანტლისყურე საქართველოს ყველაზე უხეირო სოფელიათქო, ხშირად მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რადგან ქვეყანაზე ერთადერთ ღირებულ გრძნობას არაფრად აგდებენ, ფეხით თელავენ და უფრო მეტი, საკუთარ შვილებს უვლიან ზედ.
თუმცა ყოველთვის მიყვარდა ამ სოფელში ჩასვლა და ბავშვობის გახსენება,რომელსაც მე არასდროს ვუჩიოდი. ესეც მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ მეტად განვითარებულ ოჯახში დავიბადე, ნუ ყოველშემთხვევაში ჩემთვის ბებერ კაცზე გათხოვება არავის მოუთხოვია და სოფელში სადაც გოგონებს, მამები არ ეფერებოდნენ მე ყოველთვის მის ხელებზე დაკიდებული დავყვებოდი ყველგან. რამდენჯერ უთქვამთ მეზობლებს ამ ბავშვს აფუჭებ და ჩვენც გვიფუჭებს შვილებსო მაგრამ მამა ყოველთვის ღიმილით უყურებდა ყველაფერს და ეს უფრო მეტად მათამამებდა.
ამ ზაფხულსაც ჩვეულებისამებრ გადავწყვიტე ამ სოფელში ჩასვლა და მთელი თავისუფალი დროის იქ გატარება.
სამარშუტო ტაქსში ჩავჯექი თუ არა,მონატრების ჟინმა დამიარა და დავლილმა ჟრუანტელმა კიდევ ერთხელ გამახსენა ჩემი თბილი ოჯახი.
ვიცოდი, ჩავიდოდი თუ არა დოდო არ მოისვენებდა და აუცილებლად დააცხობდა ხაჭაპურებს.
დედა ქართველი მყავდა მამა, მუსლიმი თუმცა თურმე დედას გამო შეუცვლია სარწმუნოება და, ჯვარიც დაუწერიათ მეტეხში. მეც ქრისტიანი ვარ.
მამას მშობლებს პროტესტის გრძნობა უჩნდებათ, როცა ვამბობ, რომ მე ვარ მართმადიდებელი ქრისტიანი თუმცა ეს რელიგია მიყვარს და ბოლომდე პატივს ვცემ. ვცდილობ ზედმეტად არაფერი გავაკეთო ისევ,ჩემი რელიგიის გამო რომელიც ძირ-ფესვიანად შემსაწავლეს და შემდოგ შემაყვარეს მშობლებმა.
ტაქსის გაჩერების შემდეგ, დავლილმა მეორადმა ჟრუანტელმა უფრო მეტად მომხიბლა და ფრთხილი ნაბიჯით გავუყევი ვიწრო ქუჩას.
აქ ბედრიე ცხოვრობდა, ჩემი უსაყვარლესი აისას დედა.
კარი უხმოდ შევხსენი და ჩვეული ხმიტ დავიყვირე.
ბედრიე მაშინვე გამოქანდა და ჩემსკენ წამოვიდა.
-ჩემო მზეთუნახავო! გულში ჩამიკრა და აისას დაუძახა, რომელიც ძუნძულით წამოვიდა ჩემკენ და მაშინვე მომეკრა ფეხზე.
-გაბერილო გოგო, როგორ მომენატრე! ლოყები დავუკოცნე და ისევ ბედრიეს გავხედე, რომელიც ხასიათზე ვერ მეჩვენა თუმცა ვერაფერი ვკითხე.
-მაგამედი სად გყავს? ქმრის შესახებ ვკითხე რომელიც დიდად არ მიყვარდა არასდროს და არც მას ვეხატებოდი გულზე, მეტიც არ მოსწონდა ჩემი და აისას ურთიერთობა და მუდამ ეჩხუბებოდა ცოლს იცოდე მოგკლავ მასავით თავქარიანი, რომ იყოსო.
-მამაშენთანაა სამუშაოდ. უცბად მომაყარა და კარს გახედა.
-შემოდი, მანდ რას დგახარ? გაუჯავრდა კარში მდგომ ახალგაზრდას და მეც ღიმილითვე გავხედე ონავარ ბიჭს.
-მე წავედი ბედო! ლოყაზე ვაკოცე,ასიასაც დავემშვიდობე და ისევ ნელი ნაბიჯით გავუყევი ქუჩას, რომელსაც ერთი ლამპიონი ანათებდა.
ჩემებმა იცოდნენ,რომ მივდიოდი მაგრამ არავინ ჩანდა გარეთ. ჩემი და შორტის ამბავი კარგად არ დასრულდებათქო გავიფიქრე და ახლაღა დავხედე ჯინსის მოკლე შორტს. ის არ მადარდებდა რას იტყოდნენ აქ ჩემზე უბრალოდ არ მინდოდა მეორე დღეს მამასთვის თქვათ, რა გარყვნილი შვილი გყავსო. (აქ პატიოსნად მაშინ ითვლები თუ კოჭებამდე კაბა გაცვია და ხორხამდე მაისური.)
მწვანე ჭიშკარი გავაღე და ჯესის გავხედე რომელმაც წამსვე შეწყვიტა ჩემთვის ღრენვა და მხიარული ხმით ამცნო ოჯახს, სასურველი სტუმრის მობრძანება.
-გამარჯობა სალომე! ზემოდან გადმომძახა ხალიბეგმა და მაშინვე გავხსენი ბაგეები.
-ჩემი დიდი ბიჭიც აქ ყოფილა. შევყვირე და ზურგზე მოვახტი.
ეს კიდევ ცალკე ურთიერთობა იყო რაც მე და მას გვაკავშირებდა. მეგობრობა რომელიც კუბოს ფიცრამდე დარჩებოდა.
-ანგელოზი მოსულაა! პაპამ ბოსტნის კარი გამოხურა დაჩემკენ გამოეშურა.
-პაპაა. შევყვირე და ოთარს მოვეხვიე.
-როგორ მომენატრე შე შობელძაღლო. თავის ნათქვამზე თავადვე გაეცინა და ამათვალიერა.
-როგორ გავიწყდება შვილო, რომ აქ ასე არ შეიძლება ჩამოსვლა. თავი უკმაყოფილოდ გააქნია თუმცა მაინც გამიღიმა და სახლში შევედით.
იმ ემოციების აღწერა ძალიან მიჭირს რაც ეკას და ვიტალის ჰქონდათ ჩემს დანახვაზე. მაგრამ ის ზუსტად ვიცი, ზუსტად ათ საათზე ყველა მხიარულად, რომ ვისხედით ტელევიზორთან მაგარამ წყვილი თვალი მაინც მე მომჩერებოდა და არა ჩართულ ტელევიზორს.
-ისე მიყურებთ თითქოს რამე ხდება ჩემს თავს და მე არ ვიცი. ღიმილით ავხედე მამას, რომელიც პირველად ცხოვრებაში უსიამუვნოდ შეიშმუშნა და კარში შემოსულ ძმას გახედა. მისას კი არა ჩემს დამპალ, ჩამპალ ძმას.
-სანდრინოოო! შევყვირე და კისერზე ჩამოვეკიდე ჩემს მონატრებულს.
-სალიტა! ძლიერად მომხვია ხელები და მივხვდი, ახლა მართლა მივხვდი, რომ სახლში ვიყავი.
-შემოდი და ნახე რა სახე აქვთ ვიტალის და ეკას! ვუჩურჩულე ჩემზე ერთი თავით მაღალს და მის სახეზე ცვლილების შემდეგ ჩემი მოთმინების ძაფი გაწყდა.
-ჯანდაბა! ამოვიყვირე და მათკენ წავედი.
-ვინმე ამიხსნის რა გჭირთ?
ს ი ჩ უ მ ე.
-ეკა. დედას გავხედე თუმცა ერთი ამოიტირა ვაიო და თავი გვერდით გადააქანა.
-ვიტალი, ახლა მამაჩემს გავუსწორე მზერა თუმცა ამაოდ.
სანდრო ისედაც დუმდა და ასედაც მაგრამ კიბეებზე დაშვებულმა უცხო გოგონამ ყველა კითხვას გასცა პასუხი.
-მე გეტყვი. ამოიტირა და სანდროს გახედა
-შენმა ძმამ! ხელი მისკენ გაიშვირა.
მომიტაცა.
ჯერ გაკვირვებულმა გავხედე ახმახ სანდროს და მერე ღიმილი შემეპარა.
-ამას მიმალავდით? გადავიკისკისე და ,,რძალს" მოვეხვიე.
მაგრამ...
ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა კარზე ბრახუნის ხმამ, რომ მომიყვანა გონს და დავინახე როგორ აეკრა საფია სანდროს.
-ოთახში შედი სალ. სანდრომ მიბიძგა ოთახისკენ მაგრამ არ შევსულვარ და კარის გასაღებადაც თავად წავედი.
მამა რაღაცას ყვიროდა მაგრამ ვერ გავიგე სანამ გაცოფებული ოთხი კაცი არ შემოიძრა ჩვენს ეზოში და მათ უკან დინჯად მოსიარულე კიდევ ერთი ტიპი, რომელსაც ჩემთვის არც კი შემოუხედავს.
ერთ-ერთი მიეჭრა სანდროს დასანამ სანდრო რამეს იზამდა მუშტი მოუქნია.
-შვილო! ეკამ მაშინვე სტაცა ხელი.
გაფითრებულ ვიტალის გავხედე, რომელიც ვერაფერს ამბობდა და მერე საფიას გავხედე რომელსაც ფერი აღარ ედო. არ ვიცოდი რას ვაკეთებდი მაგრამ კიდევ ერთხელ წასული ჩემი ძმისკენ საკუთარი ხელით შევაჩერე და მერე მათ, წინ სვეტივიტ ჩავდექი. არ ვიცი რამ მაიძულა, ალბათ დის ინსტიქტმა გაიღვიძა ჩემში.
ხელი ჰაერში გაუშეშდა უცნობს და მერე ნელა, ჩამოსწია ქვემოთ.
-სხვის სახლში შემორბიხართ, ანგრევთ აქაურობას და ბოლოს აქ მცხოვრებს ურტყამთ? რომელ კანონში წერია ეს? თვალიდან ნაპერწკლები მცვიოდა და ყველას სათითაოდ ვავლებდი მზერას.
-და ის რომელ კანონშიწერია, მოიტაცო ქალი ისე, რომ ამის შესახებ არავის აცნობო? ულვაშიანმა სანდროს გახედა და თვალებით ანიშნა მოგკლავო.
-ესაა თქვენი ქალიშვილი ბატონო ვიტალ? მამას გახედა აქამდე უხმოდ მყოფმა ბიჭმა და მერე მე გადმომხედა.
აზრზე ვერ მოვედი მანამ სანამ არ თქვეს სალომე ჩვენი რძალი უნდა გახდეს, თუ გინდათ სისხლი არ დაიღვაროსო და მერე მხოლოდ სიშავე მახსოვს.

პარასკევი დღე იყო საქორწილო კაბა, რომ მომაკვდავს ჩამაცვეს და ისე, რომ სანდროსკენ არ გამიხედავს კიბეზე დავეშვი. მივყვებოდი კაცს ცოლად, რომლის სახელიც არ ვიცოდი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ საფიას არაბიოლოგიური ძმა იყო და ამის შემდეგ თამამად ვთქვი გავყვებითქო.
ვერ ვპატიობდი ჩემს ძმას ის რაც გააკეთა მაგრამ უფრო მეტად ვერ ვაპატიებდი საკუთარ თავს ამის გამო, რომ მოეკლათ ის.
ქვემოთ იცდიდა ყველა, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები და ბედრიეც. ერთი ამომხედა და ცრემლიანი თვალები გვერდით გაატრიალა.
-კარგად ოჯახო! სარკასტული ღიმილი ვტყორცნე ყველას და მხოლოდ ეკას მოვეხვიე, რომელიც ცახცახებდა.
-თავს გაუფრთხილდი დეე! არ ვიცი სად ვთხოვდები მაგრამ იმედია ჩვენს სახლთან ახლოს,რომ ხშირად გინახულოთ შენდა პაპა.
ახლა ცრემლიან პაპას გავხედე და მასაც მოვეხვიე.
ტიროდა ყველა... ცხოვრებაში პირველად ტიროდა მამაჩემი და ტიროდა საფიაც.

ქორწილი, ძალიან დიდი იყო. უამრავი ხალხი ირეოდა და თავს უკვე მძიმედ ვგრძნობდი, გვერდით რომ მომიჯდა ჩემი ,,ქმარი" და ოდნავ შემთვრალი თვალები მომაპყრო.
ამ დროს მხოლოდ ერთი გრძნობდა იყო ჩემში და ისიც ,,უგრძნობლობა''.
-ვერ ვხვდები რატომ მოგყავს ქალი რომელიც არ გიყვარს და მეტიც პირველად ხედავ. ძლივს გავბედე ხმის ამოღებდა და მის თვალებს გავუსწორე მზერა, რომელმაც მაშინვე მტაცებელი არწივი გამახსენა და პირველად შემეშინდა.
-იმიტომ, რომ იმ ქალის სიცოცხლე ბევრს ნიშნავს ჩემთვის რომელიც შენს სახლშია! კბილებში გამოსცრა და მაჯაზე ძლიერად მომიჭირა ხელი.
ცეკვის დრო იყო. ხო რაღაც უნდა გვეცეკვა. ბედრიე მასწავლიდა რაღაცას და შესაბამისად მახსოვდა ერთი-ორი ილეთი. მის ნებას დავყევი იმიტომ კი არა, რომ მინდოდა უბრალოდ აქ ბევრი ხალხი იყო და ვერ დავანახებდი მათ ჩემს სისუსტეს.
ეკას გავხედე, რომელმაც ვიტალის დაადო მხარზე თავი და უსუსური მზერა მომაპყრო. მერე ჩაირთო მელოდია მაგრამ ეს არ ჰგავდა რაღაც უცხოს, მეტიც მთელი ბავშვობის მელოდია იყო, რომელიც მეზობელ ცეკვის სკოლაში მუდმივად იყო ჩართული.
მე და ის ქართულს ვცეკვავდით. არ ვიცი რატომ, როგორ ან რანაირად მაგრამ პირველი იმედის ნაპერწკალი მაშინ გაჩნდა.
-გილოცავთ გიორგი!
ყველაფერი ამერია თავში მაგრამ არ შევიმჩნიე
მაშინ გავიგე, რომ ამ ბიჭს გიორგი ერქვა და მე მისი მეუღლე გავხდი

ქორწილის მსვლელობა იმაზე მეტად დამღლელი აღმოჩნდა ვიდრე მე მეგონა და უკვე ძალდატანებით მქონდა თავი ზევით აწეული. უხეშად, რომ ჩამაფრინდა ვიღაც ხელზე მაშინ გავხედე ჩემს წინ მდგომ მუსლიმს და ტანში არასასიამუვნოდ დამიარა.
-ესეიგი თხოვდები არა? გაცოფებულმა სახე უფრო ახლოს მომიტანა და ნაბიჯი უკან გადავდგი.
-კი ვთხოვდები.
-და რით მჯობია ის მე? მიპასუხე! ხელი კიდევ უფრო მომიჭირა და თვალებში ჩამდგარი ცრემლები სახეზე დაეღვარა.
-მაპატიე.
-რა გაპატიო სალ ამის დედაც? ვიცი რომ არ გყვარებივარ მაგრამ ის? ის როგორ შეგიყვარდა ის ხომ დესპოტია?
ესღა მოასწრო უეცრად გიორგიმ, რომ უხეშად გამოსტაცა ჩემი თავი და ყელში სწვდა
-გავიწყდებაა, რომ ჩემს ცოლს ელაპარაკები?
-ბატონო გიორგი! ხელები გაშალა მუსლიმმა და გაიცინა.
-დროზე გადი აქედან სანამ კონტროლს დავკარგავ.
-რატომ? ეს ხომ ჩვენი დიდი ბატონის ზეიმია? მეც მინდა ვიყო აქ და ვუყურო წყვილს
-შენი დედაც! აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი ისე მოუქნია ხელი და მუსლიმიც მაშინვე დაეცა.
-არ გინდა გთხოვ! ხელი ხელზე დავადე და ვეცადე შემეჩერებინა მაგრამ ამაოდ!
ეს კაცი ნამდვილად იყო მხეცი და ეს ჩვენს ქორწილში დაადასტურა.

არ ვიცი რანაირი ან როგორია თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ახალი თავი მალე იქნება და ისიც ვიცი, რომ მალე დავასრულებ.
შეფასებები მინდა მაგრამ ნება თქვენია...



№1 სტუმარი eeee

ratom ar agrdzelebt am istorias dzalian karioa

 


№2 სტუმარი აზა

საინტერესოა. რატო არ გააგრძელეთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent