მთვარის ღიმილი(სრულად)
ყველაფერი დაიწყყო იმით,რომ მათ გაეღიმათ. ** -ნუთუ არ გრცხვენია?!-სიცილით იგუდება მაყაშვილი. -აი,შენი დაცინვაღა მაკლდა მაშო!-ამოიბუზღუნა და კიდევ ერთხელ გადახედა ქუჩებს,აშკარად ვერ ხვდებოდა სად იყო.დედაქალაქში ჩამოსული,ისევ დაიკარგა. -ორიენტაციის უნარი ასე რამ დაგიქვეითა?გააჩერე ქუჩაში ნებისმიერი გამვლელი და აგიხსნის,როგორ უნდა მოხვიდე.-არ წყვეტდა სიცილს მაშო. -უკაცრავად..-ხელი ქურთუკზე დაადო უცნობს და დაელოდა,როდის ინებებდა შემოტრიალებას.-შეგიძლიათ მასწავლოთ აქედან ყიფშიძეზე,როგორ გავიდე?-უცებ მიაყარა და უცნობს სახეზე დააკვირდა.ყურმილიდან მაშოს სიცილი ესმოდა.ესმოდა კი?! -გაგიყვან,მეც იქით მოვდივარ..-მაშომ სიცილი შეწყვიტა. -არა,იყოს..მადლობთ!ბოდიში..-უკან გამოქცევას აპირებდა უცნობის სიცილი,რომ მოესმა. -ნუ გეშინია არ მოგიტაცებ..!-ორგანიზმში ყველა ძარღვი გაეყინა.თვალებში პატარა მაშოები დარბოდნენ.პირდაპირი გაგებით დარბოდნენ. -ნამდვილად ყიფშიძეზე მიდიხართ?-ამოილუღლუღა და ტელეფონს ხელები ძლიერად მოუჭირა. -ჰო,თუ გინდა პოლიციის ნომერი წინასწარ აკრიფე-სიცილს არ წყვეტდა უცნობი.მანქანისკენ დაიძრა და ლიზას ანიშნა ჩაჯექიო. რა ძალამ გადაადგმევინა ნაბიჯები,რომ გეკითხათ ვერ გიპასუხებდათ. უცნობი,რომლის მანქანაშიც ახლა ჩაჯდომას აპირებდა იყო ადამიანი,რომელიც წლების განმავლობაში წარმოადგენდა ინტერესის ობიექტს.არა მარტო ლიზასთვის.არა მარტო მაშოსთვის.აი,ასე ყველასთვის. მანქანაში, გრილმა არომატმა ნესტოები აუწვა და თითები უფრო მოუჭირა ტელეფონს. -სტუდენტი ხარ?-გაეღიმა მამაკაცს და ღვედი შეიკრა. -ჰო,რაღაც ეგეთი..-ამოილუღლუღა და მამაკაცის გაკვირვებული მზერა დააიგნორა. -რომელ უნივერსიტეტში სწავლობ?-სიგარეტის ამოღებას აპირებდა უეცრად,რომ გახედა-ხო არ შეგაწუხებს? -არა!არა..არა..არა არა,მოწიეთ..-თვითონაც ვერ ხვდება ამდენჯერ რატომ გაიმეორა „არა..“ -კარგი..-გოგონას ნერვიულ საუბარზე გულში იმდენს ხალისობს,ახლა ერთი გადახარხარება სიცოცხლეს ურჩევნია. -ჰო,სად ვსწავლობო? -მე მკითხეთ?-გაოგნებას ვეღარ მალავს ლიზა. -სხვას ხედავ ვინმეს?-სიცილს ვერ იკავებს უცნობი. -დიახ,მე..მე ვსწავლობ თავისუფალში..ჰო მანდ..მანდ ვსწავლობ.. -ჩემი ძმაკაცი ამთავრებს წელს,მანდ. დაიძაბა. ჟორდანიას ძმაკაცი ლიზას უნივერსიტეტში სწავლობდა და ამას ახლა გებულობდა,აშკარად გაუფუჭდა მაშოს ფარული კავშირები. -მოვედით..-გაეღიმა ნიკოლოზ ჟორდანიას და გაფითრებულ გოგონას გადახედა. -ჰო,აი ყიფშიძეც...მადლობთ.-მანქანიდან მოწყვეტით გადმოვიდა და სადარბაზოსკენ უკანმოუხედავად გაიქცა. ორი სართული სიცილ-ტირილით აიარა და კარზე ისეთი „ბრახუნი“ ატეხა,ომის ყიჟინას უფრო გავდა ვიდრე უბრალოდ კაკუნს. კარიც არანაკლებ გაფითრებულმა გოგონამ გაუღო. -გეფიცები,აი გეფიცები თბილისის რუკით ვივლი ქალაქში...-ამოილუღლუღა და ჩანთა ძირს დააგდო. -ის იყო ხო..?ხმაზე ვიცანი..ეგ იყო ხო?-თვალები აუცრემლიანდა და სახეზე ნერვიული ღიმილი აღებეჭდა. -მაშო,კაპლი ჯერ მე თუ ჯერ შენ?!-თვალები დააწვრილა ლიზამ. -ჯერ მეე!-როგორც შეეძლო შეჰკივლა მაყაშვილმა და სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა. ისხდნენ ასე გაოგნებულები და გაჩუმებულები. ეს ყველაფერი გავდა რაღაც დიდის დასაწყისს. რაღაც თბილისურისას. მოდი შევთანხმდეთ,სამყაროს ყველა ქალაქს თავისი წილი ხიბლი აქვს. პარიზს-სიყვარულის. რომს-ტემპერამენტის. ნიუ-იორკს- სიგიჟის. სტამბულს-სიძველის. აი თბილისს? თბილისს-ღიმილის ხიბლი აქვს. ღიმილის,რომელიც მოქუფრულ ცას ბევრ ვარსკვლავებს ჰპირდება. ამ ღიმილის უკან თბილისი მთელ სამყაროს მალავს. შენ მხოლოდ გაიღიმე. *** დვალის დაბადების დღეზე დათა ამირეჯიბი დაჭრეს. საბა დვალი დააკავეს და ზედ მიაყოლეს ჟორდანია. ისე გასკდა თბილისში ეს ამბავი,როგორც ციმერმანის დეპეშა 17-ში. უბნებს შორის დაპირისპირება ოჯახებზეც გავრცელა,მას შემდეგ, რაც ამირეჯიბის ამბავი მის ორ ძმაკაცს დაბრალდა. ჟორდანია დაიჭირეს. დვალს გირაო შეუფარდეს. ქალაქს კი ფესვებდაკარგული დადვანი დაუბრუნეს. სრული განუკითხაობა იყო. ვინ ვის ეძებდა მოსაკლავად თავადაც არ იცოდნენ. ამირეჯიბი კომიდან არ გამოსულა. ჟორდანია ციხიდან. *** -ლიზა,შენ გამომივლი თუ მე გამოგიარო?-გაისმა ტელეფონში მაშოს გაგუდული ხმა,რაც იმაზე მეტყველებდა,რომ სულ რაღაც ორი წამის გაღვიძებული იყო. -თუ ახლა გაიღვიძე და ნახევარი საათი თინეიჯერი ბიჭივით უნდა მალოდინო,ყველა იმედი კარს აქეთ დატოვე მაყაშვილო!-ჩაარაკრაკა ისე,რომ არც ამოუსუნთქავს. -აუ დილიდან რა ბურღი გაქვს,სად იხოდები მეც მასწავლე ლიზა,კაი რა!მიმიქარავს ნებისმიერი მაღვიძარა შენთან. -ნუ,აი ასეთი ეგზემპლარი დაქალი გყავს და მორალურ დონეზე არ აფასებ,რისი ღირსი ხარ ან შენ და ან საერთოდ სამყარო?!ასე მოკლეს ფიროსმანი კიბის ქვეშ და მეც დაუფასებლად მიშვებთ საიქიოში? -ხო,აი შენ და ფიროსმანი გვერდი-გვერდ უნდა გაგჩითოთ,ნაკლები არ გეკადრება... -თუ გაჩითვაა რაღა პლატონურად შეყვარებული კაცისთვის მწირავ,მეტი არ გემეტება? -ლიზა,გადმოვვარდი საწოლიდან რა ფიროსმანი და პლატონი აგიტყდა ამ დილით?მაცადე მოვწესრიგდე და 15 წუთში გამოდი. -თვქენი მონა-მორჩილი,ლიზა ანდრონიკაშვილი...-ტელეფონი გაუთიშა. კომპანიაში იმაზე ადრე მივიდნენ,ვიდრე ზოგადად. მაშო ჟურნალისტი იყო,ლიზა საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. იმ დღის მთავარი თემა გოგონებისთვის მივიწყებული პიროვნება და პიროვნებები აღმოჩნდნენ. 3 წლის შემდეგ ჟორდანია ციხიდან გამოუშვეს. ამირეჯიბი კომიდან გამოვიდა,სასიცოცხლო ნიშნები სტაბილური იყო. გახმაურებული საქმე კვლავ აქტუალური იყო. -ქალბატონო ლიზა,თათბირი დავნიშნო?-ოთახში თავი შემოჰყო ანამ. -სასწრაფოდ.-სახეზე მიტკლისფერი დადებოდა ანდრონიკაშვილს. ახლად დაარსებულ ტელეკომპანიაში,პროდიუსერად არჩეულს ახლა თითქოს სამსახურიც და ცხოვრებაც ერთ დიდ გამოცდას უწყობდა. ხმაური ჯერაც არ ჩაწყნარებულიყო მისი ამ პოსტის დაკავების საკითხზე ახლა კი იმ ბეწვის ხიდზე გადიოდა,რომელსაც მთელი მისი კარიერის რაობა ერქვა. ახლა ან შერლოკის ფორმას მოირგებდა და „უკადრებელს“ იკადრებდა,ან სამუდამოდ დაემშვიდობებოდა სკამს,რომელზეც ახლა იჯდა. ეს საქმე,ჯერ კიდევ ლიზას მაგისტრატურის ბოლო წელს იხვეჭდა პოპულარობას,ახლა კი უფრო გამძაფრებულ ყურადღებას იქცევდა,ვიდრე აქამდე. ჩახლართული ამბავი. ისტორია,რომელმაც თავის დროზე მთელი საქართველო აალაპარაკა, ახლა ლიზას ხელში იყო.მთავარი და მეორეხარისხოვანი მოქმედი პირებით. ტელეფონზე ზარმა გამოაფხიზლა. „ზემოდან რეკავდნენ.“ -ანდრონიკაშვილო...-გაისმა ქალის ხმა ტელეფონში.-1 წლის წინ,როცა სამსახურში აგიყვანე იმდენად დიდი ნდობა გამოგიცხადე,რამდენიც ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის წარმოუდგენელი იყო ჩემი მხრიდან.გენდე ლიზა,იცოდე..-ორ წამიანი პაუზის შემდეგ გააგრძელა ქალმა.-ყველა სიტყვა,რომელსაც შენი ჟურნალისტები იტყვიან ამ საქმეზე,ყველა სიტყვა შენზე იმოქმედებს.მიდი,პატარავ!დამიმტკიცე,რომ შენში არ შევმცდარვარ... ხმის ამოღებაც არ აცადა ისე გაუთიშა ტელეფონი. ლიზამ ხაზის აპარატი ხმაურით დააბრუნა პირვანდელ პოზიციაში და მთელი ძალით მიარტყა მაგიდას ფეხი. თუ გაითვალისწინებდა,რომ დადვანების ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო,ნიკასთვის სამარე თავისი ხელებით უნდა გამოეთხარა. -ქალბატონო ლიზა,ყველანი სათათბიროში გიცდით...-კარი ისევ ანამ შემოაღო. თმები მაღლა აიწია და პატარა სამაგრით დაიმაგრა. ხელში ბლოკნოტი აიღო და ჩვეული,სერიოზული სახით გაემართა იქ სადაც ყველა მის სიტყვას ელოდა. ყველასი შურდა. ყველასი ვისაც ამ საქმეში ხელის ცუდად გასვრა არ უწევდა. შევიდა თუ არა ოთახში მაშინვე გადააწყდა მაყაშვილის დაძაბულ მზერას. ვერ შეიმჩნია. -დღევანდელი ნიუსების ჩამონათვალი,რაც შეიძლება სწრაფად..-ისეთი სერიოზული და მკაცრი იყო,თავისი თავის თავადვე გაუკვირდა.ამ პროცესის მიმდინარეობისას მასში სრულიად სხვა ქალი იღვიძებდა,რომელიც ემოციებს არ აძლევდა უფლებას ხელი შეეშლა საქმის სწორად კეთებაში. -ჟორდანიას საქმე..-გაუბედავად წამოიძახა ნინა დოლიძემ. -გარდა მაგისა..?-თითქოს განძრახ არიდებდა თავს ამ თემას. -პარლამენტში მორიგი შეხლა-შემოხლა,რაც ისევ დაშოშმინება-აღშფოთებით დამთავრდა. -კანონმდებლობაში ცვლილებებზე რა ისმის?-თეა მაჭავარიანს გადახედა ლიზამ. -როგორც ყოველთვის,არც არაფერი..-ამოიბურტყუნა თეამ. -არ მესმის,რაზე ვლაპარაკობთ,როცა წინ ჟორდანიას საქმე დევს?!-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა გიორგი ნადირაძემ. -შენს უკმაყოფილებას აქ ვინმე დღის ნიუსად განიხილავს?-ისე წამოენთო ანდრონიკაშვილი ოთახში ყველას თვალები გაუფართოვდა..-რამე არ მოგწონს?ხედავ გასასვლელს?-ყვირილზე გადასული წამიერად მოეგო გონს.-უკაცრავად...დღევანდელი გამოშვების მთავარი თემები პარლამენტის მორიგი კონცერტი და კანონმდებლების უმოქმედობა იქნება...ევროსაბჭოს და ნატოს ამბებსაც „ლაითად“ გავაშუქებთ...რაც შეეხება ჟორდანიას საქმეს ყველანაირი გამძაფრების გარეშე გამოვიტანთ.მაყაშვილი ჩემ კაბინეტში. -რა ნეპოტიზმია..-გაეცინა გიორგის და ლიზას ისეთი თვალებით გახედა,ლამის ტვინი გაუბურღა მზერით. -გაგიმეორო?-ცალყბად გაეცინა ანდრონიკაშვილს,თვალი ჩაუკრა და თვალებში ისე ჩააშტერდა ნადირაძემ თავი უხერხულად იგრძნო.-ქალიშვილი გოგოს მსგავსად ნუ წუწუნებ,გიო.კაცი ხარ,არ გიხდება!ავღანეთში მიდიხარ ბოლობოლო...-გაეცინა ლიზას და ნადირაძის ხველების იგნორით გავიდა ოთახიდან. კაბინეტის კარი მიხურა თუ არა ტანზე მჭიდროდ მომდგარი კოსტუმი შეიხსნა. -დაჯექი.. -ლიზ,ხო იცი მე ამ საქმეს ვერ ავიღებ...-ამოილაპარაკა მაშომ და დიდი ხნის მეგობარს ისეთი თვალებით გადახედა,ლიზას ცოტაც და შეეცოდებოდა. -შენ გარდა ამ საქმეს ვერავის ვანდობ.დაივიწყე,რომ ჟურნალისტი ხარ!დაივიწყე,რომ მაშო მაყაშვილი ხარ,დაივიწყე შენი წარმომავლობა,მეგობრები,ოჯახი და ის რაც ამ დედამიწაზე გაცოცხლებს..ჟორდანიას ოჯახში უნდა შეძვრე. -რა უნდა ვქნა?-სუნთქვა შეეკრა მაყაშვილს. -ყველაზე ნაკლებად ცნობილი სახე ხარ,ყოველთვის არჩევდი ნიუს რუმში ამბების ძებნას,ეკრანზე გამოჩენას...ჰოდა ახლა შენი გამოჩენის დროა. -ლიზა,მითხარი,რომ მაგრად მეღადავები და ეს ყველაფერი ის სიგიჟე არაა,რაც მე მგონია. -მაჩაიძეს დავურეკავ,ყალბ პირადობის მოწმობასა და საჭირო საბუთებს გავაკეთებინებ...ეს ამბავი უჯრედულ დონეზე უნდა შეისწავლო.. -ხვდები რას აკეთებ?-მწარედ გაეცინა მაშოს. -სიმართლეს ვეძებ ,მაშო!იმ სიმართლეს,რომელიც შენ ჟორდანიას ჩირქს მოწმენდს...სიმართლეს,რომელიც ახალი სიტყვა იქნება ქართული ტელევიზიისთვის.მჭირდება ეს საქმე დეტალურად ვიცოდე,არა როგორც გამომძიებლის დოსიიდან ამოკითხული გაზუთხული ჩვენებებით ან მეზობლისგან გაგონილი ჭორებით არამედ დეტალურად.ამის გასაკეთებლად მჭირდება ის,რასაც ჟორდანიაც ვერ მოერევა.სიყვარული. -ნიუსი ხვალ უნდა გააშუქო და მე ამ 24 საათში სიყვარულის ელექ დავალევინო თუ რამე გეგმა გაქვს?-სიგარეტს გაუკიდა მაშომ. -ამ ნიუსს მანამდე არ გავაშუქებ,სანამ შენგან ინფორმაცია არ მექნება,ზუსტი და უტყუარი. -ლიზა... -მიდი პატარავ,გადავარჩინოთ შენი ბიჭის უკანალი,სანამ დროა..-სკამზე მძიმედ დაეშვა ლიზა და ანას გასძახა. სტაჟიორი გოგონა ისეთი სისწრაფით შევარდა,ლიზას და მაშოს გაეღიმათ. -ნადირაძეს უთხარი შემოვიდეს. მაშომ ოთახი აფორიაქებული დატოვა და იქ შესულ გიორგის მზერა აარიდა. -აბა,სამხრეთის დედოფალო,გისმენ ახლა სად მგზავნი?!-გაეცინა გიორგის.-სადმე მიყრუებულ სოფელში ძროხებთან და ცხვრებთან ინტერვიუს ვიღებ,როგორ ძოვენ ბალახს თუ ალჟირში სავაჭრო გეგმებზე უნდა ვებაზრო აფრიკელ ვაჭარს.. -სრულიად უადგილოა შენი ირონია..-სიცილი ძლივს შეიკავა ლიზამ.-ამჯერად ომში მიდიხარ! წყალს სვამდა,გადასცდა. -ვერ მომიშორე თავიდან და ახლა გინდა ტყვიების კორიანტელში ვირბინო კამერით არა?! -არა,ამჯერად საქართველოს და ქართულ შეიარაღებულ ძალებს უნდა მიმართო...-ფეხები მაგიდაზე აალაგა და გიორგის მზერა დააიგნორა.-ავღანეთში მიდიხარ! -ლიზა ...-თავზე ხელები შემოიწყო ნადირაძემ. -გიორგი,გულწრფელად მითხარი აქ რას აკეთებ?კამერის წინ მაკიაჟისთვის აირჩიე ეს პროფესია?!იმისთვის,რომ 10 წინადადებაში, 5 „კაი რაა“ -იყოს და 5 „ამის დედაც,მე ხო ბედი არ მაქვს?“-ეგ ?წუწუნისთვის დაირქვი ჟურნალისტის სახელი?მე ვინ ვარ? -ჩემი დამპალი ბოსი!-კბილებში გამოსცრა გიორგიმ. -ჰოდა აწიე ეგ დამპალი,ერთი ადგილი და გააკეთე ის რასაც გეუბნებიან. -რა უნდა ვიქადაგო ავღანეთიდან?-მობეზრებულად აატრიალა თვალები გიორგიმ. -ზედმეტად დიდი რაოდენობის ჯარისკაცი მიდის ავღანეთში მაღალი ხელფასების გამო,მოუწოდე ხალხს,რომ სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია,ვიდრე ქვეყნის ინტერესები პოლიტიკურ ასპარესზე,მთავრობას-ხელფასების გაზრდა ჯარისკაცებისთვის და მათი ოჯახებისთვის უკეთესი პირობების შექმნა.საქართველოს ბედ-იღბალზე,ჭირ-ვარამზე და იმაზე ისაუბრე,რომ არ გვყავს დასაკარგი შვილები.რაც შეიძლება დიდი მასალა მჭირდება იმ ჯარისკაცების ოჯახების შესახებ,რომლებიც ავღანეთში მსახურობენ...ყველა დეტალი,გააბუქე თუ დაჭირდება,მთავარია მთავრობა მივიდეს იმ ჭეშმარიტებამდე,რომ ჯარისკაცს უკეთესი პირობა შეუქმნას.გასაგებია? -რით დავიმსახურე ეს ადამიანური თემა?-მაგიდას მიეყრდნო ნადირაძე და მრავლისმთქმელი მზერა მიაპყრო ლიზას. -კაი რა გიო..-გაეცინა ლიზას.-ცოტა წესიერი ფლირტი მაინც გამიბი-გაეღიმა.-მიხედე საქმეს..!-სახის მიმიკა იმდენად სწრაფად შეიცვალა გიორგის ღიმილი სახეზე შეეყინა. *** თბილისის ქუჩები ღამით ისე ლამაზად გამოიყურებოდა,პარიზს სერიოზულად შეშურდებოდა,რომ დაენახა. ფუნიკულიორი მასპინძლობდა ჟორდანიების ოჯახს. 3 წლის შემდეგ შვილი სახლში ჰყავდა,თაკო ბედნიერების ზენიტში იყო. მრგვალ მაგიდას ოჯახი შემოსხდომოდა და მხიარულად ატარებდა საღამოს. სანამ მაჩაიძის ხმამ მათი ყურადღება არ მიიქცია. ნოდო მაჩაიძე ნიკუშას მეგობარი და ლიზას მარჯვენა ხელი იყო,რთულ საკითხებში. -აი,შენი დანახვა,რომ გამისწორდა ეგრე?!ჩემი დის დაბადება არ გამხარებია...-უკნიდან მოეხვია ძმაკაცს და ოჯახის ღიმილიან სახეებს მოავლო თვალი. -მეც მაგრად მომენატრე!-სკამიდან წამოდგა ნიკა. -ნოდო,ჩემო საყვარელო ამ დღეებში გვეწვიე..-თბილად გაუღიმა თაკომ. -აუცილებლადთაკუნა,მთელი სამი წელი მაქვს მოსაყოლი შენი შვილისთვის..-გაეცინა ნოდოს და ნიკუშას მოხვია ხელი.-რას აპირებ ამ დღეებში? -განსაკუთრებულს არაფერს...თბილისიდან დავახვევდი სიამოვნებით! -დავაწვეთ კოჯორში რა პრობლემა?! -აი პრობლემა მრავლობითია.-უხერხულად გაეღიმა ნიკას. -ჰოდა მაშინ შენ წადი კოჯორში,ვაფშე ვერავინ გაიგებს სად ხარ,მაგის თავდებში მე ვდგები!-ხელები მაღლა ასწია ნოდომ.-სამი დღე ინავარდე და სამ დღეში ჩამოგაკითხავ,მოდი აზრზე ცოტა... -დავფიქრდები,კაი? -მიდი ძმაო,ახლა მაინც არი საფიქრელი დრო.!-გაეცინა ნოდოს და მეგობარს კიდევ ერთხელ გადაეხვია.დაემშვიდობა და თავისი მაგიდისკენ წავიდა. ნიკუშას მოტრიალება. მაგიდისკენ წასვლა. სველი პერანგი და უამრავი ბოდიში.. -მაპატიეთ..მე...-ძლივს ამოილუღლუღა ნერვიულობისგან გაფითრებულმა გოგონამ. -არაუშავს..-ხრინწიანი,უსაშველოდ სანატრელი ხმით შეერია გოგონას ბგერებს ჟორდანიასი. -უკაცრავად,არ მინდოდა..აი,გავწმენდ..-სახეზე მიტკლისფერი დასდებოდა,ისე უყურებდა ჟორდანიას დასვრილ პერანგს,თითქოს რაიმე წმინდას ეხებოდა. -არაუშავს..-იცით რა გრძნობაა,როცა იმ მამაკაცის თითებს ეხები,რომელიც ღამით გესიზმრებოდა მერვე კლასელ,პატარა გოგონას?!შენ იცვლები.იცვლები სამუდამოდ.შენში მთავრდება ყველაფერი,ბავშვური და გადადიხარ ევოლუციის იმ ფაზაში,სადაც ირგებ ქალის სტატუს...მამაკაცი,რომელიც გიყვარს,ერთი შეხებით გაიძულებს მთელი სამყარო სხეულის იმ კონკრეტულ ნაწილში ჩაატიო,სადაც თქვენი სხეულები ერთმანეთს შეეხნენ.ახლა მაშო მაყაშვილის სამყარო,თავისი მტევნის,თითებზე მოქცეულიყო.ეს წამი უდრიდა ალბათ მთელ სამყაროს.-ვიცნობთ ერთმანეთს?-ჟორდანიასგან ამ სიტყვებს იმდენად ვერ ელოდაწამიერად მოკვდა და გაცოცხლდა.მთელი ძალით შეასკდა კედლებს და უძლური სულით დაეცა მიწაზე. -არ მგონია გახსოვდეთ..-ამოილუღლუღა და თითები ერთმანეთზე ისე გადააჯვარედინა,ცოტაც და მოტყდებოდა. -გამახსენე თავი..-გაეღიმა ნიკუშას. -არ ღირს-ღიმილით უპასუხა მაშომ.-კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს..-იქაურობას ისე სწრაფად გაეცალა,თავისი თავის გაუკვირდა. ვერ სუნთქავდა. არ ეგონა ასე თუ გაუჭირდებოდა. როგორ არ ეცადა,თავი დაერწმუნებინა,რომ ჟორდანია მხოლოდ მისი ბავშვობის გატაცება იყო. სამყაროში,ყველას მოტყუება შეგიძლია,გარდა საკუთარი თავისა. საბოლოოდ,ღამის ფარდა ყველა სიცრუეს, სირცხვილის ფარდას ხდის. *** სამსახურიდან გამოდიოდა ტელეფონის ზარმა რომ გააჩერა. „ზემოდან“ იყვნენ. ხელის კანკალით უპასუხა ტელეფონს და კიბეზე ჩამოჯდა. -ლიზა...-გაისმა მამაკაცის ხრინწიანი ხმა. აშკარად არ ელოდა ყურმილს იქით კაცის ხმას. -გისმენთ... -საკონფერენციოში გელოდები.-გაუთიშა. მუხლები ეკვეთებოდა ისე მიდიოდა ოთახისკენ. როგორ არ ეცადა ნერვიულობა დაემალა,თუმცა ვერ ახერხებდა. კარის გაღებამდე,ბოლო ძალები მოიკრიბა და ოთახში წარბაწეული,ამაყი სახით შევიდა. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. დემეტრე დადვანის იქ ხილვას უთუოდ არ ელოდა. კართან დატოვა ერთი სიცოცხლე და დინჯი ნაბიჯებით გაემართა მეორეს დასატოვებლად სკამისკენ. -დედაჩემი შენით ისეა მოხიბლული,მეგონა მინიმუმ ანჯელინა დამხვდებოდა ქართველი პროდიუსერის როლში..-ტუჩის კუთხეში ირონიულად ჩაიცინა მაღალმა,შავგრემანმა.სავარძელში მძიმედ დაეშვა და სიგარეტს გაუკიდა.-ვინ ხარ ლიზა ანდრონიკაშვილო? -ეჭვი მაქვს ჩემი ყველა ფეხის ნაბიჯი იცით...-ღმერთს ევედრება ძალა მისცეს და იქ გული არ წაუვიდეს. -და მერე რა?!ჰო ვიცი,ჩემი კომპანიის საინფორმაციოს უფროსი ხარ, ტუალეტში რამდენჯერ შედიხარ ეგეც ვიცი!-გულისცემა გაუორმაგდა ანდრონიკაშვილს-რას ეძებ ლიზა?!-მამაკაცი ისე სწრაფად წამოდგა სკამიდან და ლიზასკენ აიღო გეზი,გოგონამ ლამის ტირილი დაიწყო. -ზოგადად კარგ მამაკაცს,ვისთანაც ერთად ოჯახს შევქმნი და მინიმუმ სამი შვილი მეყოლება...კიდევ ევროპის მიმართულებით ბილეთებს ვეძებ იაფ ფასებში,როგორც მოგეხსენებათ არც იმხელა ხელფასი მაქვს ლუქსით ვიმგზრავრო...კიდევ არის ჩამონათვალში რაღაცები,რასაც ვეძებ..-ისე უდარდელად ჩამოარიკრიკა დადვანს გაკვირვებისგან შეაქანა. -გაფრთხილებ,ჩემთან თამაშს ეშმაკთან გარიგება სჯობს. -ეშმაკს მტრობას ვუცხადებ ბავშვობიდან,ასე მასწავლეს... -ჰო არა?!-გაეცინა დემეტრეს-სად იყო დღევანდელ გადაცემებში მთავარი თემა,რომელიც შენ უნდა გაგეშუქებინა?! -მოვრჩით ზოგად საკაცობრიო თემებზე საუბარს?-ნაძალადევად გაიღიმა ლიზამ. -ნუ ცდი ჩემს მოთმინებას..! -ეს არხი თვქენს მფლობელობაშია,ხომ მეთანხმებით?დადვანების ერთადერთი მემკვიდრე...-პომპეზურად წარმოთქვა ბოლო სიტყვები და სკამი უკან გასწია,რათა მამაკაცისთვის თვალებში კარგად ჩაეხედა.-ერთ ლოგიკურ შეკითხვას დავსვამ,მე რიგითი მოკვდავი თქვენს წინაშე,მიპასუხეთ,ქართული პრესა,მედია,სოციალური ქსელები...ქართველი მოსახლეობა როგორ შეხვდება ჟორდანიების ამ არხზე გაპარტახებას?ეჭვი მაქვს,ყველაზე ნაკლებად ამ კომპანიის გეგმებში არხის რეიტინგის დაცემა არის.პირადად მე,არ ჩავრთავ იმ საინმფორმაციოს,რომელიც თავის სასარგებლოდ ან ვინმეს სასარგებლოდ აშუქებს მოვლენებს,ეს იმას წააგავს მეფის წინაშე მასხარებმა მეფეს ხოტბა შეასხან და მლიქვნელებმა ხელზე აკოცონ.მიპასუხეთ ბატონო დემეტრე,რომლის კოსწიუმი გინდათ ჩავაცვა თქვენს არხს და მის ჟურნალისტებს მასხარების თუ მლიქვნელების?!ამ ეტაპზე,გამოძიების ის ტემპი, რაც დღეს არის,არაა დამაკმაყოფილებელი რეპორტაჟისთვის,რომელიც ამ არხზე გავა.დღეს ყველას ყურადღება ამ არხზე იყო გადმოტანილი,ალბათ რეიტინგში პირველი ადგილიც ამიტომ ავიღეთ...ყველას აინტერესებდა რას იტყოდა თქვენი არხი მომხდარზე,როგორ იტყოდა და რა ინტონაციით.საკმარისია ერთი სიცრუე და ჩათვალეთ,რომ თავზე დაგემხოთ თქვენი მემკვიდრეობაც და რეპუტაციაც.ამ კომპანიაში მოსვლისას დედათქვენმა მითხრა,გააკეთე შენი საქმე სუფთად.მეც ვაკეთებ ჩემს საქმეს სუფთად,მაშინ როცა მექნება ყველა დეტალი,რაც ამ საქმის გაშუქებისთვის საჭირო იქნება იმ ბომბს ავაფეთქებ,რომელსაც ერთი გვარი კიარა მთელი მედია შეეწირება.არ გამაცინოთ,არ მითხრათ,რომ თქვენ გჯერათ ჟორდანიაზე დაწერილი სტატიების უმეტესობის... -მარტო პოსტიდან კიარ მოგხსნი...-ლიზასკენ დაიხარა და მის ფეხებშუა დადგა,-ვიზრუნებ,რომ მიკროფონი ხელში არავინ დაგაჭერინოს..-ლიზას ყურთან ამოიჩურჩულა,ბოლომდე შეისუნთქა ქალის გრილი და სასიამოვნო არომატი.-დაგიბლოკავ ყველა გასასვლელს და სულ,რომ „ბბს“-ის ჩააკითხო იქიდანაც გაგაქრობ,საკმარისია ერთი შენი შეცდომა ქალბატონო ლიზა...მხოლოდ ერთი შეცდომა და იცოდე,რომ ვერც სასურველ მამაკაცს იპოვნი და ვერც დედა გახდები ვერასდროს...არ გაგიჭირდება გაიგო,რომ ამ სიტყვებს მუქარის კი არა გამაფრთხილებელი ხასიათი აქვს და შესრულების დიდი წონა.გიყურებ ანდრონიკაშვილო...-თითი ცხვირწინ დაუქნია ლიზას და ოთახი დატოვა. აი მეორედ აქ მოკვდა ლიზა ანდრონიკაშვილი. *** მაყაშვილს ვინაობის დაფარვა არ დასჭირვებია. გეგმის მიხედვით მიდიოდა ყველაფერი. კოჯორში მაჩაიძეების სახლის წინ იქირავა შედარებით პატარა სახლი და გაემგზავრა. ყოველ 1 საათში ურეკავდა ანდრონიკაშვილი და სამსახურის ამბებს უყვებოდა. არაფერი იცვლებოდა. მანამ სანამ 11 მაისს ღამის 2 საათზე მანქანის ხმაურმა არ გააღვიძა. აივანზე პენუარით შემოსილი გავიდა და მოპირდაპირე სახლს გადახედა. გულის აჩქარება არ შეიმჩნია და ლიზას მიწერა: „ჩამოვიდა“ *** დილის 6 საათზე აივანზე იჯდა. სიგარეტს ეწეოდა და ყავას სვამდა. ულამაზესი იყო კოჯორი მაისში. მე ბედის ამბავს მივაწერდი იმ ფაქტს,რომ სწორედ მაშინ დარეკა არასწორად დაყენებულმა მაღვიძარამ მაშოს ტელეფონზე. ეზოში გამოსული მაშო,რომელიც ძილის შებრუნებას ტყუილად ეცადა არ დარჩენია შეუმჩნეველი მეორე სახლის აივანზე მჯდარ ჟორდანიას. წამით,როცა მათი თვალები ერთმანეთს გადაეყარნენ,მოხდა ის, რაც გახდა ამ ისტორიის ისტორიად ქცევის მთავარი მიზეზი. მათ გაეღიმათ. ნიკუშას ზედმეტად კარი მეხსიერება ჰქონდა,ის რომ დაემახსოვრებინა,ვისაც აშკარად ახსოვდა თავად ნიკუშა. სახლში შებრუნებული მაშო ხვდებოდა,რომ ამ წამიდან აღარაფერი იქნებოდა ძველებურად. ** სამსახურში მისულს,არაფრის თავი ჰქონდა წუხანდელის შემდეგ. ანას ყავის გაკეთება სთხოვა და დღის პროგრამას გადახედა. ტელეფონი აზუზუნდა და მისი მყუდროება უცხო ნომერმა მიიქცია. ფოტო იყო. ნადირაძე იარაღით ხელში : „ჩემი პროდიუსერის გამო ტყვიასაც არ შევუშინდები...ფაილი ჩაიტვირთა.“-გაეღიმა. *** იმ ღამით კოჯორში ისე ძალიან წვიმდა ელექტროენეგრიის მიწოდება შეუწყდა მოსახლეობას. ჩაბნელებულ სახლში,სრულიად მარტო,რომ აღმოჩნდა და წვიმის ხმაც ზედმეტად შემაშფოთებელი აღმოჩნდა გადაწყვიტა ცხოვრებაში ერთხელ გამოეჩინა სითამამე და მეზობელს სწვეოდა. სიბნელეში მწოლიარე ჟორდანია კარზე კაკუნმა ცოტა არ იყოს გააკვირვა. კარი გააღო და მის წინ ასვეტილი,გასაწური მაშო,რომ შერჩა გაეღიმა. -დასველდი.-დაასკვნა და გოგონა თავით ფეხებამდე აათვალიერა. -ყოჩაღ,ძალიან მიხვედრილი ხარ...-ამოილაპარაკა მაშომ.-ბოდიში,რომ გაწუხებ,უბრალოდ შეიძლება სანამ შუქი მოვა აქ ვიყო..?-თავადაც არ ჯერა,საიდან ამდენი ლაპარაკის ძალა. -შემოდი.-უკან დაიხია და გოგონა შინ შეატარა.-ბუხარს დავანთებ,გათბები. -მაისში ბუხარი?!-გაეღიმა მაშოს. -მაშინ ჩემ ტანსაცმელს გათხოვებ,ცოდო ხარ,გაცივდები. -მხოლოდ პირსახოციც შეიძლება...თმებს გავიმშრალებდი.. -აქ დამელოდე..-გაუღიმა აწურულ გოგონას და მაღლა აირბინა. პირსახოცი,მაისური და ჟაკეტი ჩამოიტანა, გოგონას გაუწოდა. -მე სამზარეულოში გავალ,ჩაის გაგიკეთებ თუ ყავა გირჩევნია? -ჩაი... -ასეც ვიფიქრე..-ისევ ეღიმება მაშოს სასაცილოდ აბზუებულ სახეზე. -ბოდიში,ძალიან შეგაწუხე...-ასე სწრაფად გეგმის განვითარებას თავადაც არ ელოდა.ჟორდანია ხომ უბრალოდ გეგმა არ იყო...ჰოდა ალბათ ზუსტად ამიტომ არ ელოდა. ნიკას მაისური და ჟაკეტი მოირგო,დივანზე ჩამოჯდა და ჩაბნელებულ სახლს თვალი მოავლო. ლანგარზე დადებული ორი ფინჯნით და სანთლით ხელში,რომ გამოჩნდა ტვინში სისხლი ჩაექცა მაყაშვილს. -აბა,მომიყევი..-სავარძელში ჩაეშვა ნიკა და გოგონას დაჟინებული მზერით სხეული აუწვა. სანთლის შუქზე ისე იკვეთებოდა მისი სახის ნაკვთები,მთელი ცხოვრება რომ ეცქირა მაყაშვილს არ დაიღლებოდა. -ბატონო..?-დაიბნა გოგონა. -მაშინ მითხარი, არ ღირსო...ჰოდა ახლა,როცა სიბნელეში სანთლის შუქზე ვსხედვართ,მომიყევი საიდან მახსოვხარ.. -ერთ სკოლაში ვსწავლობდით...თქვენ ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყავით.. -თქვენობით თუ მომმართავ მეგონება,რომ 40 წლით უფროსი ვიყავი..-გაეცინა ნიკუშას. -მეტი მოსაყოლი,არც არაფერია..-მკრთალად გაიღიმა და მზერის არიდება სცადა. -დავიჯერო ყველა შენზე ოთხი წლით უფროსი გახსოვს შენს სკოლაში?-ტუჩის კუთხეში გაეღიმა ნიკას. -ყველა არა.-ნერვიულობამ პიკს მიაღწია. -მე რატომ მერგო ეს პატივი? -რომ გითხრა მიყვარდი-მეთქი ხო არ დამცინებ?-თავადაც არ სჯერა,რასაც ახლა ამბობს. -მერვე კლასელის პირობებზე ცუდი გემოვნება გქონია..-გაეღიმა და სიგარეტის მეორე ღერს გაუკიდა. -მერვე კლასში სულაც არ ვფიქრობდი ასე..-მის საუბარს დაძაბულობის ტონი სადღაც გაუქრა. -რას ფიქრობდა მერვე კლასელი გოგონა ჩემზე?-ტუჩებზე ორი თითი გადაიტარა და ისევ დააჯილდოვა თავისი მომხიბვლელი ღიმილით გოგონა. -ზღაპრებში წაკითხულ პრინცებს გადარებდი,პიტერ პენსა და კონკიას პრინცს შორის ვერ ვაკეთებდი არჩევანს..-გაეღიმა თავისსავე ბავშვობაზე და უფრო მოეშვა. -მერვე კლასელისთვის პიტერ პენი დაგვიანებული ხომ არ არის?-გულიანად გაეცინა ჟორდანიას. -იმ გოგონებისთვის,რომლებსაც ჰეფი ენდები ძალიან მოსწონთ პიტერ პენი დაგვიანებული არასდროს არის. -როცა საუბარი მე მეხება ჰეფი ენდი გადაჭარბებული ოცნება იქნებოდა... -როგორც ჩემი მეგობარი ამბობს ოცნება და იმედი გვილამაზებს სამყაროს. -მაგ იმედით და ოცნებით აღმოჩნდი აქ?-მზერა მაშოს ტუჩებზე გააჩერა და მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა. -მანიაკი არ ვარ..-გაეცინა მაშოს.-აქ მხოლოდ იმიტომ ვარ,რომ ელექტროენეგრია გაითიშა. -ჩემზე თუ იძალადებ ამ სიბნელეში იცოდე გიჩივლებ!-თითი დაუქნია ნიკუშამ და თავადაც აჰყვა მაშოს სიცილში. -ძალიან სხვანაირი ხარ..-ამოილაპარაკა მაშომ. -ვერ ვქაჩავ პიტერ პენს?-ისევ გაეცინა ჟორდანიას. -ნწ,ვერა!-ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა გოგონამ და თავი გააქნია უარის ნიშნად. -რას საქმიანობ მაშო? -მწერალი ვარ!-თავისი ტყუილის თვითონვე შერცხვა. -ყველაზე საინტერესო გოგო ხარ,ვინც აქამდე გამიცნია..-გაეღიმა ნიკას. -დიდი ხანია გოგო არ გაგიცნია?-ტუჩზე იკბინა,როცა გაანალიზა,რა ჰკითხა. -სამი წელია..-გაეღიმა ნიკას და მესამე ღერს გაუკიდა. -ბოდიში..მგონი რაღაც არასწორად გკითხე..-სისხლი მოაწვა კაპილარების კედლებს,ლამის იყო სხეული აუფეთქდებოდა. -ბოდიშის დროს სულ ასე სასაცილოდ წითლდები ხოლმე?-გოგონას სახის ნაკვთებს ისე სწავლობდა,როგორც ბეჯითი მოსწავლე გაკვეთილს.-მაშო,რატო მაშო ეე?! -ანუ..?-ვერ გაიგო რას გულისხმობდა ამ უკმაყოფილებაში. -მაშო ვინმე მეგობარმა შეგარქვა? -ჰო,ლიზამ... -და მოიცა,გამოვიცნობ მარიამი გქვია..-ეღიმება მაშოს დაძაბულ სახეზე. -ნუ ჰო.. -მომცემ უფლებას მე დაგიძახო მარიამი?! -ყველა მაშოს მეძახის. -პიტერ პენის ამბავში..-გაეცინა ჟორდანიას და მუხლებზე იდაყვებდაყრდნობილი მაშოს ისეთი მზერით დააშტერდა,სხეული გაუხურდა სისხლის მიმოქცევის სისწრაფისგან მაყაშვილს. ორივე შეცბა უცებ ანთებულ სინათლეებზე და ახმაურებულ ტელევიზორზე. -ჩემი წასვლის დროა..-სკამიდან წამოდგა მაშო და კარისკენ აიღო გეზი. -რამდენი ხნით ხარ აქეთ? -არ ვიცი... ორი სამი დღით. -მაინცდამაინც დენს ნუ ჩამაჭრევინებ...-თვალი ჩაუკრა და ტუჩის კუთხეში გაეღიმა ჟორდანიას-დაიძინე ვენდი...-ცოტაც და ჩაიკეცებოდა.ამდენ ემოციას არ ელოდა. სახლამდე გზა თავადაც არ ახსოვს როგორ გაიარა. თავისი ტანსაცმელი ჟორდანიასთან დატოვა. ჟორდანიასი თავად წაიღო. „სახლიდან სახლამდე მანძილი დიდია. შენიდან ჩემამდე არც ისე.“ საწოლზე ემბრიონის ფორმაში მოკალათდა და ლიზას მიწერა: „ამ ყველაფრის მერე მე შენ ან უზომოდ მეყვარები ან ...“ *** სახლში ბრუნდებოდა ბინასთან უცხო მანქანა,რომ შენიშნა. ვინაიდან მის კორპუსთან ხშირად მოდიოდნენ უცხო მანქანები ყურადღება არ მიუქცევია. მანქანიდან გადმოვიდა და მშვიდი,თუმცა დაღლილი ნაბიჯებით აუყვა სახლის კიბეებს. წარმოიდგინეთ,ღამის 3 საათზე ბრუნდები შინ და ხვდები,რომ სახლში სადაც მარტო ცხოვრობ კარი ღიაა... იგივე რეაქცია ჰქონდა მასაც.. 112 უკვე აკრეფილი ჰქონდა,კარი ფრთხილად შეაღო და გაოცებისგან ლამის პირი დააღო,. შემოსასვლელ ოთახში სავარძელში მჯდომი დადვანი,რომ დალანდა. -აქ..როგორ..-ყელი გაუშრა,გასაღები იატაკზე დააგდო და ჩანთაც ზედ მიაყოლა. -რა გაქვს ასეთი ლიზა..?-სავარძლის საზურგეს მიეყრდნო დადვანი და სიგარეტის კვამლში გაბრულ ოთახში,კიდევ ერთხელ გაუკიდა სიგარეტს. -სახიფათო სამსახური და ცუდია,რომ ამას ახლა მივხვდი...-ამოილაპარაკა და აივნისკენ წავიდა.ფანჯრები გამოაღო,რათა კვამლი სახლიდან გასულიყო და სუნთქვა უფრო შესაძლებელი გამხდარიყო. -საქართველოს პროკურატურა ერიდება ამ საქმეს,შენ რა იმედებით ხარ?-გაშრა ანდრონიკაშვილი. -იმედი გვილამაზებს ცხოვრებას...-ეცადა გაეღიმა,მაგრამ დაძაბულობას ვერაფერი მოუხერხა. -ცუდი მასპინძელი ხარ ლიზა.. -არც შენ ხარ სასიამოვნო სტუმარი. -ისე მეთამაშები,მგონია,რომ სკოლის მოსწავლე ვარ და როცა მოგინდება მაშინ დამახვევინებ... -ვიდზე უფრო დიდი ასაკი გეტყობა.ამიხსნი ჩემს სახლში რას აკეთებ? -რომ გითხრა დაგინახე და შემიყვარდითქო, რას იზამ?-სავარძლიდან წამოდგა და ლიზასკენ დაიძრა.აი ამას მართლაც არ ელოდა ქალბატონი პროდიუსერი. -მაგარიბანძი მატყუარა ხარ-თქო გეტყოდი... -საიდან ამდენი გამბედაობა?-მასსა და ქალს შორის მანძილი მაქსიმალურად დაფარა. -არსაიდან. -ხვდები ვის ეტაკები?-გაეცინა დადვანს და ლიზას კისერში ისე დაუკითხავად ჩარგო თავი ანდრონიკაშვილი ადგილზე შეხტა. -არავის ვეტაკები,მხოლოდ ის მინდა,რომ ჩემი კარიერის განმავლობაში ჩემს მაყურებელს ჰქონდეს..-არავინ აცადა დამთავრება.პირველი კოცნა მოპარა.აი,ასე დაუკითხავად გააქვავა ადგილზე. -ეს დაწერილი ტექსტები მოგიძველდათ ქალბატონო პროდიუსერო..-ზედ მის ტუჩებზე ამოილაპარაკა დადვანმა და თლილი თითები ფრთხილად გადაატარა ქალის სახეზე. -რასაც ახლა აკეთებ ეს ყოვლად.. -ყოვლად დაუშვებელია,ამაზრზენია და არაკაცური?!-თითები სახიდან თმებში შეუცურა და ის იყო მეორედ უნდა ეკოცნა ქალი ხელებიდან დაუსხლტა. -არ გაქვს ამის უფლება,თუ გინდა გამათავისუფლე...არ გაქვს ჩემს სახლში შემოსვლის და ასე თავხედურად მოქცევის უფლება.!-ხმას ძლივს იმორჩილებდა ემოცებაშლილი ლიზა. -შენი გაათავისუფლება რომ მდომოდა,დამიჯერე საკომპენსაციო ბარათი სახლში მოგასწრებდა. -შენ მაძლევ უფლებას ეს საქმე დაუფარავად ვაკეთო?-გაკვირვება აისახა ლიზას სახეზე. -ეს საქმე იმაზე ღრმა და ჩახლართულია ვიდრე ეს შენ გონებამახვილ ტვინს წარმოუდგენია... -მაგრამ გინდა,რომ ხელი მოვკიდო არა?! -ხელი უკვე მოკიდე,ახლა მინდა,რომ ბოლომდე მიიყვანო. -რა ჩაიფიქრე ბატონო დემეტრე?! -სამი შვილის გაკეთება მინიმუმ.-თვალი ჩაუკრა და სახლი ისე დატოვა ანდრონიკაშვილს ხმის ამოღება არ დააცადა. ** 3 წლის წინ ყიფშიძეზე,საბა დვალის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ ძალიან ახლო წრის მეგობრები. ბავშვობიდან მოყოლებული ერთად შეზრდილი ბიჭები. ღამის 11 საათზე მეზობლებმა ხმაური გაიგეს. პოლიციამ კარი,რომ გააღო იატაკზე გაშოტილი ამირეჯიბი და საბა დვალი დახვდა,რომელსაც მეგობრის მფეთქავი არტერია ლამის ხელით ეჭირა. პოლიციის მისვლიდან 10 წუთში ეზოში დიდი სისწრაფით მომავალი „აუდი“ შემოვიდა. იქიდან ჟორდანია გადმოვიდა,გოგონასთან ერთად,რომელსაც ხელში პირველადი დახმარების ყუთი ეჭირა. მომხდარი იმ ფაქტმა დაამძიმა,რომ დანაზე,რომლითაც ამირეჯიბი დაჭრეს ნიკოლოზ ჟორდანიას ანაბეჭდები იქნა აღმოჩენილი. ნიკას მაისურზე კი სისხლი,რომელიც დაშვებულს ეკუთვნოდა. აპარატზე შეერთებული ამირეჯიბის ოჯახი, ღამის 2 საათზე უკვე საავადმყოფოში იყო. თბილისმა უკვე იცოდა,რომ ყიფშიძეზე დათა ამირეჯიბი საკუთარმა ძმაკაცმა,ნიკუშა ჟორდანიამ დანით მძიმედ დაჭრა. ნიკას გასამართლებელი საბუთების უქონლობამ ჟორდანია 3 წლით ჩასვა ციხეში... უსამართლობის ზეიმი იყო,პირდაპირი გაგებით,მაშინ,როცა ამის გამკეთებელი ქვეყნის საზღვრებს ტოვებდა. *** დილის 10 საათზე უკვე ემზადებოდა ახალი დღისთვის. საწოლი გაასწორა და ლიზას დაურეკა. ბევრი ილაპარაკეს. ლიზამ მომხდარი,რომ მოუყვა 10 წუთი სრული სპაზმი ჰქონდა გონების. -რას ვიცინებ დადვანების რძლად,რომ მოევლინო სამყაროს!-სიცილისგან ვერ სუნთქავდა მაშო ლიზას გაბრაზებულ სახეზე. -საერთოდ ვინმეს რძლად გევლინები? -რავიცი,კი შეპირებიხარ დადვანს 3 შვილს და..-ორად მოკეცილი იცინოდა ბოლო ხმაზე. -მორჩი მაშო!მე ჩემი გაჭირვება მაქვს,შენ რას მიკეთებ? -რაც შენ გამიკეთე,ცოტათი იგივეს..-ცერა თითი კბილებს შორის მოიქცია მაშომ. -მთელი სამყარო ჩემკენაა,რა ბედზე გაითიშა დენი,თქვი უბრალოდ!!-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ლიზამ. -მე მეგონა,ჩემმა პელემ გათიშა მთელ კოჯორში ელექტროენერგიათქო-გადაიკისკისა მაშომ. -შენ თუ 90-იანების ნოსტალგიით ჟორდანიას თავს შეაყვარებ სრულიად საქართველოს შევუწყვიტავ დენის მიწოდებას! -სისულელე!მეც არ ვიცი რატომ დაგთანხმდი ამაზე.. -არ დამთანხმებიხარ,ცუდად ვიყენებ ჩემს პოსტს...-ეშმაკურად გაეცინა ლიზას,-მთელ მედიას და სრულიად ქვეყანას ავაფეთქებთ მაშო,ჩვენ..მე და შენ! -მერე ნიკუშა?.. -ნიკუშა ყველაზე მოგებულია ამ საქმეში...პრობლემა დადვანია,რომელიც არ მოისვენებს და რა არ ასვენებს თავადაც ვერ ხვდება.. -ჰო აი დადვანი საიდან სად ამათთან ვერც ვხვდები...ეგ ნიკუშაზე უფროსია ხო? -ორი წლით. -თბილისში არ უსწავლია მაგას,როგორც მახსოვს.. -ჰო ინგლისში აქვს მიღებული განათლება. -აი იცი როგორი ტიპია?თან რომ უნდა უფრთხილდე და თან რომ არ უნდა მოიშორო ეგეთი! -სულ გააფრინე შენ,მიხედე საქმეს მიდი ნუ მაცდენ...ნადირაძე ჩამოდის დღეს და იმ იარაღით გამაგორებს ზუსტად ვიცი! -ლიზა გაუღიმე ერთი რაა!-სასაცილოდ დამანჭა სახე მაშომ. -მიდი რაა! „მარიამ!“ ელანდება. „მარიაამ!“ გაფითრდა. „მარიაამ!“ ესმის. „მარიამ!“ აივანზე გავარდა და ჭიშკართან მდგარი ჟორდანია,რომ დაინახა წამიერად დაცხა. -არ ჩამოხვალ?-თვალები დააწვრილა და ხელისგულით მოიჩრდილა სახე. -სად მეპატიჟები?-გაეღიმა მაშოს. -ჩემთან. -ჩაი გააკეთე? -შენ გაგიკეთებ. -ყავა მინდა. -ყველაზე მაგრად ვაკეთებ ყავას,პელეც მე მეძახდა ყავის გასაკეთებლად აზრზე ხარ?!-სიცილით იკეცება ჟორდანია მაყაშვილის ჭიშკართან. -ეგ პელე თავს მომაკვლევინებს მეც და შენც..-ამოიბურტყუნა მარიამმა. -ჩამო,ჩამო რაა... -ძალიან მთხოვე და ჩამოვალ!-გათამამდა მაშო. -ჩამოდი და ნარდს გათამაშებ. -შენ გოგოებს ნარდზე პატიჟებ ხოლმე?-ახლა მაშოა ორად გაკეცილი. -კაი,დურაკას გეთამაშები ჩამო,რა! -იცი როგორი გრძნობაა?-ხმა გაუწყდა მაშოს. -პიტერ პენი რომ გეხვეწება ნარდი მეთამაშეო? უეცრად მოეგო გონს. მიხვდა ბევრ კარტს შლიდა და ჟორდანიასთან ეს არ გამოადგებოდა. გაუღიმა,ჩამოვალო და 5 წუთის შემდეგ ეზოში გავიდა. თხელი,ბროწეულის ფერი სარაფანი ეცვა. რამდენი სილამაზე იყო სამყაროში,სხვა ქალების სახით. მაგრამ იმ მომენტში,მაშო ყველას სჯობდა თავისი ბროწეულით. ჟორდანიამ არ შეიმჩნია კმაყოფილება. გრძნობა,რომელიც მაშინ გეუფლება,როცა შენი მეორე ნახევრით უკიდეგანოდ ამაყობ. -იცოდე,ნარდში წაგებული არ იტირებ!-თითი დაუქნია მაშომ და დისტანციის მანძილის დაურღვევლად გადაინაცვლა ერთი ეზოდან მეორეში. -მოდი ბანქო ვითამაშოთ რა...-სახე დაბრიცა ნიკუშამ. -ვიღაცას შეეშინდა!...-გაეცინა მაშოს. -კაი,ტოო !სად ისწავლე ნარდი ამ თბილისელმა გოგომ? -მე კიდე ბევრი რამე ვიცი!-ამაყად ასწია თავი მაშომ. სამჯერ რომ მოუგო მაშომ,ბოლოს მორჩილად დახარა თავი გოგონას წინაშე. -სამი სურვილი გაქვს!-კაბის ბოლოები მაღლა აიკეცა და ერთი სკამიდან მეორე სკამზე შემოაწყო ფეხები. -მიმღერე და ლექსი დამიწერეო არ მთხოვო და სხვა რაც გინდა ის იყოს..! -პირველი სურვილი არის...-ხელები ერთმანეთში გადააჯვარედინა მაშომ და მაღლა ცას ახედა. -მარიამ კარგი რა..-გაეცინა ნიკუშას მარიამის თვალებზე,პატარა ჭინკები,რომ თამაშობდნენ. რამდენი წელია ასე აღარ გაუცინია. რამდენი წელი გავიდა ბოლო გაღიმებიდან...? -პაემანზე დამპატიჟე,ოღონდ იცოდე საჭმელი,რომლითაც გამიმასპინძლდები შენით უნდა მოამზადო. -ეგ ორია მარიამ!-ახლა თვითონ დაალაგა ფეხები მეორე სკამზე და გვერდით მოკისკისე გოგონას თბილი მზერით გადახედა. -არა!ერთია. -კაი ანუ პაემანზე უნდა დაგპატიჟო. -მიდი აბა გისმენ,დამპატიჟე. -მარიამ,გპატიჟებ ამ საღამოს ჩემთან სახლში პაემანზე!-სიცილს ვერ წყვეტდა ნიკუშა. -მეტი დამაჯერებლობით! -მოუმზადებელი ვარ,მარიამ მეპატიება რაა..!-გაწელა ნიკამ. -შენ მე ვიღაც სულელი,ხომ არ გგონივარ?-მთელი კორპუსით შეტრიალდა ნიკასკენ.არ ელოდა იმ სხეულების სიახლოვეს,,რომელიც შერჩა. -რას კადრულობთ ახალგაზრდავ?აი ნამდვილი ნიკოლოზივით დაგპატიჟებ,დამაცადე!ახლა კეთილო მეზობელო უნდა დამტოვოთ,მილიონი საქმე მაქვს!-ფეხზე წამოდგა და მარიამს ზემოდან დახედა.-მიბრძანდით თქვენს რეზიდენციაში. სიცილ-კისკისით გადავიდა თავის ეზოში. ვერ ისვენებდა. კანში ვერ ეტეოდა. ახლა ისე უნდოდა ეს ყველაფერი სიმართლე ყოფილიყო,ვიდრე არასდროს. ალბათ ოცნების ასრულების რეალურ პერსპექტივას,რომ ეჯახები ზედმეტად აღმატებულ,წმინდა გრძნობას განიცდი. ** სამსახურში ტაქსით მივიდა. მისი მანქანა შესაკეთებელი იყო და ამის დრო ახლა ნამდვილად არ ჰქონდა. ქაღალდებით დატვირთული მოაბიჯებდა კომპანიის კიბეებზე მთელი ძალით,რომ შეასკდა მაღალ სხეულს. დემეტრე დადვანი ყოველთვის ოფიციალური სამოსით დააბიჯებდა კომპანიაში. იშვიათად თუ მოკრავდით თვალს,ახლა მისი ხშირი სტუმრიანობა ყველასთვის თვალშისაცემი ფაქტი გამხდარიყო. -დილამშვიდობის,ქალბატონო ლიზა.!-გახევებულ ლიზას ღიმილით მიესალმა და ძირს დაიხარა დაყრილი ნივთების ასაკრებად. -თქვენ შემდეგ,რამდენად მშვიდობიანი იქნება ჩემი დილა არ ვიცი მაგრამ...-ენაზე იკბინა ლიზამ,თვითონაც ხვდებოდა დემეტრესთან ტლიკინით ცეცხლს,რომ ეთამაშებოდა. -წავიდეთ სათათბიროში გვიცდის ყველა. ადგილზე შედგა ანდრონიკაშვილი. -გვიცდიან?-წარბები შეყარა. -ჰო,ძალიან მაინტერესებს ჩემი კომპანიის ნიუს რუმი როგორ მუშაობს.დღეს გამოვყავი დრო და ვაპირებ დაგესწროთ,წინააღმდეგი ხართ?-ისეთი გამჭოლი მზერა ესროლა ანდრონიკაშვილს შეაქანა. თავისი კაბინეტის კარი ლამის შეანგრია,ბრაზი პირდაპირ ტვინზე აწვებოდა. -ფრთხილად,ქალბატონო ლიზა კომპანიის ქონებას ნუ ეპყრობით უდიერად...-აშკარად კარგ ხასიათზე იყო დადვანი. -ხელფასიდან ჩამომიქვითეთ!-კბილებში გამოსცრა ლიზამ. ისეთი სახით შეაღო სათათბირო ოთახის კარი თანამშრომლები უნებურად დაიძაბნენ. უკან დინჯად მოსიარულე დადვანმა კი ყველას გაოცება შეძლო. -პირველ რიგში,ნადირაძის რეპორტაჟი მაინტერესებს,რა ფაზაზეა და როდის იქნება მზად გასასვლელად. -ქალბატონო ლიზა,ერთი იდეა მაქვს...პირდაპირი ჩართვა,რომ გავაკეთოთ ავღანეთიდან?!იქ მყოფი ქართველი ჯარისკაცები ოჯახებს მიესალმებოდნენ.. -საინფორმაციოს ჟურნალისტი ხარ და არა „პროფილის“,აქცენტი გააკეთე მთავარ საკითხზე და ხალხი თავად შეალამაზებს სათქმელს. -ლიზა,კანონმდებლობის ცვლიბებზე სიახლეებია. -3 წუთი აქვს კანონსაც და მდებლებსაც თეაკო შენ აიღე. -კაი,წავალ მაშინ გადავრეკავ.. -პარლამენტარის ხელფასზე და მილიონნახევრიან ვილაზე წყნეთში, სიუჟეტი მინდა.-სათვალეები ცხვირზე ჰქონდა დაკოფსილი,ჩალისფერი თმა დაუდევრად აეწია და მთლიანად საქმეზე კონცენტრირებული საოცარ სანახაობას ქმნიდა მესამე პირისთვის,დადვანისთვის. თანამშრომლებს წარმატებული დღე უსურვა და ქუსლიანების კაკუნით გაემართა თავისი კაბინეტისკენ. უკან დადვანი მიჰყვა. შევიდა თუ არა ოთახში კარი გადაკეტა. -კმაყოფილი ხართ ხილულით?-ირონიულად გაუღიმა ლიზამ. -მაცოფებს და ერთდროულად მიზიდავს შენში ეს გამბედაობა,მაგრამ იცოდე ერთ დღეს ცეცხლი დაგწვავს ლიზა. -მუქარაა თუ გაფრთხილება?-გაეცინა ლიზას. -მე შენ არ გემუქრები.არ მჭირდება.არავის ვემუქრები. -სამუშაო მაქვს ბატონო დემეტრე. -კარგი,სერიოზულად... რა ისმის იმ საქმეზე?-თვალები ისე დააწვრილა თითქოს ლიზას გამოტეხვა უნდაო. -იცი რა არ მესმის? -აბა,გისმენ!-გაეღიმა დადვანს და პერანგის ორი ღილი შეიხსნა. -ჟორდანიასთან რა კავშირი გაქვს?-უეცრად შეცბა დემეტრეს სახე,რომ აემღვრა. -ეგ შენ არ გეხება! -შენი მართლა არ მესმის,-პატარა მაგიდაზე,რომელიც დივნის გასწვრივ იდგა,თუმცა საკმაოდ ახლოს დივანთან,ჩამოჯდა და სახე იმდენად ახლოს მიუტანა,იგრძნო დადვანის სურნელი.-იცი,რომ ამოვქექავ,ისიც იცი,რომ გავაშუქებ.ამას რატომ აკეთებ?შენ ხომ იცი სიმართლე,იცი რატომ დაიჭირეს 3 წლის წინ ჟორდანია,იცი რატომ იყო ამდენი ხანი კომაში დათა და ახლა მე მაძლევ უფლებას ეს ნაგავი ამოვქექო.თანაც ისე,რომ მგონია ჩემი თანამზრახველი ხარ... რა სარგებელი გექნება შენ თუ შენი მტრის უდანაშაულობას დავამტკიცებ? -მეგობარი დაგიკარგავს?-ღრმა და სევდიანი სფეროები შეანათა ანდრონიკაშვილს.თითქოს რაღაც ძალიან ფაქიზს ეხებოდა,ისე ეძებდა შესაფერის სიტყვებს. -დამიკარგავს. -არ გინანია?არ გიფიქრია,ნეტავ არ ქონდეს ის შეცდომა ჩადენილიო?!შეცდომა,რომლის გამოც ახლა შენი მტერია?-დემეტრეში პირველად შეამჩნია იმ დღეს სევდა,რომელიც იმდენად ტანჯავდა დადვანს,ანდრონიკაშვილს შეეცოდა კიდეც.-ხავსი. -რა..?-დაიბნა ლიზა. -ხავსი ხარ,რომელსაც ვეჭიდები... -დემეტრე ...მე..-სიტყვებს ვერ პოულობდა ლიზა. -1 კვირა ლიზა,1 კვირა და რეპორტაჟს გააკეთებ!-ისევ სუსხი გაერია მის ხმაში,სასწრაფოდ წამოდგა და ოთახი დატოვა. *** ბოლო წამამდე ეგონა,რომ ჟორდანიამ გადააგდო. მწარედ გაეცინა. ყველა იმედის კოშკი წამში დაამსხვრია,სპორტულებში გამოეწყო და ნაყინის დიდ ყუთთან ერთად მოკალათდა ტელევიზორის წინ. მაჭავარიანი თეაკო ქალისგან იღებდა ინტერვიუს კანონმდებლობის შესახებ,ქალისგან,რომელიც ისე გაჰკიოდა თეაკო ძლივს ინარჩუნებდა სერიოზულ სახეს. კარზე კაკუნი,რომ შემოესმა ისეთი არაადეკვატური მოძრაობით წამოფრინდა თავადაც გაეცინა. პატარა ბიჭი იყო. ვარდით ხელში და უღიმოდა. -პიტერ პენი გიცდისო..-მორცხვად ამოთქვა,ვარდი ხელში მიაჩეჩა და ისე მოკურცხლა მაშომ თვალის გაყოლებაც ვერ მოასწრო. ბედნიერებისგან სუნთქვა უჭირდა. სპორტულების გამოცვლა არც უფიქრია. რა ბანალური იქნებოდა ჟორდანიას იქ გამოპრანჭული ხლებოდა. კეტები ჩაიცვა და მაჭავარიანი ტელევოზორში იმ ქალთან ერთად დატოვა,ბოლო ხმაზე,რომ ყვიროდა.ეზოში შესულის ყურადღება აივანზე გადმომდგარმა ნიკუშამ მიიქცია. სიგარეტს ეწეოდა და მომღიმარი სახით უყურებდა. -კიბეს ამოუყევი და მოდი ჩემთან. იმ ღამით აფროდიტემ კუპიდონი პაემანზე დაპატიჟა არტემიდას აგარაკზე. კიბეს ნელა აუყვა. შიდა დახვეული კიბით მეორე სართულის ვერადაზე,რომ გავიდა მიხვდა,რომ სამყარო არც ისეთი უშნოა,როგორიც ეგონა.მიხვდა,რომ ცხოვრებას ოცნებები და იმედები ალამაზებს. შენი ოცნებები კი შენ გარეშე არ ხდება. -ბოლოს საჭმელი 3 წლის წინ გავაკეთე...-გაეღიმა.-აღარ ვიცი ისე გემრიელად გამომდის თუ არა..-ძალიან მკაცრადაც ნუ განმსჯი. -საჭმელების გაკეთება იცი?-გაოცებას ვერ მალავდა მაშო. -ნუ ცოტა.-სკამი გამოუწია და თავადაც დაიკავა ადგილი. -პაემანზე პირველად ვარ!-გაეცინა მარიამს და მაგიდის გადასაფარებელი უკვე მეოთხედ დაგრიხა. -ჰო?ჩემნაირ პაემანს შენი არ ქონა სჯობს..-გაეცინა და ცერა თითი გადაიტარა ქვედა ტუჩზე. -მომიყევი აბა!-სალათი თეფშზე გადმოიღო და ნიკუშას ახედა. -ჩემი პირველი პაემანი?-თვალები გააფართოვა ნიკამ.-გამორიცხულია! -მიდი რა ნიკუშ,ნუ დამახარჯვინებ მეორე სურვილს-წარბები აწკიპა მაშომ. -არადა აი..-ისეთი მიმიკები ჰქონდა,მისი ჭამის მანერაც კი აგიჟებდა მაყაშვილს.-მოკლედ მე,დათას,საბას და დემეტრეს მოგვეწონა ერთი გოგო.ოღონდ სასაცილო,ის იყო,რომ ოთხივემ სხვადასხვა სიტუაციებში ვნახეთ ეს გოგო რა..პატარები ვიყავით სადღაც მეცხრე ან მერვე კლასელები,დემე იყო ჩვენზე უფროსი და სულ გვეტიპებოდა გოგოების ამბებში.ჩემთან ავედით,სკოლის მერე და ოთხივემ დავიწყეთ სხვადასხვა ისტორიის მოყოლა ერთ გოგოზე.ოთხივემ ერთდროს დავუთქვით შეხვედრა,ერთად,რომ ვყოფილიყავით ამ ჩვენი შეყვარებულებით.ისე გამოვიდა,რომ ბუკიას ბაღში მე,დათა,საბა და დემე ყვავილებით ხელში ერთ გოგოს გავეჩითეთ.აუ რაც იმ დღეს დათამ იტირა.. -აუ საწყალი ის გოგო..-გაეცინა დანანებით მაშოს. -ის გოგო?რას იძახი მარიამ?1 კვირა დეპრესია ჰქონდა საბას და დათა ვერ გვენახებოდა საწყალი ჩვენ!-გულში ჩხვლეტა იგრძნო.იგრძნო,როგორ აკლდა მისი მეგობრები და იგრძნო რა მძიმე იყო ის ლოდი,რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ეტარებინა. ბევრი ისაუბრეს. ბევრი იცინეს. -ბოლო ჭიქაა,ნიკუშა მეტი აღარ!-თითი გაბზიკა სასაცილოდ მაშომ. -ბოლო!-იცინის ნიკუშა. -იცი ახლა ყველაზე მეტად რა მინდა?-თვალები ცრემლებით აევსო მაშოს. -რა?-ღიმილიანი სახე შეეცვალა მაშოს ცრემლებზე. -მინდა,რომ ნამდვილი იყო...რომ დავიძინებ ისევ მერვეკლასელივით ვიყო მსუბუქი. -ახლა რა გამძიმებს?-გვერდით ჩამოუჯდა გოგონას. -ის,რომ ხვალ აღარ იქნები,ის რომ აქ დამთავრდება ის რაც არც დაწყებულა. -მარიამ,ისე საუბრობ თითქოს რაიმე საიდუმლოს ატარებ,რაც მე მეხება..-გაეღიმა ნიკას და მარიამს სახეზე ჩამოყრილი თმა ყურზე ფრთხილად გადაუწია. -აივანზე გავიდეთ რა.. -გავიდეთ. ისხდნენ ფუმფულა საქანელაზე და უყურებდნენ უსასრულო სივრცეს. ორივეს აწუხებდა კითხვის ნიშნები,რომლებიც ასე ღრმა იყო და ასე სევდიანი. -შენ ჩემი მეგობარი..-მძიმედ დაიწყო მარიამმა,თავადაც არ იცოდა საიდან იკრებდა ამ ძალას-იმ საბედისწერო დღეს ჩემს სახლამდე მოიყვანე...-ცრემლებით ევსება თვალები,იცის,რომ ამ ზღაპრის დასასრული ახლოსაა..-ლიზა,ახალი ჩამოსული იყო თბილისში,მაგისტრატურას გადიოდა უნივერსიტეტში,გზები არ იცოდა და დაიკარგა.ყიფშიძის ქუჩას ვერ მოაგნო...-ჟორდანიას სუნთქვა ეკვრის.-მე ტელეფონში გავიგონე შენი ხმა...წარმოგიდგენია?!-ეღიმება მაშოს და ცრემლებს ხელისგულებით იწმენდს.-მერვე კლასიდან მოყოლებული მე შენი ხმა იმ დღემდე მახსოვდა,ტელეფონის მეორე მხრიდანაც კი გიცანი.იმ ღამით.. -აღარ გააგრძელო!-გამოსცრა ნიკუშამ და სიგარეტს გაუკიდა. -ნიკუშა,მე ამ გაურკვევლობით 3 წელი ვიცხოვრე...3 წელი არც ერთი საინფორმაციო გამოშვება არ გამომიტოვებია,ამ ამბის სიახლეების მოლოდინში.. -ნუ იქცევი,ისე თითქოს ამ სამი წლის მანძილზე არავინ გყოლია,თითქოს ჩემით იწყებოდა და მთავრდებოდა შენი დღე!ისე თითქოს მე შენი ქმარი ვიყავი და შენ ერთგული ცოლი!ნუ მადებილებ მარიამ!-აშკარა ხმის ტემბრის ცვალებადობამ შეაკრთო მაშო.-ყველაზე ძალიან ეს მეზიზღება,ნუ ცდილობ ჩემს გასულელებას. -მე... -აღარ გააგრძელო!არ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი,რომელსაც არ იცნობ...იქნებ პათოლოგი ვიყავი ან მოძალადე,იქნებ მკვლელი ვარ?! შენ რა მაინც გეყვარებოდი?მიპასუხე,როგორ შეიძლება შეიყვარო ადამიანი ასე ბრმად?!ეს ...ეს უბრალოდ დიდი სისულელეა ხვდები?!სიცრუეა,რომელიც იმაზე მეტად მტკენს ვიდრე ის სამი წელი. გაგრძელებას აპირებდა,წამომდგარი მარიამი მის წინ რომ დაიხარა და ფრთხილად შეეხო მის ტუჩებს.მარილიანი სითხე იგრძნო იმ უსაზღვრო ემოციასთან ერთად,რაც კოცნას მოჰყვა.რაც მარიამს მოჰყვა.რასაც მხოლოდ პიტერ პენ-ები ხვდებიან და მხოლოდ ვენდ-ებს შეუძლიათ.. -მეორედ არ გაპატიებ ჩემს გრძნობებს სიცრუე უწოდო,გაბედე და ამ კოცნას „გატაცება“ დასწამე ცილად...-ცრემლიანი სახით გაუღიმა,წამოდგა და წავიდა. არაფერი ესმოდა გარდა ჭიშკრის ჭრიალისა,რომელიც იმას მოასწავებდა,რომ პიტერ პენი მარტო იყო.სრულიად მარტო. *** საქმე ნომერიN242 -სახელი -საბა -გვარი -დვალი -აღწერეთ ინციდენტი,რომელსაც თქვენს ბინაში ჰქონდა ადგილი. -ჩემი დაბადების დღეს აღვნიშნავდით,ნიკუშას ვიღაც ურეკავდა და 1 საათით აივანზე იდგა სალაპარაკოდ, მე და ჩემი ბავშვობის მეგობრები ვატო და დათა ვსაუბრობდით.იმ ღამით არ ვიყავი ფხიზელ მდგომარეობაში,კლუბური ნარკოტიკი გავსინჯე...გონზე,რომ მოვედი დათა სისხლისგან იცლებოდა,ერთადერთი რისი გაკეთებაც მოვასწარი ჭრილობის ადგილზე ხელის დაჭერა იყო,ვეცადე სისხლდენა შემეჩერებინა.აგონიაში ვიყავი და ზოგადად არ მახსოვს რა ხდებოდა,მერე პოლიციის სირენები და ბორკილებდადებული ჟორდანია დავინახე.. -ვინ არის ნიკოლოზ ჟორდანია? -ყველაზე სუფთა კაცი მთელ ქალაქში,ჩემი ბავშვობის ძმაკაცი. -სად იყო თქვენი გამოფხიზლებისას ვატო მესხი? -კაიფში. -ანუ საძმაკაცო ჩაკაიფდით და ძმაკაცი ისე გაგიფატრეს ვერაფერი გაიგეთ?-გაეცინა გამომძიებელს. -თქვენი ირონია.. -ჟორდანია ვის ესაუბრებოდა ტელეფონზე ხომ არ იცით? -ჩემი ძმაკაცების ძიძა არასდროს ვყოფილვარ,არც ეჭვიანი შეყვარებული და კაპასი ცოლის როლი შემითავსებია,მე რავიცი ვის ელაპარაკებოდა?!საგამოძიებო ორგანოა თუ სოფლის ორღობე?!შეამოწმეთ ტელეფონი და გაიგებთ! -თავისუფალია! ** სამსახურში მისულმა,თავის ოთახთან მუშები,რომ დაინახა,ცოტა არ იყოს გაოგნებულმა გადახედა თანამშრომლებს,რომლებსაც კიდევ უფრო ფართოდ აღბეჭვდოდათ სახეზე გაოცება. -რა ხდება?-იკითხა ხმამაღლა და დადვანის გაღიმებულ მზერაზე შეაქანა. -ვაპირებ კომპანიის საქმეები ყურადღებით შევისწავლო,თქვენი მუშაობის პროცესი და ასე შემდეგ,მოკლედ აქ გადმოვდივარ!-წარმოთქვა პომპეზურად და კოლექტივის გაოგნებული სახეები დააიგნორა. -სასიამოვნოა,მაგრამ ჩემი ოთახი რა შუაშია ამ ფაქტთან? -იცით,ძალიან მომწონს თქვენი კაბინეტიდან ქალაქის ხედი. -უკაცრავად?!..-ყბა ჩამოუვარდა ლიზას. -ქალბატონო ლიზა,რაიმე საწინააღმდეგო ხომ არ გაქვთ?-ირონიულად გაუღიმა და კარს მიეყრდნო,მიუხედავად ამ კაცის აუტანელი ხასიათისა იმდენად სიმპათიური იყო ორგანიზმში სისხლს უდუღებდა ნებისმიერ მდედრობით წარმომადგენელს მისი შარმი. დაახლოებით 5 წამი უყურა თვალებდაწვრილებული მზერით. მერე თითქოს გამოფხიზლდაო თავის ნივთებს ხელი დაავლო და ჰოლში,კედელთან დაალაგა. -სასწრაფოდ მჭირდება ნიუსების სია,პარლამენტარის ხელფასებზე ზოგადი და კონკრეტული ინფორმაციები და საფრანგეთში ქართული ხელოვნების წინსვლაზე 5 წუთიანი რეპორტაჟი,გავიგე ახალ ფილმთან დაკავშირებით ფრანგებმა აღფრთოვანება ვერ დამალესო,ახალი ფილმის პრემიერაა, 2 წუთი ამასაც დავუთმოთ, საქმე გადაინაწილეთ და ნახევარ სააათში ყველანი საკომფერენციოში.!-არ იმჩნევდა ხალხის,მათ შორის დადვანის გაოგნებულ სახეს.იატაკზე დაჯდა და ირგვლივ შემოიკრიბა საჭირო საბუთები.მაღლები გაიხადა და ფეხები ერთმანეთში გადახლართა,კალთაში ლეპტოპი ედო, პარარეულ რეჟიმში ბლოკნოტში აკეთებდა აღნიშვნებს და აქა-იქ ტელეფონზე საუბრობდა. ჟალუზებიდან შეფართვით აკვირდებოდა და ყველა ძარღვი ეჭიმებოდა ორგანიზმში. ლიზას არ ჰქონდა გრძელი ფეხები და იდეალური პარამეტრები,მას ჰქონდა ის რაც სხვა ბევრ ქალს არ ჰქონდა-ყველაზე ქალური გონება,რაც ერთბაშად ავსებდა ანდრონიკაშვილს,როგორც ქალს. ვერადავერ გამოიყვანა წყობიდან,როგორ არ ეცადა,რამდენი არ გააკეთა. მაშინ,როცა ქალი ჭკვიანია,ქალმა იცის,როგორ გმართოს თავისი მორჩილებით. აი გონიერი ქალის და ამ შემთხვევაში ლიზა ანდრონიკაშვილის ხიბლიც,სწორედ ეს იყო. *** მთელი ღამე ვერ დაიძინა. თავადაც ვერ ხვდებოდა რა გააკეთა მარიამმა ორ დღეში ისეთი,რომ ღამე ძილის საშუალებას არ აძლევდა მასზე ფიქრები. ცხოვრებაში სიყვარულის გარდა ყველაფრისთვის ჰქონდა დრო. არ თვლიდა საინტერესოდ ერთი ქალისთვის მიეძღვნა თავისი საუკეთესო წლები . მისთვის მარიამის გრძნობები იმდენად წარმოუდგენელი და ბავშვური იყო სერიოზულად აღქმა უჭირდა ამ ყველაფრის. თითქოს წამიერად ბეჭებზე სიზიფეს ტვირთი აჰკიდეს და ისიც ვალდებული იყო მთელი ღამე გადაეთენებინა ამაზე ფიქრში. საშინლად მოუნდა ვინმესთან ლაპარაკი. ვინმესთან, ვინც ყველაზე მეტად ენამდვილებოდა. დიდი ნიკოლოზი გაახსენდა,ის ვის სახელსაც ასე ამაყად ატარებდა. ზედმეტად გვიანი ან ზედმეტად ადრე არასდროს ყოფილა ბაბუასთვის,მაშინ,როცა საქმე მის შვილიშვილს ეხებოდა. ზარი გავიდა და მალევე გაისმა ყურმილში სიბერეშეპარული ჟორდანიას ხმა. -ხო მშვიდობა გაქ ბაბუ? -მე და მშვიდობა შორს ბაბუ,ხო იცი არა?!-გაეღიმა ნიკუშას. -აბა გისმენ,ჩემო ბიჭო!-გაეღიმა ნიკოლოზსშვილიშვილზე.ხმაზე მიხვდა სანერვიულო რომ არ იყო არაფერი. -ბაბუ,ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანი ისე უყვარდეს,რომ არც იცნობდეს? -საერთოდ არ იცნობდეს ბაბუ? -ჰო აი საერთოდ.! -ღამის 3 საათზე მაგისთვის მირეკავ?-გაეცინა ნიკოლოზს. -გაგაღვიძე ხო?კაი დილით .. -დამაცადე ბიჭო!-გააწყვეტინა ბაბუამ.-ნიკა,სიყვარულთან წესები და ლოგიკა ყველაზე შორს მდგომი მცნებებია,არაფერი გამორიცხო მაშინ,როცა საქმე სიყვარულს ეხება. -ანუ შეიძლება?-გაეღიმა ნიკას. -თუ სიყვარულს დედამიწა ატრიალებს და დედამიწას სიყვარული,მაშინ რა არის ამაში გასაკვირი?თუ ვინმეს ისე შეუყვარდი,რომ არც კი გიცნობდა,იამაყე...მან შენში ისეთი რამ დაინახა შეუიარაღებელი თვალით,რაც ახლოს მყოფებმა ვერ დაინახეს,ანუ იმათ ვინც გიცნობდა ხვდები? -ხო მარა სიყვარული? -აი,რომ შეგიყვარდება გაიგებ!იცოდე ბაბუ,ძმაკაცები საწოლს ვერ გაგითბობენ სიცივეში გახვეულ სახლში.გართობა ვერ დაგხვდება შვილებით ხელში სახლის კართან.ვერც კარიერა გაგრძნობინებს სამუდამო ბედნიერებას.აღარაა შენი დაჭკვიანების დრო? -იქნებ არი..-მაშოს ფანჯრებს გახედა.სინათლე ენთო.ეღვიძა. ბაბუას დაემშვიდობა. კიბეები ჩაირბინა და ეზოს მანძილიც მოკლე დროში დაფარა მეორე სახლამდე. დაკაკუნება აზრადაც არ მოსვლია. დრო იყო ბავშვობის ნიჭი გამოეყენებინა. დადვანმა ასწავლა ხეზე ცოცვა და ორ სართულიანი სახლის კედელს ვერ ააცოცდებოდა? ჰოდა ავიდა. დიდი წვალებ-წვალებით აივანზე აღმოჩნდა და იქიდანაც მარტივად შეაღწია სახლში. ამ დროის განმავლობაში შუქის ჩაქრობა და დაწოლა მოესწრო. ფარდა გადაწია თუ არა მარიამი შეირხა,ისევ ფარდის უკან დამალვა მოუწია. მალე აღმოჩნდა საწოლის მეორე მხარეს,ვენდის გვერდით, „პიტერპენულად“.. -მორჩა,რა!მორჩა მაშო გთხოვ!-ამოიტირა გოგონამ,ძილბურანში იყო...-როდემდე უნდა გააგრძელო?როდემდე უნდა მეტკინოს,ხომ დავივიწყე არა?!ამ იმედებს რით ვერ ვიშორებ...რით ვერ დაგამთავრე ნიკა!-ისე ბუტბუტებდა ჟორდანიას ეგონა მე მელაპარაკებაო. -ვერ დამამთავრებ!-ისეთი ხმით შეჰყვირა ამ სურვილით გაღიზიანებულმა, მარიამი ორ წამში წამოხტა ფეხზე არაადეკვატური სახით. უნდა გენახათ,არა უნდა გეგრძნოთ რა დაემართა ჟორდანიას გოგონას სხეულის ასე,ამ ფორმაში ხილვისას.ხალვათად ჩაცმული მაშო,რომელსაც ნახევრად შიშველ სხეულს მხოლოდ გამჭირვალე პენუარი „უფარავდა“ ნიკას წინ იდგა და მთვარის შუქზე კიდევ უფრო აგიჟებდა წინ მწოლიანე მამაკაცს. -აქ რას აკეთებ?!!! -მარიამ,მისმინე,მოდი რამე ჩაიცვი ხო?-გოგონასკენ დაიძრა,ის კი უკან გახტა. -როგორ შემოხვედი? -მარიამ,არ ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული,მოდი ჩაიცვი და მერე ვილაპარაკოთ ხო?.. -2 საათის წინ ვცრუობდი და სულელი ბავშვი ვიყავი,რომელსაც გატაცება ვერ გაურჩევია სიყვარულისგან და ახლა აქ მოხვედი არა?!რა გინდა ნიკა?რის მიღწევას ცდილობ?! -ჯანდაბა,ჩაიცვი ეს მოსაცმელი,თორემ შედეგებზე პრეტენზიებს აღარ მივიღებ!-ხმას აუწია ჟორდანიამ და ჟაკეტი გაუწოდა გოგონას,რომელსაც მხოლოდ ახლა გაახსენდა რა ფორმაში იყო. უცებ გამოართვა,ჩაიცვა და ელვა შესაკრავიც ასწია. -ახლა ამიხსენი აქ რას აკეთებ?!როგორ შემოხვედი? -კედელზე ამოვძვერი, აივნის კარი უნდა ჩაკეტო ხოლმე..-გაეღიმა და მაშოს ბალიშში ჩარგო სახე. -რატო არ გძინავს ახლა იმ შენ თბილ საწოლში და აქ რა გინდა ამიხსნი? -შენთან მოვედი. -როგორმე მივხვდი,მაგრამ... -შენ მითხარი,რომ გიყვარვარ არა?! -მე უბრალოდ.. -რა შეგიყვარდა მარიამ ჩემში?-საწოლზე მუხლებით დადგა და ძლიერი მკლავებით მაჯებზე დაქაჩა გოგონას.უცებ აღმოჩნდა მაშო ჟორდანიას „ქვეშ“.(პირდაპირი გაგებით) -რომ ვიცოდე სხვაში მოვძებნიდი იგივეს და მაზოხიზმით არ დავკავდებოდი ამდენი წელი...-ამოიბურტყუნა და ჟორდანიას სახეს ისე დააცქერდა,გეგონებოდა ყველა მის ნაკვთს დეტალურად სწავლობსო. ხმა აღარ ამოუღია,თავი მაშოს კისერში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა სასიამოვნო სურნელი. -არ გაბედო,იმედები არ გამიცრუო,თორე ვერ შეგპირდები იმ მომენტში პიტერპენობას. ტანში ისე გასცრა გული ლამის დაეჩხვლიტა. ეს ან ყველაფრის დასაწყისი იყო ან დასასრული. და ამას მხოლოდ ის გადაწყვეტდა, ვინც ეს თამაში დაიწყო. ... *** -სახელი. -ნიკოლოზი. -გვარი. -ჟორდანია. -რას აკეთებდით აღნიშნული დანაშაულის დღეს დეტალურად გაიხსენეთ. -სახლიდან გამოვედი,დედაჩემს გავუარე კაფეში,აბაშიძეზე.ვისაუზმე და იქიდან წამოსული გზად გოგონა გავიყოლე ყიფშიძეზე.გზა აერია,რა.იქ დავტოვე და მეც ჩემ მეგობართან ავედი დაბადების დღეზე. -გოგონას სახელი და გვარი. -მეღადავებით?დაიკარგა და გავიყვანე 5 წუთის სავალზე რა სახელი და გვარი, აზრზე არ ვარ! -შემდეგ? -არაფერი,ავედი საბასთან და შემთხვევის დრომდე იქ ვიყავი. -საბასთან ყოფნის დროს ვინმემ დაგირეკათ? -კი,მამაჩემმა. -რაზე ისაუბრეთ უფრო კონკრეტულად. -ეს საქმესთან კავშირშია? -კითხვაზე გვიპასუხე! -დედაჩემთან იჩხუბა ისევ,ამაზე ველაპარაკებოდი. -ფხიზელ მდგომარეობაში იყავით? -არა,ნასვამი. -სხვა? -რა სხვა?! -ნარკოტიკი,მოსაწევი ან რამე მსგავსი. -არა,არაფერი. -არც ჩემი მეგობრები!-გამომძიებელმა წარბაწეულმა ახედა. -დარწმუნებული ხარ? -ჩემ თვალწინ არავის არაფერი გაუკეთებია. -დარწმუნებული ხარ,რომ მაშინ,როცა საუბრობდი რაიმე არ მიიღეს? -დარწმუნებული ვარ. -გასაგებია..ვატო მესხზე რას გვეტყვით? -ჩვენი სამეგბროს წევრია. -ვინმესთან დაძაბული ურთიერთობა ხომ არ ჰქონდა? -არა. -არც ამირეჯიბს? -არა. -მაშინ რა მოხდა? -არ ვიცი. -რას ნიშნავს არ იცი?ძმაკაცი დაგიჭრეს და არ იცი ვინ და რატომ გააკეთა ეს? -არ ვიცი. -ხვდები,რომ მთავარი ეჭვმიტანილი ხარ? -რის საფუძველზე?-გაეცინა ნიკუშას. -დანაზე შენი ხელის ანაბეჭდებია,მაისურზე კი ამირეჯიბის სისხლი. -გასაგებია. -ახლაც არ იტყვი რამეს? -ამ ყველაფრის საფუძველზე ვერ დამაკავებთ იმედია ხვდებით. -არც კი იცი რის საფუძველზე შემიძლია დაგაკავო..-ჩაეცინა გამომძიებელს. -გაფიქრებაც არ მინდა.-სიცილში აჰყვა ნიკუშა. -1 საათი საუბრობდი,თანაც ტყუილ ჩვენებას მაძლევ და მაბოლებ,ვითომ მამაშენს ელაპარაკებოდი...მაშინ,როცა მობილურზე დაფიქსირებული ზარი,ვინმე დუდა მენაბდეს ეკუთვნის.იმ მყოფთაგან,ყველა არაფხიზელ მდგომარეობაში იყო,აღიარებითი ჩვენებებიც ამას ამტკიცებს,მაგრამ შენ რატომღაც აქაც ცდილობ თვალებზე ხელი ამაფარო...ხვდები,რომ შენით ითხრი სამარეს?თქვი,რა მოხდა იმ ღამით. -რაც ვიცოდი ყველაფერი გითხარით. -ვინ არის დუდა მენაბდე? -ბიძაშვილი. -თამარ მენაბდის ძმის შვილი?(თამარ მენაბდე,ნიკოლოზ ჟორდანიას დედა) -დიახ. -რატომ იცრუე? -ზედმეტი კითხვებისგან თავის ასარიდებლად. -არ ხარ სუფთა ჟორდანია და ამას შენც კარგად ხვდები და მეც. -თუ ჩემს სისუფთავეში ეჭვის შეტანით ტვინს დიდხანს გაბურღავ,მერწმუნე..კიდევ ერთი „გახსნილი“ საქმე გადავა შენს პირად საქმეში,რომელიც ჯერ ისევ გაუხსნელი იქნება. -მაშინ,გახსენი შენი კარტები. -ყველა ის კარტი გაგიხსენი,რაც შენთვის საინტერესო იყო.მე ინციდენტის დროს ადგილზე არ ვიყავი,აივანზე ვსაუბრობდი,რა მნიშვნელობა აქვს რაზე და ვისთან,მთავარია,რომ იქ არ ვყოფილვარ... -ნარკოტიკებზე რატომ იცრუე? -არ მჩვევია ძმაკაცების ჩაშვება,მაპატიეთ უფროსო!-გაეცინა ჟორდანიას. *** დილით,რომ გაიღვიძა და წელზე მოხვეული ხელები იგრძნო სასიამოვნოდ გააჟრჟოლა. რა შეიძლება იყოს იმ დილაზე ლამაზი,რომელიც შენ ადამიანთან ერთად თენდება. მისკენ გადაბრუნდა და წვერიან ლოყაზე თითები ფრთხილად ჩამოუსვა. საკოცნელად მიიწია,როცა ჟორდანიამ ქვემოდან მოიქცია და თავად აკოცა. -შემეშინდა!-წამოიკივლა მაშომ და კისერში ჩხვლეტისგან სახე დაბრიცა.-ნიკუშა წვერებზე უნდა ვისაუბროთ!-გაეცინა ნიკას გაკვირვებულ სახეზე. -დარწმუნებული ხარ,რომ ახლა გინდა მაგაზე საუბარი?-გაეცინა ნიკას. -მართლა აქ ხარ... -ჰო,აი ამაში დასარწმუნებლად მე ჩემებური ხერხები მაქვს!-თვალები უელავდა ჟორდანიას. -აი მაგ ხერხებზე ვისაუბროთ! -არ ვარ წინააღმდეგი..-გაეცინა და ისე დააცხრა მაშოს ბაგეებს,როგორც უდაბნოში მოსიარულე წყალს. მთლიანად გრძნობდა,რამდენად მაგარი იყო ამ გოგოსთან გატარებული თითოეული წამი და ლამის დანაშაულის გრძნობა აწუხებდა,დროზე ადრე,რომ ვერ შეამჩნია პატარა მაშო. ხვდებოდა,რომ თუ ეს გოგონა შეუყვარდებოდა,თუ ამ გამონაკლისს დაუშვებდა,იმ ღუზას ჩაუშვებდა,რომელიც აღარ მისცემდა თავისუფლად ცურვის საშუალებას. გოგონას კისერში თავჩარგული კი პორტში შესვლაზე სავსებით თანახმა გახლდათ. ** სამსახურში თავრბუდამხვევი დღის შემდეგ სახლში წასასვლელად ემზადებოდა თავად დადვანი,რომ დაადგა თავზე. -ჩაიცვი ეს შენი მაღლები,სამსახურში თუ მაინც ფეხშიშველი დარბიხარ რა მიზნით იცმევ საინტერესოა..-სიცილის შეკავება სცადა დემეტრემ ლიზას კოჭებამდე წინდებზე,რომლებზეც პატარა ბაჭიები იყო გამოსახული. -წამართვით ბატონო დემეტრე ის ადგილი სადაც მაღალქუსლიანებით ამაყად დავაბიჯებდი და ახლა სადაც დამაგდეთ იმ სიტუაციას 10 სანტიმენტრიანები აღარ უხდება,მეც ვცდილობ ამ ფორმაში კომფორტულად ვიგრძნო თავი..! -ღმერთო!ლიზა რამდენს ლაპარაკობ...ჩაიცვი მივდივართ! -არსადაც.. -გარეთ გიცდი.. -რა ჯოჯოხეთის მუგუზალი ხარ ასეთი,ეშმაკს დაეკარგე და გკითხულობს ლამაზო!-ბუტბუტებდა ლიზა და დახურულ მაღლებს წამებ-წამებით იცმევდა. გარეთ გამოვიდა კაკუნით. ჩუმად ჩაეღიმა დადვანს. მანქანის კარი, რომ გაუღო გაოცება ვერ დამალა ანდრონიკაშვილმა. -რა ჯელტმენობაა ბატონო დემეტრე?!-გაეღიმა ლიზას და მანქანაში გამეფებული სასიამოვნო არომატი დააიგნორა,როგორ ეცნობოდა.საიდან არ იცოდა. -ბევრ დემეტრეს არ იცნობთ ქალბატონო პროდიუსერო. -ძალიან ბევრია? -იმდენი,რამდენიც თავად თქვენ ხართ!-გაეცინა დემეტრეს. -ნეტა შენ ხვეულიან ტვინში ჩამახედა..-ამოილაპარაკა ლიზამ. -რატო არ მიბურღავ მაგ ხვეულებიან ტვინს,სად მიმყავხარ ახლა..?-სიგარეტს გაუკიდა დემეტრემ და ფანჯარა ჩამოსწია. -აი ახლა სულ არ მაინტერესებს სად მიგყავარ...-მანქანაში მუსიკა ჩართო,ღვედი შეიხსნა და კომფორტულად მოკალათდა სავარძელზე-შენთვისვე აჯობებს დიდი გზა იყოს,მე ძილს ვაპირებ.. -ლიზა. -ჰო.-ძლივს გაახილა თვალები დაღლილმა. -არავინ გყავს? -არ მითხრა ჩემ „კგბ-ეშნიკებს“ ეგ არ უთქვამთო..-სიცილი აუვარდა ლიზას-თუნდაც მყავდეს შენ რა?! -არა,არაფერი უბრალოდ მაინტერესებს მაგარი ქალი ხარ,წესით უნდა გყავდეს. -ხოო?-ძილის სურვილი წამიერად დაკარგა. -ჰო.-მშვიდი იყო დემეტრე. -ჰოდა მყავს!-გაბრაზდა ლიზა. -კაი,კაცო!-ახარხარდა დემეტრე,რაზეც უფრო გაბრაზდა ანდრონიკაშვილი. -რა გაცინებს,რა არის ამაში სასაცილო?! -არა,არაფერი ლიზა რა ჰქვია,როგორი ბიჭია?-სიცილს ვერ იკავებს დემეტრე. -ფიზიკურად აღვწერო? -ჰო,აი თუნდაც.-იგუდება. -მაღალია,შავგრემანი,მწვანე თვალებით და ძალიან,ძალიან მიმზიდველი წითელი ტუჩები აქვს სულ ჭკუა მეკეტება ხოლმე მის ტუჩებზე.ჩემზე 1 წლით უფროსია..-სახე შეეცვალა. -რა ბიჭი ყოფილა,არც მე დავიწუნებდი,რა ჰქვია?-გამომცდელად გადახედა ლიზას. -გიორგი!-ისე სწრაფად წამოიძახა თავადაც გაუკვირდა. -გიო..და გვარი? -რა იყო რატო გაინტერესებს ასე ძალიან?-ახლა ლიზა იცინოდა. -მართალი ხარ,რაში მაინტერესებს ჩემს პროდიუსერს ვინ ...-აღარ დაუსრულებია,ვეღარ გააგრძელა.ასეთი რამ პირველად ემართებოდა.ლიზასთან მისი დადვანობა არ ჭრიდა,არც მისი სტატუსი და არც ის ფაქტი,რომ თბილისის ერთ-ერთი სასურველი სასიძო იყო.ლიზასთვის ერთი თავში ავარდნილი,ამპარტავანი კაცი იყო,რომელსაც ყოველჯერზე თავის ადგილზე აბრუნებდა.მწარედ აბრუნებდა.ტვინი აუდუღდა დემეტრეს. -ნუ გგონია აგყვები,იმაზე კონსერვატორი ვარ ვიდრე ვჩანვარ,დემეტრე მე არა!ჩემთან ასე არა...-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ლიზამ.-არავითარი გიორგი არ არსებობს..-თქვა და სავარძელი ღილაკის დახმარებით უკან გადასწია. მიდიოდნენ დაუსრულებელ გზაზე. ლიზას ეძინა,მანქანაში სასიამოვნო მუსიკის ჰანგებთან ერთად სასიამოვნო გრძნობები იღვრებოდა.აქ მყოფნი კი მხოლოდ პირველს აღიარებდნენ. *** თბილისისკენ მომავალ გზას დაადგნენ. ძლივს დაატია მაშოს ბარგი ნიკამ მანქანაში. -3 დღით მოდიოდი და მთელი მზითვები წამოიღე?მეღადავები მარიამ?-იცინოდა ნიკა. -ნუ წუწუნებ,მიდი ჩაალაგე. მარიამმა სახლის პატრონს გასაღები ჩააბარა და მანქანაში ჩაჯდა. მყუდროება ავტომობილში ნიკუშას ტელეფონზე ზარმა დაარღვია. -სად ხარ?-გაისმა მამაკაცის ხმა ტელეფონში. -კოჯორიდან ვბრუნდები,რა ხდება?-შეიშმუშნა ნიკა. -ძმაკაცი დანით აკუწე და კოჯორში ნებივრობ არა?-ირონიულმა ხმამ გაჟღინთა ჰაერი.მაშო დაიძაბა. -მამა... ამ თემაზე სახლში ვისაუბროთ-თქვა და ტელეფონი გათიშა. ძრავი გამორთო და საჭეს თავი დაადო. ღრმად სუნთქავდა კეფაზე მარიამის ხელი,რომ იგრძნო. -აქ ვარ..-ამოიჩურჩულა გოგონამ და ხელის გაწევა სცადა,ნიკამ არ დაანება. მისი ხელი თავისაში მოიქცია და ძლიერად მოუჭირა. -შენც არ გჯერა?-იმდენი ნაღველი ამოაყოლა,მაშოს გული შეეკუმშა. -მე შენი მჯერა,მჯერა რომ ის ბიჭი არ შემიყვარდებოდა,რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო. -რა იცი იქნებ გავაკეთე?-თვალებში გამომცდელად ჩააშტერდა. -ნიკუშა,აქ ვარ...შენთვის ეს ყველაფრის გასაღები უნდა იყოს,ყველაფრის პასუხი.მჯერა ამას ეს ხელები არ იზამდნენ,ამის იმაზე მეტად მჯერა,რომ მე მაშო მაყაშვილი ახლა აქ ვარ,მაგრამ კარგი...თუნდაც ასე იყოს,თუნდაც მართლა დაჭერი...-ღრმად ამოისუნთქა მაშომ. -მაშინ..?-თვალები დააწვრილა ნიკამ-თუნდაც მართლა დავჭერი,მაშინ? -მე აქ ვარ ნიკუშა..-ხმადაბლა ამოიჩურჩულა მაშომ. რაც ახსოვს ის იყო,რომ ძვლები ეტკინა. მხრები და ბეჭები. გრძნობდა ჟორდანიას ძლიერ მკლავებს. გრძნობდა,როგორ უჭირდა და როგორ სჭირდებოდა. -მჭირდება ეს ვიცოდე ნიკა..-მისი მკლავებიდან თავი დაიხსნა მაშომ. -რა..? -რა მოხდა იმ ღამით?თუ მართლა გააკეთე ეს -თვალები დახუჭა და ორწამიანი პაუზის შემდეგ გააგრძელა-მჭირდება ვიცოდე,ვიცოდე რა პოზიციისთვის მომიწევს ბრძოლა.. -ერთადერთი ხარ...-გაეღიმა ნიკუშას-მართალი იყო ნიკოლოზი,შენ იმას უყურებ რასაც მშობელი მამა ვერ ამჩნევს.. -ვინ ნიკოლოზი..?-დაიბნა მარიამი და ერთდროულად აუფართხალდა გული ამ სიტყვებით. -იმ ღამით დუდამ დამირეკა,ჩემმა ძმაკაცმა და ბიძაშვილმა იაპონიიდან მელაპარაკა,ისეთი რაღაც მომიყვა რაც დაახლოებით ხუთმა ადამიანმა იცოდა.-მაშო დაიძაბა-ვატო მესხს ჰყავს და,ნატა.ნატა ჩვენ ხელში გაზრდილი 18 წლის გოგო იყო,რომელსაც ცხოვრებაში სწავლისა და მეცადინეობის მეტი არაფერი გამოუცდია და არც გამოცდიდა,რომ არა მთვრალი ამირეჯიბი.-სუნთქვა შეეკრა მაშოს,ხვდებოდა,რომ ახლა რაღაც ძალიან პირადულის მოზიარე ხდებოდა...-ნატას დაბადების დღეზე გოგონებს,ნატას და მის მეგობრებს დათა გავაყოლეთ,ჩვენ საქმე გვქონდა.იქ რა მოხდა არავინ იცის,მერე უბრალოდ ნატაც შეიცვალა და დათაც.ისეთი საკითხი იყო ვერც ვეკითხებოდით რა გჭირსთქო...მოხდა ის რამაც თან დაგვშალა, თან გაგვაერთიანა.-სიგარეტს გაუკიდა-ნატა გააუპატიურეს,საშინელ მდგომარეობაში ჩააგდეს და ასე დაუტოვეს ვატოს სახლთან.ვატო ადამიანს აღარ გავდა,ნატა საერთოდ დედამიწაზე არ იყო,არც გველაპარაკებოდა ლამის მილებით აჭმევდნენ საჭმელს,რამდენჯერმე თვითმკვლელობა სცადა...ამ პერიოდში დუდა და დემე აქეთ არ იყვნენ და ეს ამბები შესაბამისად არ იცოდნენ,ამის მოყოლის არც სურვილი გვქონდა და არც თავი.მთელი 2 წელი ვეძებეთ და ვერავინ ვიპოვეთ ისეთი ვინც იმ..იმ არაკაცის კვალზე გაგვიყვანდა.იმ ღამით,საბას დაბადების დღეზე მე დუდამ დამირეკა და 1 საათი დაახლოებით აივანზე ვიდექი...დუდამ იაპონიაში მისი შეყვარებულისგან გაიგო,რომ ის ვინც ეს არაკაცობა ჩაიდინა ჩვენი ბავშვობის ძმაკაცი დათა იყო...დათა ხვდები?ჩემი დათა,მარიამ!ჩვენზე ერთი კლასით უმცროსი იყო,საქმეებს მე და დადვანი ვუგვარებდით,ვატოსთან აგარაკზე ზაფხულს ვატარებდით,ჩემთან გუდაურში-ზამთარს და მთელი საძმაკაცო ვიყავით ერთი ოჯახი...წარმოიდგინე ყველა ამ სიტუაციაში ნატა ერთადერთი გოგო გვყავდა და ყველა როგორც საკუთარ დას ისე აღვიქვამდით...გავიგებდი,რომ ეთქვა მიყვარსო,როგორც ქალი მიყვარსო...ხელსაც შევუწყობდი ვატოს გადავეფარებოდი,მაგრამ ეს...სხვაზე,რომ გამეგო ალბათ ჩემი ხელით გამოვჭრიდი კისერს...დვალის სახლში კარ-ფანჯრებია და თავისთავად სახლში სულ,რომ ბომბი ააფეთქო აივანზე თუ კარი დახურულია ვერ გაიგებ...ასე ვერ გავიგე დათას ღრიალი.მთელი საღამო დაძაბული იყო ვატო,მაგრამ ვერ ვიფიქრებდი...მაშინ,როცა დუდა ამ ამბავს მიყვებოდა თურმე ვატო...-ვეღარ გააგრძელა.სახეზე ხელები ჩამოისვა და ძლიერად შემოსცხო გაშლილი ხელი საკუთარ თავს-ვერ ვიფიქრებდი ხვდები?-ხმას ვეღარ იმორჩილებდა.-ჩემ თვალწინ დათა ასეთი არაკაცი იზრდებოდა და ვერ ვხვდებოდი,რატო არ მოკლა...რატო არ დაასახიჩრა!-ღრიალებდა ბოლო ხმაზე და საჭეს ისე ძლიერად ურტყამდა თავს მაშოს პანიკები დაეწყო.იმ მომენტში,როცა შედარებით მოდუნდა,მაშინვე ჩაიკრა გულში გაფითრებული ჟორდანია და თავზე ნერვიულად უსმევდა ხელებს. -გთხოვ...დამშვიდდი.. -იმდენად მინდოდა ვატოს ადგილზე მე ვყოფილიყავი,ეს მე გამეკეთებინა...დანაშაული,რომელიც ვერ ჩავიდინე მე ვაღიარე... -მესმის ...გასაგებია,გტკივა ნატა და სიცრუე,რომელშიც დათამ გაცხოვრა,მაგრამ შენ უკან ხალხია ნიკუშა,შენს უკან შენი ოჯახია,დედაშენია,რომელსაც შენი არჩადენილი დანაშაულის გამო ყოველ დღე ქუჩაში ტალახს ესროდნენ...ამას ვერ მოერევი ნიკა,ამას ვერ შეცვლი ხალხი ბრბოა და თუ ამ ამბავს ისევ ამ ვიწრო წრეში ჩაკეტავ ისევ დედაშენს და შენს ოჯახს მოხვდება ტალახი.კარგი,თუნდაც მე აქ გყავდე,ვატოც აქ იყოს შენს გვერდით ეს ჩვენი არჩევანია ხვდები?მე თუ შენთან ერთად ამ ომში შემოვდივარ ეს ჩემი არჩევანია,მაგრამ დედაშენის არჩევანი არ ყოფილა ამ სტატუსის ქვეშ მყოფი შვილი. ქალი ვარ გესმის?და არ მინდა ჩემმა შვილმა იმ სიმძიმით იაროს,რომელიც სულ ტყუილად დაიდო ბეჭებზე...ეს არ არის ნორმალური,იმის გამო,რომ რაღაც კაცურში ან არაკაცურში ჯდება ან არ ჯდება შენი ოჯახი არ უნდა დაისაჯოს,ეს ყველაზე წმინდა რამაა, რაც კი არსებობს ხვდები?მერე...არ ვიცი როდის მაგრამ ოდესმე შვილი,რომ გეყოლება გინდა,რომ ვიღაცამ წამოაძახოს ის დანაშაული რაც მამამის არ ჩაუდენია შენმა შვილმა კი თავი დახაროს?არა!არ გინდა,შვილები მშობლების გამო არ უნდა ისჯებოდნენ...დაფიქრდი ამაზე,იცოდე მე ორივე შემთხვევაში აქ ვარ ნიკა,სადაც არ უნდა წახვიდე აქ ვარ,მეორედაც რომ შებრუნდე ციხეში იქ ვიქნები,შენთან ერთად,რომ დამჭირდეს საკანშიც მოგიჯდები,ოღონდ იმ ადამიანებს ნუ დასჯი ვისაც ეს ყველაფერი არ აურჩევიათ... -გვყავდეს..-თქვა და ანერვიულებულ მაშოს ცერა თითი გადაუსვა ტუჩებზე. -რა..?-დაიბნა მაშო. -შვილები გვყავდეს.-ხელები ფრთხილად შეუცურა თმებში და მისკენ მიიზიდა.კოცნიდა ნაზად,ისე თითქოს ეშინოდა,რომ არ ეყოფოდა,რომ დასრულდებოდა,რომ წავიდოდა.ახლა გრძნობდა იმას,რასაც ამდენი წელი ასე თავგამოდებით გაურბოდა. ჰო,ალბათ ასეა,რასაც გაურბიხარ,პირდაპირ ის გადაგეყრება შემთხვევით გზაზე... ვინ იცის სად,ვინ იცის როდის. მთავარია,იპოვო. მთავარია ერთხელ დაეჯახო ან შემთხვევით ან განზრახ. თუ კუპიდონმა ის უკანასკნელი შენნაირი ისრით „დააჯილდოვა“,გპირდები სულ,რომ ოც პორტში შეხვიდე შენი გემით,ღუზას მაინც იქ ჩაუშვებ,სადაც ეს აფროდიტემ განიზრახა. *** რომ გაიღვიძა აშკარად ვერ იცნო ადგილი სადაც იყო. პირველი,რამაც შეაწუხა ივნისისთვის არადამახასიათებელი სიგრილე იყო. სხეულს პლედი უფარავდა,მაგრამ ცხვირს უყინავდა დილის სუსხი. თავი,რომ წამოსწია და უშბა შერჩა წინ მთელი თავისი ხედებით საწოლზე მოწყვეტით დავარდა. -ოღონდ ახლა მიშველეთ და ...ოღონდ ახლა გადავრჩე... ჩურჩულებდა და პლედს ხელის გულებში იქცევდა. კიბეზე ხმაური,რომ გაიგო,მიხვდა ვიღაც მოდიოდა. პლედი გადაიფარა და სასწრაფოდ დახუჭა თვალები. კარი გაიღო და იატაკის ხმაზე მიხვდა,რომ ოთახში მის გარდა სხვაც იყო. -ძილისგუდა...-საწოლი ჩაიზნიქა,გააკანკალა ლიზას.-დაღლილი სახეც საოცრად გიხდება,ვინ ხარ ლიზა..?!ასეთს რას მიკეთებ..?!-შუბლზე ჩამოყრილი თმა ფრთხილად გადაუწია და მის გვერდით დაწვა.-ყველა დილა შენით,რომ იწყებოდეს ნეტა როგორი კაცი ვიქნებოდი,რა მომეწონებოდა მაღაზიებში შესულს,რას ვიყიდდი პირველად და ვისთვის...რას ვიგრძნობდი შინ დაბრულებული,ვიქნებოდი სამი შვილის ღირსეული მამა?შენთვის საჭირო კაცი ვიქნებოდი?შევძლებდი შენს ადამიანობას?გაგიქაჩავდი ლიზ?-ისე ხმადაბლა ჩურჩულებდა ლიზა ძლივს არჩევდა სიტყვებს,არჩევდა და აკანკალებდა თითოეული ბგერა. მიხვდა ვეღარ გაუძლებდა დემეტრეს,რომ გაეგრძელებია,ამიტომ თვალები გაახილა. -გაგაღვიძე? -სად ვართ ? -სვანეთში,ჩემს სახლში. -და რა გვინდა აქ? -მოგიტაცე-გაეცინა დემეტრეს. -არ გიხდებათ ბატონო დემეტრე ასეთი არასერიოზული ქცევა.-ეცადა არ შეემჩნია,როგორ შეეპარა ფეხებში სიცივე ნერვიულობისგან. -ხო არა?რომ მოგიტაცო მერე რას იზამ?-ხელი წელზე შემოხვია და მისკენ მიიზიდა. -მომიწევს საინფორმაციოში გამოვაცხადო და გოგონები რეპორტაჟს გააკეთებენ,როგორ მოიტაცა დადვანმა ერთი ჩვეულებრივი გოგონა,მერე დაგიჭერენ,მე ძალადობისთვის გიჩივლებ,შენ ციხეში მოხვდები და ყველაფერი დამთავრდება ჰეფი ენდით! -ლიზა დილიდან ამდენს ლაპარაკობ?-სიცილს ვერ იკავებდა დემეტრე და მასსა და ანდრონიკაშვილს შორის მანძილს ამცირებდა. -აი...რას,რას აკეთებ?-ფართხალი დაიწყო ლიზამ,როცა მამაკაცის ცხელი სუნთქვა ზედ სახეზე იგრძნო. -გიტაცებ! -ახლა ვიკივლებ...-თქვა მშვიდად ლიზამ და საჩვენებელი თითი გაბზიკა,გამაფრთხილებლად. -აბა,მიდი ვნახოთ რამხელა დიაპაზონი გაქვს..-სიცილს არ წყვეტდა დადვანი. სერიოზულად არ მიუღია დემეტრეს სიტყვები,მანამ სანამ სიმძიმე არ იგრძნო მის სხეულზე და არ გაანალიზა,რომ ზედ სხეულზე დადვანის სხეულს გრძნობდა.მიხვდა.გაიაზრა.განგაშის შუქები ააბრდღვიალა და ის იყო კივილი უნდა დაეწყო ხმა ჩაუწყდა.იგრძნო.მიხვდა.გაიაზრა.მისი ყველა ამაღელვებელი გრძნობა პირველი კოცნიდან დაწყებული ამ უკანასკნელით დამთავრებული ამ მძიმე სხეულს ეკუთვნოდა.კოცნიდა მთელი არსებით,მთელი გრძნობით და ემოციით.მანამ სანამ სუნთქვა არ გაუჭირდათ. თავი ლიზას კისერში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა სასიამოვნო სურნელი. -გთხოვ ლიზა... -რას მთხოვ,რა გინდა ახლა ყველაზე ძალიან..-ხმაწართმეულმა,ამოიჩურჩულა და დადვანის მტევანს ისე ჩააფრინდა,გეგონებოდათ ეშინია არ წავიდესო. -გახდი ჩემი შვილების დედა... ეგონა დამბლა დამეცაო. მოვკვდით გუშინ ავარიაში და ახლა სადღაც სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის ვართო. მესიზმრებაო. ფეხი შეარხია,დამბლა არ იყო. სხეულებიც ეხებოდნენ ერთმანეთს,სულები არ იყო. ხელის თითებზეც გარკვევით დაითვალა, არც სიზმარი ყოფილა. ეს ალბათ ის რეალობა იყო,რომელიც ოცნებებში ე’რეალურე’ბოდა. *** სასამართლო. კამერაში არ ჩასვეს. ადვოკატის გვერდით იჯდა. ბრალი ისე დასდეს ხმა არც ადვოკატს ამოაღებინა და არც თვითონ თქვა რამე. ვატო მესხი საქართველოში აღარ იყო. ასეც ხდება ხოლმე. იჭრებიან ადამიანები,ცხოვრებისეულ გამოცდებში. ერთი წამითაც არ დაუხევია ჟორდანიას უკან. სავსებით ღირსეულად მიიღო განაჩენი,სანამ დარბაზში დემეტრე დადვანი არ შემოვიდა. ეგონა დემეტრემ ყველაფერი იცოდა,მაგრამ მის თვალებს,რომ გადააწყდა მიხვდა მისგან მხარდაჭერას ვერ მიიღებდა,ვერანაირი სახისას. დემეტრემ არაფერი იცოდა,გარდა იმისა,რომ მისი უმცროსი ძმაკაცი მეორემ დანით დაჭრა. დიდი იმედგაცრუება სახეზე ეწერა დადვანს. დუდას და დემეტრეს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ ბავშვობაში მომხდარი ჩხუბის გამო და გასაკვირი არ იყო,დუდას მასთან კონტაქტი,რომ არ ჰქონდა. ვინ იცის,იქნებ დუდა საქართველოშიც ჩამოსულიყო,რომ გაეგო ეს ამბები. დუდამ არაფერი იცოდა სასამართლომდე. სასამართლო განაჩენი კი საბოლოო იყო და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარებოდა. მენაბდემ,რომ გაიგო უკვე ძალიან გვიანი იყო. დუდას ჩამოსვლა და ნიკუშას ნახვა ყველამ სხვანაირად გაიგო. დუდასაც ესროლეს ერთი ორი პეშვი ტალახი. ეს ხომ ყველაზე უკეთ გამოგვდის ადამიანებს. ამ ტალახში გასვარეს ჟორდანიები. ტალახში,რომელიც არ ეკუთვნოდათ. ბევრი მიზეზი იყო რის გამოც ნიკამ სიმართლე არ მოყვა საჯაროდ. პირველ რიგში ეს თავად ნატა იყო. რა ბედი ეწეოდა გოგონას,რომლის უბედურების ამბავი ძმისა და ახლო მეგობრების გარდა არავინ იცოდა,მაშინ,როცა მთელი საქართველო გაიგებდა?! რას უზამდნენ დათას მაშინ,როცა გამოფხიზლდებოდა?! ვატოს ციხეში მხოლოდ იმიტომ ჩასვამდნენ,რომ საკუთარი დის გამო შური იძია. მესხების ოჯახს გაანადგურებდა ეს ფაქტი. მათ ხომ ჯერაც არ იცოდნენ რეალურად რა სჭირდა მათ ქალიშვილს. ასე გაანადგურა საკუთარი სხვისი გადარჩენის მიზნით. გაუაზრებლად თუ გააზრებულად ეს თქვენ გადაწყვიტეთ. . . . *** -სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო!-ცდილობს აცანცარებული ნიკუშას ყურადღება მიიქციოს. -მოიცა,რა!-იცინის ნიკუშა და მარიამის თმები ტუჩებთან მიაქვს,ტუჩებს წინ სწევს და სასაცილოდ იმანჭება. -ნიკუშა ვიღაც უნდა გაგაცნო..მომისმინე გთხოვ..-გაჩერდა მარიამი და შეწუხებული სახით გადახედა უკვე დასერიოზულებულ ბიჭს. -კაი,აჰა!დილიდან ცუდად ვეხებით დილის მადლს,ტვინის ბურღებით და დრელებით!მიდი გისმენ..-სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა და დედამისის კაფეში კარი შეაღო. -დღეს ჩემი მეგობარი ბრუნდება სვანეთიდან მინდა,რომ გაგაცნო და თან რაღაც სერიოზულზე ვილაპარაკოთ. -წინასწარ,რომ ვიცოდე თემის საკითხი არა?-თვალები დააწვრილა ნიკუშამ და მიმტანს ყავა შეუკვეთა. -არა,აი,ახლა შეგვიძლია გავმხიარულდეთ მე მშია,ერთი ბურგერი მომიტანეთ და ალუბლის წვენი. -რა ინტრიგა იყო ახლა ეს? -იყო რა,შევჭამ და სამსახურში უნდა გავიქცე. -მუშაობ?მე რატომ არ ვიცოდი?-მაშო დაიძაბა. -არ გიკითხავს... -სად მუშაობს ჩემი პატარა ალუბალი!-გაეცინა ნიკუშას მარიამის ფახუნა თვალებზე. -ტელევიზიაში. -ჰო...?-აშკარა იყო რაღაც არ ესიამოვნა. -ჰო. -რა თანამდებობაზე? -ქაღალდების ამბავს ვაგვარებ..-იცრუა მაშომ. -მაკულატურაში აბარებ თუ აგვარებ რას ქვია?-გაეცინა ნიკუშას და მათ წინ მომავალ დედას გაუღიმა. „გადავრჩი..“-გაიფიქრა მაშომ და ქალს გაუღიმა. -დედას ტკბილო,როგორ ხარ?-გემრიელად აკოცა ქალმა ნიკუშას. -ნუ მეძახი თაკო ასე,თითქოს 10 წლის ბიჭუნა ვიყო ეე! -ჩემთვის სულ 10 წლის იქნები-გაუღიმა ქალმა და მაშოს გადახედა.-არ გამაცნობ ამ გოგონას? -გაიცანი ეს მარიამ მაყაშვილია,თქვენ ენაზე მაშო-ახლა მარიამს მიუბრუნდა,რომელიც სტატუსის დასახელებას უფრო ელოდა ვიდრე ამ მომენტს,გაეღიმა.-მარიამ,გაიცანი ეს დედაჩემია,თაკო. -სასიამოვნოა.-თავაზიანად გაუღიმა თაკოს მაშომ. -ჩემთვისაც ტკბილო!-თვალი ჩაუკრა „სადედამთილომ“ და ნიკუშას გადახედა-ჭამე რამე? -არა,არ მშია და რა კითხვებით ხარ თამარ? -მეორედ თამარს დამიძახებ და ამ კაფეში ფეხს აღარ შემოგადგმევინებ,მიმიხედე ამ თავხედს.-ნიკუშას აკოცა და ფეხსაცემელების კაკუნით გავიდა ეზოში სადაც მისი დაქალები უცდიდნენ გაფართოებული თვალებით. -რენტგენში გაგატარებენ დააცადე!-გაეცინა ნიკას. -და ამ დილით ასეთ ვიდზე სპეციალურად მომიყვანე აქ?-დაიძაბა მაშო. -მარიამ,სულ ჯვალო რომ გეცვას და მაგათმა გაზეთებში გაგჭორონ ხო იცი არა?!-ისევ იღიმის მაშოს დაძაბულ სხეულზე,ფრთხილად იხრება და ტუჩის კუთხეში ნაზად კოცნის-მოდუნდი... *** მოხდა ის რასაც ცხოვრების ვერცერთ ეტაპზე ვერ დაუშვებდა ანდრონიკაშვილი. გრძნობებს ზედმეტად აჰყვა. აჰყვა იმ დონეზე,რომ მისცა ამ ყველაფერს თავისი პრინციპების გადაგდების უფლება. ერთმა ღამემ სვანეთში შეცვალა ორივეს ცხოვრება. პირველ რიგში ქალბატონი პროდიუსერის. თითქოს ყველაფერმა ის ნანატრი ფერები შეიძინა ლიზა ასე თამამად,რომ ლაპარაკობდა,თუმცა სინამდვილეში არც არასდროს გააჩნდა. იყო და არა იყო რა,იყო ლიზა და იყო ლიზას ზღაპარი. ჩამოვიდნენ,თუ არა სამსახურში დაბრუნდნენ. დემეტრეს უკვე მოეგვარებინა კაბინეტის წართმევის საკითხი. ლიზას ყველაფერი ისე დახვდა,როგორც ეს დემეტრეს მოსვლამდე და ჩასახლებამდე იყო. კაბინეტში იჯდა და თავს იმაზე უცნაურად გრძნობდა,ვიდრე ოდესმე. ყველაფერი სვანეთის ამბავს დააბრალა და მუშაობას შეუდგა კაბინეტის კარი დაუკითხავად,რომ შემოაღო გიორგი ნადირაძემ. -შენ კიდე ამ კაბინეტში ზიხარ?-ტუჩები დაბრიცა ნადირაძემ. -შენდა სამწუხაროდ!-გაეცინა ლიზას და მაგიდიდან ჩამოსწია მოშიშვლებული ფეხები,ლამის ყურთან გაიგო როგორ გადაყლაპა ნერწყვი გიორგიმ.შინაგანად გაეღიმა. -მომენატრე შენი ხრიკებით და ბოროტი სახეებით!-ლიზას მაგიდაზე ჩამოჯდა და წინ გადაიხარა,რათა ქალისთვის ლოყაზე ეკოცნა. -მე შენი სულელური და არაფრისმთქმელი ფლირტით მომენატრე! -თუ მიხვდი,რომ გეფლირტავებოდი არც ამდენად „არაფრისმთქმელი“ ყოფილა.. -მორჩი გიო,მომიყევი ყველაფერი დეტალურად. -მოკლედ გამაგზავნე თუ არა იმ ომის მიწაზე,ბევრად მეტი რამ გავიგე ვიდრე ჯარისკაცების ფინანსურ-მორალური საკითხები იყო.სანამ ქართველ ჯარისკაცებს ვნახავდი,იქ ამერიკელებმა ამიყვანეს,გამომკითხეს ვინაობა და ბიუროშიც გადაამოწმეს,იმაზე ამაღელვებელი მომენტი არ მქონია ცხოვრებაში,როცა გავაანალიზე,რომ ამავე ბიურომ ჩემზე ისიც იცის რამდენ ქალს გაუვლია ჩემს საწოლში!-გაეცინა გიორგის ლიზას სიცილზე და ყავა მოსვა.-4 საათი მალოდინეს სანამ ქართველი რიგითი არ მოვიდა ჩემს წასაყვანად,მაგრამ რადროს ქართველი რიგითია...შემთხვევით იმაზე მაგარ ამბავს მოვკარი ყური ვიდრე ჩვენ ტელევიზიას ყველაზე პოპულარული რამ გაუშუქებია.. -აბა!-დაინტერესდა ლიზა და მანძილი შეამცირა მასსა და გიორგის შორის. -პენტაგონი გეგმავს სერიოზულ ოპერაციას... -კაი,რა გიო!ეგენი სულ ოპერაციებს გეგმავენ მორჩენილი მსოფლიო არ გვინახავს თორე.. -ჰოდა ლიზა,ეს ის ოპერაციაა,რომელიც ამ მსოფლიოს ან მესამე მსოფლიო ომის ზღვრამდე მიიყვანს და ისევ ორ ბანაკად დაჰყოფს ან ...ან აღმოსავლეთ აზიას დედა აღარ ჰყავს პირდაპირი გაგებით და ალაჰი შვებულებაში გავიდა... -დეტალებზე საუბრობდნენ. ლიზამ ყველაფრის გადამოწმება და ზუსტი მასალების შეგროვება სთხოვა გიორგის,საჭირო ადამიანებთან გადარეკა და მალე უშიშროების და საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაკის კაკუნი მთელმა ტელევიზიამ გაიგო. იმ საუბარს არხის მეპატრონეც უნდა დასწრებოდა. დადვანის ნაცვლად ქალბატონი ელენე დადიანი,რომ მოვიდა ლიზას გააკანკალა. მზერით მიხვდა,რომ ქალმა ყველაფერი იცოდა და მალე არ აცდებოდა იმ საუბარს,რომლისიც იმაზე მეტად ეშინოდა ვიდრე მესამე მსოფლიო ომის,პენტაგონისა და ავღანეთის გაერთიანებული ძალების. პირობა აიღეს,რომ ამ რეპორტაჟს არ გააკეთებდნენ მანამ სანამ ამის ნებართვას ქვეყნის პრემიერ მინისტრი არ გასცემდა. საუბარი 3 საათს გაგრძელდა და მაშინ,როცა მოწვეული სტუმრები გაისტუმრეს საკონფერენციოს კარი ქალბატონმა ელენემ გადაკეტა... -ლიზა...ლიზა..-გაეღიმა ქალს.-გულწრფელად მითხარი,ჩემი შვილისთვის რაზე ხარ წამსვლელი.. -ქალბატონო ელენე...-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ანდრონიკაშვილმა. -გისმენ. -რაც მის კეთილდღეობას შეეხება ყველაფერზე... -რომ გითხრა დაშორდი,რადგან არ ხარ დემეტრესთვის შესაფერისი-მეთქი დაშორდები?-სიგარეტს გაუკიდა ელენემ. -ეს მის სიცოცხლეს ვნებს?-გაეღიმა ლიზას-თქვენი შვილის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოვადგენ?იცით,ქალბატონო ელენე მე არ განვეკთუვნები იმ ქალების კატეგორიას საყვარელი მამაკაცის დაკარგვის გამო დეპრესიას,რომ მიეცემიან თავით,წონაში 50 კილოს იმატებენ და ცრემლები ახრჩობთ.თუ დემეტრე მოვა და მეტყვის,რომ არ უნდა ჩემთან ყოფნა ამას ცივილურად მოვეკიდები,თუმცა დემეტრეს დედის სიტყვებზე ცეკვას თქვენ წარმოიდგინეთ,არ ვაპირებ.. -თუ სამსახურს დაემშვიდობები არც ამ შემთხვევაში?-გაეცინა ქალს. -კარიერისტი არასდროს ვყოფილვარ,მომწონს ის რასაც ვაკეთებ და ვიცი საკუთარი თავის ფასი,იმ თანხით რასაც მე მიხდით ამ თანამდებობაზე ყოფნაში,იგივეს იღებენ სხვა პროდიუსერები,ნებისმიერი მათგანი,რომ გადმოიყვანოთ მინიმუმ ხელფასის გაზრდა უნდა შესთავაზოთ,არავის უღირს სამსახურის გამოცვლა იგივე ხელფასით..ეს უბრალოდ დამღლელი პროცედურაა,არხს კი უპატრონოდ ვერ დატოვებთ,განვიხილოთ შემდეგი ვარიანტი ხელფას გაუზრდით?მაშინ მოგიწევთ საკუთარ მოგებაზე უარის თქმა...თუ ამად ღირს ეს ყველაფერი შემახსენეთ განცხადება როდის დავწერო.! -ვინ ხარ ლიზა?ასეთი ვინ ხარ!-თვალები დააწვრილა ქალმა და ლიზასკენ გადაიხარა.-არ ჩავერევი,დემეტრე თავად გამოგიყვანს წირვას! თავად შეევედრები თავი გამანებეო...ვერ გაუძლებ დადვანს,არც კი იცი რას ეჯახები...16 წლის,რომ გავთხოვდი მეგონა ყველაზე იღბლიანი გოგონა ვიყავი,ზურაბ დადვანს მივყვებოდი ცოლად და მთელი თბილისი ამ ქორწილზე ისაუბრებდა...ზუსტად 30 წელი გავიდა და ვთვლი,რომ 60 წელი ვიცოცხლე.რატომ?დადვანები იმაზე მძიმე ხალხი აღმოჩნდა ვიდრე ეს მაშინ გავაანალიზე,მზად ხარ საკუთარი ცხოვრება,არსებობა და ადამიანობა მიუძღვნა ჩემს გადარეულ შვილს?ვერ გაუძლებ.აქვითინებული ჩემთან არ მოხვიდე. ლიზას ხმის ამოღება არ დასცალდა,ისე დატოვა ელენემ კაბინეტი. არც ფიქრის საშუალება მისცემია მაშოს ზარი,რომ შემოვიდა. -აი ახლა ისეთ ომს გადავრჩი.. -არ ვიცი რა ომზეა საუბარი,ნახევარ საათში სტამბაში მოდი. -კაი,გასაგებია. ომი ახლა იწყებოდა და ამ ომში გამარჯვებულის ან დამარცხებულის ამბავი მიწიერთათვის გაურკვეველი იყო. „სამსახურში მომაკითხე.“-ლიზა „კითხვის ნიშანი არ ვიცით?“-დემეტრე. „არ მიკითხავს.“-ლიზა 10 წუთში დაურეკა ქვემოთ გელოდებიო. მუქი ლურჯი ჯინსი ეცვა,თეთრი ბრეტელიანი მაისური,ტანზე მომდგარი და ამოღებული,შა პიჯაკი და შავი „დიორის“ ბალერინები. კიბეები სწრაფად ჩაირბინა და მანქანაში ჩაჯდა. -ან მაკოცე,ან მომესალმე ან რაღაც ქენი ლიზა!-მთელი კორპუსით გადაიხარა ქალისკენ. -სტამბაში წავედით. -სად? -კაფე „სტამბაში“. -რა ხდება? -იმ საქმის დეტალებს გაიგებ რაც აქამდე ყველასთვის უცნობი იყო. -გასაგებია..-ნერვიულად გადაატრიალა გასაღები და მანქანა სწრაფად გაიყვანა ეზოდან. გზაში ხმა არცერთს ამოუღია. მივიდნენ თუ არა ჟორდანიას მანქანა იცნო დადვანმა. -რთული ღამე იქნება...-დაასკვნა და ლიზა შეატარა. -ემოციების გარეშე დემეტრე. 3 წლის უნახავი მეგობარი,რომ დაინახა ტანში გასცრა. ბოლოს მის სასამართლოზე ნახა,იმასაც თუ ნახვა ერქვა.. მათი მაგიდისკენ,რომ წამოვიდნენ მარიამს გადახედა,რომელსაც სახეზე მიტკლის ფერი ედო. მარიამი წამოდგა და ლიზას გადაეხვია. -ცუდად არი ჩვენი საქმე..-იჩურჩულა მარიამმა. -დამშვიდდი. -ნიკა,გაიცანი ეს ჩემი დაქალია,ლიზა ანდრონიკაშვილი. -სასიამოვნოა,ნიკა ჟორდანია...-ხელი გაუწოდა ლიზას და ისე დააკვირდა,ლიზა შეიშმუშნა.-ერთ გოგონას გავხარ ძალიან...-გაეღიმა ნიკას და დადვანი უკვე მერამდენედ დააიგნორა.-3 წლის წინ ყიფშიძის ქუჩას ვერ მიაგნო. -არ მეგონა თუ გამიხსენებდი..-გაეღიმა ლიზას და დემეტრეს ხელზე ხელი გაუცნობიერებლად ჩასჭიდა,იფიქრებდით დადვანის წილი ნერვიულობა ცოტათი შეამსუბუქაო. -გამარჯობა დემეტრე-მათი მზერა ერთმანეთს გადაეკვეთა და ორივე რაღაც უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო. -გამარჯობა..-მთელი სხეული დაეჭიმა დემეტრეს და ლიზას ხელი ისე მოუჭირა ჩაკიდებულ მტევანზე,ქალს სახე დაებრიცა ტკივილისგან. -დავსხდეთ..-ამოილაპარაკა მაშომ და დაძაბულმა გადახედა ლიზას. -საუბრის დაწყება იმაზე რთული იქნება ვიდრე დასასრული,ამას წინასწარ შევეგუოთ..-დაიწყო ლიზამ.-არასწორი ფიქრებისგან თავისასარიდებლად გეტყვი, რომ შენ მაშოს მერვე კლასიდან უყვარხარ და თქვენს გრძნობებს ამ თემასთან არანაირი კავშირი არ აქვს. -რა ხდება?-ყველა ძარღვი დაეჭიმა ნიკას და მარიამს ისე გადახედა ეგონა მზერით გაბურღავდა. -ნიკა,მოდი სჯობს მე ვისაუბრო..-სიგარეტს გაუკიდა ლიზამ და წამსვე ჩააქრო.-ეს გახმაურებული საქმე ზედმეტად საეჭვო იყო დაკვირვებული თვალისთვის,მაშინ,როცა შენ ციხიდან გამოგიშვეს ჩემს არხს..ანუ დემეტრეს არხს შენზე რეპორტაჟი უნდა გაეკეთებინა,რომელიც როგორი ხასიათის იქნებოდა ალაბთ თავადაც ხვდები,მედიური შოკი იყო,როცა ჩვენ ამაზე ყურადღება არ გავამახვილეთ და სხვა თემები გავაშუქეთ,ასე იმიტომ მოვიქეცი,რომ მე,როგორც საინფორმაციოს უფროსს მჭირდებოდა ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია,რასაც გამომძიებლის ჩვენებებზე დაყრდნობით ვერ მოვიპოვებდი,საქმე იმაზე ჩახლართული იყო ვიდრე ჩანდა.ლოგიკურია,რომ არავითარი მოტივი დათას დაჭრისა შენ არ გქონდა. -რა იცი იქნებ მქონდა..-სიგარეტს გაუკიდა ნიკამ და ლიზას დააშტერდა,დემეტრე დაიძაბა, -არ გქონდა,მოდი ნუ ვიქნებით ინტრიგნების პოზიციაში,დათა შენი ბავშვობის ძმაკაცი იყო და არავითარი მოვიტი არ გექნებოდა ასე უმოწყალოდ გაგემეტებინა...ეს სხვამ ჩაიდიანა და ეს სხვა იმ სახლში,იმ ღამით იმყოფებოდა.საბა დვალიც მაშინვე გამოირიცხა და დარჩა ვატო მესხი.ბიჭი,რომლის დაც საქართველოდან გადაიკარგა,თავად კი აიღო თუ არა ქვეყნიდან გასვლის ნებართვა უკრაინაში გადაიხვეწა და კონტაქტი გაწყვიტა ძველ მეგობრებთან,ერთხელაც არ მოუკითხავს დაჭრილი ძმაკაცი,რომელიც 3 წელი კომაში იყო და დღემდე უცნობია მისი მდგომარეობა სტაბილურია თუ არა.მესხების გაუჩინარება ცუდად დაემთხვა ამ ამბავს,ამის ეჭვი მაშინვე გამიჩნდა,როცა სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია,რომ ვატო უკრაინაში დიაჭირეს მისი და,ნატა მესხი კი რეაბილიტაციის კურსებს გადიოდა გერმანიაში.თბილისური ისტორიები სავსეა მსგავსი შემთხვევებით...თქვენ არც პირველი ყოფილხართ და არც უკანასკნელი. -ეს ყველაფერი შენ გაარკვიე და ჩონჩხიც თავად ააგე?-გაეცინა ნიკას-რა გინდა საინფორმაციოს უფროსად, საგამოძიებო სტრუქტურაში გადასარევი კადრი იქნებოდი. -მორჩი უადგილო ირონიას და მოუსმინე.-გამოსცრა კბილებში დემეტრემ. -დემე შენც აქ ხარ?-გაეცინა ნიკას და ამჟავებული სახით გადახედა მეგობარს-როგორ ჯდები ჩემთან ერთად?მე ხო დათა დავჭერი?სამი წელი დათას გამო ხომ ჩამაყუდეთ?იმ ნაბიჭვარს რა ეშველება სტაბილური,რომ გახდება და არაკაცურად დაამთავრებს ცხოვრებას?!-ბრაზისგან ძარღვები სხეულზე მკაფიოდ ეტყობოდა ჟორდანიას. -რა მოხდა იმ ღამით ნიკა. -ეგ კითხვა დაგვიანებულია მეგობარო,ძალიან დაგვიანებული! -სჯობს გვიან ვიდრე არასდროს,მაშინ რომ მენახე დიდი ალბათობით შენც დათას გზას გაუყვებოდი. -არ გამაცინო,უკეთეს გზაზე დამაყენეთ? -ბოლოსდაბოლოს იტყვი რა მოხდა იმ ღამით?-მაგიდაზე ძლიერად დასხო მუჭი დადვანმა. -იმ ღამით შენი ძმაკაცი დანით დავჭერი!-სიგარეტს ღრმა ნაფაზი დაარტყა და მაშოს გადახედა.-აი შენ ამას არასდროს გაპატიებ.. -იმ ღამით შენ დუდა მენაბდეს ელაპარაკებოდი,შენი ლაპარაკისას კი ვატო მესხმა დათა ამირეჯიბს მრავლობითი ჭრილობა მიყაენა!-ჰაერი გაკვეთა ლიზას ცივმა ხმამ. ამღვრეული თვალებით უყურებდა მის წინ მჯდარ ჟორდანიას,რომელიც იგივე მზერით პასუხობდა მას.-მაშო აქ არაფერ შუაშია,ეს მე გავაკეთე,მე მივეცი ის ბიძგი რაც ახლა გაერთიანებთ!მე დავავალე გადაედგა პირველი ნაბიჯი,ის ნაბიჯი რაც მერვე კლასის მერე ახრჩობს მის არსებას,რაც არ აცდის ნამდვილ ქალად ჩამოყალიბებას!ეს მე მომთხოვე პასუხი და არა მას!ვიცოდი,მაშო შენ საკითხს იმაზე სწორად მიუდგებოდა ვიდრე ნებისმიერი ჟურნალისტი ჩემს კანტორაში,ჰოდა დავავალე,ჩემთან გადმოდი პრეტენზიებით,ის იმ საქმეს აკეთებს რაც შენ უკანალს გადაარჩენს და საბოლოოდ შენს მომავალს. -მადლობაც ხომ არ გადაგიხადოთ?-მწარედ გაეცინა ჟორდანიას. -თავმდაბალი ადამიანი ვარ,არ მინდა მადლობა.ახლა უბრალოდ ის დეტალები მჭირდება,რაც რეპორტაჟისთვის.. -არც გაბედო ამ საკითხზე რეპორტაჟის გაკეთება,თუ არ გინდა თვითონ ტელევიზიას ვუჩივლო..-მკაცრი იყო ჟორდანია.-არ მჭირდება არავის ბოდიში,არც არავის დადანაშაულება და არაფერი მსგავსი გასგაებია?!ცხოვრების ბოლომდე იმ სიმართლით ვიცოცხლებ,რითიც დღემდე მოვედი,სულ ვის სჯერა ჩემი სიმართლის და ვის არა,ის მეგობარიც ვინც ერთხელაც არ მოსულა 3 წლის მანძილზე და თვალებში არ ჩაუხედავს,არ უკითხავს რატომ გავაკეთე ეს.არავინ მინდა ვისაც არც ჩემი სჯერა და არც მე მჯერა მისი.-სკამი ხმაურტი გასწია უკან და კაფე დატოვა. მაშოს ქვითინის ხმა ანადგურებდა ანდრონიკაშვილს. მიხვდა,რაღაც ზედმეტად ადამიანური მომენტი,რომ ვერ გათვალა. -დაველაპარაკები..-სკამიდან წამოდგა დადვანი და ჟორდანიას გაეკიდა. მანქანაში ჯდებოდა კარი,რომ დაუკავა და გასაღები ხელიდან წაართვა. -გადმოდი. -დემეტრე,ნუ ბავშვობ! -შენზე უფროსი ვარ და რომ გეუბნები გადმოდი,უნდა გადმოხვიდე გასაგებია?-იღრიალა დადვანმა და წამში მიიქცია იქ მყოფთა ყურადღება. მანქანიდან გადმოვიდა და მეგობრის წინ დადგა. -რატომ გააკეთა მესხმა ეს.-სიგარეს გაუკიდა დადვანმა. -ჩააკითხე უკრაინაში და გაიგებ.. -შენ გელაპარაკები და ასეთი აგდებული ტონი მაჩაიძეებთან და მენაბდეებთან,ჩემთანა არა! -მაჩაიძე და მენაბდე ყოველ თვე მნახულობდნენ,ვინ იმსახურებს აგდებულ ტონს შენ იმსჯელე. -რატომ დაიბრალე,ხმა რატომ არ ამოიღე,შენ თავზე თუ არა შენს ოჯახზე არ იფიქრე?ვინ მოგცა ამის უფლება, მამაშენი გაგენადგურებინა,სისხლი მეყინებოდა ძარღვებში ვერ ვიჯერებდი რომ ამის გაკეთება შეგეძლო.ვერ?ვერ კიარა არ მოვედი!ვიცოდი,რომ მენახე ცოცხალს არ დაგტოვებდი,იმ მომენტში ვერაფერს მოვისმენდი,ვერაფერს გავიგებდი.ამირეჯიბს დასახიჩრებულს ვუყურებდი და მისი პალატიდან შენი ციხის კარამდე კარგს არაფერს ვიზამდი,რამ მიგიყვანათ აქამდე?! -შენ არაფერი იცი დემეტრე,ის წლები შენ ინგლისში იყავი,არ იცი ამირეჯიბი რა ც გაიზარდა. -და რა ჩაიდინა ასეთი? -ამის თქმის უფლება... -ახლა არ შემარყიოთ!თქვენ ყველა ხოარ ან@#ევთ?რას ქვია უფლება?ვისთან არ გაქვს თქმის უფლება ჩემთან?შემომხედეე!-ღრიალებდა ქუჩაში დემეტრე,ხელი მსუბუქად გაარტყა სახეში ჟორდანიას და აცრემლებული მზერა მიაპყრო-ჩემთან არ გაქვს თქმის უფლება?მაჩაიძესთან ხო გქონდა?მენაბდეს ხომ უთხარი? -მენაბდემ მითხრა,ის ერთი საათი აივანზე სწორედ ამ ამბავს მიყვებოდა,შემოვედი და ამირეჯიბი იატაკზე ეგდო საბა აგონიაში იყო,სახლშიც არ ვეგონე. -მესხი? -დივანზე ეგდო,პირდაპირი გაგებით,ტაბლეტები ჰქონდა დალეული. -ანუ ჯერ დაჭრა და მერე ტაბლეტები დალია?რა არააადამიანობაა?! -ამირეჯიბისას ვერ შეედრება. -რა ქნა ასეთი აღარ იტყვი? -ნატა გააუპატიურა,დემეტრე თუ ამას იმ შენ წაკლას ათქმევინებ ტელევიზიით გეფიცები ტელევიზიას ჩემი ხელით გადაგიწვავ!-მანქანასთან ჩაიკეცა გაფითრებული დადვანი,პირზე ხელები აიფარა და როგორ ძლიერადაც შეეძლო ისე იღრიალა,თავი მუხლებთან მიიტანა და ისე ატირდა მთელი ემოცია გარეთ გამოუშვა. -დემეტრე!-ლიზას კივილი მისწვდა მის სმენას და ემოციებისგან დაცლილმა გახედა თვალებგაფართოებულ ლიზას,რომელსაც ცოტა აკლდა და თავადაც იტირებდა. გაიქცა. მირბოდა მთელი არსებით. დემეტრეს მუხლებთან ჩაიკეცა და გულში ჩაიკრა გაგიჟებული დადვანი. კაფის კარებთან ატუზული მაშო ცრემლიანი თვალებით უმზერდა განადგურებულ ჟორდანიას. წამით გადაეყარა ერთმანეთს მათი მზერა. სულ ერთი წამით. ვეღარ გაუძლო. კიბეები ჩაირბინა და ნიკასთან მიირბინა. სანამ მისმა ყინულნარევმა მზერამ ადგილზე არ გააქვავა: -არც გაბედო,დღეს არა მაშო. იდგნენ ორივე დისტანციაზე და უყურებდნენ ასფალტზე მსხდარ წყვილს. ლიზამ ფრთხილად წამოაყენა დემეტრე და თავისი ხელისგულებით შეუწმინდა ნამიანი სახე. -როდის..როდის გაგვეპარა მასთან მიმართებით შეცდომა.-ამოიხრიალა დადვანმა და სიგარეტს გაუკიდა. -როგორც ჩანს ეგ ცხოველური ჟინი გენებში ჰქონია,მაგას ვერ გამოვაცლიდით,როგორც არ უნდა მიგვეხედა.18 წლის გოგო არაადამიანურად გააუპატიურა და მესხს კარებთან დაუგდო,თვალებში უყურბდა განადგურებულ ძმაკაცს და ჩვენთან ერთად ეძებდა ამის გამკეთებელს,სანამ შემთხვევით არ წამოსცდა ნატას ღამე ძილში ბოდვისას...გოგო ისე დააშინა, ხმასაც ვერ იღებდა,რომელ ლაპარაკზეა საუბარი წლები მილებით აჭმევდნენ საჭმელს და ოჯახი ამას ისე მალავდა,საკუთარმა ნათესავებმაც არ იცოდნენ...არც თავად ოჯახმა იცოდა წესიერად რა მოხდა. -ამის დედაც...ეს ყველაფერი მე რატომ არ ვიცოდი... -ვატოს არ იცნობ?ინგლისში ამის გამო არ დაგირეკავდა,ვერც ჩვენ ვიტყოდით რამეს ვატოს გარეშე. -დვალმა ხმა რატომ არ ამოიღო.? -თვითმხილველი არც დვალი ყოფილა,კაიფში იყო,არ ვიცი ხმაზე გამოერკვა თუ არა მაგრამ ფაქტია არ დაუნახავს,ჩემთან მოვიდა მკითხა ეს რატომ გააკეთეო..აღარც მისთვის მითქვამს,ზედმეტი ტვირთი იქნებოდა. -წყნეთში ავიდეთ,ახლა არავის დანახვა არ მინდა თქვენ გარდა..-ამოილაპარაკა დადვანმა და თავისი მანქანის კარი გამოაღო. -დემე ჩვენ წავალთ...-ამოილაპარაკა ლიზამ და დაძაბულ დემეტრეს გადახედა-თქვენ ბევრი გექნებათ სალაპარაკო. -არა,წამოხვალთ. -არ ღირს.-თქვა მაშომ და უკან დაიხია. -ჩაჯექით,ახლა ძალით ჩასმის თავი არ მაქვს და ნუ მაჭიდავებთ კოსტავაზე! ჩასხდნენ. წინ ლიზა დაჯდა,ისე სასაცილოდ დაასწრო ჟორდანიას,ნიკას გაეღიმა. მთელი გზა ხმა არავის ამოუღია. გარდა მარიამისა. ჩაეძინა და თავი ისე მიარტყა მინას დემეტრემ მანქანა გააჩერა. თავიდან მოიკითხეს მერე კი სიცილის ტალღამ გადაუარა იქაურობას. წელზე შემოხვია ხელები და ფრთხილად მიიზიდა ძილბურანში მყოფი მაშო ნიკამ. ლიზამ თითქოს იგრძნოო,უკან გაიხედა და ჟორდანიას გაუღიმა. ნიკას მზერამ კი დაანახა,რომ ყველაფერი რიგზე ჯერ ვერ იყო. მაშო და ლიზა დასაძინებლად გაისტუმრეს და თვითონ გამთენიამდე საუბრობდნენ. -მოვკვდები ლიზა,ახლა როცა მის გულს შევეხე,როცა მივხვდი,რომ იმაზე კარგია ვიდრე ეს ჩვენ ოცნებებში იყო,ახლა ვეღარ ვისნუთქებ უიმისოდ...-ლუღლუღებდა მაშო და ლიზას ხელებს უჭერდა ძლიერად. -მაპტიე,მაპატიე,რომ ამის გაკეთება გაიძულე...მეგონა სიყვარული გაიმარჯვებდა... -ძალიან ვატკინე,ვიცი ჰო . ვიცი ახლა, როგორც ტკივა ჩემი საქციელის გამო,ჰგონია,რომ იმისთვის დავუახლოვდი მისგან ინფორმაცია გამომეძალა. -მოვა დრო და მიხვდება,რომ შენ გარეშე თავად ვერ სუნთქავს. -ჰო,მაგ დროს დიდი ასოებით იქნება ამოტიფრული ჩემი საფლავის ქვაზე გარდაიცვალაო. -ის შენი ადამიანია,ამაში დავრწმუნდით. ერთმანეთის ადამიანები კი არასდროს კარგავენ ერთმანეთს,როცა იპოვიან.არ დანებდე,იოლი არ იქნება,მაგრამ მე აქ ვარ! -ოხ ლიზა,შენ ან მომკლავ ან მაცოცხლებ!-გაეცინა მაშოს. დილის 5 საათზე იგრძნო,როგორ ჩაიზნიქა საწოლის მეორე მხარე. არ მოხვევია. არც გააკრებია. მხოლოდ იქ იწვა. -მომეცი უფლება ჩაგეხუტო...-ამოიჩურჩულა მაშომ და გვერდი იცვალა. -დაიძინე მაშო. -როდის გავხდი მაშო?-ცრემლემა დაუსველა ლოყები მარიამს. -ალბათ სულ მაშო იყავი.-ახლა ნიკამ იცვალა გვერდი და ზურგი აქცია ატირებულ გოგონას. * -დემე გძინავს?-იჩურჩულა ლიზამ. -მმ..რაიყო?-წელზე მჭიდროდ მოხვია ხელები ლიზას და მისკენ მიიზიდა. -მაშო და ნიკა უნდა შევარიგოთ. -ახლა უნდა შევარიგოთ?-ამოიზმუილა დადვანმა. -როგორ იქცევი ახლა?რაც მალე მით უკეთესი. -ჩვენ ქორწილში ვაცეკვოთ ვალსი და შერიგდებიან...დამაძინე რა გთხოვ..-ლიზას კისერში თავი ჩარგო და გოგონას აჩქარებულ გულზე გაეღიმა. *** ყველაფერი იმაზე მტკივნეულად დაამთავრეს,ვიდრე ეს ლიზას და დემეტრეს ეგონათ. ის ღამეც ბოლო იყო,ის კოცნაც. ჟორდანიამ ბარგი ჩაალაგა და უკრაინაში გაფრინდა. 3 თვე აგონიაში იყო,ვერ აანალიზებდა რა ხდებოდა მის ირგვლივ. ყველაფერში საკუთარ თავს და ლიზას ადანაშაულებდა. ლოგიკურიც იყო. მიუხედავად იმისა,რომ ანდრონიკაშვილს ახლოს არ იკარებდა,ყოველ დილით ხედავდა,როგორ ჩერდებოდა წითელი ხოჭო მის ეზოში და იმის ნიშნად,რომ სამსახურში აგვიანდებოდათ ორჯერ ასიგნალებდა. ნიკას წასვლა ზედმეტად მძიმედ გადაიტანა. სამსახურიდან წამოვიდა და სამუდამოდ შეიხურა სახლის კარი. ამბობდნენ გვიან გამოდის და თბილისის ქუჩებში სეირნობსო. რამდენჯერმე კოჯორშიც ავიდა. 3 თვის შემდეგ კი მისი არეული ცხოვრება ისევ ყირაზე დადგა. აღმოაჩინა,რომ ხშირად ერეოდა გული და რამდენჯერმე იატაკზე მწოლიარემაც გაახილა თვალები,ციკლი საკმაოდ დიდ ხანს ჰქონდა შეწყვეტილი და თავს სუსტად გრძნობდა. აფთიაქში ტესტი იყიდა და სახლში დაბრუნდა. გაკეთების შემდეგ იჯდა და ელოდა. ელოდა პასუხს,რომელიც მის სიცოცხლეს აზრს მისცემდა..ან ვინ იცის,იქნებ სულაც იგივე ფერებში დაეტოვებინა. ეს წამები ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ქალისთვის,რომელიც ხავსს ეძებს ჩასაჭიდებლად. თავად ეცინებოდა იმ ქალებზე,რომლებიც მამაკაცის დაკარგვას ასე განიცდიდნენ,ჰო,ალბათ არ უნდა დასცინო სხვას,მაშინ,როცა ის ტკივილი შენთვის უცხოა. თვალები დახუჭა და ქუთუთოების ტკივილი დააიგნორა. ცრემლებმა ისევ დაუნამეს ლოყები. „-გვყავდეს.. -რა..? -შვილები გვყავდეს..“-გაახსენდა ნიკას სიტყვები და სევდიანმა ღიმილმა გაუპო ბაგე. თვალები გაახილა და სევდის ათასფერები წისარტყელას ფერებმა ჩაანაცვლა. ამბობენ ბუნება ყოველთვის იცავს კანონზომიერებასო. ვის თუ არა ანდრონიკაშვილს დაურეკა. გულამოვარდნილმა უპასუხა ლიზამ. -რა..რამოხდა?-კიოდა ლამის ტელეფონში. -ჩემთან ამოდი. გაუთიშა. ჰო,კანონზომიერება ეს აუცივლებელია იმ ბალანსისთვის,რასაც ცხოვრება ჰქვია. კარებზე ისევ ისე აკაკუნებდა,როგორც წლების წინ ყიფშიძეზე ჟორდანიამ,რომ მიიყვანა. სახელური ფრთხილად ჩასწია და შეშუპებული თვალებიდან ბედნიერების ნაპერწკალგამკრთალმა ფრთხილად ჩახედა დიდიხნის უნახავ მეგობარს თვალებში. -მაშო..-ამოიტირა ლიზამ. -დავიღუპე..-თქვა და სამზარეულოში გაუჩინარდა,ფეხდაფერხ აედევნა ლიზაც. -რა მოხდა აღარ იტყვი?-ლამის კიოდა ლიზა. -დამშვიდდი...-ცრემლები შეიმშრალა და მაგიდაზე ტესტი დადო. ცოტა ხნით უყურა,მერე თვალები აემღვრა,მხედველობა დაებინდა და იგრძნო,რომ მიწას მოსწყდა,ახლა სადღაც ღრუბლებში დაფრინავდა თეთრი ნათლიის პერანგით. მისი მაშო ორსულად იყო,მუცლით პატარა ჟორდანიას ატარებდა და ეს წამი იყო ყველაზე მსუბუქი და ყველა მოცულობაში დიდი,აი ისეთი მთელ სამყაროს,რომ იტევს. ჯერ ერთი ცრემლი დაეცა,მერე მეორე. მერე ისხდნენ და ტიროდნენ ბოლო ხმაზე. იმ ღამით მაშოსთან დარჩა. ბევრი ილაპარაკეს და იმ აზრზე შეჯერდნენ,რომ ნიკასთვის სიმართლე უნდა ეთქვათ. ჟორდანია სოციალურ ქსელებს არ ამძიმებდა. მეორე დღეს დედამისის კაფეში მივიდნენ,რომელიც უკვე სხვა ბიზნესმენს შეესყიდა. ჟორდანიები ქალაქში აღარ იყვნენ. -მე ვიცი ვისთანაც უნდა წავიდეთ...-თქვა დემეტრემ და გოგოებს გადახედა. -ვისთან?-წარბები აწკიპა ლიზამ. -ნიკოლოზ ჟორდანიასთან. -კაი ერთი უკრაინაში ჩარტერული რეისები გაამზადე ან .. -რა უკრაინა გოგო,ნიკას ბაბუასაც ნიკა ჰქვია საღამოს გავიდეთ,ვიცი მაგათი სოფელი. თავიდან უარზე იყო,მერე როგორც იქნა დაითანხმეს და ასე წავიდნენ სოფელში ჟორდანიებთან. ქალბატონი დალი გამოეგება დემეტრეს და გულში ისე ჩაიკრა,როგორც მონატრებულ შვილიშვილს ბებო. ხაჭაპურებს დავაცხობო და სამზარეულოში გავიდა,სტუმრები კი ეზოში დააჯინა მრგვალ მაგიდასთან. შემოდგომის გრილი სიო სასიამოვნოდ უბერავდა. მაშო ისეთი დაძაბული იყო ლიზა ღიმილს ვერ იკავებდა. მათი ყურადღება ეზოში შემოსულმა მოხუცმა კაცმა მიიქცია,საოცრად ნაცნობი სახის ნაკვთებით,ეტყობოდა ნიკა ბაბუას ჰგავდა. მაშოს ტანში გასცრა ნერვიულობისგან. ბევრი ისაუბრეს. აღფრთოვანებული დარჩნენ ნიკოლოზისა და დალის ოჯახით. ისეთი თბილი მზერით ათბობდნენ ერთმანეთს,ნებისმიერს შეშურდებოდა მათი სიბერის. დალი ნიკუშას და დემეტრეს პატარაობას უყვებოდა ლიზას, ბევრს იცინოდნენ. ამ დროს კი ნიკოლოზმა დრო იხელთა და მარიამს თვალით ანიშნა გვერდით გასულიყვნენ. ეზოში სადაც დიდი საქანელა იდგა,ორივენი დასხდნენ. -აბა,მითხარი ჩემო გოგო რამ ჩამოგიყვანა აქ..-თბილად გადახედა მოხუცმა მაშოს. -მინდა,როგორმე ნიკას გავაგებინო,რომ ორსულად ვარ..მინდა წინასწარ ვიცოდე მისი რეაქცია,სანამ ბავშვი გაჩნდება,თუ ის წინააღმდეგი იქნება ამ ბავშვის,უნდა ვიცოდე..რადგან წინასწარ უნდა მოვიფიქრო რას ვეტყვი საკუთარ შვილს მამამისზე..-მთელი არსებით დაიცალა მარიამი და უღონოდ მიეყრდნო საქანელას. -მარიამ შვილო-ცრემლებით აევსო მოხუცს თაფლისფერი თვალები-რას მეუბნები..?მუცლით ჩემ შვილიშვილის შვილს ატარებ? -დიახ..-ცრემლები ვერც მაშომ შეიკავა. -და გგონია,რომ ჩემი ნიკა ოდესმე დაუშვებს ამ პატარას საფრთხე დაემუქროს? -ცუდად დავშორდით...ტელეფონიც კი არ ვიცი მისი.. -ამას რა მნიშვნელობა აქვს?რა აზრი აქვს რა იყო წარსულში?მთავარი მომავალია შვილო,ის მომავალი სადაც თქვენ,როგორც ოჯახი შეაბიჯებთ...ჩვენთან დარჩი მარიამ და ყველაფერი მე მომანდე..დალი მოგხედავს,ახლა ყურადღება გჭირდება.. -შეიძლება ეს ნიკას არ ესიამოვნოს...-ამოიჩურჩულა მარიამმა. -როგორ არ იცნობ ჩემს ბიჭს...პრინციპულია,მე მგავს,მაგრამ ჩვენთვის ოჯახი წმინდათაწმინდაა.! -3 თვეა რაც წავიდა და ერთხელაც არ დაურეკავს..-უკვე ხმით ტიროდა მაშო. -შენ მას მოატყუე..ის კი ვერ იტანს სიცრუეს მისი საყვარელი ადამიანისგან.. -ასე არ არის...ეს მის გადასარჩენად გავაკეთე,მინდოდა ყველას გაეგო,რომ მას არ გაუკეთებია.. -შენ ხომ იცოდი?მე ხომ ვიცოდი?სხვამ რა იცოდა რა მნიშვნელობა ჰქონდა? -ყველაფერი ასე იოლად არ არის...არ მინდოდა ხალხს მისთვის უსამართლო ტალახი ესროლა. -მისთვის თუ შეთვის..? -მისთვის!მას,მართლაც რომ გაეკეთებინა ეს ჩემი სიყვარული იმაზე ძლიერი იყო ვიდრე ეს თავად მეგონა,შინაგანად ვგრძნობდი,რომ მაინც ნიკას გვერდით ვიქნებოდი.. -შენ საუკეთესო ცოლი და საუკეთესო დედა იქნები მარიამ!-მუქ თმებზე ფრთხილად გადაუსვა დანაოჭებული მარჯვენა.-ეს ამბავი მე მომანდე კარგი..? -ხომ მპირდებით,რომ არ გაბრაზდება? -მე გაძლევ ამის პირობას. იქ დარჩა. მეორე დღესვე ჩამოუტანა ლიზამ საჭირო ნივთები. დალისთან ერთად დაფუსფუსებდა ეზოში და ხან რას წაეპოტინებოდა ხან რას. ყვავილების მოვლა შეუყვარდა და წყალს იმდენჯერ უსხამდა დალი შეშფოთებისგან აღარ იყო. *** მუსიკის ხმამ გააღვიძა. ყანჩელის მელოდია სასიამოვნოდ იღვრებოდა სახლში. კიბეზე ფრთხილად ჩავიდა და აცეკვებული წყვილი,რომ დაინახა გაგიჟდა. ვერ გებულობდა,როგორ ინარჩუნებდნენ სიყვარულისგან აგიზგიზებულ ცეცხლს ასე ახალგაზრდულად.მათი მზერა,მათი თვალები სამყაროზე მეტი იყო იმ წამს. ფრთხილად დაატრიალა ნიკოლოზმა დალი და გულში ჩაიკრა აკისკისებული მეუღლე. -ასეთი საყვარლები როგორ ხართ?!-მოაჯირს დაეყრდნო მარიამი და მათ თბილად გაუღიმა. -უიჰ,გაიღვიძე ჩემო გოგო?ხომ გითხარი გავაღვიძებთ თქო?-გაუბრაზდა ქმარს დალი. -ბაზრიდან რაღაცები მოვიტანე,აბა შეუდექით საჭმლის კეთებას!-შესძახა უფროსმა ჟორდანიამ და მარიამს ხელი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად. დალი იმაზე მეტ საჭმელს აკეთებდა ვიდრე ჩვეულებრივ. -ბებო ვინმე მოდის?-ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო მაშომ დალის. -დემეტრემ დარეკა შეიძლება ჩამოვიდეთ მე და ლიზაო,ჰოდა ვიყოთ ჩვენც მზად! -ჩემთვის,არ დაურეკავთ.. -ვაიმე!-ხელი შემოირტყა ქალმა ტუჩებზე-მგონი ბავშვებს სიურპრიზი ჩავუშალე.. -არაუშავს,მოდი რამეს მეც გავაკეთებ თორემ უსაქმურობისგან მოვიწყინე. -კარგი,მოდი ეს დაჭერი და მე ქათამს მიხვედავ.. -კარგით.. საღამოს დალიმ მაშო ბაღში გაუშვა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქე და ისეირნეო. მაშოს უყვარდა ბაღში სეირნობა ყვავილებს უვლიდა მისი ჭკუით. ყურსასმენებში დაბალ ხმაზე უსმენდა მუსიკას და თითებით ეფერებოდა გაფურჩქნულ ვარდებს,რომლებსაც მალე შემოდგომის ქარი ფურცლებს წაართმევდა. თითოეულის სურლენს ხარბად ისრუტავდა და მუცელზე ფრთხილად ასრიალებდა მეორე ხელს. სიამოვნებდა ის შეგრძნება რასაც დედობა ერქვა. ნიკას მერე ასეთი ბედნიერი აღარ ყოფილა და ლიზას მხოლოდ ამ ბავშვის არსებობას ემადლიერებოდა. ალბათ ეს ბავშვი გახდა მათი შერიგების მიზეზიც. მიზეზი,რის გამოც მაშომ კვლავ გაუღიმა გარე სამყაროს. ** -ბაბუ შენ წლები არ გემატება ხო?-იცინოდა ნიკუშა და ბაბუას ეხუტებოდა. -ნიკოლოზ აქეთაც გამოუშვი ეგ ბიჭი!-წარბები შეყარა დალიმ. -თაკო მა,როგორ ხარ?-გულში ჩაიკრა რძალი ნიკოლოზმა. -ამ ბიჭის ხელში როგორ ვიქნები?სანამ ის ვატო ციხიდან არ გამოიყვანა მანამდე არ მოისვენა,მარბებინა ამ ადვოკატიან იმ ადვოკატამდე! -ხო,ნეტა ვის გავს სიჯიუტეში!-ჩაილაპარაკა ირაკლიმ. -შენ!-ნიკოლოზმა და თაკომ ერთდროულად შესძახეს,ამაზე კი ყველა გახალისდა. -თამარ,იკა თქვენ ჩემთან წამოდით!-დალიმ ცოლ-ქმარი სახლში შეიყვანა. -ბაბუ,შენ ბაღში გადი და მოვალთ ჩვენც..-ხელით მსუბუქად უბიძგა შვილიშვილს. აუჩქარებელი ნაბიჯებით გაუყვა ბაღისკენ მიმავალ საცალფეხო ბილიკს ჟორდანია. ნაცნობი არომატი. ნაცნობი სხეული. ნაცნობი ადამიანი. და ნაცნობი გრძნობა,რომელიც გულ-მუცელს გიწვავს. ხმა არ ამოუღია,საქანელაზე ჩამოჯდა და დაელოდა როდის შემობრუნდებოდა მისკენ. სხეული ისე მოუდუნდა,როგორც სახლში მისვლისას დაღლილ ადამიანს. მაშომ ბოლო ვარდთანაც დაამთავრა თამაში და ის იყო მუსიკა უნდა გადაერთო და შემობრუნდა,რომ ტელეფონი მყისიერად გაუვარდა ხელიდან. -ჯანდაბა,ჯანდაბა!ჟორდანია აქაც მელანდები?!-წამოიკივლა და ფრთხილად დაიხარა ტელეფონის ასაღებად.მზერა ჯერ ბალახზე გაუშეშდა,მერე ფრთხილად ააყოლა თვალი მის წინ მჯდარ მამაკაცს. ის იყო. იქ იყო არ ელანდებოდა. ვეღარ წამოდგა,იქვე ბალახზე დაჯდა.ფეხები განიერად გაშალა და მის წინ მჯარს დააკვირდა. -მარიამ..-დაიწყო და სიგარეტს გაუკიდა.-აქ რას აკეთებ? -არ ვიცი.. -და აბა ვინ იცის? -ბაბუაშენმა,ბებიაშენმა და კიდევ ამ ვარდებმა. -ახლა რა თამაშს თამაშობ? -მე შენთან არაფერი მითამაშია,ამას თუ ვერ ხვდები მართლაც,რომ რას ვაკეთებ აქ..-მწარედ ჩაეღიმა მარიამს და ფრთხილად წამოდგა. ნიკას ყურადღება მალევე მიიქცია ქალის ფრთხილმა მოძრაობებმა,მაშოს სუსტ ტანზე 4 თვის მუცელიც საკმაოდ მკაფიოდ მეტყველებდა მის ორსულობას. სამწუხაროდ, იმ დღეს მაშოს არც იმდენად გამოყვანილი მაისური ეცვა, ნიკამ ეს წამიერად შეატყო. კიბისკენ დაძრული გოგონა მაჯაში ხელის ჩავლებით შეაჩერა. ახლოს მიიზიდა და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა. -შენ ან გიჟი ხარ ან მე მაგიჟებ..-ამოიხრიალა და სიგარეტის კვამლი გაგზავნა ატმოსფეროში. -ნუ ეწევი რა!-ხელი აუქნია მაშომ და სახე დამანჭა. -როდიდან გაწუხებს..?-გაუკვირდა ნიკას და მზერა ინსტიქტურად გადაიტანა მაშოს შევსებულ ლოყებზე,მკერდზე,რომელიც დახურული მაისურიდანაც მკვეთრად იყო გაზრდილი. -რაც შენ წახვედი მას მერე. -როდის ჩამხვედი აქ..? -5 დღეში 1 თვე გახდება.. -აქ გადმოცხოვრდი?-გაეცინა ნიკას. -შენ თუ გაწუხებ გადავცხოვრდები ნიკა. აღარაფერი უთქვამს,მაჯიდან იდაყვზე აცოცებული ხელი ჩაუშვა და ინსტიქტურად შეეხო ადგილს სადაც საკუთარი შვილი თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. შეეშინდა. წამიერად შეეშინდა ნიკას რეაქციის და გვერდით გახტა. ალბათ,ამ საქციელით უფრო გამოიაშკარავა თავი. ერთ ნაბიჯში დაფარა მანძილი მასსა და ქალს შორის ჟორდანიამ და მაშოს წინ აისვეტა. -ეს რა..-ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და მუცელზე ფრთხილად შეეხო.-მარიამ შენ..-ამოიხრიალა გაფითრებულმა. -დედა გავხდები..-თქვა გაუბედავად და კიბისკენ აიღო გეზი. საქანელაზე ჩამოჯდა და დაიწყო იმის გადახარშვა რაც ორი წამის წინ მოისმინა. „დედა გავხდები..“ ყურებში იმხელა ხმაზე ჩაესმოდა ეს სიტყვები ეგონა სასმენი აპკი გაუსკდებოდა. -აქ რას აკეთებ ბიჭო?-შეჰყვირა გაფითრებულმა ბერიკაცმა. -ორსულად არი ბაბუ..-ამოიხრიალა და თითქოს უკუნი ცა განათდაო ისე გაუბრწყინდა თვალები. -არასწორი კითხვა არ დასვა,თორემ გეფიცები ჩემი სანადირო თოფით დაგაიმპოტენტებ!-თითი დაუქნია გაფითრებულ შვილიშვილს. ბევრი აღარ უფიქრია მეორე სართულზე აირბინა და არ გაჭირვებია მიმხვდარიყო რომელ ოთახში იქნებოდა,თავისი ოთახის კარი შეაღო.ლოგინზე მჯდარი აცრემლებული მაშო,რომ დაინახა გული მოუკვდა. -მოდი აქ..მოდი..-ერთი ხელის მოსმით წამოაგდო საწოლიდან და გულში ჩაიკრა. ძვლების ატკივებამდე. სუნთქვის შეკვრამდე უჭერდა ძლიერ მკლავებს. თითქოს არ ეყოფოდა,თითქოს ვერ გაძღებოდა. შედარებით სუსტი მკლავი ფრთხილად მოხვია და ცრემლებით დაუსველა კისერი. -მე რატომ..რატომ არ მითხარი?-ხმას ძლივს აკონტროლებდა ჟორდანია. -შენი ნომერი არავინ იცოდა...დედაშენიც აღარ იყო თბილისში,დემემ აქ ჩამომიყვანა. -ოხ,დადვანი!-გაეცინა ნიკას და თავზე ბევრი,ბევრი,ძალიან ბევრი კოცნა შეატოვა მონატრებულ ქალს.-რამდენის ხარ..? -5 დღეში ოთხი თვის გავხდები... -ექიმთან იყავი?სქესი გაიგე?ხომ ჯანმრთელია? -ანუ..მოშორებას არ მთხოვ..ხო?ხომ არ მთხოვ ნიკუშა?-ამოიტირა მაშომ და აცრემლებული თვალები შეანათა ნიკას. -ეგ სისულელე მეორედ არც გაიმეორო!ვითომ არც გამიგია.!-შვებით ამოისუნთქა,თითქოს დიდი ტვირთი მოხსნესო..-მა..-მაშოს წინ დაიხარა და მუცელს ფრთხილად მიადო თავი-მარიამ,ესმის ჩემი? -ჯერ არ ვიცი..-გაეღიმა მარიამს. მაღლა ახედა,მის მომღიმარ სახეზე ღიმილი ვერც თავად შეიკავა. ამ ღიმილის დაიწყო ყველაფერი. სულ,სულ ზევით. გაიღიმეთ,სულ გაიღიმეთ.. გეტირება?გაიღიმე. გენატრება?გაიღიმე. წვიმა სამარადისო წარღვნის დროსაც არ ყოფილა. თქვენს ქუჩებზეც მოვა მაშოსნაირი შემოდგომა. თქვენც შეიგრძნობთ ვარდების სურნელს,თქვენს უკან კი თქვენი საყვარელი მამაკაცი თქვენი ცქერით დატკბება. ცრემლსაც დაუსვამს წერტილს მოწოლილი ბედნეირება. მონატრებას კი ძლიერი ჩახუტება ჩაანაცვლებს. სამყაროს ბალანსი,აი ამას იცავს ღიმილი. ღიმილი არ დაგავიწყდეთ. და ყველაფერს ეშველება,თქვენ კი ისევ ღიმილისფერი მზერით ჩახედავთ ბედნიერებას თვალებში. მაშინაც კი,როცა სულს გიხუთავს ტკივილის ამაოება ეს უკანასკნელი არ დაივიწყო. იცოდე,რომ ღიმილისას ყველა ვარსკვლავი შენს ცაზე ანათებს და შენ ამ ცაზე მთავარი მთვარე ხარ! შენი მზე კი აუცილებლად ამოვა ცის კაბადონზე. ამას მე გპირდებით. *** -მივდივარ აბაშიძეზე და ვაჩესთვის ახალი პერანგის ყიდვა მინდოდა,რაღაც ძალიან კარგი მაღაზია ვიპოვე,ჰოდა ვის ვხედავ?! -ვის?-იცინის გაბერილი მაშო. -ნადირაძეს!-გამოსცრა კბილებში უკმაყოფილოდ ლიზამ. -მერე?-სიცილს უმატა მაშომ. -დამეტაკა,ჩამეხუტა და მკოცნის ამ ლოყებზე ციხიდან გამოსული ქმარივით!თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა ვაჩეს ავარვარებულ სახეს რომ გადავაწყდი..გეფიცები ხო მე მგავს,მაგრამ რომ ბრაზდება ერთი-ერთში იდიოტი მამამისია! -აი ეგ გაგიგოს დემეტრემ!-თითი დაუქნია საძინებლიდან ახლად გამოსულმა ჟორდანიამ,რომელსაც თვალები უძილობისგან შეშუპებოდა. -შენ რა იყო გაბულინგებს ცოლი?-ახლა ლიზა გახალისდა. -ტაისამ გუშინ არ დაგვაძინა,აი მთელი ღამე არ გაჩერებულა!-ამოიდუდღუნა ნიკუშამ და სკამზე ისე მძიმედ დაეშვა ძვლები ეტკინა. -ჩემი ნათლული თქვენი ცოდვებისთვის მოვლენილი განსაცდელია!-პატარა გოგონა ხელში აიტაცა ლიზამ და ლოყები დაუკოცნა. -წაიყვანე ეგ განსაცდელი ნებას გაძლევ!-აამოიზმუილა ნიკამ და მაშოს გაბერილ მუცელს გადახედა-აუ მა,შენც დედას არ დაემგვანო რაა!-გაწელა ნიკამ და მუცელზე თბილად აკოცა გააფთრებულ მაშოს. -გოგონები მამებს ჰგვანანო,ამიტომ ჩემს ბიჭს თავი გაანებე!-თითი გაბზიკა პროვოკაციულად. სახლის კარი ხმაურით დაკეტა დემეტრემ, ის და მის გვერდში ამომდგარი ვაჩე სამზარეულოში შევიდნენ. -დადვანები ერთად მოძრაობთ და რამე?-გაეცინა ნიკას და ვაჩე კალთაში ჩაისვა.-როდის წავიდეთ ვაჩე იქ..?!-წარბები აათამაშა,ლიზას და მაშოს წივილ-კივილი დააიგნორა და დემეტრეს გადახედა,რომელიც იმაზე აფორიაქებული ჩანდა ვიდრე აქამდე. -რა ხდება რა სახით ხარ? ლიზას წამიერად გადაურა 50 შიშის ელფერმა,უცებ წარმოიდგინა,როგორ მოუყვა ვაჩემ მამამისს ნადირაძის ამბავი. -გამოვშტერდი ვაჩეს გეფიცები..-ამოილაპარა და სკამზე დაჯდა. -რა ხდება?-მაგიდას შემოუსხდა ყველა. -ამირეჯიბმა ცოლი მოიყვანა.. -ვინ?-თვალები დააწვრილა ნიკამ. -ნატა. ჟორდანიას მწარედ გაეღიმა. ის ამბავი ყველას დაავიწყდა,ღიმილის ქუჩებით,ღიმილის ქალაქში მთვარე ისევ იღიმოდა... დ ა ს ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.