განქორწინებულის დღიური (თავი 5)
პოლიციელი ანეიტრალებს ჩვენს დიალოგს; მახო გაყავთ გვერდზე, ხელებს იქნევს, ფეხებს, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. გიორგისთან ავდივარ, სძინავს. მალე წერენ და მდგომარეობიდანაც გამოდის. ვიმედოვნებ, რომ მახო ოდნავ მაინც დაშოშმინდება. რატომ გონია, რომ მთელი ცხოვრება მასთან უნდა ვიყო ? რატომ ვგონივარ საკუთარი ნაწილი ? მგონი, ქალებზე მეტად კაცები ეჯაჭვებიათ იმ ქალს, რომლისთვისაც ის პირველი მამაკაცი იყო; შესაძლოა, ამ ქალის სახის დანახვაზე საკუთარი ძალის შეგრძნება უძლიერდებათ და ძარღვებში სისხლის მიმოქცევა უჩქარდებათ. *** გიორგი საღამოს 8 საათზე მაკითხავს და მის ახალ სახლში მივდივართ. ეს ის იყო, რაზეც მთელი წლები ვოცნებობდი, როცა მახო ავტობუსით მაკითხავდა და აგვიანებდა ხოლმე; მაგრამ ახლა ვოთომც არაფერი, თითქოს, როცა სასურველს ვაღწევთ, იგი ფასს კარგავს. ალბათ საფასური აუფერულებს წადის, ვინ იცის.. -ისევ მშვენიერი ხარ. -ამდენი კომპლიმენტი ზედმეტია, მგონი - ვგრძნობ, რომ ძალიან მეზედმეტება ამდენი დადებითი სიტყვა. თავიდან მეგონა ამის მიზეზი მახოსთან გატარებული ბოლო ხანები იყო, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ადამიანს ყველაფერი ზედმეტი თავს აბეზრებს - საუკეთესო საშუალი კი ყველაზე სასურველი ალტერნატივაა. -არა. რატომ ? -ასეა. -ნუ მაბრაზებ, სიხარულო. -ეს მიმართვაც არ მომწონს, მგონი - თავს უკმაყოფილოდ ვაქნებ. -კარგი, რა... თუ გიყვარვარ, ნუ ბუტიაობ. -მოიცა ... - სახეზე ირონიული ტალღები დამთამაშებს. -რა იყო ? -ვინ გითხრა, რომ მიყვარხარ ? -მერე ხომ შეგიყვარდები .. -რა იცი ? -უბრალო გამოთქმა იყო - ცდილობს, შეცდომა გამოასწოროს. -კარგი, დაიკიდე, რა. მანქანას ქოქავს, რაღაც რუსული სიმღერა აქვს ჩაართული, „პროსტა ლუბოვ..“ მილიონჯერ ჩამესმის ყურში. ცოტა არ იყოს განწყობა მიფუჭდება. ნუთუ ეს ის გიორგია, რომელსაც ვიცნობდი ? იმ მომენტში მხოლოდ იმით ვარ დაინტერესებული, რაც მის სახლში უნდა მოხდეს, სხვა არაფრით და არანაირი სურვილი მაქვს; გზა გრძელ კოშმარად მეწელება, მუსიკას ვართვევინებ ძლივს, უკვე მხოლოდ სახლში წასვლა მინდა, სხვა არაფერი. ბინაში ავდივართ, აქაურობაც სრულ კოშმარად მესახება. მის შეკვეთილ საჭმელზეც უარს ვამბობ, მაგრამ კოცნას კოცნითვე ვპასუხობ.. საძინებლისკენ მივდივართ, მაგრამ ამასაც მალევე უსიამოვნო განცდათა მეტი არაფერი მოსდევს. სიამოვნებას იღებს თუ არა, რაფაზე ჯდება და სიგარეტს აბოლებს. ნუთუ ეს ის ადამიანია, რომელმაც დამაინტერესა ? - საკუთარ თავზე ვბრაზდები, სწრაფად ვიცვამ და იქაურობას ვტოვებ. ტაქსის არც მოსდევს, ალბათ ისევ დაჯდა და მოწევა განაგრძო. მხოლოდ რამდენჯერმე მთხოვა დარჩენა; -დარჩი.. მარა თუ ასე აპირებ გაგრძელებას, სჯობს, სულ წახვიდე... მისი რამდენჯერმე გამეორებული ყურებში ზუილივით ჩამესმის. ნუთუ ყველას ფოდნოსით უნდა ყველაფერი ? აბაზანას ქაფით ვავსებ, ვწვები, წითელ ღვინოს ვსვავ და ფიქრებს ვეძლები. არანაირად არ ვნანობ გიორგის გაცნობას. ამით საბოლოო წერტილი დავუსვი მახოსთან კავშირს, აქ დასრულდა მასზე ფიქრთა ავტონომია.ყოველ შემთხვეავში გარკვეულწილად მაინც. *** ზოგჯერ გვინდა, უბრალოდ მარტო ვიყოთ. სრულიად მარტო, დღეში ერთი საათი მაინც. ბევრს ამის ეშინია, მაგრამ მე - არასდროს. სიმარტოვე ხომ უბრალოდ არჩევანია, ბევრს რომ მარტოსულობაში ეშლება. მარტოობის მხოლოდ მათ არ ეშიანია, ვინც ვერ უტყდება საკუთარ თავს ყველა დაშვებულ შეცდომაში თუ გამართლებულ ბედში. როგორც იღბალი, ისე უნდა მივიღოთ მარცხი. იმდენად უნდა ჩავწვდეთ საკუთარ არსს, რომ ეს ორი და-ძმად გადავაქციოთ. ალბათ საკუთარი სულის ყოველი მხარე უნდა შევიყვაროთ; ბნელიც და ნათელიც, დაბურულიც და ხილულიც... სწორედ ამაშია ადამიანად ყოფნის მთელი ფილოსოფია. გიყვარდეს და უყვარდეს - ეს ისაა, რისკენაც ადამინები ასე ვისწრაფვით და თან ასე ძალიან გვაკლია. *** ანია შეხვედრას მთხოვს, ჩემი კულინარიული შედევრები უნდა გაგაცნოო, თუმცა ისეთი დაღლილი ვარ, უარს ვეუბნები. -შენ ბოლო დროს ვაფშე რას ჭამ იცი ? - მეუბნება ირონიულად. -სიმართლე გითხრა, აზრზე არ ვარ. -აბა, ბოლო დროს რა დაამზადე ან გამოიწერე ? -ხილბოსტნიდან ხაჭო, ყურძენი, საზამთრო, შოკოლადები, რაღაც ნამცხვარი, რომლის ნახევარიც მეზობლის ძაღლს ვაჭამე... -გეყოფა ! წამოდი, რა... -კარგი, მოვდივარ - ვთანხმდები დაქალს. მის გარდა ბევრი ახლო მეგობარი არც მყავს. მხოლოდ ერთი - ლიკა, ისიც ამერიკაში ცხოვრობს ბოლო რამდენიმე წელია. ძალიან ბევრი მეგობარი და ახლობელი კი მყავს, მაგრამ ახლო ძალიან ცოტა. თუ ადამიანთან სიახლოვე მინდა, მზად უნდა ვიყო ჩვენი სულების ერთ აკორდზე აწყობისათვის; ეს კი საკმაოდ რთულია.. ანია თავის გაკეთებულებს მასინჯებს. ყველაფერზე ვეუბნები, რომ ძალიან მომწონს. ბოლოს მაპატარებს და თავის რამდენიმე თვის წინ გაცნობილ შეყვარებულზე აგდებს სიტყვას. ყოველთვის მეგონა, რომ არ ჰქონდათ რაიმე სერიოზული ურთიერთობა და მიკვირს, რასაც მეუბნება. -ისე ცოლად რო გაყვე ? -აზრზე ხარ, რას ამბობ ? - თვალები მიფართოვდება. -შვილი მინდა მყავდეს. -აუ... -ახალი თეორიები ჩემთვისაც ცნობილია, ლილი - თითქოს ჩემს ფიქრებში იჭრება - მაგრამ მინდა, ოჯახში იზრდებოდეს -დედაც ჰყავდეს და მამაც. -ანია ! - ხმას ვუწევ - ის არც კი გიყვარს. -მომწონს, მოვწონვარ... პატივს მცემს. პატივის ცემა კი ხშირად სიყვარულსაც კი გადასწონის. გიყვარდა ჰო მახო ? მერე ? -ემოციებში იჭრება ანია. -ეგ სხვა თემაა. -არ გინდა, რა.. -უბრალოდ შოკში ვარ. -გამოდი შოკიდან და ეს ნამცხვარი გასინჯე. -წინასაქორწილო დეგუსტაციაა ? -ვცდილობ, მდგომარეობა გავანეიტრალო. -არ განმსაჯო - მეხვევა ანია, მე კი არც კი ვიცი, რა ვუთხრა. *** ღამის 2 საათზე გათიშული ვეშვები საწოლზე. ისე ვეკვრი ბალიშს, როგორც დიდი ხნის მონატრებულ სატრფო ჯარისკაცს საყვარელი ქალი. მართალია ეს განცდა ჩემთვის უცნობია, ან სულის წარსულის მიმესისი, მერე კი სრულიად დავიწყებული. ნახევრად მძინავს, არაფერზე ვფიქრობ და ვცდილობ, სრულიად მოვეშვა, როცა ტელეფონი ვიბრაციას იწყებს. ვუყურებ და მომენტალურად ვთიშავ, მახოს ნომრის ბოლო ორი ციფრი მეცნობა; ზუსტად ვიცი, რომ ეგაა. ახლა დარე კვებზეც გადავიდა, მეორეჯერაც ვუთიშავ, ტელეფონს თვითმფრინავის რეჟიმზე ვრთავ და ვცდილობ, დავიძინო; მაგრამ მალევე როდი გამომდის, აფორიაქებას ვგრძნობ, გული აჩქარებულად მიცემს. თუმცა ეს სულაც არაა ის სასიამოვნო ფორიაქი, რომელსაც მასთან შეყვარებულობის პირველ თვეებში ვგრძნობდი. მეორე დღესაც ერთ 5-ჯერ მირეკავს, შემდეგ მწერს : „დღეს შევხვდეთ და ვილაპარაკოთ“ . მოწერილს დაუყოვნებლივ ვპასუხობ : „არ მაინტერესებ, ლაპაკი კი მეზარება“. ამ მომენტში ძალიან მეშლება ნერვები, თუნდაც იმის გაცნობიერებაზეც კი, რომ ადამიანები საკუთარ გზას ვერ პოულობენ, საკუთარ ნაჭუჭში დაბრუნებას იმდენად ლამობენ, ამისთვის ყოველგვარ გზას ეძებენ. არ მინდა სუსტი ვიყო, ძალა მჭირდება, ძალა, რომელიც მოვიპოვე და არაფრის დიდებით არ დავთმობ. როგორც იქნა, მახომ და მასზე მოგონებებმა გადაინაცვლეს გულის უკიდურეს შრეეებში, წინ წამოწევას კი არ ვაპირებ. არასდროს ! არასდროს მივცემ ჩემი მართვის უფლებას. *** გიორგი ორი დღის პაუზის მერე მირეკავს და ეზოში ჩამოსვლას მთხოვს. ჩავდივარ, მანქანის წინ ვდგბი და ველოდები, რას მეტყვის, თუმცა ვინ გვაცდის. მახო ჩვენს წინ ისვეტება. -რა ხდება აქ ? -კიდევ ეს - ეცინება გიორგის. -თქვენ უკვე სერიოზულში შეიჭერით ? - ცდილობს, ირონიული იყოს, თუმცა აღელვებას ვერ მალავს. -სერიოზული არა ფატა კიდე - მეცინება. -სექსი გქონდათ ? -შენ უნდა გაბარო ანგარიში ? -ისევ მეცინება. როგორი გულუბრყვილო და ცოდოა. -დაგვტოვე რა - აგდებულად ამბობს გიორგი. -ან მე დაგტოვებთ - სადარბაზოსკენ მივდივარ. ჩემდა გასაკვირად, მახოც უკან მომყვება. -ჩემი იყავი და იქნები. -გადი, თორე რამეს გესვრი - ხმას ვუწევ. ყველანაირ ზღვარს სცდება მისი საქციელი. -აუ, თქვენი თავი არ მაქვს, სამსახურში მაგვიანდება - გიორგი მანქანას ქოქავს, ჩემთვის კი ყველაფერი ნათელი ხდება. კიდევ კარგი მასთან არასდროს დამიწყვია გეგმები, არასდროს მქონია რაიმე მიზანი, რაც გოგოებს ახასიათებთ ხოლმე. ჩემმა ცხოვრებამ ხომ სულ სხვა ტალღაზე გადაინაცვლა - მაქვს უკეთესის იმედი და ველოდები უარესს; ძალაც ამაშია, როცა არ ელი, იმედგაცრუებაც ნაკლებია. -უბრალოდ გამეცალე - ლიფს ვიძახებ და სწრაფად ავდივარ სახლში. -აღიარე, რომ ისევ ჩემთან გინდა... აღიარე, რომ არაკაცი აარჩიე, არაკაცი გიორგი - მხეცივით ღმუის მახო. საწოლზე ვეხეთქები, არაფერზე ფიქრი არ მინდა, მაგრამ არ გამომდის. ვაცნობიერებ რამდენად შეუძლია მამაკაცს ქალის ცხოვრების ტკიპად ქცევა, ვაცნობიერებ და სისუსტეს ვგრძნობ, პირში საშინელი გემო მაქვს, მაშინვე სააბაზანოსკენ მივდივარ... ___ ბოდიში, მაგრამ სწრაფად ვერ ვწერ, არც დრო მაქვს და არც იდეები. რომ არ დავდო და ერთად დადებას დაველოდო, ეგრეც არ გამოდის; მერე საერთოდ ვერ ვწერ. მომენატრეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.