განსხვავებულნი (13)
-ვის უნდა გოგა შენი ნახვა? -გაფითრებული გავედი აივანზე და დევდარიანს ცხვირწინ ავეტუზე.. ------------------------------------------- -ცივა,შევიდეთ სახლში -მომიჭრა სიტყვა დევდარიანმა და სახლში შემიყვანა. ცოტახანში ბავშვები წავიდნენ,დევდარიანი ფიქრებში იყო,მალ-მალე ცლიდა ღვინის ჭიქას,ერთს მეორე მიყვებოდა,მეორეს მესამე..მაგიდა მივალაგე და თვალს ვაყოლებდი ნელნელა დევდარიანს,როგორი აკანკალებული იყო ნერვიულობისგან. -არაფერი არ გინდა მითხრა? -ცარიელი ჭიქა გამოვართვი და მაგიდაზე დავდე -რა უნდა გითხრა რა ანანო? ტურენკო ჩამოვიდა და ჩვენი ნახვა უნდა,ალბათ მოლოცვა,რას დაიხვიე ეს დედანა*ირები თითზე -ხელი აიქნია და ფანჯარასთან დადგა -შენი ნახვა უნდა და არა ჩვენი გოგა -გავხედე ნაგლად და სავარძელში ჩავესვენე -აუ რა ყველამ შემე*ით რა -გოგა -თვალებით ვანიშნე,რომ მიას შეეშინდება -დედიკო რა ხდება? -შეშინებული მომვარდა მია,კისერზე ჩამომეხვია და გვერდით დამისკუპდა -არაფერი დე,ვლაპარაკობთ უბრალოდ -ხელი მოვუსვი ლოყაზე და შუბლზე ვაკოცე -ანანო დააძინე ბავშვი,გვიანია -გამოსცრა მკაცრად დევდარიანმა და მაჯის საათზე თითი მიჩვენა -წამო დე,დავიძინოთ -ხელში ავიყვანე და საძინებელში შევიყვანე მია თავის საწოლში ვერ იძინებდა,ჩვენს საძინებელში ვაძინებდით და დევდარიანს ხელშიაყვანილი გაჰყავდა მის ოთახში,ეს იყო მიას ჩვევში ჩარჩენილი ტრადიცია.. მალევე დაიძინა,ფრთხილად მივხურე საძინებლის კარი და გოგასთან გავედი. -შეგიძლია დააწვინო მის ლოგინზე,დაიძინა ღრმად. -სიტყვა ისე ვესროლე სახეშიც არ გავხედე -ანუ დრო გვაქვს? -ირონიულად მომიახლოვდა დევდარიანი და თმა ყურზე გადამიწია -ახლა არა -მისი ხელი მოვიშორე და აბაზანაში შევედი ღმერთს ვთხოვდი,რომ სალომე ჩვენთვის დიდი პრობლემა არ ყოფილიყო,პირველ რიგში ვინც დაზარალდებოდა მია იქნებოდა. მეშინია იმის,რომ სალომესთან შეხვედრისას წარსულის გრძნობები არ აუყვავდეს ისევ ახალი ყვავილივით,გულში..ძალიან მეშინია და ყველანაირად უნდა მეცადა არ შემხვდარიყვნენ ერთმანეთს. აბაზანიდან გამოსულს,გოგა ღრმა სიზმრებში დამხვდა..ჩუმად გავიხადე ხალათი და ფრთხილად ჩავწექი ლოგინში,სანათი გამოვრთე და მივითიშე.. გოგამ ბიზნესი წამოიწყო 3წლის წინ და დღემდე კარგად ართმევდა თავს,მეც რადგან სულ უსაქმურად არ ვყოფილვიყავი,მას ვეხმარებოდი..მე ვხატავდი და იდეებს ვაწვდიდი ფეხსაცმლის დიზაინზე,ხატვა ბავშვობიდანვე კარგად გამომდიოდა,კარგად გამომადგა ჩემი ხელობა.მიას,ყოველთვის უყურადღებოდ ვერ ვტოვებ,ამიტომ სახლში გოგამ ჩემთვის პატარა სახელოსნო კაბინეტი მოაწყო,რომ სახლშიც გამეკეთებინა ჩემი საყვარელი საქმე. დილით გვიან გამეღვიძა..მისაღებში გავედი,მამა და შვილი ერთმანეთს ეხმატკბილებოდნენ და აცანცარებულები დამხვდნენ -ოჰ გაიღვიძა ქალბატონმა -თქვა დევდარიანმა,მუხლებიდან ჩამოისვა მია და ჩემსკენ წამოვიდა -მია წამოდი,ჭამის დროა -ზურგი ვაქციე დევდარიანს და სამზარეულოში შევედი,ყიყლიყოების მომზადება დავიწყე,ყავის აპარატი ჩავრთე საშინლად მტკიოდა თავი და ერთი სული მქონდა,როდის გადავყლაპვდი ყააავასს!!!!! -როდემდე უნდა იყო ჩუმად? -მიეყუდა დევდარიანი ბარს და ხელები გადაიჯვარედინა არ მითქვამს არაფერი,ამ მომენტში ვისზეც ვფიქრობდი მხოლოდ მია იყო,არმინდოდა ჩვენზე ენერვიულა..ამ თანამედროვე ბავშვებს,ხომ ყველაფერი ესმით უკვე..ჩაი გავუკეთე და ყიყლიყოები დავუწყე მიას,ყავა დავასხი ჩვენთვის და პირუჩუმრად მივეყუდე სკამის საზურგეს.. -დედა,მამას არ ელაპარაკები? ვერ გამოაპარებ ვერაფერს -ხო მია დედაშენი ცოტა შეშლილია,როცა ბრაზდება მითუმეტეს ისტერიკები ემართება -თვალები დააცეცა დევდარიანმა და მკაცრი მზერა მომაპყრო -მია ჭამე მალე და ლენკა დეიდა მოგაკითხავს,სასეირნოდ წახვალთ -თავზე ხელი მოვუსვი და თბილი მზერა ავიკარი -რა კაია -მხიარულად შემოკრა ტაში -ჩვენ სალაპარაკო გვაქვს -ჩამჩურჩულა ყურში და მისაღებში გავიდა მია გავაცილე ლენკასთან ერთად და სახლის მილაგება დავიწყე..როცა ვნერვიულობდი ვეძებდი ხელმოსაჭიდს,რომ რამე მექნა. -იტყვი ეხლა რამეს თუ მაინცდამაინც უნდა გავჭედო? -მომაბრუნა დევდარიანმა მისკენ -ახლა მხოლოდ შენ ხარ,ვინც უნდა ამიხსნას ყველაფერი და რამე მითხრას -წარბები მაღლა ავზიდე -რატო მომიტ*ანი ტვინი ამ სალომეთი ტო? -ხელები გაშალა და თვალები დააბზრიალა -წესივრად ილაპარაკე რა და ხანდახან მია როცა ჩვენთანაა მეტი სიფრთხილე გმართებს -ხოდა ნუ მაჭედინებ ეს დედამოტ*ნული,რა გინდა ვერ ვხვდები..შეხვედრა უნდა და უნდოდეს გავკარი ერთი მაგას,რა განერვიულებს ანანო? -მია! მხოლოდ მია მადარდებს მე გოგა,არ მინდა ბავშვი დაისტრესოს -შენი საქციელებით აკეთებ მაგას,ნუთუ ვერ ხვდები? რა ეჭვიანობები გამიმართე ასი წლის ყოფილზე? -საერთოდ არ მისმენ რას გეუბნები,შენ ამჩნევ რომ ვეღარ ვუგებთ ერთმანეთს? ხვდები რომ ერთმანეთის საერთოდ არ გვესმის გოგა? შეიცვალა რამე? - ჩემს ხმაში ბრაზი,წყენა,ნერვიულობა და შიში იგრძნობოდა -აუ ანო ძაან გთხოვ რა არ გინდა ეს უაზრო გამოხტომები,15 წლის ბავშვები აღარ ვართ,წავედი მე ოფისში გავალ,დამაგვიანდა ისედაც,ბევრი შეხვედრა მაქვს -რა შეხვედრა? -ანანო რა გჭირს? სად დაფრინავ? საქმიანი შეხვედრა რა შეხვედრა კიდე? იატაკს მივაშტერდი,ვხვდებოდი რომ ამდენი ფიქრისგან გავაფრენდი -ანანო ძაან გთხოვ ამდენი ფიქრით თავს ნუ დაიღლი,ბევრი საქმე გვაქვს,მიდი შენც დაასრულე ნახატები..დღეს ახალი პარტნიორი გამოგვიჩნდა,მას უნდა შევხვდე ჩემს ასისტენტთან ერთად და ცოტა დამაგვიანდება -საროჩკას ისწორებდა დევდარიანი,ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა.. -მიყვარხარ გოგა -მოვხვიე ქმარს ხელები და მისი ახალდასხმული სუნამო შევისუნთქე -მეც პატარავ,ჭკვიანად იყავით -ტუჩებში მაკოცა და კარებში გაუჩინარდა. ---------------- ხატვაში ისე მალე შემომაღამდა,ვერც მივხვდი სანამ კარზე კაკუნი არ მომესმა..მიმოვიხედე და ქაღალდები ნაჭუჭებით ძირს ეყარა,ამდენ ხანში მხოლოდ 2 ნახატს მივაქციე ყურადღება,რომელმაც დიდად არ მომხიბლა..ფიქრებში ვიყავი ძალიან გადატვირთული და გადაღლილი ვიდრე საქმეში..სალომე ტურენკო ვერაფრით ამოდიოდა ჩემი ტვინიდან..მეორე კაკუნმა გამომაფხიზლა,სწრაფად მივედი კართან და მია შემეგება ლენკასთან ერთად.. -ჩემი გოგოები -გადავეხვიე მათ -დეე ნახე ლენკა დეიდამ რამდენი სათამაშო მიყიდა -სიხარულით ახტა მია და მისაღებში გაიქცა -ლენ მადლობა,ცოტა რომ გაართე,მოდი რა ყავა დავლიოთ -არა ანო სხვადროს რა ვაჩე მელოდება,გკოცნი კარი მივხურე და მიასთან მივედი..მთელი დღის მონატრეული შვილი მივიხუტე და მის შავ თვალებს ჩავეუფლე.. -დე კარგი დრო გაატარე? -კი,მაგრამ არც ის მაწყენდა შენ და მამასაც რომ წაგეყვანეთ სასეირნოდ -მოწრუპული ტუჩებით გამომხედა -ხო მია აუცილებლად,ახლა მამას ბევრი საქმე აქვს,ერთხელ შევთანხმდებით ყველა ერთად და გპირდები,რომ აუცილებლად შეგისრულებ თხოვნას -შუბლზე ვაკოცე და მივიხუტე ამასობაში გოგაც მოვიდა,მია მის დანახვაზე სიხარულით მეცხრე ცაზე აფრინდა,კარში არ შემოსული მამას ჩააფრინდა მკლავებში და ხმაურიანი კოოცნები დაუტოვა ლოყებზე.. -როგორ ჩაიარა დღემ? -მანტო გამოვართვი და მოვეხვიე ქმარს -ნორმალურად -მოღუშულად წარმოთქვა სიტყვები და დივანზე წამოჯდა -რა გჭირს? -წარბები შევკარი,სახე ჩემსკენ გამოვაწევინე და თვალებში ჩავხედე -არაფერი ანო,დავიღალე -თქვა და საროჩკის ღილები შეიხსნა -მია ცოტახანი დაგვტოვე -ისე ვუთხარი,რომ თვალი არ მომიშორებია დევდარიანისთვის -თუ დაიღალე შემიძლია მოგადუნო -მისი ტუჩებიისკენ გადავიტანე მზერა და მუხლებში ჩავუსაფრდი -ანო ახლა რა,აბაზანა უნდა მივიღო -ხელები მომაშორებინა და საძინებელში შევიდა დავრჩი გაოგნებული,პირღია ვუყურებდი კარებში გასულ დევდარიანს და ვერ ვხვდებოდი საერთოდ საითკენ მივდიოდით..მხოლოდ იმას ვამჩნევდი,რომ მოვლენები ცუდად ვითარდებოდა,ჩვენი მდინარე უკუღმა და სწრაფად მიედინებოდა.. მთლიანად ბედნიერი დღე არ არსებობს,მაგრამ არსებობს წამები,რომლებსაც ვერ წაშლი.ძნელია,როდესაც ადამიანები წლებია გვერდით გყავს და იმას ვერ ამჩნევენ,რასაც ახსნა არ სჭირდება,ისედაც ნათელია..ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება..ფიქრები,რომლებსაც მეთაურობ მხოლოდ შენია,მხოლოდ შენ გეკუთვნის..და მაინც მგონია,რომ მხოლოდ იდუმალი ხაზით დაკავშირებული ადამიანები გამიგებენ,თუ ამის უფლებას მივცემ! სიყვარული ხალხს აგიჟებს,სიყვარული ყველა მომაკვდინებელ სენზე უარესია,გკლავს მაშინაც,როცა მას განიცდი და მაშინაც,როდესაც ვერ გრძნობ.. იდეალური ურთიერთობები არ არსებობს და არც არის საჭირო არსებობდეს..ვის რაში სჭირდება ურთიერთობა დრამის გარეშე,რომელიც პირდაპირ ცეცხლს გვინთებს გრძნობებზე,მაგრამ იდეალურთან ყველაზე მიახლოებული ურთიერთობა არის ის,სადაც ადამიანები ყოველთვის პოულობენ ერთმანეთთან მისასვლელ გზას..ჩვენ ადამიანები ვართ,არაიდეალურები,რომ იდეალური ურთიერთობები შევქმნათ..ნორმალურია ვიჩხუბოთ,დავუშვათ შეცდომები,ვილაპარაკოთ სისულელეები,მერე ვინანოთ..ეს ნორმალურია,მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს პატიების თხოვნა და შეცდომის აღიარება,არ უნდა შეგვეშინდეს ერთმანეთისთვსის სიმართლის თქმა,თუნდაც ამას აყალმაყალი მოყვეს,მთავარი ტყუილებით არ ავაშენოთ ურთიერთობის გზა-კვალი,დანარჩენს ყველაფერი ეშველება..ერთხელ თუ რაღაც მძიმე დაგვემართება,ამას რომ გადავიტანთ,მერე ყველაფერს გადავიტანთ,გადავიტანთ სწორედ იმ მოგონებით,რომ გადავიტანეთ..ტკივილი ყოველთვის დასრულდება და ოდესმე შეიძლება სასაცილოც გახდეს..ჭეშმარიტი სიხარული კი არასდროს გადაიქცევა ტკივილად,რადგან ეს ტკივილი სიხარულისგან მოდის და ამ სიხარულის შიგნით მრავლდება,რის გამოც მოვიკრებთ ძალას.. --------------- დაღლილი ხარ და არსებობს ამ წუთში მხოლოდ ერთი ნათელი სურვილი,რომელიც არ გღლის,რომ შენს მსგავსად დაღლილი ადამიანი მონახო,რომელსაც დაელაპარაკები ყველანაირ დაღლაზე..გარშემო ადამიანები გიხარია,მაგრამ ამისთვისაც დაღლილი ხარ,გაბოროტებული არა პირიქით,სიკეთით სავსე ხარ და ამიტომ დაიღალე ყველაფრისგან,რადგან ყველაფერში სისუფთავეს და სამართლიანობას ეძებ,ძებნაში იღლები ადამიანი..ყველაფრის კეთება შეგიძლია,იცინი კიდეც,მაგრამ ამასაც დაღლილობისგან აკეთებ..ვერავინ შეიშნავს ამ დაღლილობას,რადგან დაღლილი ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანები არიან.. ---------------------------------------- ფიქრებიდან მიამ გამომიყვანა.. -დედა,შენ და მამა ხო არ დაშორდებით? -უეცრად მომიახლოვდა და ჩამეხუტა -მია საიდან მოგაქვს ასეთი რაღაცეები? -სულ ჩხუბობთ და ისე აღარ ხართ,როგორც ადრე -ნაწყენი ამომხედა -მია მომისმინე,ურთიერთობებში ყოველთვის იქნება კამათი,ბრაზი,წყენა..ეს ხო ბუნებრივია დე? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ უნდა დავშორდეთ,ჯერ პატარა ხარ და ამდენს ვერ ხვდები..არ მინდა ასეთ რაღაცეებს ფიქრობდე კარგი? -შუბლზე ვაკოცე და გულზე მივაბჯინე შვილი. -მიყვარხარ -მეც ჩემო პატარავ,მოდი ახლა დავიძინოთ კაი? თავი დამიქნია და საწოლში ჩაწვა.საბანი მივაფარე და შუბლზე კოცნა დავუტოვე..მასთან ერთად ჩახუტებულს ჩამეძინა,როცა გოგამ შემახო ნაზი ხელები და გამაღვიძა -ანო წამოდი ჩვენს საწოლში -ქმარს დავემორჩილე და მივეყრდენი..ხალათი გამხადა და ლოგინში ჩამაწვინა,ცხელი კოცნებით დამიფარა ტანი..ძლიერ მოვხვიე ხელები და ერთმანეთზე ჩახვეულებს მალევე ჩაგვეძინა.. დილით უჩვეულო სიზმარმა წამომახტუნა,სამზარეულოში გავედი და წყალი დავლიე..ცოტახანში დევდარიანიც ადგა და ზყრგის მხრიდან ხელები შემომხვია,მისკენ შევტრიალდი და მის ტუჩებს დავეწაფე.. -ყავას ხო დალევ? -ვკითხე კოცნებშორის -ხო სკამზე წამოჯდა და მომაშტერდა.. -გუშინ არ მითხარი,როგორ ჩაიარა შეხვედრებმა,იპოვეთ ბოლოს ბიზნეს პარტნიორი? -ვკითხე ზედმიწევნით..გაჩუმდა თითქოს ენა ჩაუვარდაო,თვალებში მომაშტერდა.. წუთიანი დუმილის შემდეგ როგორციქნა მიპასუხა.. -კი ვიპოვეთ -მითხრა და თვალი ამარიდა -მერე კაია,რა სახე გაქვს აბა? -გამეცინა -არამგონია,მოგეწონოს ეს სიტუაცია,მაგრამ აზრი არააქვს დამალვას ანო -რაზე გოგა? ვინარის? -შევხედე შეშინებული თვალებში მაჩერდება და ხმას ვერ იღებს.. -ვინარის გოგა ახალი პარტნიორი? -სალომე -რა? -ისტერიკული სიცილი დამეწყო -სალომე ტურენკო! -მომიჭრა სიტყვა დევდარიანმა და თავი ხელებში ჩარგო. ------------------------- კომენტარებს და თქვენს შეფასებას ველოდები! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.