შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრაკონის ვაჟიშვილის ცხოვრება (თავი 5)


25-09-2019, 15:59
ავტორი შმაგი-ს
ნანახია 1 178

დიდხანს ვფიქრობდი თუ რა უნდა მეთქვა ნინისათვის, ცუდად ვიყავი, ყველანაირად დაბნეული ვიყავი ამ ამბავში, სამ ადამიანს ერთად ვუყვარდი ეს უკვე ზედმეტი იყო ჩემთვისაც კი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დავრჩენილიყავი ანჩოსთან, ვიცოდი ამით ალბათ სამუდამოდ დავკარგავდი მაშოს მაგრამ რა მექნა? მიყვარდა ნინი, მიყვარს ანჩო და ნუ ალბათ სადმე შორეულ მომავალში მაშოც იქნებოდა რაიმე ჩემთვის. სულ მიტრიალებდა მაშოს ნალაპარაკევი დაცემულ ანგელოზზე მაგრამ ვერაფრით ვხვდებოდი თუ ასთი ვარ, რატომ შემიყვარა იმ ადამიანმა ისე როგორც მე ვერასდროს შევიყვარებ? ბევრი კითხვა მქონდა ამ საკითხთან მიმართებაში მაგრამ რა მექნა პასუხი არავის ქონდა ჩემს კითხვებზე. ნუ ბოლო-ბოლო ის დროც დადგა როდესაც ნინი უნდა მენახა, ამაზე ანჩო აფენდა ფიქრობდა რომ ნინი უფრო ლამაზი იყო ვიდრე თვითონ არის და ეჭვიანობდა, ამიტომ გადავწყვიტე იმ დღეს ჩამეცვა ის ტანსაცმელი რომელიც ყველაზე მეტად მიხდებოდა, დათოს თქმით ფლეი ბოისავით გამოვიყურებოდი და მეუბნებოდა.
-ფრთხილად იყავი, ისედაც არიან გოგოები სხვები აღარ გინდა დამიჯერე თორე მერე უფრო უარეს მდგომარეობაში იქნები.
მე სულ ვფიქრობდი რომ დათოს უფრო მოუხდებოდა ჩემს სიტუაციაში ყოფნა რადგან ისეთი ადამიანია რომ ყველაფერს იფერებს, ესეც მოუხდებოდა. ნუ რა თქმა უნდა წავედი ნინის სანახავად, ნინი ვნახე თუ არა ეგრევე მომაწვა ძველი გრძნობები, თან ის კაბა ეცვა რომელშიც ვუთხარი რომ ულამაზესად გამოიყურებოდა.
-ვაი მეე!-ჩავიბუზღნე
ნინიმ დამინახა თუ არა ეგრევე ნაბიჯებს აუჩქარა და ჩემთან რაც შეეძლო სწრაფად მოვიდა, მოვიდა თუ არა ეგრევე ჩამეხუტა და გადამკოცნა. მან დაიწყო ლაპარაკი.
-როგორ ხარ?
-უკეთესადაც შეიძლება ვყოფილიყავი, შენ როგორ ხარ?
-მე კარგად მაგრამ რა მოხდა ყველაფერი კარგადაა?
-ნუ კი მაგრამ რაღაცეები გამახსენდა.
-ამ კაბის გამო?
-ხო, თან ეს კაბა ყველაზე მეტად გიხდება.
-ვიცი ნათქვამიც გაქვს. იცი რა გამახსენდა?
-რა?
-ხიდი.
-უიმე ხიდი.
-ბევრი რამ იყო მაგ ხიდეზე დამოკიდებული. ისე რომ იცოდე ახლაც დავდივარ იმ ხიდზე და ისევ ვაკვირდები იმ ამოტვიფრულს.
-ყველაზე კარგად რაც შემეძლო მაგის ხატვა იყო ბოლო-ბოლო ჩემი სიმბოლოა. მიყვარს ეგ სიმბოლო.
-ინი და იანი ხო?
-ხო
-ვერასდროს ვხვდებოდი თუ რას ნიშნავდა.
ჯიბიდან დანა ამოვიტანე და დავიწყე სკამზე ამოტვიფვრა თან ვლაპარაკობდი.
-ინი და იანი არის ბევრი რამ, წონასწორობა, სიკვდილი და სიცოცხლე, სიკეთე და ბოროტება, ადამიანის ცვალებადი ხასიათის სიმბოლო, მაგრამ ამათგან მხოლოდ ორი ახსნა მომწონს. ერთია ის რომ, ყველა სიკეთეში არის მცირედი ბოროტება და ყველა ბოროტებაში არის მცირედი სიკეთეც.
-მეორეს გამოვიცნობ. წონასწორობა?
-არა, ადამიანის ცვალებადი ხასიათი.
-ეგ როგორ შემეშალა?
-ხო ბევრს არ ახსოვს.
დააკვირდი და ამოტვიფვრა დავამთავრე ზუსტად 5 წუთში მაგრამ ძალიან კარგი სიმბოლო გამომივიდა. ამოვიღე სიგარეტი, გავუკიდე და უეცრად ნინიმ დაიწყო საუბარი მე კიდევ ვუსმენდი მას.
-ის დღე მენატრება როდესაც ერთად დავდიოდით მარტო მთაში, მთის მწვერვალზე გაშლილი მინდორი იყო, მენატრება მაგ მინდორზე შენთან ერთად წოლა და ცის დაკვირვება, მენატრება შენთან ყოფნა და კიდევ ეს ...
მოულოდნელად ნინიმ მაკოცა. არ ვიცი რა დამემართა, ერთმანეთს 5 წუთის განმავლობაში ვკოცნიდით. მერე კი ვთქვი.
-რას ვშვები?
-რატო რა მოხდა?
-ის მოხდა, რომ აქ შესარიგებლად არ მოვსულვარ არამედ იმის სათქმელად რომ შეყვარებული უკვე მყავს.
-ანუ არ აპირებ შერიგებას ჩემთან.
-ვერა.
-მაშინ დასამშვიდობებელი კოცნა მაინც მაჩუქე.
და მან ნელა და მშვიდად მაკოცა, ვიცოდი რომ ეს ყველაფერი მისთვის დაუვიწყარი იქნებოდა.
ცოტახანში მირეკავს სანდრო და დათო ვუპასუხე და მითხრეს რომ მაშო გამოუწერიათ საავადმყოფოდან და ჩემი გზით წამოსულა და აღარ ჩანს.
მაშო თურმე 11:55 წუთზე გამოუწერიათ საავადმყოფოდან მე კიდევ ნინის 12 საათზე შევხვდი. ახლა კი მაშო ზის ხიდის მოაჯირზე რომელიც გადაჰყურებს რიონს და მელოდება როდის მივალ. მივედი თუ არა იქ ეგრევე მითხრა
-დაცემული მოვიდა.
-მაშო გადმოდი მანდედან.
-რატო უნდა გადმოვიდე?
-არცერთი არ ვართ პატარა ასეთი სისულელეების გასაკეთებლად.
მივიწიე ახლოს, შემომხედა და მითხრა
-შენც კი ვერ ხვდები ბევრ რამეს.
-ჰოდა გამაგებინე
-არ იცი თუ როგორ მიყვარხარ.
-ამიხსენი მერე შენი აზრით თუ თავს მოიკლავ რამე შეიცვლება, პრობლემებს არ უნდა გაექცე არამედ უნდა დაუპირისპირდე და უნდა მოაგვარო. შეიძლება პრობლემებს დაემალო მაგრამ ვერ გაექცევი.



№1  offline წევრი Niniko11

ნერვებსს მოთხრი უკვეეე რააა ჩამოყალიბდი რომელი გიყვაარსს)))
რატო აკოცეე ჰაააააა
ანოაა შენი ახალი შეყვარებული და არა ნინი ხოდაა ყოფილ შეყვარებულსს რო ქუჩაში აკოცეებ ვიღაც ნაცნობი დაგინახავს მარასიზამსს...
მაშო ნეტა თავს რამეს ხოარ აუტეხაავს :///
რამდენი კითხვა მაწუხეებსს...
კიდეკაი არც მაშო ვარ და არც ანო თორეე ისე გცემდი სახლში ვეღარც გიცნობნდეენ
:Dddd
ველი ახალ თავს მოუთმენლაადდდ...
მაშოს არაფერი დამართო იცოდეე♡♡♡
წარმატებებიი♡♡♡

 


№2  offline წევრი Lurjtmiani

აუხოვიცი რო უბრალოდ ისტორიაა და ზოგი რამ გამოგონილია მაგრამ მაონც საშინლად ვეჭვიანობ....
ახლა ხო ხვდები რა დონის ეჭვიანი გყავარ...
მოკელდ გაერკვიე სასწრაფდ რომელი გიყავრს მაგ სამიდან და მაშოს თვი არ მოაკვლევინო რა ცოდოა რა ქნას უყავრხარ... აი ნინის ჩმი აზრით იმიტო გაახსენდი რო ანჩოსთნ დაგინახა დ ანჩოს უყავრხარ თუ არა არ ვიცი ეგ დნარჩრნი შნზეა...ეს ინი დ იანი შნი სიმბოლოც რომ იყო პირველაფ გავიგე... მოკელდ შემდეგს მოუთმენლად ველოდები მიყავრხარ ❤️ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent