თმენის ვალდებულება
ვამჩნევ რომ მატყუებენ, მაგრამ არ ვიმჩნევ, თითებს უაზროდ, უხმოდ ვაკაკუნებ მაგიდაზე და თვალებში ურცხვად ვუყურებ. -ბევრს ითხოვენ ფართში, მაგრამ ისეთი ადგილია, რომ ღირს. -თუ კარგი იქნება რესტორანი ვფიქრობ რომ ადგილს მნიშვნელობა არ აქვს,- საუბარში ერთვება ლუკა და ჩემ მხარეს იჭერს, ჩემი პარტნიორია და ეს ბუნებრივიცაა, მერე მე მიყურებს და თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. -ბრენდინგი გვინდა, ვინმე შეარჩიეთ?- მეკითხება ერთ-ერთი და შეხსნილი პერანგიდან ოქროსფერი ჯაჭვი ისე უელავს რომ თვალებს ვავიწროვებ, როდის უნდა გადაეჩვიოს ეს სახლხი და მიხვდეს რომ ცოტა მარაზმია შენი ქონების ასეთი ხაზგასმა. -რაღაც აგიჩემებიათ ეს ბევრს ითხოვენ, ბევრი უნდათ- სიცილით ამბობს ლუკა- მაგრამ, თუ აკეთებ კარგი უნდა გააკეთო. მერე კი მეორედ ფულის გადაყრა ამ ყველაფერში არ ღირს, ძუნწი ორმაგს იხდისო. საიდან მოაფიქრდა ეს, მაგრამ საუბრის დიდოსტატია, იცის რაც მოეწონება. -შუაზე ვიყოფთ ხომ?- ჩაახველა და ვისკი ისე მოსვა თითქოს ამ სასმლის მნიშვნელობა ესმისო. -არა- გაეღიმა ლუკას- ჩვენ შეიძლება ასაკით განვსხვავედებით, მაგრამ ქონების რაოდენობაზე და ჭკუაზე შეიძლება ვიდავოთ, შეთანხმება ამაზე არ ყოფილა. -აბა რაზე იყო? -მეგონა აქ საქმის დასასრულებლად მოვედით და არა დასაწყებათ. -ვერთვები საუბარში, მაგრამ ვეღარ ვაგრძელებ, მობრძანდა. ქალბატონო მობრძანდა, ვიღაც დაუყენებია გვერდით და ხელჩაკიდებულები ისე შემოდიან რესტორანში თითქოს არ იცოდეს რომ აქ ვარ, ეს ბიჭი ვინღაა? ისე მოდის დიდი ალბათობით ამის დაქალია და არა შეყვარებული, მაგიდასთან ხელჩაკიდებულები სხდებიან, მოკლე კაბა აცვია, გრძელი უზადო ფეხები კარგა გვარიანად მოუჩანს და ისე ელაპარაკება თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი იყოს, ყურადღებას აღარ ვაქცევ და საუბარს ვუბრუნდები. -ოც პრიცენტს დებთ და ორმოცდაათს ვერანაირად ვერ მიიღებთ.- ვასრულებ წინადადებას. ქალბატონი ანა რაღაცაზე კისკისებს და უცნობ ბიჭს თავს მხარზე ადებს. -დავრეკავ მაცადეთ შვილო.- ამბობს კაცი და ტელეფოს იღებს, ბუნებრივია გადასახსნელი დამცავიც აქვს შემოკრული და ისე ხმარობს სენსორს, გამიკვირდა თითი რომ არ დაინერწყვა. -იმათ გახედე- ვეუბნები ლუკას და ლუკაც ისე უყურებს ჯობდა პირდაპირ მისულიყო და მისალმებოდა, მალევე ტრიალდება ჩემკენ და ფხუკუნებს. -სამაგიეროს გიხდის, რა გინდა?- სიცილისგან მხრები უთამაშებს- ის ვინ უზის გვერდით? ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება, მაშინვე გამხდარ ხელს წევს და მიქნევს ღიმილით, მოხლოდ თავის დაკვრით ვიფარგლები და ბიჭს ვუყურებ, მერე მის ტუჩებს, ვხვდები რასაც ამბობს, მერე ჩემი და იმ ბიჭის თვალები ხვდება ერთმანეთს და თვალს ვუკრავ, მაშინვე წითლდება და ტელეფონს აშტერდება. ჯიბიდან ტელეფონს მეც ვიღებ და ტექსტის აკრებვას ვიწყებ. „რაზე ჭორაობთ დაქალები?“ ვაგზავნი თუ არა მაშინვე თავს წევს და თვალებს ავიწროვებს, იმ ბიჭს თავისივე ტელეფონს ართმევს და წერას იწებს, ველოდები „არა ძამია, მასე არ გამოვა, გადაურეკე შენთქო გეუბნები“ ამ ხმების ფონზე კიდევ კარგ დღეში მაქვს ნერვები „ჩემი მეგობარია“ „როდის აქეთ დადიხართ ასეთი კლასის რესტორნებში?“ „შენგან ვისწავლე“ „კიედევ ბევრი რამე უნდა გესწავლა, მაგრამ ხომ ხედავ არ დაგცალდა, ისე მიყურებს მგონი ეჭვიანობის მიზეზი შენ უფრო გაქვს“ შეტყობინებას უპასუხოდ ტოვებს და საუბარს აგრძელებს -მასე რა ჩემი ფეხები გამომივა ახლა მე?- მეკითხება კაცი და მსუქან ხელებს მაგიდაზე აწყობს, მე და ლუკამ ერთმანეთს გადავხედეთ და ყველაფერს მივხდით. -არ გაწყობთ?- ვეკითხები აუღელვებლად -არა ძმაო.- საიდან გავხდი ამის ძმა მამაჩემზე უფროსია -კარგით, რა გაეწყობა. -თუ რამე დაგჭირდეთ შემოგევლოთ ჩემი თავი. -იხარეთ- თავს უქნევს ლუკა და კაცი დაცვის თანხლებით უჩინარდება. -მართლა რისთვის დავკარგე დრო- ოხრავს ლუკა და ღვინის დიდ ყლუპს სვამს- ამისთვის დრო როგორ დავკარგე, ამის მაფიოზობის ნერვები მაქვს ახლა? -მე რა ვიცი, დებილია და ჩვენს ვეგონეთ, შეეშვი, ჩვენ გავიყოთ, საერთოდ რათ გინდოდა საქმეში რომ შემოგყავს, მაგის ოცი პროცენტი რას გიზამს? -საწყისისთვის ცუდი არ იქნებოდა -ხო, მაგრამ ასეთის ძებნა თუ გინდა, ყოველ ფეხისნაბიჯზე იპოვი, ისევე როგორც სხვებმა არ იციან რა უნდა გააკეთონ- გავხედე ისევ ანას და ჭიქა მათ დასანახად ზემოთ ავწიე. -გაგიმარჯოთ- ვანიშნე ტუჩებით და თვალები მაშინვე გააფართოვა -წავიდეთ თუ ამ საცოდაობას კიდევ უნდა უყურო? -არა ვუყურებ- ვუღიმი- ამით მაინც გავერთობი, რთული დღე იყო. -ნეტა შენ -ნეტა იმას, თორე მე რა? -გაეჭვიანებს, სამაგიეროს გიხდის?- თვალებს აფართოვებს ლუკა -როგორ გამოვიყურები? -არ ვარ მე იმნაირი- იცინის ლუკა -სერიოზულად- მხრებში ვსწორდები -საქმიანი კაცი, პიჯაკში და ელეგანტურ ჰალსტუხში, თვალები გიელავთ, დაბალი წვერი გაქვთ, როგორც ყოველთვის და დაძაბული ლოყები, რომელიც ელეგანტურად იკვეთება, სისხლისფერი სქელი ტუჩები და პატარა ცხვირით, კაცისთვის ზედმეტად ლამაზიც კი ხარ. -ხომ არ გაცვლიდით ადგილებს?- თავს ვერ ვიკავებ და მეცინება -ღირს დაფიქრებად. -ერთი ამას ჭკუა მისცეს ვინმემ. -მასეც ნუ იტყვი- სადღაც იყურება ლუკა და მეც იქეთ ვიხედები რესტორანში ის შემოდის, ის ვისი დანახვაც ახლა ყველაზე მეტად არ მინდა, მისი კურსელი, მანახა, ერთხელ მანახა ჩემი ყოფილიაო, ფეხზე დგება ანა და ფართოდ უღიმის, ისიც მიდის და ძლიერად ეკვრიან ერთმანეთს, ისევ ხვდება ჩვენი თვალები ერთმანეთს და ახლა სიყვარულის ნაცვლად მის თვალებში გამარჯვება იკითხება, ყველა დეტალს ვამჩნევ, როგორ ხლართავენ ერთმანეთში თითებს, როგორ უხარია იმ ბიჭსაც მისი დანახვა. აშკარად ორივე მხარე კმაყოფილია, მეტი არაფერი მახსოვს. ვიღაც მეუბნებოდა გადახდა მოგიწევთ ჭურჭლის საფასურისო, მერე ლუკა ყვიროდა ჯერ შენი არ გაგიხსნია სხვას რაში უხდი ფულსო, მერე კი ის ბიჭი ყვიროდა ჩემ წინ დადგა და ამომხედა -დამშვიდდი კუკლა- აწია ხელები ზემოთ -შენ ვინღა ჯანდაბა ხარ?- ვიღრიალე ბოლო ხმაზე და როიალმა დაკვარ შეწყვიტა, ანა გაწირული კიოდა. იმას დავარტყი? ანას ხელში ხელს ვკიდებ და გამყავს რაღაც მომაძახა იმ პირველმა? -შეშლილი ჰომოფობი მივტრიალდი და ხელები ზემოთ აწია -რა ჯანდაბას აკეთებ?- ყვირის ანა და უკან ლუკა მომდევს -რა საპნის ოპერა დამიდგი? -მე წავიდე თუ უნდა მობრუნდე?- იღრიალა ლუკამ -გააჩნია რას როგორ ახსნის. -მტკივა- იკლაკნება ანი -რა? -ხელი- აფახურებს წამწამებს -მოკვდა? -არა.- ქნევს თავს -მივბრუნდე? -მართლა გაგიჟდი?- მეკითხება გაოცებული მანქანის კარს ვუღებ და მორჩილად ჯდება -ხომ დავშორდით ჩვენ?- სასაცილოდ აქნევს თავს -ვინ გითხრა?- ვცდილობ მისი ტონი გავიმეორო -დამთავრდა ყველაფერი, შენ მე აღარ მიყვარხარ. -აბა ისინი ჩემს დასანახად რას მოათრიე იქ, გეგონება ორივეს იმ ადგილის მნიშვნელობა ესმოდეს. -შენ ხომ გაქვს გემოვნება რაც მთავარია? -კი, ოღონდ ქალებში არა. -ბატონო?- ავიწროვებს თვალებს მანქანას ვძრავ და მივდივართ -გადავხტები. -სად? სიჩქარეც არ ამიკრებია ჯერ, არაფერი მოგვივა, სწრაფად რომ წავალთ მერე შეგიძლია რომ გადახტე. -მართლა ვიზამ- ებღაუჭება კარის გასახსნელს, მაგრამ ვერ აღებს -გამიღე! -რა გააკეთე, რა დრამა დადგი, გეგონა ვიეჭვიანებდი? -ახლა რა მდგომარეობაში ხარ? -გაბრაზებული ვარ. -გამიღე კარი და გააჩერე მანქანა. -რა გინდა გამაგებინე? -ნუ მიყვირი! ვიყვირე? -მისმინე, ემოციებს აყევი, ალბათ რომელიმე უჭკუო დაქალმა გირჩია აეჭვიანე და იმ იდიოტთან ერთად მიდი რესტორანშიო, საქმიანი შეხვედრა აქვს და ვერაფერს გეტყვისო, ასე იყო ხომ? -შენ რა გგონია რომ ჩემით ვერ ვიფიქრებ ვერაფერს? -ანუ შენი იდეა იყო? -დიახ. -გამოდის დადგი, ხომ ასეა? -არა- აფახურებს თვალებს -იმ დღეს ვწყევლი, როდესაც ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდი და ჭკუიდან გადამიყვანე, რა ჯანდაბა გინდოდა გამაგებინე? -მეზიზღება კაცი რომ იწყევლება სამჯერ ისე ვურტყამ საჭეს ხელს რომ ავტომატურად ვასიგნალებ და მანქანები გზას მითმობენ -რა გინდა? -მე რა მინდა, შენ დამეჯახე მანქნანით ჩემი ნომერი რომ გაგეგო, ასე იყო? -მერე, რამდენჯერ მოყევი სიამაყით სადაქალოში ეგ ამბავი? -მანქანის გაკეთებაზე ვილაპარაკოთო და რესტორანში დამპატიჟე. -მერე როგორი იყო? -ძალიან მაგარი, მერე რამ შეგცვალა გამაგებინე? -მე შევიცვალე, რას მოათრიე ის არაკაცი იქ სადაც მე ვიყავი, ხუმრობითაც როგორ აძლევ შენთან შეხების უფლებას? -ღირსეული კაცია და ეს დღეც ღირსეულად დასრულდებოდა. -გეგონოს- ვხარხარებ ბოლო ხმაზე- ჩაგაგდებდა მანქანაში, ერთ არაყს იყიდდა, ერთჯერად ჭიქებს, იაფფასიან ძეხვს და აგათრევდა სადმე ტყეში მერე ვეღარ ვაგრძელებ -დარწმუნებული ვარ ტყეშიც გაჯობებდა- სამაგიეროდ აგრძელებს ის ისე ვამუხრუჭებ დარწმუნებული ვარ უკნიდან ყველა მე მაგინებს, ხო და ერთიც არ აცდეთ, ოფლი მასხამს, არცერთი სიტყვა არ დაუტოვებია უპასუხოდ, მანქანას გვერდით ვაჩერებ და ისე მიყურებს მგონი ვაშინებ -შემძულდი, მეზიზღები- ამბობს ხმამაღლა და თავს უკან წევს -რა თქვი? -მძულხართქო- მიმარცვლის -დაიფიცე -ვინ გინდა? -ვინც გიყვარს -შენ თავს ვფიცავარ -დებილი ხარ? -ქალს ასე თუ დაელაპარაკები ჩემზე უკეთესების რიგი დაგიდგება. -ღმერთმა ქნას, ახლა რომ ჩემი თავი ტყუილზე დაიფიცე, არ გეშინია რომ რამე მომივა? სერიოზულდება და წარბებს კრავს -ამ მომენტში ასეა?- ბურტყუნებს -ღმერთო მილიარდობით ქალია ამ სამყაროში და რაღა ამასთან დააკავშირე ჩემი ცხოვრება, რა უნდა გამაგებინე, ხომ ხვდები რომ ვერ უძლებ ამხელა განსაცდელს, რა დავაშავე ღმერთო?- მივხვდი რომ ხმა დამეკარგებოდა თუ არ გავჩუმდებოდი. -რა გინდა საბა?- მეკითხება სასაცილოდ -შენი კარგად ყოფნა. -იცოცხლე ჩემო კარგო. -ის კუკლა ვინ იყო არ გამაცნობ? -ჩემი მეგობარი -გენაცვალეთ ორივეს, კიდე თუ დაგინახავ ვინმესთან მონარნარებ, ფეხებს დავამტვრევ, იმ ხელებს, რომელიც შეგეხება და ყველას დავტოვებ უხელოდ. -კლასიკური სტუმარ-მასპინძელი- ოხრავს გამოთქმით -წაკითხულს გააზრება უნდა, ისევე როგორც ყველა ქმედებას, გაკეთებამდე და გაკეთების მერეც. -გამიღე კარი და გადავალ. -არსად არ გადახვალ -რატომ? -მე მინდა ასე და იმიტომ. -მკაცრის კაცის იმიჯს ირგებ? ლუკა მირეკავს -ცოცხლები ხართ?- მეკითხება ისე რომ ძვლივს სუნთქავს -ჯერ კი და არაფერს არ ვაპირებ ამ ეტაპზე -რამ გადაგრია, იცი რამდენი ფული დავტოვე რესტორანში? -ლუკაა?- მეკითხება ღიმილით -კი- ვპასუხობ ირონიული ღიმილითვე -მომიკითხე, მაგას მაინც შევყვარებოდი- ამბობს ოხვრით -მერე დაგირეკავ- ვუკიდევ ყურმილს -რა თქვი? -კაი ბიჭია, შენნაირი კი არ არის, როგორ ღირსეულად იქცეოდა. -არა და დაწრმუნებული ვარ ახლა ტელეფონი რომ მოგცა, ყველა დაქალს ჩამურეკავდი რა ამბავი ავტეხე შენს გამო. -ისე მართლა, რომ არ მეფიქრა ეს ესაა მოკლა და ეგაათქო, გადაგიღებდი, შენ თავზე შენვე გაგიჟდებოდი, ეს ჰალტუხი რომ შეიხსენი და მაგ თვალებით წამოხვედი, კიდევ კარგი გონება არ დავკარგე, ისე იყო ყველაფერი როგორც ფილმებში, მაგრამ რომ გავიგე იმ ძროხა ნათიასთან ერთად დადის სავარჯიშოდო, გული მეტკინა. -შენ სრულ ჭკუაზე ხარ? ღრმერთო მომეცი მოთმინება. -დაანებე ღმერთს თავი, მე გელაპარაკები. -რა გინდა ამ ნათიასთან? -იმას რა უნდა? -რამდენი ქალი გამიღიმებს, მე ვაკონტროლო ეგენი? -ხო და დაუნიშნე სადმე შეხვედრა რესტორანში და მეც ავაყირავებ მაგიდას არა, მაგრამ ჭიქას მაინც, ვაჩვენებ ვინაა უფროსი. -მისი უფროსი მე ვარ. -ხო და დამაწყებინე შენთან მუშაობა, წამოვალ სამსახურიდან. -შენ მაკლიხარ იქ კიდევ. -სიცოცხლეს გაუმწარებ, გპირდები. -მართლა გაგიჟდი? -არასოდეს მომექცე ასე, არასოდეს წავხიდე სავაჯიშოთ იმ საქონელთან, მსუქანია და იმიტომ ვარჯიშობს, მე ბუნებით ვარ ასეთი გამხდარი, გენეტიკურად რომ გადაედოს შენ შვილებს სიმსუქნე გინდა, გადაგიგვარებს ასეთ ჯიშს. -რა გინდა გამაგებინე? -ნათია არ დამანახო შენ ცხოვრებაში, ხუთი წელია შენ ძროხებს ვიშირებ, ეგეთი ქალები უნდა მოწველო და არა მასთან იკოტრიალო საწოლში. -ხუთი წელი სექსის გარეშე რა გამაჩერებდა გოგო? -დამლოდებოდი მერე, მე ხომ ვითმენ, ქალებს თუ გვაქვს თმენის ვალდებულება შენ რატომ არ გაქვს? -რას ბოდიალობ, ვაჟიშვილად ხომ არ ჩაგბარედები. -არ მინდა შენთან დაწოლა, მინდა ის თეთრი კაბა გამხადო, მერე დრო მოიტანს, სრულყოფილება მიყვარს ყველაფერში. -გადადი- ვოხრავ და ვხვდები, რომ მეტი აღარ შემიძლია -სად? -სადაც გინდა წადი, დამანებე თავი. -შენი ცხოვრებიდან მიშვებ? -სახლში გიშვებ ხომ გინოდა? -ასე ვერ მომექცევი- თვალები ევსება ცრემლებით და მეცინება -შენ არ გინდოდა წასვლა? -ხომ შევრიგდით? -მერე? -წამიყვანე სახლში, ან ჩემ მანქანამდე მიმიყვანე -სად გყავს მანქანა? -სახლში დავტოვე, ჯუბერიკოს მანქანით ვიყავი. -ჯუმბერიკო ვინღაა? -ის, კაცები მოწონს, იცოდი, შენ კიდევ ტყუილად იეჭვიანე, გეია. -არ გადამრიო, რა იდიოტი ვარ, როგორ ვერ მივხდი.- ხელები მოვისვი სახეზე -ხო- ახარხადა და ისეთი საყვარელი გახდა, გაჭ....ტის სურვილმა მომიცვა -არ მჯერა- ავყევი სიცილში -მართლა. -როგორ მანერვიულე მასზე. -ხო, თავიდან ვიფიქრე ჯუმბერიკოც ეყოფათქო, მაგრამ ისიც დავამატე -კარგად გათვალე, ჯუმბერიკომ ხომ გადამრია და შენი კურსელი რომ დაემატა სულ ჭკუიდან შევიშალე -გაგიჟების მაქსიმალური დოზა იყო? -აბა, აბა- ვიქნევ თავს და სახლში მიმყავს, მანქანიდან გადადის და ვფიქრობ, რამ შემაყვარა ასე გაგიჟებით, ლუკას ვურეკავ. -ცოლად მომყავს. -არიქა- ღრიალებს ბოლო ხმაზე- რა გაჭამა? -ხუთი წელია ერთად ვართ, დროა. -დაწრმუნებული ხარ? -ხო, მზად ხარ შემაღლებულ მაგიდაზე დასაჯდომად? -რა? -ქორწილის მაგიდა ხომ შემაღლებულზეა? -შენ თუ ხარ დაწმუნებული რომ ბოლოს არ მოგიღებს? -კი წაუდებილებს მაგრამ, მთალდ უჭკუო არ არის -დაიძინე და მერე მითხარი. -არა მართლა, საბოლოო გადაწვეტილებაა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.