მე შენამდე (ნაწილი მეშვიდე)
თავიდან წერის პროცესი თითქოსდა მემარტივებოდა. ადვილად გადმოვცემდი იმ გრძნობებს,იმ ემოციებს,ვიხსენებდი ხან ბედნიერი,ხან ნაღვლიანი სახით.ახლა კი,როცა ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის წერა უნდა დავიწყო,თითქოს თითები აღარ მემორჩილება,გული მეკუმშება და ხანდახან,სურვილიც კი მიქრება ახლიდან გავიხსენო ის,რაც 3 წლის წინ ხდებოდა. ჩემი და გიორგის ურთიერთობაში თითქოს,ყველაფერი კარგად მიდიოდა.დაახლოებით ორი კვირა ვხვდებოდით ერთმანეთს,ამის შესახებ კი არავინ არაფერი იცოდა.ყველაფერი კარგად მიდიოდა,მაგრამ თანდათან ვხვდებოდი,რომ ოდესღაც ის საშინელი წუთი დადგებოდა,წუთი,როცა გიორგი გაიგებდა ყველაფერს ჩემს შესახებ,ნიკას შესახებ.ვიცი ამას კაარგი არაფერი მოჰყვებოდა.არ მინდოდა ჩემი და მწვანეთვალებას ურთიერთობა ერთ წამში დამთავრებულიყო,ამიტომ ყველაფერს ვაჭიანურებდი,ვერ ვბედავდი,მისი დაკარგვის შიში მახრჩობდა და ვერ ვბედავდი ყველაფერი დაწვრილებით ამეხსნა მისთვის..... სექტემებრის შუა რიცხვებში ჩემი ცხოვრება ობობის ქსელივით აიხლართა. მოულოდნელად შევიტყვე,რომ ნიკა თბილისსში ჩამოდიოდა.მასთან ამ ხნის განმავლობაში ცივი,არაფრისმომცემი ურთიერთობა მქონდა.ერთმანეთს ვერ ვუგებდით.სულ ვჩხუბობდით.ის ჩემთვის აღარაფერს წარმოადგენდა. სასაცილოა.ადამიანი რომელიც 1 თვის წინ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლდათ,დღეს,უკვე აღარავინ იყო. ვფიქრობდი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა,ვფიქრობდი და თავში აზრებს ვერ ვალაგებდი. ამასობაში გიორგი სიგიჟემდე შემიყვარდა,მისი ნახვის ან მესიჯის გარეშე ვეღარც ვიღვიძებდი და ვეღარც ვიძინებდი.ჩვეულებრივი პანიკური შეტევები მეწყებოდა.ვგრძნობდი რომ ვგიჟდებოდი.ყველაზე მეტად კი ის მაგიჟებდა რომ ამასზე ვერავისთან ვერ ვსაუბრობდი.მწვანეთვალებას ვატყუებდი,იმიტომ რომ მეშინოდა,მისი დაკარგვის მეშინოდა.ვატყუებდი ნიკასაც,მან საერთოდ არაფერი იცოდა იმის შესახებ,რომ სინამდვილეში ჩემს ცხოვრებაში სხვა ადამიანი გამოჩნდა.სხვა,რომელსაც ის ასე კარგად იცნობდა.დროდადროვიგებდი,რომ მათ ძალიან ბევრი საერთო ნაცნობი და ახლობელი ჰყავდათ.ყელში ბურთი მეჩხირებოდა,როცა გიორგი თავის ძმაკაცებზე მიყვებოდა,თავის ძმაკაცებზე,რომლებსაც სინამდვილეში ნიკასგან კარგად ვიცნობდი.. ამ ყველაფერმა უდიდესი ტკივილი და ტრამვა მომაყენა.როგორც აღვნიშნე პანიკური შეტევები დამეწყო,გრაფიკი სრულიად ამერია,დღისით მეძინა,ღამით კი პირიქით. მეგონა ,ჩემი არავის ესმოდა. და ასეც იყო,მე ვერავინ,ვერასდროს გამიგებდა... **** დილის 9 საათზე მარიმ გიჟივით შემოანგრია ჩემი ოთახის კარები,ფარდები გადაწია,მზემ უშნოდ დამანათა ღამენათევ სახეზე რაც ძალიან არ მესიამოვნა. აივნის კარები გამოაღო,გვერდით მომიჯდა და აღელვებული ხმით მკითხა. -გაიგე? -რა უნდა გამეგო? რომელი საათია -ნიკა ჩამოვიდა,გაიგე? გულში ეკალივით ჩამერჭო მარის სიტყვები.ვიცოდი რომ უახლოეს დღეებში ჩამოდიოდა,მაგრამ ასე მალე,ნაღდად არ მეგონა. -არა,ვინ გითხრა? -დათომ დამირეკა,ნიკა ჩამოვიდა,საღამოს სადმე გავიდეთ დასალევადო.რას აპირებ? პასუხს ვერ ვცემ -რას აპირებთქო,გკითხე გამიმეორა და სახეზე მომაშტერდა -არვიცი,გამოფხიზლება მაცადე -ლიკა,არვიცი რას გრძნობ ან როგორ ხარ,იმიტომ,რომ არაფერს არ მეუბნები,შესაბამისად არც ის ვიცი,როგორი რჩევა უნდა მოგცე.გენდობი,და ვიცი რომ სწორ არჩევანს გააკეთებ.კარგად დაფიქრდი და ისე მოიქეცი..ყველაფერი ისე გააკეთე,რომ საბოლოოდ სანანებლად არ გაიხადო. მითხრა და ადგა,ოთახის კარები გაიხურა და პირველ სართულზე ჩავიდა. ღრმად ამოვისუნთქე,საწოლში ერთი ორიჯერ გადავტრიალდი,შემდეგ მივხვდი,რომ ჩემი ტრიალით საქმეს არაფერი ეშველებოდა.ავდექი,შხაპი მივიღე.თითქოს ერთიანად მოწყვეტილი ვიყავი.აზრებს თავს ვერ ვუყრიდი..თუმცა,ზუსტად ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა.რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ტელეფონი ავიღე,და გიორგის შეტყობინება გავუგზავნე -გცალია? უნდა შევხვდეთ -ეხლა გავიღვიძე,რაიყო? უკვე მოგენატრე? გიორგის მესიჯმა არ დააყოვნა,რამაც უფრო ამიჩქარა გულის ცემა და ვგრძნობდი,როგორ მიცრემლიანდებოდა ნელ-ნელა თვალები. -ვერ წარმოიდგენ როგორ.1 საათში ჩვენს ადგილას შეგხვდები. 1 თვის განმავლობაში ვხვდებოდით მე და გიორგი ერთმანეთს და ჩვენ უკვე გვქობდა ჩვენი საყვარელი ადგილი,სადაც ბევრს ვსაუბრობდით,ჩვენი საყვარელი მუსიკა,ფილმი,საჭმელი.. მის თვალებში ვგრძნობდი რომ ძალიან,ძალიან ძლიერად ვუყვარდებოდი,ეს ხან მხიბლავდა,ხან კი საშინლად გულს მტკენდა. 1 საათში გიორგი ჩვენს ადგილას ვნახე. არვიცოდი საუბარი როგორ უნდა დამეწყო. როგორც კი დავინახე გონებაში აზრები მიმომეფანტა.მისმა თვალებმა რომ შემომანათა,ერთიანად ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ყველაფერი გადამავიწყდა.შემდეგ აზრზე მოვედი.გადავკოცნე და დაჯდომა ვთხოვე.თუმცა საუბრის დაწყება კვლავ ძალიან,ძალიან მიჭირდა. -სხეული ერთიანად გიკანკალებს,კარგად ხარ? ჩემი ემოციის გამოცნობა არ გასჭირვებია. -ძალიან მიჭირს იმის თქმა,რაზეც ახლა უნდა გელაპარაკო. საუბარი აკანკალებული ხმით დავიწყე. -თუმცა გთხოვ,პირველ რიგში იმას გთხოვ რომ არ გამაწყვეტინო.შენ ეხლა ბევრ ისეთ დეტალს მოისმენ,რომელიც საერთოდ არიცი და გთხოვ ამის გამო ნუ გამკიცხავ.გამიგე,მხოლოდ იმიტომ არ გეუბნებოდი ამ ყველაფერს რომ შენი დაკარგვის მეშინოდა,იმიტომ რომ სიგიჟემდე შემიყვარდი და არვიცი,ამ საუბრის მერე ჩემი ცხოვრება საერთოდ როგორ უნდა ვმართო. მას სახეზე გამომეტყველება ნელ-ნელა ეცვლებოდა,თუმცა ხმას არ იღებდა და ჩემი ბაგეებიდან თითოეული სიტყვის წარმოთქმას გაგიჟებით უცდიდა.მისი ასეთი მზერის ატანა არ შემეძლო,არ შემეძლო,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. -გიორგი,მე შეყვარებული მყავს.უფრო სწორად მყავდა.სანამ შენ გაგიცნობდი... ვგრძნობდი თვალები როგორ მიცრემლიანდებოდა და როგორ მეკუმშებოდა გული -მყავდა,სანამ შენ გაგიცნობდი.როცა შენ დაგინახე კი ყველაფერი,ყველაფერი ამერია ტვინში. მე შენამდე,ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი,რომელსაც თავისი უბრალო,ერთფეროვანი ცხოვრება ჰქონდა,ერთ ბიჭთან ერთად. ნიკა ჰქვია,ასაკით შენხელაა.3 წელია ვიცნობ და მას შემდეგ ერთად მოვდივართ.ის ჩემთვის ყველაფერი იყო,ადამიანი რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა,რომელსაც ვენდობოდი,მუდამ საყრდენად მივიჩნევდი და მის გარეშე ნაბიჯს არ ვდგამდი.მაგრამ ახლა.ახლა ის ჩემთვის არაფერს არ წარმოადგემს.არმინდა ჩემზე ისეთი შთაბეჭდილებები გაგიჩნდეს,როგორიც ნამდვილად,ნამდვილად არ ვარ.თუმცა არც თავის მართლებას ვაპირებ.საერთოდ არვიცი,რას ვაპირებ... ცრემლები ვეღარ შევიკავე და ბავშვივით ავქვითინდი.გიორგის სიჩუმე უარესად მოქმედებდა ჩემზე.შემდეგ ცრემლები შევიმშრალე და საუბარი გავაგრძელე -ჰო,მე შენამდე ის მიყვარდა,მე შენამდე სულ სხვა ადამიანი ვიყავი.მაგრამ ახლა,სულ სხვა ვარ,შენი გაცნობის დღიდან სხვანაირი ვარ,სხვანაირი ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება და სამყააროსაც სხვანაირი თვალით შევხედე.არვიცი,ჩემს გულში ასეთი რადიკალური ცვლილებები რატომ გამოიწვიე,მაგრამ დანახვის დღიდან ვიგრძენი რომ ის ადამიანი იყავი,ვისთან ერთადაც ყოფნასაც ვოცნებობდი.ჰო,ნიკა.ნიკას შენ იცნობ,ის ბექას გუნდელია.სინამდვილეში ბექამ ყველაფერი იცოდა,მაგრამ არ თქვა.დაგიმალა,არვიცი რატომ,ბექას საქციელები მეც მანცვიფრებდა.მაგრამ ჩემთვის იმ მომენტში არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა,მთავარი შენს გვერდით ყოფნა იყო.. ის ბექას გუნდელია,მაშინ,ქობულეთშიც რომ შეგხვდათ და გითხრათ 'აქ ჩემი შეყვარებული ისვენებსო" - აი ის,შეყვარებული მე ვარ.. ხმა ჩამიწყდა.სიტყვებს თავს ვეღარ ვუყრიდი და გავჩუმდი.თავი ჩავხარე,ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა.მის მწვანე თვალებს ჩემს დამორცხვილ თვალებს ვეღარ ვუსწორებდი.მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე.მაგრამ,ლიკა,უკეთესს რას ელოდი? არიცოდი შენს საქციელებს რაც მოჰყვებოდა? ხოდა ახლა! ჯანდაბა! აგე პასუხი ყველაფერზე,რაც გიორგის,ნიკას და საკუთარ თავს გაუკეთე-ამას ჩემი მეეორე მე მწარედ,ყოველ წამში ერთხელ მიმეორებდა. მისი სიჩუმე,გულს მიკლავდა,სულს მიხუთავდა.მაგრამ მისი ხმის ამოღების და პასუხისაც ძალიან მეშინოდა... ასე გრძელდებოდა დაახლოებით 15 წუთი,15 ჯოჯოხეთური წუთი და როგორც იქნა მან ხმა ამოიღო. -და ახლა,ახლა გიყვარს? -მის მიმართ არაფერს ვგრძნობ,დამიჯერე საერთოდ არაფერს -შენს თავში ნადვილად გარკვეულიხარ,დარწმუნებულიხარ,რომ ამდენ წლიან ურთიერთობას ჩემს გამო დაანგრევ? -დარწმუნებული რომ არვიყო,აქ არ ვიჯდებოდი.დამიჯერე პასუხებს სლუკუნით ვცემდი და თვალებიდან ცრემლს ვიწმენდდი. -მგონია არეული ხარ,შენს თავში დარწმუნებული არხარ,მან იცის? მან იცის ეს ყველაფერი? იცის რომ სხვას ხვდები? თან ძალიან ახლოს? იცის რომ მისი ახლობელი,ძმაკაცის ძმაკაცი შეგიყვარდა და მასაც შეუყვარდი? და ბექა? ბექამ რა გააკეთა სართოდ.ასე როგორ მოიქცა? ტონს უწევდა და მის მწვანე თვალები ნელ-ნელა ცეცხლის ფრქვევას იწყებდა. ძალიან შემეშინდა,არვიცოდი,უნდა ავმდგარიყავი,უხმოდ წავსულიყავი თუ საუბარი გამეგრძლებინა. -მაპატიე,გთხოვ.ყველაფერ ცუდს ვიმსახურებ,შენგან,ნიკასგან,ყველასგან. -ახლა არ უნდა მეუბნებოდე ამას,ხვდები მაინც რა შედეგით დასრულდება ეს ყველაფერი? მისი ყოველი სიტყვა სიმართლე იყო,მის სიტყვებზე პასუხის გაცემა არ შემეძლო.თავი დახრილი მქონდა და უაზროდ ვსლუკუნებდი! გულო,რომ შემეძლოს ამოგგლეჯდი საერთოდ! რა გამიკეთე,თავი როგორ გავიუბედურე!მხოლოდ ამ სიტყვებს ვუმეორებდი ჩემს თავს უაზროდ,სრულიად უაზროდ. -არვიცი რა უნდა ვქნა,მაპატიე გიორგის თვალებში კვლავ ცეცხლი გიზგიზებდა,სადაცაა აფეთქდებოდა.ამას ვგრძნობდი.ნერვიულობისგან ხელეფს იფშვნეტდა,ხან მუხლებში თავს ჩარგავდა და რამოდენიმე წუთით ასე იჯდა. გეფიცებით,ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მინახავს,არც ფილბემში ,არც წიგნებში წამიკითხავს.თავს საშინლად ვგრძნობდი! **** ასე გრძელდებოდა,მანამ,სანამ გიორგის უკანასკნელი სიტვები არ მოვისმინე -წადი, ცხოვრება გააგრძელე,ცხოვრება დაილაგე და ისე იცხოვრე,თითქოს არაფერი მომხდაარა.არსად მახსენო,არაფერი ახსენო,თუ არ გინდა ამას ცუდი შედეგები მოჰყვეს.წადი და შენი არეული,შენთვითონვე დალაგე მითხრა და სკამიდან წამოხტა,ისეთი საზიზღარი მზერა მესროლა,თავი უკანასკნელ ქალად მაგრძნობინა.ქურთუკი აიღო,მხრებზე მოიგდო და უკანმოუხედავად დაადგა გზას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.