ცხოვრების გზები (9-10-11-12 თავი)
9 - თქვენი დახმარება გვჭირდება ბატონო მოსამართლე. ალბათ გაიგებდით, რომ საქართველოდან მოწვეული სტუდენტი მისტერ ოლივერ კენინგმა გაიტაცა. ისიც მოგეხსენებათ, რომ ოლივერ კენინგი განზრახ მკვლელობისთვის იძებნება, მის ხელში კი ქალბატონი ელენე დიდ განსაცდელშია. ჩვენი მოვალეობაა, რომ ვიპოვოთ გოგო და ქვეყანას უსაფრთხოდ დავუბრუნოთ. - საქართველოს საელჩომ იცის? მისმა ოჯახმა? მე ყველანაირად დაგეხმარებით ედუარდ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, ერთ პატარა გოგოს როგორ ვერ მოუარა ორმა ზრდასრულმა მამაკაცმა? სულელები ხართ? - ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ბატონო მოსამართლე, ჩვენი ბრალია ყველაფერი, ჩვენ ვერ გავუფრთხილდით მას, - დასჯილი ბავშვივით თავი ჩაღუნა ედუარდმა, ნიკოლასი კართან იდგა თავდახრილი და მდუმარედ უსმენდა მოსამართლის საყვედურებს, ხვდებოდა, რომ ეს მხოლოდ მისი ბრალი იყო და თუ გოგოს ვერ იპოვიდნენ სინდისი და ციხის გისოსები ერთდროულად შეაწუხებდა, - რას გვიბრძანებთ ბატონო, რა გავაკეთოთ? - ხვდებით რა შარში გახვიეთ ბერლინის საქალაქო სასამართლო? და მარტო სასამართლო კი არა მთლიანად სახელმწიფო, ხვდებით რა შედეგი მოყვება გოგონას გაუჩინარებას? საქართველო არ გვაპატიებს არასოდეს, უბრალო ადამიანი ხომ არ არის წარმატებული სტუდენტია. 10 - ელენე, ელენე გაიღვიძე. გაიღვიძე, გესმის?! , - გოგო დაფეთებული წამოხტა სავარძლიდან და უშორეს კედელს მიაშურა. ტიროდა. - არ მომეკარო, ხელი არ მახლო, გთხოოვ. - დამშვიდდი არ შეგეხები, ოღონდ დამშვიდდი. ეს მხოლოდ სიზმარი იყო და მეტი არაფერი, ცუდი სიზმარი. დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა, არაფერს დაგიშავებ, გპირდები, - გოგონა იატაკზე ჩაცურდა, ხელები მუხლებზე შემოიხვია და მწარედ ატირდა. მამაკაცი მიუახლოვდა. მის თავზე ხელის შეხება უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო, ასე შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო. ცოტა ხანი დააცადა სანამ ბოლომდე დამშვიდდებოდა, თითქმის ერთი საათი იყო გასული, რომ ოლივერი ისევ მიუახლოვდა და მხარზე ხელი შეახო. ელენე დაფრთხა, შეიკუმშა და კედელს აეკრო, ტირილისგან ჩაწითლებული თვალები მიაპყრო მამაკაცს. - დამშვიდდი, არაფერს დაგიშავებ, გპირდები. მხოლოდ უფლება მომეცი წამოდგომაში დაგეხმარო და წყალი დაგალევინო, - ელენე დამორჩილდა, ალბათ მის მწვანე თვალებში სიმართლე ამოიკითხა. ხელკავი გამოსდო ვაჟმა და წამოაყენა. - მოიცადე, თავბრუ მეხვევა, - კედელს ზურგით მიყრდნობოდა, ცალი ხელით მამაკაცს ეჭირა. - მოდი, დამეყრდენი, საწოლამდე მიგიყვან. - არა, - დაიყვირა გოგონამ, - მხოლოდ სავარძელი, - ნაბიჯი გადადგა და ჩაიკეცა, მამაკაცს მკლავებში ჩაუვარდა, გონება ნაწილობრივ დაჰკარგვოდა. - ელენე, ელენე კარგად ხარ? ხმა გამეცი, მიპასუხე, - უსიცოცხლოდ იყურებოდა, თოვლისფერი სახე კიდევ უფრო გაუუფერულდა, თვალები ოდნავ გაეხილა და მამაკაცს შველას სთხოვდა, ბაგეები ერთმანეთისგან დაეშორებინა და ძლივს სუნთქავდა. ლამის ყინულის ნატეხივით ჩაადნა მამაკაცს მკლავებში. ხელში ბუმბულივით აიტაცა და საწოლზე დააწვინა. სულმთლად გაყინულიყო, - რამე მითხარი გთხოოვ, ნუ მაშინებ, - თავი წამოუწია და წყლიანი ჭიქა ტუჩებზე მიადო. ღმერთო, როგორი უსუსური იყო ახლა ოლივერის თვალში, უკვე ეგონა, რომ ხელებში ჩააკვდებოდა. - კარგად ვარ, - ძლივს ამოთქვა დასუსტებული ხმით, - მეძინება, - თქვა და მიიძინა. მთელი ღამე ბოდავდა, ტიროდა და შველას ითხოვდა. ოლივერი არც ერთი წამით არ მოშორებია გვერდიდან, მისი ხელი ეჭირა და ეფერებოდა. რამდენჯერმე წამოიყვირა, გამოეღვიძა და ოლივერს შიშნარევი თვალებით მიაჩერდა. მიხვდა ოლივერი რაშიც იყო საქმე, მიხვდა, რომ ელენეს საშინელ სიზმარში ის მთავარ როლს თამაშობდა. სამწუხარო რეალობა იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ ის გადაარჩინა, მაინც ეშინოდა ამ მამაკაცის. 11 გამთენიისას, მამაკაცი ტელევიზორის ხმამ გააღვიძა. გოგონას მშვიდი სუნთქვა მის კისერს ელამუნებოდა და რაღაცნაირად აღაგზნებდა, მისი პატარა ხელი თავის დიდ მუჭში მოექცია და მკერდზე მიეკრო ძლიერად. მთელი ღამე ასე ეძინათ, ისე, როგორც ნამდვილ შეყვარებულებს და გაუნძრევლად, ისე, როგორც ქანდაკებს ღამით, მუზეუმებში. პირველად ნახა მამაკაცმა ასე მშვიდი სახით ელენე. რამდენიმე დღე იყო რაც ერთად იმალებოდნენ და უკვე რაღაც გრძნობა გაუჩნდა მის მიმართ, არა უბრალოდ ლტოლვა და ვნება, არამედ რაღაც ბავშვური და ნამდვილი. ასეთი რამ ყოფილ ცოლთანაც კი არ უგრძვნია, მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებისას ქალი სიგიჟემდე უყვარდა. ამ გოგონას მიმართ კი სულ სხვანაირი გრძნობა ამოძრავებდა, ეს გრძნობა კი მისთვის ჯერ - ჯერობით ამოუცნობი იყო. ელენე შეირხარ, ხელი მამაკაცის ხელიდან გაითავისუფლა და გრძელი, შავი წამწამები ააფახულა. გიშრისფერი თვალებით შეჰყურებდა ოლივერ კენინგს, აზრზე ვერ მოსულიყო ახლადგაღვიძებული, ეგონა, რომ ისევ ეძინა და სიზმარს 3D ეფექტში ხედავდა, მაგრამ ის ისეთი ხორცშესხმული იყო, რომ ყოველი შემთხვევისთვის თვალები მოიფშვნიტა და თავიდან შეხედა. მალევე გააცნობიერა, რომ ეს სიზმარი კი არა ცხადი იყო, ის იმ მამაკაცის გვერდით იწვა, რომელიც წინა ღამით აშიშვლებდა და მასზე ძალას ხმარობდა, და თან უბრალოდ კი არ იწვა, არამედ მასზე იყო მთელი სხეულით აკრული, მაგრამ გუშინდელი ღამე იყო სიზმარი თუ დღევანდელი დღე ელენეს უკვე არეული ჰქონდა. შეშინებულმა და გაურკვევლობის ბურუსში გახვეულმა შეჰყვირა, ოლივერს მთელი ძალით მოუქნია ბალიში, თვითონ კი საწოლიდან გადახტომა სცადა, მაგრამ ზეწარში ფეხებ ახლართულმა ხის იატაკზე მოადინა ზღართანი. - ელენე კარგად ხარ? - სიცილს ვერ იკავებდა ოლივერი და თან გოგონას ზეწრის მოხსნაში ეხმარებოდა, - ხომ არაფერი იტკინე? - თავი დამანებე, არ შემეხო, - ცოტახანი უყურა დამცინავ ოლივერს და მერე ისეთი სილა სტკიცა, რომ გაოცებული მამაკაცი ინერციით უკან გადავარდა. - რა... ეს... ეს რითვის კი მარა?! - ხელი ლოყაზე აიფარა. გაბრაზდა, თანაც როგორ გაბრაზდა, მუშტებით იატაკს დაეყრდნო და ფეხზე წამოდგა. ელენემ ერთი გაიფიქრა რამეს ჩამარტყავს და სულს გამაფრთხობინებსო და მოხვდა კიდეც თავში ბალიში. ზევით ახედა და მამაკაცის მომღიმარ სახეს წააწყდა, - ესეც შენ, მოგიხდება, მეტის ღირსი ხარ მაგრამ ქალების ცემა არ მიყვარს, - ,, იდიოტი “ ჩაიჩურჩულა ელენემ და ფეხზე წამოდგა, - რაო?! რა თქვი ჩემზე? რამე ცუდი მითხარი შენს ენაზე? ხომ არ შემაგინე? - ვერ გიტან ოლივერ კენინგ, პატარა ბავშვივით იქცევი ამხელა კაცი. - კარგი ერთი. ომს ნუ წამოიწყებ ჩემთან პატარა ქალბატონო, თორემ მწარედ დამარცხდები, გაფრთხილებ, - ბალიში ხელში აათამაშა, ის იყო ელენესთვის უნდა ესროლა, რომ უცბათ ცივი წყალი გადაესხა. ელენე გულიანად კისკისებდა და ცარიელ ჭიქას ხელში ატრიალებდა, ხოო რატომაც არა, კარგია სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აწყობა. მამაკაცმა გოგონას დაჭერა სცადა, მაგრამ ელენემ საწოლზე გადარბენით სააბაზანოს შეაფარა თავი. - ახლავე გამოდი, - გარედან კარს ბრაგუნი დაუწყო ოლივერმა, - ახლავე თუ გამოხვალ გპირდები შეგინდობ ცოდვებს, - ელენე ისევ გულიანად კისკისებდა, მუცელი იმდენად სტკიოდა, რომ უკვე ხელით ეჭირა. - არ მჯერა შენი. სულელი გგონივარ? არაფერიც, ძალიან კარგად ვიცი რა აზრებიც გიტრიალებს მაგ თავში. - და რა აზრები მიტრიალებს პატარა ქალბატონო? - შურისძიება, მხოლოდ და მხოლოდ შურისძიება ოლივერ კენინგ, აი რა ტრიალებს შენს თავში. - და იქნებ სულ სხვა რამ არის და შენ არ იცი?! - უკაცრავად?! რა საძაგელი ხარ ღმერთო ჩემო, მაგის გარდა სხვა არაფერზე ფიქრობთ ეს კაცები, - წიხლი მიარტყა კარებზე. - რა გინდა? რას მერჩი? მოიცა შენ რაა, რააა? რა იფიქრე ელენე? ჯანდაბა, მართლა რა ცუდი წარმოდგენა გქონია ჩემზე. და მოიცა, შენ რა გეგონა, რამოდენიმე დღის გაცნობილ გოგოს საწოლში ჩაგიგორებდი? რა გეგონა ასე მალე დაგნებდებოდი და ჩემს პატიოსნებას შენ შემოგწირავდი? ეგ როგორ მაკადრე? - ოლივერი ხითხითით ჩაცურდა და ზურგით კარებს მიეყრდნო, - მითხარი ელენე მართლა ცუდი ადამიანი გგონივარ? - უცბათ დაასერიოზულა საუბარი,- მართლა გგონია, რომ ვინმეს მოკვლას შევძლებდი? და მითუმეტეს ჩემი შვილის დედის? გულახდილად მითხარი, შენ გჯერა იმის რასაც ტელევიზორში ამბობენ? ელენეც ჩაჯდა და კარს ზურგით მიეყრდნო, წარმიდგენა არ ჰქონდა რა უნდა ეთქვა. იყო ოლივერი დამნაშავე თუ არა?! მასთან ისე არ მოქცეულა, რომ ელენესთვის რაიმე ეჭვის ნაპერწკაცი გაეღვივებინა. არა ის ამას ვერ ჩაიდენდა , ის არ იყო დამნაშავე. - „ ძირითადად, ქალი მსხვერპლად მაშინ იქცევა, როდესაც ქმართან ან მეგობარ მამაკაცთან უთანხმოება აქვს ხოლმე, ნუ ჩვენს შემთხვევაში ქმართან. ორი ტიპის მკვლელობა არსებობს, ექსპრესიული და ინსტრუმენტალური. ოლივერის შემთხვევაში დანაშაული თითქმის ექსპრესიული ტიპს მიეკუთვნება, ვიდრე ინსტრუმენტალურს, რადგან ინსტრუმენტალური ტიპის დანაშაულის დროს დამნაშავე მკვლელობას იყენებს, როგორც ხელსაწყოს ( მკვლელობა გაუპატიურების მიზნით), დამნაშავე თავს ესხმის მსხვერპლს და გაჩუმების მიზნით კლავს, თუმცა ეს პირველივე გაფიქრებაზე უნდა გამოირიცხოს. რაც შეეხება ექსპრესიულ ტიპს, ასეთ თავდასხმას აქვს ორი სახე. პირველ შემთხვევაში დამნაშავეს მართავენ ემოციები ( ემოციურ ფონზე კლავენ ადამიანს), მკვლელი მიდის დანაშაულის ადგილას იარაღით, კლავს მსხვერპლს და ტოვებს გვამს ადგილზე, მაგრამ ასეთ დანაშაულს ფსიქიკურად არაჯანსაღი პიროვნება სჭირდება. მადლობა ღმერთს ესეც გამოირიცხა. ოლივერი იქნებ ჰედონისტია?! ჰედონისტები არიან ადამიანები, რომლებიც სიამოვნების მისაღებად კლავენ ხალხს “. - ოლივერ ჰედონისტი ხაარ?! - ჰკითხა უცბათ ფიქრებიდან თავ ამოწეულმა. - ეგ რას ნიშნავს? - ადამიანია, რომელიც ხალხს სიამოვნებისთვის კლავს. - გაგიჟდი? - და ვიზიონერი?! - არა ელენე, ჰალუცინაციები არ მჭირს, არც ხმები ჩამესმის, და არც იმას ვფიქრობ, რომ ეშმაკის სახელით ვმოქმედებ. სატანისტი გგონივარ? ეშმაკის ვარსკვლავი ჩემს სხეულზე გინახავს? - ( ავტორის შენიშვნა : ვიზიონერები იტანჯებიან ჰალუცინაციებით, ჩაესმით ხმები და თვლიან, რომ ეშმაკის ან ღმერთის სახელით მოქმედებენ, მაგალითად დევიდ ბერკოვიცი ( რომელიც დემონისგან დავალებებს მეზობლის ძაღლის მეშვეობით იღებდა )). - არ ვიცი, ჯერ ბოლომდე შიშველი არ მინახავხარ. - გინდა მნახო? - „ მართალია, ოლივერს წელსზემოთ არანაირი ვარსკვლავი არ ახატია, ხშირ შემთხვევებში კი ვიზიონერებს დემონის ნიშანი მარცხენა ძუძუსთან აქვთ ამოსვირინგებული. სხვა ტიპის მკვლელობებიც არსებობს, მაგრამ მათგან ყველა აბსურდულად გამოიყურება“. უცბათ ფეხზე წამოდგა, სააბაზანოს კარი გამოაღო და სანამ რაიმეს იტყოდა ოლივერის, ნახევრად სააბაზანოს და ნახევრად ოთახის, იატაკზე გაშხლართული სხეული დაინახა. - ღვერთო ჩემო, კარგად ხაარ? - სანამ კარს გააღებდი უკეთესად ვიყავი, - თავზე მიიდო ხელი, - ლამის თავი გამიტეხე. - არაუშავრს, მეც მასე დავეცი ორი წუთის წინ, უკვე 1 : 1 და გავსწორდით. მაგრამ თამაშის დრო აღარ გვაქვს. თუ შენ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევ და მეც მარწმუნებ შენს უდანაშაულობაში, მაშინ გამოდის, რომ ვიღაცამ მოგიწყო. ეს სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ძნელია მოღალატის ძებნა ამხელა სამეგობროსა და სანათესაოში. ვინმეზე გააქვს ეჭვი? მტრები გყავდა? - როცა ბიზნესმენი ხარ, ერთი- ორი მტერი მაინც გეყოლება, თუნდაც არ გქონდეს რაიმე ინფორმაცია მათ შესახებ. ალბათ არიან ასეთებიც, მაგრამ ჯერ ჩემამდე არც მათ და არც მათ მუქარას მოუღწევია. რაც შეეხება ოჯახის წევრებს, არა, ასეთი არავინ მახსენდება. - მენდობი? - რომ არ გენდობოდე ახლა აქ არ ვიქნებოდით. - მაშინ სიმართლე მითხარი. - რომელ სიმართლეზე მეკითხები ელენე? ნუთუ ისევ ფიქრობ, რომ ჩემი ყოფილი ცოლი მე მოვკალი და ჩემგან აღიარებით ჩვენებას ელოდები? და თუ გეტყვი, რომ ნამდვილად მე ვარ მკვლელი რას იზამ? ადგები და წახვალ? თუ ღამით, მძინარს ბალიშით გამგუდავ? მაგრამ არ შემიძლია დავიბრალო იის რაც არ დამიშავებია. ვიფიქრე, რომ ჩემი გჯეროდა და მიხაროდა, რადგან ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც მენდო და გამიგო, მაგრამ აშკარად შევცდი შენში, სამწუხაროა. მე არ მომიკლავს ჩემი ცოლი ელენე, პირიქით მე ის სიგიჟემდე მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ განქორწინებულები ვიყავით. განქორწინების შემდეგ ბავშვის სანახავად კვირაში ორჯერ მივდიოდი, ორშაბათს და ოთხშაბათს, მაგრამ იმ კვირის ოთხშაბათს მე მასთან არ მივსულვარ. თავი მტკიოდა და მთელი ოთხშაბათი სახლში გავატარე, სამსახურშიც კი არ ვყოფილვარ. ეს იყო და ეს, მეტი მოსაყოლი არაფერი მაქვს, მაგრამ მართლა მწყინს, რომ ამდენი ხნის მერეც ისე მიყურებ, როგორც მოძალადე ქმარსა და მკვლელს. - არ მითქვამს, რომ არ გენდობი, სულ სხვა რაღაცის თქმა მინდოდა. - არ გითქვამს, მაგრამ თვალებმა გაგცეს, - მამაკაცი სავარძელში ჩაჯდა და წყალი პირდაპირ ბოთლიდან მოსვა, - ტყუილი არ შეგიძლია და ეს მომწონს ელენე. ძალიანაც რომ გინდოდეს სიმართლის დამალვა, შენი თვალები მაშინვე გაგცემენ ყველგან და ყოველთვის. მე შენს თვალებში ნდობას ვკითხულობ, მაგრამ იმასაც ნათლად ვხედავ, რომ გულის სიღრმეში ნდობასთან ერთად პატარა ეჭვებიცაა. მითხარი ოდესმე შეძლებ ჩემს ბოლომდე ნდობას? მითხარი, რათა ტყუილი იმედი არ მქონდეს შენი. შევძლებთ, რომ მეგობრები გავხდეთ? - გოგონამ თავი დახარა და იატაკს დააშტერდა, ოლივერი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა, ნიკაპზე ორი თითის დადებით თავი ზევით ააწევინა და თვალებში ჩახედვა აიძულა, - ოდესმე შეძლებ ჩემს შეყვარებას? - გოგონა გაოცდა. რაო? რა თქვა? შეყვარებას შეძლებო? ხო მშვიდობა აქვს?! - კის თუ მეტყვი მართლა გამიხარდება, ხოლო თუ უარის თქმას აპირებ, სჯობს ბაგე კარგად დახურო და არაფერი თქვა, გული არ მატკინო, - ხელი ლოყაზე ჩამოუსვა, მოეფერასავით, გაუღიმა და სააბაზანოში შევიდა. ელენე კი გაშეშებული იდგა, გონს ვერ მოსულიყო ჯერ კიდევ, ეს რა მოულოდნელი ქარიშხალი დატრიალდა მის ცხოვრებაში. 12 ტელეფონის ხმა გაისმა. ყურმილის ასაღებად ანა სამზარეულოდან გამოვიდა, ხელების მშრალებით. - გისმენთ... დიახ, მე გახლავართ... დიახ, ჩემი ქალიშვილია... , - ანას ხმაში უკვე შიში იგრძნობოდა, - დიახ, ის გერმანიაშია... , - თვალები უკვე ასცრემლებოდა, გულმა რეჩხი უყო, - რა მოუვიდა ჩემს ქალიშვილს? - ყურმილის მეორე მხრიდან მამაკაცის მკაცრი ხმა ისმოდა, ეტყობოდა, რომ არაფრად აგდებდა ქალის ნერვიულობას, - რაა?! რას ამბობთ ბატონო, ის... , - სავარძელში ინერციით ჩაეშვა. ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ვარდისფრად შეფაკლულ ღაწვებზე, ლაპარაკი უჭირდა და სხეულიც გაჰყინვოდა. გულზე იტაცა ხელი, ოო როგორ ძლიერ სტკიოდა. პირველივე ჯერზე ცუდი რამ იფიქრა. დედის გული ასეთია, ყველას ასე დაემართებოდა, - რას ქვია გაიტაცეს ბატონო. სად არის ჩემი შვილი, სად არის ჩემი ელენე. ცოცხალია?! კარგადაა?! - ყურმილის უკან ბოხმა ხმამ უთხრა, რომ გერმანიის საელჩოში უნდა მისულიყო და შემდეგ პირდაპირ გერმანიაში წამოსულიყო, რადგან მისი იქ ყოფნა აუცილებელი იყო. ყურმილი დაკიდა, ცოტა ხნით ასე იჯდა, გაუნძრევლად, მერე თითქოს გაიაზრა ის რაც უთხრეს, სავარძლიდან წამოდგა და ჩანთის ჩალაგებას შეუდგა. მისი გული ყვიროდა, შვილის ჩახუტებას ითხოვდა რაც შეიძლება მალე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.