შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევით შეყვარებული ^5^


28-09-2019, 10:11
ავტორი წერო:)
ნანახია 2 227

ბოლოს ათი საათიც მოვიდა და მეგობრები გზას გაუდგნენ ქობულეთისკენ.საჭესთან ნიკა იჯდა ხოლო უკანა სავარძლებზე ნუცა და ანანო ჩამსხდარიყვნენ და მთელი ხმით "მღეროდნენ" თუ რა თქმა უნდა ჩხავილ_წაწკან_კნავილ_ღნავილი სიმღერაში ითვლება.
გოგონები კარგად ერთობოდნენ მაგრამ აი ნიკას უკვე ნერვები დასჭიმვოდა და საჭეს ისე იყო ჩაფრრენილი და ისე უჭერდა რომ ნატიფი თითები გასთეთრებოდა.მერე ანანოს და ნუცას სიმღერები გამოურთო
_შენ სიმღერები ვის გამოურთე "ბიჯო"?!_ქუთაისურ კილოზე უთხრა ანანომ
_გაჩერებას აღარ აპირებთ?
_ნიკაია ნუ იქცევი ბებერი კაცივით და ჩართე სიმღერები!_ჩაერთო ნუცაც
_შე ამას "რაფერ დოუგრძელებია"ენა!_შეიცხადა ნიკამ მოხუცი ჭორიკანა ქალივით
_ნიკა ჩართე თორემ მუსიკის გარეშე ვიმღერებთ და დამიჯერე უარესი იწნება_გააფრთხილა ანანომ
_მიდი აბა და გაბედე_ანანომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაიწყო და ნუცაც აჰყვა
_ქუთაისო ჩემოოოო ჩეეემო დედულეთოოო გული საგულედაან ლააამის ამოხტესოოოო_"მიშველეთ ვინმემ"ჩაიბურტყუნა ნიკამ
_ვაიმე ნიკა ჩართე ნუ გაახურე საქმე!_ხელახლა დაიწყო ნიკამ
_შენ უფროსებთან ლაპარაკი არ გასწავლეს გოგო?
_ხო ვთქვი ბებერიათქო_გადახედა ნუცამ ანანოს
_კაი ნუცა ჯანდაბას შესვენებაზე გავიდეთ ცოტა ხანი თუ არა დაიღალა ყელი და არ გამკფუჭდეს ,,ამნაირი სანაქებო,, ხმა_ნუცამ გაიცინა
_აუ წყალი არ გვაქვს?გამიშრა ყელი_თქვა ანანომ
_გაგიშრებოდა გენაცვალე,აბა რა იქნებოდა_გამოეპასუხა ნიკა_წყალი არ გვაქვს
_აუუ მოვკვდებიი
_სამწუხაროა_უპასუხა ნიკამ
_აუუუ რომ დაგჭირდება მაშინ არ გამოჩნდება ერთი ჯიხურიც კი_ამოიბურტყუნა ანანომ_წყალიიი _აღნავლდა ისევ
_ვაიმეე არ მაქვს ამ გოგოს ნერვები მიეცით ეს წყალი_მოთმინების ფიალა აევსო ნიკას და ანანოს დამალული წყალი გადაუგდო
_ნიკოლოზ ბაბუნაშვილი ოფიციალურად გადამიკიდე იცოდე_მოჩვენებით დაუბრიალა თვალები ნიკას.ნიკამ ჩაიხითხითა.ანანომ წყალი დალია და ნუცას მიუბრუნდა
_თქვენი არ ვიცი ხალხო მარა მე უნდა წავუძინო ცოტახანს.რას იტყვი ნუცა რბილი მხარი გაქვს?
_შენდა სამწუხაროდ და ჩემდა სასიხარულოდ ძვლებია ცარიელი
_უიმეე ამ ბაბუნაშვილებს ხო ვერ გამოიყენებ ვერაფერში_ნიკამ ანანოს სარკიდან გახედა
_მაგრამ ჩემთვის დიდი პატივი იქნება თუ თქვენი აღმატებულება ჩემს ფეხებზე მოთავსდება_გააგრძელა ნუცამ
_ასე რომ მადლობა აქეთ გადამიხადე ბრატ _გაცინა ანანომ _ჰე ახლა ნახევარი საათი გაძელით ჩემს გარეშე_დაიბარა ანანო და ნუცას ფეხებზე მაქსიმალურად კომფორტულად მოთავსდა
_მაგი არ ინერვიულო შენ_გაიცინა ნიკამ.
ანანოს ნახევარი საათი წაეძინებინა კი არა სანამ ქობულეთში არ ჩავიდნენ არაფერი გაუგია.
ანანომ სახეზე ცივი ხელების შეხება იგრძნო თვალები გაახილა და ნიამ პირზე ხელი ააფარა
_ჩუმად ბანდიტებმა სახლი გატეხეს _ჩასჩურჩულა ნიკამ ანანო სწრაფად წამოჯდა გაახსენდა მანქანაში რომ იყვნენ და ნიკას ჩახლეჩილი ხმით უთხრა
_ნეტა ტვინში არ გიბერავდეს_ის კი არ შეიმჩნია რომ ნიკას შეხებაზე სხეულში ელექტრონებმა და პროტონებმა ერთად რომ დაუარეს და მთელი ტანი დაებურძგლა.ნიკამკი ნუცასთან გადაინაცვლა მთელი ძალით შეაჯანჯღარა და ყურში ჩაჰყვირა
_ხანძარიაააა!!!_ნუცამ სწრაფად ჭყიტა თვალები და რომ გააზრა რა ხდებოდა ნიკას თავში მსუბუქად წამოარტყა
_დებილო შენ!მეტი ხმაურიანად ვერ გამაღვიძე?
_სურვილი არ მქონდა.ჰე შევედით ახლა სასტუმროში_მეგობრები სასტუმროსკენ მიდიოდნენ როცა ნიკა ახითხითდა
_ისე სასტუმროში მყოფი ბიჭები მეცოდებიან.ხო გასკდებიან შურით სასტუმროში ჩვენ ერთი გოგო ვერ შემოვათრიეთ და ამას ორი თავისით მოყვებაო
_ფუუუუუ_ერთად თქვეს ზიზღით ანანომ და ნუცამ და ნიკას ზურგში ჩაარტყეს ნიკა ისევ ხითხითებდა
_ხოო კარგი კარგი ბოდიშიიი_სიცილს აგრძელებდა ბიჭი.
სასტუმროში შევიდნენ და ნომრები აიღეს.გოგოებმა ერთი ოთახი აიღეს ნიკამ კი ცალკე.
ანანო და ნუცა ოთახში შევიდნენ ,მოწესრიგდნენ და ბალიშზე თავის დადებისთანავე დაწძინათ,
მეორე დღეს რომ გაიღვიძეს ელვისსისწრაფით მოემზადნენ ზღვაზე წასასვლელად ნიკასაც ,,მიაყვირეს,,ოთახში აბრძანდი მივდივართო და მერე ლიკას გადურეკეს.ლიკამ რომ გაიგო მისი საუკეთესო მეგობრები იქ იყვნენ სიხარულით მეცხრე ცას ეწია და ტელეფონში ჩასძახა ,,ხოო მოვდივარ მეც ზღვაზეო,,
ზღავზე მივიდნენ ნუცა,ნიკა და ანანო და ლიკა მოძებნეს მალევე იპოვეს დაქალიც.
_"რავა" ხარ ჩემო მოსწრებავ!_შეჰკივლა ანანომ და გასხივოსნებულ ლიკას მოეხვია.
_კარგაად_ჩაეხუტა ლიკაც
_ეე მე რატო მომტეხეთ_დაიძახა ნუცამ და ლიკას და ანანოს ერთად გადაეხვია.
_აუ აზრზე არ ხართ რა დონეზე გამახარეთ!მილიონი რომ მომეგო ასე მაინც არ გამიხარდებოდა_ტიტინებდა ლიკა
_ხო ჩვენც ჩვენც_გაიცინა ნუცამ
_შენი ბედოვლათი ძმა სად აგდია არ უნდა მნახოს?!ამხელა მთასავით ქალი მოვედი იკითხა ანანომ
_გზაშია მოდის ხო იცი რანაირი ზოზინაცაა.კიდე ვინმე არის თქვენთან ერთად?მარტო არ გამოგიშვებდნენ
_კი ჩემი ბიძაშვილი წამოგვყვა._თქვა ნუცამ და მიმოიხედა_ნახე გავარდნილა უკვე ზღვაში._კაი მერე გაგაცნობ _უთხრა და ძირს დაწვა
_აუ ლიკა მოდი რა წამომყევი ზღვაში ეს დამპალი არ წამომყვება ხომ იცი სან არ გაყსვისფერდა
_თმას ავიწევ და წამოვალ_ლიკამ ჟღალი და ძააალიან ხვეული თმა აიწია.ლიკა მართლაც ძალიან ლამაზი იყო.მაღალი ნარნარა სხეული ჰქონდა,პატარა ოდნავ აპრეხილი ცხვირი,ლამაზი მწვანე თვალები ჰქონდა,რია ფერის ხშირი წამწამებით შემოჯარული.ყოველივე ამის გამო ლიკას ძმას,ლუკას ოთხი ბიჭი მაინც ყავდა გალახული.ლიკა და ლუკა ტყუპები იყვნენ ისინიც თვრამეტი წლისები.ლუკა ორი წუთით უფროსი იყო და ამით თავს უფროს ძმად ასაღებდა რაზეც ლიკას ნერვები ეშლებოდა.ლუკა ამ ,,ორი წუთით უფროსობას,, ყველაზე მეტად მაშინ იყენებდა ოყენებდა როცა ლიკა კაბებს იცვამდა,ვინმე ბიჭზე ლაპარაკობდა ან დას შოკოლადს პორდაპირ ხელიდან ართმევდა და ამ ყველაფერს ,,მე უფროსი ძმა ვაროთი,,ამართლებდა.ყოველივე ამით ლიკას ნერვები დაწყვეტამდე იყო მისული.
ლიკა და ანანო ზღვაში ჩავიდნენ.
_აბა მოყევი ლიკა რას შვები დაიპყარი მთელი ქობულეთის ,,საბიჭეთი,,?
_უუუჰ კი აბა!რიგში მიდგანან_ირონიულად უთხრა ლიკამ_ჩემი ძმის ამბავი არ იცი ? მგონი ჩემი შინაბერად დატოვება აქვს გადაწყვეტილი
_შენ ძმას ერთ დრეს გავგუდავ და ის იქნება_გაიცინა ანანომ
_გეტყოდი მეც მოგეხმარებითქო მაგრამ ლუკა შენს უკან დგას და გვისმენს_ანანო უკან შეტრიალდა
_ვაა ლუკააა....რას შვები ბრაწიკ?!_გაიკრიჭა ანანო
_ეს აფერისტები_გაიცინა ლუკამ და ანანოს ძლიერად ჩაეხუტა_რა თქვი ვის გავგუდავო?
_მეე?მე ვთქვი ვინმეს გავგუდავთქო?_თითი გულზე მიიდო ანანომ_რას ამბობ?!_ლუკამ გაიცინა
_ვაიმე ანანო ახლა მართლა გაგგუდავ.რას შვები როგორ ხარ?
_რავი ვცოცხლობ და ვარ.და შენ?კიდე დაგსდევენ გოგოები?
_ვაიმე არ მკითხოო_,,სვეცკი,,ქალივიტ გაიტყლარჭა ლუკა_გაძლება აღარ მაქვს
_უუიიი ჩემი საცოდავიიი_ხელი მოუთათუნა ანანომ ლუკას ლოყაზე_დაგღალეს?ვითრიო თმებით?
_არა რას ამბობ!_შეიცხადა ლუკამ_რა დამღალეს?!პირიქით! იქეთ ვღლი_ჩაიხითხითა ლუკამ
_ოხ შე ბილწი აზროვნების პატრონო!,_სიცილით სიცილით ჰკრა ხელი ანანომ
_ეს ნუცა იქ ,,მეზობლის ბოვშივით,, აგდია რა ვქნათ წყალში არ შემოვაგდოთ?
_მიდი მერე_უთხრა ლიკამ ძმას.ლუკა ნუცასკენ მართლა წავიდა,დაიუყვირა გოგოს ,,ბანაობის დროა საყვარელოოო,, და ფეხებში ხელი სწრაფად ამოსდო მეორე ზურგზე მოჰკიდა და წყლისკენ გააქანა
_აააა არააა_აკივლდა ნუცა_ღრმად მაინც არ შემიყვანო ვერ ვცურავ კარგააად_კიოდა ნუცა მაგრამ ლუკა ყურსაც არ აპარტყუნებდა და სიცილით ჩააგდო ზღვაში.ნუცამ თავი სწრაფად ამოყო.ლუკას დაბღვერილი უყურებდა მერე სახეზე სატანისტური ღიმილი გადაეკრა ლუკას სწრაფად სწვდა თავში და წყალში ცააყოფინა.გოგო სამი წამით ტკბებოდა გამარჯვებით თუმცა მერე ლუკამ ნუცას ძალდატანების მიუხედავად ზღვიდან თავი ამოყო და წამის მეასედში ნუცა აღმოჩნდა ლუკას წინანდელ ადგილას.რამდენიმე წამის შემდეგ ლუკამ გოგოს წყლიდან თავის ამოყოფის ნება დართო.ნუცამ წყლიდან ტავი ამოყო და მარილიან წყალს ახველებდა.მერე ლუკას თავმობეზრებული სახით გახედა.ლუკა ანანო და ლიკა კი ამ ყველაფერზე ხმამაღლა ხარხარებდნენ.
_რა ჯენლტმენი ხარ ლუკა!კი არ დამახრჩე_ირონიულად უთხრა ნუცამ თმცა რამდენიმე წამის მერე თვითონაც სიცილი დაიწყო
_სულელი ხარ!_ნუცამ ისე გაუცინა ბიჭს თითქოს კომპლიმენტს ეუბნებოდა
_ოჰ მითხრა ახალი ამბავი_გაიცინა ლუკამაც.
_ჩემი ბიძაშვილი სად ბრძანდება?_ნუცამ ნიკა მოძებნა_ოჰ უკვე ვიღაც ქერა დაუთრევია.რა ვქნათ არ გავამწაროთ?
_რა ყველა ერთმანეთის გამწარებაზე ხართ ხალხო რამ გაგაბოროტათ_გაიცინა ანანომ
_ოჰ!გამოყო კუმ ფეხი შენც არ მყავდე ციდან ჩამოვარდნილი ფრთიანი ანგელოზი!მიბრძანდი და შენ გაამწარე როგორმე!_უბრძანა ნუცამ
_კი ბატონო რა პრობლემაა_თავი დაუქნია ანანომ და ნიკასკენ გაემართა რომელიც ქერას დიდი მონდომებით ელეპარაკებოდა
_რას შვები ჩემო ტკბილო შოკოლადოო_რაც შეიძლება ნერვებისმომშლელი ტონით უთხრა ანანომ ნიკას .ბიჭი ადგილზე გახევდა და ანანოს დახედა
_ჰაა?გიცნობ?_თავი მოაჩვენა ნიკამ და ქერას თვალებით ანიშნა თითქოს მართლა არ იცნობდა
_ნიკუუუ შენი ბარტყი ვარ!დაგავიწყდი?_საწყალობელი თვალებით ახედა ნიკამ ბიჭს და მერე ქერას მიუბრუნდა_აპატიეთ სკლეროზი და პიროვნების გაორება ერთად ჭირს ხან მიმისი ბარტყი ვარ ხან მოსისხლე მტერი და ხანდახან საერთოდ არ ვახსოვარ_ქერა გოგო გაოცებული იხედებოდა მერე ძლივს ამოიბურტყუნა
_არუშავს...გამოჯანმრთელებას გისურვებთ_და უკან რომ გაბრუნდა ჩუმად თქვა ორივესო.ანანო ტუჩებს იჭამდა და გოგოს მოშორებას უცდიდა ხარხარი რომ აეტეხა.ქერა რომ მოსცილდათ ისეთი ხმამღალი სიცილი დაიწყო რომქერა გოგომ მგონი მაინც გაიგონა
_ვაი დედააა მომასულიერეთ არა ეს ტკბილი შოკოლადი საიდანღა მომაფიქრდა_ ხარხარებდა ანანო ნიკას კი ხელები მკერდზე გადაეჭდო და ანანოს დაბღვერილი უყურებებდა.ანანომ რომ სიცილი დაამთავრა მშვიდად ჰკითხა
_დაწყნარდი?_გოგომ თავი დაუქნია _რა გონდოდა ანანო?
_არაფერი!არა კი შევთანხმდით რომ ერთმანეთს ნერვებს მოვუშლიდით უბრალოდ ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი
_არაწორად მოიქეცი ანანო_უცხოსთან ფაქტობრივად მიწასთან გამასწორე_მშვიდად ელაპარაკებოდა ნიკა ანანოს კი ყველაზე მეტად სწორედ ამოტომ ქენჯნიდა ნამუსი ნიკა რომ მშვიდად საუბრობდა.გოგომ თვალები დახარა.
_მაპატიე...._ამოიბურტყუნა ანანომ.ნიკამ ცოტახანს ჩუმად უყუყრა მერე ამიხვნასა და ანანოს მხიარული ტონით უთხრა
_კარგი გაპატიე!თან ის გოგო მემგონი მიხვდა რომ ხუმრობდი!_ანანომ ბედნიერი სახით ახედა_ეჰ არადა ცოტაც და ნომერსაც მომცემდა.რა ვიზამთ როგორც ჩანს ეს ღამეც უინტერესოდ ჩაივლის_ანანოს გაეცინა.
_ მადლობა ნიკა!
ლიკა,ლუკა,ნუცა,ნიკა და ანანო ცოტახანი კიდევ გაჩერდნენ ზღვაზე მერე კი დაშალენ და შეკრება საღამოსთვის გადაწყვიტეს.


აი მეხუთე თავიიც.მიდით ახლა ჩააკომენტარეთ თორემ მემგონი უკვე მოთხრობის შეწვეტის გადაწყვეტილება მივიღე. <3 ((( ძალიან პასიურობთ დდ



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Kargia, me momwons.

 


№2  offline წევრი წერო:)

სტუმარი Mariamimari
Kargia, me momwons.

მადლობაა heart_eyes თითოეული თქვენგანის აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის relaxed

 


№3 სტუმარი თიკა

კარგი ისტორიაა და აუცილებლად გააგრძელე. წარმატებებიიი <3

 


№4  offline წევრი წერო:)

თიკა
კარგი ისტორიაა და აუცილებლად გააგრძელე. წარმატებებიიი <3

ძაან დიდი მადლობაა heart_eyes გავაგრძელებ რა თქმა უნდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent