ცხოვრების გზები (13-14-15-16-17 თავი)
13 ედუარდი ტელეფონს ჩაჰყურებდა, როცა ნიკოლასი გვერდით მიუჯდა. ჩაფიქრებული იჯდა და ვერც კი შეამჩნია, რომ ოთახში მარტო აღარ იყო. - ახალი არაფერია ხომ? - ედუარდი ადგილზე შეხტა, - მოსამართლისგან ახალი არაფერი ისმის? - სამწუხაროდ არაფერი. არც მოსამართლისგან, არც ხალხისგან. არავინ არაფერი იცის მის შესახებ. ღმერთო, ცუდის გაფიქრება არ მინდა, მაგრამ იქნებ იმ ნაძირალამ რამე დაუშავა?! იქნებ მოკლა და სხეული სადმე ჩამარხა?! ღმერთო, უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო, - მის ხელში ტელეფონი აწკრიალდა, ედუარდი ფეხზე წამოდგა, - მოსამართლე რეკავს. - უპასუხე, იქნებ რამე სიახლეა. - დიახ, გისმენთ ბატონო მოსამართლე, რამე სიახლეა? იპოვეთ გოგონა? - კიი, ვიპოვეთ. ისიც და ოლივერ კენინგიც, - ედუარდს სახე გაებადრა, თუმცა მოსამართლის ხმაში გაღიზიანება უფრო იგრძნობოდა ვიდრე სიხარული, - 231 - ე არხზე გადართე სასწრაფოდ, - ეს თქვაა და ტელეფონი გაუთიშა. - რა მოხდა ბატონო, გოგონა იპოვეს? - 231 არხზე გადართე სასწრაფოდ, - ნიკოლასმა ტელევიზორი მითითებულ არხზე გადართო და გაისმა ჟურნალისტის ხმა . - „ დღეს დილით ანონიმურმა წყარომ მოგვაწოდა სურათები, რომლებიც ნამდვილად შოკში ჩააგდებს ჩვენს მაყურებელს, - ეკრანზე სურათები გამოჩნდა. კაპიუშონ წამოფარებული ელენე ერთ სურათში ტანსაცმლის მაღაზიაში იქნა დაფიქსირებული, მეორეში კი მანქანის დამქირავებელ სალონში, - შეხედეთ მის სახეს, სულაც არ ჩანს შეშინებული, პირიქით ბედნიერია. ახლა კი ჩნდება კითხვა, ნამდვილად მსხვერპლია თუ არა ქალბატონი ელენე მეტრეველი. იქნებ გატაცების სცენა უბრალოდ გაითამაშეს ქალბატონმა ელენემ და ბატონმა ოლივერ კენინგმა?! ქალბატონებო და ბატონებო ამ სურათებში ბერლინის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწვეულ სტუდენტს ჰგავს თუ დამნაშავის თანამზრახველს?! მაგალითად, მე ამ გოგონას ბრალდებას წავუყენებდი გერმანიის სისხლის სამართლის იმ მუხლით, რომელიც დანაშაულის დაფარვასა და თანამონაწილეობას ითვალისწინებს. ამით ჩვენი საინფორმაციო მაუწყებლობა სარეკლამო ჭრაზე გადის. არ გადართოთ და დაელოდეთ ექსკლუზიურ ინფორმაციას ჩვენს არხზე. გმადლობთ ყურადღებისთვის. “ ედუარდი და ნიკოლასი პირდაღებულები უყურებდნენ რეკლამებით აჭრელებულ ეკრანს. გონზე ვერ მოსულიყვნენ, ორივეს თავი სიზმარში ეგონათ და გაოცებასაც ვეღარ მალავდნენ. ერთდროულად შეხედეს ერთმანეთს, ორივეს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ პირის გაღებისთანავე სიტყვები სადღაც გაუფრინდათ. სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა ორივე და თავები ჩაქინდრეს. ედუარდი ტელეფონს ხელში ატრიალებდა. ფიქრობდა იყო თუ არა ეს სიმართლე და თუ სიმართლე იყო, როგორ უნდა დაეხსნა ელენე ციხის გისოსებისგან. ღმერთო, გული როგორ უფართხალებდა. ელენე თუ მართლა დამნაშავის თანამზრახველი იყო, მაშინ რა უნდა ექნა იმ გრძნობებისთვის, რომლებიც მის მიმართ ამოძრავებდა?! ღმერთო, რა ძნელია იმ ადამიანის შესახებ ცუდის გაგება, რომელიც ასე ძლიერად გიყვარს. ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე და მის ყელს დაუყვა. კაცები მხოლოდ დიდი ტკივილის შემთხვევაში ტირიანო ნათქვამია, ხო და ზუსტად ეს იყო ედუარდისთვის დიდი ტკივილი, შეუყვარდა გოგო, რომელსაც დანაშაულს აბრალებდნენ. 14 - შვილო, მარიამ, ტიმოთის მოვლა ხომ არ გაგიჭირდება, სანამ აქ არ ვიქნები? - თითქოს მშვიდი ხმით ესაუბრებოდა ანა გოგონას. მაგრამ ამ სიტყვებში იმხელა ტკივილი იყო ჩაქსოვილი, შეიძლებოდა ქალის გული ორად გაეპო. - არა დეიდა ანა, ხვალ დედაჩემიც ჩამოდის სოფლიდან. დედაჩემს ხომ იცნობთ?! ცივ ნიავს არ მიაკარებს ტიმის. - მადლობა შვილო. ხოო დედაშენმა დამირეკა და დამპირდა, რომ საკუთარი შვილივით მიხედავდა ჩემს ვაჟს. თქვენ რომ არ მყავდეთ ახლა არ ვიცი რა მეშველებოდა, - მარიამს გადაეხვია. ეს გოგონაც ისევე უყვარდა, როგორც საკუთარი შვილი. ელენესგან არასდროს გაურჩევია. ანა და მარიამის დედა კლასელები იყვნენ და მეგობრობა დღემდე მოყვათ, თან ისე, რომ მათი მეგობრობა თავიანთმა შვილებმა გააგრძელეს. - ფრენა ერთ საათშია არა? არ დაგაგვიანდეთ, რეგისტრაცია ცოტა ადრე იწყება. - კიი ერთ საათშია. ქვევით მანქანა მელოდება და მალე გამიყვანს, რეგისტრაციაზე დაუსწრებლად გამატარეს, ამიტომ დრო აღარ დამეკარგება, - ჩანთებს ხელი მოკიდა, გასასვლელში დაალაგა და ტიმოთის ჩასახუტებლად შემობრუნდა. უჭირდა ბავშვის დატოვება, იცოდა, რომ მის აქ არ ყოფნაში კარგად მოუვლიდნენ მარი და დედამისი, მაგრამ მაინც უტიროდა გული მისი დატოვების გამო, - აბა კარგად მარიამ, შეგატყობინებ რამე ახალს თუ მეტყვიან. დროებით. - არ ინერვიულოთ დეიდა ანა, ყველაფერი კარგად იქნება. ტიმოთიზე ნუ იდარდებთ, ახლა მთავარია ელენე იპოვოთ. მასზე იფიქრეთ, ჩვენი დარდი ნუ გექნებათ, ღმერთს ვთხოვ ელენე ჯანმრთელი და საღსალამათი დაგვიბრუნდეს. ღმერთი თქვენსკენ დეიდა ანა. - ღმერთის დახმარება ახლა ნამდვილად მჭირდება შვილო და იმედია დაგვეხმარება, დროებით, - კარი ჩუმად გაიხურა, კიბეც უჩუმრად ჩაიარა, ხმა არ ამოუღია, არავის დალაპარაკებია, მაგრამ შინაგანად იოგების ჩაწყვეტამდე ყვიროდა. 15 - როგორი მზრუნველი ხარ ჩემ მიმართ, - ელენეს წინ მომღიმარი ოლივერი იდგა, გოგონას ისე შესცქეროდა, როგორც შვილი დედას. - ნუ იტყვი. ფრთხილად იყავი, ჭრილობა არ გაგეხსნას, თორე ძალიან ძვირფას დროს დავკარგავთ. - როგორ ზრუნავ ჩემზე, - ისევ გაუმეორა და ხელები გაიწოდა ჩასახუტებლად. - ეგ ხომ უკვე მითხარი, - ისე, რომ მამაკაცის გაშვერილი ხელებისთვის არც კი შეუხედავს, ფანჯრისკენ წავიდა. მამაკაცს ხელები ჩამოუცვივდა, - სად უნდა წავიდეთ, აქედან შორია? - არც ისე შორია, დაახლოებით 60 წუთი დაგვჭირდება. მენდე, ცუდ ადგილას არ წაგიყვან, მთავარია ბუნება გიყვარდეს. - okay. სჯობს გამთენიამდე გავიდეთ სასტუმროდან, ვინმეს ყურადღება რომ არ მივიქციოთ. ერთი საათი უნდა მოეცადათ წასვლამდე, ახლა მათთვის უპირველეს ყოვლისა სიფრთხილე იყო აუცილებელი. უკვე კარგად გაციებულ ყავას სვამდნენ და კრუასანებს შეექცეოდნენ. ტელევიზორის ჩართვის და რაიმეს ყურების სურვილი ორივეს წართმეოდა, რადგან იცოდნენ, რომ თავიანთი თავების გარდა სხვას ვერაფერს ნახავდნენ. - მუსიკები არ გაქვს შენს ტელეფონში? - დუმილი დაარღვია მამაკაცმა და ისე, რომ გოგონას პასუხს არ დაელოდა, მის მობილურს დაავლო ხელი, - პასვორდი მითხარი. - პასვორდი რატომ უნდა გითხრა?! - გაბრაზებულმა მამაკაცს ხელიდან გამოგლიჯა მობილური და ისევ მაგიდაზე დააბრუნა. - რა იყო, პორნოგრაფიები ხომ არ გაქვს მობილურში დამალული? - სიცილი დაიწყო მამაკაცმა. ელენემ გაბრაზებით გამოხედა, უნდოდა რაღაც ესროლა მისთვის, მაგრამ ხელში არაფერი მოხვდა. ოლივერს უყვარდა, როცა გოგონას აბრაზებდა. მას არ სჭირდა არანაირი პათოლოგიური მისწრაფება ადამიანის გაბრაზების მიმართ, უბრალოდ თვლიდა, რომ ელენე გაბრაზებისას უფრო მეტად ლამაზდებოდა და უფრო საყვარელი ხდებოდა, ( ნუ პრინციპში შეგვიძლია პათოლოგიასაც მივაწეროთ), - გთხოვ, ჩართე რაიმე, თორე სადაცაა ჩამეძინება. - რა გინდა რომ ჩავრთო? მე არ ვიცი შენი გემოვნება. საიდან უნდა ვიცოდე რა მოგწონს შენ. - ჩართე რამე შენი playlist - დან. მაინტერესებს რას უსმენ ხოლმე ყველაზე ხშირად. შენი საყვარელი სიმღერა ჩართე, - ელენემ ეჭვის თვალით გახედა, იფიქრა ჩემი დაცინვა უნდა, მეტყვის რა საშინელ სიმღერებს უსმენო. თვალი გადაავლო თავის playlist - ს და რასაც ყველაზე ხშირად უსმენდა ის ჩართო, ეს იყო ლინდა ადამიასა და 1/4 - ის მიერ შესრულებული ,, მოდი წავიდეთ“ ,, there goes my heart again all of this time I thought we were pretending nothing looks the same when your eyes are open now you're playing these games to keep my heartbeat spinning you show me everything my heart is capable of you reshape me like butterfly origami you have broken into my heart this time I feel the blues have departed nothing can keep me away from this feeling I know I am simply falling for you there my heart goes again in your life " სიმღერის ნაზი მელოდია ოთახში სიცარიელეს ავსებდა და მდუმარე ადამიანების გულებში ღრმად აღწევდა, სასოწარკვეთილ გრძნობებს აღვივებდა და მსმენელთა თვალებს ცრემლით ავსებდა. ორივეს რაღაც აწუხებდა, ორივეს სტკიოდა და ორივეს ენატრებოდა. ელენე ფანჯრიდან შემოღწეულ სიბნელეს შეჰყურებდა, მამაკაცი კი თავჩაქინდრული იჯდა და თითებს ნერვიულად ათამაშებდა. - რაზე ფიქრობ?! - იკითხა მოულოდნელად, ისე, რომ თავი ზევით არც კი აუწევია, თითქოს გოგონას კი არა საკუთარ თავს ეკითხებოდა. თითებს ისევ ნერვიულად ათამაშებდა და მძიმედ სუნთქავდა, - ვხვდები, რომ ვიღაცაზე გამუდმებით ფიქრობ, - ქვეშიდან ამოხედა, - რომელიმე მამაკაცი დატოვე საქართველოში, რომელიც შენს ჩასვლას მოუთმენლად ელოდება და მასზე ფიქრობ? - კიი, დავტოვე ერთი მამაკაცი, ჩემი სული და გული, ჩემი ბედნიერება და სიყვარული, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ის და დედაჩემი ალბათ უკვე მელოდებიან, ან გაიგებდნენ ჩემს ამბავს და მაშინვე წამოვიდოდნენ. - ნუ ღელამ, ნახავ მათ. დარწმუნებული ვარ, ბედნიერი იქნება ეგ მამაკაცი, რადგან შენ ჰყავხარ გვერდით - ისევ ჩაქინდრა თავი გულგატეხილმა, ჩუმად ჩაილაპარაკა ,,მეც ბედნიერი ვიქნებოდი შენ რომ მყავდე გვერდითო“. - ხოო, მეც მასე ვფიქრობ. ნუ მართალია ჯერ ორი წლისაა და ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ისეთი ჩახუტება იცის სულს გაგითბობს. - უკაცრავად... ახლა შენ ვისზე ლაპარაკობ? - ჩემს ძმაზე. შენ რა იფიქრე? - მე მეგონა შენს შეყვარებულზე ლაპარაკობდი. - არა, შეყვარებული არ მყავს. მყავდა, მაგრამ დავშორდით გარკვეული მიზეზების გამო. ოლივერს ამის გაგება ძალიან გაუხარდა, აქამდე სულ იმაზე ფიქრობდა, რომ სადღაც მას ამ ქალში შემცილებელი ეყოლებოდა, ახლა კი დიდად ბედნიერი იყო ამის გაგებისას. ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ელენე ახლა მხოლოდ მისი გახდებოდა და სხვა არავისი. ,, ფიქრებში იყო გართული, როცა მოულოდნელად ელენე მივიდა მასთან და მუხლზე ჩამოუჯდა, სახე უღიმოდა, ეტყობოდა, რომ ბედნიერი იყო. ოლივერს ახარებდა და ამავდროულად აკვირვებდა კიდეც ელენეს ეს საქციელი, მანამდე მასთან მსგავსი არაფერი გაუკეთებია და პირიქით თითისტარზეც კი არ იკარებდა. - მელანდები? - ჩშშშ... არაფერი თქვა, უბრალოდ მოდუნდი. ახლა მე გაკოცებ და შენ გაიღვიძებ, - უთხრა ელენემ და მისკენ დაიხარა საკოცნელად. ოლივერმა მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ გაღვიძება არ უნდოდა და იგრძნო კიდეც მისი გლუვი, ჰაეროვანი ტუჩების სითბო“ . - ოლივერ, ოლივეერ, გამოფხიზლდი, უკვე თვალგახელილმა ძილი ისწავლე? წასვლის დროა, - ოლივერი ვარდისფერი კადრებიდან შავ- თეთრ გამოსახულებაში გადმოვიდა და ჩანთა აკიდებული, კართან მდგარი ელენე დაინახა, - ხომ კარგად ხარ? - ეს მხოლოდ სიზმარი იყო? მხოლოდ სიზმარი? ღმერთო რა უბედური ვარ, სიზმრის ბოლომდე ნახვა და ტკბობაც კი არ დამაცადე, შენ რა ადამიანი ხარ? - მე საიდან უნდა მცოდნოდა, რომ სიზმარს ხედავდი? თვალ გახელილს გეძინა. - მატყუებ. - სურათი გადაგიღე, სამახსოვროდ. - ახლავე წაშალე. ელენე, გეუბნები წაშალე. - ნუ ყვირიხარ ყველას გააღვიძებ. - სურათი წაშალე მაშინ. - გაჩუმდი ცოტახანს. - წაშლი? - ღმერთო შენ მიშველე , წამოდი. *** ადგილზე, რომ მივიდნენ ელენე უკვე დიდი ხნის ჩაძინებული იყო. სახლი, რომელზეც ოლივერი ლაპარაკობდა, ძალიან პატარა, ხეებში ჩაკარგული კოტეჯი იყო, რომელიც დიდიხნის მოუვლელს ჰგავდა. მანქანა სახლთან ახლოს გააჩერა, გადავიდა, სახლის კარი გააღო და ელენესთან დაბრუნდა. ისე ბავშვურად და მშვიდად ეძინა, რომ შეეცოდა გასაღვიძებლად და ხელში აყვანილმა გადაწყვიტა მისი სახლში შეყვანა. საწოლზე დააწვინა და საბანს, რომ აფარებდა მოულოდნელად ელენეს პატარა თითები ოლივერის მაჯას შემოეხვია და თავისკენ მიიზიდა. ნახევრად მძინარემ, თვალგაუხელად სთხოვა მამაკაცს არ წასულიყო და მასთან დარჩენილიყო. ოლივერის მხარზე თავდადებულს ისევ უკუნეთმა წაართვა თავი და ძილის მორევში ჩაითრია, მამაკაცს კი მისმა სიახლოვით გამოწვეულმა სითბომ გული თითოეული კუთხე გაუთბო. 16 - ,, ჩვენმა კორესპონდენტმა შეგვატყობინა, რომ სასტუმრო, სადაც ბატონი ოლივერ კენინგი და ქალბატონი ელენე მეტრეველი ამ დროის განმავლობაში იმალებოდნენ, აღმოჩენილია. თუმცა, სამწუხაროდ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა და მისმა თანამზრახველმა პოლიციის მისვლამდე მოახერხეს სამალავის მიტოვება და გაქცევა. ამჟამად კრიმინალისტები სასტუმროს ნომრის ყოველ კუთხეს ჩხრეკენ, რათა იპოვონ რაიმე ხელჩასაჭიდი და თითის ანაბეჭდები. სიახლეებით სულ ცოტახანში დაგიბრუნდებით, არ გადართოთ“. - შეხედე ნიკოლას, შეხედე. ეს ქალი ყველანაირად ცდილობს ჩირქი მოსცხოს ელენეს სახელს, ნამდვილი სატანაა, ,,ეშმაკი ქუსლებზე “. - და თუ სიმართლე აღმოჩნდა? - რა თუ აღმოჩნდა სიმართლე? - იის, რომ ქალბატონი ელენე დამნაშავეა... - მაგას კიდევ ერთხელ თუ გაიმეორებ, გეფიცები მოგკლავ. - ჩემგან რა გინდა, მე უბრალოდ გკითხე. ვიცი, რომ მასზე ხართ შეყვარებული და ამიტომ მაინტერესებს, რას იზამთ თუ ელენე მართლაც აღმოჩნდება ოლივერ კენინგის თანამზრახველი. - მისმინე ნიკოლას, სანამ ცოცხალი ხარ დამეკარგე აქედან. შენი საქმე არაა ეგ და რასაც არ გეკითხებიან ნუ ლაპარაკობ. ახლა კი შეგიძლია გახვიდე, - მაგიდას მიუჯდა ედუარდი და ტელეფონის ტრიალს მოჰყვა, როდესაც გარედან ხმაური და ჩოჩქოლი გაიგონა, - გარეთ რა ხდება. - სად არის ჩემი ქალიშვილი, სად? თქვენ რანაირი პოლიციელები ხართ? ერთი ადამიანიც ვერ გიპოვიათ. სად არის ჩემი ქალიშვილი, ბოლოჯერ გეკითხებით და მიპასუხეთ. - აქ რა ხდება? თქვენ ვინ ხართ ქალბატონო. - მე ელენე მეტრეველის დედა ვარ, იქნებ თქვენ მაინც მითხრათ სად არის ჩემი გოგონა ან ნორმალურად ამიხსნათ ყველაფერი. 17 მზის პატარა, ონავარი სხივი სარკმლიდან შემოპარულიყო და ელენეს სახეზე დასთამაშებდა, ეს კი უფრო მეტ სილამაზეს სძენდა მას. გაზაფხულის დაწყება დიდად დამსჩნეოდა იქაურობას, უფრო მეტი სითბო იყო და უფრო მეტი სიმწვანე. ჩიტების ჟღივილიც უფრო ომახიანად ისმოდა, არემარეს აყრუებდა და ,, საყვარლების “ ოთახშიც აღწევდა. ოთახში სიმშვიდე სუფევდა და ამ სიმშვიდეს მხოლოდ ორი ადამიანის რიტმული სუნთქვა და შეყვარებული მამაკაცის გამალებული გულისცემა არღვევდა. ოლივერს არ ეძინა, ის იწვა და ელენეს, მზისგან განათებულ, სახეს თითების ნაზი შეხებით ეფერებოდა და უშფოთველს ბედნიერებით უყურებდა. ოლივერის მკლავებში მოქცეულს, ღრმა ძილით ეძინა. ასე იქამდე შეყურებდა, სანამ გოგონა არ შეირხა, თვალები გაახილა და ოლივერს გაკვირვებულმა შეხედა. წამოდგომა სცადა, მაგრამ მამაკაცმა მისი წვრილი წელი ხელებში მოიქცია და ადგომის საშუალება არ მისცა, უნდოდა იმაზე ახლოს ყოფილიყო მასთან, ვიდრე ამ წამს შეიძლებოდა, თუნდაც ამისთვის მთელი ცხოვრება დაეთმო. მუდარის თვალებით შეყურებდა გოგონას და თვალებითვე სთხოვდა არ მიეტოვებინა და ისევ არ გაქცეულიყო მისგან. სახეზე ნათლად აღბეჭვდოდა ელენესადმი სიყვარული და ამ გრძნობას ვეღარანაირად მალავდა. ოლივერის ტუჩები მოულოდნელად მიეწება ელენეს ყელს და სველი კვალი დატოვა. ყელიდან ნელ- ნელა მხარზე, შემდეგ კი გოგონას ტუჩებზე გადაინაცვლა და მწყურვალივით დააცხრა მის მწველ ბაგეს. კოცნიდა ვნება აშლილი და მიხვდა, რომ ელენე მის ნებას დაჰყვა, ისიც ისევე ვნებიანად კოცნიდა მამაკაცს, როგორც მამაკაცი მას. მისი ერთი ხელი კენინგის სვიტრის ქვეშ შესრიალდა, მეორე კი მამაკაცის კისერზე შემოეხვია. ვნებათა ოკეანეში გადაცვივდნენ გრძნობა აშლილნი, საზღვარს ვერ პოულობდნენ, ვერ ჩერდებოდნენ. შეწინააღმდეგების აღარც ძალა ჰქონდა ვნების მორევში ჩათრეულ ქალს და აღარც სურვილი. იცოდა, რომ ეს აკრძალული იყო, მაგრამ გულს ვერ აწყნარებდა, აღელვებული მთელი ძალით ეკვროდა უკვე წელსზემოთ შიშველ ოლივერს. თვალებიდან ცრემლები სდიოდა, მაგრამ ვერ გაერკვია, ეს ბედნიერების ცრემლები იყო, თუ პირიქით. ნახევრად შიშველ მკერდზე ოლივერის შიშველი სხეულისა და ხელის შეხება იგრძნო და თითქოს დენმა დაარტყაო, ხელი ჰკრა, ელვანაკრავივით წამოხტა საწოლიდან და გარეთ გავარდა. ცრემლები ღვარად მოსდიოდა, გულამოსკვნილი ტიროდა, ვერც სიცივეს გრძნობდა და ვერც შიშიშვლეს. ხის მორზე ჩამოჯდა და მკერდზე გრძელი თმა ჩამოიშალა, ისევ ტიროდა, ისევ ვერ ჩერდებოდა, მაგრამ ახლა კი იცოდა რატომაც ტიროდა, მას ოლივერ კენინგი შეუყვარდა. ზურგიდან მძიმე ნაბიჯების ხმა მოესმა, მაგრამ გათოშილი ადგილიდან ვერ იძვროდა. ზურგზე ნაზი შეხება, შემდეგ კი სასიამოვნო სითბო იგრძნო, ეს ოლივერი იყო. გოგონას შემყურე თვითონაც ძლიერად იტანჯებოდა მამაკაცი, აღარ იცოდა რა ექნა, იჯდა ისიც ხის მორზე, ელენეს უკან და მის წელზე ხელებშემოხვეული ზურგს უთბობდა. რამდენი ხანი ისხდნენ ასე გაშეშებულები არ იცოდნენ, მაგრამ მათთვის დროს კი არა, ერთმანეთის სიახლოვეს ჰქონდა ყველაზე დიდი აზრი. ხმას ვერც ერთი ვერ იღებდა, ბოლოს მაინც ოლივერმა დაარღვია მდუმარება, პირი გააღო და გასაქანი მისცა გულში ჩაგუბებულ ორიოდ სიტყვას. - არ მიმატოვო. - არ დაგტოვებ. - მიყვარხარ! - ........ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.