რომ არა შენ... III
სწრაფად დააჭირა ღილაკს... მეთოთხმეტე სართულზე, ლიფტის კარის გაღებისას დაფეთებული გამოხტა. - კარგია, მემგონი ვერ დამინახა. - იმშვიდებდა თავს და სიხარულისგან იღიმოდა. -ჯანდაბა ჩემოდანი. - ლიფტის კარი უკვე იხურებოდა, დაბნეულმა რომ გამოიხედა. -რა ჯანდაბა მემართება. სადაც არ უნდა გამოჩნდეს მისი ბოროტება მოსდევს ყველაფერს. -რომელ სართულზე ცხოვრობ? - ჰკითხა დათომ გიორგის. -მეთორმეტეზე რა იყო? -არაფერი ლიფტი დაკავებულია სანამ ჩამოვა, მოდი ფეხით ავიდეთ. -კაი რა ფეხით ბიჭო, თორმეტ სართულს რა ამიტანს. - გაიცინა გიორგიმ და ცოტა დაეჭვდა. -შენ ლიფტს დაელოდე მე ავალ. -შენ რა გეშინია? - სიცილს იკავებდა გიორგი. -მეშინია არა ის კიდე. დაველოდოთ მაშინ. - სახეზე გაფითრდასავით ბატონი დავითი. უკვე მეათე სართულზე იყო ევა მეგობარმა რომ დაურეკა. -გოგო ახლა მართლა... -ლიზ ლიფტში ჩემოდანი დამრჩა, მეათე სართულზე ვარ. -ვაიმე შენ რა ბატი გამხდარხარ გოგო. -კაი მოიცა... -გაჩერდი და დაელოდე, ამოვა და ნახე რომელ სართულზე გაჩერდება. მეც გამოვალ დამელოდე. -წარმოიდგინე რა სულელია. - ბიჭები უკვე დასცინოდნენ, -მოდი დავნიძლავდეთ რომ ქალია. - თქვა დათომ. -ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს. - მაინც იცინოდა გიო. -გეუბნები გოგოა. - საუბრით გადაჰქონდა დათოს უჰაერობა, და როგორც იქნა კარი გაიღო. ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი. - უკაცრავად კარი... კარი არ დაიხუროს... - ქოშინებდა და ძლივს ლაპარაკობდა დადვანი. დათო და გიორგი მას უყურებდა, მერე კი მიხვდა გიორგი რასაც ამბობდა დაქანცული გოგო და ლიფტის კარი დაიჭირა. -კარგი რა... - ამოილაპარაკა დათომ და ცოტა იმედგაცრუებული უყურებდა ევას. -გმადლობთ. - მივიდა გიორგისთან, მერე ჩანთა გამოიტანა. -შენ რა მითვალთვალებ? - ბოლოს ხმა ამოიღო დათომ. -ზუსტად მაგისთვის ჩამოვედი აქ, რომ თვალი არ მოგაშორო და გითვალთვალო. -ქართველი ხართ? - გაუკვირდა გიორგის, -იცნობთ ერთმანეთს? -არა - ორივემ ერთად უპასუხა. -ევაა... - კიბეზე ჩამოირბინა დიდი ხნის უნახავმა დაქალმა და გულში ჩაიკრა. -იმაზე მეტად მომნატრებიხარ ვიდრე მეგონა. -ვაიმეე... - ჩაიბურდღუნა დათომ და გიოს გახედა. გიორგიმ ჩაიღიმა. -კაი წამო წავიდეთ. - უთხრა ევამ. -ჩემოდანი არ დაგრჩეს. - ირონიულად უთხრა და გაუღიმა, კარებში მდგარმა დათომ. -თავხედი. - სახე დაუმანჭა. -აუ მე რომ წამოვედი, რა პაწუკელა იყავი... - თბილად უღიმოდა ლიზა. -მოხუცი ქალივით ნუ მელაპარაკები 5 წლით ხარ დიდი. -საზიზღარო... -მამაჩემს გამოვექეცი და აქ შენ დამხვდი? -ვაიმეე ნერვები არ მომიშალო თორემ თემურ დადვანი მიმიქარავს. -ხო მართლა დავურეკო... - წამოხტა - მომკლავს... -შენ რაღაც ზედმეტად დაბნეული მეჩვენები. -ტყუილად გეჩვენები და რაც გაიფიქრე სრული აბსურდია. ოთახში გავალ, თან ნივთებს დავალაგებ, თუ არ დამეძინა ყავა დავლიოთ. -კაი მიდი... -დედას გეფიცები გოგოს მასე ვერასდროს ვერ ვეტყვი. - გაიცინა გიომ. -კარგი ახლა თუ ძმა ხარ. შხაპს მივიღებ და საქმეს მივხედოთ. -ისე საყვარელი გოგოა. -ცხოველებიც საყვარლები არიან. - გამოსძახა ოთახიდან. -აუ ახლა რაღაცას გეტყოდი... ქალებს როდემდე უნდა ერჩოდე? საღამოს ლიზამ არსად არ გაუშვა ევა, ამიტომ მეორე დილით, საუზმის შემდეგ ერთად გავიდნენ სასეირნოდ. ევა თითქოს ფრთების გარეშე დაფრინავდა, და ირგვლივ ყველას დადებითად მუხტავდა. მისი ერთი გამოხედვა და საკმარისია - მთელი დღე პოზიტიური ხდებოდა. ბევრი იხეტიალეს, მაგრამ ის უბრალოდ არ იღლებოდა, რაც უფრო მეტს დადოდა და ახალ ადგილებს აღმოაჩენდა მით უფრო ემატებოდა ენერგია. ბოლოს სანაპიროსთან გრძელ სკამზე ჩამოსხდნენ ლიზას სურვილით. ჰორიზონტს გაჰყურებდნენ და ერთ რამეზე ფიქრობდნენ, თუმცა ვერცერთი ვერ ბედავდა ხმის ამოღებას. ბოლოს ლიზამ აიღო პასუხისმგებლობა და ევას უთხრა: -კარგი იქნებოდა რატიც, რომ ჩვენს გვერდით იყოს. - სიტყვები ყელში გაეჩხირა და ხმა ჩაუწყდა. თვალებზე მომდგარ ცრემლებს მხოლოდ ევას გამო იკავებდა. -ისინი ყოველთვის დარჩებიან ჩემს ღია ჭრილობად. - გახევებული უყურებდა მზეს, - პირველად როცა ნათიასთან ერთად ბათუმში წავედით... -ყელში ბურთი მოადგა რომელიც გაბერილიყო, ბრაზის, ბოღმის და წყენისაგან. - ვუთხარი ნახე ახლა მზე ჩაყვინთავს... არასდროს დამავიწყდება მათი ღიმილი, მათი თვალები და გამოხედვა. - ფეხები სკამზე დააწყო და მუხლებს შემოხვია ხელები. - ზოგჯერ ისე ძლიერად მინდა მათი ჩახუტება. სიკვდილამდე მტკივა. -ჩუმად უსმენდა ლიზი და მდუმარედ ტიროდა, მის გულს კი ტკივილის ქარიშხალი დასტრიალებდა. -ესეც ასეე, მზად არის. - ხელები ასწია გიორგიმ. -ჩემპიონო ჯერ მთავარი წინ არის. ახლა უნდა ჩავაბაროთ და თანხმობას დაველოდოთ. -ჰო, მაგრამ ჩვენი საქმე აქ დასრულდა. -ეგ კი. -არ გინდა სადმე გავიდეთ, მაგარი კლუბებია, რესტორნები, ბარები... შენ ოღონდ მოინდომე. - თვალი ჩაუკრა დათოს. -ნეტა როდის გნახავ სერიოზულს?! -რთული კითხვაა, ბოლომდე არა მაგრამ სამსახურში ვარ ცოტა სერიოზული, გამომიარე. -გავიდეთ. მე არ მივდივარ ხვალ დილით სამსახურში. -ააჰ, ეგ არაფერი გადავრეკავ, რომ მაგვიანდება. -შენი უფროსის ტვინში ჩამახედა. -რა აზრები გაწუხებს ძმაო მემგონი გადაიღალე. - გაიცინა და მოსასხამი აიღო. -მიდი, მიდი. -გოგო, იმ ბიჭს საიდან იცნობ? - ჩამოვარდნილი დუმილი დაარღვია ლიზამ. -არ ვიცნობ არა, - გაბრაზდა - უბრალოდ ერთად ვიმგზავრეთ. სულ ეს არის. -ერთმანეთს ისე უყურებთ... -არც კი გაიფიქრო. - მარტივად მოუჭრა. -კარგი ხო. ნიკოლოზი როგორ არის? -კარგად. სვანეთში აპირებენ გადასვლას. მამამ თქვა სწავლას რომ დაასრულებ სვანეთი დავლაშქროთო. - გაიცინა. - ამასწინათ დამირეკა ეს კაცი მაშინებს ჩამოდი მიშველეო. - ორივე იცინოდა... სადარბაზოში გაღიმებული ევას დანახვაზე დათოს გულთან სხივი გაკრთა... მართლა ისეთი სიცოცხლით სავსე იყო მისი ენერგია და სითბო მთელ სამყაროს გაანათებდა. -გამარჯობა. - უხერხულ სიტუაციას თავი დააღწია გიორგიმ. -გამარჯობა. - უთხრა ლიზამ, ევა კი თბილი ღიმილით შემოიფარგლა. -სასეირნოდ მივდივართ, წამოხვალთ? - დაუფიქრებლად ჰკითხა გიორგიმ და მეგობრისგან მკვლელი მზერაც მიიღო. ლიზამ პირი გააღო, მაგრამ ევამ მარტივად მოუჭრა - არა, გმადლობთ. -ევას იმის თქმა უნდოდა რომ დავიღალეთ. - გამოასწორა ლიზამ. -ჰო, არაუშავს, სხვა დროს იყოს, მაინც მეზობლები ვართ. -იცით მიკვირს აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე რომ ქართველი ხართ. მოღუშული დათო და ევა თავს უხერხულად გრძნობდნენ და სასტიკად არ სიამოვნებდათ ასე დგომა. -თავი მოხუცი მგონია. - თბილად გაუღიმა გიომ. -ეგ არ მიგულისხმია, მოდი ხვალ გვესტუმრეთ, ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს, ვისაუბრებთ... -კარგი აზრია არა? - გახედა დათოს და სახეზე ფერი ეცვალა. -კარგი შევთანხმდით. ერთმანეთს დაემშვიდობნენ. ევა გაცეცხლებული და გაშეშებული იდგა. -ლიზა შენ რა სპეციალურად... -ახლა მოიცადეე. სახლში ავიდეთ, აქ მე ქალბატონი ლიზა ვარ. - გაიკრიჭა და ლიფტში შევიდა. P.S - პირველ რიგში გამარჯობა. მე გითხარით, რომ შემდეგი ნაწილები დაიდება პარასკევს, შაბათს და კვირას 19:00. ამით ალბათ მიხვდით, რომ დრო არ მიწყობს ხელს, მთელი დღის მანძილზე ყველაფერს ერთად ვერ ვაკეთებ, გადავეჩვიე ამ სიტუაციას. ეს სამი თავი ისე დავწერე საკუთარი თავიც გავაკვირვე... ალბათ მომდევნო თავებს უფრო დალაგებულად დავწერ. ცოტას ჩემს შესახებაც გეტყვით. ეს ჩემი პირველი ისტორია არ არის, ადრე ვწერდი სხვა ექაუნთით, დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაღაც პერიოდი ვერ შევდიოდი ამიტომ... მოკლედ "ჩემი თბილები" და "ტკბილები" იყვნენ რომლებიც სულ მამხნევებდნენ და რჩევებს მაძლევდნენ, აზრს გამოხატავდნენ, ახლა ცოტა მაკლია ეს სიტუაცია... არ გთხოვთ რაღაც სასწაულს, უბრალოდ თქვენი აზრი გამოხატეთ, თუნდაც ერთი სიტყვით, კარგი იქნება ეს თუ ცუდი. "ჯანსაღი კრიტიკა" ყოველთვის კარგია. მიხარია თუ დაგაინტერესათ და ელოდებით შემდეგ ნაწილს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.