ჩიხი (სრულად)
იდევ ერთი საშინელი ღამე მიაბარა წარსულს და მის ძველ, ფერგასულ მოსაცმელს დასწვდა. აქაურობა იმაზე მეტად აღიზიანებდა ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა და მეტიც ვერ იტანდა იმ უჰაერობას რასაც აქ განიცდიდა. თითქმის სირბილით დატოვა ხმაურიანი ბარი და შეერია აგრესიით, ბოღმით სასვე სოციუმს. მიაბიჯებდა მათთან ერთად, თავაწეული თუმცა უამრავი წყვილი თვალი ექაჩებოდნენ ქვემოთ. საღამო ხანი იყო და ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემას ქმნიდა. ჩიხს მიუახლოვდა თუ არა მაშინვე გაქრა თავდაჯერებული სოფიო გასვიანი და მასში შეშინებულმა ქალმა დაიმკვიდრა ადგილი. ფეხაკრეფით გაემართა სახლისკენ, თუმცა ყვირილის და გინებოს ხმა მაინც დაეწია და აიძულა უკან მიეხედა. -შე ახვარო რაო დაკარგე შენი ბოსი? სადაა ის *ლე? მოვიდეს გიშველოს! ღრიალებდა მამუკა ონიანი და გამეტებით ურტყამდა ფეხსაცმლის წვერს კაცის მუცელს. ზუსტად ხუთი წუთი იდგა იქ და უყურებდა უგონოდ მყოფ მამაკაცს. რამდენჯერმე შეტრიალდა და გზა განაგრძო თუმცა გულმა ვერ მოუთმინა და კაცის დასახმარებლად გაიწია. ნელი, თითქმის უხმო ნაბიჯით მიუახლოვდა უგონოდ მყოფს და ზემოდან დააჩერდა. მთლიანად სისხლში იყო ამოთხვრილი და სუნთქვაც ძალიან უჭირდა. ხელი რამდენიმეჯერ დაადო თუმცა რეაქციაც არ ჰქონია კაცს. წვალებით ნაყიდი პროდუქტებიდან წყლის ბოთლი ამოიღო და რამდენიმეჯერ დაასხა თავზე. ამან ნამდვილად გამოიღო შედეგი და ძირს დაწოლილმა მამაკაცმა თვალები მაშინვე გაახილა -ამის დედაც! ჯერ გვარიანად შეიკურთა ვატო კობახიძე შემდეგ კი ქალს ახედა. -ესე ჩავკაიფდი, რო მომელანდა თითქოს მცემეს? ჩაიცინა და წამოდგომა სცადა თუმცა უშედეგოდ. -წითურ ანგელოზს ვხედავ? ქვემოდან ახედა ქალს და ტუჩის კუთხე ჩატეხა -მგონი არ უნდა დაგხმარებოდი! ხელები გულზე დაიკრიფა დეამ და პროდუქტების ჩალაგება დაიწყო. -რატომ ტო? დავიჯერო ეგეთი ცუდი ტიპი ვჩანვარ? -ტყუილად არ ურტყამენ! -მაგრამ ხანდახან უფროსის მუშტი მის თანაშემწეს ხვდება! აი თან რომ არ დამხმარებოდი ჩემი უფროსი შენც გაგიბრაზდებოდა! -ფეხები არ მომჭამოს შენმა ბოსმა! წამოინთო და ზურგი აქცია კობახიძეს. რთული ცხოვრებით ცხოვრიბდა სოფიო გასვიანი. მამა არასდროს უნახავს დედას კი თითქმის ყოველ საღამო აჰყავდა მათ ბინაში საყვარლები რასაც ვერასდროს ეგუებოდა. მერე დადგა დღე როცა გადაწყვიტა წამოსულიყო იმ ქალის სახლიდან რომელსაც შვილადაც არ მიაჩნდა სოფიო და ასე აღმოჩნდა დიდ ქალაქში, სულ მარტო. ყველაფერი წარსულს მიაბარა სოფიომ და ცხოვრება ახლიდან დაიწყო. 23 წლის იყო,სწავლა დამთავრებული თუმცა ცხოვრებაში არ უმართკებდა და ახლაც იმის მაგივრად, რომ საკუთარი პროფესიით გამხდარიყო დიზაინერი, ბარში მიმტანად მუშაობდა. რამდენი ლამაზი ქალი უნახავს სოფიოს და უოცნებია მათ ჩაცმაზე მაგრამ ამაოდ. ის მაინც მიმტანი სოფიო გასვიანი იყო. დილა ქაოსურად დაიწყო. რვა საათზე წამოხტა საწოლიდან და სასწრაფოდ ჩაიცვა ისევ იგივე რაც გუშინ. დეკემბრის ცამეტი იყო. გარეთ საშინელი სიცივე მძვინვარებდა და სათითაო სისხლის უჯრედს უყინავდა ქალს. მშვიდი, გაწონასწორებული ნაბიჯით მიუყვებოდა რუსთაველს. არავის უყურებდა და არც არავის იმჩნევდა გარშემო, მხოლოდ ის იყო... მხოლოდ ის და სხვა არავინ. ბარის კარი შეაღო თუ არა ისევ ის არეული სიტუაცია დახვდა და გულისრევის შეგრძნება ყელში მოაწვა. საკმაოდ პრესტიჟული ადგილი იყო კაკი კანდელაკის ბარი, თუმცა არასდროს უნახავს მისი სახე სოფიოს. ბევრ ცნობილს ნახავდით აქ, ბევრ ბიზნესმენსაც და ბევრ ნაბი*ვარ არსებასაც. გამოიცვალა და მაშინვე შეუდგა საკუთარ, დამღლელ სამუშაოს. ხმაურს მიჩვეული იყო... აქეთ-იქით დარბოდა და სხვადასხვა მაგიდებზე მიჰქონდა სასმელი. დახლთან იჯდა ისევ, რომ დაუძახა ვიღაცამ და მათი მაგიდისკენ წავიდა. არავისთვის შეუხედავს იკითხა რას ინებწბდნენ და სანამ დამკვეთი რამეს იტყოდა ნაცნობ სახეს წააწყდა. -ჰეი წითურო! კაცის ხმამ გაიჟღერა და სოფიოც მალევე წამოენთო ნაცნობ ბგერებზე -აქ მუშაობ? ფეხზე წამოდგა კობახიძე და მის გვერდით დადგა -გაიცანით წითური გოგონა რომელმაც გადამარჩინა! ხელი მოხვია წელზე და გაიკრიჭა. მწველ მზერას გრძნობდა ქალი. ყველა ადგილი ეწვოდა თითქოს ცხელი შანთით წვავდნენ. -ვატო არაა ეს სიცანცარე საჭირო! ერთ-ერთმა ურჩია და ვატოც მალევე დაწყნარდა. -რა სიცანცარე ტო ღადაობ? პირველი ადამიანია რომელმაც თქვა ,,შენმა ბოსმა ფეხები არ მომჭამოსო" -მართლა? კუთხეში მჯდარმა ქუდიანმა თავის ამოწევა ინება და ახლოდან დააკვირდა ქალის ნაქვთებს. ლამაზი იყო სოფიო... დახვეწილი ნაქვთებით და ულამაზესი ტუჩებით... ლერწმის მსგავსი ტანით და მოქნილი გრძელი თითებით. წითური ანგელოზი გინახავთ? თუ არ გინახავთ და ვეჭვობ ასეა სოფიოს თუ სადმე დაინახავთ მიხვდებით, რომ ანგელოზია. -კი ზუსტად ეგრე თქვა! ისევ საფირმოდ გადაიხარხარა კობახიძენ და სოფიოს მოთმენის ძაფიც გაწყდა. -საკუთარი ბოსებით დამუქრება მოდაშია? თუ შენ არაფრის თავი არ გაქვს მის გარეშე! და საერთოდ სხვა მოგემსახუროთ, რომ ჩამოვდექი მოცლილივით! ესენიც შენნაირები არიან! სათითაოდ მოავლო მზერა ყველას. -შენი უფროსი აქედან გაგადებს ამის გამი დამშვიდდი! ვატოს მზერას, რომ წააწყდა ისევ მოეშალა ნერვები -ჩემი უფროსი იმედია თქვენზე ჭკვიანი, განათლებული და რაც მთავარია სუფთა გულისაა! ბანდიტებო! ფეხები დააბაკუნა პატარა ბავშვივით და მათ მაგიდას გაეცალა. -კაკი! გვერდით მჯდომმა ქუდიანს გახედა და მაშინვე ამოიკითხა მის სახეზე გაბრაზება. -რა გაბრაზებს ვერ გავიგე? -დედაც მოვტყან ნერვები არ მაქვს და ახლა კიდე ეს ლაწირაკი ბავშვი! -23 წლისაა! -მე 32 რამე პრობლემა? ხმა გაუმკაცრდა კანდელაკს -მოგეწონა? ბასილაიამ ვატოს აბრჭყვიალებულ თვალებს გადახედა. -ძაან საყვარელია, როგორც ქალი კი არა მისი ქცევები მომწონს. მისი სინაზე და სიველურე ისე ერწყმება ერთმანეთს... კარგი გოგოა! -ალქაჯი შეგიყვარდა ვატუსი? ახარხადა ბესარიონი. -გააჯვით! ხელი აიქნია და მდუმარე კანდელაკს გახედა. -კაკი რა გჭირს? -ეხლა არა ვატო ეხლა არა! ფეხზე წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით ავიდა მეორე სართულზე. კაბინეტის კარი ლამის შეანგრია და ხმაურით გამოსწია სკამი. გიჟს ჰგავდა კაკი კანდელაკი. საკუთარ თავზე უფრო ბრაზობდა ვიდრე სხვებზე, მაგრამ ცხოვრებაში პირველად მოუნდა ეცემა და თავპირი დაელეწა მისი ახლო მეგობრისთვის. კარზე ფრთხილად დააკაკუნეს და მაშინ ოდნავ დამშვიდდა, სახე დაალაგა და ისე ჩაეშვა სავარძელში. მის წინ წითური იდგა მოწიწებით. ჯერ თვალებს არ დაუჯერა სოფიომ და რამდენჯერმე საკუთარი თავიც დაწყევლა და ზედ ნიცაც მიაყოლა. -ბატონო კაკი! ამოილუღლუღა და მუხლებში ძალა გამოეცალა -გისმენ სოფიო! თვალები მის ყელს მოავლო, სამი ხალი, რომ ვარსკვლავივით ციმციმებდნენ... მერე მზერა მის დაბნეულ თვალებს გაუშტერა. -წყალი შეიძლება? ძლივს ამოილუღლუღა და იქვე დადებულ ჭიქას დასწვდა. ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა მთლიანი ჭიქა და ფრთხილად დააბრუნა კუთვნილ ადგილზე. -ბატონო კაკი! ხმა ისევ უკანკალებდა გასვიანს -გისმენ სოფიო! ისწვ მკვეთრად წარმოთქვამდა მის სახელს კაკი კანდელაკი -მოკლედ მე სამსახურიდან მივდივარ! არაა, არაა მე კი არა ნიცა მიდის თანაც შვებულებაში. თითები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში და კაცის ცივ თვალებს გაუსწორა მზერა. მთელი სხეული უთრთოდა გასვიანს, გული ამოჯდომას ჰქონდა თუმცა შეძლებისაგვარად ახერხებდა ამ ყველაფრის დამალვას. -მითხრეს უკვე! ფეხზე წამოდგა კანდელაკი. ნელი, უხმო ნაბიჯით გაიარა მათ შორის მანძილი და მის წინ, ოსტატურად დადგა. მძიმე სუნთქვა, ყელზე ეცემოდა გასვიანს და მეტად ძაბავდა. კაცის თლილ თითებს წამით გაუსწორა მზერა და მერე დაიკარგა... მის თითებში დაიკარგა სოფიო... მისი თლილი თითები შემოეჭიდა ქალის წვრილ მკლავებს. ვერაფერს ხედავდა გასვიანი... სტკიოდა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა.. სიმბოლური კაკუნის ხმა და მისი გათავისუფლებული მკლავი... -შეგიძლია გახვიდე! უემოციო ტონი და ისევ დაკარგული სოფიო გასვიანი. ____ ,,დავიკარგე... კაკი კანდელაკის შემდეგ დავიკარგე და ახლა ისევ მას მივსდევ... არ მიყურებს მაგრამ მის მზერას ვგრძნობ... არ მეხება მაგრამ მის შეხებას ვგრძნობ... მის სუნთქვას ისევ ვგრძნობ ყელთან. ჩემს აცეკვებულ გულს ვგრძნობ მის დანახვაზე მაგრამ ჩამქრალ თვალებსაც ვგრძნობ... ჩემს ჩამქრალ თვალებს ვგრძნობ ქერა ეშმაკის დანახვაზე, მას რომ გვერდს უმშვებენს. შეხვედრიდან ერთი თვე გავიდა... ნეტავ სულ არ მენახე... ნეტავ არასდროს ჩამეხედა იმ სარკეში სხვები, რომ თვალებს უწოდებენ." წერა დაასრულა და ბლოკნოტი ჩანთაში ჩააბრუნა. თვალები ეწვოდა უკვე ისე დაიღალა, თუმცა გმირულად იდგა ფეხზე და კლიენტებს უღიმოდა. მობეზრებული ჰქონდა უკვე ყველა წამი თუმცა ვერ მიდიოდა. ბევრჯერ მოიკრიბა ძალა, რომ ეთქვა კანდელაკისთვის წავალო თუმცა ვერ ამბობდა. სიტყვებს ვერ პოულობდა ამისთვის. ბოლო წყვილი გააცილა ღიმილით და ხელები უღონოდ ჩამოყარა. მხოლოდ ის იყო დიდ სივრცეში... თვალი მოავლო ყველა კუნჭულს და საბოლოოდ მზერა ჩაბნელებულ ოთახს მოავლო ქალის კისკისი, რომ აყრუებდა. სისხლი აუდუღდა... ფეხები არ ემორჩილებოდნენ... მერე იყო ვატო კობახიძე და მისი გულწრფელი ღიმილი,რომელმაც აზრზე მოიყვანა. -წითურო! ისევ თბილად მიმართავდა სოფიოს. -გამარჯობა ბატონო ვატო! ბაგეები ერთმანეთს დააშორა სოფიომ და წყალი მოსვა. -ისევ არ გელაპრაკება? -ვინ? გაიკვირვა ქალმა -გთხოვ არ გინდა. მე ყველა მასზე შეყვარებული ქალის თვალები მინახავს. ყველა სოფიო მაგრამ შენნაირი არა. ამის დედაც მშურს კანდელაკის. შენი თვალები მხოლოდ მას ხედავენ... როგორ ინთება მის დანახვაზე შენი თვალები ნეტავ იცოდე, მაგრამ მაშინვე ქრება როცა უემოციოდ ადის ზემოთ. ახლაც ჩამქვრალი გაქვს თვალები! ალბათ, იმიტომ რომ ნინას სიცილი აყრუებს აქაურობას. -სისულელეა! ხელი გააქნია სოფიომ და ჩანთას დასწვდა -სისულელე ისაა, რომ შენ შეგიყვარდა კაკი კანდელაკი. ესეიგი უკვე ჩიხში ხარ! ___ 23 დეკემბერს ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. 9 დღე იყო დარჩენილი ახალ წლამდე თუმცა სოფიო არ ჩქარობდა. ისევ ბარის ერთ ბნელ კუთხეში იჯდა და ცრემლებს უხმოდ ყლაპავდა. მის წინ მჯდარ კაკი კანდელაკს უყურებდა... მერე იგრძნო შეხება და კობახიძეს ახედა. -სოფიო! -გამარჯობა ვატო -როგორ გამხდარხარ! გაოცება ვერ დამალა კაცმა -რას ამბობ? გაიკვირვა გასვიანმა და ფეხზე წამოდგა -სულაც არ ვარ გამხდარი! თავი გააქნია და შეძლებისდაგვარად გაიცინა -ასე როგორ შეგიყვარდა? მზერა ესროლა სოფიოს და უხმოდ გაეცალა იქაურობას. მთელი დღე ვერ მოიცალა დასაჯდომად. ერთი მაგიდიდან მეორეზე გადადიოდა... მარტო იყო ამხელა ბარში. ჩამოჯდომას აპირებდა ნაცნობი მაგიდიდან ქერა ქალმა, რომ დაუძახა და უხმოდ მივიდა მათთან. გულის რევის შეგრძნება მაშინვე მოაწვა ყელში, ქალზე შემოხვეული კაკი, რომ ნახა ნასვამ მდგომარეობაში. -წყალი, რომ მოგვიტანო შეიძლება? ქალის წკრიალა ხმამ წამით ისიც მონუსხა და უხმოდ დაუქნია თავი. თითქმის სირბილით მიირბინა დახლთან და წყლით სავსე ჭიქა მიუტანა წყვილს. -სოფიო! ნაცნობი ხმის გაგონებაზე ნაწილებად დაიშალა გასვიანი. ფრთხილად შებრუნდა მათკენ და ისევ იმ თვალებს წააწყდა ასე, რომ უყვარდა. -დიახ ბატონო კაკი! თავი შეიმაგრა ქალმა. -ჩიხიდან გასასვლელი აღარ არსებობს! მზერა მის ყელს გაუსწორა კაცმა, მერე წამოდგა და ქერა ქალის გარეშე დატოვა ბარი. #2 ოცდათერთმეტ დეკემბერს მსხვილმა ფანტელებმა თბილისი მთლიანად გაათეთრა. მოღუშული სახით შეაბიჯა გასვიანმა ნაცნობ ბარში და მალევე მოირგო მიმტანის ფორმა. თვალის ფერი გაცრეცოდა სოფიოს. მქრთალ ღაწვებზე ოდნავ წითელი ფერი დაჰკრავდა უჩვეულოდ. არავის უყურებდა არც კაკის ძებნა დაუწყია მის გაცრეცილ თვალებს. იჯდა... ერთ წერტილზე ჰქონდა მზერა მიყინული და ფიქრობდა... ბარში Artificial love მაღალ ხმაზე ჟღერდა. მყუდრო გარემო იყო პირველად ამხელა ბარში და სოფიოც მიშვებული იჯდა. მხარზე მძიმე ხელის დადებისას ოდნავ შეკრთა და კანდელაკს ახედა. -გამარჯობა სოფიო! -გამარჯობათ ბატონო კაკი! ოდნავ, მოჩვენებით გააპო სახე. -დღეს თოვს სოფიო. ქალის თვალებს უყურებდა და მის შეცნობას ლამობდა -ხო რატომღაც თოვს! მხრები აიჩეჩა ქალმა და ისიც აჰყვა თავხედ მზერაში კანდელაკს. -და შენ ახლა რა გინდა სოფიო? ქალის მწვანე თვალები სულ ოდნავ გაფართოვდა მოულოდნელობისგან მერე კი ისტერიულად მოედო მის სახეს ბედნიერება -ახლა სადმე მშვიდ კაფეში მინდა ბატონო კაკი, რომელსაც სავარაუდოდ თქვენ არ კადრულობთ. კუთხეში ჯდომა და იქიდან ფანტელებით სავსე სივრცის ყურება მინდა. კიდევ უჩვეულო სითბო მინდა და ყველაზე მთავარი მწვანე ჩაი ზუსტად ღამის თორმეტ საათზე. კიდევ ერთხელ ახედა გაადრულ კანდელაკს და უაზროდ გაეღიმა -კიდევ ახალი წელი მინდა შენთან ერთად! თვალები მოაშორა კაცს და საკუთარ გამბედაობაზე გაეღიმა. -ბანალურია სოფ! ბანალური მაგრამ ყველაზე მაგარი ახალი წელი! წელის მიდამოზე კაცის სითბოთი სავსე თითის ბალიშები იგრძნო და უხმოდ გაჰყვა. მიდიოდა კანდელაკი და ყველაზე ლამაზი ქალი მიჰყავდა მასთან ერთად. მიმტანის ტანსაცმელი ეცვა სოფიოს. თმები მხრებზე ჩამოშლოდა... ლოყები ბედნიერებისგან უხტოდა... წითელ ბაგეებზე სიცივე აცეკვებულიყო და ოდნავ დახეთქვოდა წითურს ტუჩები... მოხდენილი ნაბიჯით მისდევდა კაცს. არ იცოდა სად მაგრამ მაინც მიჰყვებოდა კანდელაკს. მანქანის კარი კაკიმ გაუღო და სავარძლისკენ მიუთითა. ისევ იგივე ღიმილით დაჯდა სანატრელ ადგილზე და დაელოდა მძღოლს. სალონში არსებულმა მენთოლის სუნმა მთლიანად მოიცვა სოფიოს ფილტვები და მასში გამეფდა. მანქანა დაიძრა... ბედნიერება ისევ ჯიუტად ეთამაშებოდა ქალის სახეს... თავხედი მზერით მისჩერებოდნენ მისი თვალები კანდელაკს... გზა იყო ყველაზე ამაღელვებელი და მერე გამოჩნდა ის ადგილი... კარი ისევ კაცმა გაუღო და სოფიოც ისევ მოხდენილი ნაბიჯით გაჰყვა. იცოდა ეს ადგილი გასვიანმა, მეტიც ხუთი თითივით იცნობდა ყველაფერს აქ. სიმშვიდეში ერთად შეაბიჯეს და კუთხეში არსებული ადგილისკენ დაიძრა კაკი სადაც უკვე ისხდნენ. უხმოდ გაჰყვა სოფიოც... წყვილმა მათ დანახვაზე უემოციოდ აიქნიეს ხელი და უბრალოდ წამოდგნენ. იქ დაჯდა კაკი და გვერდით მოისვა სოფიო. სითბო ფეხის თითებიდან უძვრებოდა ქალს და გაყინულ სხეულს აუჩქარებლად უთბობდა. -მწვანე ჩაი მოგვიტანე! საყვარელ ხუჭუჭა გოგონას გადასძახა კანდელაკმა და სიგარეტის ღერი თავხედურად მოიქცია ტუჩებში. მიუხედავად იმისა, რომ სოფიო ვერ იტანდა მწეველებს ახლა ყველაზე მიმზიდველი ეჩვენებოდა კაკი და სიგიჟემდე უნდოდა მის კანში შეძრომა. -პირველად აქ გნახე! მოულოდნელად დაიწყო კაცმა ლაპარაკი და მზერა ფანჯარას გაუსწორა. -აბუზული გოგონა ვნახე პირველად აქ, ბევრი კონსპექტით და წიგნებით ხელში. მაშინაც სიმშვიდე მოდიოდა შენგან. მწვანე ჩაის სვამდი და თან რაღაცას წერდი. თმები ფანქრით გქონდა შეკრული, წარბები შეჭმუხნული და რაღაცაზე ბრაზობდი. მაშინ პირველად გამეცინა გულწრფელად გოგოზე. მეორედაც აქ გნახე... მოღუშული სახით. თავპირი ჩამოგტიროდა მაგრამ მაინც სვამდი მწვანე ჩაის და ჯანდაბა. მაშინ პირველად შევნიშნე შენს ყელზე არსებული სამი თავნება ხალი. მეძახდნენ შენთან მაგრამ არ მოვედი. მერე სამსახურში გნახე ვატოსთან. იმდენად გავბრაზდი მაშინ, რომ კონტროლი დავკარგე საკუთარ თავზე. მაღიზიანებს ყველა ის უმნიშვნელო წამი, როცა სხვა კაცი განუგეშებს. ჯანდაბა სოფ მე შენი ყველა დაღვრილი ცრემლი ეგოისტურად მისწორდება იცი? მხოლოდ მე მეკუთვნის თითოეული ჩამოგორებული წვეთი მაგ თვალებიდან და მსიამუვნებს. რაღაც სულელურს ვგრძნობ... 32 წლის ასაკში გასულელდა კაკი. თავის სიტყვებზე თვითონვე გაიცინა და თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა. -მოვა დრო როცა იქნები ჩემს გვერდით! შენთავს ვფიცავარ იქნები და რა სტატუსით არ ვიცი. უბრალოდ არც იფიქრო, რომ შეგიძლია ადგე და შემეშვა. უსმენდა გასვიანი და თითოეულ სიგმტყვას ატარებდა ტვინში. არ უკვირდა არაფერი მეტიც არც უხაროდა და არც სიხარულისგან იყო გაგიჟებული, უბრალოდ ფიქრობდა რატომ ხდებოდა მის თავს ასეთი რამ. უყვარდა კაკი? დიახ უყვარდა ეს კაცი მაგრამ ეშინოდა... ეშინოდა იმ დღის როცა გაიღვიძებდა და აღარ იქნებოდა მის გვერდით კანდელაკი. თორმეტი საათი იყო მწვანე ჩაი პირველად, რომ მოსვა და ხელები ჭიქაზე ახლართა. ყველაფერი კარგად იყო, კაკი უკვე მეოთხე ღერს ეწეოდა მაგრამ ყველაფერი კარგად იყო. კაფე იყო მეტად მშვიდი... თორმეტი საათი და მწვანე ჩაიც იყო... და ყველაზე მთავარი კაკი იყო მის გვერდით. თორმეტს გადასცდა... ფიფქები ისევ დათარეშობდნენ თბილისის ქუჩებში... ახალ 2019 წელს შემოეხსნა კარი და ყველასთან დამდგარიყო. ბედნიერი იყო სოფიო. ახალი წელიც ბედნიერი იყო სოფიოთი. კაფე ორ საათზე დატოვეს. მისამართი არც უკითხავს ისე მიიყვანა კუთვნილ ადგილზე და თვალებდაწვრილებულმა გადახედა ქალს. -ღამემშვიდობოს სოფიო! -ახალწელს გილოცავ კაკი! წვერიან ლოყაზე ტუჩები მიაწება და მერე ფრთხილად დატოვა ავტომობილი. სახლის კიბეზე ასულს ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა. -,,მეც გილოცავ ახალ წელს სოფ" სახე გაებადრა... კაკის სურნელით გაჟღენთილი ქურთუკი საკიდზე დაკიდა და აბაზანაში შეიკეტა. სოფიოდან წამოსულს ღიმი სახეზე ჯოუტად დასთამაშებდა და მობილურს ხელში ათამაშებდა. სამი იყო დაწყებული.. ხალხი ისევ გარეთ იყო ... სიცილი აყრუებდა თბილისის დიდ ქუჩებს და კაკიც უნებურად ჰყვებოდა მათ გულწრფელ ბედნიერებას. აზრები ერეოდა თავში... მანქანა ისევ მოაბრუნა და სოფიოს მიმართულებით აიღო გეზი. ასე ვერ წავიდოდა... კიბეები ერთი ამოსუნთქვით აიარა და კარზე ზარი დარეკა. სუსტი ნაბიჯების ხმა სქელ კარშიც კი კარგად ესმოდა... საკეტის ხმაც მალევე გაიგო და მერე გამოჩნდა ქალის სილუეტი. მწვანე ხალათში გახვეული სუსტი სხეული... -კაკი! გაოცება ვერ დამალა სოფიომ -ჩაიცვი მიდი ქვემოთ გელოდები ბაკურიანში მივდივართ. მხოლოდ ეს სიტყვები არანაირი შეხება. მხოლოდ სიტყვები და მერე მოქმედებები. შავი აუდის მარკის მანქანა ღამის ოთხ საათზე უკვე ბაკურიანის გზას დაადგა. არანაირი შეხება, უბრალოდ სიგიჟემდე შეყვარებული ორი გული. ----- ,, ახლა დავიბადე... ვგრძნობ სიხარულს და მის მნიშვნელობას. ვიაზრებ ყველა იმ წამს რაც მაკავშირებს უკვე ამ კაცთან და ეგოისტურად მსიამუვნებს მის გვერდით ყოფნა. მსიამუვნებს მის დანახვაზე აცეკვებული გული და ამღერებული უჯრედები. 13 დეკემბერს ვნახე პირველად. მაშინ დიდი თოვლი იყო ქალაქში..." #3 ნაცრისფერი ცის ქვეშ ისხდნენ... ყელზე სიმბოლურად მოხვეული ხუთი თითი უთბობდა მთელს სხეულს.. ისევ არანაირი შეხება არც ჩახუტება უბრალოდ ყელზე მოხვეული ხუთი თითი... ღიმილით მორთული სახე და მასზე აცეკვებული ფიფქები... ,,რომელი საათია?" იკითხა სოფიომ მაგრამ პასუხი იგვიანებს. მოხვეული თითები ახლა ხელზე სრიალდებიან და სადღაც იკარგებიან. ფეხზე დგება კანდელაკი. -ძილის საათია სოფ! არ შეხებია ისევ მაგრამ კარგად გრძნობდა იმპულსებს ქალი. მასში გამეფებულ ვნებასაც კარგად გრძნობდა. აბაზანიდან პროვოკაციულად მოკლე პენუარით გამოვიდა. კანდელაკის აბრჭყვიალებული თვალები მაშინვე სარკისებრი გახდა. სოფიოს გრძელ ფეხებს მზერა ააყოლა და ისევ სამ აცეკვებულ ხალზე შეჩერდა. მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.. მერე მეორე... და საბოლოოდ დაფარა მანძილი მათ შორის. ცხელი სუნთქვა ეთამაშებოდა სოფიოს ყელს და მთლიანად გადაჰყავდა სხვა სამყაროში. კანდელაკის ცხელი თითის ბალიშებმა მის ლავიწზე რომ გადაიარა უმისამართოდ ამოუშვა ბგერები. ცხელი ტუჩების მიწებება იგრძნო ყელზე და ამან მეტად გაათამამა სოფიო. კაცის სვიტერი ერთი ხელის მოსმით ასწია ზემოთ და მისი სიცივისგან გაყინული თითები ააცეკვა კანდელაკის მხრებზე. დიდი სავსე მთვარე მთლიანად ანათებდა ნაცრისფერ ოთახს... სოფიოს გლუვ კანზე ტუჩები ოსტატურად ააცოცა და საბოლოოდ გამოეთიშა ქალი ყველაფერს. რბილ ზეწარზე დაეშვა და თან გაიყოლა მამაკაცი. -სოფიო! ისევ აკონტრილებდა საკუთარ თავს კანდელაკი. -საბოლოოდ მინდა შევიდე ჩიხში სადაც ისედაც ვარ! თვალებ აბრჭყვიალებული ქალი მალევე შეცვალა მუცელში აფეთქებულმა სითბომ. ყველგან გრძნობდა კაცის ცხელ ტუჩებს, რომელიც წვავდა. საბოლოო დეტალმა ყველაფერს საკუთარი ადგილი მიუჩინა ჩიხში სადაც არეულად ეყარა ყველაფერი. ქალი, მამაკაცი,გრძნობები და ყავის ფინჯნები... ,,მკითხავ -რომელი საათია? მე კი გიპასუხებ, რომ -ჩვენი საათია!" დილა არაჩვეულებრივად დაიწყო. რომანტიკოსობის გარეშე, ჩვეულ ფორმაში ადგა კანდელაკი და აივანზე გასულმა მოუკიდა სიგარეტის ღერს, რომლის კვამლიც ბაკურიანის ჰაერს გაჰყვა უსასრულობაში. ზურგით იდგა მაგრამ კარგად გრძნობდა სოფიოს ყველა გატოკებას. სიგარეტის ბიჩოკი სანაგვეში მოისროლა და ოთახში შებრუნდა. სითბომ ესევე დაუარა მთელს სხეულში და საბოლოოდ გამეფდა კიდეც. -რომელი საათია? ჩვეული წკრიალა ხმით იკითხა სოფიომ და თვალები დაქაჩა -შეგიძლია იძინო. -არ ვარ მიჩვეული ასეთ დროა ძილს. გაუღიმა და საკუთარ ფუმფულა სვიტერს დასწვდა. -ამის შემდეგ მიეჩვევი -იყოს არმინდა. მირჩევნია არაფერი შეიცვალოს ჩემს ცხოვრებაში. -მაგრამ იცვლება. შენი სტატუსი ახლა შეიცვალა -და გგონია იმის გამო, რომ კაკი კანდელაკი სიყვარულში გამომიტყდა ამით რამე შეიცვალა? მითუმეტეს ჩემი სტატუსი არ შეცვლილა. არ მინდა შენით მოვწონდე ვინმეს ან მაფასებდეს. -მაგრამ შენ ჩემს გვერდით ხარ! მთავარი ესაა! არასდროს გეტყვი, რომ ვინმე ჩემს გამო დაგაფასებს! შენ ისეთი ხარ, რომ შენს გვერდით როცა მნახავენ ალბათ მეტად დამაფასებენ. -და მაინც რომელი საათია? -ცამეტი საათია! ორივეს გაეცინა... მერე კი ისევ დაკარგეს დროის აღქმა.. შუადღის პირას თხილამურებზე იდგნენ და გულახდილი სიცილით მისრიალებდნენ. თეთრი ფიფქებიც ხარობდნენ მათით... მხოლოდ ორი დღე იყო გამოთიშული კანდელაკი საკუთარ გადატცირთულ ცხოვრებას მერე კი ერთად დაუბრუნდნენ ხმაურიან თბილისს. სოფიოს ისევ ჩვეული ფორმა ეცვა და გადაღლილი სახით დაჰქონდა სასმელები აქეთ-იქით. -გამარჯობა ქალბატონო რძალო! ვატოს ხმამ ისევ გაამხიარულა და მისკენ შეტრიალდა -სტატუსი მომწონს! -მარტო ამიტომ შეიძლება მიყვარდე როგორც მეგობარი, რომ გულახდილი ხარ! -მოგატყუებ თუ გეტყვი, რომ კაკის ცოლობა არ მინდა! მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ სიმშვიდე მინდა. -და მასთან არაა სიმშვიდე? -არა არაა! მასთან სიმშვიდეა ოღონდ თუ ის კაკი კანდელაკი არაა ჩემთან და უბრალოდ კაკია! ანუ ძაან ჩვეულებრივი როცაა სიმშვიდეა და თანაც როგორი. -ხო მართლა დღეს ბედობაა! -მე ისე კაკის უნდა დავებედო. -ეჭვიც არ მეპარებოდა! გაიცინა და წყალი მოსვა. ახალი წლის დღეები ერთმანეთს სასწრაფოდ ენაცვლებოდნენ და სულ მალე მიილია კიდეც ამ დღესასწაულის სასწაული დღეები. სახლში იჯდა და ფილმს უყურებდა. სამყაროს გამოთიშულმა მხოლოდ კარზე ბრახუნმა მოიყვანა გონს და მშვიდად დაიძრა კარის გასაღებად. -ჯანდაბა! კარში გაცეცხლებულ კანდელაკს, რომ მოავლო მზერა მაშინვე ამოხდა და უკან შეტრიალდა. -დედას შევეცი გინდა მომკლა ნერვიულობით? მხოლოდ უხეში სიტყვები... ტონს ერთი დონითაც არ აუწევია -მშვენიერი ფილმია კაკი გინდა ჩემთან ერთად უყურო? -სოფიო! თვალები დააბრიალა კაცმა და ჰალსტუხი ერთი ხელის მოსმით მოიშორა. -პოპკორნიც მაქვს! მის წინ დაჯდა და ისევ განაგრძო ფილმის ყურება. -ნუ გგონია შენი სკოლის ლაწირაკი ბიჭი ვარ რომელსაც შენზე უდგება და მაგრად ჰკიდია ტელეფონს უპასუხებ თუ არა გესმის? მითუმეტეს როცა ცხოვრობ აქ სადაც იმდენი *ლეა რამდენი ვარაკვლავიცაა ცაზე. -ონიანს თუ გულისხმობ მიცნობს. -ონიანის დედას შევეცი გაიგეე? მაგ სახელს კიდევ ერთხელ ახსენებ და მაგრამ ვიჩხუბებთ. -ვერ გავიგე რა გინდა კაკი! ფეხები აკეცა და ჩაის ფინჯანს თითები გადაატარა. -საცხოვრებლად სხვაგან გადახვალ. -კარგი გადავალ! ასე გაწყობს? თავი გიქნიო ყველა ხუშტურზე? -ხო უნდა მიქნიო თავი მაგრამ ყველაფერზე არა! რაც შეეხება ამ საკითხს გადაწყდა უკვე! აქედან არაფერი მოგაქვს ყველაფერი დაგხვდება. -უკვე დაიწყე მოქმედებები შენეულად? -მე დიდი ხანია ჩემეულად ვმოქმედებ! -და რა უფლებით? ფეხზე წამოიჭრა სოფიო და არც კანდელაკმა დააყოვნა მასთან ახლოს მისვლა. ცხელი სუნთქვა ყელზე ედებოდა და მთელს სხეულში ვნების ნაპერწკალს აღვივებდა. -ჩიხში ხარ სოფ! სადაც გადაწყვეტილებას მე ვიღებ! ყურთან ახლოს აკოცა და თითით ანიშნა მოემზადეო! გარდა იმისა, რომ ამ სახლთან ბევრი ცუდი აკავშირდებდა მაინც ძალიან უჭირდა ყველა ნაბიჯის გადადგმა და საბოლოოდ ზღურბლზე გადასულმა კიდევ ერთხელ მოავლო ხის მისაღებს თვალი. ეცოტავებოდა ყველა დღე რომელიც აქ გაატარა თუმცა მაინც დადგა ზურგით და გაიხურა სახლი რომელმაც დამოუკიდებლობის ფასი ასწავლა. მანქანაში ხმა არცერთს ამოუღია. რადიოდან ჯიუტად მოისმოდა Don't give up on me. -ეს ფილმი იცი? მყუდროება კანდელაკმა დაარღვია და მის თვალებს გახედა წამით. -კი. ორი ნაბიჯით შორს! თუ არ ვცდები -რაღაც მაგდაგვარია სახელი არ მახსოვს მხოლოდ ფრაგმენტები და ეს მელოდია! -შენ რა ფილმებსაც უყურებ? -რატომ გგონია, რომ ჩვეულებრივი ადამიანი არვარ? -ხაარ? -კი იმაზე მეტად ვიდრე გგონია. მანქანა შეანელა და საბოლოოდ მწვანე ეზოში შეაჩერა. ჩვეულებრივი ორ სართულიანი სახლი იდგა, მწვანე შემოგარენით. ბევრი ხე ნაწილობრივ ფარავდა სახლის წიმა ფასადს, რომლის თითოეული დეტალი გემოვნებასთან პირდაპირ კავშირში გახლდათ. -ახლა ზამთარია და შენთან მაინც მწვანეა ყველაფერი! -ხო ეს ხელოვნურია. მაგრამ ბუნებრივიც მალე იქნება. -და დალოდებოდი ბუნებრივს. ხელები გულზე მიიბჯინა და უკან მიჰყვა კანდელაკს. -სოფიო მეჩვენება თუ ყველაფერზე მეკამათები? ზემოდან დახედა ქალს. -გეჩვენება! ხელები გადააჯვარედინა და წინ წავიდა. ბევრი დრო არ გაუტარებია კაკისთან ერთად. საქმეებზე გაქცეულს ბოლოს დააწია სიტყვა და იმის მერე არ შეხმიანებია. სახლში იჯდა... თეთრ ფანტელებს უყურებდა და ცხელი ფინჯანი ეჭირა ხელში... ბევრს არაფერზე ფიქრობდა და არც ილუზიებით იწუხებდა თავს. მოსწონდა აქაურობა მაგრამ განსაკუთრებით ბუხარში ხმელი შეშისგან გამოწვეული ხმები. -დავბრუნდი! კანდელაკის ხმამ მალევე გაარღვია ჰაერი და სოფიოს ყურთასმენას დასწვდა. -გელოდი. კაცისკენ წავიდა. -დავაგვიანე ხო? ოდნავ გაიღიმა და პიჯაკი გვერდით მოისროლა -არც გამიგია დრო როგორ გავიდა. -კარგია! ვისკის ჭიქა მინის მაგიდაზე დააბრუნა და ტელევიზორს გახედა საიდანაც საკუთარი თავი კარგად ამოიცნო. -დედას შევეცი! შეიკურთხა კანდელაკი და მობილურს დასწვდა -გავაფრთხილე მე ეგენი. ვერ გავიგე დავა უნდათ? -დედას მოვუტ*ნავ ნოდარ! გააფრთხილე შენი შვილი ან დაახვიოს მაქედან ან არადა ყველას ერთად ჩავძირავ. გაბრაზებულმა მოისროლა მობილური და ბოლომდე გამოცალა ჭიქა. -დღეს გარეთ დავიძინებ ადი შენ! -მე შენი ხელქვეითი არ ვარ ბატონო კაკი და როგორც ჩანს გავიწყდება! -სოფიო არ გამაბრაზო! კბილებში გამოსცრა კანდელაკმა და სიგარეტს მოუკიდა -ახლავე წავალ აქედან თუ არ მოეშვები ასეთ სისულელეებს და მითუმეტეს ბრძანებებს. -ვერც ახლავე და ვერც მერე ვერ წახვალ აქედან ეს ერთი და მეორე არავინ გიბრძანებს უბრალოდ ძალიან არ მინდა ნახო ისეთი კაკი რომელიც არავის უნახავს. -და მაინც როგორი არ უნახავთ კაკი? კაცთან ახლოს დაჯდა და პროვოკაციულად გაუყარა მზერა. -ქალის გამო სუსტი კაკი არ უნახავთ არასდროს! -და ახლა? -ახლა ხანდახან ასეთია! უკვე გრძნობდა სოფიოს კანის სიმხურვალეს კანდელაკი. -სუსტია? -ხო სუსტია! ქალის სუსტ სხეულს დასწვდა და ბოლომდე მოიქცია საკუთარ მკლავებში. -ნეტავ იცოდე რის გამკეთებელი ვარ შენს გამო. თითები ფეხებზე ააცოცა და მალევე მიაღწია სასურველ ადგილს, რასაც მაშინვე მოჰყვა სოფიოს კვნესა. გარეთ თოვდა. უამრავი კაცი იცავდა კაკი კანდელაკის სახლში მყოფი ქალის სიმშვიდეს. ,,მკითხავ რომელი საათია! მე კი გიპასუხებ, რომ მონატრების საათია რომელიც შენს გვერდითაც ისევე მახრჩობს როგორც შენს არ ყოფნაში" #4 იმდენმა დღემ ჩაიარა, რომ უკვე მარტის შემობრძანებას ზეიმობდა თბილის-ქალაქი და ქალბატონი სოფიოც ბედნიერი სახით იდგა კარში. მისკენ მიმავალ კაკის ელოდა, რომელიც თითქმის სირბილით შევარდა სახლში და მაშინვე აიტაცა ქალის სუსტი სხეული ხელში -მომენატრე! ამოიხრიალა და ტუჩები ყელზე მიაწება -კაკი გარეთ მინდაა! როგორც ყოველთვის აჟიტირებული სოფიო არ აძოევდა დასვენების უფლებას. ბრაზ მორეულმა ახედა საყვარელ ქალს და მერე წინა გასეირნების დროს მომხდარი ინციდენტი დაუდგა წინ. -ჯანდაბა. ამოიგმინა და ქალის ბაგეებს დასწვდა -ჯანდაბა სოფ რას მიშვები? ქალის მკერდთან ჩურჩულებდა კანდელაკი და მთელს მოთმინებას იყენებდა, რომ სიყვარულისგან და ვნებისგან ძვლებში არ დაემტვრია სოფიო. მაგიდაზე ქალის შიშველი სხეული მისვენებულიყო. ღრმად სუნთქავდა და საუბარში გართულ კაცს თვალს არ აშორებდა. ადგომას არც კი ცდილობდა იმდენად ჰქონდა ძალა გამოცლილი. სიგარეტის ღერს დასწვდა და მხოლოდ ერთი ნაპასის დარტყმა შეძლო, მეტისთვის უბრალოდ ძალა არ ეყო და თავი კანდელაკისკენ გადააგდო, რომელმაც კიდევ ერთხელ შეავლო სოფიოს სხეულს თვალი და ხელში აიტაცა. -გეძინება? თმაზე მიეფერა -მეძინება. თავი დაუქნია და უფრო მეტად მიეკრა. -მიდი იბანავე და მერე დავიძინოთ კარგი? თუ გინდა ერთად ვიბანაოთ. -კიი რაა! ხელები ყელზე მოხვია და მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს როცა ოდნავ გრილ წყალში კანდელაკთან ერთად ჩაეშვა. -ცივია! მჭიდროდ მიეკრა კაცის სხეულს და კანდელაკმაც უფრო მეტად მიიხუტა. თბილ საწოლში სოფიოსთან ერთად დაწვა და მთელი ღამე მის ყურებაში გაატარა. მშვიდი იყო სოფიო... ყოველთვის ყველგან და ყველანაირ ვითარებაში აკარგვინებდა ჭკუას კაკის. -მიყვარხარ! ამოიჩურჩულა ქალის ტუჩებთან და ფეხზე წამოდგა. საათი ხუთს აჩვენებდა. კიბეები ჩაირბინა და სამზარეულოში შეაბიჯა. მობილირზე ნაცნობი ციფრები აკრიფა და რამდენიმე ზუმერის შემდეგ სასურველი ხმის გაგებისას ყველაფერი დაუმშვიდდა. -გამარჯობა მა! ყურმილიდან უმცროსი კანდელაკის ხმა გაიგონა. -მამას პრინცესას ამ დროს რატომ ღვიძავს? -მაშინ რატომ მირეკავს მამა ამ დროს? გაიგონა როგორ ჩაიჩინა ნიტამ და მასაც მოედო სახეზე გულწრფელი ღიმილი. -მაა -ვერ უთხარი ხო კაკი? ჯანდაბა ადექი და უთხარი მე შვილი მყავს მაგრამ ისტერიჩკა არაა! უთხარი ისიც, რომ ვიცი როგორი გრძნობები გაქვს მის მიმართ. ისიც უთხარი, რომ საკაიფოდ მეეჭვიანება მასზე და პლიუს თქვენს მომავალ ბაიებზე მაგრამ ახლა სიგიჟემდე მინდა პატარა კანდელაკი, ამიტომ იყოჩაღე რაა კაკ! -შენ მემგონი ძალიან გათამამდი! უფრო გახალისდა კაცი. -მამუცი ალბათ იმიტომ, რომ ანჟელამ კარგად ამიხსნა როგორ კეთდებიან ბავშვები. ანუ პრაქტიკულად კი არა კაკი...ნუ გიჟდები რა მამ! იცინოდა და ისე ელაპარაკებოდა ბრაზისგან აწითლებულ მამას. -იცოდე ხვალ დამირეკეთ შენ და იმ გოგომ და ორივემ ერთად მითხარით, რომ გიყვარვართ! ნუ იმ სოფაჩკას უფრო მაგრად უნდა ვევასებოდე. 15 წლის ვარ და საკუთარ მამას არ ვუჭედავ იმის გამო, რომ სახლში ქალი ჰყავს... ვამაყობ მე ჩემი თავით! -მეც მეამაყები პატარავ! წადი დაიძინე! გკოცნი ბევრს. ყურმილი დაკიდა და ფეხზე, წამოდგა კარში გაშეშებულ ქალს, რომ მოჰკრა თვალი და მაშინვე აერია ფიქრები. -აქ როდის მოხვედი? მისკენ დაიძრა მაგრამ სოფიომ უკან გაწევა გადაწყვიტა. -დიდი ხანია! ალბათ მაშინ შენს პატარას, რომ ელაპარაკებოდი. -კი ანიტას ველაპარაკებოდი. ანიტა კანდელაკს. პირდაპირ აჯახა ქალს ეს ამბავი და არ გამოჰპარვია სოფიოს ცრემლნარევი თვალები. -ანიტა კანდელაკი? კარგად დააკვირდა კაკის -კი. ანიტა ჩემი შვილი. არის მომენტები, როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანში უმნიშვნელო ადგილი გტკივა. ის არ სტკენია, რომ შვილი ჰყავდა... ის ეწყინა, რომ დაუმალა. სიგიჟემდე ეტკინა გული... თითქმის ყველაფერი თავდაყირა დადგა. არსად გადიოდა... ძველ სახლში იჯდა ფეხებაკეცილი და აპრილის დადგომას უყურებდა. გაზაფხულის წვიმის წვეთები, მინებზე მთელი ძალით ეხეთქებოდნენ და მერე ხმაურით ეშვებოდნენ მიწაზე. ჭექა-ქუხილის გამაყრუებელი ხმა ირგვლილ ყველაფერს ფარავდა. მობილურის ხმამ, მოიყვანა გონს და ნაცნობ ნომერს დახედა. -გისმენ ვატო! -სოფაჩკა როგორ ხარ? ვატოს ხმასთან ერთად ხმაურის გაგონებამ მაშინვე მიახვედრა სად იყო ახლა ის. -არამიშავს შენ? სხვათაშორისდა ამოიჩურჩულა და ფეხზე წამოდგა. -მეც არამიშავს. სოფ რისთვის გირეკავ, მოკლედ ზეგ დაბადებისდღე მაქვს და დიდად დამავალებ თუ მესტუმრები. -ვეცდები მაგრამ არ მგონია! -მე დაგელოდები! ყურმილი დაკიდა და დასაძინებლად გაეშურა. -რაო? ჩაწითლებული თვალებით დახედა ძმაკაცს და მის წინ ჩამოჯდა. -არ ვიცი მოვალ თუ არაო! სიგარეტის ღერს მოუკიდა და კაკის გახედა -რა მოხდა არ იტყვი? -ანიტაზე გაიგო! ვისკის ჭიქა გამოცალა და ხმაურით გააცურა მაგიდაზე. -მერე? -ამის დედას შევეცი. არაფერი თქვა! არც იყვირა არც იტირა ვაბშე არაფერი. ადგა და წავიდა. -არ გააჩერე? -ვერც კი მოვიფიქრე. ეხლა სი*ივით ვზივარ და ველოდები. არ მოვა ვიცი მაგრამ ყოველ ღამე სახლში შესვლის წინ მგონია იქაა სადმე და უნდა გამოვიდეს, მომეხვიოს და მერე მეწუწუნოს. -დაელაპარაკე. -ვერ ვუხსნი. მიზეზი არც კი მაქვს რისთვის დავუმალე ანიტაზე. -ხოდა ახლა ჩიხში ხარ კანდელაკო! სოფიოს ჩიხში. დაამატა და ფეხზე წამოდგა. 4აპრილი თენდებოდა ტელეფონი, რომ აზუზუნდა და მაშინვე უპასუხა. -ვატოო ძიააა! ანიტას ხმაზე სახე გაებადრა -გილოცავ ვატუჩკა დაბადებისდღეს. დიდი ბიჭი გაიზარდე. -მადლობა ან! სითბო ჩაეღვარა გულში -არაფერს კაცო რაის მადლობა! ვატო ძია რისთვის გირეკავ. ოდნავ ჩაახველა კანდელაკმა და მერე საუბარი განაგრძო. -მოკლედ ეს მამაჩემი არაფერს იზამს და დაკარგავს იმ გოგოს, მერე მე დავრჩები და-ძმის გარეშე სა ვაბშე არ მაწყობს მარტომ ვუარო მოხუც და ჩალოგინებულ კაკულის. ხოდა მოხოდე ის გოგო და შეახვედრეთ ეგ და მამაჩემი. ან კიდევ მე ჩამოვალ და თმებს დავაწიწკნი ის ქალს. სათქმელი დაასრულა და გაჩუმდა -კანდელაკის ალიკვალი ხარ შენ! გადაიხარხარა ვატომ და მერე დაჰპირდა, რომ ერთში თუ არა ორ წელში ძამიკოს ან დაიკოს აიყვანდა. დილიდან იღებდა ბატონი ვატო მილოცვებს და არც სოფიოს დაუტოვებია უყურადღებოდ. მართალია მხოლოდ შეტყობინებით შემოიფარგლა მისი მილოცვა მაგრამ მაინც ძალიან გაუხარდა. საღამოს ბარში იჯდა და სტუმრებს ადევნებდა თვალს კარში გამოჩენილმა, რომ ყველაფერი გადაფარა და სიგარეტის თითქმის ახალი ღერი გვერდით მოისროლა. -გამარჯობა ვატო! მარიამის ხმაზე ისე დაუარა ტანში მგონი მის წინ მდგომმაც იგრძნო -გაგიმარჯოს მარ! ლოყაზე აკოცა და ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი -გილოცავ! პატარა ყუთი გაუწოდა და მოსაცმელი იქვე დაკიდა. -შენთავს ვფიცავარ ყველაზე კარგი საჩუქარია. მთელს ტანში სასიამუვნო ჟრუანტელმა დაუარა და კიდევ ერთხელ მოეხვია ქალბატონ ნაკანს. -ის არ მოვა? კაკისკენ გაიხედა და მერე ისევ ვატოს გაუსწორა მზერა. -არვიცი! თავი გადააქნია და საცეკვაოდ გაიწვია. წყნარ მელოდიას უყოლებდნენ სხეულს და ერთმანეთისგან წამოსულ იმპულსებს ვერ აიგნორებდნენ. -ქალბატონო მოსამართლე. ყელში აკოცა. -გისმენ. -ხვალ გუდაურში მივდივარ, ვიფიქრე წამომყვებოდით. -ისედაც მოვდიოდი. საპასუხო კოცნა დაუტოვა ყელთან და ფრთხილად მოშორდა. მთელი საღამოს სასმელს არ მოშორებია და უბრალოდ ერთ წერტილს იყო მიშტერებული. ნაცნობი სხეულის დანახვისას, შემთვრალი თვალები რამდენიმეჯერ დაახამხამა და მერე ისევ გახედა შავ, გამოყვანილ კაბაში გამოწყობილ სოფიო გასვიანს, რომელმაც საჩუქარი გადასცა კობახიძეს. -დედას შევეცი! ამოიხრიალა და ახლად გამოჩენილ ყოფილ ცოლს გაუსწორა მზერა. -აქ რა საბავშო ბაღია? გაბრაზებული მზერით დაიძრა მისკენ და მთელი ძალით ჩააფრინდა მკლავზე. -რა დედის ტყვნაა ლიკა? -ხელი მიშვი! ყველამ იცის და მეც მინდა ვნახო ვის ჟ*იმავს ჩემი ყოფილი. -შენი დედას შევე*ი. ყოველშემთხვევაში შენნაირად სამ კაცთან არ წევს ერთ დროულად. სანამ თავს ვაკონტროლებ ნახე კობახიძე და დაახვიე აქედან თორე... -როგორც ჩანს დაგადო შენმა სიყვარულმა. -შენი სული მოვტ*ან ლიკა ქავთარაძე. -ხოდა შემეშვი კანდელაკო! შენ შემეშვი! დამანებე თავი, მთელი ცხოვრება მარტო ყოფნა მიწევს შენს გამო! შენი ახირების გამო,რომ თუ კაცი მეყოლება ანიტა გაჭედავს. ვერ ხედავ როგორაა განწყობილი ამ საკითხთან? -შევე*ი ყველაფერს. მაშინ ჩემს შვილზე იტყვი უარს გასაგებია? გამოუშვებ ჩემთან და მერე რა დედის ტ*ვნაც გინდა ის გააკეთე. -რატომ კანდელაკო? -არ მინდა ჩემმა შვილმა მოისმინოს როგორ კვნესის ყოველ ღამე დედამისი. -და შენი ქალი არ კვნესის? თვალებში უყურებდა, გააფთრებულ კანდელაკს და პირველად ცხოვრებაში არ ჰქონდა მისი შიში ქავთარაძეს. -ჩემი ქალი შენნაირთან განხილვის საგანი არასდროს გახდება. ეხლა დროზე მოაგვარე ყველაფერი და ანიტასთან წადი. ასე ღამე ტოვებ მარტოოს? -მარტო არაა კლუბშია! წამოსცდა და მერე ინანა კაკის გაავებულ თვალებს, რომ წააწყდა. -რათქვი? გაიმეორეე. იმხელაზე უღრიალა ყველას მზერა მისკენ იყო მიმართული, მათ შორის გასვიანიც იყო. -გაიმეორე მეთქი! ისევ ჩააფრინდა ხელზე და მთელი ძალით მოქაჩა -კლუბშია კლასელებთან ერთად -და შენ აქ არაა? სულ არ გკიდია სად წავა და სად მოვა ხო? დედას შევეცი შენთან როგორ ვტოვებ ან აქამდე? როგორ? ამოიღრიალა და გასაღებს დასწვდა. -მე გავდივარ,მისამართი მომწერე და მეორედ არსად დაგინახო. უცბად მიაყარა და კარში გავიდა. ვატოს ხმა ესმოდა მაგრამ არაფერი ესმოდა, იმდენად ჰქონდა გონება დაბინდული. მხოლოდ ის მოახერხა მანქანა სადგომიდან მშვიდად გამოეყენებინა და სანამ გაზის პედალს მთელი ძალით დაადგამდა წინ გადამდგარი გასვიანი შენიშნა. -ჯანდაბა! ამოიგმინა და მანქანიდან გადავიდა. -გაიწიე! ხელი მხარზე მოსდო და გვერდით, უბიძგა თუმცა არ განძრეულა სოფიო. -გაიწიემეთქი! გაცოფებული თვალები შეანათა ქალს და აიძულა განზე გამდგარიყო. -რა უფლებით აკეთებ ამას? ჯერ ყოფილ ცოლს ამცირებ ყველას თვალწინ მერე შენი შვილის ცხოვრებაში ერევი. რის გეშინია კანდელაკო? გგონია ახლა თუ წახვალ და წამოიყვან არასდროს მოხდება ის რისიც გეშინია? -გაჩუმდი სოფიო! თავზე კონტროლი არ დამაკარგინო თორემ გატკენ! ისევ მანქანაში დაბრუნდა და სანამ აზრზე მოვიდა სოფიო უკვე მის გვერდით იჯდა. -გადადი! -ასე მთვრალს მარტო ვერ გაგიშვებ. -გადადითქო -კაკი გასაგებად არ ვთქვიი? ნახევარი ტანით მისკენ შებრუნდა და შეუბღვირა. -კარგი! ესღა ამოიჩურჩულა და მთელი სიჩქარით მოსწყდა შავი ჯიპი ადგილს. მთელი გზა ხმა არ ამოუღია, მხოლოდ სიგარეტს ეწეოდა და დაძაბული მართავდა ავტომობილს. დანიშნუოების ადგილზე მოვიდა თუ არა გიჟივით შევარდა კლუბში. არსად იყო ანიტა. არც იჯდა, არც სვამდა არც ეწეოდა. ამაზე უფრო გაგიჟდა... რა არ წარმოიდგინა, ყველაფერი ერთმანეთზე საშინელი იყო. მობილურის ხმამ წამში მოიყვანა აზრზე. -გისმენ! -მაა მე ვარ ანიტა! შვილის ხმამ დააწყნარა ისევ კანდელაკი -ხო მაა სადხარ? -დიდიხანია სახლში ვარ და ველოდები შენ და ეგ ქაჯი როდის შერიგდებით, კლუბში არ ვყოფილვარ კაკი. უბრალოდ ბედნიერი მინდა იყო და ამისთვის ცხოვრებაში პირველად მოგატუუე. მაპატიე რა მააა და მეტს აღარ ვიზამ. ბედნიერი იყავი და იცოდე იჩქარე პატარა კანდელაკები მინდა მეე! კარგად გაიგო, როგორ შემოკრა ტაში მისმა შვილმა და მერე გათიშვის ხმამ გამოაფხიზლა. ღიმილი მოედო მთელს სახეზე და სოფიოს გახედა, რომელიც ნერვიულობით ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილზე. -წავედით! კაკის ხმაზე ოდნავ დაფრთხა და გაოცებულმა გახედა -სად? ანიტა? -ანიტა თავის სახლშია. შენ ჩემთან მოდიხარ. ,,მკითხავ რა დროა და მე გიპასუხებ, რომ მე და შენი დროა! ჩვენი წამზომი ირთვება და ამ დროს ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება." სავაადმყოფოს შესასვლელთან უამრავი ხალხი ირეოდა. მათ შორის ვატო და გაბერილი ნაკანი. ექიმი, რომ გამოვიდა ყველა მას მიაშტერდა, მხოლოდ უმცროსმა კადელაკმა გაბედა კითხვა. -რა ხდება? -გილოცავთ ბატონო კაკი! ტყუპების მამა ხართ! ,,საუკეთესო მამა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ მათი ბედნიერებისთვის" ,,არ არსებობს იმაზე მაგარი გრძნობა შენი საყვარელი მამაკაცის ნაწილი, რომ გიჭირავს და ხვდები, იაზრებ რომ სასწაულის მომსწრე ხარ. დედა გავხდი. 13 დეკემბერს გავხდი დედა! დამებედა ეს რიცხვი. ბედნიერად დამებედა......." მიყვარხართ ყველა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.