განსხვავებულნი (15)
10:27 დილით ძლივს ავწიე თავიი,იქვე მიგდებული საცვალი ამოვიცვი,გოგას ჯემპრი გადავიცვი და სამზარეულოში გავედი..მია დივანზე იჯდა და თამაშობდა.. -დილამშვიდობისა პატარავ -შვილს თბილი კოცნა დავუტოვე ყელში -შენ და მამა შერიგდით? -მოწყენილი ამომხედა -მია მომისმინე -მისკენ ჩავიმუხლე და ლოყაზე მოვეფერე -დედა როდემდე უნდა ვიყოთ ასე? -მია ეს შენ არ გეხება კაი? -მარტო თქვენ თავებზე ფიქრობთ,მე არავის არ ვადარდებ -ზედმეტები მოგდის უკვე და ასეთი ლაპარაკისთვის პატარა ხო არ ხარ ჯერ? -რა ხდება აქ? რა გაყვირებს ანანო? -გამოსცრა დევდარიანმა მია ტირილით გაიქცა საძინებელში და ჩაიკეტა.. -მიააა! -ბავშვს თავი დაანებე,რა ხდება ამიხსნი? -ძალიან გაჯიუტებულია გოგა,ვეღარ ვცნობ იმაზე მეტი ესმის ვიდრე წარმომედგინა -ვუთხარი და სიგარეტს მოვუკიდე -ნუ ეწევი -გამომგლიჯა და თვითონ გააგრძელა ნაფაზების დარტყმა..ხელი ავიქნიე და ყავა დავასხი.. -ანო,როდემდე უნდა გააგრძელო ეს ყველაფერი? მიას რა დღეში აგდებ ვერ ხვდები შენი უაზრო ეჭვიანობის გამო? ნუთუ მართლა არ გაქვს ჩემს მიმართ ნდობა და იმდენი სიყვარული? რა ყოფილზე ეჭვიანობის სცენებია გოცირიძე? საკმარისია რა,რო არ მიყვარდე ამდეი ხანი კუდში დევნას არ დაგიწყებდი,მიაც რომ არ მოიმიზეზო,აქამდეც ბევრჯერ ვყოფილვართ ცუდ სიტუაციაში,მაგრამ შენს მიმართ ერთგულება ყოველთვის მქონია გაიგე? მიყვარხარ ეს დედა ნა*ირები და სულ *ლეზე სხვა დანარჩენი,ჩემი ცოლი ხარ ც ო ლ ი და დევდარიანის ცოლს ასეთი 5თეთრიანი ტრიუკები არ უხდება! რის მიღწევას ცდილობ მითხარი,გისმენ -დივანზე წამოჯდა და წარბებშეკრული გამომხედა,ტუჩები აუკანკალდა,თითებს ვერ აჩერებდა ნერვებისგან.. -მე მჯერა შენი და საკუთარ თავზე მეტად გენდობი გოგა -ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა,ვერ ვიტანდი როცა ვინმესთან შემეძლო ასე მეტირა,ჩემს თავს ვერ ვიტანდი -მეცოდები გოცირიძე,ძალიან მეცოდები..1 წელი მეტითუარა ალბათ მხოლოდ შენს ნდობას ვითხოვდი,ბოლოს როგორციქნა გატყდი,წლები ვიყავით ერთად,შემდეგ დავქორწინდით..ასე როგორ დაეცი,რომ გგონია ვინმესთან გავტყდები და გიღალატებ,ამდენი წელი ნუთუ ვერაფერში დაგარწმუნე ანანო? თან ვისთან? ასიწლის წინანდელ ყოფილზე მართავ სცენებს და სახლიდან მიდიხარ,ასე ადვილად შეგიძლია დამთმო? სიტყვებსაც ვერ ვპოულობ რითაც ავხსნი ამ სიტუაციას. -გოგა ჩემს ადგილას შენც მასე მოიქცეოდი -ჩემს ხმაში დაბნეულობა ლიდერობდა -აი აქ გაჩუმდი,მე არასდროს ასე ადვილად არ დაგთმობდი ეს პირველი,მეორეც შენგან განსხვავებით პირველივე ჯერზე არ გავიქცეოდი და უფრო შეგინარჩუნებდი..მაგრამ შენ რა გააკეთე? რა არჩევანზე მელაპარაკებოდი საერთოდ? -მაპატიე -თავი დავხარე და ავქვითინდი -პატიების თქმაც შეგძლებია გოცირიძე -იყვირა და მიასკენ მიაშურა, რამდენიმე წუთის შემდეგ,მია ხელში აყვანილი გამოჩნდა დევდარიანი. -ბარგი ჩაალაგე,ჩვენ მანქანაში დაგელოდებით -სიტყვა მოჭრა და სახლი დატოვა თავს ძალიან დამნაშავედ ვგრძნობდი,მაგრამ ეჭვიანობა უსაშინლესი გრძნობაა! სადაც სიყვარულია იქაც დიდი ეჭვიანობაა! სიყვარული ეჭვიანობის გარეშე ნუთუ არსებობს?! სულ-სულ ცოტა ეჭვიანობა ხომ მაინც ჩქეფს გულის სიღრმეში,ყელში გაჭერს და ბოღმას ანთხევ,ვეღარ საზღვრავ რას აკეთებ და რას ლაპარაკობ,ყველაფერს ეჭვიანობა გაკეთებინებს,ყველანაირ სისულელეს.. ბარგი ჩავალაგე,გარეთ გავედი,მანქანასკენ მივემართე და წინ დავიკავე ადგილი,მანქანა დაძრა და ადგილს მოწყდა. -დედიკო მაპატიე,მასე რომ გელაპარაკე -სიჩუმე მიამ დაარღვია..არაფერი არ ვუპასუხე,მისი ხელი მოვიმარჯვე და დავუკოცნე პატარა თითები. -უკეთ ხარ? -სიტყვა ისე ამოვღერღე,გზისთვის არ მომიცილებია თვალი -სახლში რომ დაბრუნდებით,უკეთ მაშინ ვიქნები. კოკისპირულად წვიმდა,ნაწვიმარი ქუჩები,წვიმის სუნი მაშინვე მცემდა და სიამოვნებას მგვრიდა,თვალებს ვხუჭავდი და ვისუნთქავდი ჰაერს..გზაში ლენკამ დამირეკა.. -ხო ლეენ -ვუპასუხე მხიარულად -გილოცავ ქმართან შერიგებას -სიცილი დაიწყო -არც დავშოებულვართ იდიოტო -არ დავაკელი ირონია -დღეს გოგოები ვიკრიბებით კლუბში და უარს არ მივიღებ -კაი მეც ძალიან გადავიტვირთე და არ მაწყენდა ცოტა გართობა -ვუპასუხე და გოგას გავხედე -კაი გეეეელი მაშინ დაო 9ზე ტელეფონი გავთიშე და გოგას ვესროლე სერიოზული მზერა. -რა ხდება? -დამასწრო კითხვა -არაფერი ლენკა იყო,საღამოს ვიკრიბებით კლუბში,ცოტას გავერთობით დიდიხანია არ მინახავს თან -კლუბში? -წარბები მაღლა აზიდა და უცბად გამომხედა -ხო რაიყო? -შენ გოგო შ*გ ხო არ გაქვს? -გოგა ბავშვია მანქანაში,რეებს ბოდავ? -კბილები გავსრისე და შევეცადე მიას არ გაეგო -კარგი -თავი დააქნია და სწრაფად დაამუხრუჭა მანქანა ჩვენი სახლის წინ. სახლში პირუჩუმრად შევედით. -მია მა მიდი შენ ბარგი ამოალაგე -რა კარგია ისევ ერთად რომ ვართ -სიხარულისგან ახტა და ტაში შემოჰკრა ჰაერში,ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა საძინებლისკენ. -შენ მე გამომა*ლევებ -ხელი ძლიერ ჩამავლო მკლავზე და მისკენ მომაბრუნა -რას ყვირი? -რა კლუბებში მოგინდა სიარული? თუ უკვე შეეჩვიე უჩემოდ ყოფნას და სადაც გაგისწორდება იქ დაატარებ მაგ ტრ*კს? -გოგა სულ გაგიჟდი მგონი,გამიშვი ხელი -ვის უტოვებდი მიას და სად დადიოდი? საააად? -ღრიალებს ბოლო ხმაზე,ცოტაც და თვალები ამოუვარდება -მიას შეეშინდება,ნუ ღრიალებ გოგა და სისულელეებს მორჩი! მე რატო არ მაქვს უფლება სადმე წავიდე და ცოტა დრო გავიყვანო ჩემს მეგობრებთან ერთად? არც მე არ ვიცოდი შენ სად ათენებდი ღამეებს და ნუ დაიწყებ შენს პარანოიებს. -აქეთ მაწვები გოგო? რომ გაჩუმდე აქეთ კიდე შენ ლაპარაკობ? -უფრო მომიჭირა ხელი და ყვირილს აგრძელებდა -გოგა გოგოებთან ერთად მივდივარ კლუბში,მითუმეტეს ლენკაც იქნება და დარწმუნებული ვარ ვაჩე ასეთ კომუნისტურ სკანდალს მასთან არ მოაწყობდა,როგორც შენ იქცევი ახლა -წარბებიშევკარი და დავუბღვირე -აა მართლა? სხვაზე თუ გადაგყავს თემა მაშინ იმასაც გეტყვი რომ ლენკა შენნაირად არ მოექცეოდა ვაჩეს და არ მიატოვებდა -ირონიულად დამიკრა თავი და უხეშად შემიშვა ხელი -სულ სახეში უნდა მირტყავდე მაგას? -ბურთი გამეჩხირა ყელში -წადი,სადაც გინდა იქ -ბარიდან სასმელი აიღო და ჭიქა გაივსო -აღარ წავალ,ამოისუნთქე. -წახვალ -რა თამაშია დევდარიანი? შენი თოჯინა ვარ? ჯერ ამხელა სკანდალი მომიწყე არ წასვლაზე,ახლა წადიო,ვერ ვხვდები რა გინდა? -ბევრი აღარ ილაპარაკო,თუ ასე გინდა წასვლა შეგიძლია წახვიდე,მიასთან მე ვრჩები,მორჩა! -მამა რატო უყვირი დედას? -კარებში მია გამოჩნდა -არ ვუყვირი მა -უყვირი როგორ არა და სულ ტირის შენს გამო -ენა გამოუყო დევდარიანს და ჩემსკენ წამოვიდა ჩასახუტებლად -შენი შვილიც ჩემს წინააღმდეგ აამხედრე ხო ეს პერიოდი? შენნაირი ჯიუტი იზრდება -თითი მოგვიშვირა და წარბები აზიდა -ჩემი არა,ჩვენი შვილი გოგა -მიას მოვხვიე ხელები და საძინებელში შევედით.. -მია მამიკო ცოტა გაბრაზებულია,ოღონდ ჩვენზე არა და ხანდახან ნებისმიერს ასეთი აგრესია შეიძლება მოგვივიდეს დე,კაი? თავი დამიქნია,მომანათა ლამაზი თვალები,გამიღიმა ისე საყვარლად,მამამისის ასლია,როგორ ეჩვრიტება ლოყა როცა იღიმის,ხუჭუჭა თმა თვალებზე ეყრება და პაწაწუნა თითებით იწევს..რა ბედნიერი ვარ ასეთი შვილი რომ მყავს,ვუყურებ და ვფიქრობ,სანამ გოგამ არ დაგვირღვია სიჩუმე -მიდი დე,ის ზღაპარი წაიკითხე და მომიყევი როგორ დამთავრდა -მიყვარხარ დედიკო,კარგი დრო გაატარე და ლენკა დეიდა მომიკითხე -ლოყაზე ხმაურით მაკოცა,გოგას მოეხვია და გავიდა. -მალე მოხვალ? -არ აძლევდა მოსვენებას ჩემი წასვლა -თუ ახლა ყოველ 5წუთში ერთხელ უნდა მირეკო,არ წავალ გოგა -ალმაცერად გავხედე და შავი ტყავის კომბინიზონი გამოვიღე კარადიდან -არა წადი,გაერთე ცოტა რადგან ასე გინდა -გოგა არ მინდა ჩემმა იქ წასვლამ პრობლემა შეგვიქმნას,თუ არ გინდა მართლა არ წავალ და ერთად გავატაროთ ღამე -ტუჩის კუთხეში თბილი კოცნა დავუტოვე -მართალი ხარ არ გაწყენდა,ცოტა გართობა,გონს მოეგო იქნებ ცოტას -ირონიული ღიმილი მესროლა და ლოგინზე წამოწვა,ოღონდ ბევრი არ დალიო -სასაცილოდ დამიქნია საჩვენებელი თითი და კარგად დამარიგა,თითქოს არასდროს ვყოფილვართ წასულები. აბაზანა მივიღე,თმა გავიმშრალე და ჩამოშლილი დავიტოვე,სწორი თმა მქონდა და არ მჭირდებოდა გასწორება..მკერდთან ოდნავ ამოღებული კომბინიზონი ჩავიცვი და წითელი ქუსლიანი ფეხსაცმელი შევუხამე..მაკიაჟი დიდად არ მიყვარდა,ოდნავ გადავისვი ტონალური და წითელი ტუჩსაცხი წავისვი. -ნუ მაგიჟებ -მომიახლოვდა და ჩემი უკანალი მუჭში მოიქცია -გოგა რას აკეთებ? -სიცილით მივუბრუნდი ქმარს -მინდიხარ -სწვდა ჩემს ყელს და დაუყვა კვალდაკვალ. ტელეფონის ზარმა გონს მოგვიყვანა,უკმაყოფილოდ ხელი აიქნია და საწოლზე წამოწვა..ლენკა იყო,სახლთან მელოდებოდა,მია ჩავკოცნე და დევდარიანსაც ცხელი კოცნა დავუტოვე ტუჩებში.. -არ დააგვიანო -დამეწია დევდარიანის ხმა და გამეცინა,მანქანაში ჩავჯექი და ადგილს მოვწყდით..20 წუთში კლუბთან ვიდექით,მოვათვალიერე ადგილი და შევედით შიგნით,ფერად-ფერადი შუქურები ანათებდა სიმღერებით მოცულ დარბაზს,ხალხი ერთმანეთში იყო გარეული და სწრაფი მოძრაობებით აყოლებდნენ სიმღერას ტანს.. ბართან დავსხედით,მოვიმარჯვეთ არყის ჭიქები და წამიერად დავცალეთ 5-5 ჭიქა..ვხვდებოდი როგორ ვაყოლებდი თანდათან სიმღერას ტანს,თვალებს ვხუჭავდი,თავს უკან ვაგდებდი და ცეკვას ვიწყებდი,გავდიოდი ბურუსში,მხოლოდ სიმღერის ხმა მესმოდა თვალებში ლურჯი განათებები მეცემოდა და ჩემდაუნებურად თვალებს ვხუჭავდი. -რა კაია რომ წამოხვედი,დიდიხანია არ გადაგვიყოლებია ასე გული -ყურში მიყვიროდა ლენკა და ცეკვავდა,თავს ვუქნევდი და ვერ ჩერდებოდა ჩემი ტანი.. წელზე ხელები ვიგრძენი,როგორ აყოლებდა ნელ-ნელა ჩემს ტანს,გაჩერება მიძნელდებოდა,მივხვდი რომ არ აპირებდა ჩემს შეშვებას,უნდა შევბრუნებულვიყავი რომ სილა მეთავაზა,მაგრამ გამარჯობა! -შეენ? -ჩემს სახეზე მხოლოდ და მხოლოდ გაკვირვება იყო -როგორ გაიზარდე -გამიღიმა და სახე ძალიან ახლოს მოიტანა ჩემს სახესთან,წელზე ძლიერად მომხვია ხელები,ტუჩებზე მომაჩერდა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. ბავშვებო,ჩემო უსაყვარლესებო როგორ ხართ? ბოდიში,ცოტა პატარა თავი გამოვიდა,მაგრამ მინდოდა დღეს დამედო..აბა გისმენთ,რა გგონიათ ვის გადაეყარა ანანო? :დ ველი თქვენს გიჟურ კომენტარებს!!!! გყვარობთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.