შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნევერლენდი (მეორე თავი)


30-09-2019, 12:12
ავტორი AMELIE18
ნანახია 1 171

არ მახსოვს რამდენი ხნით ვიყავი გათიშული,როგორც კი თვალები გავახილე ჯერ თეთრი სინათლე დავინახე,შემდეგ კი კატოს და მამაჩემის შეშფოთებული სახე,გვერდით მდგომ ექიმთან ერთად..
მსუბუქი ტვინის შერყევა ჩემი დიაგნოზი აღმოჩნდა,თავს ცოტა შეუძლოდ ვგრძნობდი მაგრამ,მახსოვდა ის ლურჯი თვალები და სიგიჟემდე მაინტერესებდა რა მოხდა უნივერსიტეტიდან საავადმყოფომდე..ოჯახი ბედნეირი იყო ჩემი გადარჩენით,კატოს ცრემლებიც კი მოდგომოდა თვალებზე,რაც ალბათ მილიონში ერთხელ ხდება.მამაჩემიც ნანერვიულებული იყო აშკარად,თუმცა მალევე დაურეკეს სამსახურიდან და გასვლა მოუწია.
მოგვიანებით ჩემი კურსელი თათა მოვიდა სანახავად,ერთადერთი გოგონა იყო,რომელსაც ესმოდა ჩემი მკაცრი აღზრდის წესების და მაინც აგრძელებდა ჩემთან მეგობრობას.
-ისე მაგრა გაგიმართლა რომ პირდაპირ გოგას ჩაუვარდი ხელებში.სიცილით მითხრა შუა საუბრის დროს.
-ვინ გოგას?მეც გავიკვირვე,ვითომ არ მახსოვდა არც ის ლურჯი თვალები და არც მისი ღიმილი
-გოგა,ჩვენი კურსელია,ოღონდ მეორე ჯგუფშია,თანაც ჩვენზე საკმაოდ უფროსია,მგონი 29 თუ 30..გამომძიებლად თუ რაღაცად მუშაობს არვიცი ზუსტად,თანაც ისეთი სიმპატიურია ყველა გოგო ეკერავება..შენ რა გეცოდინება ლექციების იქეთ არ იცი რა ხდება უნივერსიტეტში,თან მამაშენიც იცნობს მგონი,გოგამ მოგიყვანა და მამაშენსაც მან დაურეკა,ისე შენი გვარი რომ გაიგო კი ჩაეღიმა უცნაურად,ალბათ შორიდან გიცნობს.
-დაიცა თათ,ტვინის შერყევისთვის ზედმეტად ბევრი ინფორმაცია მომაწოდე ერთიანად,გადავიკისკისე მე,ვიგრძენი როგორ მოვედი ხასიათზეც და ფერზეც.
-რატო გაწითლდი?გაკვირვებულმა მკითხა
-უბრალოდ ცხელა აქ და არ დაინტერესდა რა ბედი მეწია?ან,ან...
-აქ იცდიდა სანამ გონზე არ მოხვედი,შემდეგ მამაშენიც ნახა და მგონი მერე დაურეკეს და წავიდა..
რაღაცნაირად მესიამოვნა ეს ფაქტი და ისევ ის დიდი ლურჯი თვალები გამახსენდა,ჩუმად ჩამეღიმა და სულ გოგაზე მეფიქრებოდა..

სახლშიც გამომწერეს და ისევ კატოს რეჟიმის ქვეშ გავაგრძელე ცხოვრება,ახლა კიდევ უფრო ყურადღების ქვეშ ვიყავი,აღარ შემეძლო ამდენი წოლა,ერთი სული მქონდა უნივერსიტეტში დავბრუნებულიყავი და გოგა მენახა,როგორი იყო..
საღამოს ჩაის დასალევად ოჯახთან ჩავედი და ჩემდა გასაკვირად ბატონმა თამაზმა ანუ მამაჩემმა გოგა ახსენა..
-გაგიმართლა რომ დროულად წაგიყვანა სამსახურში გოგამ
-იცნობ მამა?მადლობაც ვერ ვუთხარი..მწუხარე სახით გავხედე მამაჩემს
-კი ვიცნობ,საკმაოდ კარგი,პერსპექტიული ახალგაზრდაა,დეტექტივის თანაშემწეა,რამდენჯერმე გვქონია საქმიანი ურთიერთობა,უფრო მამამის ვიცნობ კარგად..ამირან ამილახვარი,ერთერთი საუკეთესო პოლიციელი იყო,უკარგესი ადამიანი.
-იყო?გამომცდელად შევუბრუნე მამაჩემს კითხვა.
-ჰო შვილო,ერთერთი საქმის დროს მოკლეს.
-უი,და გოგამ მაინც განაგრძო ეს საქმე?
-დედაც ადრე დაეღუპა,მარტო იზრდებოდა ბიძასთან,ბევრი ტკივილი აქ გამოვლილი მაგ ბიჭს როგორც ვიცი,თუმცა მოვიკითხე და ყველამ საუკეთესოდ დაახასიათა.
რამდენი რამ ტკივა,ჩემსავით..გავიფიქრე გულში და ჩაის ჭიქას დავაშტერდი
-ნინი!გამომაფხიზლა კატოს ხმამ
-ჰო ბე,რახდება
-ვხედავ გული გწყდება,მადლობა რომ ვერ გადაუხადე პირადად,მეც მგონია,რომ ეგ ბიჭი ჩვენთან ჩაიზე უნდა დავპატიჟოთ და მადლობა გადავუხადოთ ოჯახის სახელით,ბოლოს და ბოლოს ქალშვილი გადაგვირჩინა..
-კატოოოო,მემგონი ცხოვრებაში ისე არასდროს გავუხარებივარ კატოს როგორც ახლა,რათქმაუნდა ეს სიხარული არ შევიმჩნიე და ჩვეულებრივი სახით დავეთანხმე,ნუ არ არის საჭირო,მაგრამ როგორ თქვენ გინდათთქო,ვითომც და არ მანაღვლებდა ეს ყველაფერი.
-ყოჩაღ დედა!მშვენიერი აზრია,დაეთანხმა მამაჩემი,ახლავე გადავურეკავ,თანაც გაიცნობენ ბავშვები ერთმანეთს.მამაჩემმა ტელეფონი აიღო და ნომრი აკრეფა დაიწყო,ვერ მოვითმინე და სპიკერზე ჩავართვევინე..
-დიახ ბატონო თამაზ,გისმენთ! ოდნავ ბოხმა და ჩახრენწილმა ხმამ უპასუხა.ღმერთო ხმაც როგორი დახვეწილი და მამაკაცური აქვს..ისევ ამიწითლდა ლოყები..
-გოგა როგორ ხარ?
-კარგად,მადლობა..თქვენ როგორ ბრძანდებით,ნინი ხომ კარგადა?
ნინიო ხალხო..ნინიოოო,მე მიკითხა..ანუ მე ,მამაჩემს კითხა ნინი როგორ არისო,ანუ ვახსოვარ,და ანუ ჩემზე ფიქრობდა და ანუ და ანუუუუ..ემოციების მოთოკვას ვცდილობდი მაქსიმლურად მაგრამ იმხელაზე გამებადრა სახე მგონი კატომ შენიშნა და გამომცდელი მზერით დამიწყო ყურება..
-კიკი შვილო,სწორედ მაგ საკითხზე გირეკავთ..ხვალ გვინდა ჩაიზე დაგპატიჟოთ,ნინის პირადად სურს მადლობის გადახდა შენთვის..ოხ მამა,ხო შეიძლებოდა მე არ გეხსენებინე
ჩაცინების ხმა გავიგონე ტელეფონიდან..
-თანაც მამაშენის ისტორიები გავიხსენოთ,დარწმუნებული ვარ ორივეს ძალიან გვენატრება..დაამატა მამაჩემმა
ანუ ის,რომ მე პირადად მადლობის გადახდა მინდოდა არ იყო საკმარისი მოსასვლელად?ჰმ,გავბრაზდი და მეწყინა..
-კარგით,ყველანაირად ვეცდები მოვიდე,ისევ მშვიდი ტონით უპასუხა გოგამ.
-გელოდებით..
გელოდები თან როგორ,გულში გავიფიქრე და ჩემთვის ჩამეღიმა..ისევ კატოს თვალებს წავაწყდი..ყველაფერს ხვდება,ეჭვიც არ მეპარება..

მთელი ღამე მოუსვენრად მეძინა,ყველა შესაძლო შეხვედრა და დიალოგი წარმოვიდგინე ჩემს და მას შორის..ღმერთო და სულელი ვარ,ჯერ არც კი ვიცნობ,ნანახიც კი არ მყავს..იქნება ისე ძალიან მახინჯია,ან უჟმურია და ცივი,ან აუტანელი ხასიათი აქვს..ბოლოს თავი ამტკივდა ამდენი ფიქრისგან,საათს დავხედე დილის 7 საათი იყო,ავდექი,ვიბანავე,ეზოში ჩავედი და გოსთს ვაჭამე,მერე სასეირნოდ გავიყვანე,ვითამაშეთ ერთად და ცოტა გავექეცი ამ ფიქრებს..
რა ჩავიცვა????
მთელი გარდერობი გადმოვატრიალე,მინდოდა სადა და ლამაზი ვყოფილიყავი,მილიონჯერ გამოცვლის შემდეგ გრძელი ატმისფერი სადა კაბა ჩავიცვი,თეთრი კედები და თმა კატოს ჩავაწნევინე ლამაზად,ისე როგორც ბავშვობაში,მაკიაჟითაც არ გადავიტვირთე,ტუში და ღია ფერის პომადა იყო ჩემი მაკიაჟის მაქსიმუმი,სარკეში დავტრიალდი და ნამდვილად მომეწონა ჩემი თავი,მე ვიყავი,ჩემს კომფორტულ ფორმაში,ვენდი არასდროს ღალატობდა მის სტილს,პიტერსაც ისეთი მოსწონდა როგორიც იყო,ნეტა ჩემი პიტერ პენი როდის მოფრინდება,ან როგორ მივხვდები რომ ის არის?ამ ფიქრებში ვიყავი როცა გოსთის ყეფა გავიგონე,საათს ავხედე 8 საათი იყო..როგორი პუნქტუალური ყოფილა,გულში გავიფიქრე და ფანჯრიდან გადავხედე..მანქანიდან საშუალო სიმაღლის ქერა ბიჭი გადმოვიდა,დიდი თაიგულით ხელში..ღმერთო ახლა გული წამივა,ნუთუ მე მომართვა ეს თაიგული..ცოტა გვიან ხომ არ ჩავიდე მეტი ეფექტისთვის?არა,არამერე შეიძლება თაიგული კატოს მისცეს,ღმერთო რამდენ სისულელეზე ვფიქრობ.სასწრაფოდ შევისწორე კაბა და პომადა და კიბეებზე დავეშვ..
ისევ ის ხმა გავიგონე,კატოს მიესალმა,ნაბიჯს მოვუჩქარე კიბეებზე და ჩემი შესანიშნავი ბედის ამბავი მოგეხსენებათ,კაბაზე ფეხი დამებიჯა და პირდაპი იატაკისკენ გავეშურე,როდესაც ვიღაცის ძლიერ მკლავებში ამოვყავი თავი..ამჯერად თვალი თვალში გავუყარე იმ ლურჯ თვალებს და მისი საოცარი სურნელიც ვიგრძენი..
-უკვე მეორედ..გამიღიმა მან და ლოყა საყვარლად ჩაეჭყინტა
სირცხვილისგან დავიწვი,დავიფერფლე,ალბათ საოცრად წითელი ვიყავი,მაგრამ მის მკლავებში ისე დაცულად და კარგად ვგრძნობდი თავს სანამ კატომ და მამაჩემმა ერთხმად არ ჩაახველეს გონს ვერ მოვედი რომ წავმომდგარიყავი და წესიერად მივსალმებოდი..
-სასიამოვნოა თქვენი გადარჩენა ნინი,ცალყბა ღიმილით მითხრა და ხელი ჩამომართვა.სირცხვილისგან და უხერხულობისგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა..
-ჩემთვისაც.უნებურად წამომცდა და ენაზე ვიკბინე,რა შენთვისაც ნინი,ნორმალური თუ ხარ.მიხვდა ჩემს დაბნეულობას და ისევ ცალყბად ჩაეცინა,ისევ კატომ მიშველა და მაგიდასთან მიგვიწვია,ჩემდა გასაჭირად წინ დამიჯდა..ღმერთო როგორ მრცხვენოდა შეხედავ და თვალებში ყურება..
ძირითადად მამაჩემი და გოგა საუბრობდნენ,იმდენჯერ შეეჩეხა ჩემი თვალები მისას ბოლოს თავიც არ ამიწევია..
-ნინის უნდოდა მადლობა გადაეხადა თქვა კატომ.
-უკვე ორ გზის მადლობა მაქვს გადასახდელი თქვენითვის,მორცხვად ამოვილუღლუღე..
-ოღონდ თქვენთვის არა,ჩემთვის..დაბალ ტონზე აღმინიშნა ბატონმა გოგამ
მხოლოდა ღიმილით ვუპასუხე,თან ნერვები მეშლებოდა,რომ ასე დებილივიტ ვიჯექი და ხმას ვერ ვიღებდი,რა კაბა ამიტყდა,თანაც გრძელი..ოხ ნინი,როგორ არაფერში არ გიმართლებს
თამაზიმ ბევრი ისაუბრა მამამისზე და საკმაოდ ბევრი ისტორია გაიხსენეს ერთად,მე ბუტაფორიასავიტ ვიჯექი და სიტყვა ვერ ჩავაკვეხემრომ ყურადღება მიმექცია,ბოლოს ტელეფონზეც დაურეკეს ვაჟბატონს და სამწუხაროდ უნდა წავიდეო გამოგვიცხადა..ღმერთო იმაზე საშინლად ჩაირა საღამომ ვიდრე მთელი ღამის ფიქრებში დავუშვი..კარებთან მივაცილე და..
-თუ ისევ ფრენას გადაწყვეტ,ვეცდები ისევ დაგიჭირო..ეს მითხრა,თვალი ჩამიკრა და მისი სავიზიტო ბარათი გამომიწოდა...დაბნეულობისგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა..
-შემდგეზე უფრო დიდი სიმაღლიდან ვცდი..სპონტანურად ვუთხარი და მორცხვად გავუღიმე
-როდის იყო სიმაღლე მაშინებდა ვენდი..ჩაეღიმა და მანქანაში ჩაჯდა..
ღმერთ!!ვენდი დამიძახა..ანუ მასაც სჯერა ზღაპრული სამყაროსი..ანუ ჩემი პიტერი ვიპოვე?
სავიზიტო ბარათს ხელში ვატრიალებდი და სულელივით მეცინებოდა ამ პატარა დიალოგზე..ვენდი..ვენდი დამიძახა...



№1  offline წევრი anamaria♡

რაღაცნაირად ნესყვარლება მაგრამ ესეთი პატარა თავები და თანაც დაგვიანებით არ მომწონს. მომავალ თავს როდის ველოდოთ?

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

სათაურმა შემომიტყუა :დდ
მართალია,სხვა რამეს ველოდი,მაგრამ რაც დამხვდა,არც იმას გაუცრუებია იმედი. რაღაცნაირია,საყვარელი. მხიარულება დაჰკრავს,რაც ძალიან მიყვარს.
თუმცა,პაწუა რამეები გამოსასწორებელი გაქვს,იმედია არ მიწყენ.
ლოყაზე ფოსოები რომ ჩნდება, ეჭყინტება რაღაც არ ეხამება,უფრო სწორად,საერთოდ არ არსებობს მგონი მასეთი სიტყვა;დდ შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენოთ, მაგრამ რადგანაც ნაწარმოებს ქმნი,ცოტა გადაასხვაფერე და უფრო დახვეწილი იერი მიეცი. “ბევრი გოგო ეკერავება”-ც რაღაცნაირად ცუდად მომხვდა თვალში(შეიძლება,ჩემი პირადი აზრია,მაგრამ მაინც).
როდესაც პერსონაჟი საუბრობს,დასაშვებად მიმაჩნია ჩვეულებრივი სასაუბრო ენის გამოყენება,მაგრამ ძალიანაც არ უნდა გადავამლაშოთ და ისეთი სიტყვები არ უნდა დავწეროთ,რაც მხოლოდ ჩვენ ან ჩვენი მეგობრებისთვისაა გასაგები.
იმედია გამიგე:დდ♥️
აუცილებლად მოიტოვე დრო და გადახედე ნაწერს,სანამ ატვირთავ,აქა-იქ მაინც,რომ ავტომატური შეცდომები ჩაასწორო,როდესაც ნაწერს ეტყობა ავტორის სერიოზული დამოკიდებულება,მკითხველიც ხედავს და მოსწონს ეს.
და რაც მთავარია! არ იჩქარო! როდესაც შენ თავში სიტუაცია ფორმირებას დაიწყებს,დააცადე,მოკლედ არ დაწერო,ყველა მხრიდან მიუდექი,დაფიქრდი,იქ,იმ მომენტში მხოლოდ ისე ხდება თუ სხვა რამეებიც არსებობს-მოქმედებები,ფიქრები,ქარი,მზე,მოკლედ,ყველაფერი. მიეცი საშუალება მკითხველს,უფრო აშკარად წარმოიდგინოს.
თითქოს ჩვეულებრივი ისტორიაა,მაგრამ არის ჩემთვის რაღაც გამორჩეული,ველოდები ახალ თავს,რომელიც იმედია,უფრო მოზრდილი იქნება.
წარმატება ბევრი შენ♥️

 


№3  offline წევრი Gelo-mgelo

Wow, dzalian saintereso iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent