ცხოვრების გზები ( 24-25 თავი)
24 დილის სიჩუმე სირენების ყურისწამღებმა ხმამ გაკვეთა. მიძინებული ტყე გააღვიძა, ცხოველები და ფრინველები დააფრთხო და საყვარლების ფანჯარაშიც შეაღწია. პირველად ეს ხმა ოლივერს მოესმა და თვალები გაახილა. ეგონა, რომ ისევ სიზმარში იყო, რადგან ასეთმა სიზმარმა უკვე რამდენჯერმე გამოაღვიძა მძინარე. ელენეს ისევ ეძინა, მთელი ღამის ნამტირალევს ისე ღრმად ჩასძინებოდა, არ ესმოდა ქვეყნად რა ხდებოდა. მამაკაცი უცებ მოეგო გონს, წამოდგა, გოგონაც გააღვიძა და გასაქცევად მომზადება უბრძანა, თავად კი ისევ ის ,, Rossi R46202" მარკის შავი რევოლვერი აიღო, გადატენა და ფანჯარასთან კედელს ზურგით მიეყრდნო. ფანჯრიდან არაფერი მოჩანდა, მაგრამ სირენების ხმა მკაფიოდ ისმოდა, რაც ძალიან დიდი საფრთხის მომასწავლებელი იყო. ოლივერს გული გამალებით უცემდა და მისი სუნთქვა ოთახის სიჩუმეს ჰკვეთდა. ახალგაღვიძებული ელენე ჯერ კიდევ ვერ გარკვეოდა სიტუაციაში, საწოლზე იჯდა და ოლივერის თითოეულ მოძრაობას გაკვირვებით შეყურებდა. მისმა უკანასკნელმა, ხმამაღალმა ბრძანებამ საბოლოოდ გამოარკვია და ინსტიქტურად ქურთუკს დაავლო ხელი და ჩანთის ძებნას მოჰყვა, უკვე მის ყურამდეც მიეღწია ავის მომასწავლებელ ხმას. ფანჯრიდან ისევ არფერი ჩანდა, ამიტომ დროის ხელთება და გაქცევა გადაწყვიტა საყვარელ ქალთან ერთად. ეზოში გასასვლელი კარი გამოაღო და გარეთ გაიხედა, სიმშვიდე იყო, შეეძლოთ გაქცეულიყვნენ. ელენეს ხელი ჩასჭიდა, ახლოს მიიზიდა და ვნებიანად აკოცა, ისე თითქოს ეს მისი უკანასკნელი კოცნა ყოფილიყოს. გარეთ გავიდა, გარემო მოათვალიერა და ელენეს ხმის საპირისპიროდ გაქცევა უბრძანა. - შენ რას აპირებ? შენც ჩემთან ერთად წამოდი. - გაიქეცი და მეც გამოგყვები. - ოლივერ... - წადი მეთქი, - ხელი გაუშვა, თვითონ კი იქით წავიდა საიდანაც ხმა მოისმოდა. ელენე მთელი ძალით გარბოდა, სუნთქვა აღარ შეეძლო, მაგრამ გაჩერებასაც ვეღარ ახერხებდა. რამდენჯერმე დაეცა კიდეც და მუხლი გადაიყვლიფა, მაგრამ შეშინებული ისევ წინ მიიწევდა, უკან მოხედვასაც ვეღარ ბედავდა. საბოლოოდ ძალა რომ გამოელია და ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შეძლო იქვე მოჭრილი ხის ძირში ჩაიკეცა და სულის მოთქმას მოჰყვა. სახე და ხელები სულმთლად დაკაჰკაწვროდა, ლოყიდან სისხლი სდიოდა. ძლივს მოახერხა რიტმული სუნთქვის დაბრუნება, დასამშვიდებლად ღრმად ამოისუნთქა და დაიძაბა. ვიღაცის სიახლოვე იგრძნო და ნაბიჯების ხმა შემოესმა. უკან რომ მიიხედა ოლივერის სილუეტი დაინახა, გაუხარდა, როგორც იქნა მიპოვაო გაიფიქრა, მაგრამ ახლოს რომ მივიდა შეცბა, სხვა სამოსი, სხვა ვარცხნილობა, ეს ოლივერი კი არა პაული იყო. ელენემ დაყვირება სცადა, მაგრამ მამაკაცმა მის გასაჩუმებლად პირზე ხელის აფარება მოასწრო. გოგონა მისი ხელებიდან დახსნას ცდილობდა, იკლაკნებოდა, მუშტებს ურტყავდა და ფრჩხილებით კაწრავდა, ბოლოს მისი კბენა და გაქცევა მოახერხა, მაგრამ პაულმა თმით დაიჭირა და ძირს დააგდო. - გამიშვი, ხელი გამიშვი, იცოდე ინანებ. ოლივერ... - ნუ ყვირიხარ და წიხლებს ნუ იქნებ, ეს საქციელი არ შეგეფერება. ღმერთო რა მშვენიერი ხარ, ჩემი ძამიკო არ შემცდარა არჩევანში, მართლაც ძალიან ლამაზი ხარ. ნეტავ კაბის შიგნითაც ისეთივე ლამაზი ხარ როგორც გარედან? იქნებ შევამოწმო, რას იტყვი? - თუ შემეხები მოგკლავ. - ოჰ, შენ როგორი ბრაზიანი ყოფილხარ. მაინტერესებს რა ნახე ჩემს ძმაში ისეთი, რომ მასზე მიგაჯაჭვა? და რა იცი, რომ მე უკეთესი არ ვარ? - ის იმაზე კარგია ვიდრე შენ წარმოგიდგენია. გამიშვი. - ჰა, ჰა. დარწმუნებული ხაარ? მე და ოლივერი სრულიად იდენტურები ვართ და მაშინ მეც უნდა დამნებდე. - მოვკვდები და მაგას არასოდეს გავაკეთებ. - შენი თანხმობა არც მჭირდება ანგელოზო... , - ხელები გადაუგრიხა და კაბის გახდა დაუწყო, მიუხედავად ელენეს ძალისხმევისა, ვერ შეძლო მისგან თავის დაღწევა. ერთადერთი რაც დარჩენოდა ყვირილი და შველის თხოვნა იყო. განწირული ყვიროდა და ოლივერს ეძახდა, იმედი ჰქონდა, რომ მის ხმას გაიგებდა და გადაარჩენდა. პაულმა მის გასაჩუმებლად ძალას მიმართა და ისე ძლიერად დაარტყა სახეში, რომ გოგონა გაითიშა. ერთადერთი რისი დანახვაც შეეძლო მას, ეს იყო თეთრი პეპლები, რომელიც მასთან ახლოს დაფარფატებდნენ, დანარჩენი უკიდეგანო ბნელს მოეცვა. ვერაფერს გრძნობდა და არაფერი ესმოდა, მხოლოდ სიბნელე და თეთრი პეპლები. გონს რომ მოვიდა პირველი რაც დაინახა ანას აცრემლიანებული ზღვისფერი თვალები იყო. ანას სანატრელი შვილის ხელი მოექცია მუჭში და გულში იხუტებდა. ბუნდოვნად ახსოვდა ყველაფერი ელენეს, სახე და სხეული უხურდა, სტკიოდა, დაბუჟებოდა. შვილის გახელილი თვალების დანახვისთანავე, ოთახიდან გავიდა ანა და ვიღაც თეთრხალათიანი კაცი შემოიყვანა, მამაკაცმა სახეში შეხედა, ჯერ ერთი შემდეგ კი მეორე ქუთუთო აუწია და ფანარი ჩაანათა, შემდეგ კი წიგნაკში რაღაც ჩაინიშნა. ვერ ხვდებოდა ვინ იყო და მისგან რა უნდოდა, ან სად იყო და რატომ არ შეეძლო მოძრაობა. - ელენე ჩემი გესმის? შენ საავადმყოფოში ხარ და მე შენი პირადი ექიმივარ, ნება მომეცი გაგსინჯო. ვიცი რომ დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გაქვს გადატანილი და საუბარი არ შეგიძლია, ამიტომ ასე მოვიქცეთ მე კითხვებს დაგისმევ და თუ შენი პასუხი დადებითი იქნება თვალები ერთხელ დაახამხამე, თუ უარყოფითია ორჯერ. გარეთ პოლიციელები დგანან, შენი დაკითხვა უნდათ, მაგრამ არ შემიძლია შემოვუშვა შენი მდგომარეობის გამო. რამე გახსოვს მომხდარის შესახებ? - „ ბუნდოვნად რომ მახსოვს როგორ უნდა ვანიშნო? ვეტყვი რომ არა“, - არაუშავრა მალე გაგახსენდება. ტკივილს გრძნოობ? - ,, დაბუჟებული ვარ ბატონო ექიმო“, - ძალიან კარგი, დარწმუნებული ვარ, რომ დაბუჟებული ხარ, ესეც მალე გაგივლის, ნუ გეშინია. ამ ქალს იცნობ? - ,,კი, ის დედაა ჩემი“ - გაღიმება კარგის ნიშანია. მალე საუბარსაც შეძლებს, თქვენც დამშვიდდით ქალბატონო ანა. მე დაგტოვებთ, თქვენც დიდი ხნით ნუ გაჩერდებით, პაციენტს ახლა დასვენება სჭირდება. დროებით, გამოჯანმრთელებას გისურვებთ. ერთი კვირის განმავლობაში ელენეს ეგონა, რომ ვეღარასდროს შეძლებდა ვერც სიარულს და ვერც ლაპარაკს, მაგრამ მალევე ყველაფერი მწყობრში ჩადგა, ჯერ ხელები და ფეხები აამოძრავა, შემდეგ კი სანატრელი ხმაც დაიბრუნა და ოლივერის მდგომარეობა და ადგილმდებარეობა იკითხა. - დედა ოლივერი სად არის, როგორ არის? - ელენე შენ ლაპარაკი შეგიძლია, ახლავე ექიმს დავუძახებ. - არა დედა, ექიმის მოყვანა არაა საჭირო, კარგად ვარ. უბრალოდ მითხარი ოლივერი სადაა, დაიჭირეს? - ოლივერი ვინაა შვილო? - ოლივერ კენინგი. ის ბიჭი, რომელთან ერთადაც ვიყავი. - ააა, ის ნაძირალა? - დედა მას ნუ ლანძღავ, ის... მოკლედ, ყველაფერს მერე აგიხსნი, ახლა კი მითხარი, სად არის ოლივერი?! - რაში გჭირდება ის კაცი ელენე, მან ხომ გაგიტაცა. ის დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს. არ მოგცემ მისი ნახვის უფლებას, არ მოგცემ მასთან ყოფნის უფლებას. - დედა მე უკვე მისი გავხდი, გესმის? მე მისი ნაწილი ვარ, მის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებ, ძალიან მიყვარს. მან მე ბევრჯერ გამომიშვა, მაგრამ ვერ დავტოვე, ვერ დავტოვე გესმის დედა? იმიტომ, რომ რაღაც უხილავი ძაფები მაჯაჭვებდნენ მასზე და წასვლის საშუალებას არ მაძლევდნენ. ოლივერმა ბევრჯერ დამიმტკიცა მისი უდანაშაულობა და მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოლივერის ტყუპისცალის, პაულის ნახელავია. მან ასევე ბევრჯერ დამიმტკიცა თავისი სიყვარული, დამარწმუნა ამაში და მეც დამეხმარა ჩემი გრძნობების დალაგებაში. დედა, დედიკო გთხოოვ დამიჯერე, მე ის მიყვარს და მასაც ვუყვარვარ, დედა ოლივერი დამნაშავე არ არის, გთხოოვ ნება მომეცი რომ ვნახო, მითხარი სად არის ან როგორ არის. დედა, გთხოოვ, გთხოოვ. - უნდა დაისვენო, დაწექი და ეცადე დაიძინო. - არ მინდა არც დაწოლა და არც დაძინება. დედა ჩემი რატომ არ გესმის? ოლივერის ნახვა მინდა, მხოლოდ მას შეუძლია ყველა ჩემი ჭრილობა მომიშუშოს. ძალიან გთხოვ... - არა, მე დედაშენი ვარ და ამავდროულად შენი ექიმიც, იმას გააკეთებ რასაც მე გეტყვი და ახლა მე გეუბნები, რომ უნდა დაისვენო. - დედა... - მიდი, დაწექი, - საბანი დააფარა და პალატიდან გავიდა. აცრემლებული კართან ჩაიკეცა და ტირილს მოჰყვა. ელენეს პალატასთან მყოფმა პოლიციელებმა წამოაყენეს, სკამამდე მიიყვანეს და დასამშვიდებლად წყალიც მიუტანეს. ელენე კი იწვა და კარს მიშტერებოდა, გული სტკიოდა, რადგან დედამისს, ანას, რომელიც ბავშვობიდანვე მისი მესაიდუმლე და მეგობარი იყო, ახლა შვილის აღარ ესმოდა და თითქოს მის მიმართ გაუცხოვებულიყო კიდეც. 25 ძილში შეხტა და შეშინებული წამოდგა საწოლიდან, სუნთქვა უჭირდა, ფეხზეც ძლივს იდგა. მოულოდნელად ოლივერის ნახვის დაუცხრომელმა სურვილმა გაიღვიძა მასში, ინსტიქტურად მოიძრო წვეთოვანი ხელიდან და კარებისკენ წადგა ფეხი. აუტანელმა ტკივილმა გაუელვა სხეულში და დაიყვირა, ყვირილზე კი პოლიციელები შემოცვივდნენ. მუხლებზე დამხობილი ელენე რომ დაინახეს, მისცვივდნენ და ფეხზე წამოაყენეს. - ვიცი რომ ოლივერ კენინგიც ამ საავადმყოფოში წევს, შეგიძლიათ მასთან მიმიყვანოთ? - ქალბატონო ელენე თქვენი პალატიდან გამოსვლა არ შეიძლება, ჩვენ არ შეგვიძლია გარეთ გაგიშვათ, ძალიან ვწუხვარ. - რას ნიშნავს პალატიდან გასვლის უფლება არ მაქვს, პატიმარი ვაარ? - არა რა თქმა უნდა. - აბა მაშინ რა პრობლემაა? უკვე დამკითხეთ, ხომ ასეა? - დიახ, ასეა. - ე.ი. შემიძლია სადაც მინდა იქ წავიდე. - კი მაგრამ, ქალბატონო ელენე, ჩვენ ნაბრძანები გვაქვს, რომ ოთახიდან არ გაგიშვათ. - რა სისულელეა, ღმერთო ჩემო, ვინ გიბრძანათ? - ეს საიდუმლოა მის. - ვინ გიბრძანათ თქო! - ედუარდ ბერგმანმა. - ედუარდ ბერგმანმა! დაურეკეთ მას და ჩემგან გადაეცით, რომ თუ დამნაშავედ მიმიჩნევს ჯობს ციხეში ჩამსვას, თუ არა მაშინ მე აქ ვერავინ გამაჩერებს ძალით. - ქალბატონო... - ყველაფერი კარგადაა ფრენკ, შეგიძლიათ გახვიდეთ. - ოჰ! ბატონო ედუარდ, თქვენ ხართ? ვიფიქრე დავავიწყდი თქო. - მე შენ არასდროს დამავიწყდები ელენე. - არ გვინდა ასეთი გლამურული სიტყვები ძალიან გთხოვ, ეს ჩემზე არ ჭრის. ოლივერის ნახვა მინდა და ოთახიდან არ მიშვებენ, ასე მითხრეს ედუარდ ბერგმანის ბრძანებააო. და ეს მართალია? - კიი მართალია. - მერედა რისთვის ედუარდ? დამნაშავე ვარ? ან ეს დაცვა რისთვის მომიჩინე, ასეთი ფეხით სად უნდა გავქცეულიყავი შენი აზრით, ორი წუთის წინ კარამდე მისვლაც ვერ შევძელი. არ მჭირდება არც დაცვა და არც ასეთი გადამეტებული ყურადღება, თავი საცოდავი მგონია. - მართალი ხარ, მაპატიე. - ვიცი რომ მართალი ვარ. ახლა კი ნება მომეცი ოლივერთან წავიდე. - მაგრამ ეს ყველაფერი ერთმა გრძნობამ გამაკეთებინა, იმ გრძნობამ რომელსაც შენს მიმართ განვიცდი. - რა გრძნობამ, - ელენეს ცინიკურმა გამომეტყველებამ გული მოუკლა ედუარდს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ელენეს გული სხვას ეკუთვნოდა, მაინც ჰქონდა სულ მცირეოდენი იმედი. ცინიკური გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა, როგორც კი მამაკაცის ნაღვლიანი სახე დაინახა, გულწრფელად შეეცოდა ედუარდი, - მისმინე ედუარდ, შენი ეს გრძნობა მალე გაივლის. მე არ შემიძლია ვიყო შენთან, მაშინ, როცა სხვა მამაკაცი მიყვარს. მე შენთვის არასდროს მომიცია იმედი და ვერც ახლა დაგაიმედებ და ვერ გეტყვი, რომ დრო რომ გავა შესაძლოა შემიყვარდე. ამის თქმა არ შემიძლია, ვერ მოგატყუებ. რა დროც არ უნდა გავიდეს ოლივერის უნახავად, მაინც ვერ შევძლებ მის გადაყვარებას და შენს შეყვარებას. მაპატიე, ვიცი რომ გულს გტკენ, მაგრამ ტყუილ იმედის ქონას მირჩევნია რომ სიმართლე იცოდე. - მადლობა. მადლობა გულახდილობისთვის. - ახლა შეგიძლია ოლივერთან წამიყვანო? საპასუხოდ მხოლოდ ღიმილი და გაწვდილი ხელი მიიღო, რაც თანხმობას აღნიშნავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.