შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსხვავებულნი (16)


1-10-2019, 19:01
ავტორი Holly_Holly
ნანახია 2 487

ტუჩები ძალიან ახლოს მოიტანა ჩემს ტუჩებთან,ძლიერ მომხვია წელზე ხელი და ახლოს მიმიზიდა,გონს მოვეგე და მალევე ვუთავაზე სილა..სწრაფად დავტოვე ადგილი და საპირფარეშოში გავედი,ცივი წყალი შევისხი სახეში..მალევე შევუერთდი ბავშვებს,შეშინებული ვაცეცებდი თვალებს დარბაზს,რომ სადღაც ისევ არ შემხვედროდა..ლენკას დავემშვიდობე,თავის ტკივილი მოვიმიზეზე და სახლში წავედი..

00:03
სახლის კარებს ვაწვალებდი გასაღებით,როცა კარები დევდარიანმა გამიღო და სახლში შემიყვანა..არვიცოდი უნდა მეთქვა თუ არა რაც გადამხდა თავს წამიერად,ბოლოს გადავწყვიტე დამეძინა და საღ გონებაზე მომეყოლა..
-კარგად გაერთე? -სიჩუმე დაარღვია დევდარიანმა,ჟურნალის მაგიდიდან სანთებელა მოიმარჯვა ხელში და სიგარეტს მოუკიდა,ფანჯარა გამოაღო და რაფას მიეყრდნო
-კი ნორმალურად -თავი დავუქნიე, ქუსლიანი ფეხსაცმელი მაშინვე გავიძრე და იქვე მივაგდე.. მიას დავხედავ -ვუთხარი და ადგილზე გამაჩერა
-ბავშვს სძინავს და ნუ გააღვიძებ
-გოგა რა გჭირს?
-მე არაფერი,შენ? -ირონიული ღიმილი გაჰკრა
-მეძინება,დავწვეთ -მოვუჭერი და საძინებლისკენ გავემართე,უკან გამომყვა,სწრაფად ჩამავლო ხელი მკლავზე და მისკენ მიმატრიალა,კარი მიაჯახუნა და თვალებში ზიზღით გამომხედა
-არაფერი გაქვს სათქმელი? -უხეშად შემიშვა ხელი
-რატო მეკითხები?
-მიპასუხე!
-ნუ ყვირი!
-ნუ მაყვირებ და კითხვაზე მიპასუხე
-არა არაფერი არ მაქვს სათქმელი
-ამის დედას *ევეცი -იღრიალა და სარკესთან რაც იდო ერთი ხელის მოსმით გადმოყარა
-გოგა რას აკეთებ?
-თვალებში მიყურებ და მატყუებ გოცირიძე,ვინაა ეს ტიპი,ვისაც ასე ეხვეოდი და კოცნიდი? -ტელეფონი მოიმარჯვა და ფოტოები გადაფურცლა..
-ღმერთო ჩემო,რა შევცოდე ასეთი
-იმიტო იხევდი ასე ტრ*კს წასვლაზე ხო? კარგად გაგ*იმა?
-იმიტო დამთანმდი ხო ასე წასვლაზე? ვიღაც დაიქირავე რომ ეთვალთვალა შენი ცოლისთვის ხო? გულში აღარ იტევს ამდენი იმედგაცრუება გოგა -თავი გავაქნიე და ცრემლები მოვიწმინდე -ასე არ მენდობი,რომ გგონია ... სიტყვებსაც ვერ ვპოულობ არ მესმის შენი..
-შენ ტვინი საერთოდ გამოტუმბული გაქვს ხო? იმდენი ახ*არი დადის მანდ,რომ დიახაც ჩემი ადამიანი ავიყვანე არა იმიტომ რომ ეთვალთვალა,სიტუაცია გაეკონტროლებინა,ვინმეს ზედმეტი რომ არ გაებედა..მაგრამ ყოჩაღ ცოლო,ნაცნობი გაგიჩენია და შუა დარბაზში ეზასავებოდი,აღარაფერი აღარ ვუთხარი ჩავთვალე რომ შენ მეტყოდი და ამიხსნიდი,თავი არ დავიმცირე და არც შენ დაგამცირე,მაგრამ მაგრად მოახერხე ჩემი გამო*ლევება გოცირიძე!
-იდიოტი ხარ,მეზიზღები გესმის? იმის გამო მეზიზღები,რომ გგონია მაგას ვიზავ და გიღალეტებ,გულს მირევ გაიგე? -ვყვირივარ და ხელებს ვიქნევ
-ტონს დაუწიე,იმას ნუ გამაკეთებინებ რაც არ მინდა!
-იმას რატო არ გადაუღო ფოტო,როგორ ვუთავაზე სილა? რააატო? მიპასუხე,დრო იხელთა და მაგ მომენტში მოასწრო ფოტოების გაჭიმვა? ისე უცბად მოხდა ყველაფერი,რომ ჩემს ზურგს უკან აღმოჩნდა,კოცნას აპირებდა,მაგრამ მოვიშორე! შენ აქ რა ბრალდებებს მიყენებ? ასე რატო მამცირებ?
-ვინ იყო? -გამოსცრა კბილებში და მშვიდი ტონით მკითხა
....
-ვინ იყო მეთქი? -ხელი დაახეთქა კომოდს
-რეზი კაჭარავა -ძალიან ხმადაბლა ამოვღერღე მისი სახელი და გვარი
-ის *ლე? მაგას წარსულში ჩემი ჩადენილი ტრიუკები ხო არ დაავიწყდა,მაგ სი*ს -სწრაფად ამომხედა თვალებში და ადგილზე გაიყინა..სწრაფად გადაიცვა კურტკა და გარეთ გავიდა,შეჩერება ვცადე მაგრამ ამაოდ..

გამოუვალი მდგომარეობა! რა არის სწორი და რა არასწორი?! როცა ამას ვეღარ არჩევ,მანდ გქონია დიდი ორმო გათხრილი! ათიათასჯერ დავურეკე გოგას,ჯერ არ მპასუხობდა,შემდეგ მითიშავდა,მერე საერთოდ გამორთო ტელეფონი.

2:54
სახლში გვიან დაბრუნდა,ნერვიულობისგან იქეთ-აქეთ დავდიოდი და ვერ ვისვენებდი...საძინებლის კარი შემოაღო კურტკა მიაგდო ლოგინზე და სავარძელში ჩაესვენა.ხელებით თვალები მოიზილა და ალმაცერად გამომხედა
-სად იყავი?
-სადაც საჭირო იყო იქ
-იმედია ხვალე დილით ტელევიზიაში არ გამოაცხადებენ შენს და რეზის შორის მოხდენილ მასკარადს!
-იმედია -თვალი ჩამიკრა და ლოგინი გაშალა
-რა უქენი გოგა? -ხელით მკლავზე შევეხე,მაგრამ ისეთი თვალებით დააჩერდა ჩემს ხელს,მაშინვე გავუშვი
-მე რაც მეკუთვნის ვერასდროს ვერავინ შეეხება,თუ შეეხება წამშივე დედა ე*ირება! და შენში არც არასდროს შემპარვია ეჭვი,იცი რომ კატასტორფულად ეჭვიანი ვარ და რაც ჩემია ჩემია! მეორედ იმას არ გაბედავ,რამე რომ დამიმალო თორემ განანებ -თითი ცხვირის წვერზე ჩამომარტყა და ლოგინში ჩაწვა
-რაიყო მემუქრები?
-არა გაფრთხილებ!
-მაშინებ
-ასეთ დღეში,რომ ჩამაგდებ კი უნდა გეშინოდეს,იმიტომ რომ ეჭვიანობის დროს ყველანაირი სისულელე შემიძლია ჩავიდინო და ეს შენ არ გესწავლება !
-რა შევცოდე ღმერთო
-ის რომ მე შემიყვარე
-სხვა გზა მქონდა?
-არა!
-გოგა რა უქენი კაჭარავას?
-მაგ სი*ის გვარსაც აღარ ახსენებ,ეხლა კი გადი მეძინება! -სიტყვა მოჭრა და სანათი გამორთო
-სად გავიდე?
-დღეს მეორე საძინებელში დაიძინებ
-თამაში დაიწყე გოგა? კაი ძალიან განანებ!
გავედი და კარი მივუჯახუნე..გვერდითა საძინებელში შევედი,აბაზანა მივიღე და ლოგინში ჩავწექი..

არ ვიცი,როგორ ავხსნა,რატომ იკლავენ ადამიანები თავს,მაგრამ ვიცი როგორ უნდა მოვიკლა თავი..რა განსხვავებაა,საღი და ჩამომტყდარი ტოტებიდან ჩამოცვენილ ფოთლებს შორის,მხოლოდ ის,რომ ერთი უკვე გამხმარი წყდება..რამდენი სისულელეა გარშემო,მაგრამ ტყუილი ყოველთვის ბევრად მეტია..ზოგჯერ რამხელა ბედნიერებაა იმის განცდა რომ ცოცხალი ხარ..როგორ მინდა მხოლოდ დევდარიანზე ვფიქრობდე,მაგრამ მხოლოდ მასზე და მარტოობაზე ვფიქრობ...მე ახლა შორს ვარ,შენ კი გვერდით ოთახში წევხარ,უცნაურია ეს სიტყვები და საყვარელიც იქნებოდა,შენ რომ ახლა გულაღმა იწვე,მაგრამ დარწმუნებული ვარ მოკუნტული ხარ,ფიქრები გაყენებს ტკივილს და ვერაფრით იშორებ მათ..ზურგიდან ვუყურებ და ვხვდები,რა აწერია სახეზე,რადგან არაფერი შეუძლია ამ დროს ჩემს სიყვარულს..ვნატრობ ხოლმე,ის მაინც შეეძლოს,რომ უბრალოდ არ არსებობდეს..როცა არაფერი გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი,როცა განა სიტყვებს,ფიქრებსაც კი ვერ ვუყრით თავს,ასეთი შემთხვევისთვის უნდა არსებობდეს განსაკუთრებული წინადადებები,რომლებიც მიგვიყვანდა ერთმანეთამდე,ზუსტად ისე,როგორც მაშინ,როცა ღმერთთან საუბარი გვინდა,როცა ჩვენი სიტყვები არ გვაქვს..ადამიანებს ყველასთან გვიყვარს ლაპარაკი საკუთარ თავზე,საკუთარი თავის გარდა..ერთია როცა გულახდილად საუბრობ და მეორე როცა გულახდილად გისმენენ..ბედნიერი ვიქნებოდი,გოგასთან საუბრისას თვალებს რომ არ ვახამხამებდე..ზოგჯერ განა მასზე ყვირიილი მინდა? მინდა ვაგრძნობინო,ამ დროს ჩემი გული რას გრძნობს,მინდა მისმენდეს ჩემი ყველანაირი ყვირილის და ახსნის გარეშე,თვალებში ჩამხედოს და მორჩა! ყველაფერი იქ წერია,განა ეს რთულია? მინდა მის გასაგონად გავჩუმდე..რა ტრაგედიაა,როცა ხარ ახალგაზრა და არ ხარ სიცოცხლით სავსე..ერთხელ ვცხოვრობთ და როგორი გულდასაწყვეტია ასეთი ცხოვრება,მაგრამ რა გინდა,რომ ქნა...განა მის გვერდით არ ვარ ბედნიერი? განა მიას არსებობა არ მხდის მე ბედნიერს? უბრალოდ არის მომენტები,როცა ერთიანად გაჭერს ყველაფერი ყელში და ყვირილი გინდა,უდაბნოში მოხვდე და არავინ გიპოვოს..არ ვიცი ცხოვრება როგორაა მოწყობილი,ჩემი ცხოვრება მოუწყობელია..
ზოგჯერ,ყველაფერი ერთბაშად მინდა,სიცოცხლეც..სიკვდილიც..ყოფნაც..და არ ყოფნაც!
გტკივა და იღიმი,არ იმჩნევ არაფერს და უძლებ ამ ყველაფერს,უძლებ შენი ოჯახის გამო! შენი შვილის გამო! გარედან ადამიანს გავხარ,შიგნიდან კი ვინ დარჩი თვითონაც კი არ იცი..ძალიან მტკიოდა გოგას საქციელები,მაგრამ ასე შეეძლო მას სიყვარულის გამოხატვა..რა საშინელია ადამიანი,ყველაფერს ეჩვევა..

დილით უჩვეულო სიზმარმა გამაღვიძა,სამზარეულოში გავედი და ყავა მოვიმზადე..
-დე მშიაა -სამზარეულოში გამოჩნდა მია და სკამზე დასკუპდა,ლოყაზე ვაკოცე და ომლეტის გაკეთება დავიწყე..
-რძე არ მინდა დედა
-უნდა დალიო ერთი ჭიქა მია!
-შენ და მამიკოს ერთად რატო არ გეძინათ? -რძე მოსვა და გვერდულად გამომხედა
-გვიან მოვედი და მისი გაღვიძება არ მინდოდა
-კარგად გაერთე?
-კი -გავუღიმე და ყავა მოვსვი -თქვენ რას აკეთებდით?
-მამა ხატვას მასწავლიდა,ზღაპარი წამიკითხა ძილის წინ და დამაძინა
-ძალიან კარგი პრინცესა!
ამასობაში დევდარიანი გამოჩნდა,მიას ლოყაზე აკოცა და მაგიდასთან დაიკავა ადგილი,ვცდილობდი არც შემეხედა მისთვის,მაგრამ თვალი მაინც გარბოდა..
-ყავა გამიკეთე -მშრალად მომიგდო სიტყვა
-არ შეჭამ რამეს? -ცალყბად გავხედე
-არა
ხმისამოუღებლად ყავა დავუსხი და წინ დავუდე..
-დღეს ოფისში გავდივარ და შენც მოდიხარ!
-მიას ვერ დავტოვებ,სახლში ვიმუშავებ
-დეედიკო მე მარტოც დავრჩები,უკვე დიდი გოგოვარ -სიხარულისგან წამოხტა მია
-მიაც წამოვა,დავათვალიერებინებ მამიკოს ბიზნესოფისს -ხელით თმაზე გაეთამაშა და გაუღიმა შვილს
-ეგ უფრო კაი აზრია -გაუხარდა მიას
შხაპი მივიღე..კარადა გამოვაღე და არჩევანი შევაჩერე შავ კლასიკურ შარვალზე,დეკოლტიან საროჩკაზე და წითელ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე,თმა ოდნავ ავიწიე..წითელი ტუჩსაცხი წავისვი და მისაღებში გავედი..
-დე რა ლამაზი ხარ -თითები ერთმანეთში გახლართა მიამ და თვალები გაუბრწყინდა
-მადლობა პრინცესა,შენ ხარ ყველაზე ლამაზი!
გოგა ცოტახანი გაშტერებული მიყურებდა,თავი გააქნია და ჰაერში მანქანის გასაღები აიტაცა..მიას ხელი მოვკიდე და გოგას გავყევით უკან..მანქანაში მოვიმარჯვეთ ჩვენი ადგილები და გზას გავუყევით..ცოტას ვნერვიულობდი და ქვედა ტუჩს ვიჭამდი,არ მინდოდა სალომე შემხვედროდა ოფისში,ჯობდა ისე დამეტოვებინა ყველაფერი როგორც იყო..ისედაც ამ ბოლო დროს მე და დევდარიანს მთლად კარგი ურთიერთობა არ გვაქვს და კიდევ სალომე,რომ დამემატებოდა არ მინდოდა..ნახევარ საათში ოფისთან ვიყავით,მანქანა დააპარკინგა..მია წინ გაიქცა,გვერდი დავუმშვენე დევდარიანს,შევხედე მის სერიოზულ სახეს,როგორ უმშვენებდა ოდნავ მოზრდილი შავი წვერი..
-საერთოდ არ დამელაპარაკები თუ როგორაა ჩვენი საქმე? -ვეღარ მოვითმინე და ვაჯახე
-ცოტახანი ასე აჯობებს! -გამოსცრა და სიგარეტი მოისროლა
-ჩვენზე თუ არა მიაზე მაინც იფიქრე
ოფისში შევედით და გოგას კაბინეტისკენ ავიღეთ გეზი..
-მოგესალმებით,ქალბატონო ანანო! -გამიღიმა გოგას ასისტენტმა თავი დავუკარი და კაბინეტში შევედით..
-რამეს ინებებთ ბატონო გოგა?
-სამი ფინჯანი ყავა,მეგან თუ შეძლება!
-კი ბატონო მოგართმევთ! -თავი დაგვიკრა და კაბინეტი დატოვა
-სამი ფინჯანი ყავა? -გაკვირვებული გავხედე დევდარიანს
-კი
-და მესამე ვისთვის?
-მოითმინე ანანო -მობეზრებულმა ამოისუნთქა ღრმად და დოკუმენტებს მოაწერა ხელი.
კარი გაიღო,მაღალი,შავი დიდი თვალებით,მოკლე თმით გოგონა წამოვიდა ღიმილით ჩვენსკენ..მეგანიც უკან მოჰყვებოდა,ლანგრით ხელში..ყავები მაგიდაზე მოათავსა და ღიმილით გავიდა კაბინეტიდან..
-გაიცანი სალომე,ჩემი ცოლი -ანანო -ფეხზე წამოდგა დევდარიანი
-სასიამოვნოა,ხელი გამომიწოდა ტურენკომ და ღიმილი აიკრა სახეზე..ყავა მოვსვი და მიას გავხედე,დივანზე იყო თავისთვის მოთავსებული და ხატავდა..
-ეს თქვენი შვილია?
-კი,მია ჰქვია
-ძალიან საყვარელი ხარ მიაკო -გაუღიმა და ნიკაპზე მოეფერა
-მიაკო არ ვარ,მია ვარ
-კარგი ბოდიში,მია მაშინ -ახარხარდა ტურენკო
-ანანო ძალიან ლამაზად ხატავ,გოგა ბევერს ლაპარაკობს შენზე და დიდი ინტერესი გამოიწვიე ჩემში,ერთი სული მქონდა როდის გაგიცნობდი
-მადლობა! - ძალით გავუღიმე და ბედნიერ გოგას გავხედე
-გოგა შენმა დიზაინმა დიდად დააინტერესა სხვა დიზაინერებიც და ერთ-ერთ ამერიკის მაღაზიას შენთან პარტნიორობა უნდა,თათბირმა კარგად იმოქმედა ჩვენზე..
-ძალიან კარგი,მაშინ საბუთები გააფორმე და გადააგზავნე,ამას რათქმაუნდა მარტო ვერ მოვახერხებდი სალომე,რომ არა ჩემი არაჩვეულებრივი მეუღლე! -გვერდით ამომიდგა და წელზე ხელი შემომხვია,სულელივით გაიკრიჭა..სალომეს დიდად არ ესიამოვნა,მაგრამ ნაძალადევად მაინც მოუწია გაღიმება..
-კარგი,გოგა მე დაგტოვებთ,მეგანს ვეტყვი ხელშეკრულება შემოგიტანოს,რომ ხელი მოაწერო
-გმადლობთ,ქალბატონო სალომე! -თავი დაუკრა და კაბინეტიდან გაისტუმრა
-უნდა გაგეფრთხილებინე გოგა! ხელები გადავიჯვარედინე და დივანზე დავჯექი
-რატო ან რისთვის? -ისეთი სახე მიიღო თითქოს ვერ მიხვდა
-ტურენკოს გასაცნობად რომ წამომიყვანე აქ,რაღა მეთქმის ნუ -ტაში შემოვკარი
-ნელ-ნელა ყველანაირ ეჭვს გაგიქრობ ანანო,რომ ჩემზე რამე არ გქონდეს სათქმელი და სახეში არ მირტყა რაღაცეები
-რა ნამიოკებია გოგა?
-არანაირი ნამიოკები,სანამ ჩემს შეცდომებს მისწვდები,შენსას არ უნდა გადაახტე!
-მია წავიდეთ დე
-არსად არ წახვალთ,შენს კაბინეტში შედი და იმუშავე,მია ჩემთან იქნება..ცოტახანში ვივახშმოთ.
-რის მიღწევას ცდილობ? -წარბებშეკრული გავხედე
-არაფრის მიღწევას,რასაც გეუბნები გააკეთე!
კაბინეტიდან გავედი და კარი მივუჯახუნე..



როგორ მოგწონთ? რამდენი კითხულობთ? გამოხატეთ თქვენი შთაბეჭდილებები! მადლობა ყვეეელაააას !!!



№1 სტუმარი lizi

აუუუ რატო კამათობენ ასე ხშირააადდდ sob
ძალიან მომწონსს kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№2  offline წევრი Rania

Axla shemogiertdiii. Martla gansxvavebulebi ariann. Zalian ficxebiii. Arcertma aricis datmobaa. Tu ar datmo romelime mxares saocrebebs axdenen. Chamouyalibebeli adamianebis shtabechdilebas axdenwnn
--------------------
Q.qimucadze

 


№3 სტუმარი anna

ამ ბიჭს ფსიქოლოგის დახმარება ჭირდება ან რამე დამამშვიდებლები უნდა სვას, აბ ბრაზის კონტროლის კურსებზე იაროს joy თორე ასეთ გარემოში ყველაზე მეტად ბავშვია ცოდო, ყოველ წუთას მამის ღრიალს რო ისმენს. არ ვიცი ვის როგორი კაცები მოგწონთ, მაგრამ რეალობაში ასეთ კაცთან ერთი დღე ვერ ვიცხოვრებდი.

 


№4  offline წევრი Holly_Holly

lizi
აუუუ რატო კამათობენ ასე ხშირააადდდ sob
ძალიან მომწონსს kissing_heart kissing_heart kissing_heart
მადლობა დიდიიი ❤️

Rania
Axla shemogiertdiii. Martla gansxvavebulebi ariann. Zalian ficxebiii. Arcertma aricis datmobaa. Tu ar datmo romelime mxares saocrebebs axdenen. Chamouyalibebeli adamianebis shtabechdilebas axdenwnn
მადლობა ტკბილო ❤️

 


ღმერთო ჩემო, შერიგება,დაშორება, შერიგება დაშორებე, კიდევ შერიგება დაშორება და ა.შ.

 


№6  offline წევრი sofi_sofiaa13

იფფფ რაკარგი იყოო
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent