შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თმენის ვალდებულება - VIII


3-10-2019, 12:39
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 2 389

გქონიათ ისეთი შეგრძნება დილით რომ იღვიძებთ, არსად გეჩქარებათ, სუფთა ჰაერს გრძნობთ, საბანს მჭიდროდ იკრავთ სხეულზე, ცოტა გული გიჩქარდებათ, ბედნიერების შეგრძნება გიპყრობთ, საზრუნავიც თითქოს არაფერია და გგონია რომ ცხოვრება მართლა ისეთი საოცარია როგორც ამბობენ. კეკე გამახსენდა, კიდევ გამეცინა, ალბათ კიდევ გამოივლის და პირჯვარს გადაიწერს. ცოტა ხანს ცხოვრების სიტკბოობით კიდევ ვტკბები, გული უცნაურად მიცემს, თითქოს ადრენალინის შეგრძნებაა, ვერაფერს ვხვდები, ანაფორას გავხედე, რომელიც კარგად გასწორებული და გასუფთავებული იყო სკამზე გადაკიდებული, რატომღაც აღარ მომინდა მისი ჩაცმა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. სანამ ჩაის გეახელით, შემერგოს და მაამოს, ზედა გავიხადე, სხეულს თვალი მოვავლე და კეკეს გუშინდელი ნათქვამი გამახსენდა, ხარს რქების გაყრის რა გითხრათ, მაგრამ დიდად მიმზიდველი და სიმპათიური მამაკაცი კი გახლავართ, ღმერთს მადლობა ასეთი კარგი და თავმდაბალი რომ მოვევლინე ქვეყანას. წვერი დიდი მაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი არ მიხებათქო, ჩემ თავს ვუღიმი და მერე ვხვდები რომ სიგიჟის ახალი გამოვლინებება იწყება. ბუხარს გავხედე, შეშა აღარ მაქვს, საღამოს მტკიცედ გავაწვიტე ბუხართან წიგნის წაკითხვა და ჭიქა ღვინის დალევა. ეზოს მივაშურე და ახალი, ბოლო მოდის ცულმა მზეზე გაიბრწყინა, ზემოთ ავღმართე და მოხდენილად გავხლიჩე შუაზე შეშა, ძლიერი სხეული მაქვს, ღრმერთო ჩემი თავი ასე არ შემაყვარო, ვჩეხ და ვჩეხ შეშას, მერე ვფიქრობ ამ სიცხეში ბუხართან რატომ უნდა ამომხდეს სულითქო, მაგრამ რომ გაწვიმდეს. ბუხარი სულ მინდოდა, დამეთანხმებით რომ რაღაც ალოგიკური თქვენც გაგიკეთებიათ იმისთვის, რომ სიამოვნება მიგეღოთ და საკუთარი თავი დაგირწმუნებიათ რომ მოგწონთ. კიდევ მოვიქნიე ცული და ხმა გავიგონე.
-ლამბერსექსუალობას აწვებიათ მამაო თუ რა ხდება?- ცული ლამის ხელიდან გამივარდა, მაგრამ მოქმედების დროა, ცულს მხარზე ვიდებ და თვალებს მაცდურად ვავიწროვებ, მაგრამ თვალების დავიწროვება არ დამცალდა, კეკე ყავისფერ კაბაშია გამოწყობილი. თავზე, ფერადი თავსაფარი წაუკრავს და აწითლებული ლოყებით მიყურებს, სქელი ტუჩები ეპობა და იმ ბატივით მიყურებს რომელიც გვერდზე უდგას.
-კეკე დილა მშვიდობის- ვცადე ხმაში მიმზიდველობა დამტყობოდა, მაგრამ კეკემ ცალი წარბი რომ ზემოთ აწია მივხვდი გადავამლაშე და ცალი ფეხი კუნძზე შემოვდე, ახლა არ წავიქცე და არ მინდა არაფერი.
-მამაო წირვას აღარ იწყებთ?
-რა დროს წირვაა კეკე?
-ბატონო?
-ჯერ სოფელმა ლოცვა უნდა დაიწყოს, მერე წირვას თუ დაიმსახურებთ იქნება, სად მიდიხარ ახლა?
-ძროხებთან მამაო- რატომ არ მიდის
-კარგი, კეკე- იქვე დაგდებულ პერანგს ვიღებ და სხეულზე ვისვამ, კეკე უკან წევს თავს და ოხრავს
-თქვენც გარეკეთ მამაო?- ჩაილაპარაკა ნაღვიალი ხმით
-რას გულისხმობ კეკე?
-მამაო, ნამდვილი ჯან ბეი ხართ.
-ვინ?
-უკეთესი, დაგუგლეთ.
-ვინაა ჯან ბეი?
-სერიალს რომ ვუყურებ მამაო, მაგრამ უკეთესი ვერსია ხართ
-კეკე, კიდევ ერთხელ გეკითხები სხვა თვალითაც მიყურებ ხოლმე?
-კიდევ ერთხელ გიმეორებთ მამაო, ზეოგჯერ სულ ვერ გხედავთ ხოლმე, როგორც ახლა
-კეკე სცოდავ.
კეკემ პირჯვარი გადაიწერა და წავიდა
-საით?
-მდინარესთან ძროხები უნდა დავაბა.
მდინარეო? რატომ არ ვიბანავე მდინარეში, ხომ არ გავწვე ზოოპარკის გველივით და ჩემი სხეული კიდევ ერთხელ ვაჩვენო.
გეგმა დასახულია, საბა მდინარეზე მიდის, კეკეს ძროხებს უკვე გამარჯობა- გაგიმარჯოთი ვიცნობ, ის სახლში რომელიც მყავდა, ხვდება და ფრთხილობს, უზარმაზარი ხეების მკწრივი მდინარეს მიუყვება და ტოტებს ისე აფარებს თითქოს მალავსო, მაგრამ მზიან, სიყვარულით სავსე ქვებს და სუფთა წყალს ვხედავ, ხო და ჩავდივარ შიგნით, ლუკა გაახაროს ღმერთმა და შავი შორტი მაცვია, ქვემოთ ვქაჩავ და თეთრი საცვალის ზოლს ვაჩენ, მერე ქვაზე ვწვები, ძროხებსაც ვაბნებ, მიყურებენ, თან უაზროდ ილუკმებიან, მერე ისევ წყალში ჩავდივარ, საღამოს კეკეს ყავისფერმა კაბამ გაიელვა და წყლიდან ბაყაყივით ამოვხტი და ქვაზე გადავწექი, თვალები გავნაბე, მერე ისე დავიჭირე თავი თითქოს ვერ დავინახე.
-მოვედი გოგოებო- გაისმა კეკეს ხმა- აუჰ!
ტუჩები შეკვარი და ვეცადე არ გამცინებოდა, მაგრამ რა გამაცინებდა ქვა ისეთი ცხელი იყო დიდი ალბათობით დროზე თუ არ წავიდოდა შიშხინს დავიწყებდი
-მამაოა ეს?- იკითხა კეკემ, ისევ ძროხებს ელაპარაკება- არ რცხვენია ნეტაი?
ვიწვი, ზურგი გამოცხელდა, საშინელი შეგრძნებაა, წყალში ვერ ჩავალ, კიდევ მიყურებს არ მიდის.
-ჯერ შენ წამოდი- ჩურჩულებს კეკე
თვალს რომ ვახელ ყველას ნაცვლად სათითაოდ მიჰყავს ძროხები, გაჭრა, ღმერთო მაპატიე, ცოდვილი ვარ. მეორე ძროხის წასაყვანად სანამ დაბრუნდებოდა წყალში ჩავდივარ და მერე ისევ ვეხეთქები გვაქზე
-ჩაეძინა ნეტა?
მესამე ძროზახე
-ქვემოთ მოცურავს ლამზირა მამაო, მძინარი რომ წყალში ჩავარდეს რომ დაიხრჩოს? მამაო!
ყვირის და მეც ვითომ ვერაფერი დავინახე, მძიმედ წამოყავი თავი და დარცხვენილი წყალში ჩავხტი, ჩავყვინთე, მოვემზადე, მზერა, სველი თმა, წყლიდან ამოვყავი თავი ხელებით ქვას დავეყდენი, იმედია ბაყაყივით არ ვარ
-ოთხკაპი გაკლიათ მამაო და ზევსი ხართ- ჩაიცინა კეკემ და ძროხას მოქაჩა
-ხან ვიღაც თურქული სერიალიდან ვარ, ხან ზევსი, ზევსების არსებობას არ ვაღიარებთ.
-არც მამაო იქცევა ასე, მარა რას ვიზამთ
-კეკე მეპრანჭები?- რას ვბოდავ
-რას ბოდავთ მამაო?
-ბატონო?
-შემინდე მამაო
-ღმერთმა შეგინდოს
-გადამირიეთ ძროხები, ხომ ხედავთ აღარ მომყვებიან- ექაჩება ძროხას კეკე, ისტორიას ასე გამოპრანჭული და ლამაზი გოგო ძროხებთან ალბათ არ ახსოვს
-მამაო- რა ვეღარ წავიდა
-ირუჯებით?
-არა?
-აბა რომ იყავით წამოწოლილი?
-მზეს ვეფიცხებოდი.
-რატომ?
-სასარგებლოა მზის სხივები
-გამოდის სხეულზე არ ზრუნავთ მამაო
-არა
-აბა ეგ კუნთები რომ დაგიდიათ ვისთვის იპრანჭებით?
-ბუნებით ვარ ასეთი.
კეკე პირს აღებს და ძროხების მთელი ფერმა ერთიანად მიჰყავს სახლში.
იმ ღამეს ცალ მხარეზე მეძინა. დავიწვი, ზურგი მეწვის, მთელი ღამე წყალი ვისხი, მერე სახურავზე ავედი და ქარს შევუშვურე სხეული, მესიამოვნა, იქ ჩამეძინა, დილით კი სამოსის ხსენებაზეც მაკანკალებდა, კეკემ ჩაიარა, ისევ გამოიხედა, პირჯვარი არ გადაუწერია, საღამოს გავბედე და ტაძარში ავედი, ნათელა იყო, ლოცულობდა, მერე თემურიც ვნახე, კეკეს ისევ სხვა კაბა ეცვა, ლურჯი, წელში გამოყვანილი, თავზე ფერადი თავსაფრით, უცნაურად გამომხედა და ჭურჭლის რეცხვა განაგრძო.
სოფელი წირვას ელოდებოდა, მე კეკეს, კეკე რომ გათავისუფლდა ვთხოვე სოფელში მცხოვრები ხალხი გაეცნო ჩემთვის, წამომყვა, უკან მოჩანჩალებდა, არაფერი უთქვამს
-ვისთან მივდივართ?
-ელიკოსთან- მითხრა მოკლედ
-არ მინახვას ტაძარში
-რას ნახავდით მამაო, ჩავარდნილია, მაგ თუ ადგა კი იქნება ბუნების საწაული
-რა დაემართა?
-ასაკი მამაო, სტალინის დაბადება ახსოვს ლამის
-ნუ სცოდავ კეკე!
-ღმერთმა ყველა მიგვიყვანოს მაგის ხნეობამდე- ჩაილაპარაკა და მივტრიალდი, ქვემოდან ამომხედა და ისევ დახარა თავი
ელიკო განმარტოებით, მარტო ცხოვრობდა ხის სახლში
-ვინ უვლის კეკე?
-არავინ მამაო, მე მივდივარ ზოგჯერ
-შვილები?
-კი ყავს მამაო, მარა ვაი მისთანა ყოლას
-რატო?
-არ ხედავენ
-მარტო შენ რას გახდები მერე? ქალებმა მორიგეობა დააწესეთ, კურთხევაა ასეთითქო
-ბატონო?
-რა ვერ გაიგე კეკე?
-მე კი გავიგე, მაგრამ ვეტყვი რა, ჩემი რა მიდის
ელიკო საწოლში მყოფი საყვარელი ტუჩებგამქრალი ქალი უყო, კეკე რომ დაინახა გაუღიმა
-ჩემო ანგელოზო მოხვედი?
-ნუ ჩრიტინობ ელიკო!- დაიმორცხვა კეკემ და მერე მე გამომხედა
-ჩემი ანგელოზი ხარ
მე ვერ დამინახა ელიკომ
-დამაცალე ბუმბულები და შეგიკერავ ბალიშს- ჩაიხითხითა კეკემ და თავი წამოაწევინა- მამაო მოგიყვანე
-ვკვდები?
-რა დროს შენი სიკვდილია გოგო, უნდა გაგათხოვო აწი, კაცი მოგიყვანე ჯვარი უნდა დაგწეროთ
ელიკო ისე აკისკისდა არაა გამორიცხული რომ კიდე გათხოვდეს
-რა ენა გაქ კეკე, შენ არავინ გამოგიჩნდა პატრონი?
-ვაი იმის პატრონს მე რომ გამომიჩნდება- აკისკისდა კეკე და საბანი გაუსწორა- რა ჭამე დღეს გოგო?
-ვაფლი ვჭამე, იქინე რო იდო.
-მერე?
-კიდო ჯინჭველები?
-რას ჩრიტინობ ქალო?
-დასევიან და სანამ ენაზე არ მიკბინა ვერ გევიგე
-ეხ ელიკო, ბერდები და შტერდები.
-ნუ მარცხვენ მამაოსთან- პირზე ხელი აიფარა ელიკომ
-მამაოს უნდა შენთალ ლაპარაკი- თქვა კეკემ- შეგიწვა კვერცხი?
-ნუ შეწუხდები კეკე.
-გაჩუმდი ახლა.
-მოდი მამაო, ახალი ხართ?
-დიახ.
-რა ცხვიმპირი გაქ მამაო, უჰ რა დასანახავი ხარ.- შიხცადა ქალმა და შევიფერე
-ბოდიში?
-გეპრანჭება- გამიცინა კეკემ და გაუჩინარდა
-ცოლიანი ხარ მამაო?
-არა.
-რაფერ მოხდა?
-რავი.
-არც კეკეს ჰყავს ქმარი.
-ელიკო თუ გამევედი ჩაგასრისავ მაგ საწოლში- კივის კეკე მეორე ოთახიდან
-სულელი კი არი მარა მისთანა გული აქ რომე, ბევრი ვერ დეიკვეხნის, ჩემი ქონება - ხელი გაიქნია- კეკეს
-ოქრო სად გავდავმალო?- საიდან ესმოდა კეკეს ელიკოს ლაპარაკი არ ვიცი, მაგრამ ესმოდა
-შენ უნდა დამიტირო ჩემო კეკე, გეიშალო მაი თმები და იკივლო
-ვეღარ გამოგლეჯენ შენ თავს, დაგიტკაცო თუ თოხლო?
-დატკაცე შენი ჭირიმე.
-მარილს არ ჭამს მამაო, თეთრი სიკვდილიაო სადღაც წაუკითხავს, სიკვდილს არ იკარებს ახლოს.
-სიკვდილმაც დამივიწყა მამაო
-რას ამბობთ?
-ვწევარ ასე და იმდენი ცოდვა მაქვს კისერზე, მამა ანდრია კი მოდიოდა ხოლმე და ვინანიებდი, მარა იმდენი ცოდვა მაქვს, კიდო იმდენი რომ იაროს რაც მე მაინც ვერ ჩამოვთვლი.
-შენ შეჭამ მამო?- გამოყო ოთახიდან თავი კეკემ
-არა გმადლობთ.
-რატო მამაო, ნაჭამი ხარ? მდინარემ მოშიება იცის.
დღეს არვ ვყოფლვარ მდინარეზე
-ვიცი
-ბატონო?
-შეიწვა კვერცხი ელიკო.- გადააქვს ყირადღება კეკეს
კეკე თეფშით მოდის და ლექს ამბობს, ვაი მისთანა ლექს
-ხომ იცი რომ მიყვარხარ და ჩემი გული გელისო, გევეწები მაკოცნინე ბო-ზანდარა ელიკო!
-ჩემი სიკვდილი- მიირტყა ტუჩებზე ხელი ელიკომ
-არ მოდის და დაანებე თავი
-მამაო გოგო!
-უი შემინდე მამაო.
-შეგინდოს უფალმა- ვუთხარი სიცილით
-მარა სამი სეყვარებული ჰყავდა- არ ჩერდება კეკე
-რა?- გავიოცე
-მონანიებული მაქვს მამაო
-არა, გამიკვირდა იმ დროში, სიყვარული როდის იყო ცოდვა იყო?
-ელიკო ჭამე გაცივდა- დაუდგა მაგიდასთან თეფში
ელიკო წამოდჯდა
-მამაოს უთხარი ფარნავაზ მეფე მართლა ისეთი ძლიერი იყო, რავცარც ამბობენ?
-რა ვიცი შვილო მე
-მაშინ ახალგაზრდა ყოფილხარ.
-მრცხვენია თქვენთან ჭამა მამაო- გაიპრანჭა ელიკო
-რას ამბობთ, შეგერგოთ.
-ჭადს გაგიკეთებ ხვალე- ჩერთო კეკე
-ნუ შეწუხდები.
-მამაო არც შეყვარებული არ გყავთ?- წამოწია წინ თავი ელიკომ
კეკე და ელიკო ორივე ისეთი ინტერესით მიყურებს და ისე ელოდება პასუხს რომ ვიძაბები
-არა- ვპასუხობ მშვიდად
-ოო არაო- თავი დაუქნია ელიკოს კეკემ და ლამის იყვირა
-გევიგონე გოგო, ყურს კი არ მაკლია.
-რა?- ვკითხე კეკეს
შავი გაოცებული თვალებით შემომხედა
-არაფერი- ჩაიბურტყუნა
-მოკიდე მერე ჩვენ კეკეს ხელი მამაო, მაგისთანას სად ნახავ?
-ელიკოს ტრა-ზე მოგხვდება- უმარცვლის კეკე
-საღა მაქ გოგო ტრა-კი ხარხარებს ელიკო- დედა გვერდები მეტკინა, გადამაყლაპე შე დალოცვილო,
სიცილში ვყვები ორივეს მაგრამ რა მაცინებს ვერ ვიგებ
-შემინდე მამაო- თავს მიშვერს კეკე
-შეგინდოთ უფალმა.
-ქალბატონო ელიკო- ვიწყებ მშვიდი ხმით- თუ რამე დაგჭირდებათ აქ ვარ და მთხოვეთ
ელიკო ლუკმას თეფშზე დებს და მიყურებს
-გაგახაროთ ღმერთმა, ადამიანის დანახვა მინდა მეტი არაფერი
-დაინახავთ
-გეიხარე მამაო
-ჭამე გოგო!- ეუბნება მკაცრად კეკე- თეფშს გაგირცეხავ, მოასუფთავე კარგად, მოთხუპნული ქმარი გეყოლება.
-რამდენი წლის ხართ ქალბატონო ელიკო?
-ასმეერთეში გადავედი.
-მაგ მითხარი თორმეტის რომ გავხდი პირველად რომ კითხე, იმის მერე წლები გავიდა ელიკო- იცინის კეკე
-რა გინდა გოგო, ქონებას უტოვებთქვა ვუთხარი მამაოს
-მერე?
-რა მერე?
-რათ მინდა შენი ქათამი, ჩემი არ მეყოფა?
-რატო ქათამი მყავს მარტო?
-ის ყიზილბაშებმა წაგართვეს არ გახსოვს?
-კეკე, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს დაანებე თავი.
-რა კაი შვილი ხართ- მიღიმის ელიკო
-გმადლობთ- გავუღიმე
-ხო - ეთანხმება კეკე და იღიმის
-კეკე!



№1 სტუმარი Keska

საიდან იგონებ ამ სიუჟეტებს და დიალოგებს? გეგი უზომოდ მიყვარხარ.

 


№2  offline წევრი ნანა73

იუმორი გადასარევი! laughing ფლირტი უზადო! დიდი პოზიტივი ხარ გეგი bowtie

 


№3  offline მოდერი GEGI გეგი

ნანა73
იუმორი გადასარევი! laughing ფლირტი უზადო! დიდი პოზიტივი ხარ გეგი bowtie

heart_eyes

 


№4 სტუმარი Wero

ცრემლები მომდის იმდენი ვიცინე.... აუ კარგი და სასიამოვნი თავი იყო. ველოდები შენდეგს. )

 


№5  offline წევრი Niniko11

აჰააააჰჰ სასწაული გოგოაა დდდდდ...
ბიჭი ქეაა სუმთლად გედესერევიი..
ახლაა მაგი როდისს გაიგებს ნეტაა ეს ბიჭიი მამაო რომ არაა :/
როგორრ დამაინტერესაა ამ ისტორიიააამმ♡♡♡
ველი ახალ თავს მოუთმენლაად♡♡
წარმატებებიიი♡♡♡♡♡♡

 


№6  offline მოდერი GEGI გეგი

Niniko11
აჰააააჰჰ სასწაული გოგოაა დდდდდ...
ბიჭი ქეაა სუმთლად გედესერევიი..
ახლაა მაგი როდისს გაიგებს ნეტაა ეს ბიჭიი მამაო რომ არაა :/
როგორრ დამაინტერესაა ამ ისტორიიააამმ♡♡♡
ველი ახალ თავს მოუთმენლაად♡♡
წარმატებებიიი♡♡♡♡♡♡

heart_eyes

Wero
ცრემლები მომდის იმდენი ვიცინე.... აუ კარგი და სასიამოვნი თავი იყო. ველოდები შენდეგს. )

blush

 


№7 სტუმარი sali

ვგიჟდები ისე მომწონს, შენი ისტორიები ყოველთვის გამორჩეულია იუმორით და რაღაც ისეთი აქვს, რომ ვერ აღწერ, აი ვერ გეუბნები ისე რა. თუმცა მეტი გაშლა და არწერები არ გაწყდენდა, შემიტყუე საწოლში სულ სხვა ლეველია და ასეთი მინდა ესეც, მეტი ემოციები მინდა, მაგრამ დიალოგები არის მოწოდების სიმაღლეზე. განვითარება სუპრე, ფანტაზია სუპრე და სიუჟეტიც სუპერ. ბევრი ბევრი ახალი თავი ჩვენ და წარმატებები შენ.

 


№8  offline მოდერი GEGI გეგი

sali
ვგიჟდები ისე მომწონს, შენი ისტორიები ყოველთვის გამორჩეულია იუმორით და რაღაც ისეთი აქვს, რომ ვერ აღწერ, აი ვერ გეუბნები ისე რა. თუმცა მეტი გაშლა და არწერები არ გაწყდენდა, შემიტყუე საწოლში სულ სხვა ლეველია და ასეთი მინდა ესეც, მეტი ემოციები მინდა, მაგრამ დიალოგები არის მოწოდების სიმაღლეზე. განვითარება სუპრე, ფანტაზია სუპრე და სიუჟეტიც სუპერ. ბევრი ბევრი ახალი თავი ჩვენ და წარმატებები შენ.

გავიგე smiley

 


ვაიმეეე
ჯან ბეია მგონი მართლა❤❤
ვუი ცუდად ვარ ჯერ კიდევ ვერ მომინელებია ის მუცელი რომ ხელით მიჭირავს და ვხოხავ ეს რა საოცარი თავი იყო
უდიდესი იუმორით სიხარულით და სილამაზით დაწერილი ისტორია

 


№10  offline მოდერი GEGI გეგი

გროსმაისტერი
ვაიმეეე
ჯან ბეია მგონი მართლა❤❤
ვუი ცუდად ვარ ჯერ კიდევ ვერ მომინელებია ის მუცელი რომ ხელით მიჭირავს და ვხოხავ ეს რა საოცარი თავი იყო
უდიდესი იუმორით სიხარულით და სილამაზით დაწერილი ისტორია

ოოო ❤❤ heart_eyes

 


№11 სტუმარი ია

ეს ,, გვერძე " არ გეკადრება გეგი ))

 


№12  offline მოდერი GEGI გეგი

eremar
არ გეჩვენება რომ ზედმეტი მოგდის?? ან ეს რაღაც დაბალი დონის ვითომ ხუმრობები რა არის?? ბატია ეგ გოგო თუ რაებს ბჟუტურებს, რა საუბრება და რა ტერმინოლოგია?:((( როგორც მკითხველმა შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი:!

ვერ მიგიხვდით რას გულისხმობთ?

 


№13 სტუმარი sann

GEGI გეგი
eremar
არ გეჩვენება რომ ზედმეტი მოგდის?? ან ეს რაღაც დაბალი დონის ვითომ ხუმრობები რა არის?? ბატია ეგ გოგო თუ რაებს ბჟუტურებს, რა საუბრება და რა ტერმინოლოგია?:((( როგორც მკითხველმა შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი:!

ვერ მიგიხვდით რას გულისხმობთ?

რაო?

 


№14  offline მოდერი GEGI გეგი

eremar
კარგი არაფერი, წერეთ რაც გაგიხარდებათ. ეს მხოლოდ ჩემი აზრია და გამოვთქვი. უამრავი მკითხველი გყავთ, მათ მოსწონთ, ესაა მთავარი.წარმატებები.

არა, მართლა ვერ მივხდი კონკრეტულად რა იგულისხმეთ.

 


№15 სტუმარი ernesta

rodis iqneba momdevno tavi??

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

რატომ მგონია რომ კეკე ყველაფერს ხვდება

 


№17 სტუმარი ხახბო

eremar
არ გეჩვენება რომ ზედმეტი მოგდის?? ან ეს რაღაც დაბალი დონის ვითომ ხუმრობები რა არის?? ბატია ეგ გოგო თუ რაებს ბჟუტურებს, რა საუბრება და რა ტერმინოლოგია?:((( როგორც მკითხველმა შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი:!

რაი?

 


№18 სტუმარი გიული

აი სულ ხითხითით წასაკითხი თავებია,რა კარგია????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent