შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთვევით შეყვარეული^8^


4-10-2019, 20:59
ავტორი წერო:)
ნანახია 1 489

ნიკამ ანანო თავისი მანქანისკენ წაიყვანა ,ჩასვა და თვითონ კი უკან დაბრუნდა ნუცას და ლიკას მოსაყვანად.
ანანოსთვის ახლა რომ გეკითხათ რომელი წელიაო დიდი ალბათობით ამასაც ვერ გიპასუხებდათ სწორად.თვალწინ ისევ ის უცნობი ბიჭი ედგა და გონებიდან არ ამოუდიოდა მომენტი როცა მან კოცნა გადაწყვიტა მერე ნიკა ახსენდებოდა,მასთან ჩახუტების უნეტარესი შეგრძნება.
ო როგორ უნდოდა ჩახუტება კიდევ გაგრძელებულიყო
...ამ დროს თვით ეშმაკიც რომ დასდგომოდათ თავზე ანანო წამითაც არ შეტოკდებოდა თავს იმდენად დაცულად გრძნობდა ბიჭის ძლიერ მკლავებში.
ჯერ კიდევ "ცხელი"მოგონებები გონებაში სწრაფად გადახვეული კადრივით ტრიალებდნენ და დასრულებისთანავე ხელახლა იწყებოდნენ.
ამ ფიქრებში ისე უცბად დაბრუნდა ნიკა გოგონებთან ერთად რომ ანანომ კარის გაღებამდე ვერ შენიშნა.ხმის გაგონებისთანავე სახეზე ის გამომეტყველება აიკრა რომელიც სავარაოდოდ მაშინ ექნებოდა როცა ნიკა უმიზეზოდ წაადგებოდათ თავზე,მანქანაში"ჩაყრიდა" მათ და უკანვე გააბრუნებდა.ანუ ერთდროულად ალბათ თავმობეზრებული,გაბრაზებული,გაოცებული გამომეტყველება
ლიკა და ნუცაც ამავე სახით ჩასხდნენ მანქანაში.""მშვენიერია ალბათ ნიკას არ უთქვამს კარგია მერე ვეტყვი ახლა ნერვები არ მეყოფა"გაიფიქრა ანანომმთელი გზა ისე იარეს ხმა არ ამოუღიათ .მანამ სანამ გოგონები ოთახში შევიდოდნენ ნიკამ მკაცრად თქვა
_იმაზე რაც დღეს გააკეთეთ პასუხს ხვალ მოგთხოვთ .ახლა მიბრძანდით და დაძინება იკადრეთ როგორმე_ბიჭი მათ პასუხს აღარც დალოდებია და გოგოებმაც უსიტყვოდ შეასრულეს მისი " ბრძანება ".
ანანომ უხმოდ გამოიცვალა და დაწვა მაშინ როცა ლიკა და ნუცა გაუთავებად ქოთქოთებდნენ იმის თაობაზე თუ როგორ და საიდან გაიგო ნიკამნუცამ შეამჩნია ანანო ხმას რომ არ იღებდა და წარბებაწეულმა ჰკითხა
_შენ ხმას რატომ არ იღებ?
_დავიღალე და მეძინება_ამოიბურტყნა ანანომ და გადაბრუნდა_დამაძინეთ თუ შეიძლება._"ნეტავ ძალიან გაბრაზებულია ნიკა?ან საერთოდ არის?ალბათ რა სულელი თხასავით გამოვჩნდი...რა საყვარელია ნიკა...როგორ ჩამეხუტა თვითონააც..._ფიქრობდა ანანო და ტუჩის კუთხე აეპრიხა .ნიკაზე ფიქრებში ისე ჩაეძინა თავადაც ვერ გაიგო ამასობაში ლიკა და ნუცაც დაწვნენ.
მეორე დღეს მანამ ეძინა სანამ კარზე ბრახუნმა არ გააღვიძა.დაფეთებული წამოხტა საწოლიდან და კართან მიირბინა.კართან ნიკა იცდიდა.
_რა ხდება?_ჩახლეჩილი ხმით კითხა გოგომ და თან თვალებს ახამხამებდა რომ წესიერად დაენახა.
_რადა დღის ორი საათია უკვე და მეთქი ვნახავ ხო კარგადაათქო.
_ააა უი..._თვალებს ისრესდა გოგო და მერე ნიკას ახედა_გოგოები წავიდნენ?
_კი
_უყურე მაგათ შენ...როგორ გადამაგდეს...ნწ ნწ კაი ჩავიცვამ და გამოვალ.
_და კიდევ კარი ვინმეს ეგრე აღარ გაუღო შეაშინებ_სარკასტულად გაიღიმა ნიკამ და გაბრუნდა.
შეშინებას განახებ შენ მე_ბრაზით გაიფიქრა გოგომ და კარი მოიბრახუნა.სარკეში რომ ჩაიხედა მიხვდა ნიკას ტყუილად არ უთქვამს ვინმე არ შეაშინოო.თმები ჩამოშლოდა და აწეწვოდა თვალებს კი ძლიბს ახელდა.დილით გაღვიძებული ტიპიური თონეიჯერი იყო მაგრამ მაინც "საშიშად"გამოიყურებოდა.
მოემზადა და ნიკას ოთახისკენ დაიძრა.თან გული გამალებით უცემდა რატომ თვითონაც ვერ ხვდებოდა,კარზე დააკაკუნა და შესვლის უფლება რომ მიიღო ლოყებზე სიმხურვალე იგრძნო.კარში თავი შეყო და ნიკას კითხა
_სპაგეტი რომ მოვამზადო ხომ შეჭამ?
_სპაგეტს შევჭამ ოღონდ შენ მომზადებულს არა_ანანოს ცოტა არ იყოს და ეწყინა
_რატომ ვითომ?
_იმიტომ რომ მეშინია ისევ შაქარი არ მომიყარო ბარტყო_გაიღიმა ნიკამ და ფეხზე წამოდგა_ამიტომ წამოვალ და გაგაკონტროლებ რომ შემთხვევით ჩემი მოწამლვა არ გადაწყვიტო._გოგომ ტუჩები მოკუმა
_აი მაგ სიტყვებისთვის კი ნამდვილად მოგწამლავდი_მიაძახა გაგულისებულმა და სამზარეულოსკენ წავიდა.ნიკაც სიცილით გაყვა.
გოგო ცდილობდა ნიკას იქ ყოფნა არ შეემჩნია მაგრამ არ გამოსდიოდა თვალი მის დაუკითხავად იპარებოდა ნიკასკენ და აქეთ_იქით დაბნეულად დადიოდა.სპაგეტის შეკვრა რომ გახსნა მერე გაახსენდა რომ ჯერ წყალი უნდა დაედგა,ქვაბების კარადასთან რომ მივიდა წამით დაავიწყდა რა უნდოდა და კარადას გაშტერებული უყურებდა ნიკა ამჩნევდა ამ ყველაფერს და ეღიმებოდა.
_ასე დაბნეული რატომ დადიხარ ბარტყო?_ანანოს ისევ შეუვარდისფრდა ლოყები
_ერთმა ქმნილებამ ჩემი გაღვიძება გადაწყვიტა და ჯერ კიდევ დაძინებული დავდივარ_მიუგო ანანომ
_ოჰ რა დიდი გულზეა ქალბატონი_თავი გააქნია ნიკამ და ანანოს შეხედა რომელიც წყლიან ქვაბს გაზქურაზე დგამდა_თქვენს გუშინდელ საქციელზე კიდევ გაბრაზებული ვარ სხვათაშორის და პასუხი ჯერ არ მომითხოვია
_ბოდიში ხომ მოგიხადეე..._ამოილაპარაკა ანანომ
_ბოდიში ყოფნის იმას რაც მოხდა?ან საერთოდ რატომ წადით?ხომ ვთქვით მე და ლუკამ არათქო?გასაგები არ იყო?ლუკამ ახლაც არ იცის რა მოხდა და ლიკას ხათრით ვერც გაიგებს.ბედი თქვენი მთელი საღამო რომ რაღაცას ვამჩნევდი და გამოგყევით თორემ მერე რას იზამდით შეგიძლია ამიხსნა?იმ...იმ გამო..ევებულს რო რამე დაეშავებინა სად მიდიოდით?!_ნიკას ბრაზი უფრო და უფრო აწვებოდა და მთელი დღის ნაგროვები ერთად ამოხეთქა,შეიძლება ითქვას ყვიროდა კიდეც. ანანოს კი თვალები დაეხარა,ქვედა ტუჩს იჭამდა თან მთელი ძალით ცდილობდა მოწოლილ ცრემლებს საზღვარი არ გადმოეკვეთათ.ახლა რომ ნიკას წინაშე ეტირა საკუთარ თავს მთელი ცხოვრება არ აპატიებდა.ბოლოს ჩაისუნთქა და სწრაფად თქვა
_მაპატიე მართალი ხარ სისულელე იყო ჩვენი საქციელი...ნუ მიყვირი და კიდევ ერთხელ მადლობა_ძალიან ეცადა ანანო მაგრამ ხმა მომენტალურად აუკანკალდა სპაგეტი წყალში ჩაყარა ,ჩაიბურტყუნა საპიფარეშოში გავალო და სამზარეულოდან გავარდა.
მარტო რომ დარჩა უხმოდ ატირდა,თან საკუთარ თავზე ბრაზობდა რომ ტიროდა.სარკეში ჩაიხედა წყალი შეისხა ღრმად ჩაისუნთქა, დამშვიდდა სარკეში თავის გამოსახულებას გაუღიმა და სამზარეულოში დაბრუნდა.
ნიკა
რა ჯანდაბას ვაკეთებ?!თავს რატომ ვერ ვაკონტროლებ?აჰა მივაღწიე იმას რომ ანანო ავატირე და ჩემი თავი მძულს.ეს გოგოც რომ არაფერს იმჩნევს ,უფრო სწროად ცდილობს რომ არ შეიმჩნიოს სულ მაგიჟებს.ფუ ამის სულ გამოვდებილდი.
ანანო
სამზარეულოში დაბრუნდა და სპაგეტის მომზადება გააგრძელა თან ნიკას ათას სისულელეზე ელაპარაკებოდა უხერხულობის გასაფანტად,ნიკაც დიდი მონდომებით ყვებოდა ეტყობოდახვდებოდა რომ ზედმეტი მოუვიდა და ახლა ანანოს თბილად ესაუბრებოდა.
_ ხოოდა შენ იცი მერე რა მოხდა?_მთელი ემოციებით ყვებოდა ანანო_იმ თავშიავარდნილმა იფიქრა რომ მისი შეყვარებული მომწონდა და რომ მობრძანადა ჩემთან საქმის "გასარჩევად"მე ვუთხარი შენი შეყვარებულ მომწონს კიარა ნეტა შენც რამ მოგაწონათქო და გადაეკეტა,ხოოოდააა...რომ გადაეკეტა თავისი დატკიცინებული ტვინით გადაწყვიტა თმებით ვეთრიე და რომ გამოიწია ნუცამ მასე არ უნდაო და და იკივლა ჩვენი ცემა უნდაო მთელი სკოლის წინაშე თმებით რომ ვეჭირე მაშინ.აზრზე ხარ როგორ გაუტყდა?მთელი კვირა სკოლაში არ ყოფილა_ნიკა სიცილით ისმენდა და ანანოც მოჯადოებულივით შეჰყურებდა "დიდუ ნუ იღრიჯები შეკაცო ავდუღდი ქალი"გაიფიქრა ანანომ და თვითონაც გაიცინა.ნუცა მალე მოვიდა სპაგეტი შეჭამეს და ზღვაზე გასვლა საღამოსთვის გადაწყვიტეს.

არ ვიცი რატომ მაგრამ უმუზობას განვიცდი და ამთავსაც კარგა გვარიანად დაეტყო...მაგრამ თქვენ კომენტარებს მაინც ნუ დაიშურებთდდ



№1 სტუმარი თიკა

მუზის არ ქონის ფონზე მაინც კარგი იყო :დ
წარმატებები შენ და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს <3

 


№2  offline წევრი წერო:)

თიკა
მუზის არ ქონის ფონზე მაინც კარგი იყო :დ
წარმატებები შენ და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს <3

მადლობაა ♡♡ვეცდები მუზა დავაბრუნოო თორემ არ ვიცი რას ვუზამ დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent