შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების ხარჯზე.. (თავი 4)


5-10-2019, 19:09
ავტორი naattii
ნანახია 1 892

-ამ გიორგის რა ვუყოთ?_სიაში დარჩენილ რამდენიმე სახელს ჩაჩერებოდა კონსტანტინე.
-უნდა ვიპოვოთ, ბიჭებს უთხარი ძებნა დაიწყონ_სიგარეტის კოლოფი ამოიღო სანდრომ, წამიერად თაფლისფერი თვალები ამოუტივტივდა და გაეღიმა. -ისე მის მეგობარსაც შეიძლება მიაკითხოს. მოდი ვინმე ბიჭს დაავალე თვალი ადევნონ, გავიგოთ ერთი რისი მასწავლებელია ან ვის ამზადებს, ვინ არის საერთოდ.
-ეგ რაში გვჭირდება უფროსო?_გაკვირვებული უყურებდა ბიჭი.
-რომ ვამბობ ალბათ საჭიროა.
-გასაგებია_ჩუმად ჩაეცინა ბიჭს და ოთახი დატოვა.
გაზაფხული სულ უფრო და უფრო იკლებდა ძალებს, უკვე შეიგრძნობოდა მისი მოსვლა, ქუჩასაც კი სულ სხვა ელფერი მიცემოდა, ბაჭში სეირნობას კი ნამდვილად არაფერი ჯობდა, თითქმის ყველა ხე ემზადებოდა ყვავილობისთვის და იმდენად სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა სახლში შესვლა არ მოგინდებოდა. მის ბინასთან ახლო მდებარე სკვერში იჯდა სოფია და წიგნს კითხულობდა. ამ ამინდში სახლში ჯდომა საცოდაობა იქნებოდა, ყურადღებას არ აქცევდა ირგვლივ ხმაურს და მთელი გონებით ნაწარმოებზე იყო გადართული. მობილურის ზარიც საკმაოდ გვიან გაიგო, მალევე ამოიღო და წარბები შეკრა ნაცნობი ნომრის დანახვისას.
-გისმენთ.
-სოფი, გიორგი ვარ.
-როგორმე გიცანი, რა ხდება? გაკვეთილებს რატომ მიცდენ?
-სოფი, ყურადღებით მომისმინე, თუ ვინმემ მიკითხა ვითომ არაფერი იცი კარგი?
-ვითომ რატომ? მე ხო ისედაც არაფერი ვიცი. არც ვკითხულობ.
-მადლობა სოფი, მაპატიე ჩემთან ერთად არ უნდა ენახე, იცოდე თუ ვინმე მოგიახლოვდა მაშინვე თავი დააღწიე, საშიშები არიან გესმის? რომ გირეკავ ისიც კი საშიშია, ვიღაც ქუჩის ნარკომანია გესმის? ახლა ფული შემაწერა და დამზდევს, ფრთხილად იყავი და ყველაფერს ყურადღება მიაქციე კარგი?
-რაში გამხვიე გიორგი?_მშვიდი ტონი ქონდა სოფიას.
-მაპატიე, გპირდები რამეს მოვიფიქრებ._პასუხის გაცემა აღარ აცადა ისე გაუთიშა და სოფიც არეული დატოვა.
ამდენი ხანია მეგობარი არ ყოლია, ყოველთვის მარტო იყო და მოსწავლის გამო გაეხვა ისეთ შარში არაფრის წარმოდგენაც რომ არ ქონდა. მითუმეტეს თუ სიტყვა ნარკომანი ესმოდა. სოფია იმ ადამიანებს განეკუთვნებოდა პროფესიითაც და მოწოდებითაც რომ მასწავლებლები არიან და მისთვის გზიდან აცდენილი ადამიანი, თუნდაც უბრალო გამვლელი ყოფილიყო დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ვერ ხვდებოდა ასე დაბალ დონეზე როგორ უნდა დაშვებულიყო ადამიანი. ყურადღებით მოათვალიერა სკვერი და მოხვდა კიდევაც თვალში ეთი უცნაურობა, ახალგაზრდა ბიჭი გაზეთით ხელში იჯდა სკამზე და სწორედ იმ დროს გახედა როცა სოფიაც უყურებდა. 23 წლამდე ბიჭი და გაზეთით? თანაც პირდაპირ მას უყურებს, ესეიგი გიორგი სწორი იყო, მართლაც რაღაცაში გაერია. რომ არაფერი შეემჩნია ფრთხილად აიღო წიგნები და სახლში დაბრუნდა.
-ბებო დაბრუნდა?_ნაზი ხმა გაისმა კარის გაღებისას.
-კი ბე, სხვა ვინ უნდა იყოს, წამოწექი ისევ წნევამ არ აგიწიოს_ხელი მოჰკიდა უსინათლო ქალს და საწოლამდე მიივანა.
-ვინ იცის როგორ გაწვალებ ჩემო გოგო_ცრემლი მოერია მოხუცს.
-ბე, მაწყენინებ, არ გცხვენია? ვინ მყავს შენს მეტი?
-მეცოდები შვილო, უნივერსიტეტი, სწავლა, მოსწავლეები, სახლის საქმეები და კიდევ მე დამატებული. იმედია მალე წამიყვანს ღმერთი და ამოისუნთქავ_ნაღვლიანი მიწვა საწოლზე.
-როგორ არ გცხვენია ბე, მერე მე? სულ მარტო გინდა დამტოვო? შენც ჩემი მიტოვება გინდა?_სოფისაც მოერია ცრემლი.
-ბუნების კანონი ასეთია ჩემო გოგო_ხელის ფათურით მიაგნო გოგოს ლოყას და ნაზად მოეფერა.

-უკვე ოთხი დღე გავიდა, დავიჯერო ვერაფერი იპოვეთ?_ხელებს შლიდა გაბრაზებული სანდრო
-რა ვქნათ უფროსო, სად გაქრა ვერაფრით მივაკვლიეთ_თავადაც გაკვირვებული ჩანდა კონსტანტინე.
-იმ გოგოსთან რა ხდება?_სიგარეტი მოიმარჯვა სანდრომ და მთელი ძალით ეცადა თითების კანკალი არ შეემჩნია.
-დიდი უცნაური ვინმეა, სულ მარტოა, უნივერსიტეტშიც არ ყავს მეგობრები, მხოლოდ სახლში და უნივერსიტეტში დადის, ბებიასთან ცხოვრობს და მასწავლებელია ნამდვილად. მოსწავლეები ყავს საღამოობით, ბევრი არა, ნუ ნორმალურად.
-არ შეხვედრია?
-არა უფროსო, იმ დღეს რომ დაურეკა და გააფრთხილა არ შეხვედრია.
-წადი და მოინახულე_უცებ გადაწყვიტა სანდრომ და თითების კანკალს რომ ვეღარ გაუძლო სასურველ უჯრას მიუახლოვდა.
-მეე? რატომ? თქვენ თავად წადით_თვალები გაუფართოვდა ბიჭს.
-კონსტანტინე როდის გითხარი შემეპასუხეთქო? მომწყდი თავიდან და გოგო ნახე, მე რომ ვნახო უარესი იქნება_თავისთვის დააბოლოვა ჩუმად და გაბრაზებულ ბიჭს გააყოლა თვალი. როგორც კი კარი გაიხურა უჯრა გამოაღო და მალევე იპოვა დასამშვიდებელი საშუალება.

ბოლთას ცემდა გაბრიელი ოთახში და ვერც მიხვდა ფიქრებში გართული როგორ შევიდა ლილუ. ძლივს მოახერხა მუცელ გაბერილმა დივანზე დაჯდომა და ქლიავით სავსე თასი მუცელზე შემოიდო. რამდენიმე წუთი ჭამით ადევნა თვალი ქმარს და ბოლოს ვერ მოითმინა, ავად ჩაიღიმა და ნერვიულად მოსიარულე ქმარს გახედა:
-დიდი ხანია ბუზარია რომ შეგიძვრა?
-რა შემიძვრა? სად? ბუზარია რა არის საერთოდ_წამიერად მობრუნდა ბიჭი და ტანზე დაიხედა.
-ქათმის ფუტკარი, ძაღლებს რომ შეუძვრება ხოლმე მაშინ ურტყამენ შენსავით წრეებს_არხეინად განაგრძო ხილის ჭამა თითქოს სერიოზულ საქმეზე საუბრობსო.
-ღმერთო, სადაა შენი სამართალიი, შეგხედავს ადამიანი სერიოზულ, ჩამოყალიბებულ ქალს გავხარ, შვილი გყავს გასაზრდელი, აფსუუუს_თავი გადააქნია გაბრიელმა და ჩახუტებულ ქალზე ღიმილი ვერ შეიკავა.
-ცუდად ვხდები ასეთს რომ გხედავ_უკვე ნამდვილად სერიოზულად ჟღერდა წითურის ხმა.
-ვნერვიულობ ლილუ, არ მინდა სანდრო გარეული აღმოჩნდეს, არ მინდა ნარკომანი იყოს, არ მინდა ასეთი ცხოვრებით ცხოვრობდეს.
-არც მე, მაგრამ ხომ იცი წამალი ისეთი რამეა თუ თავად არ მოინდომა ვერავითარი ძალა ვერ დაანებებიებს, შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორ ვგრძნობ თავს, ძლივს დამიბრუნდა გესმის? ძმა დამიბრუნდა და ნებისმიერმა ზედმეტმა გრამმა შეიძლება ისევ წამართვას._ცრემლი მოერია ლილუს.
-არ იტირო, რამეს მოვიფიქრებთ არ იტირო_ცერებით გაუწმინდა ცოლს სახე და უკან შემოსულ ტყუპს გახედა.
-არა რა, ხედავ ბიჭო რახდება? რამდენიმე წლის წინ ამ დროს რა არ მეკავა ხოლმე ხელში, ახლა პამპერსებით დავდივარ_წარბების თამაშით შემოვიდა იოანე.
-შენ ადგილას ხმას დავუწევდი ნენემ არ გაიგონოს შე საცოდაო_სიცილით მოშორდა ლილუ ქმარს.
-ჩუ გოგო, პირიქით ვყვირი, სასწაული შერიგება გვჩვევია_წარბების თამაში განაგრძო იოანემ და ისევ ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი ცოლისთვის ხმა რომ მიეწვდინა.
-გაბრიელ, უკვე გვიანია არა თავს რომ ვუშველოთ?_სიცილით გამოვიდა ნენე ბავშვით ხელში.
-აშკარად ალიან გვიანი_მუცელზე ფერებით ამოსძახა ბიჭმაც.
-კარგი, ახლა სერიოზულად, სანდროს რას ვუპირებთ?_წყვილს წინ დაუჯდა იოანე.
-ველოდები, დამპირდა დავითზე ამბების გარკვევას და წავალთ, ჩვენც მოვიძიებთ, მაგრა პოლიციის ჩარევა სხვაა, ის კი ვითომ მევალეზე კითხულობს და გამოვძვრებთ.
-საშიში არაა?_ვერ ისვენებდა ლილუ.
-სანდროს ვერავინ მოატყუებს, არ ინერვიულო_შუბლზე აკოცა გაბრიელმა ცოლს და ზემოდხსენებული პიროვნებისკენ წავიდა, დრო იყო ახალი ამბები გაეგო.

რამდენჯერმე მოუწია კონსტანტინეს კარზე დაკაკუნება, როცა გაიფიქრა გადავრჩი სახლში არ არისო სწორედ მაშინ გააღო სოფიამ და ბიჭის დანახვაზე წამიერად გაუშეშდა სხეული.
-გამარჯობა_მკაცრად მიესალმა ბიჭი.
-აქ რა გინდათ?_არც სოფია ჩამორჩა.
-ბებო ვინ არის?_ხელების ცეცებით გამოვიდა მოხუცი ოთახიდან.
-მოსწავლეა ბე, წამოწექი უჩემოდ ნუ დადიხარ გთხოვ_ხმადაბლა გასძახა ქალს და კარის დახურვა მოინდომა. მაშინვე ფეხი ჩადო კონსტანტინემ და ძალით გააღებინა, მალევე გასწია გვერდით და შიგნითაც შევიდა. ბედზე გოგოს მოსწავლეები ჯერ არ ჰყავდა და სრულიად მარტო იდგა პირქუში სახით მდგომ ბიჭთან. მძიმედ გადაყლაპა გოგომ ნერწყვი და შეტევისთვის მოემზადა.

--------------
არ მეგონა დღესვე თუ მოვახერხებდი დაწერას, მაგრამ ვეცადე გამეხარებინეთ, ახლა თქვენც გამახარეთ და შემიფასეთ :დ



და არც ჩვენ გელოდით :) გამახარე ნამდვილად❤ სანდრო ბიჭს ტვინში პატარა პედაგოგი შეუძვრაო და მალე გულშიც შეძვრებაო ❤(თუ უკვე არაა)
გითხარი ხო ტყუპებზე და გოგონებზე რომ ვგიჟდები? ❤
როდის გვეტყვი ვინაა დავითი და ეს გიორგიც რას ჩალიჩობს? საინტერესო სიახლეებს ველოდებით მაგათზე.
ძალიან მინდა რაც შეიძლებ მალე დაანებოს სანდრომ წამალს თავი.
პატარა და საყვარელი თავი იყო❤
ყოველ დღე ესე გაგვახარე არ ვართ წინააღმდეგები❤

 


№2  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
და არც ჩვენ გელოდით :) გამახარე ნამდვილად❤ სანდრო ბიჭს ტვინში პატარა პედაგოგი შეუძვრაო და მალე გულშიც შეძვრებაო ❤(თუ უკვე არაა)
გითხარი ხო ტყუპებზე და გოგონებზე რომ ვგიჟდები? ❤
როდის გვეტყვი ვინაა დავითი და ეს გიორგიც რას ჩალიჩობს? საინტერესო სიახლეებს ველოდებით მაგათზე.
ძალიან მინდა რაც შეიძლებ მალე დაანებოს სანდრომ წამალს თავი.
პატარა და საყვარელი თავი იყო❤
ყოველ დღე ესე გაგვახარე არ ვართ წინააღმდეგები❤

მე რომ შენს კომენტარებზე ვგიჟდები კი მაქვს მგონი ნათქვამი ❤️❤️❤️ :D

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

სოფო ძალიან საინტერესო პერსონაჟია, ვატყობ სანდროს ამ კლდე ქალთან ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს დ აიმედია გონს მოეგება, ტყუპები სასწაულები არიან არაფერს ვამბობ ლილუზე და ნენეზს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent