შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომ არა შენ... IV


5-10-2019, 19:51
ავტორი liilu
ნანახია 1 695

-ღადაობ? თავიდანვე ხედავდი, რომ მაგ გოგოსთან არ მაქვს კარგი დამოკიდებულება და გამიჩალიჩე?
-....შვილივიყო თუ.
-ოო გიოო, აბა მისი დაქალი მოგეწონა.
-მთლად მოწონება... პროსტა კაი ტიპია... მაცადე რო გავიცნო?
-მაინცდამაინც ახლა უნდა გაიცნო? ჩემამდე სად იყავი.
-ნუ ატრაკებ ახლა. რაიყო ხოარ შეგჭამენ. ავიდეთ ცოტახანი დავრჩეთ თურამეა და წამოვალთ.
-ჰო,ჰო... - აიქნია ხელი გაბრაზებულმა დათომ.

გაბრაზებული ევა სახლში შევიდა მოღუშული და გაცოფებული სახით. სანამ რამეს იტყოდა ლიზამ სცადა თავის გამართლება და სიტუაციის ახსნა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს დადვანი გაიბუტა და ოთახში მიიკეტა.
-ბავშვი ხომ არ ხარ ევა რა მოგივიდა. კიდევ რამეს რომ იტყვი იმ ბიჭზე რა...
-მაგ სირაქლემას ნუ მადარებ. - გამოსძახა ოთახიდან.
..........
-გამარჯობაა. - მიესალმა ოთახში შემოსული გიორგი.
კარებში მომღიმარი ლიზა იდგა და თბილი მზერით გაჰყურებდა გიორგის, ნამდვილად გულში ჩაუვარდათ ერთმანეთი უბრალოდ არცერთი არ აღიარებდა. ლიზასთვის ეს გრძნობა კარგთან აღარ ასოცირდებოდა, ამიტომ დიდი ხანია არავის არ მიუქცევია მისი ყურადღება, ყველასთვის თბილი და ტკბილი გრძნობა მას მხოლოდ ტკივილს და სევდას უღვიძებდა და სულის აფორიაქების მაგივრად სულს უმძიმებდა... იმედიც კი არ ჰქონდა, რომ ოდესმე გაივლიდა. ის ყვავილს გავდა რომელიც გაკვირტული ჩამოხმა, გაშლა და განავარდებაც კი ვერ მოასწრო და მხოლოდ ტკივილს გრძნობდა ნებისმიერი ბედნიერი წუთის გახსენებისას. ცოტა ჩაფიქრებულ ლიზას სახე არ მოეწონა გიორგის და უხერხულად იგრძნო თავი, წამიერად ინანა კიდეც, რომ სახლში შემოვიდა. - არ ვიცოდით რა წამოგვეღო ამიტომ...
-აუჰ, ეგ არაფერი შემოდით... - ყურადღება მიაქცია სტუმრებს, გამოფხიზლებულმა ლიზამ. გაბღვერილი და დაყენებული სახით შემოვიდა დათო და ლიზა ეგრევე მიხვდა რაშიც იყო საქმე. ყურადღება არ მიაქცია და კარი გადაკეტა. ოთახში შესული ბიჭები მორცხვად იდგნენ და ლიზას ელოდებოდნენ.
-ბატონო გიორგი თქვენ თვითონ ბრძანეთ არ გვინდა ოფიციალურობებიო. დასხდნენ და ცოტა ხანს ისაუბრეს, შიგადაშიგ დათოც იტყოდა ერთ სიტყვას და ისევ გაჩუმდებოდა. ბოლოს გიორგიმ იკითხა - მარტო ხარ?
-არა, ევა გასული იყო და დაიღალა, ოთახშია ძინავს, გაციების ნიშნებიც აქვს. - ძალით გაიღიმა ლიზა.
-აა, ცუდია. იმედია კარგად იქნება. არ ვიცოდით, რომ გეთქვათ არ შეგაწუხებდით.
-რა შეწუხება გიორგი ისევ? მალე გაიღვიძებს...
-რამეს დალევთ?
-ყავას. - მოკლედ თქვა დათომ. -უშაქროს.
-კარგი შენ გიო? - ლიზას ნათქვამმა გიორგის გულში ვარსკვლავები აუციმციმა. - მეც, ყავა.
-კარგი.
ქალბატონი ევა დინჯად და მშვიდად გამოვიდა ოთახიდან. ბიჭებს მიესალმა და გიორგის გაუღიმა. დათოს არც კი შეხედა. მერე სამზარეულოში გავიდა ლიზასთან. გიორგი დაიძაბა და დათოს შეხედა. მერე გაუცინა, თვალებით ლაპარაკობდნენ როცა ლიზა მოვიდა, ყავის ჭიქებ ნელა გადადგა მაგიდაზე.
-მადლობა. -უთხრა გიორგიმ. და თვალებით რაღაც ანიშნა.
-გიორგი შეიძლება ერთი წუთით? სამსახურში რაღაც პროექტი მაქვს და შენი აზრი მაინტერესებს. - გვერდით გავიდნენ. - რა ხდება?
-ევა გაბრაზდა?
-რატო?
-ჩვენ რომ აქ ვართ, ანუ ხო ხვდები...
-აა... - დაიბნა ლიზა - ეგ არაფერი... უბრალოდ ცუდ ხასიათზეა.
-კაი რა?!
-დათოც გაბრაზებულია.
-არაა... - სასაცილოებიც იყვნენ და საყვარლებიც.
-არ მიკითხია.
-კარგი, დავნებდი. - ხელები აწია გიორგიმ და უცებ ჩამოუშვა, მეგობარს გახედა, -მოდი იქნებ შევარიგოთ. რომ გაიცნობენ ერთმანეთს შეეცვლებათ წარმოდგენა ერთმანეთის მიმართ.
-კარგი, ვნახოთ.
დადვანი შემოვიდა და „აგენტებიც“ მოვიდნენ. ცოტა გაუკვირდა ევას უფრო ეჭვიანობდა და არ მოსწონდა ლიზას და გიორგის დაახლოება.
-მოდი სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ. -თქვა გიორგიმ.
-ბავშვები ვართ? - იკითხა ირონიულად და გაიღიმა.
დაძაბული და უხერხული სიტუაცია შეიქმნა, გაბრაზებულმა დათომ კი მეტოქეს მიუგო - იქნებ გეშინია თამაში? ბავშვობას ვიხსენებთ ჩემო კარგო, თუმცა თქვენ როგორ გეკადრებათ.
-ჩემო არა ძალიან გთხოვ. - ნაგლად გაუღიმა და გააგრძელა - არაადეკვატურ დასკვნებს ნუ აკეთებ, უსაფუძვლოდ.
-რახან მთხოვ. - გაუღიმა ევას. ამ დროს კი დადვანი ნატრობდა მის დახრჩობას. - ბრტყელ სიტყვებს დამტკიცება უნდა.
-კარგი, ჩვენც გვინდა თანაში. - თქვა ლიზამ.
ბიჭები სავარძელზე ისხდნენ, გოგონები მაგიდის პირდაპირ პატარა სკამებზე. ფანქარი დაატრიალეს,
-სიმართლე თუ მოქმედება? - ჰკითხა ევამ გიორგის.
-სიმართლე. - ხელები გაახახუნა
-გაგიტყდა? - პირდაპირ ჰკითხა.
ყველა მიხვდა რაზეც ეკითხებოდა, ევა დანებებას არ აპირებდა, ისევ უხერხული სიტუაცია.
-კი. -მოკლედ უპასხა გიორგიმ და თვალი არ მოაშორა ევას, ცდილობდა რამის წაკითხვას, რითაც მიხვდებოდა რა დააშავა ან რა უნდოდა გიორგისგან, მაგრამ ამაოდ. ფანქარი გიორგიმ დაატრიალა.
-სიმართლე თუ მოქმედება? - ამჯერად დათო ეკითხება ევას. და ეშმაკური მზერით უყურებს მას.
-სიმართლე. - უთხრა ევამ და ამაყად დაიჭირა თავი.
-საერთოდ შეყვარებული გყოლია? - ირონიით და ცოტა დაცინვით ჰკითხა. ეს უკვე არ იყო კარგი.
-არა. - მოკლედ უპასუხა, მაგრამ თავს საერთოდ არ გრძნობდა დამცირებულად. ფანქარი დაატრიალა და დათოსშეხედა - შენგან მეტს ველოდი.
-მოქმედება პირდაპირ უთხრა აღელვებულმა ლიზამ დათოს.
-ყავა გამიდუღე. - უთხრა და გაუღიმა, ლიზასთან უკვე იხსნებოდა.
-იმედგაცრუება გრძელდება.
-მოქმედება, -უთხრა გიორგის ევამ.
-დათოს ჩაეხუტე. - სერიოზული სახით უყურებდა, მაგრამ გულში ხარხარებდა.
-აუჰ კაი, მართლა ბავშვები ვართ?
-თუ თამაშია ბოლომდე ვთამაშობთ დაო. - ღიმილით უთხრა ლიზამ და გიოს თვალი ჩაუკრა.
-წასვლისას დავემშვიდობები, თან ლიზამ ყავა უნდა მოადუღოს.
-თაღლითობებს არ ვართ.
გაბრაზებული დადვანი წამოდგა და დათოს ხელით ანიშნა წამოდექიო, კმაყოფილი დათო წამოდგა და ევა ჩაეხუთა, ორი წუთი და დათოს ისევ ის გრძნობა გაახსენდა რაც თვითმფრინავში, მისი თმის სურნელი და ბობოქარი გულის ცემა, უკვე ასუსტებდა. ქალბატონი აღელდა როცა ბიჭის სუნმა ცხვირზე მოუღუტუნაძლიერ სხეულს წუთიერად მიეკრო და გველნაკბენივით მოშორდა, ჩაახველა და ადგილს დაუბრუნდა, დათოც ჩამოჯდა თუმცა ევას სურნელით მთვრალი სასიამოვნოდ გრძნობდა თავს, ცდილობდა არაფერი შეემჩნია. გიორგი და ლიზა კი ერთმანეთს უყურებდნენ და იკრიჭებოდნენ.
-მომბეზრდა, მე აღარ მინდა თამაში, თქვა დათომ და ზურგით სავარძელს მიეყრდნო.
-არც მე - თქვა დადვანმა.
-არ არსებობს... ამ წამს საერთო აზრი გამოხატეთ.
-ლიზ მიდი ჩაი გააკეთე.
-წამო გაჩვენებ როგორ გააკეთო ჩაი.
-მიდი ისწავლე გამოგადგება. - წაკბინა დათომ.
-მერე გასწავლი არ ინერვიულო.
-არ ვნერვიულობ.
-სახე სხვა რამეს მეტყველებს. - გამოსძახა უკვე სამზარეულოდან. როგორც კი სამზარეულოში შევიდნენ ლიზა გაიკრიჭა და ევას დააკვირდა, მისდა გასაოცრად გაეღიმა და ჰკითხა - რა ხდება?
-ეგ მე უნდა გკითხო.
-აუ ლიზ, ისედაც ნერვები მეშლება და თავი მტკივა. მითხარი ჩაი სად დევს და მე გავაკეთებ.
-კაი ევა, მე მაინც რას მატყუებ... თავს მოატყუებ, მაგრამ მე ვერა. ჩემო სიცოცხლე ვფიქრობ ის საზიზღარი მოგწონს.
-ნუთუ?!
-ეცადე გაიპრანჭო, წაკბენებით ვერ მოაწონებ თავს, - უთხრა ღიმილით და თვალი ჩაუკრა, მერე სწრაფად გამოვიდა.
-ღმერთო დამეხმარე. -თავის თავს ელაპარაკებოდა ევა - სად მაქვს ამდენი ნერვები?!
-ჯერ ახალგაზრდა გოგო ხარ და რა დღეში გაქვს ნერვები... - დათოს ხმაზე შეხტა დადვანი და ღრმად ჩაისუნთქა.
-შენ ძაან გახალისდი ხო? ისევ ის დაყენებული სახე ჯობდა.
-ნუ გგონია, რომ შენთან მოვედი... ლიზამ ევას უთხარი და ჩიფსებს და წვენს გამოგატანსო. - სერიოზულად საუბრობდა და სახეზე ერთი ნერვიც არ შეტოკებია.
-იცი რაა? მე ვფიქრობ, - თანდათან მიუახლოვდა ბიჭს, რომელიც დაბნეული იყო და ვერ ხვდებოდა ევა რას აპირებდა - რომ შენ გგონია ასე მომაწონებ თავს, მაგრამ ამჯერად შენ გაგიცრუვდება იმედი. ვწუხვარ. ჯორები არ მიზიდავენ. -დათოსთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ როცა ბიჭი დაიხარა, უკან გადადგა ნნაბიჯი.
-რაიყო სად, გარბიხარ ჯორები არ იკბინებიან. - უთხრა სერიოზული სახით და დააკვირდა მის სახეს, თვალებს ძალიან აინტერესებდა ახლა რას ფიქრობდა დადვანი.
-მანდ მაღლა, კარადაშია ჩიფსები. - ევამ თემა შეცვალა რათა აღელვება დაეფარა, მას გვერდი აუარა და მაცივრის კარი გამოაღო, წვენი აიღო და მაგიდაზე დადო, მერე ისევ დაუბრუნდა თავის ადგილს და ჭიქას მოურია. ამის შემდეგ ევა ჩაფიქრებული იჯდა ჩუმად, საოცარია, მაგრამ დათო ლიზას და გიორგის საუბარში ჩაერთო და საკმაოდ კარგად საუბრობდნენ, ერთმანეთს უყვებოდნენ ამბებს, ზოგჯერ ევას გახედავდა დათო დარწმუნდებოდა, რომ იქვე იყო და ისევ გააგრძელებდა მოსმენას. ასე თუ ისე ლიზა და გიორგი დამეგობრდნენ, ფილმებზე საუბარი... გვიან ღამით კი ჩაძინებული ევას დანახვაზე ყველა თავისთვის ჩაფიქრდა.
-კარგი წავედით უკვე გვიანია. - წამოდგა დათო.
-ჰო, რა დრო გასულა, კარგი საღამო იყო.
-ნამდვილად, იმედია მალე გავაღვიძებ...
-რატო? - დაუფიქრებლად ჰკითხა დათომ.
-ხელში ვერ ავიყვან ამხელა ქალს. - გაიცინა გოგომ და გიოს გახედა.
-თუ შეიძლება, მე დაგეხმარები. - უთხრა გიორგიმ ზრდილობიანად.
-არ შეიძლება, ანუ არ მოწონს, მოკლედ გაბრაზდება, ამიტომ ტყუილად ნუ შეწუხდები.
-კაი მე ჩავალ და თქვენ გააგრძელეთ საუბარი. - თითქოს სცადა ღიმილის შეკავება.
-მიდი ერთი... - გაბრაზდა გიორგი, - კაი წავედით, ძილინებისა.
-ნახვამდის. - კარი დაკეტა თუ არა მაშინვე სააბაზანოში შევიდა და სახე ცივი წყლით დაიბანა.
-ლიზ კარგად ხარ? - თავი წამოყო ახლადგაღვიძებულმა ევამ.
-არ ვიცი.
-გინდა დღეს ერთად დავიძინოთ.

-კაი რა ბიჭო გოგოსთან მასე აღარ დამელაპარაკო რა.
-ოოო, რაზე ბრაზდები გიოო?
-სერიოზულად დავით, ტეხავს, მარტო კიდე ჰო მარა...
-კაი ხო კაი.
-მოგწონს.
-კი. თან მაგრად.
-გილოცავ.

7 საათზე უკვე ნასაუზმევი დათო მეგობართან შევიდა და გააღვიძა.
-სარბენად გავდივარ, წამოხვალ?
-სარბენად არა ის... -ამოიბურდღუნა და თავი გადაატრიალა.
-აუ ბიჭო ასე გინდა მოაწონო თავი გოგოს? - ცდა ბედის მონახევრეაო და სცადა გიორგის დაყოლიება.
-ვერ ამაგდებ მაგ გოიმობაზე.
-სამსახურში მიდიხარ?
-დღეს დასვენებაა დათო გაა*ვი.
დათომ საბანი გადააძრო და მშვიდად გავიდა ოთახიდან.
-უხ შენი... - გაბრაზებული გიორგი საბანს დასწვდა და ისევ გააგრძელა ძილი.
დათომ მოსასხამი აიღო და სახლიდან გავიდა. ლიფტში გოგონები დახვდნენ. ზრდილობიანად მიესალმა. სიმშვიდე ჩამოვარდა, თუმცა ლიზას რა გააჩერებს. - სავარჯიშოდ მიდიხარ?
-სარბენად.-მოკლედ მიუგო და ერთი თავით დაბალ გოგონებს დააკვირდა.
-სარბენად მიდის... - ჩაილაპარაკა დადვანმა და ჩაიცინა.
-რამე მითხარი?
-ლიფტის მერე ალბათ ტაქსით წახვალ არა?! - თვალებში უყურებდა და გამომწვევად უღიმოდა.
-გასაგებია, ნუ აფორიაქდი, შენ არ გამოგყვები.
-მე სამსახურში მივდივარ, - თქვა ლიზამ და ორივეს ყურადღება მიიქცია. მერე გაეცინა - კარგი რაიყო უბრალოდ თქვენი კამათის მოსმენას არ ვაპირებ.
-მე არ ვკამათობ. - თქვა ევამ.
-მე მითუმეტეს.
-მაპატიეთ ჩემშია პრობლემა. - ხელები აიღო ლიზამ. -ნწნწნწ. თინეიჯერები არ იქცევიან ისე როგორც თქვენ.
-ევას უჭირს ასაკის გაცნობიერება. - დასძინა დათომ.
-ნაადრევად ვერ დავმოხუცდები, ვიღაც ვიღაცეებივით.
-ვაიმეე, არ შემიძლია არა. - გაბრაზდა ლიზა. - მე ნუცას დაველოდები. - მეხუთე სართულზე ლიფტიდან გამოვიდა ლიზა. - ნამდვილად ნიჭიერია ეს გოგო, ისე მოაჩვენა თავი ევაც კი დატუქსული ბავშვივით იდგა. დათო და ევა ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგნენ და ორივე დაძაბული და აღელვებული იდგა.
-იცოდე უკან არ გამომყვე. - სერიოზული სახით ახედა დათომ.
-ადამიანი შემოგხედავს და დატოვებ შთაბეჭდილებას, მაგრამ რაიცის რა
-ჯორიც ვარ ხო. - მიუბრუნდა ევას. გოგოს გვერდით არ გაუხედია, გულის ცემა უხშირდებოდა უცებ კარი გაიღო და სწრაფად გამოვიდა. - თავხედი.
-გოგო როგორ ვერ გაიგე რომ ჯორები არ იკბინებიან. ჩემი არ გჯერა ხო?! - უკან მიყვებოდა დათო. ქუჩის კუთხეში ორი კაცი იდგა, დახეული მტვერისგან და ტალახისგან გაშავებული ტანსაცმლით, დახეული ფეხსაცმელებით, საშინელი სუნით და გამომეტყველებით. დადვანმა დაუფიქრებლად ჩაიარა, ისინი კი ბანცალით გაყვნენ. დათო სადარბაზოსთან იდგა, ევას აღარ გაჰყოლია, ყურსასმენებს ამზადებდა, წამიერად გაიხედა და სწრაფი ნაბიჯებით გასწია ევასკენ. გოგოს ჯერ კიდევ ვერ შეემჩნია, ჩაფიქრებული და დაბნეული მიდიოდა. უცებ წელზე ხელის შეხება იგრძნო და შეხტა, სუნთქვა შეეკვრა და ფერი დაკარგა.
-კარგი რაიყო, დამშვიდდი. - ჩასჩურჩულა დათომ და ისევ წელზე შემოხვია ხელი. ევა კი ლამის გაითიშა, ამის დანახვაზე ბიჭმა ტუჩის კუთხე ჩატეხა,მაგრამ არაფერი შეიმჩნია, იცოდა რა დროს რა იყო საჭირო. დათოს ხელი მოიშორა და შემთხვევით ხმამაღლა უყვირა - შენ რა სულ გამოშტერდი? - შემდეგ ირგვლივმყოფების მზერით და სირცხვილით დაწვა, თითქოს ყველა ყველაფერს მიხვდა.
-ევა თავი აკონტროლე და წინ იარე.
-შენ რანაირი ადამიანი ხარ...
-გოგო, ერთი წუთით გაჩუმდი. გადავიდეთ ქუჩაზე და ყველაფერს აგიხსნი. - რატომღაც მშვიდად გაყვა დადვანი. და წელზე შემოხვეულიი ხელის გახსენებაზე კანი ეწვებოდა. ჯერ კიდევ გაბრუებული იყო. -კარგია, უკვე ვიცი როგორც უნდა გაგაჩუმო ქალბატონო ევა. - გაიფიქრა დათომ და შეუმჩნევლად გაიღიმა, ასე ჩუმი და დამყოლი დადვანის დანახვაზე გული ულბებოდა, ძლიერი და სუსტი იყო ერთდროულად, მაგრამ კარგად დაკვირვება სჭირდებოდა ამის დანახვას. დათო ვერ ხვდებოდა გამოწვევის გამო იზიდავდა ეს გოგო თუ გრძნობების გამო. ტვინში ფიქრები ირეოდა და მის დალაგებას რატომღაც არ ცდილობდა. საკუთარი თავი აკვირვებდა ბიჭს, მაგრამ ამაზეც კი აღარ ფიქრობდა, ევას დანახვაზე სულ მისი სურნელი ახსენდებოდა და გულში სითბო ეღვრებოდა. ყოველთვის იმ წამს როცა აპირებს ბოლოსდაბოლოს დანებდეს და ყინული დაამსხვრიოს მაშინვე გამოცხადდება ძველი ფიქრები და თვალწინ უდგება ყველაფერი რამაც ლამის გაანადგურა. ქვად აქცია, უსულო ქვას. უგრძნობად და დაუნდობლად.
-დათო, მასულელებ? - ჩაფიქრებულ ბიჭს ახედა დაბნეულმა გოგომ.
-უბრალოდ შენს უკან ვიღაცეები მოდიოდნენ... ხო ხვდები რა.
-რაა? - ცოტა შეეშინდა, უკან მიიხედა და თვალებით ეძებდა...
-კარგი რა მნიშვნელობააქვს უბრალოდ ყურადღებით და ფრთხილად იყავი.
-ჰო. - ამოიბლუკუნა. ვეღარ ხვდებოდა რა გაეკეთებინა.
-წამო, ცოტახნით სანაპიროსთან დავსხდეთ. - უთხრა კითხვანარევი ტონით და ევას გამომეტყველებას დაელოდა.
-კარგი. - უთხრა ჩუმად და მშვიდად. არცერთმა აღარ დასვა ზედმეტი კითხვა. ჩუმად დასხდნენ და უყურებდნენ ჰორიზონტს. მზე სხივებით ეჭიდებოდა ზღვას და ამოსვლას ცდილობდა. ეს სურათი გულში გიღვიძებდა ერთდროულად კარგ და ცუდ მოგონებებს. გაბედნიერებდა და გასევდიანებდა. ევამ დათოსკენ გააპარა მზერა, ჩვეული სერიოზული გამომეტყველებით უყურებდა ზღვას. ევმ ისევ ხალხის დაკვირვება განაგრძო.
-კარგად ხარ? - ევასთვის არ შეუხედავს ისე ჰკითხა დათომ.
-არ ვიცი... - ასეთი გულწრფელი და მშვიდი ამ წამამდე არ ყოფილა დათოსთან.
-შეგიძლია მომიყვე.
-ჩემი სტილი არ არის. -უთხრა და გაიღიმა.
-ერთი საერთო გვაქვს... - გახედა და მის ღიმილს დააკვირდა. მერე უხერხულობა რომ არ ეგრძნო ევას, მზერა მოაშორა და ისევ ჰორიზონტს გახედა.
-ვერ ვხვდები რატომ ან როგორ, მაგრამ მოახერხე იმდენი, რომ სურვილი გამიჩნდა გაგიცნო. - თვალები მოჭუტა და დააკვირდა ბიჭს. ცდილობდა ყველაფერზე ერთად გაემახვილებინა ყურადღება.
-დიდი პატივია.
-როგორ ახრერხებ ერთდროულად იყო სერიოზული, ცანცარა, ამპარტავანი, დამცინავიც, მზრუნველი და ცოტა მხიარული?
-სულ ეს არის?
-ჯერჯერობით კი.
-რა ვქნათ ერთადერთი ვარ და ბევრი რამე შემიძლია.
-ნარცისიც. - გაიცინა ევამ.
-ხმამაღალი ნათქვამია.
ერთზე საუბრობდნენ და მეორეზე ფიქრობდნენ. თანდათან ფარ-ხმალს ყრიდნენ და აღარ ჩხუბობდნენ, უფრო კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. შედარებით მეტ დროს ატარებდნენ ერთად.
-მოდი ევა. - კარი გააღო გიორგიმ.
-სად არის პრინცეცა?
-სააბაზანოდან ახლახანს გამოვიდა და იცვამს.
-ასე შეიძლება? რამდენი ხანი ველოდები იცი?
-კი, იცინოდა ევა ალბათ გაბრაზებული მელოდებაო.
-ასე არა? კაი... იცინოდა ხომ?
-შენს ადგილას რომ ვიყო არ ვაპატიებდი. - შეაგულიანა და გაიცინა გიორგიმ.
-ახლა იცოდე შენზე ამოვყარე მთელი ჯავრი.
-კარგი, კარგი. - კარი დაკეტა და ევას მიყვა.
-მიდი ყავა მომეცი.
-რას აპირებ.
-ცოტას გავალამაზებ.
-ამდენი ყავა არ გვაქვს ევა, მაპატიე. - გაიცინა გიორგიმ და კარადიდან ფქვილი გამოიღო.
-არაუშავს ესეც წავა.
-გააფრენს ალბათ. ნამდვილად გინდა თავი გაწირო?
-მიდი დაუძახე როდის გამოხვალო. - დათოს კარებთან მივიდა და კედელს მიეკრო, თან იკრიჭებოდა.
-დათო მალე გამოხვალ? -გასძახა გიორგიმ.
-ორი წუთიც.
-მე აივანზე ვარ და იცოდე. - გიორგიმ ტელეფონი აიღო და კამერა ჩართო. თან ჩუმად ფხუკუნებდა.
ოთახის კარის გაღება და დათოს ფქვილად ქცევა ერთი იყო. ბიჭს ჯერ გაუკვირდა და მერე გაბრაზდა, არ ელოდებოდა და შეხტა.
-ვახ ჩემი... - ხელები გააქნია დათომ. ევა და გიორგი წელში მოხრილები იცინოდნენ.
-ვაიმე ვეღარ ვსუნთქავ, არ შემიძლია ცუდად ვარ. - ძლივს ლაპარაკობდა გიორგი.
სიცილისგან პრესი დაეჭიმა ევას და ტკივილისგან ამოიხვნეშა. - უნდა იცოდე ვის რა გაუკეთო ჩემო კარგო. - ძლივს ამოისუნთქა ევამ.
დათოს უკვე სახე გაუწმენდია და გაბრაზებული ბურდღუნებდა შიგადაშიგ იგინებოდა.
-გოგო, შენ ნორმალური ხარ?
-კი სავსებით.
-კიდევ ხმას იღებ? გეფიცები დაგახრჩობ თუ დაგიჭირე.
-კი აბა რას იზამ. - მანამ დიდგულობდა სანამ დათომ ნაბიჯი გადმოდგა.
-შენ თუ ფქვილში არ გაცურაო, მე არ ვიყო დათო ხარატი... ევა დადვანო მიფრთხილდი.



№1  offline წევრი liilu

მაპატიეთ. ვერ დავდე რადგან შეზღუდული დრო და გადატვირთული გრაფიკი მაქვს. თუ ვინმე გავაბრაზე მაპატიეთ. იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავი და გამოხატავთ თქვენს შეხედულებებს ისტორიის მიმართ.

 


№2 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Kargi istoriaa magram cota gviandeba☺️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent