შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო {1}


6-10-2019, 04:34
ავტორი painter1
ნანახია 21 588

გვიან მაგრამ მაინც დავბრუნდი...
არ ვიცი ამ სიტორიის დასასრული მაგრამ იმედია მოგეწონებათ
ნუ ვეცდები ყოველ დღე დავდო და რაც გამოვა გამოვა.
ჩემს ძველ ნიქნეიმზე (painter)-ზე შეგიძლიათ ნახოთ სხვა ისტორიები.
დღეიდან კი აქ დავდებ ახლებს.
წინასწარ ბოდიშით შეცდომებისთვის.
..............

ყვირილით დადიოდა ოთახიდან ოთახში ძვირფას სამოსში გამოწყობილი ქალი, ხელებს აქეთ იქით იქნევდა და უარესად ცდილობდა წყობიდან გამოეყვანა ისედაც განრისხებული ქმარი რომელიც თავის შეკავებას დიდი ძალისხმევით ცდილობდა. უამრავი საქმით გადაღლილს მოთმინების ფიალა ნელნელა ეწურებოდა, სავარძელში იჯდა იატაკს მიშტერებული, ხელებით სავარძლის სახელურს იმდენად უჭერდა შემოატყდებოდა მყარი მატერია რომ არ ყოფილიყო. ცალკე ქალის ხმა, ცალკე ბავშვის ტირილის რომელიც დივანზე მჯდომი დედას უყურებდა და ვერაფერს ხვდებოდა.
-გეყოფა! -უცებ დაიყვირა გიგანმა, ქალიც წამსვე გაჩუმდა და თვალებ ანთებული ქმრისკენ შეტრიალდა. -წასვლა გინდა? -მშვიდი, მაგრამ ცივი ხმით თქვა, მაშინვე გაეყინა სხეული ქალს, გაშეშდა და ხმას ვეღარ იღებდა. -წასვლა გინდამეთქი? -უფრო ხმამაღლა გაუმეორა კითხვა და ბრაზისგან ნაპერწკლები აუკიაფდნენ თვალებში.
-მინდა! -უკან აღარ დაიხია ქალმა, ჯიქურად ჩააჩერდა გიგანს თვალებში.
-ხოდა გაა*ვი აქედან მალე! -უცებ წამოიყვირა და ქალიც ადგილზე შეხტა.
-რა? -გაოცებული უყურებდა კაცს. არ ეგონა… ასე თუ მოხდებოდა ვერც წარმოიდგენდა.
-მოკრიფე შენი ტანსახმელი და დაა*ხვიე ჩემი სახლიდან! -ხელი გაიშვირა კარისკენ, ქალი კი ერთ ადგილზე გაშეშებული ცრემლებად იღვრებოდა.
-ლუკა…
-ახლავე!
-შენი დედაც გიგანო! წავალ! -ბავშვისკენ დაიძრა, მაგრამ გიგანმა მოასწრო ხელში აყვანა და წარბაწეულმა შეხედა ცოლს.
-აპ აპ… ბავშვი ჩემთან რჩება!
-არსად წავალ ელის გარეშე.
-წახვალ… წახვალ აბა რას იზავ. -სავარძელზე მიგდებული ბავშვის ჟაკეტი აიღო და გასასვლელისკენ წავიდა. -რომ დავბრუნდები აქ აღარ დამხვდე! -გრძელი თითიდან მოხსნილი ოქროს რგოლი ფეხებთან დაუგდო, კარი გაიჯახუნა და პირდაპირ ღია ლიფტში შევიდა.
-მამაა… -ამოიტირა ბავშვმა და პატარა თითებით ცრემლი შეიმშრალა.
-შჩჩ მამი, არ იტირო რა, შენ ხო ჩემი პრინცესა ხარ. -ლოყაზე აკოცა, ხელმეორეთ ჩამოგორებული ცრემლი შეუმშრალა, მერე კი სადარბაზოდან გასულმა მანქანის კარი შორიდანვე გახსნა პულტის დახმარებით, ელისაბედი უკანა სავარძელზე თავის სკამში ჩასვა, შუბლზე აკოცა მერე კი თავისი ადგილი დაიკავა და იქაურობას მოშორდა. გაბრაზებული მიაქროლებდა მანქანას, დროდადრო სარკიდან მძინარე ელისაბედს გადახედავდა, შემდეგ ისევ გზას შესცქეროდა.
მალევე გააჩერა მანქანა ნაცნობ კორპუსთან, მძინარე ბავშვი ფრთხილად აიყვანა ხელში და მერვე სართულამდე ლიფტით ავიდა. რამოდენიმეჯერ მიაბრახუნა კარზე მერე კი ქალის წკრიალა ხმაც შემოესმა.
-მოვდივარ ხო! -მალე გამოჩნდა ქალის სხეულიც, ხალათის ქამარს იკრავდა, თან წარბშეკრული უყურებდა გიგანს. -რა სახე გაქ? რა მოხდა? -საძინებლისკენ დაუკითხავად წასულ ლუკას თვალი გააყოლა, სწრაფად მიხურა კარი და უკან აედევნა. -იჩხუბეთ?
-ვეყრები. -ნელა დააწვინა საწოლზე, გადასაფარებელი გადააფარა და სამზარეულოსკენ დაიძრა.
-ეგ როგორ? -გაოცებული უკან დაჰყვებოდა. -კი მაგრამ რატომ?
-ტვინიმომი*ყნა… არ შეუძლია ნოლმალრად ცხოვრება, ყელში ამომივიდა ამდენი ჩხუბი, მაღიზიანებს მაგის წუწუნი და ვაბშე ყველაფერი. -არ შეუხედავს ისე გამოაღო მაცივრის კარი და დაბლა მოთავსებულ ვისკის ბოთლს სტაცა ხელი. -ვერ შეირგო რაც ჰქონდა, ხოდა წავიდეს დედამისთან.
-ლუკა კარგი რა… ელი?
-ელი ჩემთან იქნება… იმას როგორ გავაყოლო. ჩემი საყვარელი სიდედრი გამოუტენის თავს ათასი სისულელით როგორც ჩემს ძვირფას ცოლს გამოუტენა… ყოფილ ცოლს. -ჩაიცინა და სწრაფად გადაუშვა სასმელი ყელში. -შტერი გოგო.
-რა გამოდის ეხლა… აღარ შეურიგდები? -სამზარეულოს მაგიდას მიყდნობილი ზევიდან დაჰყურებდა სკამზე მჯდომ გიგანს, რომელსაც ფეხები გადაეშალა, ცალ ხელში ფეხზე დადებული ვისკის ჭიქა ეჭირა, მეორეში კი ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი.
-თავისუფალი ვარ თხუთმეტი წუთია უკვე. -არა თითი აუწია და ისევ ჩაიცინა.
-ჩემი აზრით აქამდეც უნდა დაშორებულიყავი.
-შენი აზრით ცოლად არც უნდა მომეყვანა. -ჩაიცინა და ქვევიდან ახედა გოგოს. -ამის დედაც დამეჯერებინა მაინც. -თავის ქნევით დადო ჭიქა მაგიდაზე, მერე კი წვრილ მტევანზე მოკიდა ხელი წულუკიძეს. -მოდი ჩემთან. -უცებ ჩაისვა კალთაში, ხელი მუცელზე მოხვია და ყბაზე აკოცა. -მომენატრე ტო…
-რავიცი კი აღარ მკადრულობ…
-ჩემი ეგოისტი ნინაჭკა... -ყელში აკოცა და მისი სურნელი შეისრუტა. -რა კარგი სუნი გაქვს.
-მეც მომენატრე. -ლოყაზე მიაკრო ტუჩები გიგანს, მერე კი სახე მის ყელში ჩარგო.
-რა გჭირს პატარა, რამე მოხდა და არ ვიცი? -ლოყაზე მიეფერა ცერით.
-ბოლოს ერთი თვის წინ გნახე ლუკა, ისიც ათი წუთით შენი ცოლის… ყოფილი ცოლის წყალობით… იმდენი რამ მოხდა არც კი ვიცი საიდან დავიწყო მოყოლა, თუ გაინტერესებს საერთოდ. -უცებ აემღვრა თვალები და გიგანმაც წარბები შეკრა.
-რა გატირებს ნინა? გინდა გავჭედო? -სხეული დაეჭიმა მის ცრემლებზე… წამებში გაიხსენა გავლილი სამი თვე სადაც ნინა სულ რამოდენიმეჯეჯრ იყო. კიდევ უფრო გაბრაზდა მარიამზე, უფრო მეტად მოეშალა ნერვები და სიმწრისგან თვალები დახუჭა. -ნინ მაპატიე… ამისდედა.ვატირე… ნუ ტირი რა ჩემთავს გაფიცებ. -ცრემლები შეუმშრალა და თვალებზე აკოცა.
-საერთოდ აღარ გახსოვარ, მარტო მაშინ მოდიხარ ჩემთან როცა მარიამი გაბრაზებს და მაშინ იგებ რა მჭირს.
-ეე ნუ მიტ.რაკებ რა... წამოხტი მიდი, დავწვეთ და მომიყევი ყველაფერი.
-ორი თვის წინ ჩემებს ვეჩხუბე ნათიას გამო… ჩემმა ვითომ “კაი ბიჭმა” ძმამაც დამი.კიდა…
-მოიცა… დაწვრილებით მომიყევი აბა. -შარვალს იხდიდა, თან თვალს არ აშორებდა უკვე ლოგინში ჩაწოლილ ნინას.
-ნიკამ ხომ არ იცოდა ჩემი ორიენტაციის შესახებ, არც მამაჩემმა, დედამ წამოაყრანტალა იმდღეს და რამის ჩამქოლეს... მამამ ქალიშვილი აღარ მყავსო, ნიკას არაფერი უთქვამს, ერთი შეიგინა და სახლიდან გავარდა. მეც წამოვედი და აღარ მივსულვარ იმის მერე სახლში. ორი კვირის წინ ნათიამ დავიღალე, დრო მჭირდებაო. სინამდვილეში დაშორება უნდოდა და დრო მოიმიზეზა… სისულელეა უბრალოდ. თუ გონია რომ დაბრუნდება და მივიღებ ცდება.
-ჩემო პატარა… -ხელი მოხვია აცრემლიანებულ წულუკიძეს, მკერდძე მიიკრო და შუბლზე აკოცა. -რატომ არ დამირეკე ტო? ხომ იცი ეგრევე შენთან გავჩნდებოდი.
-დაგირეკე მაგრამ მითხარი “არ მცალია პატარა, ცოტახანში გადმოგირეკავ”-ო და აღარ დამირეკე. -ამოისრუტუნა და ცხვირი მკერდძე მიადო.
-რა კარგი იყო ბიჭები რომ მოგწონდა, იმათ ვუტ.რაკებდი მაინც და გოგოს რა ველაპარაკო ტო? -თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, თან თავზე გადაუსვა ხელი.
-კარგი რა ლუკა…
-შენ უნდა მომეყვანე ცოლად, მეც არავინ მომიშლიდა ნერვებს, შენც არავინ გაწყენინებდა.
-მიხარია რომ მყავხარ. -ყელში აკოცა. -მიყვარხარ იცი? არასდროს მითქვამს, მაგრამ ხომ იცი?
-ვიცი… -უბრალოდ იწვნენ, ხმას არცერთი იღებდა, იდეალური სიმშვიდით ტკბებოდნენ და ვერც კი მიხვდნენ როგორ ჩაეძინათ.
თითებზე ჩამოსათვლელი მეგობრები ჰყავდა გიგანს, სულ რამოდენიმე რომელშიც ნინას პირველი ადგილი ეკავა. ერთადერთი გოგო იყო ნინა წულუკიზე ოთხ ბიჭში, ერთადერთი და შეუცვლელი.

სასამართლოდან გამოსული სწრაფად მიუახლოვდა ყოფილ ცოლს, ქალის აცრემლიანებული თვალები დააიგნორა და ბავშვი ხელიდან გამოსტაცა.
-დღეს ჩემთან მიმყავს.
-უკვე რამდენი დღეა წესიერად არ მინახავს! ისე ნუ იზავ გიჩივლო და კვირაში ორჯერ განახო!
-არც გაბედო! -თითი აუფრიალა ცხვირწინ. -არც კი გაიფიქრო და საერთოდ ამოიგდე გონებიდან ეგ აზრი. -ჩუმათ, მაგრამ გარკვევით წარმოსთქვავდა სიტყვებს. -რამე სისულელე რომ ჩაიდინო მოგკლავ გესმის?
-ელისაბედს დედა სჭირდება…
-დედა და არა შენ.რეული ბებო რომელიც დედიკოს აშტერებს.
-ლუკა…
-აღარ მინდა შენთან ლაპარაკი. როცა მოგინდება მოდი და წაიყვანე, ან მითხარი და მოგიყვან.
-დღეს წავიყვან გთხოვ. -თვალი გაუსწორა ყოფილ ქმარს, რომელსაც საერთოდ აღარ ადარდებდა მისი ცრემლები. თავს დამცირებულად გრძნობდა, მაგრამ იცოდა ელისაბედი მასთან უფრო კარგად იქნებოდა. იცოდა გიგანს თავისი შვილი ყველაფერს ერჩივნა და არაფერს მოაკლებდა. ისიც კარგად იცოდა როგორ მისდგომოდა ყოფილ ქმარს, იცოდა რომ მასთან არანაირი ბრძანებლური ტონი არ გაჭრიდა თხოვნის გარდა.
-ხვალ წამოვიყვან. -ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა. ბევრი აკოცა ბავშვს და მარიამს გაუწოდა. ხმა აღარ ამოუღია ისე დაიძრა მანქანისკენ, სწრაფად მოთავსდა შავ ავტომობილში და იქიდან წამებში აორთქლდა.
ფანჯრებისთვის ბოლომდე ჩაეწია, სწრაფად მიაქროლებდა შავ ბეემვეს და მანქანებს შორის მოხერხებულად ძვრებოდა. მოულოდნელად აწკრიალებულ ტელეფონს დახედა, სიჩქარეს ოდნავ უკლო და სენსორს ხელი გადაუსვა.
-გისმენ.
-რა ქენი?
-მორჩა ყველაფერი.
-მალე მოდი საქმე გვაქვს. -არაფერის თქმა არ დააცადა გიგანს ისე გაუთიშა ტელეფონი ძველმა მეგობარმა. მის ასეთ ქცევას მიჩვეული იყო გიგანი მაგრამ ყოველ ჯერზე ნერვები ეშლებოდა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, შუქნიშანზე გაჩერებულმა თვალები ცოტა ხნით დახუჭა, მერე სიგარეტს მოუკიდა და ზებრაზე მიმავალ გოგოს გააყოლა მზერა. დაბერილი ნიავი კაბას უფრიალებდა, გრძელ სწორ თმებს უწეწავდა, ის კი ამაოდ ცდილობდა სახეზე მიკრული ყავისფერი თმის მოშორებას თან თავისთვის ბურტყუნებდა წარბშეკრული.
უკნიდან მანქანის სიგნალმა მოიყვანა გონს, თავისთვის ჩაეღიმა და მანქანა ისევ სწრაფად მოსწყვიტა ადგილს.
მალევე მივიდა კლუბში, რომლის მეპატრონეც თვითონ გახლდათ. უკანა კარიდან თავის კაბინეტში ავიდა და უკან მიჰყვა ფაღავაც, რომელსაც ღიმილი აეკრა სახეზე და კმაყოფილი უყურებდა სავარძელში მჯდარ წარბშეკრულ გიგანს.
-გამოიცანი რა მოხდა? -ხელები ერთმანეთს შემოკრა, ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე და სავარძელში ოხვრით ჩაეშვა.
-რა ხდება?
-მიქელაძეს დაენ*რაა… როგორც ვვარაუდობდით ისე მოხდა. იმ კახელს ცოტა ფული დავუმატე და მიქელაძის საქონელი ჩვენს ქარხანაშია… -ხელები გაშალა კმაყოფილმა და ძმაკაცს გაუსწორა მზერა.
-ატრ.აკებ. -წარბაწეულმა ეშმაკური ღიმილი აიკრა სახეზე.
-ეგ რაარის… მთავარი არ მოგისმენია…
-მალე…
-უკვე დარეკა პატარა კაცუნამ და შენი ნახვა უნდა.
-ჯანდაბა… მაგარი ჩათლა.ხი ხარ შენსძმობას ვფიცავარ.
-ვიცი ვიცი. -ხელი აიქნია კმაყოფილმა ფაღავამ. -ხომ იცი ის ვალიც მოსაცემი აქვს და შენ რო იცი ისე შეკერე.
-წავიდეთ?
-რაღას ველოდოთ? ახლა ქარხანაშია. -უცებ წამოიმართა ფეხზე გიგანთან ერთად, კარებში გზა ჩაუჭრა და პირველმა გაიარა.
-ალექსანდრე! -ქალის ხმაზე ორივე გვერძე შეტრიალდა, ხელში კი ფაღავას ქალი და მდივანი შერჩათ. -ვახტანგმა დარეკა. -სწრაფად სუნთქავდა, როგორც ჩანს ჩქარა მოდიოდა ამბის მისატანად. მხარზე დაეყრდნო სანდროს და ცოტახნით შესრუტული ჰაერი ფილტვებში გაიჩერა.
-რაო ვახტანგმა. -წელზე მოხვია ხელი და ლოყაზე ხანგრძლივად მიაწება ტუჩები.
-თუ შეუძლია დღეს მოვიდესო…
-მივდივარ. -ლოყებზე მოუჭირა თითები და ტუჩებზე აკოცა. -ტკბილო… წავედით და გნახავ მერე. -თვალი ჩაუკრა თვალებზე ბინდგადაკრულ ქალს, უკანალზე მიარტყა ხელი, მერე კი კლუბი გიგანთან ერთად დატოვა. -რა კარგი დღეა. -გაკრეჭილი ჩაჯდა მანქანაში. -რას შვრები შენ? -სწრაფად დაასერიოზულა სახე, გვერძე მჯდომ ლუკას გადახედა, უკვე რომ მოესწრო სიგარეტისთვის მოკიდება და მანქანის დაძვრა.
-გააჩნია რაზე მეკითხები.
-ჩემი გოგო მაინტერესებს.
-დღეს მარიმ წაიყვანა, ისე ჩემთან იქნება.
-და აქეთ იქით უნდა ათრიოთ ორი წლის ბავშვი?
-სამის გახდება ცოტახანში, და ჰო…
-მარიკუნა რა აზრზეა?
-ხვდება რომ ჩემთან უფრო კარგად იქნება ბავშვი და არ ქაჯდება.
-ვაა… მიკვირს.
-დაიკ.იდე ეგ… ნინა ბოლოს როდის ნახე?
-ორი კვირის წინ, ჩემთან იყო, წავიჭორავეთ და მერე მე წავიყვანე სახლში.
-ანუ იცი თავისებთან რომ იჩხუბა?
-კი.
-აბა მე რამ გამომა*ლევა. -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.
-ლუკა…
-რა?
-ნუცა სადაა? -თავ ჩახრილმა ჩაილაპრაკა, მერე კი ქვევიდან ამოხედა ძმაკაცს.
-დღეს ჩამოვიდა, თავის დაქალთან ერთად სოფელში იყო წასული თვეზე მეტი.
-ნახე?
-კი დილით გამამხნევა, გახარებული მეხუტებიდა. მერე ტირილი დაიწყო ელისაბედის მდგომარეობაზე, ანიც ეგრე გაიზარდა და ისე არ უყვართ თავის მშობლებს როგორც სხვა შვილებიო.
-არანოლმალური გოგო. -თავი გააქნია სიცილით, მერე კი მთელი გზა ჩაფიქრებული გაჰყურებდა გზას.

-გამარჯობა ბატონო ვახტანგ… როგორ გიკითხოთ? -ირონიული ღიმილით შეაგება ხელი მამის ტოლა კაცს, რომელსაც პერანგი ღიპზე მოსჭეროდა, ცოტაც და ყველა ღილი სათითაოდ მიმოიფანტებოდა იატაკზე.
-დაჯექით. -სახეზე შეეტყო რომ არ ესიამოვნა გიგანის მომღიმარი სახის დანახვა.
-იყოს ვიდგები. -ხელი აიქნია, მერე კი შარვლიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და სწრაფად მოუკიდა. -რაზე გნებავს საუბარი ვახტანგ? -ფანჯრის რაფას მიყრდნობილმა ფეხები ერთმანეთზე გადააჯვარედინა და კვამლი ჭერისკენ მიმართა.
-ორი მჭირდება.
-მოგცომ, ოღონდ რაღაცის სანაცვლო. -უცებ გასწორდა, მიქელაძის წინ ჩამოდგა და თვალებმოჭუტული დააკვირდა კაცს.
-რა გინდა?
-ეს. -ხელი მოავლო იქაურობას.
-რა? -სახე წაეშალა კაცს, დაცვარული შუბლი ხელის გულებით მოიწმინა და შარვალზე გადაიტარა, რამაც გულის რევის შეგრძნება მოჰგვარა გიგანს.
-ფულს მოგცემ, შენი ყურძენი საიდანაც გინდა გაჩითე, ეს ქარხანა მე დამიტოვე და ჩემი ვალიც აღარ გექნება.
-დამცინი? -სიმწრით ჩაეცინა კაცს. -ორ მილიონად მოგყიდო ეს ქარხანა?
-ვალში გიქვითავ… -მხრები აიჩეჩა უდარდელად.
-ჯანდაბა, ხომ ვერ ამოვედი შენი ვალებიდან. -ზიზღით მეორე მხარეს გაიხედა.
-შევთანხმდით თუ არა?
-დრო მჭირდება.
-ხვალამდე თუ ვერ მოიფიქრებ მერე მე დამჭირდება დრო და ფიქრი… ახლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ. -კმაყოფილმა გაიხურა კარგი.
-ნაბიჭ.ვარი. -კალამი მაგიდაზე მიაგდო და ტელეფონს დასწვდა.

-შენი აზრით რას იზავს? -უკვე კლუბთან ახლოს იყვნენ ჩაფიქრებულმა რომ გახედა ლუკას.
-დარეკავს… დღესვე დარეკავს. -ჩაიცინა.
-რას გავს ტო, ბოჭკაა იმენა… ჩემი გოგოც რეკავს. -ტელეფონს დახედა გაღიმებულმა და უცებ გადაუსვა ეკრანს ხელი. -გამახარე ნიაკოო…
-დარეკა!
-ჯანდაბა პატარავ… -სიცილი ვეღარ შეიკავა. -შენთვის საჩუქარი მმართებს, მთელი დღეა მახარებ.
-კიდევ მაქვს ერთი ამბავი.
-გისმენ.
-ბარმენი გოგო რომ გვჭირდებოდა გახსოვს?
-რათქმაუნდა.
-ვიპოვნე!
-კარგი გოგო ხარ. -უცებ გაუთიშა და გახარებულმა ძმაკაცს თმები აუჩეჩა. -ტუზი დაგვეცა ყვე.ო!
-დღესვე დარეკე მერაბთან, გააფრთხილე ხვალ მანქანები დაძრას და ჩამოვიდეს, ზეგიდან ახალ ღვინოს ვწურავთ… ხო მართლა გვანცა სად არის?
-მერავიცი, ეს დღეები არ გამოჩენილა.
-ტრიპაჩი გოგო, მოტ*ნა ტვინი, რო დავახვევინებ სამსახურიდან ნახავს. -კლუბის უკან გააჩერა მანქანა, კიბეებზე ავიდა სანდროსთან ერთად და თავის კაბინეტში შეაჭრა.
-წამო ახალი ბარმენი გავიცნოთ არ გინდა?
-არა, მერე ვნახავ.
-ხარაშო.
-ნიას უთხარი მერე შემოვიდეს საქმე მაქვს.
-როგორც მიბრძანებთ. -რევერანსით დაემშვიდობა თან უკან უკან წავიდა და ბოლოს სულ გაიხურა კარი.
*****

-რა განერვიულებს გოგო, აგიყვანენ აბა რაიქნება. -დაქალის თითებში აეხლართა თავისები და შეძლებისდაგვარად ამშვიდებდა. -თუ არადა მოგიწევს მამიკოს დაურეკო.
-ნუ მიხსენებ, უარესად მიფუჭდება ხასიათი.
-გაიღიმეე, ეგეთი სახით რომ შეხვდე შენს უფროს ლაპარაკითაც კი არ დაგელაპარაკება. -ლოყები გაუწელა, მერე მის სახეზე თვითონ გაეცინა.
-გაკლია. -თვალები აატრიალა და მათკენ წამოსულ ლამაზი ფორმების გოგოს ფეხზე წამომდგარი შეეგება.
-შენ ხარ სალი ხო? -ყურებამდე გაუღიმა ნიამ და ხელი ჩამოართვა.
-დიახ.
-წავედით? -თავით კიბეებისკენ ანიშნა, სალიც უკან გაჰყვა დაძაბული. -ნერვიულობ?
-ცოტა.
-არაფერია სანერვიულო დამიჯერე, აყვანით აგიყვანთ, ამჯერად სხვა კანდიდატი არ გვყავს… ჩვენი ძველი ბარმენი გაუფრთხილებლად წავიდა და სასწრაფოდ გვესაჭიროება ახალი. შეგიძლია შენი პირობები წამოუყენო, სხვა გზა არ ექნება მაინც დაგთანხმდება. -ტანის რხევით მიკაკუნობდა კაბინეტისკენ თან გაუჩერებლად საუბრობდა. გოგო კი გაოცებული შესცქეროდა.
-მადლობა.
-წარმატებები. -ფაღავას კაბინეტის კარი შეაღო, გოგო შიგნით შეატარა და მარტოდ მარტო დატოვა დიდ ჩაბნელებულ კაბინეტში.
-გამარჯობა. -ისევ გაიღო კარი და მაღალი შავგვრემანი კაციც გამოჩნდა. ცისფერი თვალებით სწრაფად შეათვალიერა ქალის სხეული და თავის სავარძელში ჩაეშვა. -დაჯექი. -ხელით ანიშნა, მერე სივს გადახედა და ისევ გოგოს ლურჯ თვალებს გაუსწორა მზერა. -სალი მაჭავარიანი… -ცოტახნით დაფიქრდა მერე უფრო დაკვირვებით შეათვალიერა გოგო. -ზურას შვილი ხარ?
-დიახ. -თვალი აარიდა კაცს. სანდრომაც შეამჩნია როგორ მოეღუშა სახე ქალს და თავისი ბუნებრივობა დაიბრუნა.
-კარგიი… გამოცდილება არ გაქვს, არსად გიმუშავა…
-ვიცი მაგრამ ვისწავლი.
-რატომ უნდა ავიყვანო გამოუცდელი პატარა გოგო და ავარევინო ყველფერი.
-იქნებ იმიტომ რომ გჭირდებათ… -მხრები აიჩეჩა უდარდელად. მაშინვე წარბები ასწია ფაღავამ.
-მომწონხარ. -თითი დაუქნია სიცილით, მერე ტელეფონს მოკიდა ხელი, სწრაფად გადარეკა, თან თვალს არ აშორებდა მაჭავარიანს. -შემოდი. -მაგიდაზე დადო ტელეფონი და სალის ლურჯებსგაუსწორა თავიცი ცისფერები. -სწავლობ?
-დავამთავრე უკვე.
-და აქ რა გინდა?
-მამიკომ ურჩი ბავშვი დასაჯა. -ტუჩი გადმოაბრუნა.
-ანუ?
-არსად არ მიღებენ. -მხრების ჩეჩვით გაუსწორა მზერა.
-კაიი… ეგეთი რა გააკეთე.
-მე არაფერი.
-მოვედი.
-შენ მიხედავ სალოს, მე მიქელაძესთან ვბრუნდები… და ჰო კიდე… -კარში გასული უკან მიბრუნდა. -ყველაფერს რომ მორჩები ლუკასთან შედი, მერე კატოს შეეხმიანე, ისე ქენი ვითომ შემთხვევით მოვიდა თორე ლუკა დამჭრის… მერაბს გადაურეკე და უთხარი რომ წამოვიდეს უკვე. ხალხი გვჭირდება ქარხანაში, ახალი მანქანა ჩამოდის ხომ იცი, ორი სამი კაცი მომიძებნე… ჩვენ კიდე საღამოს ვილაპარაკოთ. -თვალი ჩაუკრა და სწრაფად დატოვა იქაურობა.
-დაიმახსოვრე ახლა რაც გითხრა? -წარბები შუბლზე აუვიდა მაჭავარიანს.
-მიჩვეული ვარ… წამოხტი შენ, შევუდგეთ საქმეს. -ხელი დაუქნია, მერე კი კიბეებით ცარიელ დარბაზში ჩავიდა.
-ლუკა ვინაა?
-ალექსანდრეს ბავშვობის ძმაკაცი და ამ კლუბის მეპატრონე, შეიძლება დიდი ხანი ვერც ნახო, ანუ თუ თვითონ არ მოინდომა შენ ვერ ნახავ… ბარში ორნი იქნებით, დიტო 9 საათისკენ მოვა, 10-დან უკვე იწყებს ხალხი შემოსვლას, კლუბი კი დილის 7ზე იკეტება. ნუ შვიდისკენ თითქმის აღარავინ არის მაგრამ შენც მაშინ მორჩები. ანაზღაურება იმდენია რაც განცხადებაში ეწერა, ალბათ გეცოდინება რომ ჩვეულებრივი კლუბი არაა, დიდი კაცები შემოდიან და ჩაისაც თავისნაირ დიდს ტოვებენ, ასე რომ საყვარელო დღეში შეიძლება თვეში ერთხე რომ გაქვს იმ ხეფასზე მეტი იშოვო.
ხმის ამოღებას არ აცლიდა ნია, ყველაფერს უხსნიდა უყვებოდა და ასწავლიდა. ის კი გაღიმებული უკან დასდევდა, მხოლოდ თავის დაკვრით შემოიფარგლებოდა და ყველაფრის დამახსოვრებას ცდილობდა.

უკვე პირველი ხდებოდა როცა გიგანის კარის კაბინეტი დაუკითხავად შეხსნა მოკლე კაბაში გამოწყობილმა ქალმა. მაშინვე წარბშეკრულმა გაიხედა კარისკენ ლუკამ და ქალის დანახვაზე ჩაეცინა.
-აქ რა ჯანდაბა გინდა კატო? -თვალს არ აშორებდა ნაცნობ სხეულს რომელიც ნელნელა, მოხდენილი ნაბიჯებით უახლოვდებოდა, მერე კი სწრაფად დაიკავა გიგანის კალთაზე ადგილი.
-მომენატრე. -საჩვენებელი თითი ჩამოატარა ლოყაზე, მაშინვე იგრძნო წვრილ წელზე კაცის ძლიერი მკლავები, თითები ლოყებზე მოუჭირა და სახე ლუკას სახეს მიუახლოვა. სულ ოდნავ შეეხო ტუჩებზე, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა გიგანისთვის. სწრაფად ჩაავლო უკანალზე ხელი და თავისკენ დაქაჩა.
-ჰო არა? -ფეხზე აატარა გრძელი თითები, კაბაც თან გაიყოლა და მერე საერთოდ მოაშორა სხეულიდან. ერთი მოძრაობით შემოახია საცვალი, რომელიც წვრილი თოკისგან შემოიფარგლებოდა და მხოლოდ წინა ადგილს უფარავდა. სრაფად დაეტაკა ქალის ტუჩებს, უცებ წამოდგა ფეხზე, ერთი ხელის მოსმით გაანთავისუფლა მაგიდა და მის პრიალა ზედაპირს მკერდით ააკრა.
-ლუკა…
-შჩჩ… -მკლავზე დაიხვია გრძელი თმები, თავი ააწევინა და ტუჩები უხეშად დაუკოცნა. მთელს კაბინეტში ქალის კვნესა ისმოდა, მხოლოდ მუსიკის ნოტები კვეთდა მათი პირიდან ამომავალ ხმებს. სწრაფად შემოატრიალა, ხელის ერთი მოძრაობით მაგიდის ზედაპირზე შემოსვა და ხელმეირედ დაეპატრონა მაგიდაზე იდაყვებით დაყრნობილ ქალს, რომელსაც თავი უკან გადაეგდო და ხმამაღალი კვნესით წარმოაჩენდა იმ სიამოვნებას რომელსაც გიგანისგან იღებდა.
-ჯანდაბა ლუკა… სასწაული ხარ. -თავი გააქნია სიცილით, ღრმად სუნთქავდა და სავარძელში მჯდარ გიგანს თვალს არ აშორებდა, რომელიც ჩაფიქრებული სიგარეტს აბოლებდა.
-დამისხავ? -ჟურნალის მაგიდაზე მდგომ ვისკის ჭიქაზე მიუთითა და იქით წასულს შიშველ სხეულზე თვალი ააყოლა.
-რას გიშვრებოდა ასეთს შენი ცოლი სამი წელი სხვისკენ რომ არ გაგიხედავს. -ვისკის ჭიქით ხელში მიუახლოვდა, კვლავ კალთაში ჩაუჯდა და თვალებში ჩახედა.
-სიყვარული იცი რა არის კატო? -სახეზე ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია, კეფაზე მოკიდა ხელი და ტუჩებზე ნაზად აკოცა.
-სიყვარული როგორც შენ იტყოდი ერთი დედამო**ნული რამაა, რომელსაც ტკივილი მოაქვს… გაშტერებს, ათას სისულელეს გაკეთებინებს, ან მე არ მიმართლებს. -მხრები აიჩეჩა ქალმა.
-ვინმე გყვარებია?
-შენ მიყვარდი.
-აღარ გიყვარვარ?
-გადაყვარება შევძელი.
-ანუ არ გყვარებივარ.
-შენ გიყვარს შენი ცოლი?
-მიყვარს.
-მაშინ რატომ გაშორდი?
-შენი წასვლის დროა. -უცებ წამოაგდო ფეხზე და თვითონაც წამოდგა. -ჩაიცვი, წადი და მეორედ ასე გაუფრთხილებლად აღარ მესტუმრო. -კარი გაიხურა და კლუბიც დატოვა. -ნინ სად ხარ?.. კარგი. -უცებ გაუთიშა ტელეფონი, მანქანაში მოთავსდა და მაშინვე დაიძრა ნაცნობი სახლისკენ. კორპუსთან მისული მაღაზიაში შევიდა, ლუდის ქილებს წამოავლო ხელი რამოდენიმე შოკოლადთან ერთად და სალაროში გატარების შემდეგ ფეხით აირბინა კიბეები. კარზე რამოდენიმეჯერ დააკაკუნა, დაინახა როგორ წვალობდა ვიღაც კარის გაღებას, ბოლოს ძლივს გამოაღო და ხელში პატარა კულულებიანი გოგო შერჩა.
-ჩემი გოგოო! -უცებ აიტაცა ხელში ბავშვი და ლოყები დაუკოცნა. ისიც კისკისებდა, თან ხელებს კისერზე ხვევდა. იქვე დააწყო ლუდის ბაკლები და გამოქანებულ ტყუპისცალსაც ჩაავლო ხელი. -ჩემი კაცი როგორ არის?
-კარგად.
-ჩამოხტით, იმ პარკში შოკოლადებია და ჩუმათ ჭამეთ, დედიკოს არ უთხრათ თორემ არ გაჭმევთ. -ჩუმათ ჩასჩურჩულა ორივეს, თავზე აკოცა ნათლულებს და მონატრებულ მეგობარს გადაეხვია. -რომ ჩამოდიოდით არ უნდა გეთქვათ?
-შენ? მარიამს რომ ეყრებოდი რატომ არ მითხარი, ორი დღის წინ გელაპარაკე.
-აუ გიო ჩემ თავს გაფიცებ არ დაიწყო ახლა რა. -ხელი აიქნია, ჯერ კეკეს გადაეხვია, მერე ნინას აკოცა შუბლზე და გვერძე მიუჯდა. -როგორ დაისვენეთ თქვენ?
-ბავშვები რომ დაგეტოვებინათ და ისე წავსულიყავი ჩემ ქმართან ერთად უკეთ დავისვენებდი. -ლოყაზე აკოცა გიორგის და თავი მხარზე ჩამოადი.
-გეთქვა მერე, ისე იძახი თითქოს მთხოვე და არ დავიტოვე. -თვალები აატრიალა ნინამ, ლუკას კალთაში ჩაუჯდა და თავი მკერდზე მიადო.
-დაიტოვებ?
-როდის?
-დღეს, ჩემი ქმარი სადღაც უნდა წავიყვანო.
-სად. -წარბაწეულმა შეხედა ეკატერინეს გიორგიმ და მტევანზე აკოცა.
-სურპრიზი მაქვს.
-ლუკა თუ დარჩედა და დამეხმარება დავიტოვებ.
-დავიტოვოთ. -შუბლზე აკოცა წულუკიძეს.
-მიყვარხართ! -გახარებული მოეხვია ორივეს, მერე კი კარის გასაღებად წავიდა. -მოვდივარ! -გაბმული ზარისგან შეღონებულმა წამოიყვირა. -რას აკეთებთ? -შოკოლადში ამოთხვრილ შვილებს დახედა გაოცებულმა. -ლუკა მოგკლაავ!
-კარი გააღე! -სიცილით გასძახა.
-მოდი. -ფართედ გამოუღო კარი და ფერ წასული ქმრის ძმაკაცი შემოატარა. -მომეცით ესენი. -ბავშვებს ააცალა ხელიდან პარკები და აბაზანისკენ წაიყვანა.
-რა გჭირს შე ჩემა რა სახეგაქ. -სავარძელში ლოდივით ჩაშვებულს მიშტერებოდნენ სუყველა.
-დამერხა. -ჩაწითლებული თვალები ხელის გულებით მოისრისა, თავზე ხელი გადაისვა და ისე მოავლო თვალი ყველას.
-რა ხდება საბა?
-მამა ვხდები. -ხმა ჩაეხლიჩა და მაშინვე ჩაახველა.
-ღადაოობ? -გახარებულმა შეიცხადა გიორგიმ.
-მაინც ვერ მოითმინე ქორწილამდე შე პრო.ჭო? -სიცილით თქვა გიგანმა, მაგრამ მაშინვე დაუსერიოზულდა სახე როგორც კი ძმაკაცის აწყლიანებულ თვალებს გაუსწორა მზერა.
-ქორწილი არ იქნება.
-რას ბოდავ ბიჭო? -უცებ დაიძაბა ყველა, საბა კი მხოლოდ გიგანს უყურებდა, თითქოს თვალებით ელაპრაკებოდა. უდიდეს სინანულს ხედავდა ლუკა ძმაკაცის აწყლიანულ მწვანეებში და ხვდებოდა რომ რაღაც ძალიან ატკენდა. -ლიკუნა დააორსულე და ახლა ტოვებ? -გაოცებულმა კითხა გიომ.
-ლიკა არა. -ჯიქურად შესცქეროდნენ ერთმანეთს საბა და ლუკა, არც ერთი აპირებდა გახედვას. უკვე ნინაც გრძნობდა რომ რაღაც ისე ვერ იყო.
-ოპაა… დღეს რა დღეა გამახსენეთ, აღსარების დღე გვაქ? -უცებ გაჩნდა მისაღებში ალექსანდრე, რომლის შემოსვლა ვერავინ გაიგო, ყველამ მას შეხედა გაოცებულმა, მაგრამ საბა მაინც არ აშორებდა თვალს გიგანს.
-აქ როგორ გაჩნდი? -გაოცებულმა ჰკითხა ნინამ.
-კეკეს მივწერე და კარი გამიღო. -სავარძელში ჩაეშვა და ჯავახიშვილს შეხედა. -მიდი ამოღერღე რა გააკეთე, გისმენთ.
-მოკეტე. -მკაცრად თქვა გიგანმა. -მოყვები თუ ჩემით დავიწყო დასკვნების გამოტანა?
-მეც დღეს დილით გავიგე… შემთხვევით. ლიკას მე ვუთხარი… მიხვდებით ალბათ რაც ქნა…-სიმწრით ჩაიცინა.
-არ მჯერა. -თავი გააქნია ეკატერინემ. -ლიკას ისე უყვარხარ მაგის გამო არ დაგშორდებოდა… გიორგიმ რომ ვიღაც ბავშვი მომიყვანოს და მითხრას ჩემი შვილიაო ხომ არ დავშორდები. ელემენტალურია, შენი საყვარელი კაცის სისხლი და ხორცია. შეიძლება გული დამწყდეს, მეტკინის და მეწყინოს, მაგრამ გიოს არავის დავუთმობ იმის გამო რომ შეცდა და შემთხვევით ბავშვი გააკეთა, თანაც ჩემს ცოლად შერთვამდე. შეიძლება უბრალოდ ეწყინა და დრო რომ გავა აუცილებლად გაპატიებს…
-კეკე… -თბილად გაუღიმა ჯავახიშვილმა. -დამანახა უკვე თავისი სიყვარული. აღარ მინდა ლიკაზე საუბარი.
-კი მაგრამ…
-შჩჩ. -ხელზე აკოკა გიორგიმ. -ვინაა ბავშვის დედა, ვიცნობთ?
-ნუცა. -ხმა ჩაეხლიჩა ჯავახიშვილს, ლუკას უყურებდა და თვალებით სთხოვდა პატიებას… პატიებასაც არა, ევედრებოდა რომ იქვე მოეკლა.
-ვინ ნუცა, ჩვენი კლასელი? -ბოლო იმედს იყენებდა გიორგი და ადგილზე გაშეშებულ ძმაკაცს უყურებდა, რომელსაც ძარღვები დასტყობოდა ყელზე, ყბები დასჭიმვოდა და ხელები ნინას მკლავებზე ჩაევლო. თითქოს ნინა დაეხმარებოდა რომ არ წამოფრენილიყო და ჯავახიშვილი ადგილზე არ მოეკლა.
-თავს ნუ იშტერებ ძმურად. -თვალები აატრიალა ალექსანდრემ, სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ისე წამოფრინდა ფეხზე გიგანი და პატარა მაგიდა ყველაფერთან ერთად აატრიალა.
-რა თქვიი? ვინაა ფეხმძიმედ? ნუცაა? -უცებ წვდა საყელოში და კედელზე ააკრა. -ჩემ დასთან რა გინდოდა ბიჭო?! -ძლიერდ მოუქნია მუშტი. სწრაფად აქცია ზურგი და იქვე თაროზე დალაგებული წიგნები იატაკზე მოისროლა. -ამის დედას შევე.ი! -ფეხი ჰკრა დივანს, რომელიც კედელთან მიცურდა, მაღალი საყვავილე წააქცია და ნაწილებად აქცია.
-ლუკაა! დაწყნარდი… ჯანდაბა შემომხედე. -უცებ მოკიდა ხელები სახეზე. -დაწყნარდი გესმის? აღარაფერი ეშველება.
-შემეშვი ნინაა! -ისევ იღრიალა და კედელზე თავით მიყრდნობილ ჯავახიშვილს შეხედა. -ფუ ბლი*დ რამ გამოგა*ლევა? სხვა ვერავინ ნახე ნუცას გარდა? ან იმ გამოშტერებულს რა უნდოდა შენთან? დღეს გითხრა არა? რაო? მამა ხდებიო? -სიგარეტს მოუკიდა, უცებ ამოაძვრინა ტელეფონი ჯიბიდან და ნუცას გადაურეკა. -სად ხარ?.. ნინასთან მოდი მალე!.. მე გადავუხდი ტაქსს ფულს… გოგო ნუ მაგიჟებ… რატო რა გჭირს?.. -ირონიული გაუხდა ხმა. -მოიწამლე? რამ მოგწამლა?.. მეც ვჭამე ნათელას ხაჭაპური და რო გეუბნები მოდი, მოდი გაიგე?!.. ნუ წიკვინებ და ამოდი წრაფად! დედა ვატირე… -იქვე მიაგდო ტელეფონი და ღრმა ნაპასი დაარტყა.
-რა გაყვირებს… ჩემს დას ძინავს. -წარბშეკრული გამოტანტალდა ოთახიდან ტყუპისცალი და დოინჯშემორტყმული ჩამოუდგა წინ ნათლიამისს.
-გაგაღვიძე ნათლი?
-კი.
-მაპატიე პატარა… ძალიან გამაბრაზეს და თავი ვეღარ შევიკავე. -თავზე აკოცა ბავშვს, მერე საძინებელში შეიყვანა. იქამდე იყო იქ სანამ რატის არ ჩაეძინა. შემდეგ შედარებით დამშვიდებული გავიდა უკან. უკვე მიელაგებინათ იქაურობა, საბაც სავარძელში იჯდა თვალზე ყინულმიდებული. ძველ ადგილს დაუბრუნდა გიგანი და ძმაკაცს თვალებში ჩახედა. -რას აპირებთ? -ისევ მოუკიდა სიგარეტს.
-ხელს მოვაწერთ და ჩემთან გადმოვა.
-ის ქალბატონი რას ფიქრობს?
-იმას რომ კითხო ბავშვს მარტო გაზრდის ყველასგან შორს. -უცებ მოიცვა ბრაზმა ნუცასთან საუბრის გახსენებაზე.
-მართლა ეგრევე მოვიდა და გითხრა ორსულად ვარო?
-არა… არც მეტყოდა სავადმყოფოში რომ არ მენახა.
-მანდ რა გინდოდა?
-ჩემმა ძმამ მთხოვა სესოს გავყოლოდი, თვითონ არ ეცალა, სესო კიდე ხო იცი რა მშიშარაა, ნემსის ეშინია და სანამ სისხლი აუღეს მთელი ჩემი ბავშვობა მომაყოლა. დავინახე ექიმის კაბინეტიდან რომ გამოვიდა, სესოც უცებ მივარდა და რამდენი თვის ხარო მუცელზე ფერება დაუწყო… ჯანდაბა ნუ მიყურებ ეგრე რა… ვიცი რო შეცდომა დავუშვი მაგრამ ეხლა რაღა ვქნა? -თვალთან მიდებული ყინულიანი ხელი გაშალა, ისე საყვარლად უყურებდა გიგანს ლამის მივიდა და მოეფერა. -მალე მამა გავხდები და დანარჩენი ყველაფერი მკი*ია. ხომ იცი რომ ჩემთან კარგად იქნება…
საუბარი კარზე ზარმა შეაწყვეტინა. სწრაფად გაუღო კარი ნინამ და უკან ნუცასთან ერთად დაბრუნდა. რომელიც წამსვე ადგილს მიეყინა საბას დანახვაზე.
-დაჯექი მანდ.
-ლუკა… -ისე სწრაფად გადმოსცვივდა ცრემლები თვითონაც ვერ გაიაზრა.
-შეწყვიტე ცრემლების ღვრა და დაჯექი მანდ მეთქი. -ცივად გამოსცრა. თვითონაც უჭირდა ასე ლაპრაკი მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. -შენ ხვალვე მოხვალ და ნუცას ხელს სთხოვ ირაკლის, შენ კიდე…
-ლუკა გთხოვ… არ მინდა გათხოვება.
-ვა მართლა? მამაშენს რა ვუთხრა…
-მამიდასთან წავალ. -საუბარი შეაწყვეტინა ძმას.
-შენ გოგო სულ გამოშტერდი? -უცებ იფეთქა ჯავახიშვილმა. -ბავშვი იქნება ჩემთან და გაიზრდება ჩემთან… შეუშვი მაგ თავში ის რომ ჩემს შვილს ჩემგან შორს ვერ გაზრდი!
-ნუ მიყვირი! არ მჭირდება შენგან არაფერი! -თვითონაც მოუმატა ხმის ტონს, მერე კი ნინას შეხედა მავედრებელი სახით. -კიტრის მწნილი გააქვს? -ისე შეეცვალა ხმაც და გამომეტყველებაც ყველა გაოცებული დატოვა.
-გინდა?
-ძალიან!
-მოგიტან.
-აბა? გამომიტანეთ განაჩენი, გელოდებით და მივდივარ.
-ხვალ მოვალ თქვენთან, შენ კიდე ნუ დახეტიალობ აქეთ იქით და თავს გაუფრთხილდი სანამ ჩემი შვილი მანდ გყავს. -მუცელზე ანიშნა თითით.
-მისმინეთ ხალხო. -ყველას ყურადღება მიიქცია ეკატერინემ. -ისეთი დაძაბული გარემოა მეც ცუდად ვხდები უკვე, ასე რომ გავანეიტრალებ და გეტყვით რომ ორსულად ვარ… მართალია დღეს ცალკე მინდოდა ჩემი ქმრისთვის მეხარებინა მაგრ… -ლაპარაკი აღარ დააცადა ისე დაეწაფა ბაგეებზე გიორგი. სწრაფად გადაისვა კალთაში და სხეულზე აიკრო.
-მიყვარხარ. -თმა გადაუწია ყურზე, კიდევ ერთხელ დაუკოცნა ტუჩები და ბედნიერმა მიიხუტა.
-გილოცაავთ.
მართლა გაფანტა დაძაბულობა, ახალი თემა წამოჭრა და ძველი თითქმის მეორე ხარისხოვანი გახადა. მაგრამ არა გიგანისთვის და საბასთვის. ყველას დაემშვიდობა ლუკა და სახლი დატოვა. მას კი მალევე მიყვა ჯავახიშვილიც. დიდხანს დადიოდა მანქანით აქეთ იქით, ბოლოს კი ორ სართულიან სახლს მიადგა, დიდხანს ფიქრობდა შესულიყო თუ არა, მაგრამ ბოლოს უკანა ეზოდან მეორე სართულის აივანზე აძვრა, ნახევრად ღია კარის დანახვაზე ჩაეღიმა, ყოველთვის ასე ტოვებდა ქალი აივნის კარს იმ პერიოდში როცა შეყვარებულები ერქვათ. ჩუმათ შევიდა, ტანზე გაიხადა და საწოლის მეორე მხარეს დაწვა. მაშინვე გამოეღვიძა ფხიზელი ძილის მქონე ქალს, დაინახა როგორ ისუნთქავდა შვილის სურნელს გიგანი და გაოცებულს თვალები გაუფართოვდა. ფრთხილად კოცნიდა თავზე, შუბლზე ლოყაზე და ბოლოს ცხვირს ელისაბედის ყელში მალავდა. ისე ჰყავდა მკლავებში მომწყვდეული თითქოს ვინმე ართმევდა.
-ლუკა…
-შჩჩ… ცოტახანი, სულ რამოდენიმე საათი და წავალ. -ჩუმათ ჩაილაპარაკა, ისე რომ შვილის ყელიდან ცხვირი არ ამოუყვია. -მამას პრინცესა… როგორ მიყვარხარ ამის გამო რომ იცოდე… -ყელში აკოცა ნაზად, მერე კი ყოფილ ცოლს შეხედა. ბავშვი თავის მხარეს დატოვა, თვითონ კი მარიამის გვერძე გადაინაცვლა. -რა სულელი ხარ პატარავ… -თმაზე გადაუსვა ხელი ასლუკუნებულ ქალს. -იმედი მაქვს ჩვენი გოგო მე დამემსგავსება. -შუბლზე აკოცა და სხეულზე უფრო მჭიდროდ აიკრო.
-მეც მინდა რომ შენ დაგემსგავსოს. -ამოისრუტუნა და მონატრებული სურნელი ღრმად შეისუნთქა.
-რამდენჯერ მარიამ… რამდენჯერ გაგაფრთხილე ნუ უსმენთქო, ლამის დედაშენის ნახვა აგიკრძალე, მაგრამ მაინც, როგორც კი ერთი დღით წახვიდოდი მეორე დღეს სხვანაირი ბრუნდებოდი.
-ახლა ვხვდები…
-შჩჩ, ისედაც ხვდებოდი მაგრამ აზრი არ ქონდა. მეყვარები როგორც ჩემი შვილის დედა, მაგრამ იმ სიყვარულით აღარ.
-რა მოხდა ლუკა?
-ჩემი პატარა, როგორ ხვდება ყოველთვის ყველაფერს. -ჩაეღიმა და ტუჩებზე ნაზად აკოცა.
-მომიყვები?
-ნწ… ახლა არა… დაიძინე.
-უკვე სხვისი სუნი აგდის.
-ბანაობა ვერ მოვასწარი, არ დამაცადეს. -ოდნავ მოუჭირა წელზე ხელი.
-რა მოხდა ლუკა.
-მატკინეს პატარავ, ძალიან მატკინეს. -ცხვირის წვერი გაუხახუნა ცხვირზე, კიდევ ერთხე აკოცა ცუჩებზე შემდეგ შუბლზე და თვალები დახუჭა. მშვიდად ეძინა, ბოლო კვირის განმავლობაში პირველად ეძინა ასე მშვიდად. ძველ ბრაზს უკვე გადაევლო მაგრამ ახალი ძალებს ართმევდა.
მარიამიც გატრუნული ნებივრობდა ქმრის მკლავებში მზის ამოსვლამდე. დილით კი წასული დახვდა.



№1 სტუმარი Wero

ძალიან კარგია მომეწონაა. ველოდები შემდეგ თავს.

 


№2  offline წევრი დარინა

მიხარია რომ დაბრუნდიი ხომ იცი მე სულ გელოდებოდიი, ისეთი მაგარი ისტორიით დაგვიბრუნდი არანაირი პრეტენზია არ მაქვს, უკვე მიყვარს ეს ისტორიაა. პერსონაჟებზე ჯერ ვერაფერს ვიტყვიი დაველოდები მოვლენების განვითარებას.

 


№3  offline მოდერი painter1

Wero
ძალიან კარგია მომეწონაა. ველოდები შემდეგ თავს.

მიხარიაა ^^

 


№4  offline წევრი Takk.22

ძალიან კარგი დაწყებაა მომწონს, მარიამიც შემეცოდა რაღაცნაირად იმედია დალაგდებიან

 


№5  offline მოდერი painter1

დარინა
მიხარია რომ დაბრუნდიი ხომ იცი მე სულ გელოდებოდიი, ისეთი მაგარი ისტორიით დაგვიბრუნდი არანაირი პრეტენზია არ მაქვს, უკვე მიყვარს ეს ისტორიაა. პერსონაჟებზე ჯერ ვერაფერს ვიტყვიი დაველოდები მოვლენების განვითარებას.

მეც მიხარია შენს კომენტარებს რომ ვხედავ ჩემს ისტორიებზე... ვეცდები შეგაყვარო ეს პერსონაჟებიც.

Takk.22
ძალიან კარგი დაწყებაა მომწონს, მარიამიც შემეცოდა რაღაცნაირად იმედია დალაგდებიან

ვნახოთ ვნახოთ... მადლობა შენ რომ გამიზიარე შენი აზრი <3

 


№6 სტუმარი Nino

Gamixarda sheni dabruneba iqneb sheni dzveli istoriac agetvirta sheagrove mogonebebi.

 


№7  offline მოდერი painter1

Nino
Gamixarda sheni dabruneba iqneb sheni dzveli istoriac agetvirta sheagrove mogonebebi.

ავტვირთავ აუცილებლად <3 მადლობა.

 


№8  offline წევრი Maia G.

ძალიან,ძალიან გამეხარდა შენი გამოჩენა,ძალიან მიყვარს შენი ისტორიები. ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი პერსონაჟებზე,მაგრამ,დამერწმუნე,რომ ეს
ისტორიაც საკმაოდ დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს ვატყობ ❤❤❤❤ წარმატებები და ველი შემდეგ თავს❤❤❤❤❤

 


№9  offline მოდერი painter1

მაია❤
ძალიან,ძალიან გამეხარდა შენი გამოჩენა,ძალიან მიყვარს შენი ისტორიები. ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი პერსონაჟებზე,მაგრამ,დამერწმუნე,რომ ეს
ისტორიაც საკმაოდ დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს ვატყობ ❤❤❤❤ წარმატებები და ველი შემდეგ თავს❤❤❤❤❤

მადლობა დიდიი <3 ხვალ აუცილებლად დაგახვედრებთ ახალ თავს ❤️

 


№10  offline წევრი sofi_sofiaa13

ქალოო ვაფრენ შენზე
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent