შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო {2}


7-10-2019, 06:14
ავტორი painter1
ნანახია 10 679

ესეც მეორე თავი, მაინტერესებს თქვენი აზრი და
თუ არ დაგეზარებათ გამიზიარეთ.
...........

ვიწრო წრეში გამართულ ქორწილში თითქოს ყველა ბედნიერი იყო, თითქოს ყველას უხაროდა წყვილის შეუღლება, მაგრამ მაინც იგრძნობოდა დაძაბულობა, რომელსაც გარე თვალი ვერ შეამჩნევდა.
-რა მორებივით ზიხართ ტო, თვალი მაინც მოაჩვენეთ ხალხს რომ ბედნიერები ხართ. -ორივეს ხელი გადახვია ალექსანდრემ და გაღიმებულმა დაიჩურჩულა.
-მეტი თავის მოჩვენება არ შემიძლია. -მხრები აიჩეჩა საბამ და ჭიქიდან სასმელი მოსვა.
-ბავშვის გაკეთება ხომ კარგად შეგიძლია? -თავში წარმოარტყა ხელი.
-ფაქტი სახეზე გვაქვს… ასე რომ კითხვა საჭირო არ იყო.
-შენი ირონიების დრო არ არის იცი?
-მკი*დია, საერთოდ შემეშვი რა. -ფეხზე წამოდგა და ნუცას ჩაკიდა ხელი. -ვიცეკვოთ თორე ტვინი მოტ.. გაბურღეს უკვე. -წელზე მოხვია ხელი და სცენის შუაგულში მელოდიას ააყოლა ტანი.
-საბა… -კაცის მხარზე ნიკაპით დაყრდნობილმა ცოტახანში ამოიჩურჩულა ჩამწყდარი ხმით.
-შჩჩ.. არაფერი თქვა. -შუბლზე მიაკრო ტუჩები.
-შეიძლება? -უცებ მოხვია მკლავზე თითები დას და თავისკენ გასწია. ხმა არ ამოუღია ჯავახიშვილს ისე მოშორდა დაძმას.
-მაპატიე რა…
-არ იტირო ნუცა თორემ გავჭედავ და მერე ვეღარ გადამირჩება ის ჩემისა.
-ჩემი ბრალია.
-ვიცი, მივხვდი… ისე უბრალოდ არ მოგვარდებოდა.
-შეურიგდი რა…
-რა შტერი ხარ ნუცა…
-ვიცი რომ ვარ, მაგრამ…
-რა მაგრამ? გიყვარს?
-ჰო. -ლოყები შეეფარკლა და სახე ძმის ყელში ჩარგო.
-ჯანდაბა… რატომ არ მითხარი პატარავ აქამდე?
-მეშინოდა ის ურთიერთობაც აღარ ჰქონოდა ჩემთან რაც ჰქონდა… ლუკა გთხოვ რა… ხომ იცი როგორ არის ეხლა.
-ნუ ნერვიულობ შენ.
-არ მინდა მასთან.
-გვიანია უკვე.
-მაინც გავეყრები.
-ნუ სულელობ, საბა არ გაგეყრება რაც არ უნდა მოხდეს, მითუმეტეს ბავშვს არ გაგატანს… დაწყნარდი, ნუ ტირიხარ იმის გამო რასაც ვეღარ შეცვლი… თავიდანვე უნდა გეფიქრათ თქვენს საქციელზე და ახლა აქ შენს მაგივრად ლიკა იქნებოდა.
-გულს მტკენ.
-არაუშავს, იქნებ ოდნავ მაინც მიხვდე როგორ ვიგრძენი თავი მე.
-ლუკაა…
-საბას იცნობ, იცი მისი ფეთქებადი ხასიათის შესახებ. ცოტახანი იყავი შენთვის სანამ გადახარშავს ყველაფერს და აზრზე მოვა. -თავზე აკოცა, მერე თავის ადგილამდე მიაცილა, თვითონ კი საპირფარეშოში გავიდა. კარიდან გამოსულ მარიამს შეავლო თვალი, რომელსაც ელისაბედი ეჭირა ხელში და პირს უმშრალებდა. -მომიყვანე.
-აქამდე რატომ არ მითხარი? -წამიერად შეეხო ლუკას თითებს და მაშინვე სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.
-დავშორდით გახსოვს? -ლოყაზე აკოცა შვილს, მერე კი თვალი გაუსწორა მარიამს.
-არ გინდა რა…
-გეყოფა მარიამ. ერთი კვირაა წესიერად არ მინახავს ბავშვი, ჩემთან იქნება ამის მერე, ისე როგორც შევთანხმდით.
-ბავშვს ვინ დაიტოვებს როცა სახლში არ იქნები?
-ლილი ჩამოვიდა, ამის მერე ლილი იქნება ელისაბედთან და არა დედაშენი. ხომ გითხარი ნუ უტოვებ ბავშვსთქო. -უცებ შემოხვია გრძელი თითები ყელზე და კედელს ააყუდა.
-სხვას ვერავის დავუტოვებდი! სასწრაფო საქმე მქონდა!
-მერე ვერ დამირეკე?!
-რა გინდა ვერ გავიგე? ისევე არის ბებიამისი თამარი როგორც დედაშენი!
-ნერვებს ნუ მიშლი მარიამ. -თავი ახლოს მისწია ქალის სახესთან, ანთებული თვალები მის ტუჩებზე გადაიტანა, უნდოდა ეკოცნა, ძალიან უნდოდა, მაგრამ ამის ნაცვლად ქალის გაღებულ ბაგეებზე ცინიკურად ჩაიცინა, სწრაფად მოშორდა ორი ნაბიჯით და ელისაბედი მეორე ხელით დაიჭირა. -წავედით ჩვენ. -აღარაფრის თქმა არ დააცადა ისე გაქრა იქიდან. არავის დამშვიდობებია პირდაპირ გასასვლელისკენ წავიდა.
-ლუკა! -მანქანასთან მისულმა ძლივს გაიგონა ქალის ხმა და სწრაფი ბრუნვით შეტრიალდა ნინასკენ. -წამიყოლე რა.
-მოდი. -უკანა სავარძელზე დასვა ბავშვი, შემდეგ თავის ადგილზე მოთავსდა და როგორც კი ნინამ ღვედი შეიკრა სწრაფად დაძრა მანქანა.
-ჩემთან დარჩით თუ გინდა.
-სახლში ვეღარ მივდივარ, ალბათ გავყიდი.
-რათქმაუნდა ვეღარ მიხვალ.
-ისევ ისეთი გახდა.
-ყოფილიყავით მერე მთელი ცხოვრება შეყვარებულები რას მოიყვანე ცოლად.
-ნინაა…
-გიყვარს? თუ გიყვარს რას გაეყარე, ერთი ჩხუბი ვეღარ აიტანე?
-არა ნინა… ხომ იცი რომ უბრალოდ ვეღარ გავაგრძელებდი ასე.
-კარგი ჰო. უბრალოდ ასეთს რომ გიყურებ ცუდად ვხდები.
-კარგი რა. -სიცილით გადახედა მეგობარს. მერე ხელი ჩაკიდა და მტევანზე აკოცა. -ჩემი ნინაჭკა, შენ გარდა ყველა ტვინს მი**ნავს.
-შენს ყურადღებას იქცევენ. მე ვფიქრობ და ვდარდობ შენზე ხომ ხედა.
-ვხედავ.
-ცოტა დროა საჭირო, მერე ყველაფერი დალაგდება… ნუ ნერვიულობ ყველაფერზე გთხოვ.
-თუ უარესად არ აირია… ხვალ ელის დაიტოვებ?
-დავიტოვებ, მერე მაღაზიებში წავიყვან, ვიშოპინგებთ ვიცანცარებთ და სახლში წავალთ.
-ძალიან კარგი.
*****

-დავიღალე, სახლში მინდა. -ძლივს ამოიღო ხმა და გვერძე მჯდომ საბას შეხედა.
-წავიდეთ. -ხელი ჩაკიდა, სწრაფად წამოდგა ფეხზე და შეუმჩნევლად მოშორდა იქაურობას.
-სად მივდივართ? -ძლივს გაბედა ხმის ამოღება და საჭეზე ჩუმად მჯდომ ჯავახიშვილს სულ ერთი წამით გახედა.
-ჩემთან. -არც შეუხედავს ისე თქვა. რამოდენიმე წუთში თვალში მოხვდა ნუცას ცქმუტვა, ერთი ორჯერ შეიშმუშნა კიდეც. -რამე გინდა? -უცებ შეხედა, სწრაფად მოავლო თვალი თეთრ კაბაში გამოწყობილ ქალს, ისე ლამაზად გამოიყურებოდა ვერავინ ტოვებდა უკომენტაროდ, მხოლოდ საბას არ უთქვამს არაფერი, უნდოდა ეთქვა მაგრამ ვერ ეუბნებოდა, თითქოს ზღვარი გავლებულიყო მათ ურთიერთობაში.
-არაფერი. -თავი ჩახარა აცრემლიანებული თვალების დასამალად.
-შემომხედე. -წარბშეკრულმა თითები ნიკაპზე მოკიდა და თავი ააწევინა მაგრამ მაშინვე მარჯვნივ გაიხედა ნუცამ. -ნუცაა… შემომხედე მეთქი. -მაინც შემოატრიალებინა თავი და მისი ცრემლების დანახვაზე სუნთქვა შეეკრახ . სწრაფად შეიმშრალა ლოყაზე უკითხავად ჩამოგორებული წვეთები რომლებსაც ამდენი ხანი აკავებდა. -რა გატირებს გოგო?
-არაფერი.
-ბავშვობ უკვე ნუცა. -ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თითები საჭეს მოუჭირა.
-უბრალოდ… შოკოლადი მინდა ძალიან… -ისევ გადმოსცვივდა ცრემლები და ხელები სახეზე აიფარა. -ღმერთო მთელი დღეა მინდა.
-მაგაზე ტირიხარ გოგო? გეთქვა და მოვატანინებდი ვინმეს.
-რატომ მეჩხუბები? საერთოდ გამიჩერე აქ!
-არ გეჩხუბები, ნუ ტირიხარ და მოიცადე ცოტახანი. -არც კი შეუნელებია, ისევ სწრაფად მიქროდა და ნუცას ცრემლებსაც აიგნორებდა. მალევე მივიდა თავის კორპუსთან, მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა ცოლს მერე კი ლიფტით მეათე სართულზე ავიდნენ. -ლევანი და სესილი ბინას აკეთებენ, ერთი კვირით ჩვენთან იქნებიან, ჩემი საძინებელი იცი სადაც არის, შენი ნივთებიც იქ არის, მე გავალ და მალე დავბრუნდები. -არაფრის თქმა არ დააცადა ნუცას, სწრაფად გაიხურა კარი. ცოტახანი გაშეშებული იდგა გიგანი, მერე უემოციოდ შეაღო საბას საძინებლის კარი. მაშინვე ჟრუანტელმა დაუარა სხეულში როგორც კი ნაცნობმა და საყვარელმა სურნელმა ცხვირში შეუღიტინა.
სწრაფად მოძებნა ყველაფერი რაც სჭირდებოდა და სააბაზანოში შეიკეტა. არ ჩქარობდა, პირიქით თითქოს წელავდა კიდეც გასვლას, იქამდე სანამ კარზე არ მიუკაკუნა საბამ.
-ნუცა არ მორჩი?
-მოვდივარ. -ისე უცებ გადაიცვა პენუარი თვითონაც ვერ მიხვდა. სველი თმა მაღლა კოსად შეიკრა, შავი დატალღული თმები ოდნავ წინ ჩამოშლოდა მაგრამ ყურადღება აღარ მიუქცევია უცებ გამოაღო კარები და წინ კედელზე აყუდებულ ჯავახიშვილს გაუსწორა მზერა. უცებ ააყოლა თვალი მთლიან ტანზე, ბოლოს თმას შეხედა.
-არ იშრობ?
-გრძელია და მეზარება.
-დაივარცხნე, გაიშრე და სამზარეულოში გამოდი. -თმის სამაგრი მოხსნა, მარცხენა მაჯაზე დაიმაგრა და საძინებელში შევიდა. გაკვირვებული იდგა ერთ ადგილას, მერე მაინც შებრუნდა და თმები ნახევრად გაიშრო. მართლაც დამღლელი იყო წელამდე თმის გაშრობა. ბოლოს პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა, მაშინვე მოხვდა თვალში გაშლილი მაგიდა და სპორტულის ამარა მოსიარულე ჯავახიშვილი. იგრძნო საბამ ნუცას იქ ყოფნა და სწრაფად შეტრიალდა. დაბნეულმა მოაშორა თვალი ჯავახიშვილს, მზერა მაგიდაზე დადებული შოკოლადებისკენ გადაიტანა.
-შოკოლადი მიყიდეე? -გახარებული მივარდა მაგიდას მაგრამ მაშინვე ააცალა საბამ.
-ჯერ ჭამე.
-არ მშია, მომეცი ეგ.
-მთელი დღეა არაფერი გიჭამია, დაჯექი მალე.
-არ მინდა! -ნერვები მოეშალა საბას ბრძანებლურ ტონეზე, საჭმელს გადახედა და ნერწყვი მძიმედ გადააგორა.
-ბავშვს უნდა. -ხელები მხარზე მოკიდა და სკამზე დასვა. თვითონ გადაუღო თეფზშე თავისი გაკეთებული სალათი, მერე იქვე სკამზე ჩამოჯდა ვისკის ჭიქით ხელში. თავიდან ნელა ჭამა დაიწყო, შემდეგ კი ნელნელა შეყვა და მთელი დღის უჭმელმა თითქმის ყველაფერი გადაჭამა. უხმაუროდ წამოდგა ფეხზე საბა, შოკოლადი მაგიდაზე დაუდო, თვითონ კი საძინებელში გავიდა. აღარ უნდოდა შოკოლადი, მაცივარში ნაყინი ნახა და დიდ ჯამში ამოიღო. ბოლოს ყველაფერი აალაგა და საძინებლისკენ წავიდა. ფანჯარასთან მდგომი ჯავახიშვილი დააიგნორა, მსუბუქი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს, მარჯვენა მხარეს გვერდულად დაწვა, გადასაფარებელი გადაიფარა და თვალები დახუჭა. ხუთი წუთი გაუნძრევლად იწვა, შემდეგ ყელში ცუდმა შეგრძნებამ მოუჭირა და სწრაფად წამოფრინდა ფეხზე.
გაკვირვებული ჯავახიშვილი სწრაფი ნაბიჯებით გაჰყვა სააბაზანოში შესულს. უნიტაზზე დამხობილს ხელი მუცელზე მოხვია და თავი დაუჭირა.
-გადი… -არ შეუხედავს საბასთვის ისე თქვა, ხელები მოაშორებინა და ნიჟარას ხელებით დაეყრდნო.
-შენი ჯიუტობის დრო არ არის, ცოლად იმიტომ შეგირთე რომ ბავშვზე მეზრუნა…
-ვიცი რატოც შემირთე, არ არის საჭირო ყოველ წუთს გახსენება, კარგად არის ბავშვი, შენ კიდე შემეშვი უბრალოდ, არ მჭირდება ზრუნვა!
-ნუცაა… ნუ იქცევი ეგრე, ჩემთან არა ნუციკო. -ცხვირზე ჩამოკრა თითი და წასასვლელად შეტრიალდა, მაგრამ ნუცას სწრაფმა მოქმედებამ ისევ მიიქცია მისი ყურადღება. -არ სჭირდება ზრუნვა და დახმარება. -ცალი ხელი მუცელზე შემოეხვია, მეორეთი პირს ბანდა ძალა გამოცლილს.
-დამანებე თავი. -კიდევ ერთხელ გადმოუგორდა ცრემლი თვალიდან, უკან გაიწია მაგრამ წაბორძიკდა და რომ არა საბას მკლავები უთუოდ დაეცემოდა იატაკზე. სწრაფად აიყვანა ხელში და საწოლზე დააწვინა, გადასაფარებელი გადაფარა, მერე კი ოთახი დატოვა. ჩუმათ ტიროდა გიგანი, სტკიოდა მისი ყველა ქცევა და სიტყვა, მაგრამ ისედაც იცოდა რა მოჰყვებიდა მის ქცევას. იცოდა მაგრამ მაინც მეორე პლანზე გადასწია ყველაფერი და ნასვამ ჯავახიშვილს ტვინში შეუძვრა. ნანობდა? რათქმაუნდა არა. არც არასდროს ინანებდა თავის საქციელს მითუმეტეს იმ არსების გამო რომელიც მის სხეულში იზრდებოდა. უბრალოდ მოვლენების ასე განვითარება არ უნდოდა.
დილის ექვს საათზე ხმაურზე გამოეღვიძა, თვალები არ გაუხელია მაგრამ გრძნობდა როგორ დადიოდი ოთახში კაცის სხეული. მერე საწოლის მეორე მხარე ჩაიზნიქა და ნუცასაც სუნთქვა შეეკრა. შორს იწვა, თითქმის ნაპირზე, მაგრამ მაინც გრძნობდა მისგან წამოსულ სიმხურვალეს და მთელი ზურგი ეწვოდა. იქამდე იწვა გაუნძრევლად სანამ ჯავახიშვილს არ ჩაეძინა. ძილი აღარ ეკარებოდა, ფრთხილად წამოდგა ფეხზე და სამზარეულოში გადაინაცვლა. ჭამას რომ მორჩა ჩაიცვა და სახლიც დატოვა.

მთელი დღის უნახავი ჰყავდა საბა, არც დაკავშირებია. მთელი დღე დაქალთან ერთად ყოფნის შემდეგ გვიან დაბრუნდა სახლში მაგრამ საბა არ დახვდა. არ მოელოდა მისგან მოკითხვას, ანდაც რაიმეს დაბარებას, მაგრამ მაინც სწყინდა გულის სიღრმეში, თხელ მუცელს ხვევდა ხელებს და იმით იმშვიდებდა თავს რომ ის ჰყავდა, სხვა არც არავინ სჭირდებოდა.
ტელევიზორს უყურებდა ჯავახიშვილმა რომ შემოაღო კარი. ფეხსაცმელები იქვე გაიხადა და მისაღებისკენ დაიძრა.
-უი, ცოლო აქ ხარ? -ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე, ნუცამაც მაშინვე წარბები შეკრა. ერთი შეათვალიერა მთვრალი ჯავახიშვილი, შემდეგ კი ისევ ტელევიზორს გახედა.
-არა გეჩვენები.
-ნეტა მეჩვენებოდე. -სახეზე ჩამოისვა ხელები. ისე მწარედ მოხვდა მისი სიტყვები გულზე სუნთქვა შეუკრა. ყელში ბურთი გაეჩხირა და ნერწყვის გადაყლაპვის საშვალებაც არ მისცა.
-რა გინდა საბა? გთხოვე ცოლად მომიყვანეთქო? თუ დაგაძალე? საერთოდ მითხოვია შენთვის რამე? იმ დაწყევლილ ღამეს თუ არ ჩავთვლით!
-ის ღამე… ჯანდაბა რა გინდოდა ჩემთან იმ ღამეს?! -ბრაზისგან თვალებ ანთებულმა შეხედა ნუცას. -წავიდა იცი? ვერ გაუძლო და წავიდა! ამის დედაც დამტოვა და გაიქცა! -ხელი გაჰკა ვაზას რომელიც იატაკზე დაცემული ნაწილებად იქცა. -ახლა აქ შენს მაგივრად ის უნდა ყოფილიყო, შენ არ უნდა ყოფილიყავი აქ ჩემი შვილით!
-ვიზე ბრაზობ ჩემზე? რატო? ლოგინში რომ შეგითრიე იმიტომ? ხო შეგითრიე რადგან შენთან ყოფნა მინდოდა, ერთადერთხელ გადავდი ასეთი ნაბიჯი და ესეც ასე დამთავრა. იმაში რომ შენ თავი ვერ დაიცავი მე დამნაშავე არ ვარ, შეგეძლო მოქცეულიყავი ისე როგორც ჩვეულებრივი გოგო და გაგეტარებინა ყველაფერი, იმ შენს ლიკასაც შეეძლო გაეტარებინა და ებრძოლა თავისი სიყვარულისთვის როგორც ამას აქამდე აკეთებდა. დავიჯერო არ იცოდა სხვებთან რომ იწექი? თუ მთლად ისეთი შტერი იყო სჯეროდა არ უღალატებდი.
-მოკეტე! -ყბაზე მოუჭირა ხელი და კედელზე ააკრა. -ლიკა აღარ ახსენო!
-რატომ? ვინ არის ასეთი მე რომ ხსენების უფლება არ მაქვს. -ხელი მოაშორებინა, თან გამომწვევად უყურებდა თვალებში, ისე უბრიალებდა იმ ცისფერ თვალებს ჭკუას აკარგვინებდა. -იცი რას გეტყვი? თუ ისე ძალიან გიყვარს რომ მისი წასვლის გამო აესე ღორივით გამოთვერი და მე აქ სცენებს მიდგავ, წაბრძანდი და ჩამოიყვანე იქიდან სადაც წავიდა. მე არც შენი ცოლობა მინდა, არც დახმარება, მითუმეტეს აფერისტული ზრუნვა. რაც მინდოდა მივიღე და აი აქ ჩემ სხეულში იზრდება. გაგეყრები და მოიყვანე შენი ლიკა ცოლად, მე კიდე შემეშვი, უბრალოდ ყველა შემეშვით!
-ჰო რათქმაუნდა, გაგეყრები და მერე ლიკას მოვიყვან ცოლად, ისიც სიხარულით გამომყვება.
-ახლა ეგ მადარდე რას იზავს შენი ლიკუნა… წადი… გესმის? გიშვებ. ვისთანაც გინდა წადი და დამანებე თავი, ნუ მეუბნები რომ ჩემს ადგილას ის უნდა ყოფილიყო, აზრი აღარ აქვს, შენ კიდე გამოშტერებული, სიყვარულით დაბრმავებული კაცივით იქცევი. აქამდეც დაშორებიხარ, მერე ისევ შერიგებიხარ, ხოდა ახლაც შეირიგე, მე შე მე შვი! გაიგე? -ხმამაღლა დაუმარცვლა სიტყვები და საძინებლისკენ წავიდა.
-წესიერად მელაპარაკე გოგო! -მკლავში წვდა და თავისკენ შეაბრუნა. -რომ არაფერს გეუბნები და არ ვღრიალებ ამდენი კი არ უნდა იტლიკინო. მეორედ აღარასდროს აუწიო ხმას ჩემთან!
-თორემ რა?
-რა გინდა ნუცა? -მობეზრებულმა აატრიალა თვალები. -ძალით მიწვევ?
-არაფერი არ მინდა, საერთოდ არაფერი, უბრალოდ ხელი გამიშვი და დამაცადე მოგშორდე. თვალით არ დაგენახები თუ გნებავს. -სწრაფად გააშვებინა ხელი და დაბღვერილი სახით შევიდა საძინებელში.
ტკიოდა, საშინლად ტკიოდა მაგრამ ყველაფერს აიტანდა თავისი პატარასთვის. მთავარი იყო ის ყოფილიყო კარგად, დანარჩენს მნიშვნელობა არ ჰქონდა.
*****

დრო გადიოდა, დღეები ერთმანეთს მიჰყვებოდა, კვირები ერთმანეთს. თითქოს ყველაფერი მართლა მწყობრში დგებოდა. ნუცა მართლა ცდილობდა საბას თვალში არ მოხვედროდა. დილით ადრე გადიოდა ჯავახიშვილი, შინ კი ისეთ დროს ბრუნდებოდა როცა ნუცას ეძინა. თავისი ძმის გადასვლის შემდეგ ნუცა საერთოდ გადავიდა სხვა საძინებელში და ისე იქცეოდა თითქოს იქ არც ცხოვრობდა.
საქმეებზე გადართული გიგანი მხოლოდ ძილის წინ თუ დაფიქრებოდა განვლილ დღეებზე და სხვა დანარჩენზე. ალექსანდრეს და ლუკას ახალი საქმე წამოეწყოთ და მთლიანად იმაზე იყვნენ ორიენტირებულები, ვერავის ნახვას ვერ ახერხებდნენ ერთმანეთის გარდა, ნინა თუ მიაკითხავდათ მხოლოდ, ათ წუთში ყველაფერს მოუყვებოდა, მერე კი სახლში ბრუნდებოდა.
ბათუმში იყვნენ ჩასულები ტვირთის დასახვედრად, საქმეები გაეწელათ და თბილისში დაბრუნებულებს სრული აურზაური დახვდათ.
-გადავიწვი ამის დედა ვატირე. -ვისკი დაისხა წიქაში, სწრაფად გადაკრა, მერე კი სახეზე ჩამოისვა ხელები. -რატო გავიდა საქმიდა ზურა რა არ მოეწონა?
-არ ვიცი, ნიამ მოვალ ცოტახანში და გეტყვით ყველაფერსო.
-რას აპირებ ახლა?
-მარიამთან უნდა წავიდე.
-ხო მაგრამ ზურა როდის ვნახოთ?
-არ ვიცი, მკი*დია ყველაფერი, ელი ისე მომენატრა რომ არ ვნახო გავგიჟდები და მერე ისე ვიზავ იმ გამოსი*ებულ ზურას მოვუტ*ნავ დედას!
-წადი მიდი, მეც რაღაც საქმეები მაქვს.
-წავედი და ხვალ გნახავ.
-რას აპირებ? -გაკვირვებულმა ასწია წარბები. -შე...
-მოკეტეე. -თავში წამოარტყა ხელი მომღიმარმა და კარისკენ წავიდა.
-დამელოდე ერთი… -სწრაფად წამოფრინდა სავარძლიდან და უკან გაჰყვა სიცილით. -ყოფილ ცოლთან დაძვრები ყვე*ოო?
-ძველი მირჩევნიაო ხომ გაგიგია?
-კიდე გიყვარს შე ჩემა?
-ნწ..
-აბა რა ძველი მირჩევნია, რა გინდა მაროსთან?
-ეე ატრა*კებ უკვე, შემეშვი და მიხედე შენს თავს, მომენატრა უბრალოდ მშვიდად ყოფნა და ვაპირებ დღეს მშვიდა დავიძინო ჩემს ცოლშვილთან.
-შე ჩათლახოო. -სიცილით ჰკრა ხელი. ისიც უცებ შეტრიალდა და ცარიელ დარბაზში ვიღაცის სხეულს შეეჯახა. ქალის წამოკივლებაზე უცებ იმოქმედა და სხეულზე აიკრა.
-ფრთხილად პატარავ. -სახეზე არც კი შეუხედავს ისე დააყენა ფეხზე.
-მე თუ შენ?
-უკაცრავად? -უცებ ჩახედა თვალებში წარბაწეულმა.
-შენ დამეჯახე.
-ჰო კარგიი. -მათ შორის ჩადგა ალექსანდრე და გოგოს ხელი მოხვია.
-ეს პატარა გოგო ვინ არის. -თვალები მოჭუტა გიგანმა.
-ვინ არის პატარა, მეე? -საჩვენებელი თითი გულზე მიიდო, თან წარბები მაღლა ასწია.
-წავედი მე. -ერთი შეათვალიერა გოგო, მერე მხარზე მიარტყა ხელი სანდროს და კლუბი დატოვა.
-ღმერთო ეს კაცები რა უაზროები გააჩინე.
-სხვათაშორისს… ეგ უაზრო კაცი ლუკა გიგანია, ამ კლუბის მფლობელი და ჩემი ძმაკაცი. მაგ წინადადებას კიდე ჩემ თავზე არ მივიღებ.
-რაა? -გაოგნებულმა პირი დააღო.
-მეც გავდივარ, ორ საათში მოვალ, მანამდე შენ გაბარებ ყველაფერს. -ცხვირზე ჩამოკრა თითი, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და სწრაფად გავიდა კლუბიდან.
-ჯანდაბა. -უცებ ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან და დაქალს გადაურეკა. -ანაა!.. მოდი ჩემთან მალე…
-ისედაც აქ მოვდიოდი რა ხდება? -კარში გამოჩენილი დაქალის დანახვაზე თითქოს უფრო მოეშვა. მერე ყველაფერი მოუყვა და ანას ხარხარზე წარბები შეკრა. -ხოარ გევასაა. -წარბები აუთამაშა დაბღვერილ მაჭავარიანს.
-მოკეტე რა, ჩემი გამჭირვებია. ისე არ გამიშვებს ხო?
-არა რათქმაუნდა. რა თქვი რა ქვიაოო?
-ლუკა გიგანი.
-ოჰ… მოიცადე ერთი ვნახო. -სწრაფად ჩაწერა სახელი და გვარი ფეისბუქში მაგრამ ხელში ბებერი უკბილო კაცი შერჩა. -ესაა?
-ვაიმე ანაა. -თვალები აატრიალა, თან ჭიქებს ამშრალებდა. -ალექსანდრე ფაღავა ნახე მაგას ექნება რამე ფოტო, ინსტაგრამზე.
-ღმერთოო ეს კაცი შენი უფროსია?
-ჰო. -ტელეფონი გამოართვა და სურათებს აუყვა. მალევე შეამჩნია ლუკასთან ერთად გადაღებული სურათი და სწრაფად მიაჩეჩა ხელში დაქალს. -ეს არის.
-ჯანდაბა, როგორი… როგორი რაღაცნაირია.
-ცოლშვილი ყავს როგორც ვიცი, ყავდა უფროსწორედ. გაშორდა.
-ასეთ კაცს როგორ უნდა გაშორდე.
-კარგი რა ანაა. რამდენი ამნაირი გინახავს.
-ასეთი არცერთი.
-დღეს იყავი დიდიხანი რა, თან დიტოც მოვა მალე.
-დიტო და ჯანდაბა მაგას. -ცხვირი აიბზუა ქალმა.
-რა დიტო? -მაღალ კისერზე მიაწება ტუჩები ანას და ქალის დახორკლილ კანზე ჩაეცინა.
-სულ ასე რატო ჩნდები. -უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
-რავიცი აბა. -მომღიმარი სალი გადაკოცნა, მერე კი გასახდელში შევიდა.
-დიტოც მალე მოვა… -სასაცილო ხმით გააჯავრა დაქალს. -მოღალატევ! -შეუღრინა მოხარხარე სალის, მერე კი თვალი გასახდელისკენ გააპარა.
*****
სახლის კართან იდგა, ელოდა როდის გაუღებდნენ, მერე კი მარიამიც გამოჩნდა. სწრაფად გადაკოცნა და შიგნით დაუკითხავად შეაჭრა.
-სად არის?
-მამაა! -პასუხის გაცემა არ დააცადა ქალს ისე გამოვარდა მისაღებიდან ხელებ გაშლილი ბავშვი.
-მამას პრინცესა! -უცებ აიტაცა ხელში და მთელი ძალით მოეხვია. -როგორ მომენატრე იცი მაა. -ლოყაზე აკოცა, მერე ყელში და მისი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა.
-მეც მომენატლე. -ხელები სახეზე მოკიდა და ცხვირის წვერზე აკოცა.
-ჩემი ბედნიერება ხარ. -ისევ აკოცა რამდენჯერმე. -ვერ ვძღები შენით ტო. მომხედე… რეები გისვია სახეზე მამი… რაარის ეს?
-პომადა. -პატარა ხელით ჩამოშლილი კულული ყურზე გადაიწია და სულ გადარია გიგანი. თვალებ გაბწყინებული უყურებდა თავის ნაწილს, ბედნიერებით ივსებოდა, ყველანაირ დაღლილობას უხსნიდა ელისაბედი. -ლამაზი ვაალ?
-ძალიან მა, ყველზე ლამაზი ხარ.
-გინდა შენც გაგალამაზო? -ტაში შემოკრა გახარებულმა და იქ მიხვდა რომ მაგრად დაერხა. მარიამს გახედა, მიშველეო თვალებით ეხვეწებოდა.
-მერე გაალამაზე დე, დავიძინოთ ახლა.
-ოო მე მამიკოსთან მინდაა… წაგისმევ პომადას ლა. -ტუჩები ისე დაბრიცა უარი ვეღარ უთხრა გიგანმა.
-მარიამ წადი აქედან, გაგშორდი და ამის ნახვის უფლება არ გაქვს.
-არ ვაპირებ. -სიცილით ჩაჯდა სავარძელში.
-მამიი მოდი აქ. -თავის პატარა სკამზე ანიშნა.
-მანდ ვერ ჩავეტევი მამი.
-ოო ჩაეტევი ლოგოლ ველაა.
-კარგით ქალბატონო. -ძლივს ჩატია უკანალი ბავშვის სკამში, მოკეცილი მუხლები გაშალა და მათ შირის მდგარ ელისაბედს, რომელსაც უკვე დაეწყო მამის გალამაზება წელზე მოხვია ხელი. -მარი ნუ იღებ თორე მოგხვდება.
-რას ამბობ ლუკა, ამ კადრების გამოტოვება შეიძლება?
-მოგკლვ. -სიცილით იმუქრებოდა, თან სერიოზული სახით მდგომ შვილს უყურებდა, რომელსაც პომადა უკვე წაესვა და ახლა ლოყებზე რუმიანას უსმევდა. თვალებზეც გადაუსვა ლურჯი წენი, ბოლოს სარკის მოსატანად გაიქცა.
-ღმერთო რას მოვესწარი… მიწასთან გაგასწორა ჩემმა შვილმა. -სიცილით იგუდებოდა მარიამი.
-რა უნდა დედაშენს მამი, მანახე ერთი სარკე. -უცებ ჩაიხედა და რომ არა იქ მდგომი ელისაბედი შიშისგან წამოიყვირებდა. პომადა ტუჩებიდან საკმაოდ გადაეტანა და თავისით დაეხატა ქალბატონს დიდი ტუჩები მამისთვის, ლოყები სულ გავარდისფრებოდა და წარბებამდე ესვა ლურჯი წენი.
-მოგწონს მააა? -გაღიმებული უყურებდა ბავშვი.
-ძალიან პრინცესა, ასე გაკეთება სად ისწავლე.
-მე ვისწავლე. -პირზე აიფარა პატარა ხელი, მერე სიცილი დაიწყო.
-შე პატარა მაიმუნო. -თვალები მოჭუტა გიგანმა, მერე უცებ წამოხტა და სკამიც გაიყოლა, რომელიც უკანალზე უჭერდა.
-ღმერთო ცუდად ვაარ...
-შენ მერე მოგხედავ. -თითი დაუქნია მარიამს და გაქცეულ ბავშვს გაეკიდა.
-მიშველეეთ! -სიცილით დარბოდა აქეთ იქით. უცებ აიტაცა ხელში ლუკამ და მთლიანი სახე დაუკოცნა.
-აი ნახე ახლა ჩემსავით გამოიყურები.
-ვაიმეე. -სარკეს რომ შეხედა სახეზე მოიკიდა ხელები.
-მარიამ მომიტანე რამე რომ მოვიშორო ეს რაღაცეები.
-გიხდება რაგინდა.
-მარიაამ!
-მომაქვს. -სიცილით მიუახლოვდა. -წადი შენ პირი დაიბანე და რომ მოვალ საწოლში დამხვდი.
-მა მოხვალ შენ?
-კი მამი მიდი.
-გაგაშორებ. -ბამბაზე მაკიაჟის მოსაშორებელი დაასხა და მალევე ძველი ლუკა დააბრუნა. ხმას არცერთი იღებდა, უბრალოდ ერთმანეთის სუნთქვას უსმენდნენ. -მოვრჩი.
-ის ვიდეო არავის ანახო თორემ ვერ გადამირჩები. -ბავშვის საძინებლისკენ წასულმა გამოსძახა.
-ნუ ნერვიულობ!
-აბა, ვიძინებთ?
-შენც გაიხადე, ჩამეხუტე და დავიძინოთ.
-კარგიი. -სწრაფად მიუწვა გვერძე, ჩაიღიმა მუცელზე რომ ააცოცდა ბავშვი და მკერდზე თავი დაადო. სულ ასე აძინებდა ხოლმე, მიჩვეული იყო უკვე. თმებზე ეფერებოდა, თან ზღაპარს უყვებოდა. რომ ჩაეძინა გვერძე გადაწვენას შეეცადა მაგრამ მკლავები უფრო მოუჭირა წელზე. მაინც გადააწვინა საწოლზე, თავზე აკოცა მისი თმების სურნელი შეისუნთქა და საძინებლიდან ტანსაცმლით ხელში გავიდა.
-დაიძინა? -გაკვირვებულმა შეხედა მარიამმა.
-ჰო.
-ერთი საათი მაინც მჭირდება რომ დავაძინო.
-მამას გოგოა. -კმაყოფილს ჩაეღიმა და სახლი მოათვალიერა. -სად არიან შენები.
-წყნეთში თავის მეგობართან. სახლში რომ ყოფილიყვნენ ხომ არ გეტყოდი მოდითქო.
-ჰო მართალია. -უცებ გაუსწორა თვალი მარიამს, რიმელიც კედელს მხრით იყო მიყრდნობილი და ყოფილი ქმრის სხეულს დაბინდული თვალებით ათვალიერებდა. ჩაეღიმა გიგანს, სწრაფად მიუახლოვდა და კედელს ზურგით ააკრა. -რაო პატარავ… მოგენატრე? -უკანალზე მტკივნეულად მოუჭირა ხელი და მის ტუჩებთან ახლოს დაიჩურჩულა.
-ისე როგორც შენ. -ეშმაკურად გაიღიმა ქალმა, ქვედა ტუჩზე იკბინა, მერე კი უკანალზე მტკივნეულად მირტყმისგან კვნესა წასკდა.
-უკვე რქებს ვხედავ. კუდი? -კაბის ქვეშ შეძვრა, საცვალი გადაუწია და თითებით ნაცნობი ადგილები დალაშქრა. -ჯანდაბა როგორი სველი ხარ. -ამოიოხრა და მაშინვე მის ტუჩებს დააცხრა, სწრაფად გადააძრო კაბა, წელზე უპრობლემოდ შემოისვა და საძინებლისკენ წავიდა. საწოლზე დააგდო თუარა ზევიდან მოექცა, მერე კი საცვალი მოაშორა. უკვე დაზეპირებულ სხეულს ხელმეორედ სწავლობდა. თითქმის ყველა მისი მოქმედება ზეპირად იცოდა, მაგრამ თვითონ აღარ იყო ისეთი როგორიც ადრე. ხელები თავს ზემოთ გაუკავა ქალს და ძლიერი ბიძგით შეუერთდა მის სხეულს, სხეულს რომელიც ისევ მას ეკუთვნოდა. მალევე მოსწყდა სავსე ბაგეებს და ტუჩები მკერდზე გადაიტანა, მერე უცებ გადააბრუნა მეორე მხარეს, ხელები თეძოებში წაავლო და მუხლებზე დააყენა.
-ლუკაა! -მოულოდნელობისგან წამოიყვირა ქალმა, შემდეგ ისევ აჰყვა ვნებაში.
იმ ღამით სულ სხვანაირი იყო გიგანი, ისეთი აქამდე რომ არასდროს ენახა მარიამს.
ხელი წვრილ წელზე მოხვია, თავისკენ მიიზიდა და დასიებული ტუჩები ხელმეორეთ დაუკოცნა.
-აქამდე უნდა გაგშორებოდი. -სიცილით აკოცა ყბის ძვალზე გიგანს.
-ისევ ის გიჟი მარიამი ხდები.
-თავისუფალი ქალი ვარ.
-ნუ მეკეკლუცები.
-შეურაწყოფას მაყენებ.
-რაზე პატარავ, შენზე რომ აღარ ვჭედად გწყინს?
-არაკომფორტულად მაგრძნობინებ თავს.
-შენზე აღარ მიდ.ებათქო ხომ არ გეუბნები.
-მალე ალბათ მაგასაც მეტყვი. -კომფორტულად დადო მის მკერდზე თავი.
-რა ადვილად მიშვებ.
-უკვე გაგიშვი.
-ცოლის მოყვანას აღარ ვაპირებ.
-ვნახოთ.
-მეგობრებად დავრჩეთ მარიამ? ხომ არ მოვიდე ხოლმე და მოგიყვე ჩემი პირველი მეორე და შემდეგი ღამეების შესახებ.
-ფსიქოლოგიასაც ვსწავლობდი, დაგავიწყდა?
-ასე რომ მესაუბრები მინდება რაღაც ისეთი დაგმართო… ხმა რომ ვეღარ ამოიღო. კიდევკარგი შენს სახეს ვერ ვხედავ. -ხელი ჩააყოლა ხერხემალზე და თითები უკანალზე მოუჭირა. ნელა მოიშორა მისი სხეული და საწოლზე წამოჯდა. საცვალი ამოიცვა თან სიგარეტს მოუკიდა. მუხლებზე იდაყვებით იყო დაყრდნობილი, ფანჯრიდან ახალ მთვარეს უყურებდა როცა გონებაში კლუბში ნანახი გოგო ამოუტივტივდა. მისი ლურჯი თვალები, რომლებიც გრძელი წამწამების ქვემოთ მოქცეულნი ანათებდნენ.
-ლუკა. -ზურგზე ქალის შეხებამ მოიყვანა გონს. -კარგად ხარ?
-დავიღალე… ერთი თვეა წესიერად არ მძინებია.
-დაიძინე.
-ჩაიცვი. -მხოლოდ ეს თქვა, როგორც იცოდა ისე მოხვია ბალიშს ხელები, მუცელზე დაწვა და მალევე გაითიშა.
*****
-ალექსანდრეე! აქ რა გინდა? -გახარებული მოეხვი ბიჭს ყელზე და ლოყაზე აკოცა.
-შენს სანახავად მოვედი პატარავ. შენი ქმარი სახლშია?
-ჩემი ქმარი? აჰ… არა. -ჩაიცინა სანდროს აწეულ წარბებზე, ხელი დაუქნია და მისაღებისკენ წავიდა. -ჩემი ქმარი დიდი ხანია არ მინახავს, არც ვიცი სად დადის და სიმართლე რომ გითხრა არც მაინტერესებს.
-ღადაობ ხო? -გაკვირვებულმა შეხედა.
-ნწ… დალევ რამეს?
-არა, მოდი აქ და მომიყევი რა ხდება, რას ქვია არ გინახავს. -ხელზე დაქაჩა და კალთაში ჩაისვა. -მგონი დამძიმდი იცი?
-სამი კილო მოვიმატე.
-ისე არ გეტყობა.
-გამხდარი რომ ვარ მაგიტო.
-მომიყევი საბაზე.
-ხომ გითხარი, დილით გადის და მე რომ მძინავს მაშინ მოდის, თან მე სხვა საძინებელში მძინავს, მაგასთან რა დამაძინებს, მთელი ღამე მოძრაობს, მეშინია ფეხი არ მომარტყას მუცელში, მაინც ხომ ხვდები.
-თქვენ სულ გაუბერეთ მგონი ხო?
-კარგი რა სან, აბა რა გეგონათ ვერ ვხვდები ლიკას უცებ გადაიყვარებდა და მე შემიყვარებდა?
-არა მარა ესე თუ იქნებიდით… რავი ტო რა კარგი ურთიერთობა გქონდათ.
-რატომ იყო ლიკასთვის ასეთი გაუტარებელი ჩემი ორსულობა. სხვა რომ დაეორსულებინა იმაზე ხომ არ გაჭედავდა ესე.
-შენ სხვა არ ხარ, პირველ რიგში ლუკას და ხარ, ჩვენი პატარა ნუცაცო. მერე მეორეც ლიკა ხშირად ეჭვიანობდა შენზე. -ისე ჩასჩურჩულა ყურში თითქოს ვინმე იყო იქ და გაიგებდა.
-ჩემზე? რა სისულელეა?
-სისულელე არ არის, შეიძლება ვერ ამჩნევდი მარა საბა რომ გელაპარაკებოდა, ან ხელს გადაგხვევდა ყოველთვის ეცვლებოდა გამომეტყველება და წამებში თქვენთან ჩნდებოდა.
-ჩემზე რატომ უნდა ეეჭვიანა სან რეებს მეუბნები.
-მე ყველაფერს ვხედავ და ვიცი ხომ იცი. თქვენზეც ვიცოდი. ისიც ვიცი რომ მთელი ცხოვრებაა გიყვარს ისჩემისა.
-მაინც ვერ ვიჯერებ.
-დაუჯერებელი არაფერია, ჯერ ერთი საბას შენს მიმართ რამე გრძნობა რომ არ ქონოდა შენ როგორც არ უნდა გდომოდა მაინც არ მოგეკარებოდა…
-მთვრალი იყო…
-არ აქვს მნიშვნელობა, მითუმეტეს მთვრალი რომ იყო, სულ რომ შიშველი მდგარიყავი მოგაფარებდა რამეს. ასე რომ პატარავ ცოტა მოდი აზრზე, ლიკუნას კიარა ვაბშე ყველა ქალს დაავიწყებ რომ მოინდომო.
-არ მინდა მაგისი არაფერი.
-გინდა… თან როგორ გინდა.
-სანდროო ნუ მაქეზებ.
-აბა სხვა არავინ გაქეზებს და… გადიხარ სახლიდან ვაბშე?
-ეს ბოლო დღეები ვერა, სულ ცუდად ვარ.
-და ისჩემისა სად არის?
-აქ ვარ. -უცებ გაისმა ჯავახიშვილის ხმა და ორივემ მას გახედა. -შენ სად ხარ რომ აღარ ჩანხარ?
-ბიჭო რავიცი მე და ლუკა აქეთ იქით დავრბივართ, შენ თავს ვფიცავარ გადავიწვით, დღეს ჩამოვედით ბათუმიდან, ხვალ კიდე რაღაც საქმეები გვაქვს. კიდევ კაი ერთმანეთს მაინც ვხედავთ თორე დაგვენ*რეოდა.
-და ლუკა სად არის?
-ელისბედის სანახავდ წავიდა, მომენატრაო. ხოიცი ჭედავს დიდი ხანი რომ არ ყავს ნანახი. ერთი კვირაა სახლშიარ მივსულვართ.
-მშვიდობაა?
-არა რაღაც პრობლემებია მარა მოვაგვარებთ ეგ არაფერი… შენ რას შვები სად დადიხარ?
-ვმუშაობ ძირითადად.
-გშია? -მიშტერებული უყურებდა საბას, რომელიც კვირები იყო არ ენახა.
-რა გვაქვს?
-დღეს გავაკეთე წვნიანი, კიდევ სალათი, ოღონდ პირველად, მე მომეწონა და იმედია თქვენც მოგეწონებათ. -სწრაფად წამოდგა ფეხზე და სამზარეულოსკენ წავიდა. -სანდრო ფეხი არსად გაადგა თორემ მოგკლავ, ჩემი წვნიანი უნდა გაგასინჯო.
-აქ ვარ! თან მშია.
-ძალიან კარგი! -უცებ გამხიარულდა, თითქოს ენერგია შეემატა, ისე სწრაფად დატრიალდა და სუფრა გაშალა თვითონაც გაუკვირდა. -მოდიით! -სამზარეულოდან გასძახა, შემდეგ კი წვნიანის ამოღებას შეუდგა. პირველი ჯამი საბას დაუდგა, შემდეგ სანდროს და მათთან ერთად დაჯდა მაგიდასთან.
-მმ… ნუცაცოო მასწავლე რომელ საიტზე ნახულობ ამ კერძებს!
-არათქო ხომ გითხარი. -ყურებამდე გაიღიმა, მაშინვე მიიბყრო საბას ყურადღება, არც ახსოვს ბოლოს ასეთი მომღიმარი როდის ნახა.
-მაშინ რა გააკეთე?
-სახელი კიარა ინგრედიენტებიც არ გვითხრა, თქვენით მიხვდითო. -გაეცინა ფქვილში ამოვლებული ნუცას გახსენებაზე, არც ერთს შეუმჩნევია მისი გამოსვლა, ორივე აჰყვა ლაპარაკში.
-ის ნამცხვარი გახსოვს რალამაზად გამოაცხო? პროსტა თვითონ გავდა ურჩხულს.
-ნუციკოს ყველაფერი გემრიელი გამოსდის, უბრალოდ იშვიათად გვანებივრებს.
-შენ რა გიჭირს, ხშირად გაგანებივრებს მაინც. -უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები და ნუცას გაცინებაც შეძლო.
-მოდი ხოლმე ხშირად და გაჭმევ. -ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
-ის ნამცხვარი გამოაცხე და ხშირად გეწვევი.
-ეგ ნამცხვარი რომ გამოაცხოს შენ სახლში არ შემოგიშვებ, თან სხვათაშორის ეგ ნამცხვარი ჩემია, ჩემს დაბადების დღეზე გამოაცხო.
-შენი დაბადებისდღე არ ყოფილა, წინა დღეს გამოაცხო უბრალოდ მაგ ნამცხვარში ჩავარჭეთ სანთელი და ღამე ეგრე მოგილოცეთ.
-ნუცაა… ხო ჩემთვის გამოაცხე. -წარბაწეულმა გადახედა ცოლს სიცილით რომ უსმენდა მათ დიალოგს.
-ისე მიყურებ არას ვერ გეტყვი და იყოს კი.
-ეგ რას ნიშნავს ეხლა. -თვალები დააწვრილა ჯავახიშვილმა.
-შენთვის გამოვაცხე იდეაში.
-ჩემი დაბადების დღე მოდის ნუცაა.
-ვაიმეე იმდენი ილაპრაკეთ მომინდა ახლა…
-ეს არანოლმალური ბავშვი, არანოლმალურ ბავშვს გაგიჩენს თუ ყურადღება არ მიაქციე. -სიცილით თქვა სანდრომ.
-რა გაცინებს, მართლა გამოაცხობს ახლა.
-სერიოზულად?
-უნდა. -მხრები აიჩეჩა.
-ბავშვს უნდა. -ზევიდან დახედა წარბშეკრულმა.
-ბავშვს ხო რა თქმაუნდა. -ხელები ასწია საბამ, მერე მოფხუკუნე სანდროს შეხედა.
-ხომ ვამბობ არანოლმალურიათქო.
-ნოლმალური რომ ვყოფილივაყი ეს კიარ შემიყვარდებოდა და ბავშვს კიარ გავუჩენდი. -ისე ჩაიბურტყუნა გაბრაზებაც ვერ მოახერხა საბამ, მაგრამ მაინც გაუაზრებლად შეეკრა წარბები.
-ნუ ეგ ეხლა ეგრეა. -სიტუაციის განსამუხტად წამოროშა სანდრომ, მერე კი სალათი დააგემოვნა. -ეს ქათმის არის ნუც?
-ჰო.
-უგემრიელესია… ნუცაცოო…
-გისმენ.
-მოდი ლამაზო ჩაგეხუტო, გაკოცო და წავედი მე.
-დარჩი კიდევ ცოტახანი რაა. -მიქსერი ეჭირა ხელში და ხმამაღლა ელაპარაკებიდა.
-არა ნუც წავალ, დედაჩემსაც შევუვლი არ მინახავს დიდიხანია.
-ნამცხვარს რომ ვაკეთებ?
-ხვალ შემოგივლი და მაჭამე.
-სხვა დროს არ გავაკეთებ იცოდე და ვეღარ ეღირსები.
-სპეციალურად ჩემთვის არ გააკეთებ?
-არა…
-სპეციალურად მხოლოდ ჩემთვის. -შუბლზე აკოცა სანდროს ჯავახიშვილმა და გაღიმებულმა მხარზე მიარტყა ხელი.
-ბოზ… ნაგავო. -ქალის ხმით გადააკეთა სიტყვა და ნუცას მტევანზე მოკიდა ხელი.
-ვერ გამოვრთავ… საბაა დაიჭირე რა, გავაცილებ მე.
-როგორ ვქნა. -დაბნეულმა გამოართვა.
-მაღლა არ ამოსწიო და უბრალოდ ამოძრავე. სრაფად წავიდა კარებამდე სანდროსთან ერთად, მთელი ძალით მოეხვია და ლოყაზე აკოცა.
-მიდი პატარავ და ჭკვიანად იცოდე, მოუგრიხე იმას ის გრძელი კისერი. -სიცილით აკოცა ლოყაზე.
-რას ამბობ, როგორ მიყვარს მაგის კისერი. -გაუაზრებლად წამოიყვირა, მერე ლოყები შეეფარკალა. -მიყვარხარ.
-მეც ნუცი. -თბილად გაუღიმა და ლიფტისკენ წავიდა.
შიგნით შესულს ისევ სიწყნარე დახვდა, მხოლოდ მიქსერის ხმა არღვევდა დაძაბულობას. ნელა მიუახლოვდა ჯავახიშვილს და მიქსერის გამორთმევას შეეცადა.
-მომეცი მე ვიზავ.
-რატო ვერ ვაკეთებ კარგად?
-არაა… დაღლილი იქნები.
-არ ვარ.
-მომეცი ეს მე და შენ მაგიდა აალაგე მაშინ, უნდა გამოვრთო მაინც ორ წუთში.
-კარგი. -მხრების ჩეჩვით გადააბარა მიქსერი, მერე კი მაგიდის ალაგება დაიწყო. ჭუჭყიანი თეფშები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში შეალაგა, მერე ნუცას შეხედა, რომელსაც უკვე გამოერთო მიქსერი და ფქვილს ყრიდა ჯამში. -ნუცა. -ისე დაუძახა მოულოდნელობისგან შეხტა გიგანი, ფქვილი სწრაფად ჩაეყარა და ნახევარი სახეზე მიეფქვია.
-კარგი რაა. -დააცემინა, შემდეგ სახეზე ჩამოისვა ხელი და საბას შეხედა. -რა გაცინებს, შენი ბრალია.
-კაი არაუშავს. -ისევ გაეცინა, მერე ძლივს დაასერიოზულა სახე. -მანქანის ჩართვა არ ვიცი და ჩართე რა.
-როგორ არ იცი. -გაკვირვებულმა შეხედა.
-ჩემს თეფშს უცებ ვრეცხავდი. -მხრები აიჩეჩა და მანქანას მოშორდა.
-ამას დააწვები და მორჩა, დაყენებულია ყველფერი.
-კარგი დაა… რას აკეთებ ეხლა.
-ფქვილს ვყრი… აუუ საბაა. -წელზე მიიბჯინა ხელები და ტუჩებ დაბრეცილი შეტრიალდა ჯავახიშვილისკენ.
-რაიყო?
-კაკაო გვააქვს?
-კი ზედა თაროზე უნდა იყოს.
-ააქ? -კარადის კარი გამოაღო და მაღლა აიხედა. -ვერ ვხედავ.
-კი მანდ დევს, ხელი ასწიე და მიწვდები. -ქვედა ტუჩი კბილებს შირის მოექცია სიცილის შესაკავებლად, თან უყურებდა როგორ წვალობდა მაგრამ მაინც არ ეხმარებოდა.
-ვერ ვწვდები… -სამზარეულოზე აძვრა როგორღაც, მუხლებით იდგა და უკან დადებულ კაკაოს იღებდა. -რა უნდა აქ კაკაოს, სად გქონდა შეტენილი… -ფთხილად ჩამოვიდა და გახსნილ შეკვრას ჩახედა. -ცარიელია… ჯანდაბა ამის გამო ავბობღდი იიქ?
-კიდევ არის ერთი.
-ჰოო?
-კი იქ დევს.
-მოდი მერე აიღე რას დაეყუდე მანდ, ხომ ხედავ ვერ ვწვდები.
-მითხარი და არ მოგაწოდე?
-მომაწოდე… შენთვის ვაკეთებ სხვათაშორის ამ ნამცხვარს, კაკაო მაინც ჩამომაწოდე. -გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა.
-ანუ ჩემთვის აკეთებ? -წარბები ასწია ღიმილით. დაინახა როგორ დაიბნა ნუცა და უფრო გაწელა ტუჩის კუთხეები.
-თქვენთვის, ანუ ბავშვისთვის მაგრამ შენ ხარ სახლში და შენ შეჭამ, ანუ შენთვის გამოდის.
-პირდაპირ რომ მითხრა შენთვის ვაკეთებ და მე ვაბშე არ მინდაო არა? -წელზე მოხვია ხელი, თავისკენ მისწია და შუბლზე აკოცა.
-როგორ არ მინდა, რაც უფრო მალე გაკეთდება უკეთესი და დამაცადე ახლა. -ხელი მოაშორებინა და კეთება განაგრძო. საბა იქვე სკამზე იჯდა და უყურებდა როგორ ტრიალებდა აქეთ იქით, რამდენჯერ უნახავს ეს სცენა და თვალს ვერასდროს წყვეტდა. ნუცა კი ყოველთვის ზურგ ამწვარი დადიოდა, იბნეოდა, ხან რა გაუვარდებოდა ხან რა, ამაზე კი ყოველთვის ხალისობდა ჯავახიშვილი.
ტაფაზე დაასხა ნამცხვარი, კარამელში ამოვლებული შოკოლადებიც ჩაალაგა შიგნით, მერე კი ღუმელში შედგა. ყველაფერი მიალაგა, გაასუფთავა, ბოლოს სკამზე დაჯდა და თავი მაგიდას ჩამოადო. საბა უკვე გასული იყო აბაზანაში წყლის გადასავლებად.
-რა კარგი სუნი დგას. -ქმრის ხმამ მოიყვანა აზრზე, თავი წამოსწია და დაღლილი სახით ახედა. -დაიღალე?
-ჰო… ადრე არ ვიღლებოდი, ახლა ლაპარაკის დროსაც კი ვიღლები. -მუცელზე მოისვა ხელი.
-ექიმთან როდის მიდიხარ?
-ხვალ.
-მერე არ უნდა გეთქვა?
-ახლა ხომ გითხარი.
-რომელ საათზე?
-დილით.
-მე წაგიყვან.
-არ მინდა, მარტო წავალ.
-მეც გამოგყვები, ნუ მეწინააღმდეგები და ნამცხვარს შეხედე დაიწვა.
-არ დამწვარა, ასეთი უნდა იყოს… -კი შეეწინააღმდეგა მაგრამ მაინც წამოფრინდა სკამიდან და გამომცხვარი ნამცხვარი გამოიღო. -გაუშვი ხელი ჯერ ცხელია და დაჭრა არ შეიძლება.
-ეგ ვინ თქვა.
-მე… წამოდი დაწექი და ხვალ ჭამე.
-შენ ხომ გინდოდა?
-ჩემს გამოჭერას ნუ ცდილობ.
-გამოგიჭირე უკვე პატარავ. -ხელი გადახვია, საფეთქელზე აკოცა და თავსი საძინებლისკენ დაიძრა.
-საბა ჩემი საძინებელი…
-აქეთ არის, საერთოდ აქ იქნები სულ ამის მერე.
-შენ ვერ ხარ, გამიშვი ხელი, არ მინდა შენთან ძილი.
-არ მაინტერესებს რა გინდა, აქ იძინებ და ვსო. ხვალ ჩემი დედინაცვალი და მამაჩემი მოვლენ, ჩემი სახლი არ უნახავთ, პირველად არიან და დაათვალიერებენ, შენი ნივთები სხვა ოთახში რომ ნახონ რას იფიქრებენ?
-ხვალ გადმოვალ, ახლა გამიშვი.
-არა მეთქი. აქ იძინებ ვსო.
-საღამურს მაინც ჩავიცმევ.
-ნუცა ნერვებს მიშლი უკვე. -სწრაფად გახადა მაიკა თვალებ გაფართოვებულს, შორტიც მის გზას გააყოლა თავისი მაიკა გადააცვა და ლოგინზე მიაწვინა. -გინდა კიდე რამე?
-არა. -ბალიშს მოხვია ხელები და მისი სურნელი შეისუნთქა.
-აქ ვარ ნუცა. -ჩაიცინა და გვერძე მიუწვა.
-ვიცი რომ აქ ხარ.
-მერე? მე უფრო მაქვს სუნი ვიდრე მაგას. -როგორც კი თქვა მაშინვე მოისროლა ბალიში გიგანმა საბასკენ.
-ბალიშის გარეშე მიყვარს ძილი. -მეორე მხარეს ჰქონდა თავი გადატრიალებული. დაღლილს წამებში ჩაეძინა, ისე სწრაფად საბამ გაკვირვებისგან ლამის პირი დააღო, ბალიშის ამოდებას ცდილობდა თავქვეშ გვერდი რომ იცვალა ნუცამ და მთლიან სხეულზე აეკრო. თავი მკერდზე დაადო ხელთან ერთად და ღრმად ამოისუნთქა. თავიდან გაშეშებული იწვა ჯავახიშვილი, მერე თმაზე ფრთხილად შეეხო, ნუცას სურნელი შეისუნთქა თვალდახუჭულმა და ცოტახნით ფილტვებში გააჩერა. სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა ტანში, ნაცნობმა სურნელმა ის ღამე გაახსენა, იქვე თავის საძინებელში, თავის საწოლზე რომ დაეპატრონა, პირველად შეიგრძნო ასეთი გასხვავებული გრძნობა და სამუდამოდ ჩარჩა გონებაში. ჟრუანტელი მოჰგვა ამის გახსენებამ და მთლიანად გააბრუა. ცოტახნით ეფერებოდა თმაზე, მერე კი თვითონაც ჩაეძინა.



№1  offline წევრი დარინა

აუ ალექსანდრე მომწონს ძალიან ისეთი საყვარელია, ველოდები ნუცას უფრო გააქტიურებას საბა ერთ ადგილზე უნდა მოსვას, მისი გულისტკენები ყელში უნდა ამოუყვანოს, უფრო უნდა გაძლიერდეს და არ უნდა იბნეოდეს საბას შეხებებზეე, ხოდა აი ლუკასდა მარიამის ურთიერთობას ვერანაირად ვერ დავუმუღამე მასეთი სიყვარულის არ მესმის, მე ვფიქრობ რომ საერთოდ ერთმანეთი არც ყვარებიათ, ხოდა ველოდები სალის და ლუკას წყვილს, აი მინდა, რომ სალიმ ეკუიდან გადაიყვანოს ეს ჩვენი ამაყი გიგანიი.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

ჩემო კარგო, იქნებ ლუკას გრძნობები უფრო მყარად დაალაგო და ასე არ არიო? თითქოს ერთ იდეასა და აზრზე საბოლოოდ ვერ ჯერდები. ჯერ ლუკა კატოს ეუბნებოდა ჩემი ცოლი ისევ მიყვარს და მშვენივრად დავინახე კიდეც წინა თავში მისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით რომ ერთხელ შეყვარებისას გადაყვარება შეუძლებელია, შენ ზუსტად ეს იგულისხმე. შემდეგ გადის კვირეები თუ თვეები და ახლა ძმაკაცს ეუბნება აღარ მიყვარსო, თან ყოფილი ცოლის კოცნა უნდება, მასთან თავს მშვიდად გრძნობს, მის სუნთქვას უსმენს და ყველაფერს იმას აკეთებს და გრძნობს, რასაც კაცი საყვარელი ქალის მიმართ განიცდის, თან ცოლს ეუბნება იმ სიყვარულით აღარ მეყვარებიო, მაშინ როდესაც გადაყვარებაზე ასეთი მოსაზრება აქვს. ახლა კიდევ უცებ ცოლის გვერდით მწოლიარეს სხვა ქალის თვალები უტრიალებს გონებაში. ძალიან მინდა საპნის ოპერის სიუჟეტს არ დაამსგავსო შენი ეს ისტორია და იმისათვის რომ შენი მოთხრობები ღირებულად ჩაითვალოს პერსონაჟების გრძნობები დალაგებულად უნდა მართო და მკითხველი არ დააბნიო. ან გიყვარს ან არ გიყვარს, ან ერთ ქალზე ფიქრობ ისე როგორც საყვარელ ქალზე და ამ დროს არც ვინმეს ლურჯი თვალები აღწევს შენს გონებაში, არც ტუჩები და არც თმები. ეს შენი ისტორიაა, თავად გადაწყვეტ როგორ წერო, მაგრამ უბრალოდ მიიღე რჩევა სხვა ადამიანებისგან, სხვა არაფერი. იმედია ამ კომენტარს ცუდად არ მიიღებ, ეს ჩემი მხრიდან ჯანსაღი კრიტიკაა და სხვა არაფერი. წარმატებები შენ და იმედია შემდეგი ისტორია ასე ძალიან არ დამაღონებს და იმედს არ გამიცრუებს, როგორც ეს ამ თავმა შეძლო.

 


№3  offline წევრი Takk.22

ძალიან მომწონს შენი წერის სტილი, მაგრამ იდეა რომ ლუკას სალომე უნდა შეუყვარდეს არაა, ჯობს ცოლქმრის ურთიერთობა დალაგდეს

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

მე მომწონს მაგრამ Takk.22 აზრს ვიზიარებ.არ მომწონს რო ლუკა მარიამს ივიწყებს

 


№5 სტუმარი anna

მე პირადად ლუკასი არ მესმის, თუ ცოლი უყვარდა რაღას ეყრებოდა, მაშინ ეცადა დაელაგებინა ურთიერთობა. თუ აღარ უყვარს რაღას დაძვრება მის ფეხებსშუა. სიმართლე თუ გინდა ლუკას და მარიამს შორის დიდ სიყვარულს და ქიმიას ვერ ვხედავ, რაღაც მარილი აკლიათ. თუ გაშორდი ცოლს და მასთან ყოფნა აღარ გინდა მაშინ უნდა შეეშვა, თუ არადა ჩამოუყალიბებელი თინეიჯერივით არ უნდა იქცეოდეს. ყველაზე მეტად სანდრო მომწონს, ძალიან საყვარელი ბიჭია

 


№6  offline წევრი n.k.

axali kali mis gverdit verc warmomidgenia sjobia dalagdes colkmris urtiertoba

 


№7  offline მოდერი painter1

დარინა
აუ ალექსანდრე მომწონს ძალიან ისეთი საყვარელია, ველოდები ნუცას უფრო გააქტიურებას საბა ერთ ადგილზე უნდა მოსვას, მისი გულისტკენები ყელში უნდა ამოუყვანოს, უფრო უნდა გაძლიერდეს და არ უნდა იბნეოდეს საბას შეხებებზეე, ხოდა აი ლუკასდა მარიამის ურთიერთობას ვერანაირად ვერ დავუმუღამე მასეთი სიყვარულის არ მესმის, მე ვფიქრობ რომ საერთოდ ერთმანეთი არც ყვარებიათ, ხოდა ველოდები სალის და ლუკას წყვილს, აი მინდა, რომ სალიმ ეკუიდან გადაიყვანოს ეს ჩვენი ამაყი გიგანიი.

მმ... არ ვიცი სალი ცოტა ისეთი პერსონაჟია, “შემოსული” და ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე რა ვუყო. ნუცა და საბას მოვუხერხებ რამეს აუცილებლად...

სტუმარი ნინი
ჩემო კარგო, იქნებ ლუკას გრძნობები უფრო მყარად დაალაგო და ასე არ არიო? თითქოს ერთ იდეასა და აზრზე საბოლოოდ ვერ ჯერდები. ჯერ ლუკა კატოს ეუბნებოდა ჩემი ცოლი ისევ მიყვარს და მშვენივრად დავინახე კიდეც წინა თავში მისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით რომ ერთხელ შეყვარებისას გადაყვარება შეუძლებელია, შენ ზუსტად ეს იგულისხმე. შემდეგ გადის კვირეები თუ თვეები და ახლა ძმაკაცს ეუბნება აღარ მიყვარსო, თან ყოფილი ცოლის კოცნა უნდება, მასთან თავს მშვიდად გრძნობს, მის სუნთქვას უსმენს და ყველაფერს იმას აკეთებს და გრძნობს, რასაც კაცი საყვარელი ქალის მიმართ განიცდის, თან ცოლს ეუბნება იმ სიყვარულით აღარ მეყვარებიო, მაშინ როდესაც გადაყვარებაზე ასეთი მოსაზრება აქვს. ახლა კიდევ უცებ ცოლის გვერდით მწოლიარეს სხვა ქალის თვალები უტრიალებს გონებაში. ძალიან მინდა საპნის ოპერის სიუჟეტს არ დაამსგავსო შენი ეს ისტორია და იმისათვის რომ შენი მოთხრობები ღირებულად ჩაითვალოს პერსონაჟების გრძნობები დალაგებულად უნდა მართო და მკითხველი არ დააბნიო. ან გიყვარს ან არ გიყვარს, ან ერთ ქალზე ფიქრობ ისე როგორც საყვარელ ქალზე და ამ დროს არც ვინმეს ლურჯი თვალები აღწევს შენს გონებაში, არც ტუჩები და არც თმები. ეს შენი ისტორიაა, თავად გადაწყვეტ როგორ წერო, მაგრამ უბრალოდ მიიღე რჩევა სხვა ადამიანებისგან, სხვა არაფერი. იმედია ამ კომენტარს ცუდად არ მიიღებ, ეს ჩემი მხრიდან ჯანსაღი კრიტიკაა და სხვა არაფერი. წარმატებები შენ და იმედია შემდეგი ისტორია ასე ძალიან არ დამაღონებს და იმედს არ გამიცრუებს, როგორც ეს ამ თავმა შეძლო.

სიმართლე გითხრა დამაფიქრე და ცოტა აზრებიც დამალაგებინე... მადლობა რომ გამიზიარე შენი აზრი... საერთოდ მეხმარება ხოლმე კომენტარები და ხალხის აზრი, იმედია შემდეგი თავი უკეთესი გამოვა.

Takk.22
ძალიან მომწონს შენი წერის სტილი, მაგრამ იდეა რომ ლუკას სალომე უნდა შეუყვარდეს არაა, ჯობს ცოლქმრის ურთიერთობა დალაგდეს

მადლობა აზრის გამოხატვისთვის და იმისთვის რომ კითხულობ.

anna
მე პირადად ლუკასი არ მესმის, თუ ცოლი უყვარდა რაღას ეყრებოდა, მაშინ ეცადა დაელაგებინა ურთიერთობა. თუ აღარ უყვარს რაღას დაძვრება მის ფეხებსშუა. სიმართლე თუ გინდა ლუკას და მარიამს შორის დიდ სიყვარულს და ქიმიას ვერ ვხედავ, რაღაც მარილი აკლიათ. თუ გაშორდი ცოლს და მასთან ყოფნა აღარ გინდა მაშინ უნდა შეეშვა, თუ არადა ჩამოუყალიბებელი თინეიჯერივით არ უნდა იქცეოდეს. ყველაზე მეტად სანდრო მომწონს, ძალიან საყვარელი ბიჭია

ჰოო სანდრო მხიარული და პოზიტიური გამომყავს.

n.k.
axali kali mis gverdit verc warmomidgenia sjobia dalagdes colkmris urtiertoba

მოვიფიქრებ... მადლობა შენ აზრის გაზიარებისთვის...

 


№8  offline წევრი tamuna.s

ლუკას და მარიამის წყვილს ვერ ვხედავ. მათ ურთიერთობაში სიყვარული კიარა, უფრო შეჩვევა ჩანს და ამიტომ მიუწევს გული მისკენ, თორე რო ყვარებოდა ასე ერთი ხელის მოსმით არ დაანგრევდა ოჯახს და მარიამთან ყოფნის დროს ერთხელ ნანახი გოგოს თვალებზე არ იფიქრებდა. მეც ვფიქრობ რომ მათ შორის ის ქიმია არ არის, შეყვარებულ წყვილს შორის როგორიც უნდა იყოს. სალის და ლუკას წყვილს ველოდები. მგონია რომ სწორედ ისეთი ქიმია და ვნება დატრიალდება მათ შორის როგორსაც მარიამი-ლუკას წყვილში ვერ ვხედავ.

 


№9  offline მოდერი painter1

tamuna.s
ლუკას და მარიამის წყვილს ვერ ვხედავ. მათ ურთიერთობაში სიყვარული კიარა, უფრო შეჩვევა ჩანს და ამიტომ მიუწევს გული მისკენ, თორე რო ყვარებოდა ასე ერთი ხელის მოსმით არ დაანგრევდა ოჯახს და მარიამთან ყოფნის დროს ერთხელ ნანახი გოგოს თვალებზე არ იფიქრებდა. მეც ვფიქრობ რომ მათ შორის ის ქიმია არ არის, შეყვარებულ წყვილს შორის როგორიც უნდა იყოს. სალის და ლუკას წყვილს ველოდები. მგონია რომ სწორედ ისეთი ქიმია და ვნება დატრიალდება მათ შორის როგორსაც მარიამი-ლუკას წყვილში ვერ ვხედავ.

ვგონებ ჩაწვდი ჩემს ფიქრებს... მადლობა რომ კითხულობ და შენს აზრს მიზიარებ.

 


№10  offline წევრი ket-kat

მე მომწონს ლუკას და მარიამის წყვილი და ზოგადად არცერთ დანგრეულ ოჯახს არ მივესალმები მითუმეტეს ოჯახის დანგრევიდან 2-3 თვეში დაწყებულ ლავ სთორებს - ეს 1, 2) სტუმარ ნინის მთლიანად ვეთანხმები ლუკა ძალიან ცანცარებს და დასალაგებელი აქვს თავისთავში ბევრი რამ ; 3) მარიამზეც მოყევი რამე რატომღაც მარტო ლუკას მხრიდან დანახული მარიამი ვიცით))) მოკლედ მგონი მომეწონე და არაა მთლად კარგი ამბავი ეს :დდ იმიტომ რომ აუცილებლად გაგატარებ ხოლმე კრიტიკის ქარცეცხლში:დდ))) და აქვე ჩაგეკითხები რამე საწინააღმდეგო ხო არ გაქვს??

 


№11 სტუმარი სტუმარი eni

Normaluri da ara nolmaluri.aranormaluri da ara aranolmaluri.

 


№12  offline მოდერი painter1

ket-kat
მე მომწონს ლუკას და მარიამის წყვილი და ზოგადად არცერთ დანგრეულ ოჯახს არ მივესალმები მითუმეტეს ოჯახის დანგრევიდან 2-3 თვეში დაწყებულ ლავ სთორებს - ეს 1, 2) სტუმარ ნინის მთლიანად ვეთანხმები ლუკა ძალიან ცანცარებს და დასალაგებელი აქვს თავისთავში ბევრი რამ ; 3) მარიამზეც მოყევი რამე რატომღაც მარტო ლუკას მხრიდან დანახული მარიამი ვიცით))) მოკლედ მგონი მომეწონე და არაა მთლად კარგი ამბავი ეს :დდ იმიტომ რომ აუცილებლად გაგატარებ ხოლმე კრიტიკის ქარცეცხლში:დდ))) და აქვე ჩაგეკითხები რამე საწინააღმდეგო ხო არ გაქვს??

არც ვაპირებ ახალი ლავსთირის დაწყებას დაა რათქმაუნდა წინააღმდეგი არ ვარ კრიტიკის :დ პირიქიით დაველოდები შენს კომენტარს. მადლობაა.

 


№13  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალინ მომწონს ახალი ისტორია, საინტერესოდ დაიწყე ცოტა განსხვავებულადაც, თან მალ-მალე ტვირთავ, დაველოდები მოვლენების განვიტარებას

 


№14  offline წევრი აბლაბუდა

ის რომ ლუკას და მარიამ არ უყვართ ერთმანეთი ვერ დავეთანხმები, ლუკას თუ არ უყვარდა სამი წელი არ უღალატია და ახლაც კიდე მარიამთან დადის სიყვარულზე მეტყველებს, და ისე მაგრად გამიტეხავს ისტორია თუ სალიდთან უპირებ ვერ ვსვამ ერთმანეთთან ამ ორს

 


№15  offline წევრი Takk.22

ახალ თავს როდის დადებ?

 


№16  offline მოდერი painter1

მაია❤
მე აღარ მივედ-მოვედები პერსონაჟების დახასიათებას,მხოლოდ ერთს ვიტყვი,მარიამის და ლუკას ურთიერთობა არის ერთმანეთის გვერდით ცხოვრების და შეჩვევის მომენტი,ორივემ ერთმანეთი ადვილად "გაუშვა" და მათი შეხვედრები მოწმობს,იმას,რომ ჯერჯერობით ისევ ძველ დინებას მიჰყვებიან.ვნახოთ აბა რას გვიმზადებ,დანარჩენები კარგები არიან ძალიან❤❤❤❤❤❤საბას კოჭებში ეტყობა,რომ დაიწვება და დაიდაგება ნუცას სიყვარულში:D
პ.ს.ერთ საიდუმლოს გაგიმხელ,მთელი დღეა მათზე ვფიქრობდი და გელოდი ❤❤❤

მესამეში ვერა მაგრამ მეოთხეში ბევრ საბას და ნუცას დაგიწეერ❤️ მადლობა შეფასებისთვის

Takk.22
ახალ თავს როდის დადებ?

ახლა დავამატე და საიტზეც მალე აიტვირთება <3

ablabudaa
ძალინ მომწონს ახალი ისტორია, საინტერესოდ დაიწყე ცოტა განსხვავებულადაც, თან მალ-მალე ტვირთავ, დაველოდები მოვლენების განვიტარებას

ვცდილობ ყოველ დღე ავტვირთო და იმედია არ ავურევ :დ მიხარია რომ მოგწონს <3

აბლაბუდა
ის რომ ლუკას და მარიამ არ უყვართ ერთმანეთი ვერ დავეთანხმები, ლუკას თუ არ უყვარდა სამი წელი არ უღალატია და ახლაც კიდე მარიამთან დადის სიყვარულზე მეტყველებს, და ისე მაგრად გამიტეხავს ისტორია თუ სალიდთან უპირებ ვერ ვსვამ ერთმანეთთან ამ ორს

არ შემიძლია არ დაგეთანხმო... მალე აიტვირთება შემდეგი თავი და თუ არ დაგეზარა მითხარი რას ფიქრობ. <3

 


№17  offline წევრი Takk.22

3 თავი რატომ არ იდება

 


№18 სტუმარი კკ

მესამე თავი არ დევს :((

 


№19  offline მოდერი painter1

Takk.22
3 თავი რატომ არ იდება

კკ
მესამე თავი არ დევს :((

არ ვიცი დავამატე დილით...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent