შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების ხარჯზე... (თავი 5)


7-10-2019, 11:11
ავტორი naattii
ნანახია 1 961

წარბშეკრული დაჰყურებდა ბიჭი ზემოდან და პირქუში სახის მოშორებას სულაც არ გეგმავდა. სოფია კი სრულიად უშიშრად უბრუნებდა მზერას, რატომღაც სულ არ გრძნობდა შიშს, მის წინ მხოლოდ დაახლოებით მისი ტოლი ბიჭი იდგა და ძალიან სასაცილოდ ცდილობდა მკაცრი და შემაშინებელი მზერა მიეღო.
-გისმენთ_წარბი აუწია კონსტანტინეს.
-არა ლამაზო, ახლა შენ მომისმინე_თითი მაღლა აწია ბიჭა და სახესთან დაუქნია.
-რატომ მეგონა, რომ ლ დაარბილებდი?_დაფიქრებული სახით მიიდო სოფიამ ნიკაპთან თითი.
-გოგო შენ თუ ხვდები საერთოდ, რომ სახუმაროდ სულაც არ გაქვს საქმე?_ხმა გაუმკაცრდა ბიჭს.
-მითხარი რა გინდა და წადი.
-სადაა გიორგი? ვიცით რომ ერთად ხართ და საკმაოდ ახლო ურთიერთობა გაქვთ, უბრალოდ თქვი სად იმალება, თორემ ახლა თუ აქედან ინფორმაციის გარეშე გავედი ჩემსავით წყნარს არ გამოგიგზავნიან_ამჯერად სრული სერიოზულობა ეტყობოდა ხმაში და დაუარა კიდევაც სოფიას ორგანიზმში სიცივემ.
-რაც არ ვიცი როგორ გითხრა? მართლა არ ვიცი, 23 წლის ისე გავხდი სხვის საქმეში არასდოს ჩავრეულვარ, ჩემთვის ვსწავლობ და სხვას ვასწავლი, ეს ჩემი ბუნებაა გესმის? ამ დროს მადგება ვიღაც ტატუებიანი ღლაპი და ჩემთვის სრულიად მიუღებელ თამაშში ჩართვას მაიძულებს.
-ესეიგი ტატუებიანი ღლაპი_ჩაეცინა კონსტანტინეს და კარისკენ წავიდა -შენთვის ჯობდა ეს ღლაპი გეკმარა_თვალი ჩუკრა გოგოს და სადარბაზოში გაუჩინარდა. გაბრაზებულმა ჩარაზა სოფიამ კარები და ღრმად ამოისუნთქა. კარებზე აყუდებულს რამდენი დრო გავიდა არც გაუგია, მხოლოდ მაშინ შეხტუნდა ისევ კაკუნის ხმამ რომ გამოაფხიზლა. გაბრაზებულმა გამოაღო კარი და სალანძღავი სიტყვები მოამზადა სახე რომ გაეყინა, წამიერად გაიღიმა და მაშინვე შმოუშვა მშბელთან ერთად შემოსული მოსწავლე.

ნერვიულად მიმოდიოდა ოთახში სანდრო და ტყუპებს ელოდა, კონსტანტინეს იმედი დიდად არ ქონია, იცოდა იმ გოგოსთან ვერაფერს გახდებოდა, პირველივე წინადადებით მიხვდა გოგოს ხასიათს, უბრალოდ ბიჭის ხალხში გაყვანა და სწავლება ვალდებულებად მიაჩნდა, უნდა ესწავლა ვის როგორ მიდგომოდა, დარწმუნებული იყო დაემუქრებოდა, სოფიაზე კი იცოდა მუქარა არ გაჭრიდა. ამჯერად ამ წვრილმანებისთვის არ ეცალა, გასარკვევი იყო ვინ ცდილობდა პასუხისმგებლობის არიდებას ამდენ გვამზე, თანაც სანდროც მათთვის წამალივით დროულად გამოჩნდა, ყველაფერს ბახალას ემბლემას მიაწერდნენ და სანდროს ციხეში ჩააყუდებდნენ. დაღლილმა მოისვა ხელი შუბლზე, ამდენი ფიქრისგან ტვინი მალე გაუსკდებოდა, შეეძლო მეორე დღესვე გამქრალიყო საქართველოდან ისე, რომ მის ნასუნთქ ჰაერსაც ვეღარ იპოვიდნენ, მაგრამ დავითის და გიორგის ასე მიტოვება არ უნდოდა, თავმოყვარეობა ისე შეულახეს, ოდნავ სიამაყე მქონი კაცი ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, თანაც რატომ უნდა მიიწეროს ამდენი გვამი, როცა უდანაშაულოა. რა უცხოა ეს სიტყვა სანდროსთვის. უდანაშაულო, სანდრო და უდანაშაულო, ნარკომანი სანდრო და უდანაშაულო. სიმწრით ჩეცინა და თვალებთან მოსული სოფიას უბრალო, მისთვის არაფრის მთქმელი მზერა ჯანდაბაში გააგზავნა.
-შენ თუ ასე უყურადღებო ხარ სულ კარგად ყოფილა შენი საქმე_გაბრიელის ხმამაღალმა ბარიტონმა შეაფხიზლა და წამში მობრუნდა. -ოჰ ახლა გვიანია, ცხრაჯერ მეყოლებოდი მოკლული.
-კაი შე ჩემა, ისე მელაპარაკები თავი მაფიოზი მგონია, ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ჩემი გვამის აკიდება._მორიგ ღერს მოუკიდა სანდრომ.
-ეგეც მართალია _ჩაეცინა იოანეს და ისე გაიშხლართა დივანზე არც დაფიქრებულა, ფეხები დაბალ მაგიდას შემოაწყო და ქანავიც დაუწყო.
-არ მოგერიდოს, ისე იგრძენი თავი როგორც საკუთარ სახლში_წარბშეკრული დააჩერდა სანდრო.
-ასე მეტყობა რომ მერიდება?_უცოდველი სახით ამოხედა ბიჭმაც და გაცინებას აპირებდა გაბრიელის მოტანილი დიდი საქაღალდე რომ დაეშვა ხმაურით მაგიდაზე.
-თუ გაწუხებთ წავალ, მერე რა თუ 17 ბავშვი გვყავს მკვდარი და ყველაფერი ამ საცოდავს ბრალდება_ბრაზი ემჩნეოდა გაბრიელს.
-ჩვიდმეტიი? ღადაოობთ?_მაშინვე ჩამოჯდა სანდროც.
-ნეტა ვღადაობდე_ამოხვნეშა მიიღო პასუხად.
-ამდენი ისე როგორ კვდება რომ ვერავინ გებულობს? სადაა ამ დროს თავგანწირული ტელევიზიები?
-რა გგონია ამდენ მკვლელობებს რომ აცხადებენ სიმართლეა? ზოგი სახურავიდან გადმოხტა, ზოგს ავარია მიაწერეს, ზოგმა თავი მოიკლა.
-კი მაგრამ ეს როგორ?_ხმა ჩახლეჩოდა სანდროს.
-უკვე მკვდრები არიან როცა კვალის დასამალად მეორედ კლავენ, ეს პოლიტიკაა_მხრები აიჩეჩა გაბრიელმა, -მშობლების 80% ვერც გებულობს სინამდვილეს, მხოლოდ მაშინ როცა საქმე გაიხსნება და მკვლელის დასახელება შეუძლიათ, დანარჩენებს კი ჯერ ჩუმად იძიებენ და როცა ხელჩასაჭიდი არაფერია დროებით აჩრებენ.
-და შენივე სიტემის ამხელა მინუსებზე ასე ღიად საუბრობ?_თვალები დაუწვრილდა სანდროს.
-ჩემი სისტემა არაა დამნაშავე თუ ნარკომოვაჭრეს ეშინია და 16 წლის გარდაცვლილი ბავშვის სხეულს მეცხრე სართულიდან აგდებს, შენ ვერ წარმოიდგენ ჩვენი ბიჭი როგორ ასწორებენ დღეს და ღამეს რამე სულ პატარა ხელჩასაჭიდი რომ იპოვონ. მშობლებს რაც შეეხება კი უფრო რთულია, შენი აზრით არ ჯობია დედას ეგონოს მისი შვილი ავარიაში უმტკივნეულოდ მოკვდა, ვიდრე ნარკოტიკით თავისივე ნარწყევში გაიგუდა? და თან მისი მკვლელი, რომელმაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია ქალაქში არხეინად დაგულაობს?
-მოდი საქმეზე გადავიდეთ, ეს საუბარი შორს წაგვიყვანს_ხელები ასწია იოანემ
-მოკლედ, ახალგაზრდების ნახვა რვა თვის წინ დავიწყეთ,სულ ჩვიდმეტია, აქედან მხოლოდ ხუთია ნაპოვნი ნამდვილი სიკვდილი რითიც ეწვიათ იმ ფორმაში, დანარჩენი თავად დაფარეს. ვინ იცის რამდენი კიდევ ვერ ვიპოვეთ_ანერვიულებული ხმა ქონდა იოანეს, წამით მისი შვილი გაახსენდა და ვერ უშვებდა გონებაში იმ გრძნობას რასაც დაღუპულის მშობლები განიცდიდნენ.
-რთული საქმეა_ფურცლებში იქექებოდა სანდრო, -ანუ ის დროა ბახალა უკვე სამი თვის გამქრალი რომაა. ვიღაცა კი მის ხარჯზე მაგარ მაყუთს იღებს.
სიჩუმე შემოსასვლელი კარის გაღებამ და კონსტანტინეს შემოსვლამ დაარღვია, ჩუმად გადაუქნია უარყოფის ნიშნად უფროს თავი და სამზარეულოსკენ წავიდა, გულში ხმხმაღლა გაიცინა სანდრომ მისი ფიქრები რომ დადასტურდა და მობილური ამოიღო. თვალდახუჭულმა აკრიბა კარგად ნაცნობი ნომერი და პასუხს დაელოდა.
-მე ვარ. დავითზე მომიყევი, ბოლო პარტია და მაყუთი მაინტერესებს.
-..............
-გასაგებია, არის კი, ახლა ვერა, მერე იყოს_მალევე გათიშა და ტყუპბს მოუბრუნდა.
-მე რომ დავითზე გითხარით, წასვლის წინა დღეებში გამოურთმევია ბახალასთვის საკმაოდ დიდი რაოდენობის სუფთა ჰეროინი პოსლეზე.
-ხვდები რომ წინ ორი გამომძიებელი გიზის?_თავი გადააქნია გაბრიელმა.
-ანუ დავითი?_ყურადღება არ მიაქცია ძმას იოანემ.
-უფროსო, უფროსო_ყვირილით შემოვარდა კონსტანტინე და ბიჭს მობილური გაუწოდა. მაშინვე დახედა სანდრომაც და სურათებს დააკვირდა.
-შენი დედაც..._გინებით დაიწყო ფოტოების თვალიერება, გიორგი ქუჩაში, გიორგი სახლის კართან, გიორგი დავითის გვერდით, გიორგი პაკეტით ხელში ისევ ქუჩაში, გიორგი ისევ ბინასთან და ბოლო კულმინაცია გიორგი სოფიას ბინის სადარბაზოსთან.
-ახლა კი მოვუტ***ამას კარგის ტრ******_ღიალით სტაცა თავის ტელეფონს ხელი და ბიჭებთან რეკვის პარალელურად გარეთ გავარდა. სულ არ გახსენებია თვალებ გაფართოებული ტყუპები უკან რომ მოიტოვა, ისიც არ აინტერესებდა კონსტანტინე ძლივს რომ ეწეოდა, მაშინვე გახტა სადარბაზოდან და უკვე დაქოქილ მანქანაში შევარდა.
-იმ ქალბატონთან წამიყვანეთ_გაყინული ხმა გაისმა სალონში და კონსტანტინემ ვერც მოასწრო იმაზე დაფიქრება იმ ქალბატონის ხსენებაზე მძღოლმა პირდაპირ რომ გაიგო ვისზე იყო საუბარი, ისეთი სიჩქარით მოწყვიტა კაცმა მანქანა ადგილს.

წყნარად იჯდა ბატონი დავითი საკუთარ კაბინეტში და ყინულიანი ვისკის წრუპვით ტკბებოდა.ერთი წლის წინ ვერც წარმოიდგენდა თუ ასეთი მომავალი ელოდა, ფულის დახარჯვისას ლარებს რომ აღარ დაითვლიდა, იმას გააკეთებდა, იყიდიდა და მიიღებდა რაც მოუნდებოდა, ის ქალი გახდებოდა მისი ვისაც თითს დაადებდა და ერთი ნათქვამით გააკეთებინებდა ნებისმიერს ყველაფერს რაც უნდოდა. რა კარგია, რომ იმ დღეს გადაეყარა, რომ არა მა.....
-ბატონო დავით_მოსამსახურემ შეაწყვეტინა მოწოლილი ფიქრები და მიიღო კიდევაც უფროსის უკმაყოფილო სახე. -ახალგაზრდა ბიჭია, თქვენთან შეხვედრას ითხოვს.
-ახლა ვიღაა ნეტა, შემოუშვი_დაღლილი სახით ისე გადახედა ქალს თითქოს მთელი მსოფლიოს სიმძიმე ედგა ბეჭებზე.
-ბატონო დავით_მხიარულად შემოხტა მალევე ბიჭი.
-გიორგიი, შენ ხარ ბიჭოო? ასე უნდა დაკარგვა? ორი კვირაა არ გამოჩენილხაარ_უკვე გაღიმებული გადაეხვია ბიჭს.
-არ მკითხოთ, ფინია გამოუგზავნია იმ ვაჟბატონს მაყუთი მომთხოვა, ვემალები_დამნაშავის სახით ამოხედა ბიჭმა.
-ხო ჩემთანაც იყო, მილიონები მოუნდათ ბიჭებს_სიცილი აუტყდა დავითს. -დაიკიდე, აგერ არ ვარ? ეგენი ვინ ჩემი *** არიან, როცა მე ვარ_ბეჭზე დაკრა ბიჭს ხელი და სავარძელს დაუბრუნდა.
-მადლობა ბატონო დავით_მაშინვე გაებადრა ბიჭს სახე.
-შენა და, შეყვარებული არ გყავს ბიჭო?_სიგარეტს მოუკიდა დავითმა
-შეყვარებული არა_თავი დახარა ბიჭმა.
-ოოოო, ამას რას ვხედავ, შენ ვინმეს არ მოწონხარ ბიჭოო?_სიცილი აუტყდა დავითს.
-რომ არ მოვეწონე მიტო გავგიჟდი მეც, თორემ ბოზე*ი თავზე საყრელია.
-მოკლედ ჩემო გიორგი, ა შენ ახალი პარტია_პაკეტი ამოიღო უჯრიდან. -ხომ იცი ერთი საათი გაქვს.
-რა თქმა უნდა ბატონო დავით_მაშინვე წამოდგა ბიჭი და პაკეტით ხელში კარისკენ წავიდა.
-იმ იდიოტზე არ ინერვიულო, მე მივხედა და იმ გოგოს გამაცნობ იცოდე_სიცილით დაუქნია ხელი და ბიჭი რომ გავიდა ხითხითით გადააქნია თავი, იდიოტი, თავად ჩაუგდო დიდი კოზირი ხელში და ისიც ასე გაუაზრებლად.

--------------
როგორ ვცდილობ ხოლმე გაგახაროთ და თქვენი ერთი ან ორი სიტყვით შეფასება გეზარებათ :( ის მაინც მითხარით კარგია, არ ვარგა თუ საერთოდ აღარც გავიფიქრო წერა :დდდ



№1 სტუმარი სტუმარი nita

ძაან კარგია მართლა. გააგრძელე ????

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

არ ვკითხულიბდი ერთად მინდოდა წამეკითხა მაგრამ ვერ მოვითმინე და ერთად წავიკითხე დღეს. რას ქვია არ გააგრძელებ ძალიან საინტერესოა. ველოდები შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან საინტერესოა. აუცილებლად გააგრძელე, გთხოვ. მიყვარს შენი ისტორიები ????????

 


საინტერესოა სანდრო რამ უფრო გააბრაზა: გიორგი დავითთან რომ არის, თუ სოფიას სახლთან რომ იდგა მაგან? :დ
ნეტა ჩვენი პოლიციაც ეგრე იქცევა როგორც გაბრიელმა თქვა?
მომეწინა დავითის პერსონაჟი წინ, რომ წამოწიე. უფრო მეტის გაგება მინდა მაგ კაცზე. მაინტერრსებს როგორი წარსული ქონდა.
გიორგი კიდევ მაგარი დებილი ტიპია და მაგიტომაც არ მოსწონს სოფიოს. ამ ქალბატონსაც მალე მოარჯულებენ, თუ თვითონ მოარჯულებს ჯერ არ ვიცი :დ
გელი, როგორც ყოველთვის❤❤❤

 


№5  offline მოდერი naattii

დიდი მადლობა ყველას. მუზასთვის შეფასებები აუცილებელია ხოლმე თორემ ისე იმალება ზოგჯერ ძლივს ვპოულობ :D

 


№6 სტუმარი Leleleee

Wooooooowwwwwwwwwww

 


№7  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ეს გიორგი შარს გადაკიდებს სოფოს და მსხნელად სანდრო მოევლინება იმედია, მინდა რომ გამოსწორება დაიწყოს სანდრომ და ნორმალურ ცხოვრებას მალე დაუბრუნდეს.

 


№8  offline წევრი LI_BE

ესეიგი, მე მაქვს ერთი შენიშვნა, ქალბატონო ნათია blush

როცა ახალ ისტორიას იწყებ, ის ახალი, უცხო მკითხველისთვის გასაგები უნდა იყოს, შეიძლება სხვა ისტორიის გმირები შეგვხვდეს, მაგრამ ეს ახალ ისტორიას დამოკიდებულს არ უნდა ხდიდეს ძველზე.

წინა ისტორია არ წამიკითხავს. მგონი იმ მიზეზით, რომ კიდე იმის წინას გაგრძელება იყო. ზოგადად, გაგრძელება პრობლემა კიარაა, მაგრამ, თუ რაიმე დეტალი ვერ გაიხსენე,ისტორიის აზრი მთლად გასაგები არაა.

ხოდა, ახლა, ნამდვილად მინდა წავიკითხო და მოგყვე, მაგრამ ბევრი რაღაც გაუგებარია ჩემთვის და ეს ხელს მიშლის.

პ.ს. ჩემთვის ცოტა ღიმილისმომგვრელი იყო და არაადეკვატური სანდრო, ერთი მხრივ, ააამხელა ამბებს რომ ატრიალებს და ძააალიან მაფიოზა ტიპია და მეორე მხრივ, უნივერსიტეტთან, სოფიოს წინ ატუზული და ან მასთან სახლში მისული, როგორ ურჩევს საქმეს smile

 


№9  offline მოდერი naattii

LI_BE
ესეიგი, მე მაქვს ერთი შენიშვნა, ქალბატონო ნათია blush

როცა ახალ ისტორიას იწყებ, ის ახალი, უცხო მკითხველისთვის გასაგები უნდა იყოს, შეიძლება სხვა ისტორიის გმირები შეგვხვდეს, მაგრამ ეს ახალ ისტორიას დამოკიდებულს არ უნდა ხდიდეს ძველზე.

წინა ისტორია არ წამიკითხავს. მგონი იმ მიზეზით, რომ კიდე იმის წინას გაგრძელება იყო. ზოგადად, გაგრძელება პრობლემა კიარაა, მაგრამ, თუ რაიმე დეტალი ვერ გაიხსენე,ისტორიის აზრი მთლად გასაგები არაა.

ხოდა, ახლა, ნამდვილად მინდა წავიკითხო და მოგყვე, მაგრამ ბევრი რაღაც გაუგებარია ჩემთვის და ეს ხელს მიშლის.

პ.ს. ჩემთვის ცოტა ღიმილისმომგვრელი იყო და არაადეკვატური სანდრო, ერთი მხრივ, ააამხელა ამბებს რომ ატრიალებს და ძააალიან მაფიოზა ტიპია და მეორე მხრივ, უნივერსიტეტთან, სოფიოს წინ ატუზული და ან მასთან სახლში მისული, როგორ ურჩევს საქმეს smile

მისაღები შენიშვნაა ნამდვილად, მეც ვიფიქრე წერის დაწყებისას, უბრალოდ სულ ისე ვწერდი მეგონა გასაგები იყო ხოლმე და თუ შეგიძლიათ მითხარით რომელი მონაკვეთითაა გაუგებარი და გამოვასწორებ ❤️
რაც შეეხება სანდროს მინდოდა დიდად მაფიოზი არ გამოჩენილიყო, ის ხომ უბრალოდ ვალებისთვის დაბრუნდა, რაც შეეხება სოფიოს სურვილი ასეთი მქონდა, რომ ყოფილიყო ერთი ისეთი ქალი, რომლის ჭკუის დარიგებაზეც პატარა ბიჭი გახდებოდა და ენას ვეღარ შეუბრუნებდა, ამას კი მასწავლებელზე მეტად ვერავინ გააკეთებს ❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

არ გვეზარება კომენტარები ძალიან საინტერესოა და სასიამოვნო წასაკითხია,მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent