შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lacrimosa [10]


7-10-2019, 11:17
ავტორი Kalina
ნანახია 4 332

***
კასანდრას თაყვანისმცემლების რიცხვი არ იკლებდა. ხშირად უწევდა საუზმის, სადილისა და ვახშმის შეწყვეტა, რომ მასთან მოსასალმებლად მოსულ ხალხს მისალმებოდა. თუმცა, ეს სულაც არ უქმნიდა დისკომფორტს. პირიქით, ის თავის თაყვანისმცემლებზე გიჟდებოდა, უყვარდა მათთან საუბარი. ისინი ყოველთვის გულახდილები იყვნენ კასანდრასთან და გოგონას ეს უზომო ბედნიერებას ანიჭებდა. ისიც უყვებოდა მათ თავის კარიერულ გამოცდილებებზე და ცდილობდა მათთან დაახლოებას.
მესამე საღამოს კი, კასანდრას გასაკვირად, ჰოლი ულამაზეს როიალს დაემშვენებინა.
სანდრო და კასანდრა ახალი დაბრუნებულები იყვნენ სასტუმროში. დიდხანს ისეირნეს და გერგეტსაც ესტუმრნენ. კასანდრა აღფრთოვანებული იყო ბუნებით. თან სიმწრის ცრემლი ადგებოდა თვალზე, რომ აქამდე ეს საოცრება არ ენახა.
სასტუმროში დაბრუნებულს, მომსახურე პერსონალიდან ერთ-ერთი თანამშრომელი მოუახლოვდა. გოგონამ აწყლიანებული თვალები მიანათა კასანდრას:
-მის ფაბრონ, გთხოვთ მთელი სასტუმროს სახელით, თუ შესაძლებელია, რომ აქაურობას ამის საშუალებით დაემშვიდობოთ... თუ გსურთ, სასტუმრო ანაზღაურებასაც გამოწერს, უბრალოდ... ეს დიდი დღესასწაული იქნებოდა ჩვენთვის.
გოგონამ როიალისკენ მორიდებით გაიხედა.
კასანდრას გაეცინა:
-არ არის საჭირო არანაირი თანხა. ისიც საკმარისია, ამხელა როიალი აქ რომ ამოიტანეთ.
გოგონას უხერხულად ჩაეცინა.
-ჩვენი სასტუმროს მეპატრონე მგონი თქვენი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელია. უნდა გენახათ, რა ბედნიერი იყო, თქვენი აქ მოსვლა რომ გაიგო.
კასანდრამ თავი დაუქნია.
-დიდი პატივია, ჩემი აქ ჩამოსვლა თუ ასე უხარიათ.
გოგონამ როიალისკენ გაიშვირა ხელი:
-გთხოვთ...
როიალი მინის კედელთან ახლოს დაედგათ, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა. ხალხი უკვე მოგროვილიყო კასანდრას გარშემო. სანდრო ბართან ახლოს მაღალ სკამზე ჩამოჯდა და გოგონას გამამხნევებლად გაუღიმა.
კასანდრა თვალებით ვიღაცას ეძებდა.
იქაურობას თვალი მოავლო და გაეცინა, შემდეგ როიალის წინ დადგა და გამოაცხადა:
-ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ერთ ამომავალ ვარსკვლავს გაგაცნობთ, რომელიც მალე უფრო დიდი სცენიდან გაგვეცნობა... მანამდე კი გაქვთ პატივი იცნობდეთ და პირველმა მოისმინოთ მისი შესრულება. სალომე, მოდი.
სალომე თვალებგაფართოებული მიუახლოვდა კასანდრას და მის გამოშვერილ ხელს თავისი შეაგება. კასანდრამ გასამხნევებლად ხელები მაგრად მოუჭირა გოგონას და გაუცინა.
-დღეს მე და შენ ერთად დავუკრავთ.
სალომეს თვალები აუცრემლიანდა:
-თქვენ როგორც იტყვით...
კასანდრას გაეღიმა. სალომე თავის თავს აგონებდა იმავე ასაკში.
-ლიბერტანგო დავუკრათ?
სალომეს გაეცინა და აბრჭყვიალებული თვალები მიანათა თავის კუმირს.
-დიახ... ახლახანს ვისწავლე. ღმერთო, იმედია, არ ამერევა.
კასანდრამ გოგონას ისევ გაუცინა:
-დაიკიდე, იმპროვიზაცია რისთვის არსებობს?!

***
გოგონები როიალს მიუსხდნენ და სალომემ ნაწარმოების შესრულება დაიწყო. კასანდრა ღიმილით უყურებდა გოგონას სხარტ თითებს და მელოდიას თავს ნაზად აყოლებდა. შემდეგ კი...
თავისი პარტია შეუერთა გოგონასას და გარშემომსხდომთა მონუსხვა წამებში შესძლო.
სანდრო სიამაყით უყურებდა კასანდრას და მის დახუჭულ თვალებს.
სალომე ბედნიერი ღიმილით ასრულებდა თავის პარტიას და ჯერაც არ სჯეროდა რომ მის ცხოვრებაში ის მომენტი ხდებოდა, რომელზეც ამდენი წლის განმავლობაში მთელი ოჯახი ოცნებობდა.
ნინა და თავისი მეუღლე სალომეს აცრემლებულები მისჩერებოდნენ. გოგონას ყველაფერი დავიწყებოდა და სცდილობდა კასანდრას ბობოქარი იმპროვიზაციებისთვის ტოლი არ დაედო.
საბოლოო ჯამში, სალომეს სიმშვიდითა და კასანდრას ენერგიულმა პარტიებით საოცრად მელოდიური და ემოციური შესრულება გამოდგა. მსმენელი ძალიან კმაყოფილი დარჩა.
კასანდრას კიდევ მოუწია რამდენიმე ნაწარმოების შესრულება, რომელთაც აპლოდისმენტების ქუხილის გარეშე არ ჩაუვლია.
ბოლო ნაწარმოების დასასრულს კასანდრას სასტუმროს მეპატრონე შეეგება.
-მადმუაზელ ფაბრონ, ვერ აგიღწერთ, თქვენი სტუმრობით რამდენად გამახარეთ.
კასანდრას გასაკვირად, ახალგაზრდა მამაკაცმა ფრანგულად გადაუხადა მადლობა სტუმრობისთვის.
-ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში ყოფნა.
მამაკაცმა გოგონას ხელი თავისაში მოიქცია და ეამბორა.
-არ გაგეცანით. მე ალექსანდრე ჭოლაძე ვარ. თუ რაიმეთი თქვენი დახმარება შემეძლება მაშინვე შემატყობინეთ.
სანდრო უკმაყოფილოდ წამოიწია სკამიდან. ბატონი ალექსანდრე ზომაზე მეტად ახლოს მიწეულიყო გოგონასთან.
სანდრო ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მათ და კასანდრა ოდნავ გამოსწია თავისკენ.
კასანდრამ ოდნავ გაიღიმა და სანდროსკენ ახლოს მიიწია, ალექსანდრეს ზრდილობიანად გაუღიმა და თავი დაუქნია.
-სანდრო, ეს ალექსანდრეა. ეს სანდრო. — სანდრომ ზრდილობის გამო დაუქნია თავი მამაკაცს, — მისიე ალექსანდრე, ახლაღა გამახსენდით. მახსოვს თქვენი საჩუქარი ,,გარნიეს” კონცერტის შემდეგ.
ბიჭმა თავმომწონედ გაიღიმა:
-იმედი მაქვს ლურჯი ფერის ვარდები მოგწონთ.
კასანდრას სიმწრით გაეღიმა:
-არ დაგიმალავთ, რადგან საჩუქარი დიდი ხნის წინ მაჩუქეთ. ნაჩუქარი ყვავილები არ მიყვარს. თუმცაღა, სასტუმროს ნომრის ლარნაკი ძალზედ დაამშვენა.
ბიჭი გაკვირვებული ჩანდა:
-ყვავილები არ გიყვართ?
-ყვავილები ძალიან მიყვარს. მათი საჩუქრად ჩუქება მიმაჩნია ულამაზოდ. ჩვენს მოსაწყვეტად და სასურველ ფერად გადასაღებად არ შეუქმნია ღმერთს.
ალექსანდრე ადგილზე გახევდა, თუმცა დამშვიდობებას აშკარად არ აპირებდა:
-საღამოს ვახშამზე ხომ არ დამეწვეოდით, მადმუაზელ ფაბრონ? საუკეთესო ღვინის თანხლებით. თქვენი უკეთ გაცნობა გამიხარდებოდა, თუმცაღა, თუ ისურვებთ, მხოლოდ და მხოლოდ მუსიკაზეც კი შეგვიძლია ვისაუბროთ.
კასანდრას ზრდილობიანი ღიმილი ირონიულმა შეცვალა:
-ჩემი აზრით, ჩემს გვერდით მდგომი მამაკაცი თქვენზე მეტად დამაკლდება ვახშამზე. ამიტომ, უარის თქმა მომიწევს. დიდი ბოდიშის მოხდით.
სანდროს ხელი ჩასჭიდა და ალექსანდრეს თავი კიდევ ერთხელ დაუქნია:
-Bonne nuit. (ღამე მშვიდობის.)
სანდრომ ადგილზე გახევებულ მამაკაცს ფართოდ გაუღიმა და თავი დაუკრა:
-ბედნიერი საღამო.
კასანდრა ნომერში ავიდა თუ არა, ხმამაღალი სიცილი აუტყდა. სანდროს ოდნავ ეღიმებოდა და თან საშინლად ბრაზდებოდა. საწოლზე ზურგით გაწვა და ტელეფონი ამოიღო. როგორც იმ მომენტს შეეფერებოდა, ტელეფონი უბრალოდ ფეისბუქის ,,ფიდის” ჩამოსასქროლად უნდოდა, რომ უხერხული დიალოგი აერიდებინა.
კასანდრამ ბიჭს ტელეფონი ხელიდან ააცალა და ზემოდან დახედა:
-სანდრო... რა საყვარელი ხარ.
სანდროს უხერხულად გაეღიმა და გოგონას ზურგი აქცია.
-რას გეუბნებოდა? ვერ გავიგე კარგად.
-უნდოდა, რომ ვახშამზე დავწვეოდი.
სანდრომ გაკვირვებული სახით შეხედა:
-მერე?
-ვუთხარი, რომ შენთან უფრო მინდოდა, ვიდრე მასთან.
სანდროს გაეღიმა და თვალები გაუბრწყინდა. გიჟდებოდა კასანდრა, როცა ბიჭის ასეთი აციმციმებული სახის მიზეზი თვითონ იყო.
-სანდრო, ვარსკვლავივით ანათებ ამ წამს.
ბიჭს გაეცინა და სახეზე ხელი აიფარა.
-ხო?
კასანდრამ აფარებულ ხელზე აკოცა:
-ეს აღარასოდეს ქნა. ნეტავ იცოდე, როგორ მომწონს, ასეთს რომ გხედავ.
ერთმანეთს უღიმოდნენ და შიგადაშიგ რომელიმეს მოულოდნელად ამტყდარ სიცილზე ბჟირდებოდნენ.
-როგორ უყვარხარ ყველას, კას... შენი შესრულების გამო როიალი სად ამოიტანეს, ნახე?
კასანდრას გაეცინა.
-ამათმა კი არა, ალექსანდრემ მოინდომა, როგორც ჩანს.
-იმ სტაფის გოგონას სახე ვერ დაინახე? უარი რომ გეთქვა, უახლოეს ხესთან ჩამოიხრჩობდა თავს.
-სანდრო!
-რა?
ბიჭი იცინოდა და კასანდრასაც ეცინებოდა.
კასანდრას მილიმეტრები აშორებდა ბიჭისგან.
ჩუმად, ძალიან ჩუმად დაიჩურჩულა ქართულად:
-მაკოცე...
სანდროს თვალები გაუფართოვდა და გოგონა სიცილით გადააბრუნა ისე, რომ ზემოდან თავად მოექცა.
-რას მეუბნებოდი?
კასანდრა სახეზე აწითლებულიყო.
სანდრომ თბილად გაუღიმა:
-მითხარი, ლამაზო. რას მეუბნებოდი?
კასანდრამ ისევ ჩუმად ამოილაპარაკა:
-მაკოცე...
ბიჭი მის სახესთან ახლოს დაიხარა.
-ვერ გავიგე.
კასანდრას ეცინებოდა.
-მა...კო...ცე...
ბიჭი მოუთმენლად დასწვდა გოგონას ტუჩებს და თხოვნა შეუსრულა გოგონას.
თავბრუ ეხვეოდათ, საოცარი სიმსუბუქე იგრძნეს, კასანდრა ადგილზე გახევებულიყო და ხელები ერთ ადგილზე გაეშეშებინა.
სანდრო ოდნავ მოსწყდა გოგონას და ჩუმად ამოილაპარაკა ზედ მის ტუჩებზე:
-შენ არ მომეფერები?
კასანდრას გაეღიმა:
-მე... არ ვიცი...
სანდროს გაეღიმა და ისევ გოგონას ტუჩებს მისწვდა. საკუთარი ხელებით გაუკვალა გზა კასანდრას ხელებს მისი თმისა და მხრებისკენ.
აღელვებული კასანდრა ვერ ხვდებოდა, რა ექნა და მხოლოდ ბიჭის თმაში დაასრიალებდა ხელს.
სანდრო სიამოვნებისგან ოხრავდა.
-ახლა აქ გაკოცებ...
წინასწარ გააფრთხილა და გოგონას ყელზე მიაკრა ტუჩები.
-ღმერთო კას... შენი სურნელი ჭკუიდან მშლის. გინდა, გავგიჟდე?
სურვილისგან გათანგული ხმით ეჩურჩულებოდა ბიჭი და კასანდრაც აზროვნების უნარს კარგავდა.
ვერც კი მიხვდა, როდის მოექცა ფეხებსშორის სანდრო. ბიჭი ასე უფრო კარგად ჰკოცნიდა.
კასანდრას ცრემლები რომ იგრძნო თითისწვერებზე, ელდანაკრავივით მოშორდა.
-კას... რამე გატკინე? რა გჭირს? თუ არ გინდა, გავიწევი...
პასუხად, კასანდრა უკვე აქვითინებული შემოეხვია ბიჭს.
-არასდროს არ მინდა, რომ წახვიდე, სანდრო... არასდროს, გესმის? შენ... ისეთი კარგი ხარ, ისეთი გამგები, ჩემთვის ზედმეტად კარგი ხარ! მე არაფრით დამიმსახურებია შენი თავი...
გულამოსკვნილი ქვითინებდა გოგონა.
სანდრო ხვდებოდა, ეს ნაწილობრივ კასანდრას გადაქანცულობის ბრალიც იყო. ამხელა სტრესში მყოფს ყველანაირად უგებდა. თუმცა, მაინც გული ნაწილებად ეშლებოდა ატირებული გოგონას დანახვისას.
მჭიდროდ მიიხუტა სხეულზე და თვალები მაგრად დახუჭა.
-პატარავ... ეგ აღარ თქვა მეორედ, გთხოვ... საოცარი ხარ, კასა... ამას ნუ ამბობ, თორემ, გული მტკივა. შენ უბრალოდ შეიძლება არც კი იცი, როგორ კავშირს ვგრძნობ შენთან. მუდმივად შენზე ზრუნვის დაუოკებელი სურვილი მაქვს და მინდა, რომ სულ ჩემთან იყო.
კასანდრამ ამღვრეული თვალებით ახედა ბიჭს:
-მეც ამას ვგრძნობ, სანდრო. სულ შენთან მინდა. ძალიან კარგი ხარ...
ბიჭმა თავზე აკოცა გოგონას.
-აღარასდროს დაიმდაბლო შენი თავი ასე. უნდა იცოდე, რას და რამდენს ნიშნავ ჩემთვის მაშინ, როცა შენს გარეშე ვეღარ წარმომიდგენია რაღაც-რაღაცები.
კასანდრა სერიოზული სახით მისჩერებოდა სანდროს.
-სანდრო... რაღაცას გეტყვი და არ გაბრაზდე.
სანდრო სახეზე დააკვირდა კასანდრას.
-რა უნდა მითხრა?
მოჩვენებითი უდარდელობით, სინამდვილეში კი შიშით აღსავსემ ჰკითხა.
-მე... მგონი... აუ... კარგი, არაფერი. ბოდიში.
გოგონა ხელების მტვრევას მოყვა.
სანდრომ გოგონას ხელი ლოყაზე მიიდო.
-ჩემთან არაფრის თქმის არ შეგრცხვეს და შეგეშინდეს. არ ვგავარ მგონი იმ ადამიანებს, ისტერიკებს რომ დგამენ.
კასანდრა ტუჩებს იკვნეტდა ნერვიულობისგან. თითმებს ერთმანეთში ხლართავდა.
სანდრო ზედ ტუჩებზე მისჩერებოდა გოგონას.
-ტუჩებს ასე ნუ შვები... ღმერთო, რა ლამაზი ხარ.
კასანდრას გაეცინა და თვალები აუბრჭყვიალდა.
სანდრო ოდნავ დაიხარა და ყელზე ჯერ ისევ კოცნისგან გახურებული ტუჩები მიაკრო.
-ჰმ... არ მეტყვი, რისი თქმა გინდოდა?
კასანდრამ ღრმად ამოისუნთქა.
თვალები დახუჭა.
-სანდრო, მგონი მიყვარხარ.
სანდრომ ელდანაკრავივით წამოყო თავი.
-რაო?
კასანდრას ოდნავ გაეღიმა და თითქოსდა, უფრო თავისუფლად თქვა:
-სანდრო, მგონი მიყვარხარ.
წარბშეკრული სანდრო დაბნეული სახით უყურებდა გოგონას.
კასანდრას მღელვარება ემატებოდა.
-სანდრო... აუცილებელი არ არის იგივეს გრძნობდე, მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რასაც განვიცდი, გესმის?! მეტი არაფერი... მე არაფერს არ ვითხოვ შენგან, გეფიცები.
კასანდრას უხერხულობა და მწუხარება ერთად მოაწვა. თავს ტირილის უფლებას არ აძლევდა.
-კასა, როგორ დაგისევდიანდა სახე... ამის თქმის გამო ნერვიულობდი?
გოგონამ თავი ოდნავ დაუქნია და ადგილიდან წამოიწია, რომ საწოლზე წამომჯდარიყო.
სანდროს ეღიმებოდა.
გოგოს ხელით ოდნავ მიეფერა ლოყაზე და თვალმინაბულს ტუჩებზე აკოცა.
-კასა... მომხედე.
გოგონამ ნელა ახედა და თვალი აარიდა.
-პატარავ, შემომხედე წესიერად.
მისი სახე ორივე ხელში მოიქცია და თვალებში ჩააშტერდა.
-ამის თქმის არასოდეს მოგერიდოს. არასოდეს, გესმის? როგორ დაგისევდიანდა სახე, როგორ განერვიულდი. ღმერთო, როგორი ლამაზი ხარ... კასა, მგონი, მეც მიყვარხარ.
კასანდრას თვალები აემღვრა და ბიჭს კისერზე ხელები ნაზად შემოჰხვია. სანდრომ თავის სხეულზე მიიხუტა გოგონა და ყბის ძვალზე აკოცა.

***

ვახშამზე ჩასულები ერთმანეთს თვალებაბრჭყვიალებულები უღიმოდნენ. კასანდრა საფიას პირველად ესაუბრა ტელეფონზე აქ ჩამოსვლის შემდეგ.
-კასანდრა, ნამუსი სულ დაკარგე?! არ უნდა დარეკო?! იქნებ მეც მინდოდა ყაზბეგში!
-მე და სანდროს ჩაგვიწვები შუაში, საფია?
სიცილით უპასუხა გოგონამ და პასუხად გულიანი ხარხარი მიიღო.
-რა ხდება თბილისში?
-არც არაფერი. ყველა სტრესშია, ყველა ერთ ამბავშია, ინდირა ისევ ისე აგვიანებს ყველგან, ელა ისევ ისეთი გრაციოზულია. არამგონია, ორ დღეში ბევრი რამე შეცვლილიყო. შენს ნაცვლად კლავიშზე ვიღაც კაცი უკრავს. საკმაოდ სიმპატიური კაცი...
კასანდრას გაეღიმა. საფია არ იცვლებოდა.
-მერე? ჩემზე კარგად უკრავს?
-არა, პატარავ! შენზე კარგად არა.
სანდრო ღიმილით მისჩერებოდა გოგონას დიალოგს.
-საფიიაააა... სანდრო მელოდება. თვითონ არაფერს მეტყვის, მაგრამ დიდხანს ვალოდინებ.
საფიამ მოჩვენებითი ირონიით უთხრა:
-ხო, ხო! მაგას არ ალოდინო! წავედი, წავედი, უსაქმურო. კარგად!
კასანდრას გაეცინა და ტელეფონი გათიშა.
სანდრომ სურვილისგან ჩახლეჩილი ხმით ძლივს ამოილაპარაკა:
-ახლა ძალიან მინდა, რომ გაკოცო... ღმერთო, ძალიან მინდა. ისე გაკოცებ, რომ ყველაფერი დაგავიწყდება, კასა. ყველაფერი.
სახეზე აჭარხლებული გოგონა კისკისებდა:
-სანდრო, კარგი რა!
***

ხომ ძალიან პატარაა, მაგრამ მგონი, საკმაოდ მნიშვნელოვანი.

კალინა



№1  offline წევრი დარინა

მე უბრალოდ მიყვარს ეს ისტორია და რამდენი ხანიც არ უნდა დააგვიანო საყვედურსაც ვერ გეუბნები ისეთი კარგია მთავარია დაუსრულებელი არ დატოვო, მიყვარს ეს წყვილი ამ თავმა გამათბოო.

 


№2  offline წევრი Kalina

დარინა
მე უბრალოდ მიყვარს ეს ისტორია და რამდენი ხანიც არ უნდა დააგვიანო საყვედურსაც ვერ გეუბნები ისეთი კარგია მთავარია დაუსრულებელი არ დატოვო, მიყვარს ეს წყვილი ამ თავმა გამათბოო.

დარინა❤️ დიდი მადლობა, ძალიან მახარებთ❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3  offline წევრი Kalina

ელპინი
ვაიმე, რა ვქნა?
ფრანგული ყველაფერი მიყვარს, ძალიან მიყვარს, სიგიჟემდე!

მარიკუნა, გოგო, შენსავით თბილი თავი იყო და ნეტავ, მალე დაბრუნდე ისევ.

როგორ მეცნო სანდროს დამამშვიდებელი სიტყვები და ჩემი "არ დამტოვო"-ები, თითქოს, განგებ დაწერე, უნამუსოსავით, მაგრამ გული გამითბა.

ეს ვითომ რისი შედეგი იყო?
ლუკასთან მაქსიმალური გატარებული დროის?

გაკოცეეეეე...
♥️


როგორ მიყვარხარ ნეტა იცოდე❤️

ეხლა შემოგცხებ ბოლოს გაფუჭებისთვის რა
:))))

დავბრუნდები, სად წავალ, აბა.

მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent