შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქორწილო კაბა (3 თავი)


9-10-2019, 13:03
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 252

თორნიკე ისე იყო ნაცემი რომ ფეხზე დგომა ვერ შეძლო და სკამზე დაეშვა უღონოდ, მე გული შემეკუმშა და ცრემლები წამსკდა
-რა გინდათ ჩემგან-ამოვიტირე და აკაკის ავხედე რომელიც მას უყურებდა ზიზღით
-ამ ტიპს შეეშვები მარტივად და უმტკივნეულოდ, დანარჩენი ისე იქნება როგორც ჩემს შვილს მოესურვება-მითხრა
ისე რომ არ მოუხედია ჩემსკე -თუ ჩემს გაცურებას შეეცდები-დაიხრა და ცხვირისწვერით შეემეხო ცხვირზე -იცოდე რომ ეს სულ მცირედია რაც მე შემიძლია მას დავუშავო-მინაზე მიაკაკუნა და თორნიკეს კიდევ დაარტყეს რამდენჯერმე სახეში,მე ვიკივლე და ვთხოვდი შეეწყვიტათ მისი წამება მაგრამ მაინც ურტყავდნენ იქამდე სანამ არ ვიყვირე რომ ყველაფერს ისე გავაკეთებდი როგორც მას სურდა
-ახლა გავუშვებთ, მაგრამ იცოდე შენზეა დამოკიდებული მისი ბედი და მომავალი.
სამი გაჩერებით შორს ჩამომაგდეს მანქანიდან, გადმომიყარეს ჩაანთა, მობილური და მოსაცმელი, მე ავკრიფე ყველაფერი და სახლისკენ წამოვედი, თან იმ ურჩხული კაცის სიყტვები ჩამესმოდა ყურში -სანდრომ არაფერი უნდა გაიგოს, არ გაბედო, თორემ მას დავსჯი, ყველა შენს ქმედებაზე ის აგებს პასუხს-მიმითითებდა თორნიკეზე... გაბრუებული და დათრგუნული ვიყავი, ასე მეგონა რომ სიზმარში ვიყავი, ვერ ვიაზრებდი ბოლომდე რომ ეს მართლა მოხდა, რომ ეს მე დამემართა. კორპუს რომ მივუახლოვდი და სანდროს მანქანა დავინახე თავში სისხლმა აასხა, ზიზღისა და სიძულვილისგან გაგიჟებული ვიდექი და ვცდილობდი ძალა მეპოვა რომ თვითკონტროლი დამებრუნებინა
-რა დაგემართა? -მეკითხება ღიმილნარევი ტონით,მე ვდგავარ და უბრალოდ ვუყურებ და საკუთარ თავს ჩავჩიჩინებ რომ ხმა არ ამოვიღო, რადგან თავზე კონტროლი თუ დავკარგე პორში მივახლი ყველაფერს და ვიცი ეს დაღუპავს თორნიკეს, მხოლოდ მისგამო ვჩუმდები -დიდიხანია გელოდები-აგრძელებს ღიმილით ლაპარაკს და თმაზე მისმევს ხელს, მე გველნაკბენივით უკან ვიხევ და თვალებში ვუყურებ, ჩემმა საქციელმა აშკარად გააღიზიანა და ღიმილი შეეყინა სახეზე -ნუ გეშინია არ შეგჭამ-ამოიბლუყუნა და ტუჩები დაბრიცა ბრაზისგან -ამის დედაც -იღრიალა უცბათ, შიშისა და მოულოდნელობისგან შევხტი ადგილზე -გავგიჟდები გესმის? გავგიჟდები ეხლა-მიყვირის ბოლო ხმაზე -ასე რატომ მექცევი? ასე რატომ იქცევი?-აქეთ იქით გადის გამოდის გიჟივით, მე ვდგავარ და უემოციოთ ვუყურებ მის გაგიჟებას, მომწონს კიდეც ასე რომ იტანჯება, რადგან მეც ასე დამტანჯეს დღეს მისგამო -იცოდე ასე რომ მექცევი... -გაჩუმდა და მუქარით განაგრძო -მაინც არ დაგანებებ თავს, მაინც არ შეგეშვები! არასოდეს?! გესმის არასოდეს დაგანებებ თავს!-მე თვალებში ვუყურებ ამაყად და გამაღიზიანებლად რაც ზუსტად ისე მოქმოდებს მასზე როგორი მიზნითაც მოვიქეცი ასე, გაგიჟებული მიდის მანქანასთან , საჭესთან ჯდება და ხელებს ურტყავს, მერე კი საბურავების ხრჭიალით ადგილს წყვეტს იქს ექვს. მე ვდგავარ ისევ იქ, ისევ ისე და ძალას ვიკრებ რომ ნაბიჯი წავდგა, ბილოს ვიმორჩილებ ემოციებით გადაძაბულ სხეულს და სახლში ავდივარ, ოთახში ვიკეტები და საწოლზე პირქვე ვემხობი, ვტირი იმდენხანს სანამ ოდნავ არ მიშუშდება სულის ჭრილობა, ტელეფონის ზარის ხმას გონს მოვყავარ და სასწრაფოთ ვპასუხობ ლიკუნას
-გოგო გაიგე?
-რა?-ვეკითხები გაოცებული
-თორნიკეა ნაცემი
-ხოო?-ვბლუყუნებ და მოწოლილ ცრემლებს ვიკავებ
-ხოო მძიმეთაა, წავიდეთ გეგამ დამირეკა
-ახლა არ შემიძლია- ვეუბნები ძლივს შეკავებული ტირილნარევი ხმით
-კარგი-მიხვდა რომ ცუდად ვიყავი და გამითიშა უკითხავად, ბრაზისა და უსუსურობისგსნ გაღიზიანებულმა კედელს შევახეთქე ტელეფონი და იატაკზე დავჯექი, ისევ ცრემლები გადმომცვივდა და საკუთარ თავს დავტიროდი ამჯერად, რომ ასეთი უბედური და საცოდავი ვარ, რომ არ მაქვს უფლება მიყვარდეს ის ვინც მინდა, და ვიყო ბედნიერი, რომ ჩემი უბრალო სიყვარულით ასე ვაზარალებ მას ვინც სიცოცხლეს მირჩევნია.
კარი გავაღე თუარა მამაჩემს შევეჩეხე
-საით?-გზა გადამიღობა და არ გამატარა
-ლიკასთან-ვიცრუე მშვიდად
-არსად წახვალ-დამიბრიალა თვალები და სახლში ისე შმოვიდა მეც შემომიყოლა, დედამ კარი დაკეტა -იცი რომელი საათია? ამ შუაღამისას სად მიბრძანდებოდი?
-რომ არ მოგვესწრო წახვიდოდი არა?-ჩაერთო დედა კივილით -ამ შუაღამისას სად მიწანწალებდი? იმ არანორმალურთან? მის სანახავად გამოეწყვე არა? რით ვერ შეიგნე-თავზე მომადო ხელი -რომ არაფერი გამოგივა, უფლებას არ მოგცემთ! შეუშვი ამ უტვინო თავში
-მაინც წავალ-მივახალე დედას და ოთახში შევიკეტე
-გოგა ეს გოგო შემომაკვდება ერთ დღეს-იყვირა ჩემს გასაგონათ დედამ
-ნანა ლუკა სად ჯანდაბაშია?-იყვირა მამაჩემა იმხელა ხმაზე რომ შევხტი და გავვარდი ოთახიდან
-რახდება გოგა-მე და დედა შევვარდით მის კაბინეტში
-ჩემი ლეპტოპი და საათი აღარაა-დაიღრიალა და მუშტი დაარტყა მაგიდას-მოვკლავ ჩემი ხელით დავახრჩობ-იყვირა და გავარდა სახლიდან დედა კივილით გაეკიდა, მე სახეზე ხელები ავიფარე და ვცდილობდი აზრებისთვის მომეყარა თავი.
კაზინოში შევედი, ინტერესით მოვათვალიერე იქაურობა და იქ მდგომ ფორმიან ბიჭს მივადექი ჩემი ძმა ავუხწერე და ვთხოვე მომაძებნინე მეთქი მალე მივაგენი აპარატთან მჯდომს
-ლუკა მამა გეძებს დროზე წამოდი-მკავში ვტაცე ხელი ძმას
--მომიტრიალდა გაღიმებული
-გაგიჟდი? დროზე ადექი
-მომეშვი-მიყვირა მთვრალმა და სწორედ ამ დროს მოვარდა მამაჩემი ლუკა ააყენა და მუშტი დაარტყა სახეში,წივილკივილზე მოვარდა დაცვა და მამა გააკავეს დედამ პირველრიგში პოლიცია არ გამოიძახოთო გამოაცხადა და ბიძაჩემს დაურეკა...
მთელი ღამე ამ მაბავს გადავყევით, დილით ლუკას ჩემოდანი მიაგდო მამამ და ბიძაჩემს გააყოლა უკრაინაში, ბიძია მამას არ გავდა, ის ძალიან მშრომელი, მშვიდი და საქმიანი კაცი იყო, პრინციპული და უდრეკი იყო ამიტომ წაიყვანა ლუკა ჭკვაზე მოსაყვანად. ამ ოჯახური სკანდალებში გართულ დედას არც გავხსენებივარ და სახლიდან გასვლა ჩვეულებრივ მოვახერხე.
ლიკუნა დამხვდა მანქანით კორპუსის ოდნავ მოშორებით და უკითხავად წამიყვანა საავადმყოფოში
-ლიკუნა ძალიან გამიმართლა შენ რომ მყავხარ-ვუთხარი მანქანიდან გადასვლისას
-თორნიკეს შენსგამო აქვს პრობლემები ხომ ასეა?
-ასეა და ალბათ ხვდები ვინცაა ეს პრობლემა
- ვხვდები-მითხრა მოწყენილმა და მანქანა გააქანა.
პალატის კარი ფრთხილად შევაღე და თორნიკეს დანახვისთანავე გული გამიჩერდა, სუნთქვა შემიწყდა და რმდენიმე წამს ასე ვიდექი ერთ ადგილას მიყინული, როცა ძალა მოვიკრიბე მივუახლოვდი და შუბლზე ვაკოცე
-მაპატიე-ამოვისლუკუნე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი, ვუყურებდი მის დალურჯებულ სახეს, მის ნაწვალებ სახეს და ცრემლები მომდიოდა
-შენი ბრალი არაა-მისი ხმის გაგონებისთანავე ცრემლები შევიმშრალე
-ძალიან გტკივა?
-მარიამ-გაეღიმა რომ შემომხედა და ხელი გამომიწოდა მე ხელი ჩავკიდე და ვაკოცე თოკისგან დალურჯებულ მაჯაზე
-სამაგიეროს გადავუხდი ყველას
-იცი ვინ იყვნენ?-შევიცხადე მე
-ზუსტად ვიცი ვინ იყვნენ და რა უნდოდათ-თორნიკე იქ მინიდან ვერ მხედავდა და არაფერი იცოდა იმაზე რომ მეც იქ ვიყავი
-იცანი ვინმე?
-ასეთი რამ მხოლოდ ერთს შეეძლო ჩაედინა და ეს ორივემ კარგად ვიცით
-თორნიკე...-ტუჩებზე თითი მომადო
-არგინდა უარყოფა
-მე არაფერი ვიცი
-მარიამ არ გინდა
-თორნიკე გთხოვ-ამოვისლუკუნე და ავტირდი
-რას მთხოვ რომ შევარჩინო მათ ჩემი წამება?
-ჯერ არაფერი იცი ზუსტად, არმინდა რამე შეგემთხვას
-ზუსტად ვიცი ეს ვინ და რატომ გააკეთა-თვალებში მიყურებდა და მაგრძნობინა რომ
იცის ჩემსგამო მოხდა რაც მოხდა -მე შენ არ დაგთმობ, ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს უარი ვთქვა შენზე-გავოცდი ამ სიტყვების მოსმენით და აშკარად პირი დავაღე -ვიცი რომ არასოდეს მითქვამს შენთვის მსგავსი რამ მაგრამ...
-არ გითქვამს?-გავბრაზდი მე-ერთხელაც არ გითქვამს რომ ლამაზი ვარ, ან ლამაზად გამოვიყურები, ან რომ რამე მოგწონს ჩემში, სულ მაწვალებდი და ისე მექცეოდი როგორც ბავშვს
-აუცილებელია გითხრა მევასები, ვაბოდრბ შენზე, მიყვარხარ რომ დაიჯერო?
-დიახ აუცილებელია-ვუთხარი საყვედურით თან უზომოთ ბედნიერმა და აღფრთოვანებულმა
-ხოდა ახლა იცი რომ ჩემთვის ბევრად მეტი ხარ ვიდრე მეგობარი, ბევრად ძვირფასი, სასურველი და საოცნებო გოგონა, ეომელიც სიგიჟემდე მიყვარს-მე ვტიროდი სიხარულისგან ის კი ხელზე მკოცნიდა დაბნეულს და აღფრთოვანებულს -იცოდე რომ ისინი ვერაფერს დააკლებენ ჩვენს სიყვარულს



№1  offline წევრი Niniko11

რა საყვრალები არიაან...
დამაინტერესაა...
ველი ახალ თავს მოუთმენლად♡♡

 


№2  offline მოდერი ნეაკო

მოხარია რომ მოგეწონათ, ვეცდები ხშირად დავდო ახალიბთავები

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

Რატომ მგონია თორნიკეს გრძნობები ზედმეტად გადაპრანჭული???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent