შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თმენის ვალდებულება - X


9-10-2019, 13:26
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 2 221

დღე მეორე ნიტას წასვლით და კეკეს კივილით დაიწყო, წვიმდა, საშინელი ტალახია, ფეხი სულ დამისველდა, ყოველთვის როდესაც წვიმა იწყებს რაღაც დაძაბული ვარ, პირველი დღე გამახსენდა კეკეს კივილი, კეკეს ხმა, გავრბივარ, უმისამართოთ, ხმას მივყვები, ტალახში დაგდებულ თეთრ სისხლიან სხეულს ვხედავ რომელიც ბეწვის გროვას ეკვრის და ტირის, კეკეს მამა უსახური გამომეტყველებით დგას და ხმას არ იღებს, ვერ ვხდები რას აკეთებს, კაცი სადგომისკენ მიდის და ხმაური ისმის, კეკესთან მივდივარ სხეულს ბეწვს ვაშორებ და მკვდარ სისხლიან ლაყუას ვხედავ.
-შეხედე რა გააკეთა- კივის კეკე და მეკვრის სისხლიანი ხელებით
-აღარაფერი დაგრჩება აქ რაც დაგაბრუნებს, თუ მიგყავს წაიყვანე მაგრამ ქალაქში ვერსად გამოაბამ- ღრიალებს კაცი და ძროხას ყელს ჭრის, პირზე უნებურად ხელს ვიფარებ და ვერ ვხდები რა მოხდა- წეეთრიე სადაც გინდა
-წამოდი- ვეუბნები კეკეს
-არ ჩამეეთრიო არასდროს აქ
-ლაყუა- კივის კეკე
-ასეთი უღმერთო როგორ ხართ?- ვეკითხები კაცს და ის იმდენად განრისხებულია რომ ზედაც არ მიყურებს
-მეუბნები რომ კიდევ მიყვარდეს?- მიღრიალა კეკემ და მკერდზე ხელი დამარტყა- მითხარი, ასეთი მამა უნდა მიყვარდეს, მეც მომკლავს, შეხედე, რას ამბობს შენი ღმერთი მამაო, მიპასუხე, რას მეუბნება ახლა მივიდე და ჩავეხუტო, ვაპატიო, გულში ჩავიკრა, კისერი მივუშვირო რომ მეც მომკლას?
-წამოდი- ვამბობ მკაცრდად
-რას აკეთებ მამაო მკტივა- გაიოცა კეკემ და შავი სევდიანი თვალები დახარა
-წამოდი, აქ აღარ დაბრუნდები, ვერ მოვაკლვლევინებ შენ თავს
-მკტივა
-წამოდი
კეკე ეზოდან გამყავს
-სად მიგყავს?- ღრიალებს კაცი
-სახლში!- გავძახედ და სველ სახეზე ხელი მოვისვი
ტელეფონი ამოვიღე და ლუკას დავურეკე, ვინმეს გამოგზავნა ვთხოვე
-მამაო გამიშვი
-წამოდი
-მტკივა
-ხომ გინდოდა წასვლა, ხო და მიდიხარ.
-სად?
-ქალაქში კეკე
-ასე რანაირად?
-ასე, თუ შენით არ წამოხვალ წაგიყვან
-გამიშვი ხელი
-წამოდი
სოფლიდან გავედით, ტყეში შევდივართ და გზას ვეღარ ვხედავ, კეკეს წამოყვანა უფრო რთული ხდება
-ვერ წამოვალ ასე
-წამოხვალ
-მოკვდება მამაო ელიკო
-ნათელა მიხედავს
-წამოდი
-ვერა- ღრიალებს კეკე და ჩემ ხელს იშორებს
-რა გინდა ეს არ გინდოდა?
-ასე ვერ დავტოვებ ვერაფერს, ვერ მივატოვებ ამდენ რამეს, რომელიც მიყვარს
-ხანდახან საკუთარ თავზე და შენ მიხნებზეც უნდა იფიქრო კეკე, მორჩა ძროხების მოწველა, მოენატრები და მამაშენსაც გადაუვლის, მიხედავენ შენ ბატებს, ლაყუა მოგიკლეს, აღარ მოენატრები, არავის მოენატრები ისე როგოც
-რა?
-მაგალითად მე
-რას ბოდავ მამაო
-მე დაგეხმარები
-რანაირად?
-აქ ყოველ შემთხვევაში ვეღარ დაგტოვებ, მორჩა წავედით, ლუკა უკვე გზაშია.
-მამაო შეიშალე
-მამაშენია შეშლილი
-რას ამბობ?
-გინდა დიზაინერი გახდე?
-მინდა
-მერე ძროხებს შეუკერავ კაბებს თუ ადამიანებს
-აქაც რომ მოვიდა ის ქალი ვიფიქრე აქედანაც შევძლებდი მუშაობას
-კეკე, აქ დომენიკო გაბანამაც რომ გახსნას მაღაზია არავინ ჩამოვა
-არ შემიძლია, ყველაფერს მოკლავს მამაჩემი
-ხო და მოკლას, დედაშენსაც უთხარი რომ ფული აღარ გაუგზავნოს
-რას ამბობ მამაო
-არ ვიცი რა გრძნობაა შვილის ყოლა, რა გრძნობაა ეს სიყვარული, მაგრამ არის რაღაცები, რასაც თუ ვერ დაკარგავ ვერ შეიყვარებ და ვერ დააფასებ, მოვა დრო და მამაშენი ჩამოგაკითხავს, მოენატრები, ვერ გაძლებს უშენოდ, მამაშენს უყვარხარ და ამას შენი დაკარგვის შიშით აკეთებს, ამას იმიტომ აკეთებს რომ ვერ წახვიდე, ყველაზე საყვარელს ეხება რაც გიყვარს, შენც შეგეხება
-ეს სიყვარული არ არის
-ალბათ შვილები რომ გვეყოლება მერე მივხდებით
-მე ჩემ შვილს ამას არ გავუკეთებ
-ხო და ღმერთი გაკვეთილს გიტარებს როგორი არ უნდა იყო შვილთან, დააფასე
-მარტივია შენი პოზიციიდან საუბარი, თქვენ ხომ მხოლოდ ღმერთის სიტყვით აკეთებთ ამას, მაგრამ ღმერთმა ეს გამიკეთა ხედავთ, ჩემი ძაღლის სისხლით მაქვს ხელები გასვრილი, შემომხედე რა გააკეთა ღმერთმა
-მამაშენმა გააკეთა
-მამაჩემი ღმერთმა შექმნა თუ ასეა
-მამაშენს ყველაფერი მისცა ღმერთმა საღი აზროვნებისთვის, თავისუფალი ნება მისცა, თავისუფალი ნება კი ბოროტად გამოიყენა, ასეთად გაზარდეს, ასეთად დაიბადნენ მისი წინაპრებიც და მათი ბრალია, მათი ბუნების, რომელსაც თაობიდან თაობას გადასცემენ, შენც შეგეძლო ლაყუას მოკვლა, იმიტომ კი არ მოკალი რომ ღრმერთმა გაგაჩერა, იმიტომ რომ ასე გინდოდა, ახლა მითხარი რამდენი რამის დათმობა გინდა შენი მიზნისთვის, რამდენ რამეს გაიღებ, რამდენად დიდია ის, რამდენად დიდია შენი ოცნებები, რამდენად მაღალია ამ მთებზე, ყველაფერი ერთად არ მოდის, ყველაფერს ასე ვერ მიიღებ, მარტივად. ერთროულად ვერ ჩაისუნთაქვ და ამოისუნთქავ, ყველაფერს აქვს თავისი დრო, შენი დროა გამოიყენე, შეეშვი ამ ბატებს და ცხოველებს, პირობას გაძლევ ელიკოს მივხედავთ და ყველაფერს რაც გიყვარს, ოღონდ ახლა წამოდი, გადადგი ეს ნაბიჯი.
-ყველაფერს მინდა რომ დამოუკიდებლად მივაღწიო
-რას ლაპარაკობ, მიწას წყალი რომ უსხა თესლი თუ არ გაქვს ხე ვერ ამოვა, ვიღაც უნდა დაგეხმაროს, ამიტომ შექმნა ადამიანები ღმერთმა რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, შენთან მე გამომგზავნა უფალმა და მომეცი შესაძლებლობა დაგეხმარო
-მაშინებ მამაო
-საბა დამიძახე
-რა?
-საბა დამიძახე, აღარ ვარ მამაო
-ნუ სცოდავთ
-წამოდი
-სად უნდა ვიცხოვრო ისიც არ ვიცი
-არაუშავს მოვა ყველაფერი თავის დროზე

გზაზე გავდივართ, კეკე ერთსაათიან ტირილს ასრულებს, მერე კი უკან გაწუწული მომყვება და მთავარ გზაზე გავდივართ, ისევ ტირის, ისევ ერთი საათი, კიდევ ერთი და ლუკაც მოდის, გაოგნებული სახით გადმოდის მანქანიდან და კეკესთან მიდის
-კეკე კარგად ხართ?
-არა
-ჩაჯექი!- ვეუბნები კეკეს
-ვერ გავაკეთებ ამას
-გააკეთებ
-არა
-ჩაჯექი
-ნუ მიყვირი მამაო
-ჩაჯექი- ვმარცვლი
-ვერა
-ჩათვალე გიტაცებ
-თქვენც შეიშალეთ
-მორჩა ჩაჯექი
-საბა, დაანებე ტავი ხედავ რა მდგომარეობაშია, რა გაყვირებს?
-კეკე, ამიხსენი რა მოხდა
-მამამის არ უნდა რომ ქალაქში წავიდეს, მამამის არ უნდა ისწავლოს, არ უნდა დატოვოს ის ადგილი სადაც დაიბადა, მამამის უნდა რომ მიხედოს ცხოვრების ბოლომდე და ძროხები წველოს, კითხე რაში იყენებენ გამომუშავებულ ფულს, საჭმლისთვის, სახლისთვის, კეკეს ბედნიერებისთვის, ის კაცი საკუთარი ბედნიერებისთვისაც არ ხარჯავს ფულს, არ იცის რა უნდა, ხო და კეკემ იცის რა უნდა, ჩააბარა დაფინანსება აიღო და ახლა არაფერი, უნდა დარცეს იქ, მამაშენს რომ გაუჭირდება რომ დაბერდება მიხვალ და მოუვლი, მომვლელს აუყვან, სხვა შემთხვევაში თუ ახლა არ გადადგამ ნაბიჯს ყურებ როგორ დაიტანჯება მამაშენი, უყურებ როგორ დაიტანჯები შენ და შეწირავ მთელ ცხოვრებას მამაშენს
-არა, მოკვდება მარტო
-დედაშენს დააბრუნდებ თუ კარგად მოიქცევი და იქნებ მათ შეუქმნა უზრუნველი ცხოვრება და მერე მათი ამაგიც ამ სახით დააფასო, მხოლოდ ყველის ამოყვანით ვერ მიეხმარები
-არა
-ჩაჯექი!
ხელს ვკიდებ და მანქანაში კივილით ვსვამ
-ჩაკეტე კარი- ცოტა ზედმეტი მომდის
ლუკა გაოგნებული მიყურებს და მანქნაში ჯდება
-საბა ზედმეტი მოგდის
-ჩაუკეტე კარი
კეკე კივილს ნახევარი საათი არ წყვეტს
-ხო მაინც უნდა წამოსულიყავი რა გაყვირებს?
-ასე არა, ასე ვერ დავტოვებ, ძაღლი უნდა დამემარხა
-ცოდვაა- საიდან მოვიტანე
-მართლა?- ჩაწითლებულ შავ თვალებს მანათებს
-კი, ლუკა თუ არ შეწუხდები მერე მაღაზიასთან გაუჩერე სხველი ხელსაწმენდები ვუყიდოთ, თორემ სერიულ მკვლელს ჰგავს ასე
-კარგი, მაგრამ მაინც ვერ ვხდები რა აყვირებს ხომ უნდოდა წამოსვლა
-ასეა, მაგრამ არ ვიცი რა ხდება, მამა ეცოდება
-მამას არ ეცოდები?- შეუტყრიალა კითხვა კეკეს - იშოვი ფულს და გაუგზავნი ხოლმე
-ყველა ქალაქში მიდის, მეც და იქ ვინღა დარჩება
-ის ვისაც მიწასთან მუშაობა სიამოვნებს, ის ვისაც ის მტები უყვარს და მისი ფასი იცის, შენი მოდისთვის ზედმეტად პატარაა
-იქედანაც შევძლებდი
-რას ლაპარაკობ, იცი რამდენი ადამიანი მღერის აფრიკაში იმაზე კარგად ვიდრე ახლა სცენაზე რომ ადამიანები დგანან და უამრავ ფულს აკეთებენ. იმაზე კარგები და ძლიერები არიან მაგრამ იქ რჩებიან, ვერავინ პოულობს
-მე ხომ მიპოვეს, ნიჭი არ იკარგება.
-დაკარგავ ხელებზე დაიხედე, შენი იქ დატოვება ცოდვის ხელსეწყობაა მამაშენი ალბათ რომ არ მოხვსულიყავი გცემდა კიდევაც, მე კი ამას ვერ დავუშვედბი.
-საკმარისია- კივის კეკე- მოაბრუნე მანქანა თორემ გადავხტები
-სად, მიბრუნდი და მამაშენი მაგ თქმებს არ შეგარჩენს, ძროხების წველაში ამოგხდება სული
-მერე რამდენი ადამიანი მოკმკდარა ასე?
-მაგრამ შენ სხვა მისიით დაიბადე.
ლუკა მანქანას აჩერებს და გადადის, უკან მივყვები კეკეს მანქანაში ვკეტავთ რაც კიდევ უფრო აგიჟებს
-რა ჯანდაბას აკეთებ?- მეკითხება ლუკა- გავიგე რომ ეხმარები, მაგრამ დაიარე სოფლები და იპოვე ნიჭიერი გოგო ბიჭები და საქველმოქმედო ორგანიზაცია გახსენი, ხომ ხედავ რა ხდება მგონი გულშიც ჩაგივარდა
-რას ბოდავ ბიჭო?
-უკან დაბრუნდი სანამ ჭკუიდან გადასულა
-სად?
-მანქანაზე ვამბობ
-გგონია არსწორად ვიქცევი?
-არ ვცი, სად მიგყავს
-სახლში
-რა?
-აბა უკან გაბრუნდება კახმა ჩემ თვალწინ ძროხა მოკლა, ცემს ამ გოგოს რა გავაკეთო?
-არ ვიცი, ჩაჯექი უკან და დაამშვიდე, მე ვიყიდი რაც საჭიროა
-კარგი
კარს ვაღებ თუ არა კეკე ჩემკენ მოდის და პერანგზე მებღაუჭება
-დავივიწყებ რომ მამაო ხართ და ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ, მიმაბრუნდეთ უკან
-კეკე საკმარისია!- ვღრიალებ ნერვებმოშლილი
-მიყვირეთ?
-როგორც გაიგონეთ, მოგიტაცე დამშვიდდი ახლა
-არანორმალური ხარ
-რას ამბობ, მიმაბრუნე მეთქი
-მირჩევნია მე მოგკლა ცემით, საწვავს მაინც დავზოგავ
-სად მიგყავარ სწავლა ჯერ არ იწყება, როგორ აპირებ მამაოების ფულებით ქალაქში ჩემ რჩენას?
მეცინება
ლუკა მალე დაბრუნდა, სველ ხელსაწმენდებს და ფენოვან ხაჭაპურებს გვიწვდის
-გაიწმინდე!- ვუწვდი შეკვრას
-არ მინდა, გამიჩერეთ
-გაჩერებულები ვართ, მაგრამ მივდივართ
შეკვრას ვხსნი და სისხლის მოშორებას ვიწყებ ხელებიდან
-ნუ მეხები- კივის კეკე- მკენ!
-მაშინ შენ გააგრძელე
-ეს ძალადობა არაა?
-საკმარისია, ხმა აღარ ამოიღე, უკვე დამღალე!- ვუგდებ შეკვრას
ქალაქში შევდივართ თუ არა ტანში ჟრუანტელი მივლის, სახლი მომნატრებია, ჩემ სახლთან ვჩერდები, კეკეს კარს ვუღებ და ფენოვანიც გადმომაქვს, რომელიც არ უჭამია
-სახლში აგყავს?- მეკითხება ლუკა
-ხო
კეკე ჩემ ხელზე იკლაკნება და გაშვებას ცდილობს
-სად მიდიხარ გოგო?
-სახლში
-მოვედით
-მადლობა ლუკა
-სულ გარეკე- აქნევს თავს ლუკა და მანქანაში ჯდება
სახლში შევდივართ, კარს ვკეტავ თუ არა კეკე მის გასაღებად მიდის
-ვერ გააღებ- ბარათი უნდა და მე მაქვს
-სად მომიყვანე
-ჩემ სახლში- ვამბობ მშვიდად
-ეს შენი სახლი რანაირადაა?
-შესაწირიდან კარგი ფული იშოვება
-დამცინი?
-არა
-გამიღე კარი
-დიდი მომავალი გაქვს და მე დაგეხმარები
-არ მჭირდება
-კეკე, უკვე ვბაზდები და ხმა წაგივა
-სად
-მე რავი ასე ამბობენ
-მორჩა, გადავხტები, სიმაღლის მეშინია, ეს რა კოლბაა?
-რა არ მოგწონს, პანორამული ხედია
წყალს ვივლებ, კეკე კი ისევ კივის სახლში, სუფთა ტანსაცმელს ვიღებ და რატომღაც გაუაზრებლად წვერს ვიპარსავ, მაგრამ ცოტას ვიტოვებ, კეკესთან რომ გავდივარ, კედელს ეკრის და კანკალებს
-რა?- ვეკითხები გაოცებული
-წვერს რა უქენი?
-გავიპარსე
-რატომ
-მამაო აღარ ვარ
კეკე ისევ კივილს იწყებს და უკვე ნერვები მეშლება
-წყალი გადაივლე
-რა?
-წყალი გადაივლე, სულ ტალახიანი და სისხლიანი ხარ
-რას მიკეთებ?
-ცხოვრებას გიწყობ
-რატომ?
-იმიტომ რომ შენზე ვღელავ, ახლა მამაო აღარ ვარ და შემიძლია მკაცრადაც მოგექცე
-ჭკუიდან შეიშალე
-ხო, მაგრამ მამაშენისგან განსხვავებით არ გცემ
-ახლავე, ახლავე გამირე კარი და გამიშვი აქედან
-არა
-რატომ?
-მე მინდა ასე, გაცივდები
კეკეს ხელს ვავლებ და აბაზანაში შემყავს
-გაიხდი?
-რა?
-გაიხდი თუ ასე გადაგავლო წყალი, თბილია ნუ გეშინია
ონკანს ვუშვებ თუ არა კეკე ისევ კივილს იწყებს, სისხლიანი და ტალახიანი წყალი მის ფეხებთან იწყებს დენას
-ასე კარგია თუ გავათბო უფრო
-შეიშალე?
-კეკე, ხმას ნუ იღებ
-მეშინია მამაო შენი
-ჩემი შამპუნი გინდა, იცი რა კარგი სუნი აქვს
-მოვკვდები- იკეცება კეკე და ჯდება, კანკალებს და მეცოდება
-მისმინე, ძაღლს გიყიდი
-არ მინდა
-საკერავ მანქანასაც
-არ მინდა
-სასწავლებელში გატარებ
-არ მინდა
-კარგად გაჭმევ
-არ მინდა- უფრო კივის კეკე
-აბა რა ჯანდაბა გინდა?
-მინდა რომ გავქრე
-ასე თუ გააგრძელებ ცრემლებისგან დაიცლები
-მეშინია
-ხომ ხედავ ვზრუნავ შენზე
-საკმარისია
-ხელი მომეცი შაპუნს დაგისხამ
კეკე ხელს მიწვდის, შამპუნს ვუსხამ და სახეში ისე ძლიერად მირტყამს ტკივილისგან ამოსუნთქვა მიჭირს
-მაპატიე ღმერთო- კივის კეკე
-ახლა ვიბანავე- ვამბობ გაოცებული- მამაოს ხელს ურტყამ?
-აღარ ხარ მამაო
კეკე წივილ კივილით ბანაობს, მერე გამომყავს, ჭყაპუნებს, ცოცხალი თავით არ უნდა გამოცვლა, მაგრამ სამოსს ვურჩევ, ოთახში ვაგდებ და ისიც ჩარლი ჩაპლინივით ჩემ შარვალში და პერანგში გამოწყობილი მოდის და მეცინება
-მაცადე აგიკეცავ- ვიმულხები მის წინ და შარვალ ვკეცავ- ჩაგვძრება თუ ქამარი მოგიტანო
-რა გამიკეთე?- მეუბნება შედარებით მშვიდად
-წყალი ამშვიდებს, ცემისგან და ტანჯვისგან გიხსენი
-გიჩივლებ
-მე მამაშენს ვუჩივლებ, გინდა? საჭმელი გამოვიძახე ჩაის გაგიკეთებ
-ამას რატომ მიკეთებ?
-მეგობრები არ ვართ?
-რას ამბობ?
კარზე ზარია, საჭმელი მოიტანეს, ღიმილით ვართმევ ბიჭს ცხელ კერძებს და მაგიდაზე ვდებ
-ნახე რა ხედი იშლება, ღამე ლამაზია ჩვენი ქალაქი
-სიმაღლის მეშინია ვერ ვუყურებ
-რა არ მოგწონს?
-არ ვიცი- ისევ ევსება ცრემლებით თვალები- მეშინია, მაშინებ
-არ უნდა გეშინოდეს, წვერი მიხდება ასე?
-რა?
-გავიპარსე და ასე ხომ უფრო მიხდება?
-ამდენი ფული საიდან გაქვს თუ სასტუმროში ვართ
-ხო
-მითხარი
-რა?
-სასტუმრო იყოს თუ გინდა
კეკე კანკალს იწყებს
-რა მოხდა
-აქ იმისთვის მომიყვანე რომ, მიშველეთ!_ ღრიალებს კეკე
-რა?
-სასტუმროს სხვა ფუნქციებიც აქვს, სოფელში სხვა ხმებმა არ ჩამოაღწია, ადამიანები აქ ისვენებენ კიდევ.
-საჭმელი მოვიდა, არ დამეხმარები ცხელია
-არ მინდა შენი საჭმელი
-მაშინ შენ გააკეთე უკეთესი, რა არ მოგწონს, შემწვარი ხორცი, ბაგეტები, სპაგეტიც კია ნაღებით, არ გიყვარს?
-არსოდეს მიჭამია ეგეთი სისულელები
-ამ სისულელებს უამრავ ქვეყანაში ჭამენ, გინდა სანამ სწავლა დაიწყება თეატრში წავიდეთ?
-თქვენ მართლა გაგიჟდით მამაო?
-საბა დამიძახე
-რა?
-საბა
-რატომ?
-რადგან დღეს წივილ კივილის დღე გქონდა ბარემ დღეს ღამე მოინელე ისიც რომ მამაო არ ვყოფილვარ, არასდროს, მაგრამ ღმერთის მწამს
-მატყუებ?
-არა
-კი
-მაშინ დაუჯერე შვილო მამაოს და იგემე საკვები
-ვინ ხარ?
-შენი მხსნელი.



№1 სტუმარი Wero

აუუუუ ძან სასწაული თავი იყოოოოოოოოო..

 


№2  offline წევრი Niniko11

აუ გეგიი როგორ მიყვარხარ შენარიციი დდდ
სასწაულად წერრრ ძალიაან ბევრი რამის სწავლა შეიძლება შენი ნაწარმოებიდაან... ისე კარგად წერ არვიციი რა ვთქვაა უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ამ ყველაფრის აღსაწერადდდ♡♡♡
წარმატეებებიი♡♡♡
არასდროს შეწყვიტო წერაა ♡♡
....................

 


№3  offline მოდერი GEGI გეგი

Niniko11
აუ გეგიი როგორ მიყვარხარ შენარიციი დდდ
სასწაულად წერრრ ძალიაან ბევრი რამის სწავლა შეიძლება შენი ნაწარმოებიდაან... ისე კარგად წერ არვიციი რა ვთქვაა უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ამ ყველაფრის აღსაწერადდდ♡♡♡
წარმატეებებიი♡♡♡
არასდროს შეწყვიტო წერაა ♡♡
....................

♡♡ ყველა თავზე ასეთი შეფასება უკვე ზედმეტია.

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ვაიმე,ღმერთო,ამ გოგოს დაადგებოდეს საშველი დავთუ გინდა მე მოვწველი იმ ძროხაას.
ამენ

 


№5 სტუმარი sann

მიყვარხარ გეგი.

 


№6  offline წევრი emilywells

საოცრება ხარ გეგი!

 


№7 სტუმარი სტუმარი Lu Miki

გეგი ეს რა გიჟური თავია გამაგიჟეეეეე ყველა გავაღვიძე სახლში კეკეზე ვხარხარეეეებბბბ

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

გადარრულიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent