შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო სამუშაო (ნაწილი2)


10-10-2019, 19:00
ავტორი mashomariami
ნანახია 950

მე როგორც ყოველთვიის დავხეტიალობ აქეთ-იქეთ. ვეძიებ ახალ ამბებს. ძალიან ბევრჯერ შარშიც გავეხვიე, მაგრამ თეთე ვერაფრით დავიჭირე ერთ ადგილას. მთელი ერთი კვირა ჩხრიკავდა და პოულობდა რაღაც მასალებს. აი ერთ დღეს კი ნამდვილად გამოიჭირეს.
ბიჭების გასახდელში შევიდა, მაშინ როდესაც ისინი სათამაშოდ იყვნენ წასულები. ყველა კარადა სათითაოდ შეამოწმა. ამ შემოწმებაში კინაღამ გული გაუსკდა ისეთი რაღაცეები ნახა, მაგრამ მაინც თავისას აგრძელებდა. ერთადერთი რაც იქ არ უნახავს მოსაწევი იყო და ძალიან გაუხარდა. ისე სპორცმენი ადამიანი მაინც არ ეწევა.
ბოლო კარადას თვალი გაუსწორა, წინ დადგა და კარადა გამოაღო.
საბა ორჯონიკიძე. იმ ბიჭის სახელი და გვარი.
-აბა ვნახოთ რას მალავ. - ჩაიბურტყუნა თავისთვის. ამ დროს კი ვიღაცის სუნთქვაიგრძნო უკან. თეთე შეხტა, არ ელოდა, მაგრამ კარს რომ ღიას ტოვებდა რა ეგონა...
-ოპ, ოპ რაო, რა გვინდაო ბიჭების გასახდელშიო? - ისე უთხრა, გეგონება დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ. თეთე ხმას ვერ იღებდა. გულში მხოლოდ თავის თავს ლანძღავდა, კარი რომ დარჩა ღია. და თავის თავს დაჰპირდა ოღოდ ახლა ცოცხალი გადავრჩე და მეორე მოსვლაზე კარს აუცილებლად დავკეტავო.
-მე.. მეე- ქოშინებდა თეთე, თითქოს ორი წუთის წინ ძაღლი მოსდევდა,ისე ჰქონდა გული აჩქარებული.
-შენ? - საბაც იმავე ხმით აჰყვა თეთეს, მას კი ეს აგიჟებდა.
-მე...
-რა შენ? - ქოშინით ჰკითხა.
-ნუ აკეთებ ამას - ხელით წინ წაწია, უკვე ძალიან ახლოს იდგა და თეთეს ისედაც აჩქარებულ პულსს ეს ნამდვილად არ აკლდა.
-რას? - ხელები მაღლა აწია. - შენ შემოხვედი ჩემს გასახდელში და კიდე მე მეჩხუბები? - წელში გასწორდა და მხოლოდ ახლა გააცნობიერა ვინც იყო.
-მოიც შენ.. - ენა დაება. - შენ ის გოგო არ ხ...
-არა - გააწყევტინა თეთემ და წასვლა დააპირა, აი საბა კი აქ გაჯიუტდა.
-მოიც, მოიც. - კარი მიკეტა და თეთეს მოუბრუნდა.
-ჰმ, შენ ? ვა ვა, ახლა ჩემი პირადი საქმის გადაქექვა გადაწყვიტე?
თეთეს ცივმა და ცხელმა ოფლმა ერტდროულად დაასხა, აღარ იცოდა რა ეპასუხა.
-არ გეყო რაც დამამცირე? ახლა რაღა გინდა?
-რა გინდა ჩემს კარადაში?
-შენი არაა. ჩემი შეყვარებულისაა მოატყუა თეთემ.
-როგორც მახსოვს შეყვარებული არ მყავდა და...
-შენი არა სანდროსია. - რაღაც სახელი მობოდა.
-და სანდრო რომ აქ არავინ არაა? - ახლოს მიიწია თეთესთან. - ხომ ხედავ წესიერად ტყულიც არ გამოგდის. და რაც შეეხება ჩემს საქციელს, მართლა არ იყო დამცირება. უბრალოდ გავბრაზდი..
-ჰო და ბურთიც მაგიტომ გამარტყი თავში.
-ეგ ხუმრობა იყო.
-ხო, ძაან კარგი ხუმრობა.
ორი წუთი ასე იდგნენ, ხმის ამოუღებლად. ბოლოს თეთემ დაარღვია სიჩუმე და გავიდა.
უნივერსიტეტის გაზეთში მივიდა და წერა დაიწყო.
მე კი ერთი თავსატეხი აღმოვჩნდი გარყვნილი სტუდენტებისთვის. ოთახი, რომელიც მათი სურვილების დაკმაყოფილების ადგილი იყო, ჩავკეტე და გასაღები კარგად გადავმალე. თეთეს კი პატარა მინიშნებასავით დავაბეჭდინე გაზეთში. მეორე დღეს გაზეთის გოგოს ლანძღავდნენ. ეს ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმებში, მაგრამ სხვას მაინც არაფერს მოველოდი. უბრალოდ მინდოდა მიხვედრილიყვნენ, რომ სასწავლებელი სასწავლებლად იყო და არა სხვა რამეებისთვის.
იმ დღეს მე და თეთე გაზეთის ოთახში ვიყავით და ვსაუბრობდით ახალ თემაზე, რომ ის ბიჭი შემოვიდა ოთახში. საბა.
-პრივეტ გოგოებო - ფლიდის ღიმილით მოგვესალმა.
-შენ აქ რა გინდა? - თეთე წამოიჭრა.
-რაღაც საქმე მაქვს.
-კარგი მე გავალ - ოთახიდან გავედი და მარტოები დავტოვე. არ იყო ჩემი იქ ყოფნა აუცილებელი, თეთე ხომ მეორე დღეს სიტყვასიტყვით ჩამომირიკრიკებდა ყველაფერს.
-გისმენ.
-ანუ შენ ხარ გაზეთის გოგონა, რომელმაც ყველაფერი იცის.
-ვაა, ეს როგორ გაიგე? -ირონიით ჩაეკითხა თეთე.
-იმ ოთახზე გეწერა...
-ჰმ. - თეთეს ჩეცინა, რადგან პირველი ვიზიტორი ამ ოთახის შესახებ გამოჩნდა. ესეც ჩვენი გეგმა.
-შენც ხარ მაგ ოთახის ვიზიტორი და გაგიტყდა ხო? თუ იგივეს, რომ ვერ გააგრძელებ გაბრაზდი?
-არც კი იცი რა ჩაიდინე. - მთელი სერიოზულობით უხრა.
-ოჰ, კაი. თუ გგონია, რომ შენნაირების შემეშინდება ძალიან ცდები.
-იმ ოთახის ვიზიტორი არ ვარ მე და ეს მეორედ აღარ გაიმეორო. - ცოტა ხმამაღლაც მოუვიდა და თეთესთან მიიიწია. თეთეს დასცხა. ხელი ყელზე ჩამოისვა.
-მეორედ არაფერი აღარ დაწერო, გასაგებია? - მკაცრი ტონით ჰკითხა
-არა.- თეთემაც მშვიდად უპასუხა.
-სულ გინდა გამაგიჟო? - უყვირა. - საერთოდ რის მიღწევას ცდილობ?
-შეგიძლია უკან გაიწიო? - თეთე დაიბნა.
-რატომ? - გაუკვირდა.
-ვერ ვსუნთქა, ძალიან ცხელა.
საბას მკაცრ სახეზე ღიმილის ნაპერწკალმა გაიელვა. თეთეს მიუხვდა და თამაში გადაწყვიტა.
უფრო ახლოს მიიწია და სახე ყელთან მიუტანა.
-რა იყო? - ყელზე თბილი ორთქლი იგრძნო. - ხომ არ შგრცხვა? - ეს უკვე ზედმეტი იყო მისთვის და ხელი კრა, ოთახიდაან კი მოკურცხლა.



№1  offline წევრი mashomariami

წაიკითხეთ და შემაფასეთ. ძალიან მაინტერესებს ყველას აზრი.

 


№2  offline წევრი Yavisfertvala

Imena gijobaaaaaaaaaaa. Vgijdebi shenzeeeeeeeee

 


№3  offline წევრი mashomariami

Yavisfertvala
Imena gijobaaaaaaaaaaa. Vgijdebi shenzeeeeeeeee

მადლობაა❤❤

 


№4 სტუმარი Wero

გთხოვ მეტი აღარ გაგრძელოო(((((

 


№5  offline წევრი Yavisfertvala

Wero
გთხოვ მეტი აღარ გაგრძელოო(((((

Tu ar mogwons nu kitxulob

 


№6 სტუმარი სტუმარი ლიზა

გააგრძელე საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent