დრო {5}
შემდეგ თავში უფრო მეტ მოქმედებებს და ყველაფერს მეტს იხილავთ... ეს კი არ ვიცი როგორი გამოვიდა, მე არ მყოფნის, პატარა მეჩვენება მაგრამ დიდია აშკარად. ერთი სიტყვით ველოდები თქვენს შეფასებებს... ............ ცოტა ხნით კიდევ ილაპარაკეს, დარჩენილი ნაკვერჩხალიც რომ ჩაქვრა პლედებმაც ვეღარ გაათბო გაყინული სხეულები და დაშლა გადაწყვიტეს. სანდრო და ნინა დატოვა თავის ბინებში, ბოლოს ნატალის მითითებულ მისამართზე წავიდა. -აქ ცხოვრობდი? -საქართველოში არ ვყოფილვართ, ხუთი წელი იქნება რაც რუსეთიდან ჩამოვედით. -რუსეთში ცხოვრობდი? -ჰო, სკოლა რომ დავამთავრე მერე ანდრიაც გაჩნდა და მალევე წავედით. ჩემს მამამთილს სახლიაქვს იქ, ბიზნესიც და უნივერსიტეტიც იქ დავამთავრე. კატო იქ დაიბადა, იქ გაიზარდა მაგრამ ხუთი წელია აქ არის და იქით გახედვაც აღარ უნდა. დაქალები ყავს, უკვე იპრანჭება, ქალობს და ნიკოლოზს სულ მიგიჟებს. -ქალიშვილი სულ სხვაა… ელისაბედზე ვგიჟდები. ვერ ვეჩხუბები, ვერც უარს ვეუბნები და მაგარი დარხეული მაქვს. თან ტირილს იწყებს რამე ძალიან რომ უნდა და მერე საერთოდ ვჭედავ. -მე ვერასდროს ვუბედავდი მამას ეგეთებს, კატო კიარ ტირის, ეხუტება, ეფერება თაფლავს და მერე ყველაფერს იღებს რაც უნდა. -ნუცაც ეგეთიიყო… ანდრია? -არ ვიცი, მაბრაზებს ბოლო დროს, მოწევა დაიწყო, სულ გარეთ არის, სახლში გვიან მოდის და მაწყვიტავს ნერვებს. -რამდენის არის? -გაეცინა ნატალის უეცარ ცვლილებაზე, ხმაც კი სხვანაირი გაუხდა, უფრო დიდი სიყვარულით სავსე. -18-ს ხდება. ვიღაც გოგო უყვარს, მეუბნება ცოლად უნდა მოვიყვანოო… თავის ჭკუით მეღადავება… აქ გააჩერე… არ გადმოხვალ? -არა… სხვა დროს იყოს. -ლუკა მეწყინება გეფიცები… წამოდი გთხოვ. -კარგი. -მაქანა ავტოსადგომზე გააჩერა და ნატალისთან ერთად დაიძრა კორპუსისკენ. ზუსტად იმ დროს ამღერდა ნატალის ტელეფონიც. -ჰო დე?.. ლიფტში შევდივარ ახლა… რა ხმებია? ვინები გყავს… მამაშენი სახლშია?.. კარგი მოვა ორ წუთში. -როგორც კი გაუთიშა ღილაკს დააჭირა თითი და ტელეფონი ჩანთაში ჩააბრუნა. -ბიჭები ყავს, ყოველ დღე ჩემთან არიან, მე უფრო ხშირად მეძახიან დედას მგონი ვიდრე თავის მშობლებს. -ლალიც ეგრე წუწუნებდა მაგრამ ეხლა ისინი უფრო უყვარს მგონი ვიდრე მე. -სიყვარულით მეც მიყვარს ყველა, დეიდა რომ დამიძახეს ვეჩხუბე და იმის მერე მეძახიან დედას. -სახლის კარი გააღო თუარა მაშინვე გაიგეს ლაპარაკის და სიცილის ხმები. -დეე მოხვედი? -ყურებამდე გაღიმებული ხელებ გაშლილი ბიჭი გამოჩნდა, ნატალიზე ბევრად მაღალი იყო წლოვანების მიუხედავად, კისერზე მოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა, შემდეგ წარბები ასწია თვალებ გაფართოვებული გიგანის დანახვაზე. მართალი იყო ნატალი, ლუკას საშინლად გავდა ანდრია, მისი ნაკვთები და გიგანის მსგავსად მწვანე თვალები ჰქონდა. -მთვრალი ხარ? -ცოტა… აუ დე, არ მითხრა რო ნაშვილები ვარ და ეს კაცი მამაჩემია. -ჩაიფრუტუნა, ხელი გადახვია ნატალის და ისევ შეათვალიერა ადგილზე გახევებული გიგანი. -ნუ ცანცარებ! -თავში წამოარტყა ხელი. -ბიძაშენია, რომ გეუბნებიდი გავხართქო არ გჯეროდა. -ვაა მართლა? მამაჩემს არ ვგავარ ესე ტო. -ჩაიცინა და ლუკასკენ დაიძრა. -მიხარია შენი გაცნობა… პროსტა ძიას ვერ დაგიძახებ და არაუშავს ხო? -დიდი ხნის უნახავი ნაცნობივით გადაეხვია, ზურგზე მიარტყა ხელი და მერე წარბ შეკრული ნატალისკენ შებრუნდა. -დაბოლილი ხარ? -აუუ დედაა კარგი რა. -ხმა აღარ გამცე საერთოდ! -აუ რა უნდა შენ დას ტო, რას მიტრა.კებს… ჩემი ტოლი რომ იყავი არ ეწეოდი? -შენი ტოლი რომ ვიყავი ისეთებს ვაკეთებდი შენ ვერც გაიაზრებ, არც უნდა გაიფიქრო საერთოდ… -ჩუმათ ჩაილაპარაკა და ნატალის შეხედა. -დაანებე თავი რა, რომ ეჩხუბები და უშლი უარესს გააკეთებს, მეც ეგრე ვიყავი, ეს ბავშვიც მე მგავს. საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები. -თვალი ჩაუკრა დას, მერე ყურებამდე გაკრეჭილ ანდრიას შეხედა. -ჯიგარი ხარ ძიაა… -ხელი მიარტა მხარზე და მერე ნატალისკენ წავიდა. -ჩემი სიყვარული ვინ არის? ყველაზე ლამაზი დედა ვის ყავსოო? -ლოყები გაუწელა დაბღვერილ ქალს და იქვე მიაკრო ტუჩები. -ეე კაი რას მებღვირები, გამიღიმე და ისე შემოდი შიგნით თორე გამექცნენ ბიჭები. -ჩემი გოგო სად არის? -აქ ვაარ! -თავი გამოყო მისაღებიდან. -სტუმარი გყვაავს? ანდრიას როგორ გავს… თუ ანდრია გავს… -გაიცანი ჩემი ძმა ლუკა. -უი ის ძია ლუკა? შენ რომ გვიყვებოდი? -ჰო დე. -გამარჯობა. -თბილად გაუღიმა გიგანს. ლუკა კი გაოცებული უყურებდა, ერთადერთი რაც ნატალისი ჰქონდა მომაჯადოვებელი ღიმილი იყო, დანარჩენთ სულ მამამისს გავდა. ბუნდოვნად მაგრამ მაინც ახსოვს ნიკოლოზ ხელაშვილი, ცისფერთვალება, ყავისფერი თმის მქონე ბიჭი, სკოლაში ყველა გოგოს რომ უყვარდა. ბევრჯერ უთქვამს რომ გავიზრდები მეც ნიკასნაირი უნდა ვიყოო მაგრამ აზრები შეეცვალა თავისი და რომ წაიყვანა. -გამარჯობა პატარავ. -იცი რამდენი ხანია მინდა შენი გაცნობაა? -ნატალის მსგავსად გაიღიმა და ლაითად გადაეხვია. -ზუსტად ისეთი ხარ როგორსაც წარმოვიდგენდი. -ეგ კარგია? -ძალიან… შემოდი აქ რას დგახარ. -დიდ მისაღებში შეიყვანა, სადაც სამ ბიჭს მოეყარა თავი, ტელევიზორის წინ ჩამწკრივებულიყვნენ ლუდებით ხელში და ფეხბურთს უყურებდნენ. ყველა სათითაოდ გააცნო კატომ, რომ დაიქოქა აღარ გაჩუმდა, ყველაფერი გამოკითხა გიგანს და თავის შესახებაც მოუყვა. ისევ გაისმა კარის გაღების ხმა, მალე კაცის სხეულიც გამოჩნდა, რომელმაც უცებ მოხვია ხელი იქვე მომლოდინედ მდგომ ცოლს და ტუჩებზე დაეტაკა. -მომენატრე. -მეც. -მაშინვე გაინაბა ნატალი. -რა ქენი? -მამიი. -ფეხზე წამოფრინდა კატო და მაშინვე კისერზე მოეხვია მამას. -ჩემი პრინცესა. -ლოყაზე აკოცა, მერე ერთ ხმად წამოძახილ “გამარჯობა”-ს გამოეხმაურა. -ნიკა… ნახე ვინ მყავს აქ. -ფეხზე წამომდგარ ძმას მოეხვია და ლოყაზე აკოცა. -ვაა ლუკა? -გაოცებულმა ასწია წარბები. მთლიანად შეათვალიერა ის პატარა ბიჭი ბოლოს რომ ნახა, მერე კი ყურებამდე გაიღიმა. -არ მეგონა აქ თუ გნახავდი. -ხელი ჩამოართვა და უცებ გადაკოცნა. -მე საერთოდ ვერც იმას ვიფიქრებდი დღეს ნატალი თუ დამადგებოდა თავზე. -მხრები აიჩეჩა სიცილით. -რომ გიყურებ სულ პატარა ლუკა მახსენდება და მინდა მოგეფერო. -სიცილით დაიძრა სამზარეულოსკენ, გიგანსაც ანიშნა გამომყვიო და ისიც კუდში აედევნა. -მე უფრო ახალგაზრდა მახსოვდი. -20 წლის მერე პირველად მხედავ, მე კიდე მივლის ჩემი ცოლი და დაბერების საშვალებას არ მაძლევს. -მამიი ხვალ ეკოსთან ვრჩებით გოგოები და დავრჩები ხო? -ვინები? -მე ლიზი და ნინო. -და რა პონტია რო რჩები? წადი, ღამე დამირეკე და წამოგიყვან. -აუ მამა 15 წლის ვარ, იქით წელს თექვსმეტის ვხდები და დაქალთან მინდა დარჩენა… ძმაკაცთან არ დარჩენილხარ? -არა მეთქი კატო და ნუღარ მელაპარაკები. -კაი დარჩეს რა გჭირს… მეც ავალ და შევამოწმებ სიტუაციას. -სიცილით გადახვია ხელი დას და თავზე აკოცა. -ხო რა, ანდროც ამოვა… გთხოვ რა მა. ერთხანს უყურა შვილებს, მერე თვალები აატრიალა და ბოლოს მაინც დათანხმდა. -სანამ დაიძინებ დამირეკავ იცოდე, ტყუილების გარეშე თორე ექსკურსიაზე აღარ წახვალ. -მიყვარხარ. -ლოყაზე აკოცა სწრაფად, მერე ტელეფონში ჩაძვრა და ყურებამდე გაკრეჭილმა დატოვა სამზარეულო. -მგონი დამერხა… -რატო? -სამი წლის გოგო ყავს. -სწრაფად მოუმზადა ქმარს ვახშამი, მის გვერძე მოთავდა და ლუკას შეხედა. -ღმერთო არ მჯერა რომ აქ ხარ. -აუ დე მეც მშია. -სამზარეულოში შევიდა ანდრია და სკამზე დაებერტყა. -ჭამე მერე. -აუ ნატალიი… კარგი რაა. -რატომ არაფერს ეუბები არ მესმის. -მაინც წამოდგა ფეხზე და გაცხელებული საჭმელი თეფშზე დაუდო. -რომ დავუშალო რა? აღარ მოწევს? -კარგით ეხლა… შენ კიდე დედაჩემო ნუ ნერვიულობ რა. -წავიდნენ ისინი? -ჰო. -კატო მა მოდი აქ. -ჰოუ. -დაჯექი მოდი, რა წესია. -შენ ვერავისთან ვერ დარჩები ქალბატონო, ახლა გამახსენდა. -რატოო? -ხვალ ბებიაჩემთან მინდა წასვლა ნიკა… და მყავს, ნუცა, ორსულად არის და… თან რამდენიხანია ბებიაჩემი არ მინახავს. -შენც მიდიხარ? -ჩუმად მჯდომ გიგანს შეხედა, სიტუაციას რომ აკვირდებოდა და თავისთვის ეღიმებოდა. -საღამოს ავალ მე. -და უკან როდის ჩამოხვალთ? -ზეგ. -თვალები გაუბწყინდა ნატალის და ნიკას ლოყაზე აკოცა. -ხვალ მეც მივდივარ ბათუმში ორი დღით და გაგიყოლებთ. -ჩვენც მოვდივართ? -წარბაწეულმა შეხედა დედას კატომ. -კატო ნერვები არ მომიშალო ახლა. -მაა… -ნუ უყურებ მამაშენს, ჩემთან ერთად მოდიხართ ორივე. -სხვა დროს დარჩი ეკოსთან. -აუ რაა… სოფელში რა მინდა დედა? -ღადაობ ხო? -ჩაიცინა ლუკამ. -არ არიან ნამყოფები ჩემი შვილები სოფელში და არ იციან არაფერი. სოფელი მარტო ძროხები და ქათმები გონიათ. -სერიოზულად? -წარბები ასწია გაოცებულმა. -მაშინ ხვალ განახებ როგორია სოფელი. -აუ არ მინდა წამოსვლა რა. -შენი დაქალებიც წამოიყვანე თუ გამოუშვებენ. -მართლა? -გახარებულმა შეხედა ლუკას, მერე დედას და ბოლოს ნიკას. -ჰო აბა, სოფელში რომ ჩადიხარ ხალხით უნდა ჩახვიდე, ისე იქ არავინაა. მერე როგორც გინდა ისე ერთობი. ღამე ცეცხლს ვანთებთ ხოლმე, გიტარა, პლედები, ჰამაკი და ბებოს გამომცხვარი ხაჭაპურები. -ნერწყვი მომადგა… ჩემზე დიდი მაინც ყოფილიყავი, ახლა თავს რაღაცნაირად ვგრძნობ. -ტუჩები დაბრიცა ნატალიმ. -შენი არა მაგრამ ნიკას ძმაკაცები მყავს გიჟები. ვაიმე ნიკა ის პატარა ბავშვი გახსოვს? ლუკასთან ერთად რომ იყო ხოლმე სულ… სანდრო. -მგონი ჰო, არ ვიცი. -დღეს ვნახე, ისიც ისეთი შეცვლილია რომ ვგიჟდები… ლუკა ნუცა ხო მოდის? -კი. -რა თქვი? შვილი გყავს? -ელისაბედი, საღამოს ავალ მაგასთან ერთად. -რა კარგია ბიძაშვილი. -მალე დეიდაშვილიც გეყოლება. -ვაიმე რა მაგარია, ესენი დას აღარ მიჩენენ და შენს შვილს მაინც გავპრანჭავ… არა ისე არც მინდა და, არც ძმა… -რატომ? -მერე იმაზე გადაიტანენ ყურადღებას, მეც აღარ ვეყვარები იმდენად მამას და ჩემს მაგივრად პატარას მოეფერება. -მე რაღა უნდა ვთქვა. -წარბები ასწია ანდრიამ. -შენ მე რომ არ გყავდე არაფერი გეშველებოდა, უნდა გიხაროდეთ რომ გავჩნდი, ჩემნაირი თბილი და კეთილი ადამიანი არ არსებობს, ის ერთადერთიც სახლში გყავართ ხომ ხედავთ. -კალთაში ჩაუჯდა ნიკას და ლოყაზე აკოცა. -იმას ვაღიარებ შენ რომ არ მყავდე ჩემი ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა. -ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ძმას, თან ლოყით მამის ლოყას მიეყრდნო. -კიდევკაი… -ჩაიცინა პატარა ხელაშვილმა. -წავედი მე, გვიანია, მეც დაღლილი ვარ, ნასვამი და ვითიშები. -იყავი კიდევ ცოტახანი რა. -არა წავალ… ხვალ გნახავთ. -შუბლზე აკოცა ლიკას და გასასვლელისკენ წავიდა. -სხვა დროს ვილაპარაკოთ. -ხელი ჩამოართვა ნიკას, ტანზე მიკრულ დიშვილს თავზე მიაკრო ტუჩები, ანდრიას თვალი ჩაუკრა და სახლიდან გავიდა. -ხვალამდე… -ხელი დაუქნია ლიფტის მოლოდინში ადგილზე გაჩერებულს, ლუკას გაუჩინარების შემდეგ თვითონაც მიხურა კარი. მანქანაში მოთავსებულმა ცოტა ხანს საჭეს ჩამოადო შუბლი, რამოდენიმე წამით სუნთქვა შეიკავა, თავი სტკიოდა ყველაფერზე ერთად ფიქრისგან. სწრაფად გასწორდა, სახეზე ხელები ჩამოისვა, შემდეგ მანქანა დაძრა და იქაურობას გაეცალა. არ იციდა სად წასულიყო, სახლში მარტო ვერ რჩებოდა, გადაჩვეული იყო ცარიელ სახლში ყოფნას. ბოლოს თავი ნაცნობი კორპუსის წინ ამოყო. დიდხანს ფიქრობდა გადასულიყო თუ არა მანქანიდან, შემდეგ ყველა ფიქრი გაფანტა, სწრაფად გააღო კარი და ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა შესასვლელისკენ. ბოლო სართულზე ასული დახურული კარის წინ გაჩერდა, შემდეგ ჯიბიდან გასაღები ამოიღო, სწრაფად გახსნა და ძველი ბინის კარი შეაღო. ერთ ადგილზე გაშეშებული ჩაბნელებულ ოთახს უყურებდა. ზურგს უკან მიხურა კარი, შემდეგ მისაღებისკენ დაიძრა. გვერდი აუარა შუშის თაროზე განლაგებულ სურათებს, რომლებზეც ყველა ბედნიერი წუთი იყო გამოსახული. სამზარეულოში ძველი ვისკის ბოთლი იპოვნა, კარადიდან გამოღებულ ჭიქაში ნახევრამდე დაასხა და სურათებს მიუბრუნდა. ცალი ხელი შარვლის ჯიბეში ჩაეყო და ერთ ერთ ფოტოს როგორც დიდ შემოქმედებას ისე აკვირდებოდა. მარიამის დაბადების დღე იყო, პირველი დაბადების დღე ქორწინების შემდეგ. შავი ტანზე მომდგარი კაბა ეცვა და სხეულის ყველა დეტალს შესანიშნავად გამოუკვეთდა. გვერძე მდგომ გიგანს უყურებდა გაბწყინებული თვალებით, მის წვრილ წელზე რომ შემოეხვია თავისი დიდი ხელი და ზევიდან დასცქეროდა ცოლს. მისი ნაცრისფერი თვალები გაახსენდა, ყოველთვის რომ ბწყინავდა, ხან სიხარულისგან, ხან სიყვარულისგან და ხანაც ბრაზისგან. სხვა სურათისკენ აღარ გაუხედავს ისე შეაღო თავისი საძინებლის კარგი. ყველაფერი თავის ადგილზე იდო, მარიამის სუნამოებიც, მისი მუქი წითელი ჟაკეტი ისევ სკამზე იყო გადაკიდებული როგორც ყოველთვის. ინსტიქტურად წაიღო ხელი ჟაკეტისკენ და მაშინვე ცხვირთან მიიტანა. სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა ტანში, თვალები მიენაბა როგორც კი მისი სურნელი ისევ იგრძნო. მერე ჯიბიდან ამღერებული ტელეფონი ამოიღო და მარიამის სურათის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. არც დაფიქრებულა ისე უპასუხა და მალე მისი სახეც დაინახა. -ლუკა აქ ხარ? -ჰო. -არ ჩანხარ… ბნელა, აანთე შუქი. -რომელი საათია იცი მარიამ? -გეძინა? აქ თერთმეტია. -არ მძინებია… -სწრაფად აანთო შუქი. -რა გჭირს? -მაშინვე იკითხა როგორც კი მისი ჩაწითლებული თვალები დაინახა. -არაფერი… არ მძინებია უბრალოდ, რატომ რეკავ შენ? -მისაღებში სავარძელში ჩაეშვა ოხვრით და მარიამს შეხედა. -ელისთან მინდოდა ლაპრაკი. -პირველი საათია მარიამ. -ჩაიცინა, თან თითებით თვალები მოისრისა, შემდეგ იდაყვით დაეყრდნო მუხლს და ნიკაპი ხელის გულს ჩამოადო. -მოხდა რამე? -მარიაამ… -კარგი რა, ვერ ვიძინებ, ბავშვი მენატრება და შენ მაინც მელაპარაკე… ჩვენ სახლში ხარ? -კედელზე დაკიდებულ სურთს მოჰქრა თვალი და მაშინვე იცნო თავისი სახლი. -ჰო აქ ვარ, ელის თბილი ტანსაცმელი უნდა წავიღო. -დაბნეულმა უცებ გასცა პასუხი. -პირველ საათზე? -მაშინვე აკისკისდა მარიამი. ლუკა კი მიშტერებული უყურებდა ყოფილ ცოლს, იმ მომენტში წამალივით სჭირდებოდა. ადრე ყოველთვის მარიამით წყნარდებოდა, უბრალოდ ელაპრაკებოდა, კალთაში ჩაუდებდა თავს ყველაფერს მოუყვებოდა და მთლიანად იცლებოდა. -რა გჭირს ლუკაა? -უნდა წავიდე… ხვალ დაგალაპარაკებ ელისაბედს. -უნდოდა ყველაფერი მოეყოლა, მაგრამ სრულიად საპირისპირო უთხრა, თვითონაც ვერ იგებდა რატომ იქცეოდა ასე, სულ არეული ჰქონდა გონება და გადაღლილი ფიქრებსაც ვეღარ ალაგებდა. -კარგი. -ცოტახანი ჩუმათ უყურებდა, ეგონა გადაიფიქრებდა და დაელაპრაკებოდა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს ისე გათიშა გიგანმა. ტელეფონი იქვე მიაგდო, ფეხზე წამოდგა, გზადაგზა იხდიდა და საძინებლისკენ მიიწევდა. ბოლოს თავის მხარეს დაწვა, თავი ბალიშს დაადო და ღრმად ჩაისუნთქა. ცალი თვალი გაახილა თუარა მარიამის ბალიში დაინახა, რამოდენიმე წამი ღრმად სუნთქავდა და ისე უყურებდა, მერე ხელი მოკიდა ტანზე მიიდო, სახე ბალიშში ჩარგო და მალევე გაითიშა. ***** -რას აკეთებ? -ოთახში შესულმა წარბები შეკრა ნუცას დანახვაზე. ჩანთაში თბილ ტანსაცმელს ტენიდა, თან რაღაცას ღიღინებდა. -ხვალისთვის ვალაგებ ჩანთას. -გითხარი მიდიხართქო და არ მახსოვს? -საბაა… კარგი რა. -გაღიმებული მიუახლოვდა, კისერზე მოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა. -ხომ მიშვებ. -არა. -სწრაფად მოკიდა შეზნექილ წელზე ხელი და თავისკენ მისწია. -უნდა მახვეწნინო თუ რა მაფიაა. -არ ვიცი, მაგრამ ჩემი დათანხმება შესაძლებელია. -მომაშორე ხელები. -უცებ დაუძვრა მკლავებიდან და კარადას მიუახლოვდა. -დღეს საყიდლებზე რომ წამიყვანე და გამაბედნიერე ეს გიყიდე. -პატარა ყუთი გამოიღო და საბასკენ დაიძრა. -მართალია იდიოტი ხარ, გულს მტკენ ვერ გიტან და სულ მატირებ… მაგრამ თუ ცოლისგან არ გინდა უბრალოდ ნუციკოსგან აიღე. იცოდე თუ გამაბრაზებ დავამტვრევ. -ღადაოობ? როდის მოასწარი ყიდვა? -გაოცებული უყურებდა ეფლ საათს. -დღეს სანამ ლიკას ელაპარაკებოდი. -ზურგი აქცია და ტანსაცმლის ჩალაგება განაგრძნო. არაფერი უთქვამს საბას, საათი ყუთიდან ამოიღო, მერე მომღიმარი მიუახლოვდა ნუცას, მუცელზე მოხვია ხელი და მოშიშვლებულ მხარზე აკოცა. -ნუცი… -სწრაფად შეატრიალა თავისკენ. -მადლობა… რამდენი ხანია მინდა ყიდვა იციი? ვერ მოვახერხე მაღაზიში გასვლა. -ვიცი და მაგიტომ გიყიდე. -აბჭყვიალებული თვალებით უყურებდა საბას. -მერე? არ უნდა გამიკეთო? ხომ იცი არ მევასება ეს ჩალიჩი და დააკავშირე ჩემ ტელეფონთან რა. -მომეცი… მანამდე ცხელ შოკოლადს გამიკეთებ? -გვიანია უკვე, არ გეძინება? -ბატიბუტიც მინდა, კინოს ყურებაც. მინდა რა. -კარგიი. -გაღიმებული დაიძრა სამზარეულოსკენ. სწრაფად გაანათა ეკრანი, სენსორს თითი აუსვა და კოდის გარეშე რომ გაიხსნა თვალები გაუფართოვდა. ყურებამდე გაიღიმა, აცრემლიანებული თვალებით გაიხედა ღია კარისკენ მაგრამ ვერავის მოჰკრა თვალი. სწრაფად დააკავშირა საათი ტელეფონთან, ყველაფერი ჩაწერა, მერე ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში შევარდა. -გავაკეთე. -მეც. -გაიღიმა და მთლიანად შეათვალიერა. -ნუ მიღიმი ეგრე. -უკმაყოფილოდ ჩაილაპრაკა, ჭიქა გამოართვა და მაგიდაზე შემოჯდა. -რატო? ვშტერდებით? -ტაფას თავსაფარი დააფარა, ნუცას ფეხები გააწევინა და მათ შორის მოთავსდა. -უარესი მემართება… გაიწიე თორემ გადავისხავ ამ შოკოლადს ზედ. -სუნთქვა აუჩქარდა, მაგიდაზე დადო ჭიქა საბამ და წელზე მოხვეული ხელით თავისკენ მისწია. -საბა… -ჯანდაბა რატო ხარ ასეთი. -თმა ყურზე გადაუწია, მერე ლოყაზე მიეფერა ცერით და ქვედა ტუჩზეც გადაატარა თითი. მაისურის ქვეშ ნაზ კანზე აატარა ხელი და ბიუსჰალტერის შესაკრავი შეუხსნა. გაეღიმა ნუცას მინაბულ თვალებზე და ათრთოლებულ ტუჩებზე სულ ოდნავ შეეხო. ზურგიდან ხელი მუცელზე გადაიტანა, ოდნავ მიეფერა, შემდეგ მკერდისკენ აასრიალა თითები და მსუბუქად მოუჭირა. მთელ ტანზე ცეცხლი ეკიდა ნუცა, სხეული უთრთოდა საბას შეხებისგან და აზროვნების უნარსაც კარგავდა. უნდოდა გაეჩერებინა რადგან მერე ისევ გული არ სტკენოდა, მაგრამ ვერ აჩერებდა. სიამოვნებდა ყველა მისი შეხება და ამ წუთებს ვერაფრით დაკარგავდა. თვითონაც აჰყვა კოცნაში ფეხები წელზე მოხვია და სხეულზე უფრო მეტად აეკრა. -საბა… -ჩამწყდარი ხმით ამოილაპარაკა დამწვრის სუნმა რომ შეაწუხა. -ჰო… -ყბის ძვალზე მიაწება ტოჩები, შემდეგ ყელზე და თითები უკანალზე მოუჭირა. -ღმერთო... -ქვედა ტუჩზე იკბინა. -იწვის! -ჯანდაბა. -სწრაფად მოშორდა ნუცას და ტაფას მივარდა. უცებ გადადგა მეორე მხარეს, დამწვარ ბატიბუტს დახედა, მერე კი ნუცასკენ შეტრიალდა დოინჯ შემორტყმული. ცოტახანი უყურა სახე არეულ ქალს, მერე სიცილი დაიწყო. -რა გაცინებს საბაა. -სულ აუწითლდა სახე და სახეზე ხელები აიფარა. -გამომაშტერე. -პირზე ჩამოისვა ხელი. -სულ დაიწვა. -მმ… თავიდან გააკეთე რა. -სერიოზულად? -მართლა მინდა. -მაგიდიდან ჩამოხტა და მაცივრის კარი გამოაღო. -სხვა რამე ხომ არ მოგინდა. -აი ამ პლიტკას შევჭამ, შენ ბატიბუტი გააკეთე, მანამდე მე კინოს მოვძებნი… -მიდი. -მზერა გააყოლა ნუცას, როგორც კი თვალს მიეფარა თვალები დახუჭა და თმებში შეიცურა თითები. -ამის დედაც. -თმები აიჩეჩა, მერე ტაფის სახელურს მოკიდა ხელი და დამწვარი პოპკორნი სანაგვეში ჩაყარა. საძინებელში რომ შევიდა ნუცა უკვე ფილმს უყურებდა. ლეპტობი ფეხებზე ედო და ბატიბუტის მოლოდინში ლამის ფჩხილებს იჭამდა. -რა წესია, რატომ არ დამელოდე. -გვერძე მიუწვა, ლეპტოპი თავის ფეხებზე დაიდო, ბატიბუტით სავსე ჯამი კი ნუცას ჩაუდო კალთაში. -ეხლა ჩავრთე. -თავი ჩამოადო მხარზე და გატენილი პირით ამოილაპარაკა. -საბა -რაიყო. -ხვალ ხომ მივდივარ? -ქვევიდან უყურებდა აბჭყვიალებული თვალებით. -იმედია ჩვენი შვილი ბიჭია, თორე რა გაუძლებს შენნაირ გოგოს, მითუმეტეს შენნაირი თვალებით. -ანუ? -მიდიხარ ხო. -ნუ ისედაც წავიდოდი მაგრამ მაინც გაგახარე გკითხე. -და მე რომ დამიჯერო ტეხავს? თუ რარის? -არა ძვირფასო, ჩვენ სხვანაირი ცოლქმრობა გვაქვს, ვალდებულებები არ გაგვაჩნია ერთმანეთის მიმართ, შესაბამისად არც რამეს უნდა მოვითხოვდეთ ერთმანეთისგან. მაგ ბრძანებული ტონით საუბარს თუ არ შეეშვები მეც დავიწყებ მერე გაჭედვებს, იმას ვერ ვიტანდი მამაჩემი რომ მეუბნებოდა რამეს და... -რა გინდა ეხლა, უცებ გავხადო ვალდებულიანი? -წარბაწეულმა დახედა ზევიდან. -არ უბრალოდ ეგრე მკაცრად ნუ ირგებ ქმრის როლს… მოიცა რა თქვი? -წარბშეკრულმა გაუსწორა თვალი მომღიმარ ჯავახიშვილს. -უზნეო! გაჩუმდი და მაყურებინე ფილმს. -ეს რაარი რეებს მაყურებინებ. -სიცილით ჩაილაპარაკა მეტად ჩახლართულ სიუჟეტზე. ნუცამ თვალების ტრიალით შეხედა ეკრანს და მაშინვე გაუფართოვდა ცისფერები. -თუ რამე გინდა პირდაპირ მითხარი ნუციკო, ეს შემოვლითი გზები რა საჭიროა. -სიცილს ვერ წყვეტდა ნუცას აწითლებულ სახეზე. -მოკეტე! პირველად ვუყურებ ამ კინოს, მერავიცოდი ასეთი რაღაცეები თუ იქნებოდა… საერთოდ აღარ მინდა ყურება, მომშორდი, მომაშორე ეს რაღაცეები და დავიძინებ. -კაი რაზე ბრაზობ, მოდი აქ, უყურე და მერე დაიძინე. -ხმა არ ამოიღო იცოდე. -ვჩუმდები. -თავზე აკოცა, შემდეგ კინოს ყურება განაგრძნო. შუა ფილმის დროს ჩაეძინა საბას მხარზე თავ ჩამოდებულს. ცარიელი ჯამი ააცალა ფეხებიდან ლეპტოპიც გვერძე მდგომ ტუმბოზე დადო, მერე ფრთხილად დააწვინა საწოლზე წესიერად, გადასაფარებელი გადააფარა და ხელები მოხვია. თვალებ დახუჭულმა შეისუნთქა ნუცას სურნელი, რაღაც განსხვავებული არომატი ჰქონდა მის კანს, ისეთი საბასაც რომ აბრუებდა. ***** დილით კარზე გაბმულმა ზარმა გამოაღვიძა, ცალი თვალი ოდნავ გაახილა, ნუცა რომ ვერ დაინახა ნახევარი ტანით წამოიწია მუცელზე მწოლი. ოთახი მოათვალიერა, ბოლოს ღია კარში წამით გამოჩენილ ქალის სხეულს მოკრა თვალი. ჩაცმული ნუცას დანახვამ ცოტა გააკვირვა, მარჯვენა ხელი გადასწია ტუმბოსკენ, ტელეფონს მოკიდა ხელი და საათს დახედა. ორი საათი იყო დაწყებული, თვალების ფავნეტით წამოდგა, სპორტული ჩარვალი ამოიცვა და წელს ზემოთ შიშველიმა დატოვა ოთახი. -ნუცაა ყავა გამიკეთე რა. -აბაზანაში შესვლამდე გასძახა. -გაგიკეთე უკვე! -მოვალ ახლავე. -ყურადღება არ მიაქცია ნუცას ბედნიერ ხმას და აბაზანაში შევიდა, იქიდან კი პირდაპირ სამზარეულოში გადაინაცვლა. -ვინ იყო… გამარჯობა. -სკამზე დასკუპებული ქალის დანახვაზე გაიღიმა, ნუცას წელზე მოხვია ხელი და ლოყაზე აკოცა, მერე თითები გამოსდო ჭიქისყურს. -როგორ ხარ ნატალი? -კარგად შენ? -ჯერჯერობით მეც… რა ხდება? რატომ ბწყინავ? -დღეს ბებოსთან მივდივარ დაგავიწყდა? -შიშველ ტანზე გაუშტერდა თვალი, მერე სწრაფად მოვიდა აზრზე და მომღიმარ ჯავახიშვილს შეხედა. -რომ ჩაიცვა არა? -ნწ… -ტუჩზე იკბინა, მერე ნატალის შეხედა. -შენ მიგყავს? -ჩემ ქმარს მივყავართ. -უკვე მიდიხართ? -ველოდები ნიკას, უნდა მოვიდეს და ჩავალთ. -რატომ არ გამაღვიძე აქამდე ნუცა. -არ შემიძლია მე შენი გაღვიძება, ისე საყვარლად გძინავს გაღვიძებას რომ ვაპირებ გული მღალატობს და ვერ გაღვიძებ. -ტუჩები დაბრიცა და ნატალის წინ დაჯდა. -რაა? -არაფერი. -მხრები აიჩეჩა, მერე უფროს გიგანს შეხედა, ისიც ლუკასავით აკვირდებოდა სიტუაციას. -გუშინ იმდენს რას ალაგებდი? ერთი დღით არ მიდიხარ? -ჟაკეტი ჩავდე, შარვალი და.. რას მეკითხები, რაც მჭირდებოდა ის ჩავდე. -თვალები აატრიალა, მერე საძინებლისკენ წავიდა. -მოვიდა ნიკა. -ტელეფონიდან ამოყო თავი და საძინებელში შესულს გასძახა. -მოვდივაარ. -იმ ვიღაც დათოსთან არ მიუშვა. -მომღიმარ ნატალის შეხედა ყურადღებით რომ უსმენდა. -მივხედავ. -თავი გააქნია და თვალი გააყოლა ნუცასკენ მიმავალ ჯავახიშვილს. -ჭკვიანად მოიქეცი, თორემ თუ გავბრაზდი ისევ უხეში საბა გავხდები. -იქვე მივდებული მაიკა გადაიცვა და წინ ჩამოუდგა ნუცას. -სახლში არავინ მომითრიო. -ჩანთანს მოკიდა ხელი მაგრამ მაშინვე გამოართვა საბამ. -რაა? -გაოცებულმა შეხედა გიგანს და მერე სიცილი ატეხა. -ვეჭვიანობთ? -მე არა, იმიტომ რომ ისედაც ვიცი ვიღაცეებთან რომ დაეთრევი, შენ თუ გინდა იეჭვიანე. -რეებს მაბრალებ? გინდა გავჭედო და წასვლამდე გეჩხუბო? -წარბ შეკრულმა მოკიდა მკლავზე ხელი და თავისკენ შეაბრუნა. -ან დაეთრევი რა სიტყვაა? რა გინდა? -არაფერი არ მინდა… გამიშვი სირცხვილია სიძესთან, არც ვიცნობ. -ჯანდაბა… ისეთი კმაყოფილი სახით მიყურებ ნერვები მეშლება… -ლოყებზე მოუჭირა თითები და გამოწეულ ქვედა ტუჩზე კბილები მოუჭირა. -ნერვებს მიშლი ნუცა! -წავალ და აღარ მოგიშლი. -რომ მიდიხარ ნაგაზე მეშლება ნერვები… -ვაიმე საბაა… შენ მთლიანად ჩემი არსებობა გიშლის ნერვებს და რა ვქნა გავქრე? -ძალიან შემაჩვიე ენა… -მეჩქარება! გამიშვი ხომ ხედავ მარტო გტოვებ, გშორდები ცოტახნით. -არ წახვიდე… -უფრო მეტად მიიზიდა თავისკენ და თვალებში ჩააშტერდა. -არ იცნობ ნატალის, რა გინდა მაგასთან? იქნებ საერთოდ არაა ნოლმალური და ვიღაც… -ბებიაჩემის სანახავად მივდივარ მე, არც ისე გამიჩნდება რამე გრძნობა ნატალის მიმართ და არც ასე, მითუმეტეს ერთ დღეში. -ჩუმათ ჩურჩულებდა საბას ტუჩებთან, ისე უნდოდა შეხებოდა უკვე წვას გრძნობდა. -წესით უნდა იცოდე რომ ვინმეს შესაყვარებლად წლები მჭირდება, ვინმეში ნატალიც შედის თავისი ოჯახით, ის რომ სოფელში წასვლა შევთავაზე არ იშნავს იმას რომ ყველაფერი დავივიწყე და შენს ძმაკაცზე გაბრაზებული არ ვარ, ან სიდედრზე, უცებ გამოჩენილ შვილს რომ მიახტა. ახლა მომშორდი და დატკბი იმ დროით რასაც გაძლევ. -კარგი. -რამოდენიმე წამი უყურებდა, მერე ტუჩებზე დაეტაკა და ნუცაც უცებ აიყოლა კოცნაში. -ვერ გიტან. -თმაზე მოკიდა ხელი, უკან გადააწევინა თავი და თვითონ აკოცა. -შენს აფერისტულ ქცევებს ვერ ვიტან… მაგრამ ჩემს არეულ ჰორმონებს რა ვუთხარი, მსიამოვნებს ეგ აფერისტობაც. -რეებს ლაპარა… -მოკეტე… წავედი მე, რაც გინდა ის ქენი. -მოწყვეტით აკოცა, ხელიდან ჩანთა გამოსტაცა და საძინებელში დატოვა ადგილზე გაშეშებული ჯავახიშვილი. გონს რომ მოვიდა უკვე სახლიდან გასული იყო ნუცა. სახეზე ჩამოისვა ხელი და თავის თავზე გაეცინა ასეთ სიტუაციაში რომ ჩავარდა. სულ უფრო და უფრი თამამდებოდა ნუცა, თავის პოზიციას იბრუნებდა და დიდად საბას სიტყვებსაც აღარ აქცევდა ყურადღებას. ნუცას ნაყიდ საათს დახედა, შემდეგ სწრაფად მოწესრიგდა და სახლიც დატოვა. ***** -მიდი და დამირეკე რომ გამოხვალ. -დიდი შენობის წინ გაეჩერებინა მანქანა და დაძაბულ ნინას უყურებდა ადგილიდან რომ არ იძვროდა. -ნინა. -არ მინდა შესვლა. -კაი რა, როგორც ვიცი საუკეთესო ფსიქოლოგია, თან ისეთი რომ ნებისმიერ თემაზე შეგიძლია ესაუბრო. -ლუკა… -კაცია თან, ქალებზე ლაპრაკი არ გაგიტყდება და არც მკერდი ექნება ყურადღება რომ გაგეფანტოს. -უცებ მიაყარა სიტყვები. -რაა? აბა ქალიო? -თვალებ დაჭყეტილმა წამოიყვირა. -თავის ქმარს სურპრიზი მოუწყო ათი წლის თავზე და დასასვენებლად არიან. -არ მინდა ვსო! მითუმეტეს კაცთან საუბარი. რაღაცნაირები ხართ, უემოციოები. -კარგიი… წავიდეთ სადმე, დავჯდეთ და მე მელაპარაკე გინდა? -წავედი. -ლოყაზე აკოცა ლუკას და არაფრის თქმა არ დააცადა ისე გადახტა მანქანიდან. ქურთუკი მჭიდროდ მოიხვია ტანზე და კიბეები აირბინა. შიგნით შესულმა ლუკას ნაკარნახები სახელი იკითხა და მითითებული ოთახისკენ დაიძრა. კარზე მიაკაკუნა რომელსაც ზედ რევაზ დიასამიძე ეწერა, კაცის სასიამოვნო ხმაც წამსვე გაისმა. სულ მალე კი 35 წლამდე კაცის წინ აღმოჩნდა. -გამარჯობა. -შავ თვალებს გაუსწორა თავისები და ცოტახნით ერთ ადგილას გაჩერდა. -გამარჯობა… ნინა ხომ? -დიახ. -გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. მაშინვე მიიბყრო ყურადღება კაცის ნაზმა კანმა, ისეთი იყო ხელის გაშვება აღარ უნდოდა. თავის ფიქრებზე გულში გაეცინა მერე სწრაფად გამოსწია ხელი და უხერხულად შეიშმუშნა. -დაბრძანდი. -იქვე მდგომ სავარძელზე მიუთითა, თვითონ კი პატარა სამზარეულოს მიუახლოვდა, ეტყობოდა რომ თავისით მოეწყო ყველაფერი, დენის მადუღარა იდგა, გვერძე შუშის ქილებში მოთავსებული ყავა, ჩაი და შაქარი. თითქოს სპეციალურად ჰქონდა ასე მოწყობილი, შინაურ გარემოს ქმნიდა, ისეთს მეგობართან ერთად რომ დაჯდებოდი და ლაპრაკს გააბავდი. -ყავა თუ ჩაი? -წამით გამოხედა დაბნეულ ნინას. -ყავა. -ასეც ვიფიქრე. -კარადიდან გამოღებულ ორ პატარა ჭიქაში ყავა ჩაყარა, ადუღებული წყალი დაასხა და ლანგარზე შოკოლადთან ერთად დაალაგა, მერე კი ნინასკენ დაიძრა. -მიირთვი. -არ მინდა მადლობა. -გინდა დამიჯერე. -დაკვირვებით შეათვალიერა წინ მჯდომი ქალი, ფეხს ნერვიულად ათამაშებდა, თითებს იმტვრევდა და აქეთ იქით აცეცებდა თვალებს. -ნინა. -ისე წყნარად წარმოსთქვა წულუკიძის სახელი წამსვე მიიპყრო ქალის ყურადღება. -დალიე. -კარგი… უბრალოდ ეგრე ნუ მათვალიერებთ. -პირველ რიგში ფორმალობები მოვაშოროთ, ასე არაფერი გამოვა, ახლა კი გისმენ. -რას? -მოყევი აქ რატომ ხარ? -საერთოდ არ მინდოდა აქ მოსვლა, ჩემმა მეგობრებმა დამაძალეს. -ყავა ოდნავ მოსვა, ისეთი გემრიელი იყო გაკვირვებულმა დახედა ფინჯანს. -გემრიელია. -იტალიიდან ჩამოვიტანე, ვმოგზაურობ ხოლმე. -გაოცებულ ნინას უყურებდა გაღიმებული და თვითონაც აგემოვნებდა თავის მომზადებულ ყავას. -აბა? ვისხდეთ ასე თუ თან ვილაპარაკოთ? -საუბარი არ მინდა. -კაცის მომღიმარ ტუჩებს დააკვირდა, შემდეგ თვალები მის მაღალ ყელზე გადაიტანა და ტანისკენ ჩაუყვა. -კარგი. -მხრები აიჩეჩა უდარდელად და ყავა ისევ მოსვა. ისე აკვირდებოდა ნინა თითქოს რენტგენში ატარებდა, წვრილ თითებს უყურებდა ფინჯნის საყურეზე რომ მოეხვია და არაფრის მთქმელი გამომეტყველებით მიირთმევდა კოფეინით გაჟღენთილ სითხეს. -ვიჯდეთ ასე, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ილაპარაკებ თუ არა, ისედაც დილიდან სხვების საუბარს ვუსმენ, დავისვენებ მაინც. -ფეხი ფეხზე გადაიდო, თან თვალი გაუსწორა ეჭვით მომზირალ წულუკიძეს. -კარგი ჯანდაბას. -თვალები აატრიანა ნინამ, ყავა იქვე, პატარა მაგიდაზე დადო და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა. -ეს უკვე მომწონს. -ლესბოსელი ვარ. -არ ხარ. -სანამ კიდევ ერთ ყლუპს დალევდა მანამდე თქვა, შემდეგ თავისი ფინჯანიც ნინას ჭიქას გააყოლა და ცისფერებში ჩახედა ქალს. -უკაცრავად? -ქალებს რომლებსაც ქალები მოსწონთ, ამ შემთხვევაში როგორც შენ იტყოდი ლეზბოსელებს, კაცები არ აინტერესებთ. -ვერ ვხვდები… -შენ მხოლოდ ქალები არ მოგწონს, ანუ ბისექსუალი ხარ. -საიდან იცით? -როგორც შევთანხმდით ფორმალობების გარეშე. -გაიღიმა და ისევ განაგრძო საუბარი. -რაც შეეხება შენს კითხვას… ფსიქოლოგიურ გამოცდილებას მივაწეროთ. მოდი ის მითხარი პირველად როგორ ან რატომ მიგიზიდა ქალმა. -არ მახსოვს. -მაშინ შენი პირველი შეყვარებულით დავიწყოთ. -ამაზე საუბარი არ მსურს. -სარივით დაეჭიმა სხეული. -ანუ მაგედან მოდის ყველაფერი. -შეიძლება წავიდე? -სუნთქვა შეკრული წამოდგა ფეხზე. -თუ გნებავს... რა თქმა უნდა შეგიძლია. -ნახვამდის. -კარისკენ ისე დაიძრა ზედაც აღარ შეუხედავს დიასამიძესთვის. -შეხვედრამდე ნინა. მხოლოდ ესღა გაიგო და კაბინეტის კარიც გაიხურა. სწრაფად გავიდა შენობიდან, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა ერთ ადგილას გაშეშებულმა და თვალები ერთმანეთს დააჭირა, შემდეგ კი უკან აღარ მიუხედავს ისე მოშორდა იქაურობას. ***** -დე იცი დღეს მამიკომ იქ უნდა წამიყვანოს, ლა ქვია მა? -ტელეფონი ეჭირა ხელში, მარიამს ელაპარაკებოდა, მეორე ხელს კი კისერზე ხვევდა გიგანს. -სოფელში. -ჰო, ბებოსთან. -ეთოსთან მიგყავს? -ჰო. -წამით დახედა მომღიმარ ქალს, შემდეგ ისევ წინ გაიხედა. -რა კარგია… მეც მინდა… იცი რა კარგია იქ დეე? ბევრი ბავშვები არიან ზაფხულში… ახლა რა გინდათ იქ, ხომ კარგად არის ეთერა? -ნუცამ აიტეხა. -გასაგებია… -ჩაიღიმა, მერე ისევ ელისაბედის ტიკტიკს უსმენდა. -დე იცი მე ლუკას ვუყვავალ. -ვუყვავალს ნუ ამბობ დე, ვუყვარვარ თქვი. -ხო ვუყვალვალ. -ვიის? ვინაა ლუკა? -უცებ შეკრა წარბები გიგანმა და მარიამმის სიცილიც შემოესმა. -ჩემი ლუკაა! -ვინ შენი ლუკა ნერვები არ მომიშალო! დაივიწყე ბიჭები და სიყვარულები. -მე ალ მიყვალს მა, მე შენ ლუკა მიყვალხალ… -თვალებ გაფართოვებულმა ჩაილაპარაკა უცებ. -ნუ იცინი მარიამ! შენმა შვილმა სიყვარულობანა მომინდომა ვერ ხედავ? -ღმერთო რას მოვესწარი, კი ამბობდი არავის მივაკარებო, მაგრამ მერავიცოდი სამი წლის ბავშვზე გაჭედვებს თუ დაიწყებდი. -ნერვებს ნუ მიშლი. -უკან ჩასვა ელისაბედი და ტელეფონიც დაუტოვა. -მერე დე? მომიყევი აბა ლუკაზე. -ალა, მელე მოგიყვები, მამაა აქ. -ჩურჩულით დაილაპარაკა სანამ გიგანი მანქანაში ჩაჯდა. -შეგჭამს ჩემო სიცოცხლე! -სიცილს ვერ წყვეტდა. -როგორ მომენატრე დეე, ცუდად ვარ უკვე. -მეც მომენატლე. -ტუჩებ დაბრეცილმა ჩაილაპარაკა. -წავედი მიძახებენ… მიყვარხარ პატარავ. -მეც. -მერე კიდევ დავრეკავ. -კაიი. -ჰაერივანი კოცნა გაუგზავნა, შემდეგ თვითონ გათიშა და ტელეფონი ლუკას გაუწოდა. -ვინ არის ლუკა მამი? -ჩემთან ელთად დადის ბაღში. -რაო მერე რა გითხრა? -მიყვახალო. -მერე? -ოო შენ ალ გეტყვი. დედიკოს ვეტყვი მელე. -მე რატო არ მეტყვი ვითომ? -იმიტო ლო გოგოების საქმეა ეგ, შენ ბიჭი ხალ. -რას ატრა.კებ, მომიყევი თორე გადაგიყვან სხვაგან და ვეღარ ნახავ ვერც ლიზიკოს ვერც მაგ ლუკას. -ალა! დედიკოს გალეშე ალ მოგიყვები! -პატარა ხელები გულზე დაიკრიფა და წარბშეკრულმა გააქნია თავი. -კარგი, დავურეკოთ მერე. -აუ მაა… -რა? -ღიმილი ვერ შეიკავა და სარკიდან გახედა. -დედასთან წამიყვან? -ჯერ ვერა მა. -მელე კიი? -მერე კი. -მთელი გზა ლაპარაკობდა ელისაბედი, ლუკა უსმენდა და ბავშვურ კითხვებზე ღიმილით სცემდა პასუხს. შემდეგ სანდრომ დაურეკა, ელისაბედს კი ცოტახნით გაჩუმება მოუწია. -სად ხარ? წახვედი უკვე? -არა, ელისაბედი ახლა გამოვიყვანე ბაღიდან, ჯერ სახლში ავალ და მერე წავალ… რა გინდოდა? -მეც წამიყვანეთ, საქმე არ მაქვს არაფერი, ლალიაშვილის ჩა*მული ავწმინდე, ერთი-ორი მოვცხე და ყველაფერი რიგზეა. -სად ხარ? ამოხვალ ჩემთან თუ გამოგიარო? -გიოსთან ვარ და აქ გამომიარე. -კარგი. -აუ რამე თბილი ჟაკეტი წამომიღე რა შენი. -კარგი. -როგორც კი გაუთიშა სიჩქარეს უმატა და სახლამდეც მალე მივიდა. პატარა ბჭყვიალა ჩანთაში ჩაულაგა ელისაბედს თბილი ტანსაცმელი, რაც სჭირდებოდა ყველაფერი აიღო და სახლი დატოვა. სანდროს აყვანის შემდეგ მალევე ჩავიდნენ სოფელში, ელისაბედი სახლისკენ გაიქცა თავისი ჩანთით, ლუკა და საბა პარკებით დატვირთულები შევიდნენ. მოღრუბლული ამინდი იყო, ეტყობოდა საღამოს ღრუბელი ჩამოწვებოდა და ყველაფერი ნისლში გაეხვეოდა. -ბებოო! -როგორც კი ქალი დაინახა მაშინვე მისკენ გაიქცა და მუხლებზე მოეხვია. -ჩემო დახატულო… რამხელა გაზრდილხარ ბები. -მომენატლე! ჩვენთან ლატო ალ ჩამოდიხალ. -დანაოჭებულ ლოყაზე აკოცა და მისი ჩაკოცვნით შეწუხებული მალევე მოშორდა. -სადღა შემიძლია ბებო, დავბერდი. -რა გეტყობა დაბერების, უფრო გაახალგაზრდავდი ბოლო ნახვის შემდეგ. -სიცილით შეიჭრა მისაღებში სანდრო და იქ შეკრებილებს მოავლო თვალი. -ჩემი გოგო ჩამოვიდა თავის შვილებთან ერთად და აბა რა იქნებოდა. -თავზე მიაკრო ტუჩები მომღიმარ ნატალის. -მოდი ჩემთან ჩემო პატარა. -კალთაში ჩაისვა ნუცამ ბავშვი და ყელში აკოცა. -ნატოო… აბა, ესენი არიან შენი შვილები? -ჰო, კატო და ანდრია, ეს ლუკას ბავშვობის მეგობარია. -ლუკას ყველაფერი ვარ მე, ხანდახან ცოლობაშიც გავდივარ. -თვალი ჩაუკრა ორივეს, თან ხელი ჩამოართვა. -რასაც გეტყვით ყველაფერი არ დაუჯეროთ, ძირითადად ხუმრობს ხოლმე. -სიცილით გახედა დიშვილებს და პრკებიდან საჭმელების ამოლაგება დაიწყო. -შეეშვი ბები მაგას, მე მივხედავ. -გიხარია დიდი შვილთაშვილები ბებო? -რას მეკითხები, ისეთი ბედნიერი ვარ აღარ ვიცი რა გავაკეთო… ისე ჭიანები კი არიან, არაფერს ჭამენ. -გატყუებს! რაც მოვედით იმის მერე იმდენჯერ მაჭამა კუჭი მაქვს ცუდად. -სიცილით თქვა ანდრიამ და პატარა გიგანის ყურადღებაც მიიქცია. -მა… -სწრაფად მივიდა ლუკსთან და ფეხზე მოხვია ხელები. -რა მა? -ხელში ააფრიალა და ყელში აკოცა მოკისკისეს. -ესენი ვინალიან? -შენი მამიდაშვილები, ანუ ნატალი ჩემი დაა და შენი მამიდა, როგორც ნუცა. ესენი ანდრია და კატო შენი მამიდაშვილები. -მე ლო მალტო ნუცა მყავდა მამიდა? -ნატალი მამიდა უცხოეთში იყო პატარავ და ახლა მოვიდა ჩვენთან. -დედა ლოა წასული ეგლე? -ჰო… არ მიხვალ მამიდასთან? -ალა. -ყურში ჩუმათ ჩასჩურჩულა, სახე მამის ყელში ჩარგო და ისე გახედა სავარძელზე მჯდომ ქალს, მერე თვალები ფეხზე წამომდგარი ბიჭისკენ გადაიტანა. -მოდი შენ ჩემთან, უკან ეზოში ბებოს საქანელ ქონია იცოდი? -ხელები გაიშვირა ელისკენ და გიგანმაც უცებ წამოსწია თავი. -მათლა? -ჯერ თითქოს ისევ ყოყმანობდა, ლუკას კისერზე მოხვეულ ხელს არ აშორებდა და ყურადღებით ათვალიერებდა ანდრიას. -მოდი ხო. -ხელი დაუქნია და ელისაბედიც უცებ გადაიხარა მისკენ. -მეც მინდა თქვენთან ერთად. -ფეხზე წამოხტა კატო, უკან აედევნა ორივეს, თან ელისაბედი შეათვალიერა. -ეგრე იცის თავიდან, შეგეჩვევა ცოტახანში და შენთანაც მოვა. -არაუშავს, ჩემებიც არავისთან მიდიოდნენ ხოლმე. -მე თქვენი არ მესმის, უცნაური ხალხი ხართ. -რას გვერჩი ნუცაცო? -შენ არაფერს სიყვარულო, ამ დაძმაზე ვამბობ. აქამდე როგორ არ ნახეთ ერთმანეთი არ მესმის. ვერც ვერასდროს გავიგებ… სიმართლე რომ გითხრათ ჩვემი აქ წამოსვლის მიზეზი ბებო იყო და კიდევ შენი შვილები, რომლებსაც ჩვენი შვილები უნდა იცნობდნენ. -აბა რაა… უნდა იცნობდნენ რათქმაუნდა. -გვერძე მიუჯდა ეთო შვილიშვილს. -მაგრამ ახლა არ გვინდა ამზე კამათი, წამოხტით, შეწვით მწვადი, ვაზის ფოთლის ტოლმა გავაკეთე დღეს, იმასაც გაჭმევთ. -ხინკალიც ჩამოვიტანე ბებო გაყინული იყო და შედე მაცივარში გაფუჭდება. -ხინკალი რამ გაყიდინა ბიჭო? აქ ვერ გავაკეთებდი? -კაი რა ეთერ რატომ უნდა გეწვალა. -თავზე გადაუსვა ხელი თავისზე დაბალ ქალს, ლოყაზე აკოცა, შემდეგ მომღიმარ ნუცას ჩაუკრა თვალი. -კარგი კარგი... წავალ წყალს დავდგავ და მოვხარშავ ბარემ. -სახეზე ეტყობოდა რომ ესიამოვნა ზრუნვა და ბედნიერი დაიძრა სამზარეულოსკენ. -ლუკას ბებოს გაკეთებული ხინკალი არ უყვარს. -ნატალის გასაგონად ჩაილაპარაკა ნუცამ. -აუ შენ უნდა ნახო რომ გააკეთებს ხოლმე და უყურებს როდის შეჭამს, ეს კიდე არ იმჩნევს, დაუღეჭავად ყლაპავს ხოლმე მგონი. -სიცილით თქვა სანდრომ, თან ფანჯარაში მომავალ ქალის სხეულს მოჰკრა თვალი. -ეს ვინაა? -ვინ? -უკან დაბრუნებულმა ეთომ მაშინვე გასწია ფარდა. -ვაიმეე! ჩემი გოგო ჩამოვიდა! -სწრაფად გააღო კარი და გარეთ გავარდა. გაკვირვებულები გაჰყვნენ უკან ეთერს, ისე ეხვეოდა 25 წლამდე ქალს ნატალისაც არ მოჰხვევია ასე. ისიც ყურებამდე იღიმოდა, რაღაცას იძახდა და ლოყებს უკოცნიდა მოხუც ქალს. მერე ხელი გადახია და მასთან ერთად წამოვიდა სახლისკენ. -როდის ჩამოხვედი? -ახლახანს მოვედი მარშუტკით, ციცო და ალექსი ვნახე და შენთან წამოვედი. -მოდი მოდი, ჩემები არიან ჩამოსულები. -წინ გაუშვა და თვითონაც უკან მიჰყვა. -გამარჯობა. -ყველას მიესალმა, ბოლოს სავარძელში მჯდომ ფაღავას შეხედა ყურადღებით რომ ათვალიერებდა, უცებ გაუსწორა თავისი ცისფერები ქალისას და ჩაიღიმა სხვა მხარეს რომ გაიხედა. მერე კი ეთერის საუბარმა მიიქცია ორივეს ყურადღება. -გაიცანით ლილე, ესენი ჩემი შვილიშვილები არიან. -სათითაოდ ჩამოუთვალა ყველას სახელი და სანდროც თავის შვილიშვილებში ჩაწერა. -სასიამოვნოა. -ლილე… შენ ის ლილე არ ხარ ჩემთან და დათოსთან ერთად მდინარეზე რომ იპარებოდი ხოლმე. -კიი… გახსოვს? -რათქმაუნდა… უბრალოდ მერე აღარ ჩამოდიოდი ხოლმე. -ჩემები არ მიშვებდნენ, რომ გავიზარდე მერე დავიწყე მარტო სიარული, წლებია უკვე ყოველ თვე ჩამოვდივარ. -რა კარგია. -ჰოო ამას უფრო ხშირად ვნახულობ ვიდრე თქვენ. -ბებო კაი რა. -ვფიქრობდი და გამახსენდა საიდან მეცნობი. -სიცილით გააქნია თავი ლუკამ.-დაახლოვებით ერთი თვის წინ გნახე, ზებრაზე გადარბოდი. -სერიოზულად? -ჰო. -მიდი იმათ დაუძახეთ შესცივდებათ, შეშაც შემოიყოლე ლუკა და აანთე ბუხარი, თქვენ წამომყევით და მომეხმარეთ გავშალოთ სუფრა. -რა სუფრა ბებო? ჩვენს პონტში გვინდოდა დასხდომა. -რა მნიშვნელობააქვს? რაღაცაზე ხომ უნდა ჭამოთ. მერე გარეთ დაანთეთ ცეცხლი და იქ გადადით. -კარგიი. -სიცილით გააქნია თავი, თან სანდროს შეხედა, თვალს რომ არ აშორებდა ლილეს. -სანდრო. -ჰო. -დაბნეულმა ახედა ლუკას. -წამო. -ხელი დაუქნია და აბუზღუნებული ეზოში გაიყვანა. -აუ ცივა რაა, მომეცი ჟაკეტი არ ჩამომიღე? -ჩემს ჩანთაშია… წამომაღებინე ესენი. -რა კაი ტიპია. -დაჭრილ შეშას იღებდა უცებ რომ წამოიძახა და მომღიმარ ლუკას ახედა. -რა? მომეწონა როგორც გოგო. -არაფერს ვამბობ. -მხრები აიჩეჩა და სახლისკენ დაიძრა. -წამოიყვანეთ ელი და შემოდით. -იქვე მოთამაშე დიშვილებს გასძახა, ელისაბედს რომ დასდევდნენ, მერე ხელში აჰყავდა ანდრიას, ჰაერში აფრიალებდა და ისიც კისკისებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.