ცოდვების ხარჯზე... (თავი 7)
ერთი კვირა უთვალთვალეს ტყუპებმა დავითს, თავიდან თითქოს არაფერი, მხოლოდ სახლიდან პარკშ გადიოდა სასეირნოდ, შემდეგ ნელნელა აუწყო დროს, ბოლო სამი დღე ერთსა და იმავე რესტორანში დადიოდა, რამდენიმე სტუმარი სახლშიც ეწვია, ორჯერ ახალგაზრდა ბიჭიც დაინახეს სახლიდან ჯინსის მოსაცმლის ქვეშ დამალული ოთხკუთხა კოლოფით. გეგონებოდა ტორტი მიაქვსო ისეთი შეფუთვა ჰქონდა, თუმცა გამომძიებლებს არ გაჭირვებიათ მიხვედრა რეალურად რაც იდებოდა შიგნით, ეს კი უკვე სერიოზულ ეჭვს ნამდვილად ბადებდა. -მაგარი ამბავი მაქვს გაბრიელი_იოანე შეუვარდა ერთ დღესაც ძმას ოთახში. -გისმენ_თავიც არ აუწევია გაბრიელს. -ჩვენს დავითას რესტორანი აქვს_საქმიანი სახით ჩამოუჯდა ტყუპს წინ. -მერე?_უცებ ვერ მიხვდა ბიჭიც -ბიჭოო, რა ტყუპის სახელს მიფუჭეებ, შენი აზრით ნარკოტიკი როგორ შემოაქვს და გააქვს ასე იოლად? -ჯანდაბას მაგისი თავი, ფულს ათეთრებს? -ასე გამოდის_მხრები აიჩეჩ იოანემ და ძმის პირდაპირ მდგარ საკუთარ მაგიდას მიუჯდა. -რესტორანი, შეკვეთები, კლიენტები, საკვების ყიდვა და შემოტანა, ამის დედაც, იდეალური ვარიანტია. ჩხრეკისთვის ბრძანება მოვითხოვოთ? ტელეფონის კონტროლზე ისედაც მოგვცემენ უკვე უფლებას. -მაგ ნაბი*ვარს სხვის სახელზე აქვს ყველაფერი_ტუჩები აიბზუა იოანემ. -აბა რაიცი მისი როა? -გავიკითხე, უფროსად ყველას მას ასახელებს, მაგრამ ოფიციალურად რესსტრში რომ ვიქექე რესტორანი ვინმე ვიტალი გიორგაძეს ეკუთვნის. -ეგ ვინღა ჯანდაბაა? -ბაზაში არაა, მალხაზი თუ გვიშველის_წამიერად ჩაფიქრდა იოანე. -იცი რას ვფიქრობ, დავითი არც ისეთი გამბედავი მგონია, ამხელა პარტია მოეპარა და ვალად დადება მოეფიქრებინა, თანაც მარტო ვერაფერს იზამდა, ვიღაც უნდა ყოლოდა ვინც ამ იდეას ჩაუნერგავდა, გააბედინებდა, შეაგულიანებდა. -ანუ შენ ამ ვიტალიზე ფიქრობ?_წინ გადმოიწია იოანე -თუნდაც, ფაქტია დახმარება ან თუნდაც დაცვა დაჭირდებოდა, ბახალას ისეთი სახელი აქვს უბრალოდ ვერავინ გაუბედავდა ამხელა შეურაცყოფას._ფანქარს ათამაშებდა გაბრიელი. -სწორი ხარ ხომ იცი შენ, მემგონი სანდროსთან ვიზიტის დროა_ისევ წამოიმართა იოანე და მანქანის გასაღები შეათამაშა ხელში. სოფიას წასვლის შემდეგ ვერაფრით მოახერხა სანდრომ გონება მოეკრიბა, ფანჯრის ცივ მინას შუბლი მიადო დ ამოიხვნეშა, რამდენიმე წუთში კონსტანტინე მობრუნდა და უსიტყვოდ ამოხედა უფროს. ადგილიდან არ იძვროდა და ბოლომდე ელოდა ბრძანებას. თვალებ დახუჭულმა კიდევ რამდენიმე წუთი გაატარა ასე და ბოლოს მაგრად მოიჭირა ხელი შუბლზე. -ის დამპალი მოათრიეს ადგილზე?_შეცვლილი, უკვე ცივი ხმა გაისმა ოთახში და ვერც მიხვდა ისე დაუარა კონსტანტინეს შიშმა სხეულში, იგრძნო კარგი არაფერი მოყვებოდა ამ ტონს. -ქოხშია._ნერწყვის გადაყლაპვა ძლივს მოიფიქრა ბიჭმა. -მაშინ რაღას ვუცდით, ვერ ამოიღებ ხმაას_შეუტია ბიჭს და მაშინვე წავიდა კარისკენ მძიმე ნაბიჯებით. რამდენიმე საათში სისხლიანი ხელებით გამოვიდა სანდრო ტყეში ჩადგმული პატარა ქოხიდან და მზაკვრულად ჩაიცინა, სახემოღრეცილ კონსტანტინეს თვალი აარიდა და მძღოლს სველი სალფეთქი ჩამოართვა. -ერთით ნაკლები მევალე გვყაავს_ხელები ერთმანეთს გაუსვა და ბედნიერს გაეცინა. -ისეთი მეთოდები გაქვთ უფროსო სხვა გზა არააქვთ, ყველას აალაპარაკებთ_უკმაყოფილება ჩანდა ბიჭის ხმაში. -თუ რამე არ მოგწონს კოსწია რომელი გზითაც მობრძანდი იმ გზით დაახვიე_წარბშეკრული მიუახლოვდა ბიჭს. -იცით რომ არ წავალ და მიტო მელაპარაკებით ასე_თავი ჩაქინდრა მოწყენილმა. -მაშინ ენა გააჩუმა და ნუ შემე*ი, მოკამათე და ჭკუის დამრიგებელი სოფიაც მეყოფა_წამიერად გათქვა გულის ნადები და რომ მიხვდა რაც წამოაყრანტალისასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და უფრო გამკაცრებული მიუბრუნდა მძღოლს -ამ ნაბი*ვრის სახლში მივდივართ. კიდევ ორი საათიც და ბახალას ქონება რამდენიმე ათასით გაიზარდა. ლაღად იღებდა სანდრო საკუთარი ხელით სეიფიდან ფულს და ვერც კი ამჩნევდა უკან, პატარა ფანჯარაში დამონტაჟებული კამერა როგორ უღებდა. ფულით ხელში კმაყოფილი გამოვიდა სახლიდან და ბანკისკენ წავიდა, კვალის დასაფარად ფული სხვადასხვა ანგარიშებზე ჩარიცხა და ბახალას მისწერა. ახლა მხოლოდ დავითი და გიორგიღა დარჩა. გიორგის ძებნაში დის მონახულებაც შეიძლება, დავითს კი ტყუპი გამომძიებლების დახმარებით მოიხელთებს, ახლა უკვე ფულის ამოღებაზე მეტად შურისძიება ამოძრავებს, ტყუილად კიარ ჰყავს გაბრიელი სიძედ. სიცილით გადააქნია თავი, ვითომ მას შეეკითხა ლილუ გამომძიებელს რომ მიყვებოდა, თუმცამაშინ ჯერ კიდევ გაფრენილი ჰქონდა და დას მისი არსებობის შესახებ არაფერს აგებინებდა. წარსულის გახსენებას თავი აარიდა და დასთან წაყვანა თხოვა მძღოლს. როგორც ტყუპების ცოლებს შეეფერებოდათ ისე შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ ნენე და ლილუ. ნენეს პატარა ბარბარე კისკისით დარბოდა ეზოში და ახალი ფეხ ადგმული ძალას არ იშურებდა აღმოჩენილი პეპელა რომ დაეჭირა. ლილუ ხითხითით ადევნებდა თვალს და ყურადღებას არ ადუნებდა ბავშვის წაქცევა რომ არ გამოპარვოდა. რვა თვის ორსულს ცოტ უჭირდა სწრაფად გადაადგილება, მაგრამ ისეთ პატარა მუცელი ქონდა დიდ დისკომფორტს ვერც გრძნობდა. ნენე სადილს ამზადებდა და ცალი თვალი კარისკენ ქონდა, იქნებ სასწაული მოხდეს და იოანე დაბრუნდესო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი, ქმარზე უზომოდ შეყვარებულს მისი მონატრება ყოველ წუთს კლავდა. იცოდა როგორც კი მოახერხებდა მოვიდოდა და ცოლ-შვილს მთელი სიყვარულით ჩიკრავდა გულში. იოანე არა, მაგრამ რამდენიმე წუთში სანდრომ შემოაბიჯა ეზოში და დისკენ წავიდა გაღიმებული. -სანდრიკოო_ხმამაღლა შესძახა ქალმა და ხელები გაიშვირა ძმისკენ. -მომენატრე ლილუ. -მეც ცუდო ბიჭო, არც კი მნახულობ. ბარბარე ფრთხილად საყვარელო_ჩაჩოქილ ბავშვს გასძახა და თვალის კუთხით შეამჩნია როგორ წამოდგა ადგილიდან სანდრო. მოთამაშე ბავშვისკენ დაიძრა და თავადაც აჰყვა, ჰაერში ახტუნებდა და კულულებიანი გოგოს კისკისი მთელ მიდამოს აყრუებდა. ღიმილის გარეშე ვერ უყურებდნენ ქალები უზარმაზარ სანდროს ხელებში მოქცეულ გალეულ ბავშვს, სანდრო კი ვერაფრით მიხვდა ბავშვის სუფთა თვალებში ჩახედვის შემდეგ რატომ ამოუტივტივდა სოფიას მზერა. -სადილი მზად არიიის_ნენეს ხმაც გაისმა და მაშინ მიხვდა ბიჭი როგორ მოშიებოდა, კონსტანტინეც სამზარეულოსკენ წაიყვანა და თავადაც დას მიყვა უკან. ნასიამოვნებმა დახედა პატარა ქერა ქალბატონს, მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ ის ერთი საათი რაც მასთან თამაშში გალია საოცრად დაეხარა დასვენებაში, მაშინ საკუთარ პრობლემებზე არც კი ეფიქრებოდა. -ბინა გამომიცვალე_მანქანისკენ წასულმა გასძახა კონსტანტინეს და ბიჭის გაოცებული სახე ამჯერადაც დააიგნორა. -ის ყველაზე უსაფრთხოა. -იყო, არ მინდა იმ ქალბატონმა ჩემზე რამე იცოდეს, მითუმეტეს მოსვლა შეეძლოს, იქნებ და გიორგისთან ისეთი ახლო ურთიერთობა აქვს ყველაფერი ჩაუკაკლოს. გიორგიზე კი რატომღაც მგონია სულ ტყუილად ვფიქრობ იოლად, მარტო რომ იყოს მხოლოდ თავისი ძალებით ამდენ ხანს ვერ დამელოდებოდა_დაფიქრებულმა მოიქექა შუბლი და ამღერებულ ტელეფონს დახედა. -გისმენ სიძე. -სანდრო უნდა შევხვდეთ_სერიოზულობას არ კარგავდა გაბრიელი. -გასაგებია, ადგილი მომწერე და მოვალ. დარწმუნებული ვარ ისევ რაღაც მოხდა_თავი გადააქნია და კონსტანტინეს გახედა -ბინა შეცვალე დღესვე, თუმცა შესასვლელ კამერას ყურადღება მიაქციონ მაინც, რავიცი რახდება, იქნებ რამეში დავჭირდე_ჩუმად ჩაიბუტბუტა ბოლო სიტყვები და ფანჯარაში გაიხედა ბიჭის გაღიმებული სახე რომ არ დაენახა. კიდევ ერთი პაკეტი ჩააბარა პატრონს გიორგიმ და სიცხისგან შეწუხებულმა მოიყუდა ნაყიდი წყალი. ნერვებმოშლილი გულს ვერაფერს უდებდა სოფია რომ ახსენდებოდა, ისევ სცადა მისი ნახვა, მაგრამ გოგომ ისევ კინწისკვრით გამოაგდო, გარკვევით უთხრა ჩემს სიახლოვეს აღარ დაგინახოო, თუმცა გიორგი ასე იოლად არ დანებდება. იქნებ ის არ მოწონს ასე უფულო რომ ვარ? ფიქრებში ჩაეფლო ბიჭი, იქნებ ისეთი უნდა ვისაც კარგი მანქანა ეყოლება? უზრუნველად აცხოვრებს? რასაკვირველია, ის ხომ თავად მოკლებულია თითქმის ყველაფერს და კაპიკებით ცხოვრობს, მეორე გაღლეტილი რაში სჭიდება? ღვარძლიანად ჩაიფრუტუნა და ხვალინდელი დღის გეგმას გადაავლო თვალი. უკვე წარმოიდგინა როგორ უჭირავს ყველაზე დიდი შეკვეთის პატრონის პაკეტი ხელში. რომ დატყდეს? იმდენს იშოვის დავითსაც დაემალება, იქნებ თავად გაასაღოს? იმხელა შეკვრა იქნება პატარებში სულ იოლად გაასაღებს, ფულიანი მამიკოს შვილებიც კარგად გადაუხდიან. უკვე გაღიმებულმა გააგრძელა ფიქრი, -მერე რა რომ სუფთა ჰეროინი იქნება? რომ გადაამეტონ და გაიგუდონ? რა მისი ბრალია, ხომ არ დააძალებს ყიდვას, თავისი ნებით იყიდიან და დიდ დოზასაც თავისი ნებით გაიკეთებენ_მხრების აჩეჩვით უპასუხა თავისივე შეკითხვას და დროებითი სამყოფელისკენ გასწია ხვალინდელი დღის მოლოდინში. უკვე რამდენიმე საათი იყო გასული რაც უფროსისთვის ახალ სახლს ეძებდა კონსტანტინე, მანქანაში მჯდომი პლანშეტიდან არ წევდა თავს და ყურადღებას არ აქცევდა პარკში მჯდომი უფროსი როგორ ესაუბრებოდა შეფარვით ორ გამომძიებელს. ბინის თვალიერებაში ძლივს შეამჩნია დაცვის სამსახურიდან გამოგზავნილი ვიდეო და მაშინვე ჩართო. მთელი ძალით აბრახუნებდა ხელებს ახალგაზრდა გოგო ძველი სახლის კარზე და გამიღეთს იძახდა. რამდენიმე წუთში დამონტაჟებული კამერა შეამჩნია და მუდარით სავსე მზერით ამოხედა თითქოს ბიჭს. -გთხოვ_ჩაილაპარაკა ტუჩებით გაფითრებულმა სოფიამ და კიდევ ერთხელ მიარტყა ხელი დაკეტილ კარს. ლამის გამოგლიჯა კონსტანტინემ მანქანის კარი და პლანშეტით ხელში გაიქცა უფროსისკენ. ხვდებოდა ეს გოგო ნელნელა რამხელა მნიშვნელობას იძენდა სანდროს და უნდოდა მალევე ენახებინა მომხდარი. აღარც დაფარული შეხვედრა აინტერესებდა, აღარც ზურგით მჯდომი გამომძიებლები, უფროსოს ყვირილით მიაჭრა სანდროს და თვალებგაფართოებულ კაცს ქოშინით გაუწოდა პლანშეტი. -სოფიას ვჭირდებით_სახელის გაგონებაზე მაშინვე დასტაცა პლანშეტს ხელი და როგორც კი საკუთარ კართან მოსულ გოგოს შეხედა აღარაფერი გაუგია ისე გაიქცა მანქანისკენ. რამდენად ცუდ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო მასწავლებელი, რომ მასთან მოსულიყო დასახმარებლად. სისხლს უყინავდა მოსული აზრები და ვერაფრით აიძულებდა თავს დამშვიდებულიყო. -------------------------- ვერ წარმოიდგენთ ჩემს რეაციას, როცა მეექვსე თავზე 6000ზე მეტი ნახვა დამხვდა, თუმცა ვერ ვხვდები როგორ, როცა სხვა თავებს მხოლოდ 500მდე ნახვა აქვს. რაცარუნდა იყოს თქვენ მე მაბედნიერებთ <3 ჩემს მუზას ორმაგად აიძულებთ უამრავი იდეა მომაყაროს. ძალიან მიხარია თქვენი ასეთი აქტიურობა და დიდი იმედი მაქვს ასეც გაგრძელდება <3 ძალიან მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.