შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომ არა შენ... V


11-10-2019, 19:34
ავტორი liilu
ნანახია 1 444

ეშმაკი ქალბატონი დათოს დაუსხლტა და სახლში ასვლა მოასწრო, შემდეგ დღეს ევა სახლიდან არ გასულა. როგორღაც გადაუვლისო - ფიქრობდა დადვანი. დათომ კი თავისი ხასათის შესაბამისად, ბავშვივით აქეთ-იქით სირბილს თავისთვის გაბრაზება ამჯობინა.
„ევა მოემზადე საღამოს გავდივართ.“ - შეტყობინება გამოუგზავნა ლიზამ. საწოლიდან წამოხტა და ტელეფონს დახედა. მერე სიხარულისგან ღიმილი მოეფინა მის სახეს.
„სად მივდივართ?“
„გიორგიმ თქვა ერთი კარგი ადგილიაო... ამიტომ მეც არ ვიცი სად მივდივართ“
„ისინიც მოდიან?“
„ევა მიდი ცივი წყალი დალიე, ცოტა გამოფხიზლდი“ - აფორიაქებულმა დადვანმა ტელეფონი საწოლზე დადო და კარადა გამოაღო.
-რა ხდება ევა? * - საკუთარ თავს ჰკითხა და თავი გააქნია. -ნეტა ვიცოდე რა ხდება. - დამწუხრებული სახით დააკვირდა ტანსაცმელს. -რა არ იცი გოგო, ახლა არ გადამრიო? მისი სახელის გაგონებაზე გბურძგლავს, მის დანახვაზე შტერდები და ნეტავ ვიცოდეო. -ახლა უკვე გონებიდან გამოღვიძებულმა შინაგანმა ხმამ დაიწყო საუბარი.
-იცი რას გეტყვი? შენ რა იცი მე რას ვფიქრობ? სულაც არ ვშტერდები და არც ვიბნევი. მე და ის ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით. ის სხვანაირად ფიქრობს და აზროვნებს მე სხვანაირად. ძალიან ცოტა საერთო გვაქვს. თან რაღაცნაირად ჩაკეტილია. თავის საზღვრებთანაც კი არ უშვებს არავის. და გგონია, რომ მათი დარღვევის უფლებას მომცემს?
-ყველაფერს ნუ ამუქებ და ამდენი ფიქრი როდიდან დაიწყე, ასეთი წლებია არ მინახიხარ.
საკუთარ თავთან ლაპარაკი შეწყვიტა და სააბაზანოში შევიდა, ცოტა ხანში ლიზაც მოვიდა. ევა ზუსტად ათ წუთში მოემზადა, შავი“შლაქსი“ და ბაცი ტოპი ჩაიცვა, თმა კუდად შეიკრა, იჯდა სავარძელში და ტელეფონს მისჩიჩინებდა.
-როგორც იქნა... მე ვიფიქრე, რომ აქ დავიძინებდი, მეგონა გადაიფიქრე წამოსვლა.
-აბა როგორია?
-მოსასხამი წამოიღე, არ შეგცივდეს. კარგად გამოიყურები, ძალიან გიხდება ჩემი პეპლებიანი თეთრი კაბა. - გაეცინა მის ნათქვამზე დადვანს და კარისკენ წავიდა, მერე ისევ მოტრიალდა, შავი პიჯაკი აიღო და გასასვლელში თეთრი კეტები ჩაიცვა.

ბიჭები უკვე სადარბაზოსთან ტაქსის წინ იდგნენ და ელოდებოდნენ. გიორგი ქვას ურტყავდა ფეხს, დათო სიგარეტს ეწეოდა როცა გოგონები კიბეებზე ჩამოდიოდნენ. ორივეს მზერა გაეყინა, დათომ ერთჯერ ჩახედა თვალებში ევას, მისი ერთი შეხედვა ათას კომპლიმენტს უდრიდა. ევასაც ესიამოვნა და კეკლუცად გაუღიმა სერიოზულ ხარატს.
-ულამაზესები ხართ გოგონებო. - გიორგი თვალს ვერ აშორებდა ლიზას...

-სად მივდივართ?
-ლიზა ჩემოლამაზო... - ლიზას მისი სიტყვები გულზე მოხვდა და შიშის გრძნობამ მოიცვა მთელი გული, მერე კი გაკვირვებამ. - სიურპრიზი, რომ არ იყოს თავიდანვე გეტყოდი. - გაუღიმა გიორგიმ.
მანქანიდან ჩამოვიდნენ და გოგონები უკვე აღტაცებულები იყვნენ დანახულით. წინ შემაღლებული ადგილი იყო, მაღლა ნათურებით გაბრწყინებული რესტორანი ანათებდა, ირგვლივ უკუნ სიბნელეს აქაიქ ლამპიონები ანათებდნენ. სასიამოვნოდ ცივი სიო დაქროდა, რომელსაც ხარბად ისუნთქავდა ევა, თვალები დახუჭა და თავი გადაწია, გაიღიმა და ისევ გაახილა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მთვარე რომელიც ბატონივით დაჰყურებდა დედამიწას, აღაფრთოვანებდა ამქვეყნად თითოეულ სულიერს. ნელ-ნელა გაუყვნენ მწვანე მინდორში ბიკლიკს. უკვე მაგიდასთან ისხდნენ რომ ემოციები ვეღარ შეიკავა ლიზამ.
-ნამდვილი საოცრებაა, შოკში ვარ.
-ეს ჰორიზონტი დამათრობს. - თქვა ჩვეულებრივზე ხმადაბლა - ეს ცაც ისეთი... - ნაზად ჩატეხა ტუჩის კუთხე და გაიღიმა. დადვანს უყურებდა და ვერ ხვდებოდა როგორ მოქცეულიყო დაბნეული დავითი. წამიერად გაიფიქრა - როგორ შეიძლება გოგო ასეთი ბავშვური, ქალური და ამავდროულად ჭკვიანი იყოს? ყოველთვის ახერხებს ჩემს გაოცებას...
-მოგეწონათ?
-ძალიან კარგი სიურპრიზია გიო. - უთხრა ლიზამ.
დადვანიც ღიმილით დაეთანხმა. - უფრო სასიამოვნო... შთამბეჭდავი.
ცოტა ხანში გიორგიმ მეგობარს გახედა და ნერწყვი გადაყლაპა. დათომ თავი დაუქნია.
-ევა, არ გინდა სანაპიროზე ჩავიდეთ?
-რატომ?
-იცი რა ლამაზია? შეიძლება მედუზები დაინახო.
-რასმეუბნები მართლა?
-ეგოგო წამოდი რა?! -მისი უარი პირველად არაფერს ნიშნავდა, პირიქით უხაროდად კიდეც, მაგრამ უკვე ყოველ ჯერზე დათოს აცოფებდა და ამის დამალვა თანდათან უძნელდებოდა. უცებ გაბრაზდა, მაგრამ გიორგის სახის დანახვაზე ისევ დაიმშვიდა თავი.
-შენთან ერთად რა მესაქმება ნეტა სანაპიროზე.
-ახლა გავაფრენ ძმაო. - ძალით გაიცინა და გიორგის შეხედა. - შენ წამოდი და ნახავ რაც გესაქმება. - მასში წუთიერად ძველმა დათო ხარატმა გაიღვიძა.
-ენას კბილი დააჭირე, თავხედო. - სკამიდან წამოდგა დადვანი.ამ კამათში გაბრაზებულ ევასთან ვიღაც ბიჭი მოვიდა და ცეკვა შესთავაზა. ორი წუთით დამშვიდდა და დათანხმდა. თან საუბრობდნენ და თან მხიარულად ცეკვავდნენ.
-სულ დამავიწყდა უნდა დავრეკო. - დათო გვერდით გამოვიდა და გიორგის შეტყობინება გაუგზავნა. „აბა შენ იცი არ შემარცხვინო“. გიორგიმ ჩაიცინა და ლიზას შეხედა. ასე ბავშვივით არასდროს უნერვიულია. ხელებზე ცივი ოფლი ასხამდა. გული უფრო სწრაფად უცემდა და ღრმად სუნთქავდა.
-ამათი ჩხუბი არასდროს დასრულდება?
-იცი რა? ორივე ზრდასრულია და თავიანთ პრობლემებს თვითონ გაუმკლადება.
-გეთანხმები.
-რაღაც ინდა გითხრა.
-ხო, გისმენ. - აქ უკვე ლიზას გაუშრა პირი და წყალი დალია.
-ლიზ, იცი დიდხანს ვფიქრობდი... ანუ, როგორ მეთქვა ვერ ვხვდებოდი...
-ძალიან გთხოვ, რაც შეიძლება მოკლედ... -ხმა გაუწყდა და თავი შეიკავა.
-მომწონხარ... შეიძლება უფრო მეტიც.
გოგო დაბნეულობისგან თვალებს ვერ უსწორებდა გიორგის, აღელვებული თითებს აწვალებდა.
-შეიძლება ვიჩქარე, მაგრამ... - ხელი ხელებზე დაადო, ლიზამ კი ხელები უცებ გამოსწია და ჩაახველა.
-გიორგი შენ მე საერთოდ არ მიცნობ.
-სწორედ ეგ მინდა, მინდა ახლოს გაგიცნო.
-არა... - თვალები აუცრემლიანდა, - მაპატიე. - გაყინული იჯდა და ვერ ექანებოდა, თავდახრილს დანაშაულის გრძნობა არ ასვენებდა. შიგადაშიგ ევას გახედავდა.
-კარგი, არაუშავს. არ მინდოდა უხერხული სიტუაცია შემექმნა.
ევა და უცხოელი უკვე ნელ სიმღერაზე ცეკვავდნენ, თანდათან წელზე ჩამოაცურა ხელი, ევა კი შეკრთა. თავაზიანად თხოვა ასე აღარ გაეკეთებინა. დათო შორიდან უყურებდა და სუნთხვა უხშირდებოდა. ყურადღების გადატანას ცდილობდა. სხეულში ნერვულ სისტემას რაღაც უღიტინებდა და აღიზიანებდა. აი როცა დაინახა როგორ გაიმეორა იგივე ეცხოელმა, თან ბედავდა და ისე ახლოს მიდიოდა ევასთან, თავი ვეღარ შეიკავა და მათთან მივიდა. ევა გამოსწია მერე ბიჭთან ახლოს მივიდა და რაღაც უჩურჩულა. როგორც კი გასწორდა გამწარებული ბიჭი დათოსთან მისვლას აპირებდა ევა რომ შუაში ჩადგა. ამაზე კიდევ უფრო გაცეცხლებულმა დათომ ევას უყვირა,
-სახლში წავიდეთ, საკმარისია უკვე. - ახლოს მივიდა დადვანი. საოცრად მშვიდი ტონით უთხრა, რაც ნამდვილად მოულოდნელი იყო.
-რა ხდება? - მათთან მივიდა გიორგი. ევამ მათი მაგიდისკენ გაიხედა და ფერდაკარგული ლიზას დანახვაზე, ყველაფერი დაავიწყდა.
-ლიზა ცუდად არის. - უთხრა ბიჭებს. სამივე ლიზას უყურებდა. -წავედით, სერიოზულად. - ევა ლიზასთან გაიქცა. -ლიზ შემომხედე. შეგიძლია დამელაპარაკო?
-კი. - მშვიდად ახედა მეგობარს.
-შენთან ერთად ვარ სიხარულო, ახლავე წავალთ არ ინერვიულო. კარგი?!-მის პასუხს არც დალოდებია ისე წამოაყენა, მერე წყლის ჭიქა აიღო და წყალი დაალევინა.
-რა ხდება? - გიორგი და დათო გაკვირვებულები იდგნენ. გიორგი ისე ნანობდა, თავს იდანაშაულებდა და უნდოდა მიწა გამსკდარიყო და ჩაეტანა. ლიზა ცუდად იყო თან მის გამო. -ეს რა სასჯელია? - ჩაილაპარაკა ჩუმად. -ნშეიძლება დაგეხმარო? - ჰკითხა ლიზას. ლიზამ შეხედა, მის თვალებში, მის მზერაში რაღაც იკითხებოდა, მაგრამ მისი ამოკითხვა ვერ მოასწრო გიორგიმ, უგონოდ დაეცა გოგონა. გიორგი არც დაფიქრებულა ისე აიყვანა ხელში.
-ლიზ, ლიიზ. შემომხედე. - წყალს ასხავდა სახეზე ევა და ცდილობდა მოესულიერებინა.
ტაქსიდან გადმოვიდნენ დათო და ევა,
-ჩაეძინა მე ავიყვან. - თქვა გიორგიმ, ევამ გასაღები გაუწოდა.
-ეს რა იყო?! - სახეზე ხელები ჩამოისვა ევამ და სადარბაზოში შევიდა, დათოც მას მიყვა. ელოდებოდნენ ლიფტის ასვლას.
-ერთ რჩევას მოგცემ. - ევას პასუხს არც დალოდებია ისე გააგრძელა დათომ. - როცა ხვდები, რომ ვიღაც არანორმალურთან დაიჭირე საქმე, მაშინვე შეეშვი, მოშორდი. გესმის?!
-მადლობა რჩევისთვის.
-კარგი იქნება თუ გაითვალისწინებ. - მის სახეზე ემოციას ვერ ამოიკითხავდი, მაგრამ ამჯერად უჭირდა თავის შეგავება და ემოციების დამალვა. ლიფტის კარი გაიღო და შევიდნენ.
-იცი რა?! მეც მაქვს ერთი რჩევა. - გამომწვევად გაუღიმა, მერე დასერიოზულდა და გაბრაზებულმა გააგრძელა. - როცა საზოგადოებაში ხარ გოგოს, ქალს არ აქვს მნიშვნელობა არ უყვირო. გესმის?! - დათო დამუნჯებული უსმენდა, მიხვდა მის დანაშაულს, იმასაც მიხვდა, რომ ძალიან აწყენინა. მისი დუმილის შემდეგ ევა მიუახლოვდა. - მითუმეტეს ევა დადვანს, ბატონო ჯორო. - მის სურნელს, თვალებს, თითოეულ ნაკვთს, მის სიბრაზეს და წყენას, მის გადარეულობას და განსხვავებულობას, დათოს გულში თავის ხელწერა დაუტოვებია. ცდუნებას ვეღარ გაუძლო და ევას ბაგეებს დააცხრა.

მძინარე ლიზა ბავშვივით დასვა საწოლზე და პლედი დაახურა და მის თავთან ჩაიმუხლა. თმაზე მოეფერა და სინანულით შეხედა.
-ნეტავ რა ხდება შენს თავს, ჩემო ფერია?!

P.s – ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? ვხედავ რომ ერთი ორი აქტიურობს და ჩემთვის ეს დიდი მოტივაციაა. ძალიან მიყვარხართ და მოხარული ვიქნები თუ მოისურვებთ და თქვენს შეხედულებებს თუ გამიზიარებთ, იმსჯელებთ ან შეაფასებთ ისტორიას. პატარა თავია, მაგრამ გპირდებით ხვალ აუცილებლად დავდებ შემდეგს და თანაც შედარებით დიდ ნაწილს.



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintetresoa, velodebi shemdegs, cota ki dagagvianda ise ☺️

 


№2  offline წევრი წერო:)

საინტერესოა მომწონს blush უბრალოდ ეცადე გაზარდო და არ დააგვიანო relaxed

 


№3  offline წევრი liilu

სტუმარი Mariamimari
Saintetresoa, velodebi shemdegs, cota ki dagagvianda ise ☺️

წინა თავის ბოლოს ან კომენტარებში წერია რომ ახალ თავს ვტვირთავ პარასკევს შაბათს და კვირას. თუ რამე პრობლემა არ შრიქმნა❤

მარიამ კახიძე
საინტერესოა მომწონს blush უბრალოდ ეცადე გაზარდო და არ დააგვიანო relaxed
ძალიან კარგი. ვეცდები❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent