შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევით შეყვარებული^10^


11-10-2019, 22:55
ავტორი წერო:)
ნანახია 2 090

_შეგიძლია ანანო შეგიძლია_ჩაიცინა ნიკამ.ანანოს კი ნიკას ქცევებზე გააჟრიალა და თავისდაუნებურად გაჩუმდა.საშინლად გაუხურდა ლოყები როცა ნიკა შეეხო და ლამის პარალიზდა.ვერ გაიგო რამდენ რამეს გრძნობდა ერთად და ემოციებისგან ლამის გამსკდარიყო.ნიკა გოგონას მოშორდა
_დაწყნარდი?_ანანომ თავი დაუქნია და ნიკამაც გაიღიმა
_კარგი მაშინ მოემზადე "ახალი ჩარლი" ვიყიდოთ!_ანანოს თვალები გაუფართოვდა
_რა ვქნათ?
_ახალი ჩარლი ვიყიდოთქო_გაიღიმა ნიკამ
_არა...არ მინდა მადლობა..._ამოიბურტყუნა ანანომ და წასვლა სცადა როცა ნიკამ მკლავში ხელი ჩაავლო და მოაბრუნა.ანანო ისევ გახურდა
_გინდა!
_არ მინდა!ნუ წუხდები_გადაჭრით უპასუხა ანანომ მკლავის გათავისუფლება სცადა თუმცა ნიკამ უფრო ძლიერად მოუჭირა
_ვითომ დაბადებისდღის საჩუქარია!_გაიცინა ნიკამ_მიდი ახლა წაცუნცულდი და მოემზადე.
_მე...კარგი_თავი ჩაღუნა გოგომ და თავის ოთახში სწრაფი ნაბიჯებით წავიდა.კარი მიხურა თუ არა ცრემლები ისევ წამოუვიდა და თან ის ჩაიცვა რაც ხელში მოყვა.ეცადა თავი დაეწყნარებინა და ნიკასთან ისე გაბრუნებულიყო.კარგახანს მოუნდა ამ უკანასკნელის გაკეთებას.ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და ნიკასთან გავიდა.ბიჭი დივანზე ჩამომჯდარიყო და ყავას სვამდა.
_მზად ვარ_ჩახლეჩილი ხმით უთხრა ანანომ ნიკამ ხმის გაგონებისთანავე გამოიხედა_მაგრამ საჭირო არ არის მართლა...ძალიან გთხოვ_ბუტბუტებდა ანანო
_საჭიროა!_მტკიცედ უპასუხა ნიკამ_თან მინდა რომ გყავდეს!_გაიღიმა ნიკამ და ანანომ თვითონაც უპასუხა მორიდებული ღიმილით.ნიკამ ყავა დაასრულა და სასტუმროდან გავიდნენ.
ერთხანს ჩუმად მიდიოდნენ მერე საუბარი ნიკამ დაიწყო.
_ასე ძალიან რატომ გიყვარდა ეგ ძაღლი?
_ცხოველებზე ისედაც ვგიჟდები.რომელიც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს მწერები მიშლიან მარტო ნერვებს_გაეცინა ანანოს_თან ჩარლი მართლა უსაყვარლესი იყო.აი ტყეში წასვლა როგორ არ უყვარდა იცი?ეშინოდა!ბებიას და ბაბუასაც კი არ მიყვებოდა მაგრამ აი მე რომ მივდიოდი ჭიშკარში მასწრებდა და გვერდიდან არ მშორდებოდა.მეზობლები რომ მოდიოდნენ და ეს უყეფდა შეიძლება ბებია_ბაბუას დაძახებაზე არ გაჩუმებულიყო მაგრამ ჩემსაზე ჩუმდებოდა.განა იმიტომ რომ ისინი არ უყვარდა ან ცუდად ექცეოდნენ უბრალოდ მე განსაკუთრებულად ვუყვარდი. ღამით რომ ვიძინებდი გაღვიძებამდე კართან იცდიდა მე კი როცა გამოსვლას ვინებებდი ზედ მახტებოდა და არსად მიშვებდა სანამ არ მოვეფერებოდი.სოფელში რომ ჩავდიოდით სანამ ჩვენები გაიგებდნენ მანამდე ჩარლი იგებდა მანქანის ხმას თანაც ჭიშკარი სახლიდან საკმაოდ მოშორებულია და მანქანიდან სანამ გადმოვიდოდი უკვე მელოდებოდა.იცი მე რომ დავიბადე მაშინ მოიყვანეს ისიც ასე რომ ერთადაც გავიზარდეთ.ნუ ის ჩემზე მალე გაიზარდა მაგრამ...მაინც_სულმოუთქმელად ლაპარაკობდა ანანო ჩარლიზე და თან ეღიმებოდა.ნიკა გოგოს სიყვარულით სავსე მზერით უყურებდა ის კი ამას ვერ ამჩნევდა იმდენად იყო მოგონებებში ჩაძირული.
_იცი მეკრიჭებოდა კიდეც!წარმოუდგენელია არა?მაგრამ მართლა ასე იყო._ვერ ჩერდებოდა გოგონა.ნიკას კი ღიმილი ლამის ყურებამდე ასვლოდა._იცი მაშინ რა სყვარელი იყო თან კუდს მთელი ძალით აქიცინებდა!მემგონი თქმაც აღარ უნდა იმას რომ ყველაზე მეტად მე მეკრიჭებოდა
_ხო ვხვდები_ჩაეცინა ნიკას
_ალბათ არ დამიჯერებ მაგრამ ერთხელ იტირა კიდეც ჩარლიმ!მემოვკდე თუ ასე არ იყოს!მანქანაში ჩავჯექი და უნდა წავსულიყავით ფეხზე თათი რომ დამადო და ცრემლი გადმოუგორდა.არ გჯერა არა? _ამის გახსენებაზე ანანომ თავადაც მოიწმინდა თვალებზე მომდგარი ცრემლი.ნიკას გაეცინა ანანოს მკლავი მოხვია და ანანოს შუბლზე აკოცა
_მჯერა ანანო ,მჯერა!_თმები აუჩეჩა ახლა უკვე საშინლად დაბნეულ გოგოს,რომელიც მისი საქციელის გაანალიზებას ცდილობდა._მაგრამ ნუ ხარ ასეთი ემოციური.
_კარგი ვეცდები_ნაძალადევად გაიცინა ანანომ_საკუთარ თავზე მეც ნერვები მეშლება ასეთი რომ ვარ
_ნუ გეშლება_სერიოზულად უპასუხა ნიკამ_მშვენიერი ხარ!_ბრინჯივით დაბნევა ანანოს მდგომარეობასთან მონაგონ იყო თან გოგონა მთელი ძალით ცდილობდა არაფერი შეემჩნია და ყოველივე ამის გამო ლოყები ჭარხალივით გაწითლებოდა.ნიკა რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ხედავდა და უჩუმრად ჩაეღიმა.

ლუკა და ნუცა

ლუკას ხელი ნუცასთვის გადაეხვია და ქუჩაში მიდიოდნენ.ნუცას ეღიმებოდა და ბიჭს მთელი ძალით ეკვროდა.ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა რაც მოხდა.რომ იტყვან ბედმა გაუღიმა კი არ გაუცინა მგონი.შორეულ წარსულად ეჩვენებოდა ის შიშები რომელიც ლუკასთან ურთიერთობაზე ჰქონდა როცა ჯერ ერთი საათიც არ იყო გასული.
_რაო ნუციკო ჩემი სიყვარულით რამდენხანს იწვოდი?_ღიმილით დახედა ლუკამ მასწე მიწეპებულ გოგოს
_ვიწვოდი არა ის_თავი ხუმრობით "გაიძერსკა"ნუცამ_პროსტა რომ მითხარი მიყვარხარო ვერ გაგიტეხე.
_მართლა?არადა მე მეგონა რომ შენ გიყვარდი და მეთქი ცოტახანი ავუსრულებ ოცნებასთქო თუ ასეა დავიშალოთ მაშინ_მზაკვრულად ჩაიღიმა ლუკამ გოგოს მოშორდა და უკან გაბრუნდა
_მოეთრიე ბიჭო აქ!_გაეცინა ნუცას და ლუკას გაეკიდა ისიც გაიქცა. ასე დარბოდნენ ქუჩაში პატარა ბავშვებივით და არემარეს მათი ლაღი სიცილი ახალისებდა.ნუცა ლუკას დაახლოებით ნახევარი წუთი მისდევდა და ის იყო უნდა დაეჭირა რომ მოულონელად ლუკა უკან მობრუნდა და გოგონა თავად დაიჭირა ნუცამ წამიერად ხმადაბლა შეჰკივლა და მერე სიცილი აუტყდა ლუკას გოგო მკლავებში მოემწყვდია,შუბლი მის თავზე დაედო და თავადაც ეცინებოდა .მერე დაწყნარდნენ და ლუკამ ხმადაბლა დაბოხებული ხმით ჩასჩურჩულა
_მიყვარხარ ნუცა ბაბუნაშვილი!_ნუცას სიხარულისგან და სიამოვნებისგან გააკანკალა.ლუკამ ეს იგრძნო გოგონას უფრო მაგრად შემოხვია ძლიერი მკლავები და ყურის ბიბილო კბილებით ოდნავ გამოქაჩა და მერე ნაზად აკოცა.ნუცას გული დაჭერილი ჩიტივით უფრთხიალებდა და ამოვარდნას ლამობდა.თავი ბიჭის მკერდში ჩამალა და თვითონაც ამოიჩურჩულა
_ვგიჟდები შენზე!

ნიკა და ანანო
ზოომაღაზიიდან გამოდიოდნენ და ანანო ბედნიერებისგან ფრინავდა.პატარა რუხი ცისფერთვალება ლეკვი ხელში აეყვანა და ნაზად ჩაეხუტებინა ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ერთი ზედმეტი განძრევითაც რამეს ატკენდა.ლეკვს კი ამ დროს საერთოდ არ ანაღვლებდა არაფერი და ანანოს მკლავებში ნებივრობდა.
_რა საყვარელი ხარ!_ანანო ნიკაზე ლაპარაკობდა თუ "ახალ ჩარლიზე" ვერ გაიგებდი_ვაიმე რა ლამაზი თვალები გაქვს!_ანანომ ხელი ნაზად გადაუსვა და მერე ნიკას გახედა_აუ მადლობა ნიკუშ!აი წარმოდგენა არ გაქვს როგორ გამაბედნიერე!უბრალოდ არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო!_ბედნიერებით სავსე თვალებით უყურებდა ანანო არანაკლებ გაბრწყინებულ ნიკას
_მადლობა არაა საჭირო!ისოც საკმარისია რომ შენ ასე გაბედნიერდი_თავისი საფირმო ღიმილით გაუღიმა ანანოს და გოგონა ლამის იქვე დაადნო.გოგონამ მადლიერი ღიმილით გახედა
_მოვიფიქრებ რამე ისეთს რაც მაგრად გაგიხარდება აი ნახავ!_თითი დაუქნია სიცილით ანანომ.
სასტუმროში რომ მივიდნენ დივანზე ჩამოსხდნენ და ლეკვს ფერება დაუწყეს.ანანო ისეთი გატაცებით ეთამაშწბოდა ჩარლის ნიკას საუბრის ნახევარი არ ესმოდა და ბოლოს ნიკამაც ჩაიქნია ხელი და ლეკვს მიუბურუნდა.
მალე ლუკა და ნუცაც მოვიდნენ.
_ოოჰ დაბრუნებულან გვრიტები!_ვეღარ მოზომა ანანომ და ნიკას გაოცებული მზერა რომ შეამჩნია ენაზე ისე იკბინა პირში სისხლის გემო იგრძნო.
_რა გვრიტები?
_ვაიმე გვრიტები არა ტოროლა_ხელი მოჩვენებით აიქნია ნუცამ_ღადაობს და მიხვდი ახლა._ნიკამ მხრები აიჩეჩა კარგიო
_არაფერიც!_ხმაღლა თქვა ლუკამ და სამი წყვილი გაოცებული მზერა წამსვე მიაშტერდა_მე და ნუცა ერთად ვართ!მიყვარს!_ნიკას უყურებდა ლუკა.ნიკას კი თვალები თოთქმის კეფაზე გადასვლოდა.მერე თვალებში გაოცება გაურკვევლობამ შეცვალა მერე ბრაზმა და ბოლოს დამშვიდდა
_არაფერი მაქვს საწინააღმდეგო_მშვიდად თქვა მან_ბედნიერაბს გისურვებთ!შენ კიდე რადგან ამ ქალბატონს შეუყვარდი ეტყობა მართლა კარგი ხარ.მაგრამ იცოდე აწყენინებ და დამიჯერე ჯოჯოხეთსი ადგილი დაჯავშნილი გექნება_"რაღაცნაირად" გაიღიმა ნიკადა წყვილს გადაეხვია.ისინიც სიცილით აგადაეხვნენ მერე ნუცამ სიხარულით შეჰკივლა
_ვაიმე ეს სიცოცხლე არსება საიდან?_ლეკვს მივარდა და ფერება დაუწყო.ანანომ ყველაფერი მოუყვა "ძველი ჩარლის"ამბავზე ნუცაც დასევდიანდა მაგრამ მერე ისე მიუბრუნდა"ახალს".
_შენ რა ჯენლტმენი გახდი ამ ბოლო დროს ბიძაშვილო_ეშმაკურად გახესა ნუცამ
_მე მუდამ ჯენლტმენი ვიყავი დაო_გაიცინა ნიკამ და ოცდათორნეტივე კბილი გამოაჩინა.მის ასეთ ღიმილზე ანანო მიშტერებას ვერ წყვეტდა ყველაზე მეტად უყვარდა ასე რომ იღიმოდა.
_ასეთი მაინც არ ყოფილხარ_არ დაუთმო ნუცამ
_უიმე დაწყნარდი ახლა სანამ შენი თავი იმ "რიჟას" დავაწყნარებინე!_უნამუსოდ ჩაიცინა ნიკამ და ნუცაც გაწითლდა
_დამაწყნაროს მერე ჩემი რა მიდის_ისე აიქნია ხელი ვითომ არ აინტერესებდა .ლუკამ წარბებაწკეპილმა გახედა
_დაგაწყნარო?
_არა ჯერ მადლობა_ჩაიხითხითა ნუცამ და ლუკასაც ტუჩის კუთხე ჩაეტეხა.
_ბავშვებო რამე არ გავაკეთოთ?_თემა წამოჭრა ანანომ
_აუ ლუკა გიტარა ხო გაქვს შენ?ნიკა ვამღეროთ_თქვა ნუცამ
_და ნიკას არ ეკითხებით?_იკითხა ნიკამ.
_შენ ვაფშე ვინ გეკითხება?არ იმღერებ და შენი აჯობებს_მიუგო ნუცამ_მიდი რა ლუკა მოიტანე გიტარა და ის შენი დაც წამოათრიე დღეს რომ გადაგვაგდო მთელი დღეა._ლეკვის თვალებით გახედა ნუცამ შწყვარებულს ლუკამ თავი დაუქნია ლოყაზე აკოცა და წავიდა.
მალევე დაბრუნდნენ ტყუპები გიტარასთან ეფთად და ლიკამ მაშინვე ქაქანი დაიწყო
_გამარჯობა თქვენი!არა ეს რა მითხრა ამ ჩემმა ტყუპისცალმა.რა უქნი შექალო ამნაირი .რომ შეაბი ამხელა მოზვერი
_ვინ ვინ შეაბა ეგ ჯერ კიდევ საკითხავია_ჩაიხითხითა ლუკამ და მეგობრებიც აყვნენ.
ლუკამ გიტარა ნიკას მიაწოდა
_ღმერთო რატომ ვაკეთებ ამას_ჭერში აიხედა ნიკამ_რა ვიმღერო
_პანჩოს "ცაში ახედე" _მაშინვე თქვა ანანომ და ნიკამაც თავი დაუქნია.გიტარა მოიმარჯვა და თლილი გრძელი თითები ჩამოუსვა.რა სიმპათიური იყო იმ მომენტში!ანანო უკვე საკუთარ შინაგან ხმასთანაც აღიარებდა რომ ნიკა ნელნელა მოწონდა
_ცაში ახედე...რა ლამაზია ვარსკლავთა ცვენა..._დაიწყო ნიკამ და ანანომ თავი პირის დაღებისგან ძლივს შეიკავა."ღმერთო ეს რა მესმის!რა ხმა აქვს!ახლა გული წამივა მემგონი!ბოხი,ჩახლეჩილი,ხავერდოვანი!ამდენი ხანი რატომ არ მღეროდა?რა მომხიბვლელია ახლა განსაკუთრებით!"
_ცაში ახედე რა ლამაზია ეს თეთრი მთვარე...რა ლამაზია თეთრი ღრუბლები თავი დამადეე ნუ იღრუბლები მე შენთვის მინდა ეს ვარსკვლავები მთვარე და ღამე_ნიკა ანანოს აკიაფებულ,მოჯადოებულ შავ თვალებში უყურებდა და ისე მღეროდა.ანანოც თვალს არ შორებდა და ვერანაირ ემოციას მალავდა.არც ცდილობდა!
_ოჰოჰოოოო ცაში ახედე რა ლამაზია ეს ცისარტყელა!_განაგრძობდა ნიკა და ანანოს იფრო და უფრო აჯაჭვავდა სკამს ანანოც დაჰიპნოზებულივით უსმენდა და ვეღარც ლეკვის მოთამაშე თათებს გრძნიბდა ფეხებზე.ნიკა ტუჩის კუთხეში იღიმოდა და თითქოს ცდილობდა უფრო მომაჯადოვებელი ყოფილიყო,არადა რაღა საჭირო იყო?გოგო ვერ ინძრეოდა.
კი ანანოს მოსწონდა ბიჭები რომლებიც უკრავდნენ და მღეროდნენ მაგრამ ნიკა?ნიკასნაირს ჯერ არ შეხვედრია!ნიკა სხვა მხარე იყო მისთვის!ბიჭის ლურჯი თვალები ნეტარებას და სიმშვიდეს ასხივებდა.მასაც ეტყობოდა რომ უკვე თავის სტიქიაში იყო.
ნუცა ლუკას მიყრდნობოდა და ბიძაშვილს ღიმილით უსმენდა თან დაქალის სახეზე კიდევ უფრო ეღიმებოდა.ლიკა კი იატაკზე იჯდა ზურგით დივანს მიყრდნობოდა და ანანოსგან გამობრუნებულ ჩარლის ეფერებოდა.
ნიკამ სიმღერა რომ დაამთავრა ანანო მხოლოდ მეგობრების ტაშზე გამოფხიზლდა მერე თვითონაც აყვა უცბად და ეცადა ჩვეულებრივი გამომეტყველება მოერგო.
_დღემდე მშურს რომ სიმღერის ნიჭი გენებმა შენ გიბოძა_გაიცინა ნუცამ
_ეცადე ბოღმამ არ დაგახრჩოს დაო_გაიცინა ნიკამ და გიტარა გვერძე გადადო
_ძალიან კარგად მღერი_უთხრა გონზე მოსულმა ანანომ
_ხოო ვიცი_გაიცინა ნიკამ
_მართლაც რომ_კვერი დაუკრა ლიკამ.
_კაით ახლა შემრცხვა
_ბიჭო ნუ ხარ შენ აფერისტითქო_გაეცინა ისევ ნუცას
_კიდევ ხომ არ იმღერებ?_კითხა ლუკამ
_მაგას ფული უნდა ჩემი ძმა_ნიკამ სამი თითი ერთმანეთს გაუხახუნა
_ნაცნობობაში არა?
_ნაცნობობა ვაჭამო სახლში დამშეულ ცოლშვილს?_ყველას გაეცინა.
ცოტახანს კიდევ იყვნენ ერთად მერე გოგოები თავის ოთახში შევიდნენ
_რა ყველას ერთად გაგისკდათ სიყვარულის ბუშტი_დოინჯი შემოირტყა ლიკა_ის უხეირო და ეს უჯიშო ერთად არიან ამ სულელს კი ის საქართველოს ბულბული ისე შეუყვარდა მთლად ლენჩი სახით უყურებს
_რა თქვი?_ძალით შეიცხადა ანანომ_გაიმეორე ერთი კარგად
_რადა ნიკა ბაბუნაშვილი გიყვარსთქო და მემგონი არც იცი_აუღელვებლად უთხრა ლიკამ_და მემგონი მასაც მოსწონხარ ოთხმოცი პროცენტით ვარ დარწმუნებული.
_ნუ ბჟუალობ ერთი სისულელეებს რა ...გადი "ბოვში დეიძინე" _ხელი აიქნია ანანომ
_ვაიმე ანანო გაგპუტავ იცოდე რატო არ აღიარებ_ნუცაც ჩაერთო "სასამართლო სხდომაში"_შენ არ იყავი რო მ გითარი ნიკა მოგწონსთქო და ბოდიალი რომ დაიწყე?
_ჰო მაგრამ...მე ...არა...ოოო კაიიი ხოო მომწონს_თავი დახარა ანანომ და მეგობრების რეაქციას დაელოდა



№1  offline წევრი წერო:)

მოკლედ ვინც მოუთმენლად ელოდებოდით ეცადეთ არ მომკლათ დდდ თხუთმეტის ჯერ კიდევ ათ ოქტომბერს გავხდი.თანაც გრაფიკი მართლა დატვირთული მაქვს მაგრამ ვეცდები არ დავაგვიანო ხოლმე.
მიდით ახლა და გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება bowtie სულმოუთქმელად გელით joy ♡♡

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

მოკლედ კაი თავი იყოო ძალიიან და გილოცავ მოგვიანებით <3 (((
ველოდებით ახალს ხანდახან აჩხუუბე ესენიი სულ ჰარმონიულია ყველაფერი ან რამე ისეთი რო უფრო საინტერესო გახდესს

 


№3  offline წევრი წერო:)

სტუმარი ანა
მოკლედ კაი თავი იყოო ძალიიან და გილოცავ მოგვიანებით <3 (((
ველოდებით ახალს ხანდახან აჩხუუბე ესენიი სულ ჰარმონიულია ყველაფერი ან რამე ისეთი რო უფრო საინტერესო გახდესს

მადლობა ძალიან დიდიი
ხო ჩახლართვაზე მეც ვფიქრობდი უბრალოდ თავიდან ჩხუბობდნენ სულ და მოწონების პერიოდიც ხო უნდა იყოს დდ ეგეც იქნება რა თქმა უნდა!♡♡♡♡დდდდ
კიდევ ერთხელ მადლობა ძალიან გამახარე heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent