შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თმენის ვალდებულება - XII

12-10-2019, 11:05
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 10 745

ისე გამოვეწყვე თითქოს გრანდიოზული დაჯილოვება იმართებოდა და არ უნდა გამომეტოვებინა და ჩემი ჩაცმულობაც აუცილებლობას წარმოადგენდა, შავი პიჯაკი, თეთრი პერანგი, საათიც კი შევარჩიე და ქალბატონის წინ რომ დავდექი დავინახე როგორ მიყურებდა, თავი გაკვირვებული ლეკვივით გააქნია, კეკე ლიფტში შედის და ზურგით დგება, თვალებს ხუჭავს და მეც მის შეფასებას ვიწყებ, როგორც იქნა ჩავედით, მანქანის კარი გავუღე და გაოცებულმა გამომხედა.
-წინ დავჯდე?
-აბა უკან რატომ?
-მირჩევნია.
-ვერ გაუძლებ ცდუნებას თუ რა ხდება?- ვეკითხები ღიმილით
მანქანას ვძრავ და რადგან ქალბატონს დილით არ უგემია და ზოგადად კარგ ხასიათზე შეიძლება მოვიდეს ჭამის შემდეგ რესტორანში მიმყავს, არსად ავდივართ, პირველივე სართული რესტორანია შესაბამისად სიმაღლის შიში არ ექნება, კარშივე გვეგებება ერთი ბიჭი და გვიღიმის.
-დილა მშვიდობისა- გვესალმება თავაზიანად
-რა მინდა აქ?- მეკითხება ჩურჩულით
-უნდა ვჭამოთ თუ რამეს იტყვი იცოდე ვიყვირებ.
-მამაჩემის შემდეგ შენ გამაკვირვებ ასე გგონია- წარბებს წევს ზემოთ და ზედმეტად მაცდური ქალბატონი ხდება.
-დამეყრდენი არ წაიქცე.
-აქეთ მობრძანდით- არ ცხრება ბიჭი
-ნეტა თავს არ მომაჭამდე და არ დავეძებ- ჩაიბურტყუნა კეკემ და რესტორანში შეაბიჯა, საუკეთესო ადგილი შევარჩიეთ, ხედით და მცენარეებით გარშემორტყმული, კეკე მაგიდასთან ჯდება და სკამს რომ ვუწევ ისე მიყურებს თითქოს დანაშაული ჩავიდინე, ვიღაც გოგო მოქრის და მის გვერდით პატარა ოთკუთხედ კუბს დებს.
-ამაზეც კარგად ვზივარ- გაუღიმა კეკემ
-ჩანთისთვისაა- გაიკრიჭა გოგო და უცნაურად აათვალიერა კეკე, არ მესიამოვნა
-ჩანთა არ მაქვს, მერე მეორე სოფლიდან ამ ბიჭმა ჩამომათრია და ასეთ ჯორკოზე ლობიოს ვზელ ხოლმე და შენი წინაპრებიც ამას აკეთებდნენ, ნუ ცდილობ ჩამორჩენილად გამომიყვანო.
გოგოს ირონიული ღიმილი სახეზე შეახმა და გაშრა
-მენიუს მოგართმევთ- თქვა და გაიქცა
-რა გაუკეთე, მთელი დღე ჩაუმწარე ადამიანს.
-სად მომათრიე აქ, დანა-ჩანგლის პრაქტილული კურსი უნდა გავიარო თუ უნდა დარწმუნდე იმაში რომ ჩამორჩენილი ვარ.
-მგონი ეგ პრობლემა შენ გაწუხებდ და არა მე.
-სადმე ლობიანი რომ გეჭამა არაფერი უჭირდა.
-მშია და ლობიანს არ ვჭამ.
-მე ვჭამ და რამე პრობლემაა?
-არანაირი.
-ხო და ლობიანი მინდა.
-აქ არაა ლობიანი.
-მაშინ რა არის?
-დილით ლობიანს არავინ ჭამს.
-ცივი ლობიოც მიჭამია დილით ცივ მჭადთან ერთად, რამე პრობლემაა?
-არანაირი, ჩათვალე შენთვის გამოცდილებაა დიდი ადამიანი რომ იქნები და შეხვედრებს დანიშნავ რესტორნებში ლობიანზე ვერავის დაპატიჟებ, შესაბამისად უნდა იცოდე სად რა ხდება და როგორ უნდა მოიქცე, ახლა დამდე პატივი და ნუ მეუხეშები.
-მენიუ თქვენი- იკრიჭება გოგო
-გმადლობთ- ამბობს კეკე ისე რომ ზედაც არ უყურებს
-შევარჩევთ და დაგიძახებთ.
-დანა-ჩანგლის და კოვზების რაოდენობას ვერ ვხვდები- ამბობს კეკე და მენიუდან იყურება
-სამი ჩანგალია, პატარა ცივი კერძისთვისაა, საშუალო თევზისთვის, დიდი ძირითადი კერძისთვის.
-თევზს არ ვჭამ- ამბობს მშვიდად
-ნუ ჭამ.
-ხო და წაიღონ ეს ჩანგალი.
-მაშინ აალაგებენ როდესაც შეკვეთას გავაკეთებთ, დამშვიდდი.
-მშვიდად ვარ. ეს ფასებია თუ წონა?- მეკითხება სიცილით?
-კეკე საკმარისია.
-ხარჯე ფული ჩემი რა მიდის.
-ერბოკვერცხი მესხური ყველით და მიკრომწვანილით, ამ ფასად მთელ საქათმეს და ბოსტანს მოგყიდი რა უბედურებაა.
-მე ვიხდი შეგიძლია მშვიდად იყო.
-რატო არ გადაიხდი.
-კეკე უკვე დამღალე და ამ დანა-ჩანგალს ახლა სხვა ფუნქციას მივცემ იცოდე.
-არ აგერიოს, მე რომელი ვარ, თევზი, ძირითადი თუ სადილი?
-დესერტისთვის ზემოთ რომ დევს აი ის პატარა ჩანგალი
-ზედმეტად პატარაა- მიღიმის და მეც მეცინება
-გაინეტერესებს ერბოკვერცხი?- ვეკითხები ფღხილად
-კი ორი ულუფა მინდა, ბევრი უნდა დაგახარჯინო.
-ჩაი, ყავა?
-ყავა, რამე უცხო, ზედმეტად უცნაური და ძვირიანი მინდა. დესერტი რა მინდაო, რა წერია?- თვალებს ავიწროვებს და მეცინება
-რა ვერ გაიგე მანახე?
-არა უბრალოდ ამხელა სახელები რას ნიშნავს, ლობიო რომ ეწეროს ახლა აქ და ლობიო მწვანილით, მოთუშული ხახვით, სანელებლებითა და ანკარა წყლით, დაწერე პირდაპირ ლობიო, რთულია?
-ლობიო არ არის აქ, სხვა კერძებია.
-ცეცხლი ჭამე შენ კეკე- ჩაიბურტყუნა
-საკმარისია.
-რას მაჩუმებ ერთი ვიცოდე?
-არ გაჩუმებ, უბრალოდ გეუბნები რომ დამშვიდიდი.
-მშვიდად ვარ.
-გეტყობა.
ერბოკვერცხი რომ მოაქვთ კეკე სიცილს იწყებს
-უხერხულია- ვცრი კბილებიდან
-ვიფიქრე ქათამი დაგვიდებდა და მოგვიტაფავდა პირდაპი ჩვენ წინ, ეს რა უნბედურებაა?
-ჯერ გასინჯე.
კეკე ჩანგალს იღებს და კვერცხს სინჯავს.
-გემრიელი არის კი.
-მადლობა ღმერთს.
-შენ ღმერთი საერთოდ არ უნდა ახსენო.
-ეს გვერდით რომ გიდევს, ის ნაჭერი მუხლზე დაიფინე.
-ვგავარ თოთო ბავშვს?
-გამოგადგება შემდეგში.
-ლოგინად ჩავარდნა არ არის ჩემი მიზანი.
-დამღალე უკვე, ერთი სიტყვა მაინც მათქმევინე რომ არ შემეპასუხო და ჭამე.

-წარმოგიდგენია ხალხი რაში იღებს ფულს?- მეკითხება მანქანაში რომ ჯდება
-რა არ მოგეწონა ვითომ?
-ჩვენთან ნამდვილი კაი ყველი რომ ბაზარში ხუთ ლარზე მეტი ღირს გვიხარია და ესენი ერთ კვერცხში ხუთი თავი ყველის ფულს გვახდებინებენ.
-განსაკუთრებული რეცეპტია და იმიტომ.
-შენ ახლა გჯერა მაგის?
-რა არ მოგეწონა?
-ზედმეტად გაბერილი ფასები, მაგ ფასად ხუთას კვერცხს შეგიწვავ და არანაკლებად გემრიელი იქნება
-მარტო კვერცხზე გაქვს პრეტენზია თუ ხორცზეც?
-არა ხორცს მე ვერ ვწვავ კარგს, ეგ არ ვიცი.
-მაშინ გიყიდი რაც გინდა და შენ შენ მოამზადემ ვნახავ ლაპარაკის გარდა რა შეგიძლია
-მაღაზიებში არ მივდივართ?- მეკითხება შედარებით მშვიდად
ლუქს ბრენდების ნაკლებობას ჩვენი ქვეყანა განიცხდის, მაგრამ რაც არის იქ მიმყავს, არ მინდა მასმარკები ვანახო, რადგან მინდა მიზანი უფრო დიდი ჰქონდეს, იქაც გვესალმებიან, ხელებში გვიყურებენ ხომ არაფერი გვიჭირავს და უკან დაგვყვებიან, რაც კეკეს არ აღიზიანებს.
-ქურდები ვგონივართ?- მეკითხება ჩურჩულით
-არა, ცდილობენ თუ კითხვა გაგვიჩნდება მაშინვე გვიპასუხონ.
-აა- გადმომჩურჩულა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა
-ლამაზია- ამბობს წუთების მერე
-მიხარია რომ რაღაც მოგეწონა.
-მაღაზიაც კარგია, კი- დამიქნია თავი- რა ქვია?
-ბარბერი
-აა, ვიცი, ჰემპშირის საგრაფოს პატარა ქალაქ ბეიზიგსტოუკში დაიწყო მათი ისტორია 1856 წელს.
-კიდევ?- ვეკითხები თვალეგაფართოვებული
-იქ გახსნა მაღაზია მერე თომას ბარბერი, ოცდაერთი წლის იყო, წარმოგიდგენია რა ახალგაზრდა იყო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მაგათ მაღაზიაში ოდესმე მოხვდებოდი- აიფარა პირზე ხელი
-ასე იცი დიზაინერების ისტორია?
-კონკურენტებს უნდა იცნობდე.
-აუ, შენ ზედმეტად დიდი მიზნები გქონია- გამიკვირდა
-მოვკვდები ახლა, იმ ჩანთას გახედე- მეუბნება და ხელით ეხება- ხომ არ მიყვირებენ?
-არა- გადავჩურჩულე
-დედა, შეხედე შიგნით, რთულია ამის შეკერვა, სულ მინდოდა ჩანთის გაკეთება
-მოგვეცით- ვამბობ და კეკე ყურებს ცქვეტს
-რას აკეთებ?- მეკითხება გაოგნებული
-ვყიდულობ, ხომ მოგეწონა?
-არც კი გაბედო.
-რატომ?
-ამას ვერ გადაგიხდი
-ჩემთვის ვყიდულობ რა გინდა?
-შენ რათ გინდა?
-მინდა
სანამ კეკესთან ვკინკლაობდი გოგონამ ისე შეფუთა ჩანთა რომ კინკლაობა დასრულებულიც არ იყო.
-შენი საყვარელი კი არ ვარ
-მერე რა საყვარელო.
-ნუ მეძახი ასე!
-დღეს ოპერაში მივდივართ
-რა?
-ოპერაში, გინდა რამე კაბაც ავიღოთ?
-ამდენი ფული საიდან გაქვს?
-ვმუშაობ ბევრს და იქედან?
-სოფელში რომ იყავი?
-სხვები მუშაობდნენ- ვაპსუხობ ჩურჩულით
-ლუკასაც ამდენი ფული აქვს?
-რაში გაინტერესებს ლუკა?- ვეკითხები გაკვირვებული
-ისე, მართლა რას აკეთებთ?
-რესტორნების და სასტუმროების ქსელი გვაქვს.
-კაბაც გვინდა- ვამტებ ღიმილით
-კაბაც შენთვის გინდა?- მეკითხება უხეშად
-აქ თუ განსაზღვრული თანხის შენაძენს არ გააკეთებ ვერ გახვალ მაღაზიიდან
-მატყუებ ეგეთი დებილიც არ ვარ.
-მიდი აარჩიე, შორტებით ოპერაში ვერ შეხვალ
-იმ წვილ-კივილს ვერ გავუძლებ.
-გაუძლებ, თან ბალეტია დღეს და არა ოპერა
-არა
-კი
-კაბა გვინდა, დახვეწილი თეთრი.
-რატომ თეთრი?
-გიხდება
-შენი საყვარელი კი არ ვარ
-ე გოგო ამოისუნთქე

კეკე თეთრი კაბით ოპერაში შემყავს და მაშინვე ყველას ყურადღებას იპყრობს, ულამაზესია, მასთან სიახლოვე მსიამოვნებს და თავს საოცრად ამაყად ვგრძნობ.
-იცი დღეს გედების ტბაა.
-რა?- მეკითხება და ჭაღს უყურებს
-საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ბალერინა ცეკვავს
-მართლა?
-ხო იქ მცხოვრებ ქართველს გაყვა, ნიკოლოზი ქვია და თუ აქ არის გაგაცნობ
-იცნობ?
-კი- დავუქნიე თავი ამაყად
-ხელი მომეცი- გავუწოდე ხელი
კეკემ ინსტიქტურად ჩამკიდა ხელი და დარბაზში შევედით.

№1 სტუმარი nanak

აუუ ჩემი ნიკოლოზი და ნინი, კარგი თავი იყო, ჩანგლებზე და კვერცხებზე ვიცინე ბევრი. მიყვარხარ გეგი და გადზარდე ეს თავები რა უბედურებაა ტანჯვაა უკვე, ნეტა არ დამეწყო კითხვა.

კარგია კარგი ძალიან
ეფექტურად მოქმედებს ისტორიის განვითარება ჩემზე
ძირითადად აქცენტი იმაზე გადაგაქვს რომ სოფლიდან ჩამოსული გოგონააა კეკე
ზუსტად ისეა როგორც წერ
და ბოლოს ველოდები მომდევნო თავს❤❤

№3  offline მოდერი GEGI გეგი

გროსმაისტერი
კარგია კარგი ძალიან
ეფექტურად მოქმედებს ისტორიის განვითარება ჩემზე
ძირითადად აქცენტი იმაზე გადაგაქვს რომ სოფლიდან ჩამოსული გოგონააა კეკე
ზუსტად ისეა როგორც წერ
და ბოლოს ველოდები მომდევნო თავს❤❤

❤❤

№4 სტუმარი ანუნა

ვაიმეე ნიკოლოზის და ნინის სახელები რომ გავიგე ჟრუანტელმა დამიარა... ისტორიაზე რა შემიძლია ვთქვა, უბრალოდ შესანიშნავია????

№5  offline მოდერი GEGI გეგი

ანუნა
ვაიმეე ნიკოლოზის და ნინის სახელები რომ გავიგე ჟრუანტელმა დამიარა... ისტორიაზე რა შემიძლია ვთქვა, უბრალოდ შესანიშნავია????

heart_eyes heart_eyes

№6 სტუმარი სტუმარი Keta

ნიკიც რომ არ ჰქონოდა მაინც გიცნობდი და გამოგარჩევდი. ვგიჟდები შენ იუმორზე.

№7  offline წევრი კირა

როგორ ძალიან მომწონს და როგორ მაბედნიერებს ეს ისტორია, აშკარად წერის შენი სტილი გაქვს და გამორჩეულიც.. აქამდე ნამდვილად არ ვიცნობდი შენს შემოქმედებას და სუპერ:)

№8 სტუმარი Natashkina

ძალიან კარგია მაგრამ ნეტა არ დამეწყო კითხვა ეხლა რა გაძლებს გიჟივით ყოველდღე 10 ჯერ შემოვდივარ. :(. თან ისე დეტალურად და ნელა მიდის სიუჟეტი ამას დასარული არ უწერია ალბათ ერთი თვე კიდე :(. გეგი საბაზე ვნახე შენი რომანი სავარაუდოდ წაკითხული მაქვს (სიუჟეტს რო გადავხედი გამახსენდასავეთ). მაგრამ ეხლა მინდა გამოწერა და მანდ რო ვყიდულობ ონლაინ პდფ-ს მაძლევს თუ დაბეჭდილს? სორი პირველად ვიწერ საბადან რაღაცას:)

№9  offline მოდერი GEGI გეგი

Natashkina

მოკლედ აქ რეკლამა გამომივა, მაგრამ მეორე ნაწილი არ გექნება წაკითხული, დასაწყისი არის რამდენიმე თავი, თუ წამკითხველს გადმოწერ შეგიძლია აპლიკაციიდან იკითხო ინტერენეტის გარეშე. ხო და იქაა ის ერთი ამბები ამიტომ ღირს. <3

№10 სტუმარი ზინიკო

GEGI გეგი

მე გადმოვწერე და წავიკითხე მეორეც,მაგრამ ეგ დასრულებული არ იყო ჯერ და როდის გაგრძელდება? თან ისეთ ადგილზეა გაწყვეტილი რო რავიცი ახალ წელს ველოდები ???????? იქ ის მაინტერესებს ძალიან და აქ ეს,მაგრამ როგორც ამ თავიდან მივხვდი ნინის აიყვანენ დასში ????

№11  offline მოდერი GEGI გეგი

ზინიკო

ისტორია იქ მთავრდება, სადაც საბაზე სრულდება, ნუ დავასპოილერებთ. heart_eyes

პირადში თუ მომწერთ აგიხსნით.

№12 სტუმარი სტუმარი სალომე

აუუ ცოტა დიდი თავებიი რა:( დავიტანჯეე ნეტა მეც არ დამეწყო კითხვა ☹️მიყვარს შენი რომანები ????????????

[quote=სტუმარი სალომე]აუუ ცოტა დიდი თავებიი რა:( დავიტანჯეე ნეტა მეც არ დამეწყო კითხვა ☹️მიყვარს შენი რომანები

№13  offline აქტიური მკითხველი terooo

საბა მშურს შენი მოთმინების უნარის

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent