ცოდვების ხარჯზე..(8 თავი)
ბახალადან თანხის მიღების მესიჯზე ბედნიერს გაეღიმა სანდროს, უხაროდა, რომ მეგობარს იმედებს არ უცრუებდა. მისგან ბევრი სიკეთე ახსოვს და უნდოდა თავადაც რამე კარგი გაეკეთებინა. გაღიმებული გადავიდა პარკში ტყუპი გამომძიებლები რომ ენახა და კონსტანტინე მანქანაში დატოვა. ყურადღება რომ არ მიექციათ ზურგით მიუჯდა ბიჭებს და ამოიხვნეშა. ვერ იტანდა ამ სერიოზულ საუბრებს. -ახალია რამე? -არის, დავითის კვალზე გავედით, უკვე ტელეფონსაც ოფიციალურად მივყვებით და თვალთვალის უფლებაც გვაქვს, ეს წინა დღეების ფოტოებია_ხმადაბლა ჩაილაპარაკა იოანემ და პატარა ცელოფანში ჩაყრილი ფოტოები გაუსრიალა ზურგით. სანდრომაც დინჯად გაშალა და სათითაოდ დაიწყო თვალიერება. რამდენიმე წუთში კი გაოცებულმა დახედა რამდენიმე მოგროვებულ ფოტო, ბრაზისგან ტვინში ისე წაუჭირა რაღაცამ თავი ვეღარ შეიკავა. -აი თურმე რატომ ჰქონდა მაგარი ბიჭობის კვერცხებიი, ამას კი მოვუ**** გამზრდელს, ფუ მე ამის ..._გინებას არ წყვეტდა და უკვე ფეხზე მდგომი დააბიჯებდა ნერვიულად. -რა ხდება იტყვი?_აღარც ტყუპები მორიდებია ვინმეს და პირდაპირ წამოადგა გაბრიელი ცოლიძმას. -ეს ნაბი*ვარი ბახალას მევალეა_გიორგის ფოტო ააფრიალა წინ, -მთელი შეკვრა სუფთა ჰეროინით დატყდა, რომ ჩამოვედი გავაფრთხილე და ისევ დატყდა. ორი კვირაა ლამის რაც ვეძებ. ვფიქრობდი ისე ვერ დამემალებოდა ვიღაც სერიოზული კრიშა ყავსთქო და აჰა_ჰაერში გაფანტა გაბრაზებულმა გიორგის ფოტოები. -იდიოტო, იქნებ მოედანზე გამოვაკრათ_გაბრაზებულმა გამოსცრა გაბრიელმა და ძირს გაფანტული ფოტოები აკრიბა. -სამაგიეროდ ახლა დავითია მთავარი ეჭვმიტანილი და არა შენ, უკეთესიც, შენზე ხელჩასაჭიდი საერთოდ არაფერი გვაქვს_მხრები აიჩეჩა იოანემ და აზუზუნებულ ტელეფონსაც მიაქცია ყურადღება. სადაც იყო ცოლის ზარისთვის უნდა ეპასუხა მანქანიდან გამოვარდნილი სანდროს თანაშემწე რომ შეამჩნიეს, ბიჭი გამწარებული სახით მორბოდა და რაღაცას გაჰყვიროდა, სანდროს სურათი დაანახა და ორივე ისე სწრაფად აორთქლდა თვალი ძლივს მიაწვდინეს. სანდრომ მძღოლიც გვერდით მიაგდო და თავად მიუჯდა მანქანას. -მითხარი, რომ ვერც შენ მიხვდი რა მოხდა თორემ თავს იდიოტად ვგრძნობ_ჯერ კიდევ აორთქლებული მანქანის დატოვებულ ბოლს უყურებდა იოანე. -არ გრძნობ, იდიოტი ისედაც ხარ_თანაგრძნობის ნიშნად მოუთათუნა ძმამ ბეჭზე ხელი და გაეცინა ბიჭმა მხარი რომ აუქნია. -წადი რა, ჯანდაბა ნენე მირეკავდა_მაშინვე გადაურეკა ცოლს და ღიმილით უსმენდა შვილის ღუღუნს, რომელიც ნაზი ხმით ეძახდა მამას. არც დიდ სიჩქარეს აქცევდა სანდრო ყურადღებას და არც ირგვლივ ამდენ დასიგნალებას, მის წინ მხოლოდ სოფიოს აცრემლებული თვალები იყო და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა არ დაეგვიანებინა. მთელი რიგი მიზეზები ჩამოწერა გონებაში რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ სოფია ამ დღეში ჩავარდნილიყო, თუმცა ვეღარაფერი მოიფიქრა და დანებდა. კიდევ ორი წუთიც და ყველაფერს გაიგებდა. ხმაურიანად დააყენა მანქანა ბინის წინ და მაშინვე სადარბაზოში გავარდა, სწრაფად აირბინა ოთხი სართული და ხმაურიანად ამოისუნთქა კართან ჩამჯდარი გაცრეცილი გოგო რომ დაინახა. -სოფია..._ხმა მაშინვე გაუწყდა როგორც კი გოგომ ამოხედა. -არ ვიცოდი სხვაგან სად წავსულიყავი_ხმა ჩახლეჩოდა ნერვიულობისგან გოგოს -მოდი შევიდეთ და დამელაპარაკე_უხერხულად მოხვია გოგოს ხელები რომ წამოეყენებინა და მაშინვე შეუშვა. მისთვის ეს ყველაფერი უცხო იყო, არასდროს უზრუნია ასე ვინმეზე, არც ვინმეს შეხების სურვილით დამწვარა, არ უნერვიულია და არც წამებში გაქცეულა ვინმეს დასახმარებლად ლილუს გარდა, თუმცა ეს შემთხვევა მისი დისგან სრულიად განსხვავებული იყო. -ერთი ჭიქა წყალი შეიძლება?_გახევებულ კონსტანტინეს გადახედა და ისიც მაშინვე სამზარეულოში გაქრა. -კარგად ხარ?_ფრთხილად მიაბრუნდა უკან და დივანზე დასვა სანდრომ გოგო. -არ ვიცი, ასეთ სიტუაციაში პირველად ვარ_მწარედ გაეღიმა სოფიას და სანდროს თვალებში ახედა. მაშინვე დაიბნა ბიჭი, სოფიას თვალებში ოდნავადაც აღარ იკითხებოდა შიში, თაფლისფერები ანათებდა და იღიმოდა. შეცბუნებული უყურებდა სანდრო და დაჰიპნოზებულივით ვერ აშორებდა თვალს. პირი გააღო რამე მაინც რომ ეკითხა, თუმცა იდილია კონსტანტინემ დაურღვიათ. -დალიე სოფია_წყლის ჭიქა მიაწოდა და ჩახველებით ჩამოჯდა იქვე. -დაწყნარდი და მოგვიყევი რა მოხდა_სანდროც დასერიოზულდა და გვერდით მიუჯდა. -ორი დღის წინ, ანუ თქვენ რომ გნახეთ, იმ საღამოს გიორგიც მესტუმრა, ვითომ არაფერში გავერიე ისე ლაღად მესაუბრებოდა, მე ჩემი პრობლემები მაქვს, ვიღაც მოსწავლის გამო შარში თავის გაყოფას არც ვაპირებდი, კარი ცხვირწინ მივუხურე და ვუთხარი თვალით აღარ დამნახებოდა.მეორე დღეს უკვე ყველაფერი შეცვლილი დამხვდა_ამოიოხრა და გიორგის ხსენებაზე დაძაბულ სანდროს გამოხედა. -არ მინდა პარანოიკი გეგონო, ვიცი რასაც ვხედავდი, მოკლედ მეორე დღეს გაჩერებაზე გამოსულს ვიღაც ბიჭი ამედევნა, ფსიქოლოგია ჩემი საყვარელი საგანი იყო და დეტალურად მაქვს შესწავლილი, აშკარად ეტყობოდა ყველაფერზე სპონტანურად რომ მოქმდებდა, რომელ მარშუტსაც ავუწიე ხელი გამომხედა და იგივეში ჩაჯდა, უნივერსიტეტთან რომ დავიძახე გააჩერეთთქო და ჩამოვედი ჩმომყვა, მთელი დღე ასე გავიდა, ოღონდ სამი სხვადასხვა ბიჭი იყო. მეორე დღესაც რომ იგივე შევამჩნიე ცოტა ვიეშმაკე, სახლამდე რამდენიმე მარშუტი გამოვცვალე თუმცა შედეგი იგივე. მთელი დღე ასე გაგრძელდა. მესამე დღესაც იგივე, ბინიდანაც ვხედავდი სულ გარეთ ტრიალებდნენ, დღეს კი... ჯანდაბა დღეს ეტყობა რაღაც შეიცვლა_ცრემლები მოაწვა სოფიას თვალებს -სახლში ვბრუნდებოდი, გაჩერებაზე გადასასვლელად შუქნიშანი უნდა გამევლო, დაველოდე სანამ მწვანე ქვეითებისთვის აინთებოდა და შემდეგ გადავდგი ნაბიჯი, საიდანღაც შავი დელიკა გამოვარდა და რომ არა ჩემს გვერდით მომავალი ბიჭი პირდაპირ გადამივლიდა. ხელი ჩამავლო და უკან გამაგდო, იმ ბიჭის ცოდვასაც ვიდებდი კისერზე, ღმერთო სხვისი ცოდვის ხარჯზე როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება_ატირებულმა ჩადო სახე ხელებში. მალევე მოახერხა დაწყნარება და წარბებშუკრულ, ჩაფიქრებულ სანდროს ამოხედა -რაში გამაყოფინა თავი იმ გარეწარმა? -არ გეკადრება მასწავლებელ ქალს ასეთი სიტყვები, ყველაფერს მე მივხედავ_აკანკალებული ხმით მოინდომა ბიჭმა სოფიას დაწყნარება და ძლივს გაბედა ხელით ოდნავ შეხებოდა ლოყაზე, დენის დარტყმისას უკანვე გამოსწია და მობილურით ხელში წავიდა ოთახის მეორე ბოლოსკენ. კრუგებს ურტყამდა და ზარებს ახორციელებდა. -ნახევარს საათში ბატონ დავითზე სრული ინფორმაცია მჭირდება, სრული, რაც იმას ნიშნავს, რომ ტუალეტში რამდენჯერ გადის ეგეც უნდა ეწეროს. -დავითის მომსახურე ბიჭების ფოტოები მინდა, აბსოლიტურად ყველასი, თუ ვინმემ მხოლოდ ერთი დავალება შეუსრულა ისიც. -გიორგი მომიძებნე, დავითის ხაზს მიყევი და იოლად გახვალ, ყურებით მიათრიე ეგ ნაბი*ვარი ქოხში და დამირეკე. გაფართოებული თვალებით აჰყურებდა გოგო გამხეცებულ ბიჭს, რომელიც სხვადასხვა ნომრებს კრებდა და ბრძანებებს გასცემდა. -ღმერთო თავი ფილმში მგონია._სახეზე ჩამოისვა ხელები და ისე აესვეტა სანდროს წინ სიარული რომ ვეღარ შეძლებოდა, -მითხარი რაში გავეხვიე. -ჩემს ეჭვს დავაზუსტებ და აგიხსნი_კიდევ ერთი ნომერი აკრიბა და მკაცრი სახით ანიშნა გოგოს ხმა არ ამოიღო. -მოგესალმებით დავით ბატონო_დამცინავი ტონი გაურია ხმაში. -რაო სანდრიკო, უფროსმა კიდევ ფულები მოგთხოვა? -არა, ამჯერად დასაცინად გირეკავ, ბალღ გიორგის ენდე? კურიერად როგორ დააყენე მას შემდეგ რაც ბახალა გაქურდა? ხომ იცი ნარკომანები და ქურდები არ იკურნებიან_მწარედ ჩაეღიმა და გაოცებული სახით მდგომ გოგოს გახედა. -უკვე გავრცელდა? ეგ ნაბი*ვარი, ზმარს ვადენ თუ დავიჭირე, თუარადა ვაიძულებ თავად მოეთრას და იმ ფეხებს დავაჭრი_სიძულვილით იქედნებოდა დავით. -ვაახ, კოზირი შენც უპოვე? ახლა არ მითხრა ის გამწლეული მასწავლებელი გოგოო, თორემ ვიჯავრებ ისევ შენთან დატაკება რომ მომიწევს, ხომ იცი კოზირების ტრიალი ჩემი საქმეა_სოფიას სახე არ შეიმჩნია ისე გააგრძელა არხეინად საუბარი. -ეხ სანდრინიო სანდრიონიო, როგორ გეტყობა რომ ვერ დაღვინდი. ნუ გავიწყდება, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით მაინც ვარ წინ_სიცილით გაუთიშა ბიჭს და ჩაფიქრებული დატოვა. ავად ენიშნა სანდროს კაცის სიტყვები და სწრაფად დაიწყო შედეგებზე ფიქრი, ერთმა გაუელვა და ელვის სისწრაფის მივარდა გოგოს. -ვინც გადაგარჩინა ახალგაზრდა ბიჭი იყო? -კი. -ისეთი ჩაცმულობის და სტილის როგორც მოთვალთვალეები. -არ მახსოვს_შეცბუნებული პასუხობდა გოგოც. -სოფია, მნიშვნელოვანია, გაიხსენე_ბეჭებში მოკიდა ხელი და მსუბუქად შეაჯანჯღარა გოგო. -მემგონი კი, ხო რაღაცით გავდნენ. -სახლამდე მოგაცილა? მითხარი აქამდე მოგაცილა? -კი_პრობლემას სოფიაც მიხვდა და თავში ხელი შემოირტყა, ბებოს მუდმივი ფრაზა გაახსენდა, როგორ ეუბნებოდა შენივე გულუბრყვილობა დაგყუპავსო. -სასწრაფოდ გავდივათ_ტელეფონს და სოფიას სტაცა ბიჭა ხელი. -გვიანია აქ არიან_ანერვიულებულმა გამოხედა ფანჯარასთან მდგომმა კონსტანტინემ და უფროს თვალებში ახედა. -მესამეზე ვიცნობ ერთ ოჯახს, სანამ რამეს მოვიფიქრებთ დავიმალოთ_მაშინვე წააცუნცულა გოგო კარისკენ და ქვედა სართულზე ჩაიყვანა. -გაგა, გაგვიღე_მხოლოდ ორი მირტყმა დასჭირდა კარზე და მდევარი უკვე თითქმის ჩანდა რომ შეასწრეს. -გაგა, ეს ბინა ყველაზე კარგად იცი, როგორ დავტყდეთ_მელოტ კაცს ესაუბრებოდა სანდრო. -მეცხრეზე ასვლას მოახერხებ? -სანამ ჩემ ბინას გააღებენ და გაჩხრეკენ ალბათ კი -ხოდა, მეორე სადარბაზოდან ამოსასვლელი ბინა აქვს გაერთიანებული, აქედან შეხვალ და მეორედან გახვალ_თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ჩუმად შეაცილა სტუმრები ლიფტის პატარა მორყეულ კაბინაში. მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა სანდრომ უსაფრთხოდ რომ დაიგულა თავი და სულ სხვა ნომერზე დარეკა მანქანისთვის. -იმედია ბინა ნაშვონი გაქვს_მკაცრად გადახედა კონსტანტინეს და მისი თავის დაქნევაზე საბოლოოდ მოეშვა. ფრთხილად უყურებდა სოფიას და გიჟდებოდა ამ გოგოს თვისებებზე, სხვა მის ადგილას კივილ-წივილს დაიწყებდა, ახსნას მოთხოვდა და შეიძლება არც დაეჯერებინა რაიმე ნათქვამი, ის კი მშვიდად აცდიდა სანდროს თავისი საქმე გაეკეთებინა და ახსნასაც მოთმინებით ელოდა. -მალე სახლში უნდა ვიყო, ბებო.... -ჩემთან რჩები_განაჩენივით ჟღერდა სანდროს სიტყვები. -უკაცრავად?_ლამის მართლა შუბლზე აუვიდა გოგოს თვალები. -მოსვლა იყო მხოლოდ შენი ნება, რამდენიმე დღე შეიძლება დამჭირდეს გასარკვევად, ტყუპებიც უნდა დავიხმარო, საქმე უკვე სერიოზულ მობრუნებას იწყებს, გიორგიმ დავითს უღალატა, დავითს მაგარი კრიშა ყავს, მე დავითი მჭირდება, მის კრიშას მეც, დავითიც და გიორგიც, დარწმუნებული ხარ რომ ამ დროს, როცა ყველა ერთმანეთზე ნადირობს გარეთ იარო სრულიად მარტომ?_წარბები აუწკიპა ბიჭმა. -ჩემ თავს არავინ დაეძებს, ბებო მარტოა, ვერ დავტოვებ, წამლები თუ არ დალია მდგომარეობა გაუარესდება, თუ არ ვიმუშავე წამლებს ვერ ვუყიდი, მის გარეშე კი ისედაც მარტო ვარ. -ბებოს წამოსაყვანად უკვე დავრეკე, ჩათვალე საიმედო ადგილასაა, ჩემი და საკუთარი თავივით მოუვლის, ახალ ნომერს ჩავდებ და დაგარეკინებ, შენ კი ჩემთან რჩები_ნასიამოვნებმა დაამატა და ოთახზე ანიშნა სადაც მოსვენება შეეძლო. -ოთახამდე ბევრი რამ გაქვს ასახსნელი_ამჯერად სოფიაც ჯიუტად დადგა წინ და ჯიქურ შეაჩერდა თვალებში. -„ტუსოვკა ნაჩინაეტსააა“_ბავშვობიდან შემორჩენილი რუსული ფრაზა მოაგონდა რატომღაც კონსტანტინეს და გასასვლელი კარისკენ წავიდა. თვალი შეავლო ერთმანეთისკენ მამლებივით წასულ წყვილს და ხითხითით გაიხურა კარი. ----------------------------- თქვენ თუ ასე გამანებივრებთ შეფასებებით, მე დიდი მოცულობის თავებით გადაგიხდით, როცა ვერ ვხვდები მოგწონთ თუ არა მუზა სირაქლემასავით მემალება, დანარჩენი თქვენზეა :დ ძალიან მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.