შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომ არა შენ... VI


12-10-2019, 21:37
ავტორი liilu
ნანახია 1 501

ევა დათოს მოშორებას ცდილობდა, როცა ბიჭმა წელზე შეუცურა ხელი. დადვანი კი მოსწყდა ამქვეყნიურ ცხოვრებას და ტვინი გაეთიშა. ფიქრი, აზროვნება, საერთოდ ვერაფერს ვეღარ აკეთებდა. დათო კი იძირებოდა მის გრძნობებში, ახლა ნამდვილად მიხვდა, რომ შეიძლება ყველაფერი თავიდან დაიწყოს, მაგრამ მხოლოდ ევა დადვანთან, ეს გოგო მისი ახალი სიცოცხლე გახდა, მისი გულს მთლიანად დაეპატრონა... ნაზად მოსწყდა მის ტუჩებს და დააკვირდა, გიჟდებოდა, ევას რომ ასეთს ხედავდა, ყოვლისშემძლე ხდებოდა. ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, დათომ თავი დაადო ევას შუბლზე, გოგო ჯერ კიდევ არეული და უუნარო იყო, ღრმად სუნთქავდა. არ უნდოდა დათოსთვის შეეხედა. უკვე დაიწყო ტვინმა მუშაობა და ათასი ფიქრი და ემოცია ტრიალებდა მასში. ესესაა თვალები უნდა გაეხილა, რომ გონება დაკარგა. დათო მასთან ერთად ჩაიკეცა.
-რა გჭირთ ამ დაქალებს... - მისი მოფხიზლება სცადა, ხარატმა ხელში აიყვანა გადარეული გოგო და თავის ოთახში საწოლზე დასვა. - დღეს თუ არა ხვალ მაინც მოგიწევს თვალებში ჩამხედო, სიხარულო. - ჩასჩურჩულა ყურში და ლოყაზე აკოცა. პლედი დააფარა და გამოვიდა. კარი როგორც კი დაიხურა თვალები ჭყიტა დადვანმა და ხელი გულზე დაიდო.
-ეს რა იყო? ვაიმე... რა უნდა ვქნა? - აფორიაქებული ჩურჩულებდა, თან ბრაზობდა დათოს სიტყვებზე, თან გული გამალებით უცემდა. წამოდგა და კარი გადაკეტა. მერე ოთახში სიარული დაიწყო. უცებ ემოციებისგან ცეკვა დაიწყო. - ღმერთო, რას ვაკეთებ? მე რა გავგიჟდი? - ცოტა შეშინებული საწოლს დაუბრუნდა. დიდხანს იწრიალა, შუა ღამეს ლიზასთან შევიდა, არ იცოდა, რომ გიორგიც მასთან დარჩა და გაოგნებული უყურებდა მათ. იფიქრა იატაკზე დამჯდარი ბიჭი გაეღვიძებინა, მაგრამ გადაიფიქრა, ყველაფერზე იყო თანახმა ოღონდ ლიზას არაფერი მოსვლოდა. - მე არ ვარ ამ ყველაფრით ბედნიერი... ნეტა ჩემი ძმა რას მეტყოდა? - ჩაიჩურჩულა და ოთახის კარი დახურა. გასასვლელი კარიც გადაკეტა და სამზარეულოში შევიდა. ჩაი გაიკეთა. დადვანს ნახევარი ღამე არ ეძინა, ათას რამეზე ფიქრში შემოათენდა.
გაღვიძებული ლიზა გიორგის სინანულით დააკვირდა, უნდოდა თმაზე მოფერებოდა და თბილად გაეღვიძებინა, მაგრამ როგორც კი ხელი წაიღო, მაშინვე იფეთქა მოგონებებმა, გიორგის მაგივრად რატი გაჩნდა და ცრემლი მოერია. საწოლიდან წამოდგა და ოთახიდან გავიდა, კარი ჩუმად დახურა. აივანზე გასულს პლედში გახვეული მძინარე ევა დახვდა.
-გოგო აქ რამ დაგაძინა, იცოდე გაცივდები და ჩემგან მიიღებ.
-ოჰ, გაიღვიძე? - ახლად გაღვიძებულ ევას საუბარიც ეზარებოდა, სიამოვნებით გააგრძელებდა ძილს.
-როგორც ხედავ კი.
ევამ ხელი გაშალა -მოდი, - ლიზა გულში ჩაიკრა დადვანმა - ხომ იცი, რომ ვერ ვიტან როცა რამეს მიმალავ. მე რა უნდა დამიმალო. კაი რა.
-ევა არ მეგონა, რომ...
-სამი წელი, ლიზ, შენ სამი წელი მას მიუძღვენი, მას შემდეგ რაც ის არ არის. ადამიანებს მაშინაც კი არ უყვართ ერთმანეთი სამი წელი როცა ერთად არიან. თავს ნუ იდანაშაულებ.
-ევა, ყველგან მას ვხედავდი, მას ვგრძნობდი, ახლაც... - ცრემლი მოიწმინდა - ვერ ვეგუები მის არ ყოფნას. არ მინდა, რომ სხვამ შეცვალოს. არ მინდა რომ შევეგუო...
-ჩემო ერთადერთო, ვერავინ დაგაძალებს მის დავიწყებას. შენთან და შენს გულში მუდამ იცოცხლებს, მაგრამ...
-რაღაც მომენტში გიორგიზე დავფიქრდი... ამან უფრო მატკინა გული, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი.
-შენ არაფერი დაგიშავებია, კარგი? მეტიც, მერწმუნე რატის - ყელში ბურთი გაეჩხირა ევას ძმის სახელის ხსენებაზე - არ გაუხარდებოდა ასეთი რომ დაენახე. ჩემო ლამაზო მას ისეთი უყვარდი როგორიც მაშინ იყავი, ასეთი რომ დაენახე განადგურდებოდა. დროა რაღაცეები კარგად აწონ-დაწონო. სცადე, იქნებ გამოვიდეს?
-ასე უცებ არ შემიძლია ევა, გიორგიმ რომ ვერ გამიგოს?
-მას ვინ ეკითხება? - უცებ გაიცინა ორივემ.
ამ დროს გიორგი აივნის კართან იდგა და უყურებდა გოგონებს. მერე დააკაკუნა - მე წავალ.
-კარგი, მადლობა გიო. - უთხრა ევამ.
-თუ დახმარება დაგჭირდეთ, ხომ იცი რა.
-კი, კი, ვიცი.
ბიჭი ელოდებოდა ლიზას გამოხედვას მაინც, მაგრამ ამაოდ. ბოლოს წავიდა.
-შენ კიდე ამბობ ვერ გამიგებსო. - გაიკრიჭა ევა.
-შენ რა გჭირს? - თვალები მოჭუტა ლიზამ და უცნაურად ბედნიერ ევას მიაშტერდა.
-არაფერი, რა უნდა მჭირდეს.
-ეგ ზღაპრები შენს ახლადშეძენილ მეგობრებს მოუყევი კაი?!
-აუ, ლიზ სულ დამავიწყდა დილით მამიკო მირეკავდა და ვერ ვუპასუხე. გადავურეკავ იქნებ რამე სასწრაფოა.
-ჰოჰო, დაურეკე.

-შენ რა მამალი ხარ ძმაო. არ გეძინება? ამ დილას რა დროს ყავაა.
-ლიზა როგორაა?
-არ ვიცი. ალბათ უკეთესად.
-მასთან არ იყავი?
-კი.
-მერე?
-მერე არ გვილაპარაკია.
-მაინც ვერ მივხვდი რა მოხდა. ნორმალურად მოყევი რა თუ ძმა ხარ.
-ოო ბიჭო რა მოხდა და მაპატიეო, არაო, მეც ვერ ვხვდები რა ხდება.
-მე შენ გაფრთხილებდი. ახლა ეს პაზლები შენ უნდა დაალაგო. ხომ გინდოდა თავგადასავლები.
-კაი რა თუ ძმა ხარ, ჩემი გამჭირვებია.
-გინდა მე ავიდე? გაგირკვევ სიტუაციას. - თვალი ჩაუკრა მეგობარს.
-ოჰ, როდიდან?
-წინა ღამიდან. - გაიკრიჭა დათო.
-კაი, ღადაობ?! ჩემი...
-არა ძმაო. რა დროს ღადაობაა, შემომხედე მე ვარ დავითი.
-შე გაიძვერა. მე მაბოლებ და რა ამბებში ხარ.
-ახლა შორს წახვედი. ეგრე არ იყო. ოდესმე თუ კარგად დავთვერი მოგიყვები. ალბათ... - გაიცინა და ჭიქა მაგიდაზე დადო.
-ჭკვიანად ბიჭო.

-ეს საღამურები სად იპოვე? - გაიცინა ლიზამ.
-რა იყო გშურს?
-ხო მშურს დიდი ზომის მაისურის...
-და შორტების. - დაამატა ევამ.
-ვიღაც მოვიდა, მიდი რა კარი გააღე გთხოვ. -თავი შეაცოდა ევას.
-ახლა ვინ არის?! - თვალები გადაატრიალა ევამ. ბაჯბაჯით მივიდა კარებთნ. ჭუჭრუტანაში გაიხედა და უცებ ახტა. - ღმერთო, მიშველე. - ლიზასთან გაიქცა - ლიზ, დათოა.
-მერე? - გაკვირვებული უყურებდა აღელვებულ მეგობარს.
-მეორე გასასვლელი არ გაქვს ხო?
-ევა რა ხდება? - ხელები გაშალა ლიზამ.
-ფანჯრიდან ვერ გადავხტები... სხვა, სხვა, მალეე ევა მალე.
-ეს გოგო სულ გაგიჟდა. - გვერდი აუარა ევას და კარისკენ წავიდა.
-მოიცა, -იყვირა უცებ. - მე აბაზანაში უნდა შევიდე. - სააბაზანოში შევარდა. ლიზა კი გაოცებული მხრებს იჩეჩავდა.
-შემოდი დათო. - კარი გაუღო ბიჭს.
-როგორ ხარ ლიზა?
-არამიშავს. - ძალით გაიღიმა.
-რამე ხომ არ გჭირდება? - სავარძელში მოკალათდა და აქეთ-იქით ათვალიერებდა სახლს.
-ევა სააბაზანოშია. - გაუღიმა დათოს. ბიჭმა კი ცოტა უხერხულად იგრძნო თავი.
-არა, გუშინ, გონება დაკარგა და...
-რაა?
-არ უთქვამს?
-გასაგებია. - გაბრაზდა ლიზა.
-ჰოო. - გაიღიმა დათო და გუშინდელის გახსენებაზე წვერზე ხელი ჩამოისვა.
-რა მოხდა, რატომ დაკარგა გონება?
-რავიცი ლიზა კაცები რას გაგიგებთ ქალებს.
-დღეს კარგ ხასიათზე ხარ არა? რას იკრიჭები?
-ვფიქრობ კარგი იქნება თუ საღამოს სასეირნოდ გავალთ.
-იფიქრე, იფიქრე.
-რაიყო, ცუდი აზრია?
-მე და შენ წავიდეთ?
-მერე გიორგი და ევა?
-მოდი რა პირდაპირ გეტყვი, ევა არ მოინდომებს შენთან ერთად წამოსვლას. მე კი გიორგისთან ერთად ვერ, - ხაზი გაუსვა -ვერ წამოვალ.
-კარგი, მაშინ... - აღარ დაასრულა წინადადება. წამოდგა - წავალ, მეგობარს ვინახულებ. იმედია ახლა კარგადაა.
-რომელ მეგობარს?
-რაიყო? - თვალი ჩაუკრა ლიზას. - გიორგის სხვას ვის.
-რა დაემართა?
-მაღალი სიცხე ქონდა, სანამ ამოვიდოდი საწოლში იწვა.
-წამლები დალია?
-მე რა ვიცი ლიზა? - გაიკვირვა.
-მეც ვკითხე რა... - კარი გააღო და კიბეები ჩაირბინა.
-ვერ წამოვა... -გააჯავრა გოგო და გაიღიმა. მერე სააბაზანოს კარებთან მივიდა და დააკაკუნა. - ქალბატონო ევა სამი წუთი გაქვთ, რომ კარი გააღოთ. თუ არა და ახალი კარის ყიდვა მოგიწევთ.

ლიზამ კარზე ზარი დარეკა. რამდენიმე წუთი დაელოდა და ბოლოს თვითონ შევიდა ბინაში.
-გიო... - დაუძახა და სასტუმრო ოთახში შევიდა, არავინ არ დახვდა. -გიორგი... - კიდევ დაუძახა, ბოლოს საძინებელი ოთახის კარზე დააკაკუნა. არავინ არ უპასუხა და კარი ნელა გააღო. საწოლში თბილად, ტკბილად ეძინა ბიჭს. ლიზა მივიდა და შუბლზე ხელი დაადო. ემოციების გამო ცოტა ცხელი მოეჩვენა. მერე ტუჩები დაადო შუბლზე...
-გიო... - შეაქანა ძილისგუდა ბიჭი, მაგრამ ამაოდ. რამდენიმე წუთი აღვიძებდა.
-მმმ. - აზმუვდა და გადატრიალდა. გოგო ისევ არ მოეშვა. -ლიზა? - უცებ გადმოტრიალდა და გამოფხიზლდა.
-ძლივს. თერმომეტი სად გაქვს?
-რაა? - გამოშტერებული უყურებდა გოგოს.
-თერმომეტრი, დათომ მითხრა რომ მაღალი ტემპერატურა... - გაჩერდა და გიორგის სახეს დააკვირდა. - მოიცა, მოიცა, შენ...
-მოგატყუა. - მოკლედ მოუჭრა გიორგიმ.
-ჯანდაბა. - ჩაილაპარაკა და გვერდით გაიხედა.
-კაი, არაუშავს. - ჩუმად გაუღმა. - შენთან დალაპარაკება მინდა. - დასერიოზულდა.
-იცი მე უნდა წავიდე... - საწოლს მოშორდა.
-ლიზა, მოიცა, ორი წუთი - საწოლიდან წამოდგა გიორგი. ლიზა კი მზერა გაყინული უყურებდა. თითქოს ისეთი რამ დაინახა რაც არ უნდა დაენახა. -მოისურს ჩავიცვამ და გთხოვ, უბრალოდ მომისმინე. მეტს არაფერს არ ვითხოვ. - კარადის უჯრიდან მაისური ამოიღო და გადაიცვა. - ლიზ, მისმენდი?
-ჰო, კი. გისმენ.
-თუ შენ არ გინდა, მე არაფერს არ დაგაძალებ, ხომ გესმის. თუ შეგიძლია დაივიწყო რაც გითხარი, ანუ ხომ ხვდები რა, არ მინდა ჩემს გამო თავი ცუდად იგრძნო.
ლიზა უცებ გაიყინა, ყველაფერს ელოდა ამ სიტყვების გარდა. გაკვირვებული უყურებდა.
-თუ რამე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. - ძალით გაუღიმა გიორგიმ.
ლიზა დაიბნა აღარ იცოდა რა ეპასუხა, თავი დაუქნია და უსიტყვოდ წამოვიდა.

-შენ რა გააფრინე?
-შეგახსენებ რომ მე ვარ, დათო.
-თავხედო. საზიზღარო. - ბუზღუნებდა შეწუხებული და გაბრაზებული დადვანი. კარებთან მივიდა და გააღო. მარცხენა ხელით შუბლს ისრესდა.
-ოჰოო. - აათვალიერა გოგო - შორტები გიხდება, მაგრამმ - გააგრძელა სიტყვა - ცოტა, რომ დაგეგრძელებინა ცუდი არ იქნებოდა.
-გადი, გაიწიე - კარისკენ წავიდა გოგო, მაგრამ დათო გაეჯგიმა.
-გუშინდელის მერე, ასე ჩაცმული რომ მხვდები... რა ხდება ევა? ხომ ხედავ შენ თვითონ გინდა ჩემი ყურადღება მიიქციო.
-თავი დამანებე.
-ოდესღაც მაინც მოგიწევს თვალი გამისწორო. - ნიკაპზე მოეფერა.
-ხელი გაწიე. - დათოს ხელი მოიშორა. - ბოლოჯერ გეუბნები კარებს მოშორდი, უნდა გავიდე.
-თუ არა და...?
-იცოდე ვიკივლებ.
დათომ გადაიხარხარა. - რასიზამ?
-მიშველეეთ. - მართლა დაიწყო არაამქვეყნიური ყვირილი ევამ.
-გაჩერდი გოგო, რა გაყვირებს?! - ხელი პირზე მოუჭირა. - ევა გაჩუმდი. იცოდე სხვა ხერხს მივმართავ. - ევა შეკრთა და თვალწინ გუშინდელი კოცნა გაახსენდა. წამიერი გაფიქრება და ტანში ჟრუანტელი ერთიდაიგივე იყო. დათო მშვიდად იღიმოდა ევას ემოციებზე, გოგომ ხელზე რომ უკბინა.
-ველურიც ყოფილხარ. გუშინ ასეთი არ იყავი?!- ხელს ჰაერში იქნევდა ბიჭი.
-მე არაფერი არ მახსოვს.
-ნორმალურად საუბარი არ გინდა ხომ?
-დათო მომისმინე, შენთან სალაპარაკო არ მაქვს.
-აჰა, მერე? - თანდათან ახლოს მიდიოდა ევასთან. გოგო კი იბნეოდა და სიტყვებს ერთმანეთს ვერ აბამდა.
-ანუ, მე - ნერწყვი გადაყლაპა - ერთი წუთით.
-ჰო, გისმენ. - მისი სუნთქვა უკვე გოგოს სახეზე ელამუნებოდა.
-ასე ნუ აკეთებ. - ამოიჩურჩულა გოგომ, მის ტონში ლამის მუდარა იგრძნობოდა.
-როგორ? - წელზე ხელი შემოხვია და მორჩა ევა უკვე გაბრუებული, ჩიტივით სუსტი, უძლური და გონება დაბინდული იყო.
-გთხოვ... - ამოიჩურჩულა უკვე მის ტუჩებთან. მუცელში რაღაცეები დაფრინავდნენ, ტანში ჟრუანტელი უვლიდა და ძლივს სუნთქავდა.
-კიდევ არ გაქვს სალაპარაკო? - გაიღიმა კმაყოფილებით სავსე ხარატმა.
-ნწ. - მაინც არ ყრიდა ფარ-ხმალს დადვანი, სწორედ ეს იწვევდა დათოს.
-მოდი გაგხსენებ რაც მოხდა.
კარები უცებ მოაჯახუნა ვიღაცამ, მაშინვე მოშორდნენ ერთმანეთს. ევამ ძლივს ამოისუნთქა ნორმალურად, ვინცარუნდა ყოფილიყო მისი მადლიერი იყო.
-ახლა გადარჩი პრინცეცა, სხვა დროს აუცილებლად გაგახსენებ, თან ისე, რომ არასდროს დაგავიწყდეს.
-მიდი რა... - შეგულიანდა რამდენიმე ნაბიჯის გამო.
დათოს გაეცინა და გავიდა.
-დათო ჩემმა თვალებმა არ გნახოს იცოდე, მინიმუმ ერთი თვე. - გაცეცხლებული ლიზა, პირველად დაინახა დათომ და ცოტა არ იყოს შეეშინდა.
-რამდენიმე დღეში მივდივარ სიხარულო.
-ხოდა ძალიან კარგი. - ოთახში შევიდა და კარი მიიჯახუნა. -იმედია ერთი კვირაც არ იქნება ეგ რამდენიმე დღე. -გამოსძახა ოთახიდან. დათოს გვერდით ევას წამიერად გაეღიმა.
-რა დააშავე? -ღიმილის შეკავებას ცდილობდა.
-ვაიმე, ახლა შეგჭამ.
-რაა? - წადი სანამ წარმოდგენა დავკარგე. გაიცინა გოგომ.
-საღამოს სასეირნოდ წამოხვალ?
-არა.
-ნუ გეშინია მარტო არც მე არ გამოგყვები. ლიზას და გიორგის გამო გეუბნები.
-არ ვიცი, ლიზა თუ წამოვა, შეიძლება.
-კაი. მოგწერ. - თვალი ჩაუკრა და წავიდა.
-ცანცარა. -გაეღიმა, მაგრამ მაშინვე დასერიოზულდა. -აზრზე მოდი გოგო. -თავს შემოსძახა და ლიზასთან შევიდა.

-არ არსებობს ძმაო. ყველაფერი გააფუჭე. -უკვე ყველაფერი მოუყვა გიორგიმ დათოს, დათო კი იმედგაცრუებას ვერ მალავდა.
-რა გავაფუჭე ასე ჯობია. აბა არ მიდა ასე შორიდან ვუყურო.
-ბიჭო, ვერ ხვდები? გოგოს მოეწონე.
-ავირიე უკვე რა - გაბრაზდა გიორგი. - ასე ვაკეთებ არასწორია ისე ვაკეთებ მაინც არასწორია ამის დედა შე****...
-კაი, კაი, მოიცა შეიძლება შენს სასარგებლოდ შემოვატრიალოთ ეს სიტუაცია. - ეშმაკურად გაიცინა დათომ.
-კაი ახლა წავედი სამსახურში.
-საღამოს გავდივართ.
-სად?
-სასეირნოდ.

-კარგი, ლიზა არაუშავს. შეიძლება...
-რა შეიძლება, არაფერიც არ შეიძლება. პირდაპირ მითხრა რასაც ფიქრობდა. ჩემი ბრალია, და ყოველთვის მე ვრჩები გულნატკენი.
-კარგი ახლა თავი ხელში აიყვანე. იცი რა საღამოს სასეირნოდ წავალთ. მორჩა. დამთავრდა ბიჭები. ჩვენ გავერთობით და დავივიწყებთ ყველას.
-მოიცა, ერთი წუთით, შენსა და დათოს შორის რა მოხდა?
-არაფერი ლიზა რა მოხდა.
-ხმა ჩაიგდე, საზიზღარო! აკოცე?
-მეე?
-არა ბებიაჩემმა გურიაში.
-ერთხელ.
-აბა რამდენჯერ გინდოდა? - გაიცინა - რაიყო არ გეყო?
-მაიმუნოო. - თვალები მოჭუტა და დააკვირდა ლიზას.
-კაი ვიხუმრე. მითხარი, როგორი იყო?
-კარგი რა? თავი დამანებე.
-გოგო, ასეთი სუსტია შენი დავითი?
-ჩემი არა... ბებიასი გურიაში.
-როგორ ვიფიქრებდი ასეთი სულსწრაფები თუ იყავით.
-ახლა, მართლა კარგი ლიზა. დავხუროთ ეს თემა.
-რისი გრცხვენია გოგო.
-ეგ რა შუაშია, უბრალოდ არაფერი არ ხდება.
-კარგი. როგორც შენ გინდა.
-ბიძია თემომ რაო?
-არაფერი, სვანეთის სახლთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები შეიქმნაო.
-აა, რამე სერიოზულია?
-არ ვიცი რამდენად სერიოზულია. შეიძლება ადრე მომიწიოს წასვლა.
-აუ, ახლა ვიტირებ.
-იცოდე აუცილებლად ჩამოხვალ და ახალ წელს ჩემთან ერთად შეხვდები. ქალბატონო მაიმუნო, გაიგე?
-რათქმაუნდა ჯიუტო თხავ.

ბოლო დღეებში ცდილობდნენ ყველაფრის ნახვა მოესწროთ რაც არ უნახავთ. ამიტომ ხშირად იყვნენ ერთად. ლიზასა და გიორგის შორის დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა. არცერთი არ თმობდა და არ აღიარებდა გრძნობებს. დათო კი სულ ცდილობლა ევასთან ერთად გაეტარებინა მხიარული და კარგი დრო. თანდათან ევაც აყვა დათოს თამაშებს. რაღაც თვისებები გაცვალეს, ერთმანეთს ავსებდნენ და უერთმანეთოდ ვეღარ ძლებდნენ. სიტყვების მაგივრად ერთმანეთს აბედნიერებდნენ. როგორც ჩამოფრინდნენ ისე აპირებდნენ წასვლას, მაგრამ ევა ორი დღით ადრე წავიდა, სამწუხაროდ ისე, რომ დათოსთვის არაფერი არ უთქვამს.
-ლიზა ევას დაუძახებ? - კარებში გაღიმებული დათო იდგა და თვალებით ევას ეძებდა.
-დათო, შენთვის არ უთქვამს? ევა გუშინ საღამოს წავიდა.
-კარგი, წავიდა მაგრამ მარტო? სად?
-საქართველოში.
-რაა? -სახე შეეცვალა დათოს, წარბები შეკრა და ღრმად ამოისუნთქა - კარგი, თუ დაგირეკავს შემატყობინე.
-კარგი.

-აბა, რაო. ესეიგი დღეს ეუბნები. -ხელები გაახახუნა გიორგიმ.
-წასულა.
-მერე რა, საღამომდე დაურეკე.
-არც კი გამაფრთხილა, არ მითხრა და პირდაპირ წავიდა, არაფრად ჩამაგდო. - გაბრაზებულმა ტელეფონი მოისროლა.
-არაუშავს ბიჭო, შეიძლება რამე სასწრაფო იყო. -ყველაფერს მიხვდა გიორგი და მისი დამშვიდება სცადა.
-ორი სიტყვის დრო ვერ გამონახა? კაი რა თუ ძმა ხარ. - ტელეფონი აიღო და ბზარებს ხელი გადაუსვა.
-დაურეკე.
-რატომ? რომ ვუთხრა შენი გამრთობი ორ დღეში ჩამოვა, არ მოიწყინო თქო?
-შენ *** ხოარ გაქვს ბიჭო. გააფრინე?
დათო სახლიდან გავიდა და კარი მოიჯახუნა. სახლში მთელი დღე არ დაბრუნებულა, არც გიორგის ზარებს პასუხობდა. გულნატკენი და ნაწყენი ბავშვივით დადიოდა ხალხით სავსე ქუჩებში.
-კარგი მე დავურეკავ, იქნებ მიპასუხოს. - უთხრა ლიზამ გიორგის. ლიზას ზარსაც არ უპასუხა დათომ. დათოს ტელეფონი რეკავდა და რეკავდა, ბოლოს ქართული ნომერი რომ დაინახა, ცოტა გაუხარდა, მაგრამ ბრაზი მოერია და უპასუხა.
-გისმენთ.
-დათო, როგორ ხარ?
-ახლა დაკავებული ვარ, დრო თუ გამოვნახე მოგვიანებით დაგირეკავ. - მკაცრად უთხრა და გაუთიშა.
ევამ ტელეფონი მაგიდაზე დადო და ხელები სახეზე ჩამოისვა. - ეს რას ნიშნავს? - ძალიან კარგად იცოდა რასაც ნიშნავდა დათოს საუბარი, მაგრამ მისი დადანაშაულებით ცდილობდა თავის გამართლებას.
-ევა, შვილო რა ხდება? - შემოვიდა თემო ოთახში. -ჯერ რამე გაარკვიე?
-ძირითადი ინფორმაცია გვაქვს და ჩვეულებრივად გავაფორმებთ სახლს. მოკლედ თქვენ არ ინერვიულოთ ბატონო თემურ, ყველაფერს მე მოვაგვარებ.
-ჩემი სიცოცხლის სხივი. - მამამ მონატრებული შვილი გულში კიდევ ერთხელ ჩაიკრა.
-ძალიან მომენატრეთ.
-რას აპირებ? ერთ საქმეს აიღებ, ცოტახანი დარჩები და მერე ისევ გაიქცევი?
-მამიკო როდის იყო სადმე გავრბოდი?
-იყო, შვილო იყო.
-კარგი, ერთი კაცია ბექა ცაგარელი, მასთან ვიმუშავებ, თუ ნორმალურია და მერე ისევ წავალ.
-და სად მიდიხარ?
-არ ვიცი. არ მინდა, რომ რამე მოგატყუო, მართლა არ ვიცი სად წავალ, მაგრამ აუცილებლად შეგატყობინებ წინასწარ.
-იქნებ ცოტა ხნით დარჩე. ჩვენთან ერთად წამოხვალ სვანეთში. გთხოვ იფიქრე ამაზე.
-კარგი. ვნახოთ. - მთელი დღე სახლიდან არ გასულა, მონატრებულ მამას ეხმარებოდა, ძმას აბრაზებდა და მხიარულობდა.
-ნიკოლოზ, სერიოზულად, როდის გაგვაცნობ შენს პრინცესას?
-ვიის?
-სარძლოს სიცოცხლე. - გაიკრიჭა ევა, და მამას თვალი ჩაუკრა.
-შენც აყევი ხო. სარძლო ჯერ-ჯერობით არ არსებობს. რომ გამოჩნდება ჯერ კარგად გავაცნობ თქვენს თავს შორიდან, რაიცი მერე რამე არ მოხდეს და არ გამექცეს.
-საზიზღარო. შენგან არ გაიქცეს, ჩვენ ანგელოზი ხალხი ვართ. - მამას ხელი გადახვია დადვანმა.
-შენ როდის გაგვაცნობ ბატონ სიძეს? - უცებ ხველა დაეწყო ევას, ნიკას ნათქვამზე.
-საიდან მოიტანე ახლა, ეს რა ხუმრობაა? - გასწორდა და ოთახისკენ წავიდა.
-მამა, ხედავ რა უცებ გაიქცა? ვგრძნობ, რომ რაღაც ხდება. -გაიკრიჭა ნიკა.
-ნუ მაიმუნობ, ჩემ შვილს ვენდობი.
ოთახში შესულს ტელეფონის ზარი მოესმა და სწრაფად უპასუხა.
-გისმენთ?!
-გამარჯობა. ევა დადვანს ვესაუბრები?
-დიახ?! გისმენთ.
-მე ბექა ცაგარელი ვარ. საქმესთან დაკავშირებით გირეკავთ.
-გამარჯობა, ბატონო ბექა, თუ წინააღმდეგი არ ხართ ხვალ გავეცნობი საქმის დეტალებს, თქვენთან შეხვედრის შემდეგ.
-რათქმაუნდა არა. კარგი. ხვალ...
-თორმეტი საათისთვის თქვენთან ოფისში მოვალ. - გააწყვეტინა და მოკლედ მოუჭრა კაცს. - გაუთიშა და ტელეფონი საწოლზე დადო. კომპიუტერი ჩართო და მაგიდას მიუჯდა. სოციალურ ქსელს ათვალიერებდა. ცოტა ხანში ლიზამ დარეკა და უპასუხა.

ბატონი ბექა გაკვირვებული უყურებდა ტელეფონს და შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი, ირონიულად იღიმებოდა.

-ლიზა როგორ ხარ? სხვათაშორის კარგად გამოიყურები.
-შენც, ხომ კარგად იმგზავრე?
-კიკი.
-აბა მოყევი რა ხდება, ყველაფერი რიგზეა?
-კი, ღვთის წყალობით. თქვენთან რა ხდება?
-ჩვენთან? - გვერდით გაიხედა და ისევ გააგრძელა. -ერთი ბიჭი დაგვეკარგა, მაგრამ ვიპოვეთ.
-ეგ ბიჭი სულელია? პატარა ბავშვივით იქცევა... - თავი შეიკავა და ისევ გააგრძელა - გიორგი სად არის?
-სამსახურში.
-კარგია, ცოფიანების ყურებას სამსახურში წასვლა ურჩევნია ალბათ.
-ხოო, კარგი. ახლა რას აპირებ?
-არ ვიცი, ამ საქმეების პარალელურად ერთ საქმეს ავიღებ, ალბათ.
-რა საქმეს?
-დეტალებზე ხვალ უნდა ვისაუბროთ. ბექა ცაგარელია, არ ვიცნობ, როგორც გითხარი ხვალ შევხვდები და ვნახავ... - სიტყვა დამთავრებული არ ქონდა ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.
-უკაცრავად ლიზ, ის ერთი ბიჭი მირეკავს.
-აივანზე გავიდა. - უჩურჩულა მეგობარს ლიზამ.
-ცოტახანში მოგწერ კარგი? - მეგობრის თანხმობას დაელოდა და გაუთიშა.
-გისმენ.
-ვისთან აპირებ მუშაობას?
-დრო გამონახეთ ბატონო დავით? ძალზედ მოხარული ვარ, რომ თქვენს უძვირფასეს დროს, ჩემს გამო ფლანგავთ.
-ევა ირონიების გარეშე, თუ შეიძლება.
-არ შეიძლება.
-კითხვა დაგისვი და პასუხს ველოდები.
-იმდენი თუ გაიგე, რომ ეს კითხვა დამისვი, იმასაც გაიგებდი ვისთან ვაპირებ მუშაობას.
-არ იმუშავებ.
-რა დარწმუნებული ხარ... მართლა?
-შენთვის გეუბნები, ეგ კაცი არ არის წესიერი.
-შენ ვინ გეკითხება?
-ნერვებს მიშლი ევა.
-შენც მომიშალე.
-აზრი არ აქვს ევა,- თანდათან ხმას უწევდა გაბრაზებული ხარატი- აზრი არ აქვს შენტან ლაპარაკს. არაფრად ჩამაგდე და ისე წახვედი და მე ვარ დამნაშავე? მე გიშლი ნერვებს? ცოტა იაზროვნე. - ტელეფონი გათიშა და მუშტი რკინის მოაჯირს დაარტყა.
-დეგენერატი, თვითონ თუ აზროვნებს... როგორ გამითიშა? - ხმამაღლა ლაპარაკობდა, ტელეფონი საწოლზე დააგდო და აქეთ-იქით დადიოდა.
-ევა, რა ხდება?
-ნიკა გთხოვ, მარტო დამტოვე. - ხმამაღლა უთხრა ძმას.
-კარგი, თუ რამეა შენთან ვარ კაი? - კარი მიიხურა ბიჭმა.
-შტერი, შტერი გოგო. - გაცოფებული ხარატი კიდევ ურტყამდა მოაჯირს.
-დათო, კარგად ხარ?
-კი. - უთხრა მკაცრად და ოთახში შევიდა. მერე წავიდა ისე რომ სიტყვაც არ უთქვამს. გაბრაზება ახრჩობდა და აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა. სახლში ჩავიდა, ჩანთაში ჩაყარა მისი ნივთები. ეზოში ჩასულმა პირველივე ტაქსი გააჩერა.
-სად წაგიყვანოთ ბატონო?
-აეროპორტში, თუ შეიძლება. - დაამატა თავაზიანობისთვის.


P.s - აბაა ჩემო ტკბილებო, ესეც ახალი თავი, გამიხარდება თუ მოგეწონებათ. ვაფასებ თქვენს აქტიურობას, მადლობა.



№1  offline წევრი წერო:)

აუუ მომეწონაა.დათო რა ტიპი ყოფილა ხედავ შეენ?რამ ააცანცარა ამხელა მთასავით კაცი დდ.
ღმერთო რა მეშველება წინ წმინდა აბოს წამება მიდევს მე კიდე ამას ვკითხულობ და სიცილით ვიხევი laughing joy რა მაცინებს მე უბედურს დდდ.აუ ძაან მომეწონა და მოუთმენლად ველოდები შემდეგს relaxed

 


№2 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Eseti dato jobia☺️ albat es beqa cagareli datos yofiltanaa kavshirshi, imedia sasiyvarulo samkutxeds ar sheqmeni beqas gamochenit.

 


№3 სტუმარი nino

საოცარი იყოო... ამ ხარატს დამიხედეთ რა.
კარგი იყო, მოუთმენლად ველი შემდგ თავს. heart_eyes

 


№4  offline წევრი liilu

მარიამ კახიძე
აუუ მომეწონაა.დათო რა ტიპი ყოფილა ხედავ შეენ?რამ ააცანცარა ამხელა მთასავით კაცი დდ.
ღმერთო რა მეშველება წინ წმინდა აბოს წამება მიდევს მე კიდე ამას ვკითხულობ და სიცილით ვიხევი laughing joy რა მაცინებს მე უბედურს დდდ.აუ ძაან მომეწონა და მოუთმენლად ველოდები შემდეგს relaxed

აბაა გოგო... joy ჯერ სწავლაა და მერე სიცილიი. kissing_heart
"მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა.

სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა,

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა;

ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა."
მალე ისწავლი, ამ ბედნიერებასაც.
დღეს თუ ვერა ხვალ აუცილებლად ავთვირთავ შემდეგ თავს. heart_eyes

სტუმარი Mariamimari
Eseti dato jobia☺️ albat es beqa cagareli datos yofiltanaa kavshirshi, imedia sasiyvarulo samkutxeds ar sheqmeni beqas gamochenit.

ესეთი დათო მეც მომეწონა relaxed ვნახოთ ვნახოთ, რა იქნება.

nino
საოცარი იყოო... ამ ხარატს დამიხედეთ რა.
კარგი იყო, მოუთმენლად ველი შემდგ თავს. heart_eyes

მიხარია, რომ დადებითი ემოციები მოდის თქვენგან heart_eyes

 


№5 სტუმარი S.მეგი

ძალიან მომწონს.. იმედია მალე იქნება შემდეგი თავი, გელოდებიი????
ბატონი დავითი მაოცებს...????

 


№6  offline წევრი liilu

S.მეგი
ძალიან მომწონს.. იმედია მალე იქნება შემდეგი თავი, გელოდებიი????
ბატონი დავითი მაოცებს...????

როცა ვტვირთავ სიახლეს, ძალიან დიდი დრო გადის რაც საიტზე იტვირთება, ამიტომ დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დაიდება ახალი თავი.
heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent