ნოსტალგია (3)
მოკლედ მესამე თავია, ძალიან დავიგვიანე და მკითხველიც ამიტომ შეცოტავდა მესმის, მაგრამ ამის შემდეგ ვეცდები კვირაში ერთხელ მაინც დავდო, უბრალოდ არ მინდა ბანალური იყოს და არ მინდა "მივაფუჩეჩო" - რატიტა მართლა მე ვარ, გამოფხიზლდი, გეყო უკვე. წამიერი სიჩუმე დაარღვია ნინიმ და წამდგომა სცადა, მაგრამ ჯერ კიდევ უღონოდ იყო და ამიტომ წაბარბაცებული ისევ საწოლზე დავარდა, მძინარე რატი ჯერ შეიშმუშნა, მერე ნელ-ნელა გაახილა თვალები, რამდენჯერმე დახამხამების მერე გამოსახულებაც გაიწმინდა, ნინი უღონოდ ეგდო საწოლზე, მაგრამ გამოეღვიძა. - ნინი, გონს მოხვედი? - არა მძინავს. გადაიხარხარა ნინიმ. - კარგი რა, რას მეღადავები, გამისკდა გული, ბავშვივით იქცევი. ახლა უკვე ნინის საწოლთან იდგა და გაბრაზებული დასცქეროდა. - ბავშვი ვარ და... - ეგეც მართალია. კარები ისევ ექიმმა შემოაღო. - გილოცავთ გამოჯანმრთელებას. ცალყბად გაიღიმა და ნინის თვალი შეავლო. - მადლობთ. - მოკლედ ამ გადასხმას რომ მორჩები, შეგვიძლია სახლში გაგწეროთ. ექიმი მიბრუნდა და ის იყო კარი უნდა მიეხურა, რომ რატიც თან გაჰყვა. შეშინებული იდგა ექიმის წინ, ეჭვი მაინც ღრღნიდა, რომ ნინისთან ექიმმა არაფერი უთხრა და რამე სერიოზული სჭირდა. - როგორაა ექიმო, რამეს ხომ არ მიმალავთ? საავადმყოფოს გაცრეცილ კედელს მიჰყუდებოდა რატი და ნერვიულად თამაშობდა თითებზე, ექიმმა შეათვარიელა და ჩაეღიმა. - არაფერი სერიოზული, როგორც უკვე გითხარით ყველაფერი კარგადაა. რატის თითქოს გულზე მოეშვა ისე ამოიოხრა, ექიმს მადლობა გადაუხადა და პალატის კარი შეაღო. ნინის გადასხმა უკვე ბოლო წვეთებს ითვლიდა, მას კი თნ უნდოდა საში დაბრუნება და თან არა, ცარიელ სახლში შესვლის ისევ ეშინოდა, მაგრამ ის მაინც მისი სახლი იყო, ვერავის შეაწუხებდა, მარტო ცხოვრებას შეჩვეული იყო, აანალიზებდა იმასაც რომ დამოუკიდებლობა ცხოვრების დევიზად უნდა გაეხადა და ცდილობდა თავი შეემზადებინა. - ნინი, მორჩა, ადექი ჩაიცვი და წავიდეთ კარგი? იქვე სკამზე მჯდომმა რატიმ ჩაფიქრებული ნინი გამოაფხიზლა და თავად წამოდგა. - გარეთ დაგელოდები, თან ექთანს დავუძახებ მოთენთილი იქნები და დაგეხმარება. ნინი ბრთხილად წამოდგა საწოლიდან და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია რატიმ პალატის კარი გამოიხურა და ამვლელ ექთანს თხოვა ნინის დახმარებოდა, იქვე მოძველებულ მოსაცდელ სკამზე ჩამოჯდა, უკვე დილის თერთმეტი იყო, სამი დღის განმავლობაში სახლში არ მოსულა, მოუვლელი და მოსაწესრიგებელი, გამოუძინებელი და საშინლად დაღლილი იყო, მაგრამ ცდილობდა დაღლილობა არ შეემჩნია, იჯდა სკამზე და ელოდა ნინის, უცებ ფიქრებში წასული ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა, ნელა ამოიღო კოსტუმის უკანა ჯიბიდან ტელეფონი, ეკრანს დახედა და თვალები მოჭუტა, სანდრექსა ურეკავდა, ბლექების ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ნარკო დილერი, რომელსაც რატი ადრე იცნობდა, მაგრამ როცა გაიგო მისი საქმიანობის შესახებ ეცადა რაც შეიძლება ადვილად ჩამოცილებულიყო, ამიტომ დიდად არც დაშორებია, უბრალოდ თავს იკავებდა ხოლმე მასთან კონტაქტისგან, ახლაც დიდად არ გახარებია მისი ზარი, მისი "ჯგუფი" ბლექი განთქმულია ნარკო დამოკიდებულების პოპულარიზაციისა და ნარკოტიკების უმაღლესი ხარისხით, მაგრამ რატიმ იცოდა, რომ ამ თემაზე არ დაურეკავდა მას, ამიტომ ინტერესმა ძლია და გადაწყვიტა ეპასუხა. - სად ხარ? ხრიწიანი ხმა ჰქონდა, ყველასგან გამოარჩევდი. - საავადმყოფოში. მოწყვეტით უპასუხა რატიმ. - რატომ ძმა, ხომ მშვიდობაა? წამიერად გულში გაივლო რატიმ ეთქვა თუ არა ნინის ამბავი, მაგრამ მერე მაინც უთხრა. - ნინია ცუდად უთხრა და წამით ინანა. -ცუდია. ისეთი არაფერი ძმა, უბრალოდ ვიფიქრე მოვიკითხავ მეთქი. - გაიხარე. - ალექსის წასვლის შემდეგ როგორ ხართ? ნინის უჭირს ალბათ. - ხო, რავიცი. - მაგრამ ძალიან ძლიერია, იმ დღეს ველაპარაკე, სკოლაში ძალიან მაგარ ხალხთან აქვს ურთიერთობა და იცოდე, რავიცი მაინც ძმასავით ხარ მისთვის. - რას გულისხმობ? ნერვიულობა შეეტყო ხმაში რატის. - რავიცი აბა, ეგ შენ გაარკვიე. გათიშა. საგონებელში ჩავარდა რატი, თუმცა ეერთი რამ ცხადი იყო, რადგან სანდრო ამბობდა, რომ ნინის სამეგობრო წრე კარგი იყო, პირიქით უნდა ეფიქრა. ნინიმ როგორც იქნა ჩაიცვა, კარი, რომ გააღო და რატის შეხედა მიხვდა, რომ კარგი არაფერი ელოდა, მის გამომეტყველებაში დაბნეულობა და ბრაზი იკითხებოდა. - წავიდეთ. ცივად უთხრა ალექსმა და დერეფანს გგაუყვა. ნეტავ რაზეა ასე გაბრაზებული? ფიქრობდა ნინი, დაიბნა, თავს ათასმა აზრმა გაუელვა და ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს სუიციდის მცდელობა იყო, მართალია რატი ამის გამოც ბრაზობდა, მაგრამ მთავარ მიზეზად მაინც სანდრექსას ინტერესი იკვეთებოდა ნინის მიმართ. რატომ აინტერესებს სანდრექსას ანი? რა საერთო აქვს!? მე ასეთ ადამიანთან ურთიერთობის უფლებას არ მივცემ. ფიქრობდა რატი და ნაბიჯს უჩქარებდა,გრძელი დერეფნის მეოთხედი, რომ გაიარა უცნაურად ეჩვენა ნინის ნაბიჯების ასეთი სიჩუმე და უკან მიიხედა, ნინი სკამზე ჩამომჯდარიყო და ნალემსარს ისრესდა. - მიდი გელოდები. - რას გელოდები ნინი? გაკვირვებით ეკითხება იქვე ახლა უკვე სკამთან მდგომი რატი და ხმაში სიბრაზე ეპარება. - როდის დაიწყო ცხუბს? - არ ვაპირებ. - აბა ასე უნდა იარო მთელი დღე? შეჰბღვირა და ნალემსარს დახედა ნინიმ. - როგორ? აბა ბედნიერი უნდა ვიყო შენი საქციელით? ემოციებს ვეღარ მალავდა რატი, თითქოს გულისწყვეტა და ბრაზი ერთად მოგროვდა მასში. - რატომ უნდა ვიყო ან ბედნიერი ან უბედური? - ვერ ხვდები ხო? - ვერა, საერთოდაც შეგიძლია წახვიდე, კარგად ვარ. ირონიული სიცილი მოეფინა ნინის სახეზე. - ნინი არარის ეს ნორმალური, უბრალოდ ადექი და წამოდი სახლში. ეცადა ამაზე ყურადღება აღარ გაემახვილებინა და ნინი უბრალოდ სახლში წაეყვანა. " ნეტა რაში ჭირდება ასეთი ბავშვური საქციელი, არ შეუძლია, რომ უბრალოდ ისე მოიქცეს, როგორც შეეფერება?" ფიქრობდა რატი და სიბრაზით ივსებოდა. - რატი, მითხარი შენ რა გინდა? ისე მოვიქცე თითქოს არაფერი ხდება? - არა,უბრალოდ მე მინდა, რომ მოიქცე ისე, როგორც შენ შეგფერის და არა ისე, როგორც მხდალი და ბრძოლის უუნარო ადამიანი. ნინიმ ახედა მისი სკამის გვერდით მდგომ რატის, ცალყბად გაუღიმა და წამიერად გაჩუმდა, მერე თითქოს რაღაცა მოაფიქრდაო ისე შეხტა და რატის პასუხიც დაუბრუნა. - შენ რა გგონია ჩემ ასეთ სახეს ყველას ვაჩვენებ? - მე არაფერი არ მგონია ნინი, მე დღევამდელიდან გამომდინარე გავაკეთე ეს დასკვნა. - კარგი, მოდი წავიდეთ, თორემ ამდენ სითეთრეს და ამ სუნს ვეღარ ვუძლებ. გაეღიმა ნინის. - აი ეს არის ჩემი გოგო. ნელა წავიდნენ გასასვლელისკენ, გარშემო ყველაფერი იმდენად საშინელი იყო, რამდენადაც შეგეძლო დაკვირვებოდი, ერთი შეხედვით პრიალა და მოწესრიგებული ადგილი იყო, ხოლო მეორე მხრივ ადგილი, სადაც მომაკვდავებს თეთრ ხალათიანები სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ. როგორც იქნა გამოვიდნენ ჰაერზე, ნინიმ ტაქსის ხელი დაუქნია და მალევე მოწყდნენ იმ საშინელ ქუჩას. - წამოდი ყავა დავლიოთ. სახლში შეიპატიჟა ნინიმ როცა ტაქსიდან გადმოვიდნენ. - კარგი. მოკლედ მოუჭრა სიტყვა და ორივემ ერთად აიარეს ბნელი სადარბაზო, ცარიელ სახლში საკეტის ხმა გაისმა, შემოვიდნენ, რატიმ ქურთუკი საკიდზე დაკიდა, ფეხსაცმელი თარიზე შემოდო და სამზარეულოსკენ წავიდა, სადაც ნინის უკვე წყალი დაედგა და სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა. - აბა, მომიყევი ახლა როგორ მიდის შენი საქმეები!? მაგიდიდან სკამი გამწია, ჯიბიდან სიკაგეტი ამოიღო, პიჯაკი სკამის ზურგზე დაკიდა და ნელა ჩამოჯდა, ჯერ ნინის ანიშნა თვალით, ნებართვა აიღო, დააზუსტა, რომ არ შეაწუხებდა თამბაქოს სუნი და გამონაბოლქვი, მერე წაუკიდა და იქვე მჯდომ ნინის ეჭვით ახედა. - ძალიან ჩვეულებრივად, როგორც აქამდე, არაფერი მომხდარა ახალი. სვოტრის საყელო შეისწორა ნინიმ და დამაჯერებლად ჩაიღიმა. - ძალიან ცუდი, ცოტა მოძრაობა არ გაწყენდა, არ მეთანხმები? - კი, მაგრამ სამწუხაროდ არ მაქვს ამის გარემო. გაზქურაზე მდგომმა ჩაიდანმა წივილი დაიწყო, ნინი წამოდგა, გამზადებული ჭიქები მაგიდაზე გადმოდო, ჩაიდანი აიღო და ხსნად ყავას ნელ-ნელა დაასხა, სასიამოვნო სურნელი დატრიალდა, ყავის და თამბაქოს სუნით გაიჟღინთა ოთახი, ნინი ადგილს დაუბრუნდა და ახლა უკვე მან დაიწყო საუბარი. - ალექს, რატომ მკითხე? ხელები მაგიდაზე დადო იდაყვებით და სახე ხელებს ჩარგო. - არაფერია, უბრალოდ დამაინტერესა, არ შეიძლება? ნაპასის შემდეგ ამოსუნთქვაში ამოთქვა რატიმ და იქვე საფერფლეში დაფერფლა. - კი როგორ არ შეიძლება, რას ბრაზდები უბრალოდ გკოთხე. - ხო, კარგი, არაფერია უბრალოდ მაინტერესებდა. - იცოდე რეალური მიზეზი თუ არსებობს არ მინდა დამალო. - არაფერს არ გიმალავ ნინი. - კარგი ასე იყოს. ნინიმ ჭიქა აიღო და ყავა მოსვა, მერე რატის სიგარეტი მოთხოვა და თამამად გაუკიდა. - არ ვიცოდი თუ ეწეოდი. გაკვირვებას ვერ მალავდა რატი, როცა ნინიმ სიგარეტის პირველ ღერს გაუკიდა. - კი ვეწევი, თანაც დიდი ხანია უკვე. - ნუ გეშინია, არ ვაპირებ შენთვის ნოტაციების წაკითხვას. ნაპასს ნაპასზე ეწეოდნენ, თან ბაბშვობას იხსენებდნენ, ისე გავიდა დრო ვერც ერთმა შეამჩნია და ბოლოს საათის შეხედვისას რატი მიხვდა, რომ უკვე ძალიან გვიანი იყო, დრო იყო სახლში დაბრუნებულიყო და მოწესრიგებულიყო. - ნინი, იცოდე მეორედ აღარ გაიმეორო ის, რაც დღეს გააკეთე. - პატარა ბავშვი არ ვარ, რათქმაუნდა არ ვაპირებ. - სამი დღის წინაც არ აპირებდი. წამოდგა რატი, კოსტუმი მოიცვა, სიგარეტის კოლოფიდან რამდენიმე ღერი ამოიღო და კარისკენ წავიდა. ნინის წყენა დაეტყო სახეზე, მაგრამ თან იცოდა, რომ მართალი იყო, იცოდა, რომ ბავშვურად სუსტი საქციელი იყო მისი გუშინდელი ქმედება. - რატი, აღარ არია საჭირო, ვიცი, ვხვდები მაგდენს და კიდევ, სიგარეტი გრჩება. კარებთან მისული რატი უკან ბრუნდება, ნინის სახეზე ყველაფერი ნათლად იკითხება. - არ მრჩება ვტოვებ. ნინი ჭკუას მოუხმე. - მორჩი ნოტაციების კითხვას? ირონიულად უპასუხა ნინიმ და სიგარეტის კოლოფი ხელში ჩაუდო. - გითხარი ვტოვებ მეთქი და რად გინდა ახლა ეს ისტერიკები? რატის სახეს ნახევრად უფარავდა ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი, თვალებში აშკარა სიბრაზე იკითხებოდა. - არარის საჭირო, ვიცი, შეგატყე არ გესიამოვნა ფაქტი, რომ ვეწევი. - კარგი ნინი, აბა რა უნდა მეთქვა, კარგი გოგო ხარ მეთქი? თანაც არაფერი არ მითქვამს. რატი შებრუნდა, სამზარეულოს კარიდან გავიდა, ნინი ისევ ნაწყენი იყო, მოეჩვენა, რომ ზედმეტად უხეში იყო რატი მის მიმართ. - მისმინე, რა გჭირს? მთავარ კართან მდგომი რატი ქურთუკს იცვამდა როცა ნინის ხმამაღალი შეძახილი მოესმა სამზარეულოდან. - არაფერი ნინი, წავედი, საქმეები მაქვს, ჭკუით. სანამ ნინი გამოვიდა რატიმ უკვე კარი გაიხურა. "არა, ეს აშკარად გაგიჟდა" გაიფიქრა ნინიმ. ნესტიან სადარბაზოში ძველ, მტვრიან კიბეებს დაუყვა რატი, ზუსტად ასეთ საშინელ ხასიათზე იყო როგორც ერთი თვის წინ, მეორედ ხედავდა ნინის ასეთ მდგომარეობაში, ვერ ხვდებოდა რა შარში იყო ნინი, მაგრამ ფაქტი იყო, რომ დიდ პრობლემებში იყო გაბმული. ისევ სანდრექაას ზარზე ფიქრობდა, რატომ ცააცივდა ასე ნინის ამბავს!? მაგრამ მან ხომ უთხრა, რომ ნინი ავადაა, ალბათ ზრდილობის გამო იკითხა. გაიფიქრა და ბოლო კობეც ჩაორბინა. სახლში დაბრუნებულმა კარი ჩაკეტა, ფანჯარასთან მოვიდა, წვიმიანი ამინდის გამო ჰაერი სასწაულად გაწმენდილიყო ქალაქში და რაღაც სასიამოვნო სუნი ტრიალებდა, ფანჯარა გამოაღო და საწოლისკენ წავიდა, რამდენიმე ხანს უხმოდ იწვა, მერე ნინი გაახსენდა, დაურეკა, მოიკითხა, როცა დარწმუნდა რომ კარგად იყო, თვალები დახუჭა და გაითიშა. ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა, რომელიც იქვე ტუმბოზე დაედო, ცალი ხელიტ გადაწვდა, აიღო და უპასუხა, სახელს არ დდაკვირვებია, იმდენად ჯერ არ იყო გამოფხიზლებული, რომ წარწერა გაერჩია, თუმცა მალევე იცნო გაბრიელის ხმა, რომელიც ხმის ჩამწერი სტუდიიდან ურეკავდა. - რატი ძმა სად ხარ? ჩაახველა, რომ ხმა გაესწორებინა და რამდენიმე წამში უპასუხა. - სახლში, რა მოხდა? - არაფერი, უბრალოდ მოვიკითხე, ჩვენთან არ გამოჩენილხარ ამდენი ხანია, ბევრი დისკი გაიყიდა და არ გინდა ახალი ჩავწეროთ? რატი იმდენად დაღლილი და დაცარიელებული იყო ახლა, რომ ნამდვილად არ სურდა მუსიკაზე საუბარი, ამიტომ სცადა მოკლე პასუხით მოეშორებინა. - არ ვიცი, ვნახოთ. - კარგი, პასუხი გაგვაგებინე. ნაცრისფერ ოთახში მუქი ფარდიდან სინათლე შემოდიოდა და იატაკს ხაზად ედებოდა, გაღებული ფანჯრიდან ნიავი ფარდას ხან ერთი, ხან მეორე მიმართულებით აფრიალებდა და ოთახში საოცარი მიწის სუნი შემოდიოდა, რატი საწოლზე ეგდო, უბრალოდ ზურგხე იწვა, ხელები გაეშალა და ჭერს მიშტერებოდა, სამსახურიდან ახალი არაფერი იყო, მარტო ხატვა კი მას არ აკმაყოფილებდა, ის ხომ ყველაფერთან ერთად გამომძიებელიც იყო, თანაც საკმაოდ ცნობილი, მაგრამ ქალაქს დიდი ხანია აღარაფერი მომხდარა ისეთი, რაზეც მას შეაწუხებდნენ, ადრე ძალიან ღლიდა ეს საქმე, ახლა კი თითქოს ნოსტალგიამ შეიპყრო, იწვა და ფიქრობდა, ამასობაში უკვე საღამო იყო, ფიქრებმა იმდენად გაიტაცეს ვერ მიხვდა, როგორ გაძვრა დრო. წამოდგა, ფეხზე ჩაიცვა და აბაზანაში შევიდა, ცხელი წყალი დაეხმარა, ერთი საათის განმავლობაში იდგა დუშის ქვეშ, ლურჯი აბაზანა მთლიანად თეთრმა, ნისლივით ბურუსმა მოიცვა, კარგად რომ გამოფხიზლდა სააბახანოდან გამოსულს ღია ფანჯრიდან შემოსული ნიავი მოედო და შეაჟრჟოლა, პირსახოცი აიღო, შავი, სველი მხრებამდე დაშვებული, ტალღოვანი თმა შეიმშრალა და ისევ იქვე, კუთხეში მდგომ სკამზე მიაგდო და იმავე სკამზე მიგდებული ტელეფონი აიღო, რომ ჩართო განცვიფრება ვერ დამალა, დაახლოებით ორმოცდაათამდე გამოტოვებული ზარი იყო, სანი ურეკავდა, მისი მეგობარი, რომელიც ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე გაიცნო, ნომერს შეეხო და ტელეფონი ყურთან მიიტანა, რამდენიმე ზარის შემდეგ პასუხიც მიიღო. - ჰეი ჯეი, შეგიძლია დარბაზში მოხვიდე? შენი გალერია ცოტახნით უნდა დაკეტო.. - რატომ? რამე ახალია? სიხარული შეეტყო ხმაში ჯეის. - არა, უბრალოდ სასამართლოს უნდა დავესწროთ, ასეთი ბრძანებაა. - მოიცადე, ჩვენ რატო უნდა დავესწროთ? როგორც ვიცი არანაირი საქმე არ ამიღია.. - კარგი, მოდი და აქ ვილაპარაკოთ. ჯეი უბრალოდ გაოგნებული იყო, თუმცა რამდენიმე წამით დაიბნა კიდეც, მაგრამ ეს დაბმეულობა სრულიად გაიფანტა და ჩაცმა დაიწყო, თეთრი საროჩკა და შავი კლასიკური შარვალი გამოიღო გა რფერობიდან, ჰალსტუხზე დიდხანს არ უფოქრია, ლურჯი აიღო და ოსტატურად შეიკრა, სხველი შემშრალებული თმა წინ გადმოყარა და კოსად აიწია, შემდეგ დუხო მიიპკურა და მხოლოდ ფეხსაცმო რჩებოდა, მოკლედ როცა უკვე სახლიდან გავიდა და ტაქსიში იჯდა მაინც არ ეშვებოდა იმაზე ფიქრი თუ რატომ უნდა დასწრებულიყო საერთოდ ამ სხდომას, ინტერესი არა, უფრო სიზარმაცე აწუწუნებდა, გაწელილი გზის შემდეგ ძლივს მოადგა სასამართლოს კარს, დარბაზში შეაბიჯა, სასამართლო დარბაზის მძიმე, წითელ ნაკეცებიანი ფარდის ნაკეცებში მზის სხივები ატანდა. დღის ყვითელი შუქი მაღალ ჭერზე დაკიდებულ ელექტრონის მათურებს ბინდავდა, სხივები დარბაზში უწესრიგოდ შემოდიოდა, აქა-იქ ანათებდა და სინათლე შემოჰქონდა. შუადღე მოახლოებულიყო, ჯეი იჯდა გრძელ სკამზე და შესცქეროდა მოსამართლეს, რომელიც ყურადღებით უსმენდა მოწმეებს და მსაჯულს, თუმცა ეს მისთვის უცხო გარემო არ იყო და ცოტა არ იყოს გაბეზრდა კიდეც, აინტერესებდა სად იყო სანი, მიიხედ-მოიხედა, არსად ჩანდა, ცოტახანს კიდევ რომ დარჩა კიდევ მოათვალიერა და ამ ჯერად დაინახა, სულ ბოლო სკამზე იჯდა სანი, შავ პიჯაკში გამოწყობილი, გაშლილი შავი დავარდნილი თმა მთლიანად უკან გადაეწია და მთელი ჟინით ალვირდებოდა აწ უკვე მისი მიმართულებით მომზიმარ ჯეის, ხელით ანიშნა რომ შესვენებამდე მოეცადა და ისევ წინ გაიხედა, ჯეიც მოტრიალდა და უინტერესოდ დაიწყო ადამიანების თვალიერება, ერთ, მეტად უცნაურ პიროვნებას მოკრა თვალი, საკმაოდ ახალგაზრდა კაცი ჩანდა, სასამართლო პროცესების მუდმივ დამსწრეებს ნამდვილად არ ჰგავდა, მაგალითად, იმ პენსიაში გასულ მოხუცებს, რომლებიც სხვისი საქმის განხილვის სმენით დროის გაყვანას ცდილობდნენ ეტყობოდა, რომ რაღაც პირადული აწუხებდა, უცბათ მოიხედა ჯეისკენ და იმის შემდეგ სანამ დასვენება არ გამოცხადდა მისი ლურჯი ფიქრიანი თვალები არ მოუშორებია ჯეის სახისთვის, ცოტა არ იყოს უხერხულად იგრძნო თავი ჯეიმ, მაგრამ რათქმაუნდა არ იმჩნევდა, გულში უსიამოვნოდ გაკენწლა, მიხვდა, რომ აშკა რად მისი გასაჭირის გაზიარება უნდოდა, ჯეის კი მართალია უნდოდა ახალი საქმე, მაგრამ ახლა არა, ნუ ჯერ არა. როგორც იქნა შესვენებაც გამოცხადდა, ჯეი ადგა და სანისკენ წავიდა, ის უცნობიც თითქოს ფეხ და ფეხ მიჰყვებოდა, უბრალოდ არ უნდოდა ძალიან შესამჩნევი ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, რომ გამოუვიდა. - სანი, აქ რატომ მომიყვანე? სიბრაზე იკითხებოდა ჯეის თვალებში. - უბრალოდ მინდოდა გაგეხსენებინა, რომ მხოლოდ მხატვარი არ ხარ რატი. ჯეიმ ჩაიცინა, ეს ბრაზის სიცილი იყო. - მადლობა. მობრუნდა და ნაბიჯს აუჩქარა. - მისმინე ჩემი მიზანი შენი გაბრაზება არ ყოფილა. წამოეწია სანი და ეცადა თავი ემართლებინა. - არა, უბრალოდ შემეძლო სახლში დავრჩენილიყავი და გამომეძინა, მადლობა, რომ ასე შეწუხდი. ისევ მიუბრუნდა ჯეი და მხარზე ხელი დაადო. - მისმინე, დღეს სადმე ხომ არ დავსხდეთ? - სანი, ნამდვილად კარგი იქნებოდა. თითქოს ბრაზმა გადაუარა კიდეც. - მე, შენ. და ჯონათანი. ახლა უკვე ორივე ერთად მიაბიჯებდა დარბაზის გასასვლელისკენ. - მისმინე, ჯონათანი საქართველოში არ არის, ხომ გახსოვს ამერიკაში, რომ უნდოდა წასვლა? - კი, მერე რაქნა ახლა წავიდა? ემოციებს ვერ მალავდა სანი. - კი, მე როგორც ვიცი წავიდა. - ძალიან კარგი. ახლა უკვე გასასვლელ კართან იდგნენ და საუბრობდნენ ამ დროს სასამართლოს აღმასრულებელმა კარი გააღო და დერეფნისკენ მიუთითა. - გარეთ გაბრძანდით ჯელტმენებო. - კარგი, თუ ასეა საღამოს შევხვდეთ ჩაიხანაში. - კარგი... დერეფანში გასულები მალევე დაშორდნენ ერთმანეთს, ჯეიმ მხარზე შეხება იგრძნო, რომ მიბრუნდა და ის კაცი შეეჩეხა, რომელიც ცოტახნის წინ დარბაზში შენიშნა იფიქრა ახლა რა ვქნა!? წავიდე მანქანისკენ და ხმა არ გავცე!? მაგრამ ვინ იცის რა უჭირს? - გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? ნაძალადევი ღიმილი მოირგო სახეზე. - მისტერ ჯეისონ, შეიძლება დაგელაპარაკოთ? - დიახ, გისმენთ. - დახმარება მჭირდება. - დიახ მოგიხვდით. - მოკლედ, ძალიან დავიღალე, თითქმის ყველგან ვიყავი და არავინ დამეხმარა, ამ ჩემს მონაყოლს იწერენ, მაგრამ შედეგი არ ჩანს, ამ ორი დღის წინ ჩემ მეგობარმა თქვა, რომ კარგი გამომძიებელი ხართ და მეც დღეს, რომ დაგინახეთ, ვიფიქრე დაგელაპარაკებოდით, იმედია დამეხმარებით. დერეფნის დასასრულს იდგნენ, კაცს ნახევრად ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი უფარავდა სახეს, ცალ ხში სიგარეტი ეჭირა და დრო და დრო ეწეოდა. - რათქმაუნდა, თუ შევძლებ რატომაც არა, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მე მძვირს ვიღებ. - ფული მაქვს. სწრაფადვე შეაწყვეტინა კაცმა. - კარგით მაშინ მოდით სადმე დავსხდეთ და და ვილაპარაკოთ. იქვე ქუჩის მეორე მხარეს პატარა, კუთხის კაფე იყო, შესვლის თამავე ცარიელ მაგიდას მიუსხდნენ, კაცმა მაშინვე მიმტანს დაუძახა და ერთი ბოთლი ბურბონი შეუკვეთა, შემდეგ ჯეის გახედა. - თქვენ რას შეუკვეთავთ? - ერთი ზომიერად ტკბილი ყავა თუ შეიძლბა. მიმტანმა ჩაიწერა და მალევე მოშორდა მაგიდას. - იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ შუადღიდან სმას იწყებთ ესეგი რაღაც ძალიან ცუდი ხდება თქვენს თავს. კაცმა სასმელს თავი მოხადა და ჭიქაში დაისხა, შემდეგ ჯეის გახედა და სულმოუთქმელად დაცალა. აშკარა იყო, რომ ძალიან დიდ. ტკივილს ატარებდა, თვალები ჩაწითლებოდა, თითებში და სახის ნაკვთებში აშკარა სისუსტე ყველაფერზე მეტყველებდა, ჯეიმ მიმტანს დაუძახა. - თუ შეიძლება ორი ულუფა შემწვარი კარტოფილი მოგვიტანეთ ცხარე სოუზით. შემდეგ ისევ მას მიუბრუნდა. - პირველ რიგში თქვენი სახელი მაინტერესებს. - დენიელი. - კარგი, ახლა კი მთაბარზე გადავიდეთ, საუბარი გინდოდათ ჩემთან, ხომ ასეა? - დიახ სწორედ ასეა. კიდევ ერთი ჭიქა დაასხა და გადაჰკრა. - მისმინეთ, ამდენს და ასეთი რიტმით ნუ დალევთ. შეწუხებულმე ჯეიმ ბოთლი გვერდით გადადგა. - შენ უმდა გკითხო რამდენი დავლიო!? წამიერად ტონს აუწია დენიელმა, მაგრამ მერე თითქოს დაცხრა. - მოკლედ მითხარით რახე გსურთ საუბარი? მიმტანმა შეკვეთა მოიტანა, ნენიელი ისე ეცა ულუფას, აშკარა იყო, რომ კარგა ხანი გასულიყო იმის შემდეგ რაც ბოლოს ჭამა. - ეს ჩენ ცოლს ეხება. რამდენიმე წუთიანი დუნილის შემდეგ დაიწყო საუბარი. მოკლედ ის უბრალოდ გაუჩინარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.