შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თმენის ვალდებულება - XIII


13-10-2019, 14:50
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 1 876

ოპერიდან დაბურუნებული კეკე სულ სხვანაირი გახდა, ლოყები აუწითლდა და პატარა ბავშვივით ეთამაშებოდა კაბის ბოლოებს, თვალებგაფართოვებულ იმზირებოდა და თავს აქნევდა.
-ვერ წარმოვიდგენდი რომ ასე მომეწონებოდა- აღმოხდა გახარებულს და სისხლისფერი ტუჩები გაეპო
-მიხარია რაღაც მაინც რომ მოგეწონა- თავი ამაყად ვიგრძენი და შევიფერე
-მართლა კარგი იყო, მადლობა- მითხრა და მოულოდნელად მხარზე ხელი დამადო და ლეკვივით თავი გვერძე გადახარა, ისე გავხედე მის ხელს და ისე მოულოდნელი იყო რომ თავადაც შერცხვა და ხელი უკან წაიღო
-გედოს თუ გინდა- ვთქვი ღიმილით
-კვერცხს შეგიწვავ, დამისახურე- თქვა ამაყად
-არ მჯერა- თავი გავაქნიე- მართლა შემიწვავ კვერცხს?
-შენ ახლა დამცინი?
-არა- გამეცინა
-მაშინ მაღაზიაში შევიდეთ.

ქალბატონმა ჩემი შარფი თავზე წაიკრა და ისეთი ლამაზი და საყვარელი გამოჩნდა რომ მთელი დღეც რომ გემზირა არ დაიღლებოდი.
-ყველს გახეხავ?- მკითხა მოულოდნელად
-რა?
-ყველი, გახეხავთქო?- გამიმეორა კითხვა, პასუხად პჯაკი გავიხადე და სავარძელზე გადავკდე, ამ წამებშიც კი მოვიფიქრე რაღაც ხო და ორივე ხელით ყველს შევეხე მერე სახეხს და მოხდენილად დავიწყე ხეხვა
-აუ,- წამოვიყვირე და კეკემ გამომხედა- შეგიძლია პერანგი ამიწო?
-რა?
-დამესვრება- გავიკრიჭე
კეკე ჩემთან მოდის და იმდენად მოხიბლულია კვერცხის შეწვით რომ ამ წინანადებაზე მთანხმდება, თლილ თითებს პერანგის ბოლოებს აწყობს და ღილს ხსნის, სახე ეფარკლება და მაჯებამდე მიკეცავს
-ჰალსტუხიც მიჭრს- ვეღარ ვლაპარაკობ პირი მიშრება
ჰალსტხუს ქაჩავს და სახეს ვცვლი
-ჩემი გაგუდვა გინდა?
-ახლა აღარ- ამბობს და თავიდან მაშორებს
-ღილიც შეხსენი- ვამბობ და ამაზეც მთანხმდება, მაგრამ მისი აწითლებული ლოყების დანახვა იმდნად მახარებს რომ ვთამამდები
-მეორეც
კეკე იძაბება
-მესამეც ცხელა ხომ ხვდები?- ვამატებ
-შარვალიც ხომ არ გიჭრს?- მეკითხება ირონიული ღიმილით და გამარჯვებული სახით თავის კვერცხს უბრუნდება
-ამოვისუნთქე- გავუღიმე და მორცხვად გამომხედა- წვრილად?
-ხო
ყველს ნელა და მიმზიდველად ვხეხავ, რთული წარმოსადგენია, ან მე მგონია რომ მიმზიდველია და კეკესაც, რა მოხდა მერე.
-მოვრჩი- ვამბობ წუთების მერე და ჯამს ვუწვდი
-ჩაგიყარო?- ვამატებ და მასთან მივდივარ
-არა მე თვითონ, დადე.
-როგორც ინებებთ- ვამბობ მაცდური ხმით ისე თითქოს სახეხის რეკლამას ვაკეთებდე
-რაღაცამ მიკბინა მგონი ყელთან ნახე- ვამბობ და დასვრილ ხელებს ვფარხჩავ
-დაიბანე ხელი და თავად ნახე.
-რამე სერიოზული რომ იყოს?- გავაფართოვე თვალები
-მე არ მიკბენია, გადარჩები- მეუბნება სიცილით
-კარგი წარმოსადგენია
კეკეს ღიმილი სახეზე ახმება და ისე გამალებით თქვეფს კვერცხს რომ უკან ვდგამ ნაბიჯს არაფერი შემომაწუწოს, ხლებს ვიბან და ვიმშრალებ
-ღვინო გინდა?- ვკითხე მშვიდი ხმით
-მე არა, შენ გიწვავ და თუ გინდა გახსენი.
-შენ არ შეჭამ?- გავიკვირვე
-გავსინჯავ- ამბობს და სქელ მასას ტაფაზე ასხამს
-გავხსნი.
-გახსენი რა, ისე კარგი ხელი გაქვს შენც?
-რა?- დავიბნი
-ვაშამი რომ მომიწყვე
-აა, შენც კარგ ნამცხვრებს აცხობ.
-თუ კარგად მოიქცევი კიდევ გავაკეთებ
-მეტი რა გავაკეთო?
-რავი- აჩეჩა მხრები- არა, ბარბრის კაბით კვერცხს თუ შევწვავდი ვერ წარმოვიდგენდი
-კეკეს კაბებით ძროხას წველიდი და დიდი ამბავი
ესიამოვნა, დაიმორხვა და საყვარლად ჩაიცინა
-ნახე როგორ იწელება
გვერდით ვუდგები და ლამის ლოყაზე ლოყით ვეხები, კვერცხი კი არა სპილოც რომ იწელებოდეს ვერაფერს დავინახავ, მთელი ყურადღება მის ყელზე გადამაქვს და ნერწვს ისეთი ხმაურთით ვყლაპავ, კვერცხსაც უკვირს და ჩუმდება
-რას აკეთებ?- მოატრიალა თავი და ლამის ტუჩებთან გაწორდა
-არაფერს კვერცს ვუყურებ
-ხო ნახე მერე
-კი
-წადი, გახსენი ღვინო
-კაი- გაბუტული ბავშვივით მივდივარ

ქალბატონი მასას თანაბრად ანაწილებს თფშებზე მაგრამ დიდი წილი მე მხვდება
-მე რატომ ამდენი?- ვკითხე გაკვირვებულმა და კორპსაძრობი ბოთლის გვერდით დავდე
-კაცი ხარ.- ამბობს სიცილით
-ჩემ გეომეტრიულ დაფას ებრძვი?
-რა?
-გეომეტრიულ დაფას, გინდა რომ გაქრეს?
-ვერ გავიგე- ფრთხილად ჯდება სკამზე
პერანგს ზემოთ ვწევ და კეკე ლამის სკამიდან ვარდება
-ერთი კუბი ორი,- ვიწყებ დათვალს
კეკე თავს ხსრის და ხელები უკანკალებს
-ვითომ არ გინახავს- ამაყად ვჯდები მაგიდასთან ჩანგალს ვიმარჯვებ და ვჭამ, გემრიელია, მაგრამ მაინც კვერცხია
-არა კარგია, ჯობს- ვამბობ და კეკესაც უხარია მაგრამ ლოყებზე სიწითლე მაინც აქვს
ღვინის დიდ ყლუპს სვამს და თავს ხრის
-დედა ფულს გამომიგზავნის მალე- ამბობს ბურტყუნით
-მერე?- დავიძაბე
-მერე ის რომ გადავალ.
-ამხელა სახლია, ლამის სულ არ ვარ ხოლმე და შეგიძლია აქ დარჩე, რატომ უნდა იხადო ათასები ბინაში?
-ათასი?
-ხო
-ასე ძვირია?
-რავი
-ვიშოვი სამსახურს
-სანამ სამსახურს იშივი და ხელფასს აიღებ, ანუ გამოდის რომ აღარ ბრუნდები სოფელში?
-არა- აქნევს თავს
-კარგია, ლამაზი გოგო ხარ უნივერსიტეტში ბევრი თაყვანიცმემელი გეყოლება
-ეგ არაა ჩემი მიზანი
-აბა რა- მცდება პირიდან
კვერცს ბოლომდე ვჭამ და მარილიანია, მაგრამ არ ვიმჩნევ
-სად დაიძინებ?- ვამბობ და სიმლაშის გასაქრობად ლამის მთლიან ჭიქას ვცლი
-სადაც მეტყვი
-დარწუმებული ხარ?- მეცინება
-ხო რავი
-დიდი საწოლი მაქვს
-ესე ნუ ხუმრობ, ჯერ კიდევ როგორც მამაოს ისე გიყურებ,
-მაშინაც არ მიყურებდი- ერიჰა, ღვინო მომერია.
-რას გულისხმობ?- დაიბნა კეკე და თავადაც მოსვა ღვინო, დიდება ღვინოს!
-არაფერს, სტუმრების ოთახში დაიძინე, აბაზანა იცი სადაცაა
-თუ დაამთავრე თეფშს გავრეცხავ.
-მე თვითონ.
-მე გავრეცხავ, რა პრობლემაა?
-სულ ვფიქრობდი იმას ცოლი რომ მეყოლება ასეთ დეტალებზე არ შევაწუხებთქო, ცოლი მოსამსახურედ კი არ მინდა, დედოფლად დავისვამ სახლში და იმდენად მეყვარება რომ ყველა სურვილს შევუსრულებთქო.
-მე შენი ცოლი არ ვარ
-მაგრამ უნდა გააცნბიერო რომ ასეთი საოცარი მამაკაცებიც არსებობს სამყაროში- ვგდები და ჩემი თეფში ონკანთან მიმაქვს- ისე ჭურჭლის სარეცხი მანქანაც მაქვს, მაგრამ მაინც ხელით ვრეცხავ,თავგანწირული კაცის იერი რომ მქონდეს, კეკესაც ვართმევ თეფშს რომელიც ჩემს უკან რიგში დგას
-რა საოცარი კაცი ვარ, სანთლით უნდა ეძებო- ვბურტყუნებ ჩემთვის
-აბა- ირონიულად იღიმის კეკე- ხელზე რომ დაეღვენთოს ვინმეს და რამე იტკინოს?
-ისე შენც მოგეკიდა ღვინო- ვამბობ სიცილით- მგონი დავმეგობრდით
-რა?
-არ დავმეგობრითქო?
-რავი.
ხელს ვუწვდი და კეკეც მართმევს
-მეგობრები ერთმანეთს ეხუტებიან
-საკმარისია, მანახე ჩემი ოთახი
კეკე დასაძინებლად რომ მიდის ლუკა მირეკავს
-ჰო
-შეამოწმე შეტყობინებები, სამსახურში გამოდი, აღარ შემიძლია ნუ გადაყევი მაგ გოგოს თან და რამეში მაინც მომეხმარე.
-კარგი
შუაღამემდე შეტყობინებებს და რაღაც ხელშეკრულებებს ვკითხულობ, მერე ხმა მესმის, კეკე ადგა, წყალი? ხო მეც მწყურია პიჟამა გავიხადე, ნამძინარევი სახის მიღება არ გამჭირვებია, რადგან ისედაც ამდენი კიხვით კარგ მდგომარეობაში მაქვს სახე ხო და მკრთალ განათებაში კლაკვნით გავედი, შარვალი ოდნავ ქვემოთ ჩავწიე და კეკე ოკნაკთან საბანშემოხვევული დგას
-აქ ხარ კეკე?- ვიკითხე ხავერდოვანი ხმით, შეეშინდა და ჭიქა ხელიდან გაუვარდა
მერე გამომხედა და სიბნელეშიც კარგად ჩანდა, შესაამისად მეც
-მაცივარშია წყალი- გამოვაღე და მითოლოგიური გმირივით მაცივრის სინათლე ჩემ სხეულზე ალიცლიცდა
-ცივი წყალი გინდა?- ბოთლი გამოვიღე და კეკეს გავუწოდე
-არა, მეყო უკვე.- თქვა მოგუდული ხმით
-მაშინ კარგი- ვხსნი თავსახურავს და კარს ცოცხალითავით არ ვკეტავ საბანშიჩაფლული კეკე სულ წითელია და ვერსად მიდის, ოხ რა საოცრება ვარ, რა მოხდება ახლა ეს საბანი რომ გაუვარდეს, დებილი ბავშვივით ბოთლს ოდნავ ვაშორებ ტუჩს და სხეულზე ცივი წვეთები მეცემა, კეკე უკან დგამს ნაბიჯს იმდენად კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით რომ საძინებელში რომ შევალ ჩემ თავს ჩავეხუტები.
-დავისვარე- ვამბობ და წარბებს ვკრავ, ხელს ჯერ ტუჩებზე ვისვამ, მერე მკერდზე
-თუ დალიე წყალი აქ რაღას დგახარ?- ვკითხე გაკვირვეულმა
კითხვა დასრულებული არ მქონდა რომ კეკე ოთახში დათვივით საბანშემოხვეული გარბოდა.



№1 სტუმარი sann

გადარია ქაალი

 


№2  offline წევრი ნანა73

იმდენად მოკლე თავებია, ანუ დეტალებზე ისე ამახვილებ ყურადღებას მინიმუმ ორმოცი თავი უნდა დაწერო, ან არვიცი... smile არ იფიქრო რომ არ მომწონს პირიქით, ძალიან მომწონს, ხუთი წუთიც არ მჭირდება წასაკითხად bowtie heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

თამაში დაიწყეს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent