შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ტყვე (II)


16-10-2019, 10:56
ავტორი TakKvaria
ნანახია 1 229

-სად მიდიხარ ამ დილა ადრიან?
-სახლიდან მივდივარ! მისი ხმა მტკიცე და შეუვალი იყო, თუმცა გეგი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა მოხდა მის თავს.
-ვერ გავიგე, რას გულისხმობ...
-ასე ვერ გაგრძელდება, სანამ ბოლომდე შევიძულებთ ერთმანეთს სჯობს მანამ ავიღოთ ტაიმაუტი.
-მართლა ვერ ვხვდები ამით რის თქმა გინდა, მშორდები? მისი პირიდან წარმოთქმული სიტყვა „მშორდები“ იმაზე უფრო ცივი და მტკივნეული აღმოჩნდა ვიდრე თინა წარმოიდგენდა.
-ასე ვერ ვუწოდებ... უბრალოდ მინდა ცალკე ცხოვრება ვცადო, მინდა რაღაც შევცვალო გესმის?
გეგი საწოლიდან წამოხტა და თინასთან ჩაიმუხლა...
-მისმინე, თუ პრობლემა დედაჩემია ხვალვე მოვძებნი ახალ სახლს ჩვენთვის...
-გგონია ოდესმე გაიძულებ შენთვის ძვირფასი ადამიანი მიატოვო?
-მაშინ რატომ ცდილობ ჩემს მეორე ძვირფას ადამიანს დამაშორო?
-გეგი რომელ ძვირფასზეა ლაპარაკი, როცა ჩემთან მოკარებაც კი აღარ გინდა?! ვის ატყუებ ამით მე თუ შენ თავს?
-თინა ნუ სულელობ გთხოვ, თავიდან ამოიგდე ეს აზრები...
- ხელს ნუ შემიშლი, ახლა ყველაზე მეტად მარტოობა მჭირდება, გთხოვ!
-მალე დაბრუნდები?
-არ ვიცი...
-კი მაგრამ..._ თინამ წინადადების გაგრძელება არ აცადა.
-არავითარი მაგრამ, შემეძლო უთქმელად წავსულიყავი , თუმცა ასე არ მოვიქეცი, ახლა კი ვალდებული ხარ ჩემს გადაწყვეტილებას პატივი სცე!
-სად აპირებ გადასვლას?
-ქეთიმ გასაღები მე დამიტოვა საზღვარგარეთ რომ მიდიოდა, უკვე გავაფრთხილე... დროებით იქ ვიცხოვრებ და მერე ვნახავ რა იქნება...

გეგი ყურებს ვერ უჯერებდა, ერთის მხრივ მოსწონდა ეს აზრი. თავადაც სჭირდებოდა „შესვენება“ , მაგრამ ისიც იცოდა რომ თინა მარტოობას არ იყო ჩვეული და ძალიან გაუჭირდებოდა... მან ფაქტობრივად არ იცოდა რა იყო დამოუკიდებლად ცხოვრება... ახლა კი იმის წარმოდგენაც კი ზაფრავდა რომ ამხელა სამყაროსთან აპირებდა მარტო შეჭიდებას.
-ძალიან გთხოვ არ...
თინამ კიდევ ერთხელ შეაწყვეტინა წინადადება...
-არა , მე გთხოვ ნუ შემაჩერებ...
-კარგი, მაშინ ნება მომეცი მე წაგიყვანო...
-კარგი...
გოგონამ სინანულით შეავლო თვალი ყოველ კუთხეს, თითქოს გრძნობდა , რომ აქ ვეღარ დაბრუნდებოდა... თვალებით ეალერსებოდა ყველა იმ ნივთს რომელიც აქამდე მისი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენდა.

სახლი ისე დატოვეს გეგის მშობლებს არაფერი გაუგიათ, თინა ღმერთის მადლობელი იყო , რომ სახლში გატარებული უკანასკნელი დილა დედამთილმა არ ჩააშხამა. მეგობრის სახლამდე გზა უსასრულოდ გაიწელა , გეგიც თითქოს განგებ აჭიანურებდა ... მანქანა ძალიან ნელა მიჰყავდა, არადა , რომ გეკითხათ ვერ იტანდა ნელა ტარებას... თინა ყველანაირად ცდილობდა თვალი აერიდებინა მისთვის, მაგრამ ძალიან უჭირდა... ორივეს უჭირდა...
-მარჯვნივ შეუხვიე ამ ხნის მანძილზე პირველად დაარღვია სიჩუმე გოგონამ.
გეგიც უხმოდ დაემორჩილა მეუღლის თხოვნას , მალე მიადგნენ ქეთის კორპუსს. თინამ კარი გააღო და გადასვლა დააპირა , თუმცა ბიჭმა შეაჩერა.

-თინა... გოგონას აქამდე არასდროს შეუნიშნავს მეუღლის ხმაში ამხელა ტკივილი... თუმცა რას ნიშნავდა ეს ტონი? ნუთუ იმას , რომ თინასთან განშორება უჭირდა? ან იქნებ უბრალოდ სინდისის ქენჯნა აწუხებდა?

-ჰო
-დარწმუნებული ხარ რომ ამის გაკეთება გინდა?
-დარწმუნებული მხოლოდ იმაში ვარ , რომ ასე გაგრძელება აღარ შემიძლია...
-გთხოვ კარგად დაფიქრდი.
-დიდი დრო მქონდა ფიქრისთვის , ახლა მოქმედების დროა.

თინა აღარ დალოdებია მის პასუხს, ხელი მეუღლის „ბორკილებისგან“ გაინთავისუფლა და მანქანიდან გადავიდა, გეგიც მალევე მიჰყვა. საბარგული გააღო და ჩანთები გადმოალაგა.
-მე წავიღებ , მომეცი...
-არა.
იცოდა , რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, თავი დახარა და მეუღლეს წინ გაუძღვა. გეგი მიზეზებს ეძებდა რათა თინასთან ყოფნის დრო გაეხანგრძლივებინა... არ მოისვენა სანამ ყველა ოთახი არ მოიარა და დენის გაყვანილობა არ გადაამოწმა. შემდეგ ჯერი სააბაზანოზე მიდგა...

-რას აკეთებ?

-ვამოწმებ ყველაფერი წესრიგშია თუ არა...

-ნუ შეწუხდები , არ არის საჭირო. აქ იმიტომ გადმოვდივარ რომ მომბეზრდა შენს მიერ ნათამაშები „მზრუნველი მეუღლის“ როლის ყურება. _ წარმოთქმისთანავე ინანა ეს სიტყვები , მაგრამ ვერაფერს შეცვლიდა... უკვე გვიან იყო... -მაპატიე... მაშინვე წამოიძახა და პირზე ხელი მიიიფარა.

-არა თინა შენ მაპატიე, ვერ ვხვდებოდი თუ რამხელა ტკივილს გაყენებდი ჩემი უმოქმედობით , მეც და ჩემმა ოჯახმაც ძლიერ დაგტანჯეთ... ამიტომაც ვართ ახლა აქ... ამიტომაც გაძლევ ნებას ჩვენი სახლი დატოვო, სხვა შემთხვევაში თავს მოვიკლავდი და სახლიდან არ გაგიშვებდი , მაგრამ ახლა... ახლა ვიცი , რომ დამნაშავე ვარ... უფლება არ მაქვს დარჩენა გთხოვო.

თინას სახე მოექუფრა, ცრემლებმაც არ დააყოვნა და მალევე დანამა მისი რბილი ლოყები, გეგი უყურებდა მეუღლეს და პატარა თინა ახსენდებოდა... თურმე როგორ მონატრებია ის ლოყებაწითლებული ბავშვი , რომელიც წლების წინ გაიცნო... ვეღარ მოითმინა, მასთან მივიდა და ჩაეხუტა... იცოდა , რომ ახლა მისი აქ დატოვება უფრო გაუჭირდებოდა, მაგრამ ამ ერთი ჩახუტებისთვის ყველაფერს დათმობდა... ქალი როგორც ყოველთვის მისმა სურნელმა გააბრუა, იცოდა , რომ არასწორად იქცეოდა , თუმცა მოძალებულ გრძნობებს წინააღმდეგობას ვერ უწევდა...

-ამას რატომ მიკეთებ ? იკითხა ჩახლეჩილი ხმით...
-რას გიკეთებ? მოგონებებიდან გამოერკვა გეგი...
-რატომ მირთულებ ცხოვრებას? მითხარი რატომ?
თითქოს ცივი წყალი გადაასხეხო... გოგონას ხელი შეუშვა და ნახევარი მეტრით მოშორდა.
-მაპატიე... ალბათ უკვე დროა წავიდე.
-მართალი ხარ, მაგრამ მინდა წასვლამდე რაღაც გითხრა.
-გისმენ.
-არ ვიცი აქ რამდენ ხანს გავჩერდები... დრო მჭირდება ყველაფერზე დასაფიქრებლად... შეიძლება აღარც დავბრუნდე... ამიტომ არ გთხოვ , რომ ჩემი ერთგული იყო... არც იმას გთხოვ დამელოდო... ჩათვალე , რომ ორივემ „დავაპაუზეთ“ ეს ურთიერთობა... ამ პერიოდში ყველანაირი ვალდებულებისგან ვთავისუფლდებით... ეს შენთვისაც კარგი იქნება და ჩემთვისაც... იქნებ იმასაც მივხვდეთ რომ აღარ ღირს ურთიერთობის გაგრძელება... აქედან გთხოვ, თუ მიხვდები , რომ ასეა მოდი და მითხარი გესმის?

გეგის გონება საბურველში იყო გახვეული, თინას მიერ ნათქვამი ვერც ერთი სიტყვა ვერ გაიგო, თუმცა მაინც სულელივით განაგრძობდა თავის ქნევას. თინას გაუკვირდა კიდეც , ასე მარტივად როგორ მიიღო ყველაფერიო... ფაქტობრივად უთხრა „თუ მიღალატე არ მეწყინება , მაგრამ არც შენ უნდა გეწყინოს იგივე თუ გავაკეთეო“... გულის სიღრმეში ეწყინა კიდეც გეგის ურეაქციობა... თუმცა რა იცოდა რა ხდებოდა მის გონებაში.

-წავალ მე... რამოდენიმე წუთის შემდეგ განაცხადა გეგიმ , თინამაც შვებით ამოისუნთქა... ერთი სული ჰქონდა მარტო დარჩენილიყო... მეუღლე გააცილა, ის იყო კარი უნდა დაეკეტა , რომ გეგიმ დაუძახა..._თინა!

-ჰო...
-ფული არ გჭირდება?
-არა გეგი... სანამ მუშაობას მაცდიდით ვაგროვებდი და რაღაც თანხა მაქვს...
„სანამ მუშაობას მაცდიდით“ ეს სიტყვები მახვილივით ჩაესო გულში ... „ღმერთო როგორ დავტანჯე ეს გოგო... ადრე ვერც კი წარმომედგინა ვინმეს თუ შეეძლო მისი დამორჩილება , მე კი უნებლიედ შევუკვეცე ფრთები... სწორედ ის ფრთები , რომლითაც ამქვეყნიდან მთიშავდა და მაღლა მიტაცებდა... ის ფრთები , რომელიც ასეთ სილაღეს ჰმატებდა...“ მტანჯველი ფიქრები არ შორდებოდა გეგი თუხარელის გულსა და გონებას...

გეგის სახლში დაბრუნება არც უფიქრია, პირდაპირ სამსახურში წავიდა... როგორ არ უნდოდა ეს გრძელი და დამღლელი სამუშაო დღე დასრულებულიყო, მაგრამ რას იზამდა... ადრე თუ გვიან მოუწევდა სახლში მისვლა... ხეზე მუშაობა ძლიერ ამშვიდებდა , ამიტომაც აირჩია თავის დროზე ეს პროფესია... საერთოდ ყველაფერი რაც ხელობასთან იყო დაკავშირებული შესანიშნავად გამოსდიოდა, ბავშვობიდან ოცნებობდა ხის საამქრო ჰქონოდა , თუმცა ეშინოდა კიდეც... ეგონა არაფერი გამოუვიდოდა, თინას გვერდში დგომამ და გამხნევებამ გამბედაობა შემატა. თავს უფლება მისცა მიზნისთვის ებრძოლა , პირველი შეკვეთა , რომ მიიღო სიხარულისგან ცას ეწია... ნელ-ნელა მუშები შემოიმატა და გაფართოვდა... თავიდან თინა სულ საამქროში იყო, აკვირდებოდა საქმეში მთელი გულით ჩაძირულ მეუღლეს და ტკბებოდა... გეგიც თითქოს გრძნობდაო მის მზერას, მოულოდნელად ახედავდა თინას და უღიმოდა... ღაწვებშეფაკლული გოგონა კი თავს დახრიდა და როცა გრძნობდა , რომ აღარ უყურებდნენ ისევ განაგრძობდა მეუღლის „თვალთვალს“... თუმცა რაღაც დროის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა... დედამთილის წუწუნმა იმატა, ხოლო თინას სიარულომა საამქროში იკლო... რას არ აკეთებდა თინა მისი კეთილგანწყობა, რომ დაემსახურებინა... თუმცა ყველანაირი მცდელობა ამაო იყო! ქალბატონ ინგას ვეღარავინ შეაცვლევინებდა აზრს... თავიდან თითქოს არაფერი ჰქონდა რძლის საწინააღმდეგო, თუმცა მას შემდეგ რაც გეგის მომავალი შეცვალა მათი ურთიერთობა გაფუჭდა... ეს ალბათ ეგოიზმის ბრალი იყო... უნდოდა შვილის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი თვითონ ეთამაშა, სურდა მისი მომავალი თავად შეექმნა, ვერც კი წარმოიდგენდა , რომ მისი ძვირფასი გეგი სწავლას მიატოვებდა და საყვარელ საქმეს მოკიდებდა ხელს... თანაც ვისი რჩევით? ვიღაც ჩერჩეტი ბავშვის , რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებდა.

როგორც ყველაფერს, ამ დღესაც ჰქონდა დასასრული... მზე უკვე კარგა ხნის გადასული იყო გეგიმ საამქრო რომ დატოვა... ესიკვდილებოდა სახლში მისვლა , იცოდა კარგი დღე არ ელოდა... ახლაღა ინება ტელეფონის ჩართვა , უამრავი მესიჯი და გამოტოვებული ზარი დახვდა ვერაფრით გადაწყვიტა დაერეკა თუ სახლში მისვლის შემდეგ აეხსნა ყველაფერი... თუ არ დარეკავდა იცოდა დედა ინერვიულებდა , თუმცა არც ის უნდოდა , რომ ტელეფონით მოეყოლა ყველაფერი... სწრაფად მიალაგა სამუშაო მაგიდა, ქურთუკს ხელი დაავლო და მანქანაში ჩაჯდა.

სახლში ფეხაკრეფით შევიდა, ფრთხილად გაიხადა ქურთუკი, ის იყო ფეხსაცმელებიც უნდა გაეძრო , რომ დედა წამოადგა თავზე.
-სად ბრძანდებოდი ამდენ ხანს? ან შენი ცოლი სად დაეთრევა? იცი , რომ მთელი დღეა სახლში არ ყოფილა?
-თუ დამაცდი ყველაფერს აგიხსნი! მისმა ტონმა ქალი აიძულა უკან დაეხია. _მამა სად არის?
-მისაღებშია, ტელევიზორს უყურებს...
-გვანცა?
-თავის ოთახშია...
-მასაც დაუძახე...
-შენს დასთან რაღა გინდა? უცებ გაკაპასდა ქალი...
-თუ დამდებ პატივს და დაუძახებ ყველას ერთად აგიხსნით რაც მოხდა...ინგა კიდევ ერთხელ შეაკრთო მისმა ტონმა,. აქამდე გეგის ერთხელაც არ აუწევია ხმისთვის , ახლა კი ...

ქალი მიხვდა , რომ ზედმეტი ლაპარაკი კარგს არაფერს უქადდა , ამიტომ უხმოდ შეასრულა შვილის თხოვნა... გეგის გაუკვირდ კიდეც , გულში ფიქრობდა ნეტავ აქამდე ამომეღო ხმაო, აქამდე დამეცვა ჩემი ცოლი... იქნებ ამ დღეში არ ჩავვარდნილიყავიო... თუმცა როგორც იტყვიან უკვე გვიანია თითზე კბენანი...

თუხარელების სახლში „ოჯახური კრება“ გაიმართა , ოჯახის უფროსი , დავით თუხარელი სავარძელში იჯდა და ცდილობდა ყურადღება საინფორმაციო გადაცემიდან მისი შვილის საუბარზე გადაეტანა , მისი მეუღლე გვერდით ედგა და მოლოდინით აღსავსე თვალებით მისჩერებოდა ვაჟს , უმცროსი ქალიშვილი - გვანცა , მხოლოდ ფორმალურად გახლდათ სახლში , მისი გონება მთლიანად მობილურზე იყო გადართული... გეგი მათ წინ იდგა და ცდილობდა საუბარი დაეწყო. ცოტა კი გაუჭირდა , მაგრამ ბოლოს მაინც მოახერხა სიტყვებისთვის თავის მოყრა.

-როგორც იცით მე და თინა უკვე რვა წელია ერთად ვართ... ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით დაქორწინება რომ გადავწყვიტეთ... თუმცა გვქონდა ოჯახის მხარდაჭერის იმედი , ამიტომაც გავბედეთ და გადავდგით ეს ნაბიჯი , ამ რვა წლის მანძილზე ბედნიერი მომენტებიც გვქონდა და მტკივნეულიც... თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს უკანასკნელი ბევრად უფრო მეტი იყო , ვიდრე ბედნიერი დღეები. თავიდან არც ერთს არ გვაწუხებდა ის ფაქტი , რომ შვილი არ გვყავდა... თუმცა დრო გავიდა და მიხვდით , რომ ასე თუ ისე მზად ვიყავით გვრქმეოდა სრულფასოვანი ოჯახი... ორივეს გულით გვინდოდა შვილი გვყოლოდა , მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა , როგორც ჩვენ გვსურდა... იმ უთანხმოებამ რამაც ჩვენს ოჯახში იჩინა თავი თინას გული ატკინა . წლების განმავლობაში ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩვენს თავს, ვერ ვაცნობიერებდი , თუ როგორ უჭირდა თინას ამ ოჯახში ცხოვრება. ვერც იმას ვხვდებოდი თუ როგორ ურთულებდა ჩემი საკუთარი დედა ჩემსავე მეუღლეს ცხოვრებას... დღეს თვალები ამეხილა... თინა წავიდა!

ამ სიტყვების წარმოთქმა და გვანცას კივილი ერთი იყო...

-რა თქვი? როგორ ? რატომ?

-დამაცადე... ჩემთვისაც რთულია ამაზე საუბარი...

-ის გოგო სულელი იყოს ჩემი რა ბრალია ? ინგამ ახლაღა შეძლო ხმის ამოღება...

-დედა იცი რა არის შენი ბრალი ? ის , რომ ვერ შეიყვარე ის გოგო... გაუთავებელი წუწუნით და შენიშვნებით ძალიან დაღალე... სულ არ მიკვირს ასე , რომ მოიქცა! გაკაპასებულმა გვანცამ ვეღარ მოითმინა და ყველაფერი თქვა რასაც ფიქრობდა.

-გვანცა გაჩუმდი!

გეგიმ ვერ აიტანა დედის მიმართ მსგავსი ტონი. ინგასაც გამბედაობა შეემატა , გადაწყვიტა გაეგრძელებინა თინას დადანაშაულება...
-რამდენჯერაც დედამთილი მისაყვედურებდა იმდენჯერ ოჯახი რომ დამენგრია ვის ჩათვლიდნენ დანაშავედ... მე თუ ჩემს დედამთილს?!
-იცი რა დედა? თინას ოჯახი არ დაუნგრევია , უბრალოდ დროებით გადავიდა... მეც წავიდოდი , მაგრამ მითხრა რომ მარტო უნდოდა ცხოვრება... თანაც ასეც რომ არ იყოს და განქორწინებაც , რომ მოეთხოვა ვერ გავამტყუნებდი... არამგნია ბებიაჩემს ოდესმე „ბერწი“ ეწოდა შენთვის!
-არ დამიმსახურებია და იმიტომ!
-კარგი რა დედა , ისევ თავიდან ვიწყებთ. მეგონა თინას საქციელი დაგაფიქრებდა , მაგრამ შევცდი ...
ბიჭმა საძინებელს მიაშურა ... გვანცამაც არ დააყოვნაა და ოთახში შეეჭრა ძმას.
-გეგი...
-გისმენ
-სად გადავიდა თინა?
-მის დაქალს ქეთის ხომ იცნობ? მის სახლშია...
-ახლა რას აპირებ?

-მართალი გითხრა მეც არ ვიცი რა მჭირს... მგონი გავგიჟდი... თავიდან , რომ მითხრა მივდივარო თითქოს გამიხარდა კიდეც... ცოტა დასვენება მეც არ მაწყენდა, არ ვიცი გესმის თუ არა ჩემი , სკოლა დავამთვარეთ თუ არა ოჯახი შევქმენით , ფაქტიურად ახალგაზრდობას ჩვენი ნებით დავუქნიეთ ხელი. ამიტომც იყო რომ მომეწონა დროებით დაშორების აზრი , თუმცა დღეს... ვერ წარმოიდგენ როგორ გამიჭირდა მისი დატოვება... წამოსვლის წინ ჩავეხუტე და იცი რა დამემართა ? მეგონა მთელ სამყაროს იქ ვტოვებდი... ჩემი თინანო გამახსენდა... აი ის თინანო ბავშვობაში თმებს , რომ ვაწიწკნიდი და თინანოს ძახილით , რომ ვუშლიდი ნერვებს...

-მაკვირვებ გეგი ... ჩემს დაქალებზე უფრო რომანტიული ხარ... გოგონამ სცადა ამ „კვიმატი“ წამოძახილით ძმა გაემხიარულებინა , გამოუვიდა კიდეც.
-პატარა ეშმაკო! მოდი აქ...
ასეთი მიმართვა ყოველთვის ღიტინით სრულდებოდა ხოლმე, გვანცამ ეს იცოდა ამიტომაც გაქცევა სცადა... ორივე საწოლზე დაეცა , გეგის წამით გადაავიწყდა ყველა პრობლემა , გაიცინა კიდეც...
-გიხდება ეგ ღიმილი , არ მოიშორო . დარწმუნებული ვარ ამ პრობლემას გადალახავთ , მაგრამ აქედანვე იცოდე , წვალება მოგიწევს...
-ვიცი ... ვიცი .



№1  offline წევრი Maia G.

როგორ გელოდი იცი? სულ ვფიქრობდი მათზე შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე,რა იქნებოდა ,როგორ იქნებოდა....
ძალიანნმომწონს,კარგად წერ და ასე გააგრძელე,მე ყოველთვის დაგელოდები❤❤❣

 


№2  offline წევრი TakKvaria

Mai dire mai
როგორ გელოდი იცი? სულ ვფიქრობდი მათზე შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე,რა იქნებოდა ,როგორ იქნებოდა....
ძალიანნმომწონს,კარგად წერ და ასე გააგრძელე,მე ყოველთვის დაგელოდები❤❤❣

ვწუხვარ რომ ლოდინი მოგიწია :( გუშიმ არასწორად ავტვირთე თურმე და წამიშალეს, დღესაც რაღაც მიბოდიალია და გვიანობამდე არ აიტვირთა. მადლობა დიდი <3

 


№3  offline წევრი TakKvaria

დარინა
ძალიან მომეონს ეს ისტორია, ცხოვრებისეულიანდა ყველაზე მეტად ეს მომეწონა, იმედია ყველა პრობლემას გადალახავენ და ერთად უფრო ბედნიერები იქნებია, ფაქტიურად ახლა უნდა ისწავლონ ურთიერთობები, იმედია გეგი თინას გულის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს, ძალიან დამენანება ეს წყვილი თუ დაიშლება. წარმატებები და ველი შემდეგ თავს.

დიდი მადლობა <3 ამათი პრპბლემები აწი იწყება 3:)

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთი

როგორ მომეწონა. გულის სიმებს ეხება, ისე სასიამოვნოდ და ზუსტად გადმოსცემ ემოციებს. მომწონხარ და აუცილებლად ვაგრძელებ კითხვას

 


№5  offline წევრი TakKvaria

სტუმარი ქეთი
როგორ მომეწონა. გულის სიმებს ეხება, ისე სასიამოვნოდ და ზუსტად გადმოსცემ ემოციებს. მომწონხარ და აუცილებლად ვაგრძელებ კითხვას

დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent