დრო {8}
მაპატიეთ დაგვიანებისთვის, ბოლო იყო ეს... ნინას შესახებ დაწერილი არ დამირედაქტირებია და მაპატიეთ შეცდომებიც. იმედია მოგეწონებათ ............... ერთი კვირა იყო გასული სოფლიდან ჩამოსვლის შემდეგ. საწოლში სიცარიელის გამო მალე გაეღვიძა, უკვე ათი საათი დაწყებულიყო, მთლიანი ბინა შემოიარა, მაგრამ ნუცა არსად ჩანდა. ბოლოს ტელეფონს დაავლო ხელი და გიგანის ნომერზე გადარეკა. სამჯერ დარეკა მაგრამ არცერთხელ უპასუხა, ბოლოს საერთოდ ტელეფონი გათიშა. ნერვები მოეშალა, არ იცოდა სად მოეძებნა, ან სად უნდა წასულიყო ამ დროს. სწრაფად მოწესრიგდა და სახლიდან გავიდა. უნივერსიტეტშიც იყო, ნუცას დაქალსაც გადაურეკა, არც იმან იცოდა სად ბრძანდებოდა ქალბატონი, ან იცოდა და არ უთხრა. ცალკე ნათიას უაზრო პასუხზე მოეშალა ნერვები. მერე სულ გადაირია. ბოლოს ლალისთან გადარეკა იმის იმედით რომ იქ იქნებოდა. -ლალი დედა როგორ ხარ? -კარგად შენ? ამ დილაუთენია რატომ რეკავ ნუცა ხომ კარგადაა? -კი კარგად არის, ისე დაგირეკე… მოვიდა ხასიათზე ირაკლი თუ ჯერ არა? -მოვა აბა რას იზავს, მანქანაში ხარ შენ? -ჰო. -გათიშე და მერე დამირეკე. -კარგი ჰო. -ჩაიცინა, ტელეფონი მეორე სიდენიაზე მიაგდო და სიჩქარეს უმატა. უცნაურად სწრაფად უცემდა გული, ნერვიულობდა და ბრაზობდა იმაზე რომ ნუცას არ იცნობდა. მართალია მის წინ გაიზარდა მაგრამ არასდროს უსაუბრიათ ზოგად თემებზე. ფეისბუქზეც კი შევიდა, მაგრამ ვერაფერი ნახა. დაახლოვებით ერთი საათი დადიოდა უაზროდ ქუჩებში, შემდეგ სახლში დაბრუნდა, იფიქრა ხომ არ დაბრუნდა და ტყუილად ვეძებო, მაგრამ სახლი ისევ ცარიელი დახვდა. ყურადღება ცოტა ხნით საქმეზე გადაიტანა, ლეპტოპით აგვარებდა ყველაფერს და ვერც მიხვდა დრო როგორ გავიდა. 5 საათი ხდებოდა კარი რომ გაიღო და დაღლილი სახლით შემოვიდა შიგნით ნუცა. სავარძელზე სპორტული შარვლით მჯდომი საბასთვის ყურადღება არ მიუქეცია, მხოლოდ წამით გახედა და შემდეგ სამზარეულოში შევიდა. მაცივრიდან კვერცხი გამოიღო ყველთან ერთად და როგორც კი კარი დახურა მაშინვე წარბშეკრული ქმარი დახვა წინ. -სად იყავი? ან რომ გირეკავ რატომ არ მპასუხობ? ეს ტელეფონის გათიშვა ახალი რამეა? -ნუ ყვირი, არ ვარ ჩხუბის ხასიათზე. -ურეაქციოდ გაატარა საბას სიტყვები, ზურგი აქცია და კარადიდან გამოღებული ტაფა გაზქურაზე დადგა. -გოგო შენ ხოარ უბერავ? -მაჯაში მოკიდა ხელი და თავისკენ შეატრიალა. -მთელი დღეა გეძებ, რა აღარ ვიფიქრე, ახლა მოდიხარ და პასუხის გაცემაც არ გინდა. -ბრაზისგან უნათებდა თვალები, უფრო მეტად ეშლებოდა ნერვები წარბსაც რომ არ ატოკებდა ნუცა. -საბა… შემეშვი გთხოვ, ცოტა ხნით დამანებე თავი. -ცრემლით აევსო თვალები. -რა ხდება? რამე გაიგე ჩემზე და მაგაზე მეროჟები? -რამე არის და მალავ? -ჩაიცინა, მკლავი გაინთავისუფლა მისი თითებისგან და კვერცხის შეწვას შეუდგა. ხმა არ ამოუღია საბას, კედელს მიყრდნობილი აკვირდებოდა ნუცას მოძრაობას. მის უკანალზე გაუშეშდა თვალი, მტვრიანი ჰქონდა მთლიანად, თმაშიც წიწვები ერია. -რატომ გაჩუმდი? ვინმესთან დადიხარ? -რა? -გაკვირვებულმა გაუსწორა თვალი. -არაფერი. -ნუცა რა გინდა? -არაფერი, ცოტა ხნით მარტო დამტოვე. -მთელი დღეა მარტო ხარ… თუ ვინმესთან ერთად იყავი? -ჰო, სხვასთან ვიყავი. -თავი გააქნია სიცილით. -ეს წიწვები რაარის? ვისთან იყავი? -მომწონს რომ ეჭვიანობ, მაგრამ ხასიათზე არ ვარ, ესეთ აღარ მინდა. -მოდი ააქ სად მიდიხარ… -საძინებლისკენ წასულს უკან აედევნა. ყურადღება არ მიუქცევია ნუცას, ჭუჭყიანი შარვალი გაიხადა, სვიტერიც მიაყოლა და საცვლის ამარა წავიდა სააბაზანოსკენ. გვერდი ისე აუარა ჯავახიშვილს ზედაც არ შეუხედავს, საბას კი სუნთქვა შეუკრა. ღიად დატოვილ კარებში ისევ ჩანდა მისი სხეული, საცვალი მოიშორა, შემდეგ დუშის ქვეშ დადგა. თვალს ვერ აშორებდა საბა, სხეულის ყველა წერტის უთვალიერებდა და გრძნობდა როგორ უდუღდებოდა სისხლი. გაუაზრებლად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და თვითონაც აბაზანაში ამოყო თავი. ქაფიანი ღრუბელი გამოართვა და თვითონ განაგრძო ნუცას სხეულის გაწმენდა. ღრუბელი იქვე დააგდო, მხრიდან მკერდზე გადაიტანა ხელები და ისიც გაუქაფა. ოდნავ მოუჭირა თითები და ყურის ძირში მიაკრო ტუჩები. დუშის თავს ხელი მოკიდა და ტანიდან ქაფი ჩამორეცხა, მერე პირსაწმენდი მოახვია, ხელში აიყვანა და საძინებელში გავიდა. -ნუცი… რა გჭირს პატარავ მითხარი. -ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შეუმშრალა და ორივე თვალზე აკოცა. -დრო ტკივილს კურნავს? -ქვევიდან ახედა თავისი თისფერებით. -ნწ… ტკივილს გვაჩვევს და ნელნელა აუფერულებს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა. -ნიკაპზე მოკიდა თითები და ტუჩებზე ნაზად აკოცა. -დრო ყველაფერს გვაჩვევს. -მის ბაგეებზე ამოილაპარაკა, შემდეგ ისევ აკოცა და სხეულზე მიკრულს თვითონაც მოხვია ხელები. -დავიღალე. -საბას სურნელი შეისუნთქა და თვალები მინაბა. -სულიერად დავიღალე, შენთან ურთიერთობამ დამღალა, ძნელი ყოფილა იმ კაცთან ერთად ცხოვრება ვისაც არ უყვარხარ. -მშვიდად სუნთქავდა, ტუჩებს ოდნავ ადებდა ყელზე და ჯავახიშვილს ჟრუანტელს გვრიდა. -რას იძახი? როგორ არ მიყვარხარ? შენ ჩემი ხარ და მიყვარს ყველაფერი რაც ჩემია. -თავზე გადაუსვა ხელი, თან ყბაზე აკოცა. -ხომ იცი რასაც ვგულისხმობ. -მე დრო გთხოვე, შენც მომეცი… ხედავ რომ ვცდილობ და გაუძელი ცოტახანი. -ძილი მინდა. -მაშინებ პატარავ, რამდენი ხანია ასე ხარ… იმ დათომ ხომ არ გითხრა რამე? -რაა? ეგ რა შუაშია? -სიცილი ვერ შეიკავა. -რა უნდა ეთქვა დათოს. -გაგაცინე მაინც. -ყელში აკოცა. ბოლო დროს ხშირად ეხუტებოდა, ეფერებოდა და კოცნიდა, თანაც ისე რომ არც უფიქრდებოდა. ჩვევად ექცა სამუშაოდან მოსვლის შემდეგ ნუცას ტუჩების დაკოცვნა, თან ისე ბუნებრივად გამოსდიოდა ვერ ამჩნევდა. ნუცას კი სულ ღიმილს გვრიდა. -ჩაიცვი და შენ ძმასთან წავიდეთ, ყველა იქ არის. -არ მინდა, თქვენთან ყოველთვის ზედმეტად ვგრძნობ თავს ჩემი სახლის გარდა. -ღადაობ? -ნწ.. წადი შენ, მე სახლში დავრჩები. -მეც დავრჩები მაშინ. -წადი! ვიცი რომ გინდა წასვლა, ჩემ გამო რომ დარჩე და ჩემს წუწუნს უსმინო ხმას არ გაგცემ. -მარტომ რა უნდა აკეთო? -საბა ზედმეტი მოგდის, ამდენ ყურადღებას ნუ მაჩვევ თორემ ერთხელაც რომ მოგბეზრდება შეწყვეტ ყველაფერს და მე ისევ გული მეტკინება. -რომ არ გამიფუჭოს ყველაფერი არ შეუძლია. -თვალები აატრიალა მობეზრებულმა, თან მოშორდა, კარადიდან ჯინსის შარვალი და მაისური გამოიღო, სწრაფად მოწესრიგდა, შემდეგ ერთ ადგილას მდგომ ნუცას ახედა. ისევ პირსაწმენდით იყო და მის მოძრაობებს აკვირდებოდა მომღიმარი სახით. -თუ რამე დაგჭირდება დამირეკე. -არ დამჭირდება. -იმაზე მერე ვილაპარაკოთ სად და რატომ იყავი, არ დამბიწყებია და ჩემი ნერვიულობისთვის ადრე თუ გვიანს პასუხს მოგთხოვ. -კეფაზე მოკიდა ცალი ხელი, მეორე პირსაწმენდის შიგნიდან უკანკაზე მოუჭირა და მოულოდნელობისგან ადგილზე შემხტარს ტუჩებზე დააცხრა. აღარაფრის თქმა არ დააცადა ისე გავარდა სახლიდან, უცნაური ენერგიით იყო დამუხტული, ისე აქამდე რომ არასდროს ყოფილა. უაზროდ ეღიმებოდა და ელოდებოდა როდის ჩავიდოდა ლიფტი პირველ სართულზე. ლუკასთან მალე მივიდა, კარი ლუკამ გაუღო , ისიც პირდაპირ მისაღებისკენ წავიდა. ყველა გადაკოცნა და ბოლოს სავარძელში ჩაეშვა. -რა ბედნიერი სახე გაქვს? -უკმაყოფილოდ ჰკითხა სანდრომ. -რა მოხდა? -ხელის გულს ჩამოადო ნიკაპი და თვალი გაუსწორა ჯავახიშვილს. -ჩვეულებრივი სახე მაქვს, მაგრამ შენ რა გჭირს? -პირველად ხედავდა ასე მოწყენილ სანდროს, ის ფაღავა აღარ იყო სულ რომ ხუმრობდა და პოზიტივს ასხივებდა. -მე? მე დარხეული მაქვს… ვნადგურდები ნელნელა კაცი და არავინ არ მყავს მშველელი. -თავი ჩამოადო სავარძლის საზურგეს და ჭერს გაუშტერა თვალი. -აუ სულ დამავიწყდა ტო, რა მოხდა მაშინ სოფელში რომ დაგტოვე, ნახე ლილე? -ლილეე… ამის დედაც… როგორ მინდა ვნახო და რაღაც ისეთი დავმართო… -რა მოხდა? -წინასწარ ეცინებოდა ჯავახიშვილს. -დილით წასულა თურმე, გამექცა თუ რა ქნა არ ვიცი… მე კიდე ვიჩახჩახე მარშუტკით. ის დედა მოტყ.ული მძღოლი არცერთ იამკას არ მაზავდა, სულ უკან ვიჯექი ბებერ ქალებში და მარშუტკის ჭერს ვურტყავდი თავს. -ნერვებ მოშლილმა ჩაილაპარაკა, საბა კი მაშინვე ახარხარდა და სხვებიც აიყოლა. -რა გაცინებთ ტო? იცი რამხელა სტრესი მივიღე? პირველად გამექცა გოგო, მერე ვაბშე მარშუტკაში ქალების ლაპარაკს ვუსმენდი როგორ ითვლიდნენ მანანას გოგოს ორსულობის თვეებს და იმაზე მჯელობდნენ გათხოვებამდე ჰქონდა თავის ქმართან სე.ქსი და შეეტენა თუ ქორწილის მერე დაორსულდა. -საწყალი გამომეტყველება აჰკვროდა სახეზე, ბურტყუნებდა და ქვევიდან უყურებდა მოხარხარე მეგობრებს. -წამეყვანე მაინც, როგორ დამეტანჯე ტო. -თავზე აკოცა გიგანმა და მერე ისევ ახარხარდა ხელი რომ მისცხო სანდრომ. -მოიცა და ბოლო ბოლო რა გაირკვა? ბოზან.დარა ყოფილა თუ პატიოსანი. -სერიოუზულად ჰკითხა ნინამ. -არა რა ბო.ზანდარა, დაჟე ქორწილიდან ორი თვის მერე დაორსულებულა. -ხელი აიქნია და ყველამ სიცილი რომ ატეხა წარბები შეკრა. -აუ რას დამცინით ტო. -ნია სად გყავს? -მერავიცი… ჯანდაბა აღარც მახსოვდა ჩემი გოგო… სულ გამომა.ლევა იმ თხამ, ვეღარავის ვხედავ და აღარავინ მინდა… ლილე მინდა. -სავარძლის სახელურზე ჩამომჯდარ გიგანს ახედა. -მერე? გავარკვიოთ უცებ სად ცხოვრობს და დაადექი. -გამირკვევ? -ისე გაუნათდა სახე უარი ვეღარ უთხრა გიგანმა. სიცილით წამოდგა ფეხზე, სამზარეულოში დატოვებულ ტელეფონს სტაცა ხელი ნიას გადაურეკა და სთხოვა მისამართის გარკვევა. მალე პასუხიც მიიღო და ფურცელი სანდროს ჩაახუტა გულში. -აუ შენზე მაგრად თუ ვინმე მევასებოდეს მე ვიყო პრო.ჭი. -დავაი წადი. -ახლა? -ჰო მიდი. -ჯიგარი ხარ. -მხარზე მიარტყა ხელი ლუკას და იქაურობა დატოვა. -ვინ არის ის გოგო სანდრო რომ გადარია? ასეთი არასდროს ყოფილა. -გაკვირვებულმა შეხედა ლუკას. -კაი ტიპია, ჯერ თვითონ გაიცნოს და მერე თქვენც გაგაცნობთ… -ჩაიღიმა, შემდეგ ტელეფონში ჩამძვრალ საბას შეხედა. -ნუცა როგორ არის? -ეს დღეები რაღაც ვერაა, ექიმთან არ მომყვება, ხვალ ჩავტენი მანქანაში და ძალით წავიყვან თუ ისევ ეგრე იყო, დღეს ვაბშე დილით გამეპარა სახლიდან, საღამოს მოვიდა და იმის თქმაც არ მოინდომა სად იყო… ნერვებს მიშლის. -დღეს ბელას ორი წლის თავია და საფლავზე წავიდოდა. წინა წელსაც მთელი კვირა ცუდად იყო. -ბელა? -დაბნეულმა გაუსწორა თვალი მომღიმარ გიგანს. -არ გახსოვს? ნუცას დაქალი, შენ აქ არ იყავი… მანქანამ დაარტყა. -მე საზღვარ გარეთ რატომ მეგონა? -თვითონ არ ლაპარაკობს ბელაზე. -არ ვიცოდი. -თავი ჩახარა ჩაფიქრებულმა. თავის თავზე გაბრაზდა აქამდე რომ არ ჰკითხა. -შენ აღარ აპირებ ფსიქოლოგთან მისვლას? -სასმელი მოსვა გიორგიმ, თან თვალს არ აშორებდა ნინას. -არა და არ დაიწყოთ ახლა მაგაზე ლაპარაკი თორემ წავალ. -კარგიი. -ხელები ასწია დანებების ნიშნად. ***** მანაქა ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა, ჯერ ისევ ენთო შუქები, ამიტომ მოცდა გადაწყვიტა. 12 საათამდე მანქანაში იჯდა, ლამის ჩაეძინა. ბოლოს მთლიანი სახლი რომ ჩაბნელდა მანქანიდან გადავიდა, უკანა ეზოში გავიდა და მაღალ აივანს ახედე. დაახლოვებით ხუთი წუთი ფიქრობდა როგორ ასულიყო, თავის თავს დასცინოდა თან ძლივს იკავებდა თავს კედელზე მიკრული უკან არ გადმოვარდნილიყო. როგორც კი მოახერხა მოაჯირს მოეჭიდა, შემდეგ ჩუმად გადაძვრა და დახურული კარის დანახვაზე ლამის გულმა დაარტყა. ჩასვლა უფრო გაუჭირდა ვიდრე ამოსვლა, როგორც კი ჩახტა ფეხი ცუდად დადგა, გადაუბრუნდა და ცოტა დააკლდა არ წამოეყვირა. ხელზე იკბინა ხმის ჩასახშობათ, მერე კი კოჭლობით წავიდა მთავარი შესასვლელისკენ, იფიქრა დაკეტილი იქნებაო მაგრამ მაინც სცადა, სახელური ჩამოსწია და როგორც კი კარი გაიღო თვალები გაუნათდა. ქურდივით შეიპარა სახლში, პირველად აკეთებდა ასეთ რაღაცას და საკუთარი თავის არ სჯეროდა. როგორც კი კიბეს მიუახლოვდა ჩუმი ნაბიჯებით დაიძრა ზევითკენ, საფეხურების გამოტოვებით ადიოდა, ბოლოს როგორც იქნა ააღწია, პირველ კარს გასცდა და სულ ბოლო ოთახს მიადგა. გული აუჩქარდა, ფთხილად შეაღო კარი, წამსვე იგრძნო ნაცნობი სურნელი, ჩაიღიმა და მალევე მთლიანი ტანით ოთახში აღმოჩნდა. იქვე სავარძელში ჩაჯდა, მთვარის შუქი ანათებდა მხოლოდ და ლილეს სახეს ძლივს ხედავდა. თითქოს იგრძნო სანდროს იქ ყოფნა, ჯერ თვალები გაახილა, შემდეგ ნათურა აანთო და გაოცებულმა შეხედა ფაღავას. -სანდრო?! -ძლივს თქვა ერთი სიტყვა საწოლიდან ოდნავ წამოწეულმა. -აქ ხარ თუ მეჩვენები? -გეჩვენები ხოლმე? -ჯანდაბა! -გადასაფარებელს მოკიდა ხელი და მოღეღილ მკერდზე აიფარა. -როგორ შემოხვედი? ან აქ რა გინდა? სულ გაგიჟდი მგონი, ვინმეს რომ დაენახე მერე? -გავგიჟდი ჰო… -ლილეს ტუჩებს ვერ აშორებდა თვალს, ისე უნდოდა შეხებოდა ვეღარ სუნთქავდა. -აქ რა გინდა? -რა უნდა მინდოდეს აქ ლილ? ვერ ხვდები თუ მაინცდამაინც მე უნდა მათქმევინო. -სანდრო წადი… ვინმე რომ შემოვიდეს… -რა დაუნახავები ხართ ეს ქალები… შენ გამო ჯერ მარტო ოთხი საათი მანქანაში ვიჯექი სანამ არ დაიძინეთ… აივანზე ვიძრომიალე ფეხიც ვიტკინე, მერე ვაბშე აქ შემოვიპარე, ლამის კიბიდან დავგორდი რომ დაიჭრიჭინა და შენ მეუბნები ასე უბრალოდ წავიდე? -წარბაწეული უყურებდა თვალებში გაოცებულ ქალს. მერე წარბები შეკრა ხარხარი რომ დაიწყო, პირზე ჰქონდა აფარებული ხელი და ვერ ჩერდებოდა. -აუ კაი რა გაცინებს ტო? -თვითონაც გაეცინა რომ გაიაზრა ყველაფერი, მომენტით ისარგებლა და საწოლზე გადაჯდა. -ღმერთო არ მჯერა… ჩემს აივანზე ამოხვედი და უკან ჩახვედი? -თვალებ გაბწყინებული უყურებდა ჰაღავას. -იცი რამსიმაღლეა? -ჰა ჰა 2 ნახევარი მეტრი, მეტი ხოარა. -ოთხი სანდრო. რომ არ მოგტყდა ეგ ფეხი არ გიკვიირს? -ჯერ არა მაგრამ ცოტახანში ალბათ გამიკვირდება. -არ ხარ ნულმალური. -თავი გააქნია სიცილით. -ანუ ჩემთან მოხვედიი? -არა მამაშენს მოვაკითხე და შენც შემოგიარე. -თვალები აატრიალა. -რა კითხვებს მისვავ? -და ჩემთან რა გინდა? -ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად. -აუ მეკაიფები ხო? -ჰო. -ისევ გაიცინა, თან ისე რომ სულ გამოაშტერა ფაღავა. -რას შვრები მამი? -მოულოდნელად გაისმა კაცის ბოხი ხმა და ორივემ თვალები ჭყიტა. -არაფერს! -უცებ წამოაგდო საწოლიდან სანდრო. -აქ შეძვერი მალე. -აქ როგორ შევძვრე გოგო, ვერ შევეტევი. -შემოვიდე? -ერთიწუთი… -ისევ გასძახა და როგორღაც მოახერხა საწოლის ქვეშ სანდროს დამალვა. -ფეხი შეწიე… -საწოლიდან გამოყოფილ ტერფს მისცხო ფეხი და ლოგინზე წამოკოტრიალდა. -მოდი მა! -როგორც კი თქვა მაშინვე შემოიხედა კაცმა, ოთახი მოათვალიერა, შემდეგ კი მთლიანად შევიდა. -ლაპრაკის ხმა გავიგე. -ჰო დიტოს ველაპარაკებოდი, ერთი გოგო მოსწონს და იმას მიყვებოდა. -რატომ მეგონა რომ შენ მოსწონდი? -მამააა… რამდენჯერ გითხარი მეგობარიათქო, წლებია უკვე ვიცნობ! -დარჩები შინაბერა, მე კიდე დავბერდი, შვილიშვილები მინდა. ეგ დიტო კარგი ბიჭია, მომწონს, თან უყვარხარ. -ეგრე რომ მეუბნები ვიგრუზები ირა, იცოდე ვიფიქრებ რომ ჩემი სახლიდან გაგდება გინდა და წავალ. ახლა კი წაბრძანდი შენ ცოლთან, მეძინება მე. -კიდევ ერთი შვილი უნდა გამეჩინა. -ხომ გყავს გაბრიელი, იმას მოსთხოვე შვილები, თან მგონი ვიღაც მოსწონს. -ჩემ ჩვიდმეტი წლის ბიჭს ვერ ვეტყვი ცოლი მოიყვანეთქო. -რანაირი მამა ხარ? პირიქით უნდა ჭედავდე ვინმე რომ მყავდეს. -როცა დრო იყო ვჭედავდი, მაგრამ 25 წლის ქალიშვილს ვერ გავუჭედავ… ღამე მშვიდობის. -ხელის ქნევით დატოვა საძინებელი. თავი ბალიშზე დადო და ამოიოხრა, შემდეგ მოხარხარე სანდროს შეხედა საწოლის ქვეშიდან რომ გამომძვრალიყო და უკვე მის გვერძე დაეკავებინა ადგილი. -ნუ იცინი… არ იყო ასეთი, უბერავს ამ ბოლოდროს. -ვაა… მე ვიფიქრე სტროგი მამა ეყოლება როგორ გავიცნოთქო და თურმე კაი ტიპი ყოფილა. -ჰო აქ რომ დაენახე ასე, კაი ტიპი იქნებიდა ისევ. -დიტო ვინაა? -იდაყვით დაეყრდნი საწოლს და ისე შეათვალიერა ნახევრად შიშველი ლილე. -მეგობარი. -უყვარხარ? -არა. -კანი დაეხორკლა თითები მკლავზე რომ აატარა სანდრომ, შემდეგ წინ ჩამოშლილი თმა უკან გადაუყარა, ყელი მოუშიშვლა და იქვე სველი კოცნა დაუტოვა. ჟრუანტელისგან თვალები მიენაბა, თითქოს ძალა მთლიანად გამოეცალა და განძრევის თავი აღარ ჰქონდა. კეფაზე მოკიდა ხელი, თავისკენ მისწია და ბაგეებზე ფრთხილად შეეხო. ნაზად უკოცნიდა ტუჩებს, შემდეგ წელზე მოკიდა ხელი, ქვევით ჩასწია და ზევიდან მოექცა. ისე ნაზად ეფერებოდა თავისი თავის თვითონ უკვირდა. -სანდრო… -როგორ გამეპარე იმ დღეს. -სწრაფად გადაწვა მეორე მხარეს, ციტა ხნით სუნთქვა შეიკავა აჩქარებული გულისცემის დასარეგულირებლად, მერე ქვევიდან ახედა ჩუმად მყოფლ ლილეს, თვალი ერთი წერტილისთვის რომ გაეშტერებინა. -აქ არ უნდა იყო… არ გიცნობდ და… საერთოდ ეს კაცები რანაირები ხართ? იმ დღეს მთვრალი ვიყავი, უფროსწორად გათიშული… -რას ამბობ ფხიზელი რომ ყოფილიყავი არ მომცემდი საშვალებას შეგხებოდი. -არ მოგცემდი! საერთოდაც არავისთვის მიმიცია ამდენის უფლება. -ნელნელა თავს ყიდი პატარავ. -არ მინდა მე შენთან ურთიერთობა. -ჩუმათ ჩაიბურტყუნა თავისთვის. -არ არაებობს ქალი ვისაც ჩემთან ურთიერთობა არ უნდა. -მუცელზე გადატრიალებულმა ზევიდან დახედა, ქვედა ტუჩზე იკბინდა და მომღიმარმა საჩვენებელი თითი ტუჩებზე გადაატარა. -წადი სანდრო… -ხვალ თუ შემხვდები წავალ. -არ მინდა… -არ მაინტერესებს. -მკერდის ძვალზე ჩამოატარა თითი, მის გახშირებულ სუნთქვაზე უფრო გაწელა ტუჩის კუთხეები და მოშიშვლებულ მკერდზე მიეფერა. -ზედმეტი მოგდის სანდრო! -ხვალ მნახავ, თუარადა მე მოვალ პირდაპირ სახლში, ვეტყვი მამაშენს რომ შენი შეყვარებული ვარ და სასეირნოდ მიმყავხარ. მხარზე უკბინა, შემდეგ აკოცა და სწრაფად წავიდა აივნისკენ. -ხუმრობ ხო? -ვნახოთ. -მხრები აიჩეჩა კმაყოფილი სახით. -მოდი დაკეტე ეს. -აქედან უნდა ჩახტე? -კარებამდე მივიდა, როგორც კი ჰაერი მოხვდა კანი დაეხორკლა სიცივისგან. -ჩემი ბალიში სად მიგაქვს? -შედი გაცივდები. -ლილეს კითხვა დააიგნორა შუბლზე აკოცა და აივნიდან გადაძვრა. მაინც გავიდა გარეთ, თვალი გააყოლა გასასვლელისკენ მიმავალს, იქამდე უყურებდა სანამ თვალს არ მიეფარა. ოთახში შებრუნებული მაშინვე საწოლზე გაიშალა, ბალიშს მოხვია ხელები და როგორც კი სანდროს სურნელი იგრძნო თვალები დახუჭა. უცნაურად გრძნობდა თავს, მოსწონდა ისეთი როგორიც იყო, ყველაზე მეტად კი ის მოსწონდა რომ სხვებს არ გავდა. მხიარული და გიჟი იყო. სოფელში აკვირდებოდა როგორ იქცეოდა მეგობრებთან და ვერაფრით ივიწყებდა მის ლაღ სიცილს. გაახსენდა იმ ღამეს პირველად რომ აკოცა, პირველი კოცნა მიისაკუთხრა და თვითონაც იცოდა სხვას ვეღარ მიიკარებდა. დებილივით იღიმოდა სიბნელეში მარტო დარჩენილი და ყოველ ჯერზე სანდროს ტუჩების წარმოდგენისას ჟრუანტელი უვლიდა. ***** გვიანობამდე არ დარჩენილა, ნუცას ნახვა სურდა, მიხვდა როგორ მდგომარეობაშიც იქნებოდა, თავის თავზე გაბრაზდა რომ ეჩხუბასავით. ადგილზე ცქმუტავდა და ბოლოს ლუკამ უთხრა წადიო, ისიც თითქოს ამას ელოდებოდა, წამსვე წამოფრინდა, კარგადო მიაძახა ყველას და იქიდან გაუჩინარდა. სწრაფად ატარებდა მანქანას, ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა, მკლავებს მოხვევდა და მის სურნელს შეიგრძნობდა. უცნაური სურნელი ჰქონდა, ისეთი თავს სახლში რომ გაგრძნობინებდა, უცებ შეგაყვარებდა თავს და სამუდამოდ დაგამახსოვრებდა. როგორც კი სახლის კარი შეაღო სინათლეც არ აუნთია ისე დაიძრა საძინებლისკენ, ეგონა ეძინა, მაგრამ საწოლზე იწვა, მუხლებზე ბალიში დაედო, ზევიდან ლეპტოპი და შოკოლადს მიირთმევდა. -მეგონა გეძინა. -ფეხსაცმელი იქვე გაიხადა, მაისურიც გადაიძრო, შარვალიც მიაყოლა და საბნის ქვეშ შეძვრა. -გაგითბია ლოგინი. -მხარზე მიაკრო ტუჩები, შოკოლადის ფილას ოდნავ მოაკბიჩა და თავი ბალიშზე დადო. -გელოდებოდი. -მართლა? -ჩაიღიმა, ღიმილზე ეტყობოდა რომ ესიამოვნა და ნუცასაც გაეცინა. -ჰო, ვეღარ ვიძინებ სახლში თუ არ ხარ. -ახალ ეტაპზე გადავედით ხედავ? ერთმანეთის გარეშე ვეღარ ვიძინებთ… გათიშე ეს, ჩამეხუტე და დავიძინოთ. -ლეპტოპი უცებ დახურა, ფეხებიდან ააცალა და ტუმოზე დადო, წელზე მოხვია ხელი, საწოლში გაასწორა და მკერდზე მიიხუტა. -სერიოზულად? -შჩჩ… -შოკოლადიანი ტუჩები დაუკოცნა, შემდეგ გაუაზრებლად გაილოკა და ხელი პენუარის ქვეშ მუცელზე მიადო. -ღიპუცა ხარ… რა პატარაა ჯერ, მართლა ღიპივით გაქვს. -მე-15-ე კვირაში ვარ ჯერ. -ეს კვირები რა პონტია ვერ ვიგებ და თვეები რომ თქვა არა? -სამი თვის, ერთი კვირის და ოთხი დღის ვარ. -სიცილი ვერ შეიკავა საბას შემყურემ. თვალები უნათოდა, იმ წუთებში ბედნიერებას გრძნობდა. -დაჟე დღეებიც იცი? -ისე როგორ გავიგებ რამდენი კვირის ვარ საბა. -მამენტ მათალი ხარ. -უხაროდა მისი გაცინება რომ შეძლო, ამ დღეებში პირველად ხედავდა ასე მომღიმარს. -კარგად ხარ? -მე კი… შენ? შენ როგორ ხარ? -გაიგე? ლუკამ გითხრა და ახლა აქ ამიტომ ხარ? ისევ მეაფერისტები ხო? -მოულოდნელად აუცრემლიანდა თვალები, მთლიანად მოშორდა და მეორე მხარეს გადაბრუნდა. გაოცებული უყურებდა საბა, მერე წარბები შეკრა და თავისკენ გადატრიალა. -რეებს მეუბნები გოგო? -რასაც ვხედავ იმას! -ნუცა რა გინდა გამაგებინე? არ მოგწონს ასე ყოფნა? მაინცდამაინც უნდა მაჩხუბო როჟები მაკერინო თუ რა დედისტ*ვნაა? -არ მინდა რომ აფერისტობდე და ძალით აკეთებდე ამ ყველაფერს. -რა შუაშია აფერისტობა გოგო? რატომ მიშლი ნერვებს? -დამანებე თავი რა. -ნუცა მომხედე. -ღრმად ჩაისუნთქა ნერვების დასამშვიდებლად. ყბაზე მოკიდა ხელი და თვალებში ჩახედა. -შეუშვი ერთხელ და სამუდამოდ მაგ თავში რომ არაფერს არ ვაკეთებ ძალით! რომ არ მინდოდეს ამ ყველაფერს არ გავაკეთებდი შენთვის! ძალით ნუ ეძებ ტირილის საბაბს, მითუმეტეს ჩემთან ჩხუბით, თუ რამე გაწუხებს პირდაპირ მითხარი და ნებისმიერ დროს შენთან ვიქნები. ტირილი გინდა? იტირე. შენთან ვარ, არაფერი თქვა თუ გინდა და იტირე. სიცილი გინა? აქ ვარ და გაგაცინებ. უბრალოდ ნუ იმეორებ გაფუჭებული რადიოსავით იგივეს… არასდროს არაფერს გავაკეთებ მე ძალით და შეირგე ის რაც გაქვს. მეორედ კიდევ გავიგებ იგივე შინაარსის მქონე წინადადებას… ჩვენს პატარას გეფიცები ვაბშე აღარ მოგეკარები და არაფერს აღარ გავაკეთებ შენთვის! გაიგე? -ჰო. -ამოისრუტუნა თავდახრილმა. -ძალიან კარგი… გინდა რამის თქმა? -ვერ ვეჩვევი ტკივილს… რაც დრო გადის უფრო მენატრება და კიდევ ვერ ვიჯერებ. -ცრემლები გადმოსცვივდა, უფრო მეტად მიეხუტა ჯავახიშვილს, იმანაც ხელები მიხვია და თავზე აკოცა. -მჭირდება, ყველაზე მეტად ახლა მჭირდება. ნათია მიყვარს, მაგრამ ბელას ვერ შეცვლის, ერთადერთი იყო და ისიც მხოლოდ ჩემი. -არაფერი უთქვამს ჯავახიშვილს, ან რა უნდა ეთქვა. უბრალოდ ეფერებოდა, ეხვეოდა და ასე აგრძნობინებდა რომ მასთან იყო. ზოგჯერ სიტყვები არ არის საჭირო, მთავარია ის ადმიანი გყავდეს გვერდით ვინც უთქმელად გაგიგებს, წაგიკითხავს, მოგეხვევა და ასე გაგრძნობინებს გვერში დგომას. ***** დიდხანს იდგა კაბინეტის წინ, კარზე მიკრულ სახელს უყურებდა და ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა. ბოლოს მაინც დააკაკუნა და თანხმობის შემდეგ სწრაფად შევიდა შიგნით. ისევ ეს შავი თვალები, იმ სიშავეში რომ გითხრევდა და ამოსვლის საშვალებას არ გაძლევდა. -ნინა… რა პატივია. -თვალებში ათამაშებული ჭინკებიც კი შეამჩნია ნინამ. -როგორ ხარ? -არ ვიცი, კარგად… ჩვეულებრივ. -დაუბნეულმა ჩაილაპარაკა და ირგვლივ მიმოიხედა. -შენი ოთახი არ მომწონს, ზედმეტად ცარიელია, არაკომფორტული ჩემთვის და ლაპარაკი არ შემიძლია. -რას ერჩი ჩემს ოთახს? ყველას მოსწონს. -თვითონაც მოავლო იქაურობას თვალი, ბოლოს ისევ ნინას შეხედა. -არ ვიცი, საუცხოო გარემოა, ბევრუ წიგნები, მცნარეები, ყველაფერი გაქვს მაგრამ რაღაც აკლია. -მაინც რა? -მომღიმარმა გააყოლა თვალი ერთ ერთი სურათისკენ წასულს. -აი ეს ნახატი, ზედმეტად თვალში საცემია და ყურადღებას გიფანტავს ადამიანს. -მაგ ნახატს ვერავინ ამჩნევს ნინა… ვისაც ლაოარაკი უნდა მოდიან, საუბრობენ და მიდიან. შენ აშკარად ჩემ სანახავად მიხვედი. -რა სისულელეა? -ხელი აიქნია, რეზი კი მაშიმვე მიუხვდა ყველაფერს. -სად ეჭირავები დაქალებს? სახლსი, კაფეში, ბარში თუ სად? -დაქალები არ მყავს, მაგრამ… კაფეში ვსხდებით ხოლმე ჩემი უნივერსიტეტის მეგობრები. -წიგნების თაროს მიუახლოვდა, ერთ ერთს მოკიდა ხელი და სწრაფად გადააშალა. -“ამ ქვეყნად ყველაფერი დასაშვებია და ამიტომაც აკრძალულიც აღარაფერი არ უნდა იყოს.” -ამოიკითხა ერთი წინადადება და დიასამიძეს გაუსწორა თვალი. -დოსტოევსკი, ძმები კარამაზოვები. -ჩაიღიმა ნინას აწეულ წარბებზე, მაგიდას მიეყრდნო, ფეხები ერთმანეთზე გადააჯვარედინა, ხელები გულ მკერდზე დაიკრიფა და მთლიანად შეათვალიერა წიგნის თვალიერებაში გართულ წულუკიძეს. ამხიარულებდა ეს გოგო, სულ ღიმილს გვრიდა. -“კაცი თვითონ რომ მოიწყობ ჯოჯოხეთს, ტყუილია, ისეთს სხვა ვერ გიზამს.” -ბუკოვსკი, მაკულატურა. -მოსაბეზრებელი ადამიანი ხარ. -თვალები აატრიალა ნინამ. -რატომ? -სიცილი ვერ შეიკავა მის დაბრეცილ ტუჩებზე. -მგონი ნამიოკებს მირტყავ ნინა. -“დრო საუკეთესო მასწავლებელია, მაგრამ საუბედუროდ ის კლავს ყველა მის მოსწავლეს.” -ნელი ნაბიჯებით დაიძრა დიასამიძისკენ. -ფრანკლინი? -ნწ. -ჰექტორი… ლუი ჰექტორი. -მართალია. -წავიდეთ. -სად? -იქ სადაც ლაპარაკს შეძლებ. -არ მგონია შენთან ლაპარკი დავიწყო. -მეგობრებზე მომიყევი. -მანტო აიღო საკიდიდან, პირველი ნინა გაატარა კარებში, შემდეგ თვითონ გავიდა, კაბინეტის კარგი დაკეტა და გასასვლელისკენ დაიძრა. -რითი მივდივართ? -ფეხით. -მანქანა არ გყავს ამხელა ფსიქოლოგ კაცს? -უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები. -მყავს, მაგრამ შენთვის ფეხით სიარული ჯობია… მეტრითი წავიდეთ თუ ავტობუსით? -სერიოზულად? -სრულიად. -მეტრითი… მაგრამ მოიცადე. -უცებ გადაეღიბა წინ, დავარცხნილი თმა აუჩეჩა, , ხელით გაუსწორა და ისე განაგრძო გზა. -ეს რა იყო? -ზედმეტად ბიძიას გავხარ ეგრე თმებში. ახლა უფრო თავისუფალ კაცს და მეც თავისუფლად ვარ. -ისედაც ბიძია ვარ. -მანტოს ჯიბეებში ჰქონდა ხელები ჩაწყობილი, შემდეგ სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ერთ ღერს მოუკიდა. -ეწევიი? ვერც კი წარმოვიდგენდი. -რატომ? რადგან ფსიქოლოგი ვარ? სხვათაშირის მეც მაქვს ნერვები, განტვირთვაც მჭირდება და უგრძნობი არ ვარ. -მე ცარიელი ხალხი მეგონეთ… ნახეთ, საუბრის მანერაც კი შეგეცვალათ ბატონო რევაზ. -რეზი, რეზი მქვია, უბრალოდ ეს რეზი ხალხში პატარა ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებს, თან პაპაჩემის სახელი მიწერია პირადობაში. -ანუ რეზი. -დიახ. -შემცივდა. -ავტობუსის გაჩერებაზე იდგნენ, თან აქეთ-იქით დადიოდნენ. მალე მოვიდა ავტობუსიც, როგორც კი ავიდნენ ადგილები დაიკავეს, შემდეგ ჩუმად იმგზავრეს, მხოლოდ მაშინ ამოიღო რეზინ ხმა როცა უკვე ჩადიოდნენ. მერე კი ერთ მყუდრო კაფეში ამოყვეს თავი. ყავა შეუკვეთეს და ფანჯარასთან დასხდნენ. -დღეს საღამოს ჩემი ძმაკაცი უკრავს ბარში, თუ გინდა წამომყევი. -მიხვდა საუბრის დაწყებას რომ არ აპირებდა ნინა, გადაწყვიტა თავის თავზე მოეყოლა მცირე დეტალები და ნინა ისე აელაპრაკებინა. -მართლა? რას უკრავს? გიტარაზე უკრავს, ცოცხალი ბენდია, ერთი წლის წინ აიყვანეს და იმის მერე ხანდახან სასმელსაც უფასოდ ვსვავთ. -ჩემი მეგობარიც უკრავს გიტარაზე. -წეღან მითხარი დაქალები არ მყავსო… რაშის საქმე? -ოთხი ძმაკაცი მყავს. ლუკასთან და სანდროსთან ერთად გავიზარდე, ის ორი მერე გავიცანი. -ესეიგი ეგენი არიან დაქალები. -ჰო. ყველაზე კარგები არიან ჩემს ცხოვრებაში. -და ან ძმა? -არცერთი, დედის ერთა ვარ, მამაჩემი წლების წინ გარდაიცვალა, ბავშვი ვიყავი, არც მახსოვს წესიერად. -ლუკაში ხედავდი მამას და ძმას? -დაახლოვებით. უამრავ თემაზე ილაპარაკეს, თითქმის ყველფერი გამოსტყუა თავის თავზე ნინას, მხოლოდ მთავარს არ ეხებოდა ჯერჯერობით, ეშინოდა არ გაქცეოდა და თავს იკავებდა. დღის გაფუჭება არ სურდა ძლივს ხასიათზე მოსული ნინასთვის. უფრი გაიხსნა, უფრო ბუნევრივი გახდა და რეზიც თვალს ვერ აშორებდა. თვითონაც ეცინებოდა მის სიცილზე, ცდილობდა ყველაფერი დადებითი გაეხსენებინა მისთვის. სულ ორ საათში უკვე მთლიანად იცნობდა ნინას, მაგრამ მხოლოდ პატარა ნაწილი აკლდა, ის რომელიც სადღაც კუთხეში დაემალა წულუკიძეს, ბოქლომი დაედო და გასაღები სადღაც გადაემალა, მაგრამ იმ გასაღებსაც მიაგნებდა სულ მალე. -მოდიხარ? -სად? -გაკვირვებულმა შეხედა კაცს. -ბარში ჩემთან ერთად. ცოტახანს ფიქრობდა, ეჭვის თვალით ათვალიერებდა დიასამიძეს, ბოლოს იფიქრა ფსიქოლოგი გაცია ამან რა უნდა დამიშაოსო და დასთანხმა. -ჯერ ისევ ვერ მოვიპოვე შენი ნდობა? -საიდან მოიტანე? იმდენი გელაპრაკე მგონი ამდენი საუკუნეა არ მისაუბრია. -ნუ მასწავლი. -საშინელებაა ფსიქოლოგთან ერთად სიარული, შენთან ვერ მოვდუნდები, ასე მგონი მკითხულობ და ჩემი ლააპრაკი საჭირო აღარაა. -სამუშაო საათები დასრულდა. -ეგ არ ცვლის იმას რომ ფსიქოლოგი ხარ. -კარგიი… ვეცდები შენს ქცევებს აღარ დავაკვირდე. -დიდად დამავალებ. -თვალები აატრიალა, შემდეგ ჩაიცინა. -ისე ვაღიარებ უცნაური ხარ და შენთან საუბარი მომწონს… -ეგ კარგია მერე… არა? -არა. არ მომწონს ყველაფერს რომ მაყოლებ, თან ისე ვერც ვხვდები… ღმერთო მთელი ჩემი ცხოვრება მოგიყევი. -თვალებ გაფართოვებულმა ახედა. -სამაგიეროდ ბევრი ვიცინეთ შენ პატარაობაზე. -ცხვირზე ჩამოკრა თითი. ახალისებდა ნინა, უამრავ ქალთან ჰქონია ურთიერთობა, მაგრამ ასეთთან არასდროს. თითქმის ზეფირად იცოდა ქალების ფსიქოლოგია, იცოდა ვის რა უნდოდა, ვინ რისთვის იყო მასთან, ნინას კი ვერაფერს უგებდა. მისი ხასიათის ცვალობადობა აგიჟებდა, ასევე სიგიჟემდე უნდოდა გაეგო რას მალავდა. რამდენჯერ უცდია ურთიერთობის დაწყება ქალთან, მაგრამ ბოლოს როცა მის სხეულს დაეუფლებოდა, როც მთლიანად შეისწრავლიდა ინტერესი უქრებოდა. ყველა ერთფეროვანი ხდებოდა. შეიძლება ნინაც ასეთივე ახირება იყო და ბოლოს ისიც ამოიწურებოდა, ისიც დასრულდებოდა. -არ ტეხავს შენს მეგობრებთან რომ მიგყავარ? -არა, მაგრამ თუ უხერხულად იგრძნობ თავს არ წავიდეთ. -წავიდეთ, სულ თუ არაფერი ცოტას მაინც დავლევ და ვიცეკვებ. -ძალიან კარგი. ავტობუსით მგზავრობის შემდეგ ბარშიც მივიდნენ, უამრავი ხალხი ირეოდა ირგვლივ, მთვრალი სხეულები, მოხარხარე მეგობრები, ბიჭები რომლებიც გოგოების დაკერვაში იყვნენ გართულები, ზოგს არავინ აინტერესებდა და ბართან მარტო მჯდომი სასმლით იკლავდა წყურვილს. -აქეთ. -ხელი ჩაკიდა და ხალხის ბრბო ძლივს გაარღვია. მალე მაგიდასთან შემომსხდარი წყვილებიც გამოჩნდნენ, გულიანად იცინოდნენ რაღაცაზე, მაგრამ დიასამიძის გამოჩენა არცერთ გამოპარვია, მითუმეტეს ნინაზე ჩაკიდული ხელი. -სად ხარ შე ჩემა აქამდე. -ერთ-ერთი წამოდგა და უცებ გადაეხვია. -არ მეცალა. -ხელი გაუშვა რომ მიხვდა ყველე მათ უყურებდათ. -გაიცანით ნინა… -სასიამოვნოა ლამაზო… -მტევანზე აკოცა ყურებამდე გაკრეჭილმა ბიჭმა. -თოკა მოითმინე ცოტახანი, ნუ გადარევ ამ გოგოს. -წითურმა გოგომ სიცილით მიარტყა ხელი ბიჭს, შემდეგ გვერძე მჯდომ კაცს ისე გადახვია ხელი თითქოს ნინას ანიშნა ჩემიაო. ჩაეცინა წულუკიძეს, რაც ზუკას ნამდვილად არ გამოპარვია. -ამაზე უარესია დამიჯერეთ. -სავარძელში ჩაეშვა დიასამიძე და ნინაც გვერძე მიისვა. -ეს ჩვენი რუსოა, გვერძე თავის ქმარი უზის ნიკა, სამი შვილი ყავთ უკვე. თოკა გაიცანი, ეს ცოლს გაშორებულია 9 წლის ბიჭი ყავს. ისიც დედამისთან არის და ეს დაგულაობს. ეს ლამაზი ქალბატონი ვერო, იქ რომ უკრავს იმის ცოლია, დაბერდნენ, მაგრამ შვილის გაჩენას აშკარად არ აპირებენ. -უი არ გითხარიით? ორსულად ვარ. -სასხვათაშორისოდ ჩაილაპარა. მერე ატყდა ხმაური… ცოტაც და მუსიკის ხმას გადაფარავდნენ. ის დღე გაახსენდა ნინას პირველად ეკატერინეს ორსულობაზე რომ გაიგეს, მერე მარიამის და ხვდებოდა რას გრძნობდნენ იმ წუთას. მალე ბავშვის მამაც გამოჩნდა ნინას მიესალმა და ცოლს გვერძე მიუჯდა. -რა სახეები გაქვთ? რა მოხდა? -არაფერი… უბრალოდ ორსულად ვარ და მალე მამა გახდები. -მოწყვეტით აკოცა გაკვირვებულ კაცს. -რას მეღადავები? -ოო გიგი კარგი რა. -რაა? რამდენჯერ მომატყუე უკვე. -ეგ იმიტომ რომ მეგონა ვიყავი, დღეს კიდე ექიმთან წავედი. აჰა პასუხიც. -ჩანთიდან ამოაძვრინა ოთხად გადაკეცილო თეთრი ფურცელი და გაოცებულს. თვალებ გაფართოვებული კითხულობდა, შემდეგ უდარდელად მჯდომ ცოლს გახედა, სადღაც მოისროლა ფურცელი, ფეხზე წამოაგდო და ტუჩებზე დააცხრა. მომღიმარი შესცქეროდა სიტუაციას ნინა, დადებით ემოციებს სძენდა მათი ბედნიერება. ნელნელა საუბარში აიყოლეს წულუკიძეც, მიხვდენ ისინიც უბრალოდ ვიღაც გოგო რომ არ იყო და ლაპარაკიც სხვანაირად დაიწყეს. მერე აზრზეც ვერ მოვიდა ისე ააყენა ზუკამ, სხეულზე აიკრა და მელოდიას ტანი ააყოლა. -რას ფიქრობ? -წელზე მოხვედილო ხელი ზურგზე აატარა, სულ ოდნავ ეხებოდა ლოყით ლოყაზე და საოცარ მიზიდულობას გრძნობდა. -როგორ მოხდა ვერ ხვდები? -ხომ ვთქვი სამუშაო საათები დასრულდათქო. -ძალიან კარგები არიან. -ნიკაპი ჩამოადო მხარზე და თვალები დახუჭა. მშვიდად გრძნობდა თავს, ვერაფერზე ფიქრობდა იმ წუთებში დიასამიძის ხელების გარდა, რომლებიც მის ზურგზე დათარეშობდნენ. აღარ უნდოდა მოშორება, რომ შესძლებოდა მთელს ღამეს იქ გაატარებდა იგივე პოზაში. გონს ჯიბეჩი მობჟუილე ტელეფონმა მოიყვანა. სწრაფად მოშორდა განათებულ ტელეფონს დახედა. -გავალ. -მიდი. -გაიღიმა, თვითონ მეგობრებისკენ დაიძრა, ნინა კი გარეთ გავარდა. -სად ხარ ნინაჭკაა?! -ბარში. -სად ბარში? მარტო ხარ? -არ ვარ მარტო. -ნინაა! მიდი იმ ფსიქოლოგთან! -მაგ ფსიქოლოგთან ერთად ვარ ზუსტად. -ტუჩზე იკბინა მომღიმარმა. -რა? -ჰო, კაბინეტი დავუწუნე კაფეში წამიყვანა. -გოგო მე მანდ აზრზე მოსაყვანად მიგიყვანენდა შენ ფსიქოლოგს კერავ? თუ მოხვედი აზრზე და მიხვდი რომ კაცები გევასება. -ნუ იცინი! არ მომწონს უბრალოდ კარგი ადამიანია და სამეგონროდ წავა. -ვის ატყუებ? ეგ მაგ კაცს არ უთხრა თორემ სამუდამოდ ჩამიმარხავ იმედს. -ლუკა კარგი რა. -სახლში წადი, ოღონდ მარტო, გაიგე? -ნერვებს მიშლი უკვე. -სერიოზულად გეუბნები… წავედი მე მარიამი მირეკავს, ელისაბედი მთელიდღეა ელოდება და უნდა ვუპსუხო. -მიდი. -ჭკვიანად. -კარგი. -გაუთიშა და შიგნით შებრუნდა. -უნდა წავიდე მაპატიეთ. -ეე კაი რა, რადროს წასვლაა. -წამსვე გამოეპსუხა თორნიკე და ნინას ყურადღებაც მიიქცია. -მეჩქარება, მელოდებიან და... -მიდი რა პრობლემაა… სხვა დროს გნახავთ. -უცებ გადაკოცნა ვერომ. -გავაცილებ და მოვალ. -შეხვედრამდე… გამოხარდა თქვენი გაცნობა. -ჩვენც ნინა. -ხელი დაუქნია ნიკამ. შემდეგ წელზე იგრძნო ზუკას ხელი, ისიც მაგს გაჰყვა. -რამე ხდება? -არა, ლუკამ დამირეკა, ჩემთან არის, მელოდება და უნდა წავიდე. -გარეთ გასულმა ახედა მომღიმარ დიასამიძეს. -რატომ იღიმი? -ისე უბრალოდ. -შენი ფსიქოლოგიური ნიჭის გამორთვაზე შევთანხმდით მგონი. -გამორთულია. -ხელები ასწია. -მადლობა დღევანდელისთვის. -არაფერს. -ნახვამდის. -ლოყაზე აკოცა ნინამ და სწრაფად მოშორდა. ტაკსი როგორც კი გააჩერა უკანა სავარძელზე დაჯდა, როგორც კი კარი დახურა ფანჯარაზე მიუკაკუნა დიასამიძემ. -სახლში რომ მიხვალ დამირეკე. -მძღოლისკენ გააპარა თვალი, შემდეგ ტუჩის კუთხეში აკოცა. -კარგი. -დაბნეულმა დაუქნია თავი. მხოლოდ სახლში მისვლის შემდეგ გაიაზრა ყველაფერი, უცნაურმა შეგრძნებამ დაუარა სხეულში, ესიამოვნა მისი მზრუნველობა, თუ რაც იყო ეს. არ დაურეკავ, უბრალოდ მიწერა მივედიო და მისი პასუხიც არ უნახავს ისე დაიძინა შედარებით ბედნიერმა, დაიგნორებული პრობლემებით. ***** -დაეძინა? -ლუკას მკერდზე მიხუტებულ შვილს უყურებდა აბჭყვიალებული თვალებით. -ჰო. -თავზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ ლოყა დაადო ზედ და მარიამს ისე შეხედა. -შენში ყველაზე მეტად ის მიყვარს რომ ელის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გაქვს… -რა დღეში ვართ მარიამ. -არუშავს, ისე გიყვარვარ ჩემს გამო გაუძლებ. -ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა სიცილით. -საშინელი ცოლი ხარ. -შენი ცოლი აღარ ვარ დაგავიწყდა? -რას ატრა.კებ ახლა? -როდის ჩამოხვალთ კიდე? -ჯერ არ მომნატრებიხარ, რომ გამოჭირდება ჩამოვალ. -რასამბობ მანდ ქალები დაილია. -ხომ არ გიღალატებ. -მიღალატე პირველივე დღეს, დაგავიწყდა? -გაბრაზებული ვიყავი, თან ისეთი უმნიშვნელო იყო დამავიწყდა ხედავ? -თავს ნუ იმართლებ, ვიღაც ძროხას მიეცი ის რაც მხოლოდ ჩემია! გული ამერევა ახლა, საერთოდ რატომ გამახსენე?! -ძროხა არაა სხვათაშორის. -ლუკაა! -რა გინდა? თბილისიდან ბერლინში დავდივარ იმის გამო რომ სხვა არავინ მინდა და ვერ მიფასებ ხო? -ჩემ გარდა არავინ გინდა? -უფრო მეტი თავდაჯერებულობა მარიამ, რა გჭირს, ვეღარ გცნობ. -თავდაჯერებული რომ ვარ მაგიტომ არ ვეჭვინობ. -იმ დღეს ვინ იყო ლამის ტირილი რომ მორთო?.. რას აკეთებ? -თვალი გაუშეშდა მარიამის მოშიშვლებულ მკერდზე. -არაფერს. -მუხლები მკერდზე მიიდო, ხელები მოხვია და ნიკაპი ჩამოადო. -გასწორდი! -არა. -ტუჩზე იკბინა სიცილით. -მარიამ! -ვთიშავ… ხვალ დავრეკავ. -ძალით მაგიჟებ ხო? -ჰო, უფრო მალე რომ ჩამოხვიდე. -მარიამ… -ყელი გაუშრა, თითი მომიშვლებულ მკერდზე შემოატარა, შემდეგ სახეზე ჩამოისვა ხელი და თვითონ გაწყვიტა ზარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.