შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურული ღამეები - II +18

17-10-2019, 18:09
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 7 708

წყვდიადში მივქრივართ, მაგრამ ხელები სულ დაბუჟებული მაქვს და ვერაფერს ვხედავ, რკინის უნაგირს ძლიერად ვებღაუჭები და ცხენის ფლოქვების თქარული შემზარავად მესმის, მერე წვიმის ხმა, სადღაც გაიელვა დაიჭექა და ბიჭმა ცხენს კიდევ შემოუძახა, რა ჯანდაბას ვაკეთებ ან რა ხდება ვერ ვხდვდები, მაგრამ მხსნელად მომევლინა და ახლა ჩემ ზურგს უკან ზის და მკერდით ზურგზე მეკვრის თავს ხრის და ლამის მხარზე მადებს ნიკაპს.
-გასწი- შეუძახა ცხენს და ჟრუანტელმა დამიარა, ცხენი არ ჩერდებოდა, სად მივდივართ ისიც არ ვიცი, ხელი გამეყინა, ვეღარ ვსუნთქავ, ძლიერი წვიმაა და სულ დავსველდი.
სიბნელეში ქალის სილუეტი გამოკრთა, აკვანი ხელში ეჭირა, მასაც ხევსურული ფორმა ეცვა და განხვავება მხოლოდ ის იყო რომ თეთრი თვალები ჰქონდა, გვიმზერდა, საიდან დავინახე ვერ მივხვდი, მაგრამ სიბნელეში ჩანდა, ჩავუქროლეთ და ისევ თვალს მაყოლებდა.
-არ უყურო- გამოცრა ბიჭმა და წინ სწრაფადვე გავიხედე
-ეს რა იყო?
-მაძახურ გაშინებს.
-რა?
-მაძახურა.- ისე თქვა თითქოს ვიცოდე რა ჯანდაბა იყო ეს, ვეღარ ვსუნთქავ, გონება მებინდება და წამიერად სადღაც ვიკარგები, ძლიერად მხვევს წელზე ხელს და სხეულზე მიკრავს, ისე ამოვისუნთე თითქოს წყალში ჩავყვინთე, სახე სულ სველი მაქვს და მცივა, მივქრივართ, მდინარის ხმა ძლიერდება, მერე ცხენი სვლას ანელებს და წყალში დგება, უცნაურად იქცევა.
-ნუ გეშინია, დადექ- შეუძახა ბიჭმა, მაგრამ ცხენი ადგილიდან არ დაძრულა
-რაი?- შეეკითხა ვაჟი და გავაცნობიერე რომ ადიდებულ მდინარეში ვიდექით
წყლის ხმა განელდა, ვაჟმა ცხენის სადავეს მოქაჩა და მერე ისეთი ხმა გაისმა თითქოს მთელი მდინარე თავზე გვემხობოდა. წლიდან რაღაც ამოდის, ცენს და ჩემ ფეხებს ეხვევა.
-ღმერთოოო- ვღრიალებ და ბიჭი თბილ ხელს სახეზე მაფარებს, წითელთმიანი ქალი ჩვენ წინ დგება და ცივ უსახურ სახეს გვანათებს.
-საით?- დაისისინა ქალმა
-სიმურ დამეხსენი- ჩაიდუდღუნა ვაჟმა და ისევ დავკარგე გონება, მერე მახსოვს წყალი, ძლიერი დინება, ცხენის განწირული ჭიხვინი და ტკივილი, ფეხი მივარტყი ლოდს და გონზემოსული სიპ ქვას ჩავეჭიდე.
-ქალავ?- გაისმა ღრიალი მდინარეში
-აქ ვარ- ვიღრიალე
ისევ ის შემზარავი ხმა, წლის ხმა, რომელიც არასოდეს მსმენია, ქვას ისე ჩავეჭიდე მეგონა ხელში შემომემტვრეოდა.
-მამკიდე ხელია- მოცურდა ჩემთან ბიჭი
-რა ჯანდაბა ხდება?
-სიმურ, წლის მცველი
-რა სიმური, რა წლის მცველი კარგად ხარ?
-წამოდ- თქვა და მხარში ხელი მომკიდა და სადღაც ნაპირზე გადამათრია, ვახველებ, პირიდან ბინძურ წყალს ვღრი და ისევ მიჭირს სუნქვა, ვკანკალებ.
-ადექ- ღრიალებს ბიჭი
-რა ხდება?
-ცხენს ადი- ისე მიღრიალა რომ ცხენზე მის დაუხმარებლად ავედი, ისევ უკან მომიჯდა ცხენი პატარა ბილიკს გაუყვა, არაფერი ჩანდა, წყლის ხმა ისევ მესმოდა, მაგრამ სადღაც მივდიოდით, სულ კლდეები იყო, ქარი ძლიერად ქროდა და შემოდგომის ცივ წვეთებს გაბრაზებული მახეთქებდა სახეზე.
-მცივა- ვოხრავ და ხელები მიკანკალებს, ვეღარ ვეჭიდები უნაგირს და ისევ ბიჭი მიჭერს.
-მალე მივალთ- ამბობს უდარდელათ. ცხენი კიდევ უფრო უმატებს სიჩქარეს და თვალს მხოლოდ ქვის კედლებში ვახელ, ტანზე რაღაც უსიამოვნო მაგრამ თბილი ნაჭერი მეკვრის, არ არსებობს, ნაბადია. რა სისულელეა ესეც შეჩვენებულია თავს ვყოფ და ჩემ სხეულს ვუყურებ, ნახევრად შიშველი ვარ, ბიჭი კი წელზემოთ შიშველი ზის და ცეცხლის დანთებას ცდილობს.
-ამიხსნი რა ხდება?- თავს ვწევ და ფ მკრთალ შუქზეც კი ჩანს რომ ფეხი სულ გაწითლებული მაქვს და სისხლიც შემხმარია. კბილს კბილს ძლიერად ვაჭერ და ვღრიალებ. ბიჭი დინჯად ტრიალდება ჩემკენ და წარბებშეკრული მიყურებს.
-ვინ ხარ?
-ხევსური.
-სისულელეა, შენსავით არავინ დადის ამ საუკუნეში, თან ესეთი რამ როგორ შეიძლება მოხდეს.
-სად ახვედ იქა, რაი გინდოდა?- ფეხზე წმოდგა და თავისი სრულყოფილი სხეულით თავზე დამადგა
-რა?
-რა გინდოდა ხატში?
-რამე დავაშავე?- აღმომხდა და კედელს ავეკარი
-ბნელ ღამეებია, აქ არ უნდა იყვე, მარტუა.
-თარგმნე.
-საშიშია.
-რას ლაპარაკობ, რა არსებები არიან? ფილმს იღებთ და გადაწყვიტეთ გაერთოდ თუ რა ხდება?
სახლს თვალს ვავლებ და თანამედროვეობის ნასახიც არსად ჩანს, შუაცეცხლზე ისეთი ქვაბი კიდია, მუზეუმსაც რომ შეუშურდება, ყველგან ცხოველის რქები, ხმლები, ტანსაცმელი და ორნამენტებიანი ჭურჭელია.
-რა გქვია?- ვკითხე გულაჩქარებულმა
-ხახბო.
-ა, რა სახელია, ხევსურულია?
ისე მიბრუნდა თითქოს არც აინტერესებსო.
-არვის უპასუხო თუ სამჯერ არა დაგიძახებს.
-რას გულისხმობ?
-მაძახურ მხოლოდ ორჯერ იტყვის შენ სახელს, მეტჯერ ვეღარ, ადრე ხევსურები სამჯერ ეძახდნენ მასპინძელს. გარეთ შეშისთვინ გავალ.
-აქ ვერ დამტოვებ.- ვიკრავ ნაბადს სხეულზე.
-აქვე გავდივარ.
-სიმართლე მითხარი, მეხუმრები თუ რატომ გაცვია ასე?
-არ შეიძლება ქართულ სამოსი მიყვარდეს?
თავს ვაქნევ და ბიჭი გარეთ გადის, სხეული მიხურს, პირი გამიშრა, ნაბადის კბენა არ მომწონს, მაგრამ ვიტან, ამან გამხადა ტანსაცმელი თუ რა ხდება. კარის ხმა რომ მესმის ვხტები და შეშით დახუნძლულ კაცს ვუყურებ.
-ასე იყავი გარეთ?- ვკითხე გაოცებულმა
-როგორა?
-აი წელზემოთ შიშველი.
-აგრე გამოდის- ხმაურით ყრის შეშას შუაცეცხლთან, ნერწყვს ხმაურით ვყლაპავ და ტანზე მიკრულ მტვერს ხელით იშორებს, ახლა ამის დროა?
-შენ გამხადე?- ყბა მითამაშებს და სხეული მითთრთის. მცივა თუ ეს მაგიჟებს?
-მერე?- გამომხედა მკაცრად
-არაფერი- ისეთი სახე ჰქონდა ვიფიქრე კედელზე არ ამაკრასთქო, შავი თმა ჰქონდა, წვერივით შავი, მაგრამ სხეული სპორტდარბაზია გამოყვანილი, აუცილებლად.
-რატომ მატყუებ?- მცდება პირიდან სიტყვები
-რასა?
-იმასა რომა აი ეგრე...- გავჩუმდი
-რა?
-არაფერი- თავი ხელებში ჩავრგე
-რა არსებები იყვნენ?
-მაძახურა და წლის მცველ სიმური- ისე მელაპარაკება თითქოს თავის ძმაკაცებს მაცნობსო
-აქ სულ მარტო ხარ?
-კი.
-სულ?
ისევ გამომხედა და გავჩუმდი, ისევ ჩაიცვა, ცოტა გულზე მომეშვა და წვიმაც დაიწყო, ცეცხლი დაანთო და სითბომ ჩემამდეც მოაღწია.
-ხახბო- გაისმა ხმა და ნაბადში კანკალით ჩავძვერი
ბიჭმა გამომხედა, მერე წყალი დაასხა ცეცხლის ნაწილს, ნახშირი შიშველი ხელით აიღო და ჩემ წინ წრე კედლიდან კელდამდე გააკეთა
-რას აკეთებ?
-ხახბო!-გაისმა ისევ ხმა
ბიჭმა გრძელი თითი ტუჩებთან მიიტანა და გავჩუმდი, გარეთ გავიდა, წვიმის ხმაში დაიკარგა მისი ხმაც და რამდენიმე წუთში დაბრუნდა, სველი იყო, გამომხედა ისევ ნაბადში ჩავიმალე
-დაიძინე, გრძელ ღამეა- თქვა და კიბეებს აუყვა
ვკანკალებ, პირი გამიშრა ხმის ამოღების თავიც არ მაქვს, ვერაფერს ვამბობ, ცეცხლი კი უწყინრად გიზგიზებს, მოიცადე, შიშით ვხტები საწოლიდან, ორჯერ დაუძახა, ორჯერ. თავად თქვა სამჯერ სანამ არ დაგიძახებენ გარეთ არ გაიხედოო, რაღაც ხდება, ფეხზწე ვხტები, ნელა, ჩუმი ნაბიჯებით მივდივარ კარამდე და ჩემ მშრალ ტანსაცმელს ვიცვამ, კარს ვაღებ და სველ ბალახზე ვაბიჯებ, გარეთ უზარმაზარი თეთრი ძაღლი წევს, ნაბადში გახვეულს რომ მხედავს ფეხზე ხტება და ჩემკენ მოდის, ისაა რომ უნდა მომწვდეს და ჯაჭვი აკავებს, ნაბადშემოხვეული სიბნელეში უმისამართოთ გავრბივარ, არ ვიცი სად, მაგრამ ბიჭი რაღაცას მატყუებს. მივდივარ, უკან ვიხედები, კოშკიდან ისევ კმოჩანს სინათლე, მერე კარი იღება და ბიჭი გამორბის, ნაბადს ვიშორებ და მთელი სისწრაფით ვეშვები ბილიკზე, რაღაც მომსდევს, ძაღლია, ღმერთო მიშველე, ვოხრავ და ფეხი საშინლად მკივდება, თეთრი უზარმაზარი ნაგაზი მეწევა და ჯინსში ფეხს მწარედ მავლებს ძირს ვეხეთქები. ძაღლი ახლა ჩემ ფეხსაცმელს ებჟაუჭებდა და მხდის, წამოდგომას ვახერხებ, ვერაფერს ვხედავ, შიშველი ფეხით გავრბივარ, მალე ბიჭი ახლოს იქნება, კლდეზე ფეხი მიცურავს და ქიმზე ვჩერდები, წინ უფსკრულია, ბილიკზე კი ბიჭი.
-რა გინდა?- ვღრიალებ
ბიჭი ჩემთან მოდის, ხელს მკიდებს და ტომარასავით მხარზე მიგდებს, ისედაც უკუნეთი სიბნელეა, მაგრა კიდევ უფრო ბნელდება.

№1 სტუმარი კესკა

ნახშირზე მეც ვიცი, ხევსურებს წამდათ რომ კუდიანები ვერ გადავიდოდნენ, აუ ძაან საინტერესოა, ბრავო გეგი.

№2  offline მოდერი GEGI გეგი

კესკა
ნახშირზე მეც ვიცი, ხევსურებს წამდათ რომ კუდიანები ვერ გადავიდოდნენ, აუ ძაან საინტერესოა, ბრავო გეგი.

ყოჩაღ. heart_eyes

№3 სტუმარი სტუმარი Keta

ძაან ძან კაია, ღამეს რო უხდება ისეთი.

№4 სტუმარი სტუმარი დეა

გეგი შენ ნამდვილი ხარ? რა ფანტაზია გაქვს ესეთი ადამიანო?! ბრავვო რა მართლაც რომ ბრავო!!!

№5 სტუმარი სტუმარი Maka

Imdenma gitxra gitxta magram don't care mec unda gitxra...Aravis gavxar da aravis imeoreb, usazgvro nichi gakvs da amouwiravi fantazia. Ganumeorebeli xar imdenad rom as nawershi amogicnob da shenairi tvitmyofadi ar meguleba sxva ❤❤

№6 სტუმარი სტუმარი ლილუ

გეგიი არ გაბედო ეს ისტორია უცებ მოსხიპო ან შუა გზაზე გაწყვიტო, თორემ გიპოვი და დაგბრიდავ, კაცურ სიტყვას გაძლევ! smiley

№7 სტუმარი Random guest

ოხ,გეგი,გეგი, ცოტა(არა ძალიან!) უთავბოლო ხარ(სეზონურ გამოჩენა-დაკარგვებს ვგულისხმობ, რის გამოც როგორ მაბრაზებ ხოლმე რომ იცოდე),თორე ისე შენნაირი აქ არავინ არ არის და ვერც ვერავინ შეგედრება.ნუ,მაგრამ მაინც ჩემი ფავორიტი ხარ რა.და გპატიობ როგორც უძღებ შვილს.მოდი აქ,გაკოცო!❤

№8 სტუმარი Drogon

მშვენიალურია მარა +18 რატო აწერია ეგ ვერ გავიგე:)))

№9 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

ჭინკობისთვე ხომ ძალიან მიყვარს, ვგრძნობ ესეც შემიყვარდება :3

№10 სტუმარი მე

Drogon
მშვენიალურია მარა +18 რატო აწერია ეგ ვერ გავიგე:)))

ჯასთ მარკეტინგულია ხრიკია რომელიც მერე მთელმა საიტმა გადაამღერა :დ რამდენმა იფიქრა შემიტყუე საწოლში-ს მსგავსი სცენები დაგვხვდებაო და შემოვარდნენ :დ გეგსონ იუმორის , სიგიჟის , მარკეტინგის , ცუღლუტობის:დ ფანტაზიის , ფენტეზისაც:დ და რავი ყველაფრის მამა ხარ ჯიგარო, რავი რაღა გითხრა მეტი ხელებს ვწევ და გაღიარებ :დ

№11 სტუმარი Drogon

ლუკკიანეცცი
ამ ზაფხულს მეორედ ვიყავი შატილში, ძალიან მიყვარს მთა. ხევსურეთი ულამაზესია ამიტომ გამიხარდა ისტორია ხევსურეთზე. ძალიან საინტერესო დასაწყისია და გაგრძელებაც საინტერესო ექნება დარწმუნებული ვარ. მომწონს გადმოცემის სტილი. რაღაცნაირი "ჩქარი" ისტორიაა სწრაფად ვითარდება მოვლენები და გითრევს კითხვაში. მოკლედ მომწონს ძალიან და აღარ დავუშვებ შეცდომას და დასრულებას არ დაველოდები წასაკითხად თორე წამიშლი მერე შუა კითხვისას:დ
+18 რატო აწერიაო ვერმივხვდითო იკითხეს და რა უბედურებაა ისტორია არ დაწყებულა, ხალხს უკვე ეგ უნდა:დ ახლა სანამ არ მოხდება მოსახდენი ყოველ თავზე მაგას გკითხავენ:დ
ჰო და მთავარი კითხვა ჩემგან, მაინტერესებს საიტზე ოდესმე თუ ატვირთავ "კალეს"?
ნუ რატომ გეკითხები და ორჯერ დაიწყე და ორივე ვერსია მომწონდა და ძალიან დამაინტერესა თუმცა მერე დამტოვე მშრალზე და ანუ მქონდეს იმედი თუ აღარ ეგ მაინტერესებს:დ

მე ვიყავი მაგ კითხვის ავტორი და უბრალოდ და მარტივად გეტყვი რომ ცოტა ძაან სხვაგან ხარ:)))

№12  offline მოდერი GEGI გეგი

მიხარია შენი ასეთ შეფასება, მე წელს დავისვენე შატილში და იქ ვწერდი კალეს ახალ ვერსიას, მორგებულია ზუსტად იმ ადათებზე და ლეგენდებზე, ჩემი აზრით კარგი გამოვა, აქ ვერ აიტვირთება.

სტუმარი მოიისფრო
ჭინკობისთვე ხომ ძალიან მიყვარს, ვგრძნობ ესეც შემიყვარდება :3

heart_eyes

Drogon
ლუკკიანეცცი
ამ ზაფხულს მეორედ ვიყავი შატილში, ძალიან მიყვარს მთა. ხევსურეთი ულამაზესია ამიტომ გამიხარდა ისტორია ხევსურეთზე. ძალიან საინტერესო დასაწყისია და გაგრძელებაც საინტერესო ექნება დარწმუნებული ვარ. მომწონს გადმოცემის სტილი. რაღაცნაირი "ჩქარი" ისტორიაა სწრაფად ვითარდება მოვლენები და გითრევს კითხვაში. მოკლედ მომწონს ძალიან და აღარ დავუშვებ შეცდომას და დასრულებას არ დაველოდები წასაკითხად თორე წამიშლი მერე შუა კითხვისას:დ
+18 რატო აწერიაო ვერმივხვდითო იკითხეს და რა უბედურებაა ისტორია არ დაწყებულა, ხალხს უკვე ეგ უნდა:დ ახლა სანამ არ მოხდება მოსახდენი ყოველ თავზე მაგას გკითხავენ:დ
ჰო და მთავარი კითხვა ჩემგან, მაინტერესებს საიტზე ოდესმე თუ ატვირთავ "კალეს"?
ნუ რატომ გეკითხები და ორჯერ დაიწყე და ორივე ვერსია მომწონდა და ძალიან დამაინტერესა თუმცა მერე დამტოვე მშრალზე და ანუ მქონდეს იმედი თუ აღარ ეგ მაინტერესებს:დ

მე ვიყავი მაგ კითხვის ავტორი და უბრალოდ და მარტივად გეტყვი რომ ცოტა ძაან სხვაგან ხარ:)))

არა, +18 ვერ ედება მხოლოდ სექსის სცენებს, ეს შეიძლება ჰქონდეს ფენტეზსაც, როდესაც მკითხველი იწყებს წაკითხვას მხოლოდ იმ თავებში სადაც მსგავსი სცენებია ვერ დაუდებ ცენზურას.

№13 სტუმარი ნანი

მე
Drogon
მშვენიალურია მარა +18 რატო აწერია ეგ ვერ გავიგე:)))

ჯასთ მარკეტინგულია ხრიკია რომელიც მერე მთელმა საიტმა გადაამღერა :დ რამდენმა იფიქრა შემიტყუე საწოლში-ს მსგავსი სცენები დაგვხვდებაო და შემოვარდნენ :დ გეგსონ იუმორის , სიგიჟის , მარკეტინგის , ცუღლუტობის:დ ფანტაზიის , ფენტეზისაც:დ და რავი ყველაფრის მამა ხარ ჯიგარო, რავი რაღა გითხრა მეტი ხელებს ვწევ და გაღიარებ :დ

თუ გგონია რომ გეგის +18ის ხარჯზე ყავს მკითხველი ძალიან ცდები, მიკვირს თუ ვერ ხედავთ რამხელა ცოდნა და ფანტაზია აქვს ამ ბიჭს, რა ხარისხის მოთხრობები აქვს. არ ვკითხულობთ +18ის გამო გეგის ისტორიებს არააა!!! გაიგეთ ხალხო საოცარი ნიჭის პატრონია ეს ბიჭი და ვკითხულობთ მაგიტომ!

№14  offline მოდერი GEGI გეგი

ნანი

ახლა ნამეტანია heart_eyes heart_eyes

№15 სტუმარი მე

ვაიმე დამშვიდდი და ძალიან გთხოვ ნუ ყვირი:დ ლოგიკურად აზროვნების უნარი თუ გაგაჩნია, მიხვდები რომ გეგის ნიჭს არსად ვაკნინებ და არც მის დასანახად მჭირდება მისი მითითებები. ჯასთ , ფაქტია რომ მუშაობს გეგის +18 და ჰაა:დ გადახედე თავების ნახვებს რომლებსაც ეგ შეზღუდვა არ აქვს და მერე გადახედე აქ ნახვებს:დ მუშაობს გეგის +18, "ღამეები" და "საწოლები", ეს აღვნიშნე მხოლოდ ლამის რომ მცემე, თორემ მე გეგის +18-საც წავიკითხავ და -18-საც :დ

№16  offline მოდერი GEGI გეგი

მაგაშიც მართალი ხარ, თუმცა ავღნიშნეთ უკვე რომ პირველი +18 ნიშნით შემიტყუე საწოლში გამოჩნდა, ბუნებრივია იტყუებ ისტორიაში, თუმცა თუ არ მოწონებათ არ წაიკითხავენ და შეგრცება +18

№17 სტუმარი niako

ვაბოდებ ვჰიჟდები შენზე. ბრავო, ბრავო, ბრავო.

№18 სტუმარი No one special...just random guest

Daiwkeba exla "3000 puri rodis unda chamos?" da seksis scenebis lodinis mousi:))) Tu ramdeni konda ninis nikolozis vali , zust cifrebshi agar maxsovs:)))

№19  offline მოდერი GEGI გეგი

No one special...just random guest
Daiwkeba exla "3000 puri rodis unda chamos?" da seksis scenebis lodinis mousi:))) Tu ramdeni konda ninis nikolozis vali , zust cifrebshi agar maxsovs:)))

შეცვლილია ახალი ვერსია.

№20 სტუმარი სტუმარი Laliko

GEGI გეგი
No one special...just random guest
Daiwkeba exla "3000 puri rodis unda chamos?" da seksis scenebis lodinis mousi:))) Tu ramdeni konda ninis nikolozis vali , zust cifrebshi agar maxsovs:)))

შეცვლილია ახალი ვერსია.

ძველი ვერსია თუ გაქვს აი ის აქ რო თავიდან იდებოდა შეგიძლია რამენაირად მომაწოდო? შეცვლილიც კაია მაგრამ პირვანდელ ვარიანტზე ვგიჟდები ❤

№21  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი Laliko

არ მაქვს გავრცელების უფლება.

№22 სტუმარი სტუმარი Laliko

აუუუ :(:(:( მარტო მე წავიკითხავ სხვას არ წავაკითხავ პატიოსნებას გეფიცები :დდ

№23  offline მოდერი GEGI გეგი

Random guest
ოხ,გეგი,გეგი, ცოტა(არა ძალიან!) უთავბოლო ხარ(სეზონურ გამოჩენა-დაკარგვებს ვგულისხმობ, რის გამოც როგორ მაბრაზებ ხოლმე რომ იცოდე),თორე ისე შენნაირი აქ არავინ არ არის და ვერც ვერავინ შეგედრება.ნუ,მაგრამ მაინც ჩემი ფავორიტი ხარ რა.და გპატიობ როგორც უძღებ შვილს.მოდი აქ,გაკოცო!❤

smile

სტუმარი ლილუ
გეგიი არ გაბედო ეს ისტორია უცებ მოსხიპო ან შუა გზაზე გაწყვიტო, თორემ გიპოვი და დაგბრიდავ, კაცურ სიტყვას გაძლევ! smiley

heart_eyes არა

№24 სტუმარი სტუმარი ნანა

ვკითხულობ კომენტარებს და მეცინება. რატომ მეცინება? ავტორი თავად მიხვდება :))
არ გეწყინოს, მაგრამ ერთი პოპულისტი ტიპი ხარ! ტყავიდან ძვრები, რომ მკითხველი მიიზიდო.
წარმატებები, მაგრამ აცადე მკითხველს, გაერკვეს და თავად შეაფასოს რამდენად ხარისხიან პროდუქტს ქმნი!!!

№25 სტუმარი სტუმარი თაკო

თარგმნე-ზე ავყირავდი :D
სოდოური ხარ ბიჭო?

№26  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი ნანა
ვკითხულობ კომენტარებს და მეცინება. რატომ მეცინება? ავტორი თავად მიხვდება :))
არ გეწყინოს, მაგრამ ერთი პოპულისტი ტიპი ხარ! ტყავიდან ძვრები, რომ მკითხველი მიიზიდო.
წარმატებები, მაგრამ აცადე მკითხველს, გაერკვეს და თავად შეაფასოს რამდენად ხარისხიან პროდუქტს ქმნი!!!

ვერ მივხდი, მაგრამ კარგი.

№27 სტუმარი სტუმარი Laliko

გეგიი :(:(:(
სტუმარი Laliko
GEGI გეგი
სტუმარი Laliko
GEGI გეგი
No one special...just random guest
Daiwkeba exla "3000 puri rodis unda chamos?" da seksis scenebis lodinis mousi:))) Tu ramdeni konda ninis nikolozis vali , zust cifrebshi agar maxsovs:)))

შეცვლილია ახალი ვერსია.

ძველი ვერსია თუ გაქვს აი ის აქ რო თავიდან იდებოდა შეგიძლია რამენაირად მომაწოდო? შეცვლილიც კაია მაგრამ პირვანდელ ვარიანტზე ვგიჟდები ❤

არ მაქვს გავრცელების უფლება.

აუუუ :(:(:( მარტო მე წავიკითხავ სხვას არ წავაკითხავ პატიოსნებას გეფიცები :დდ

№28 სტუმარი სტუმარი სანა

GEGI გეგი
სტუმარი ნანა
ვკითხულობ კომენტარებს და მეცინება. რატომ მეცინება? ავტორი თავად მიხვდება :))
არ გეწყინოს, მაგრამ ერთი პოპულისტი ტიპი ხარ! ტყავიდან ძვრები, რომ მკითხველი მიიზიდო.
წარმატებები, მაგრამ აცადე მკითხველს, გაერკვეს და თავად შეაფასოს რამდენად ხარისხიან პროდუქტს ქმნი!!!

ვერ მივხდი, მაგრამ კარგი.

გეგის ისტორიებს არასოდეს აკლდა მკითხველი მარტო შემიტყე საწოლშის კითხულობდაა 10000 კაცი და არანაკლები რაოდენობა ჭინკობისთვეს ტყავიდან ხტება არა იხვის ტოლმა.

სტუმარი ნანა
ვკითხულობ კომენტარებს და მეცინება. რატომ მეცინება? ავტორი თავად მიხვდება :))
არ გეწყინოს, მაგრამ ერთი პოპულისტი ტიპი ხარ! ტყავიდან ძვრები, რომ მკითხველი მიიზიდო.
წარმატებები, მაგრამ აცადე მკითხველს, გაერკვეს და თავად შეაფასოს რამდენად ხარისხიან პროდუქტს ქმნი!!!

Dabigmili adanuabus komentati.

№29 სტუმარი ტვინი ნუ წაიღეთ

არ გეწყინოთ მაგრამ უკვე ძაან ტვინი მოტ ყანით. თვითონაც დაწერა ამ ბიჭმა რომ მკითხველის მოსაზიდად აწერს ამ +18 და რაღატომ შე ეცით? ამ საიტზე ყველა ავტორი ტყავიდანაც ძვრება და ზოგი ტრა კიდანაც გამომძვრალა ისეთი ბოლო დონის რაღაცები უკადრებია მკითხველის მოსაზიდად და ამ ბიჭს რას გადაეკიდეთ? არ მოგწონს გაიარე რა . გეგის ისტორიების ხარისხზე ლაპარაკს რომ დაიწყებთ მართლა სასაცილოა კიდევ.

№30 სტუმარი სტუმარი ნინი

აი ეს გლობალური ბოღმიანობა ხო ამ საიტის სენია რა. მილიონ ისტორიას ეწერა პლიუს 18 მაგრამ იმის მეათედი მკითხველიც არ ჰყოლია რაც თავის დროზე შემიტყუე საწოლში ამ ისტორიას ჰყავდა. რა სექსი და პლუს თვრამეტი კარგით რა, ის ატმოსფერო, იუმორი , სიგიჟე და ინტრიგები არცერთ ისტორიაში არ ყოფილა რაც მაშინ შემიტყუე საწოლში იყო და აღარც იქნება. 12 ათასი კაცი სექსი სცენების გამო არ ვკითხულობდით, სულ პირიქით იყო მახსოვს უარყოფითი დამოკიდებულება სწორედ ზედმეტმა პორნოში გადასულმა სექსის სცენებმა გამოიწვია. ბოლო ბოლო პორნო საიტები არსებობს და თუ ეგრე გაგვიჭირდა იქ შევალთ ყბადაღებული სექსების სანახავად. თუ არ ვცდები მაშინაც ესეთი კომენტარების გამო გააქციეთ გეგი. კარგით რაა, დააფასეთ ბოლოსდაბოლოს ადამიანის ნიჭი, ორი კინკილა მართლა საინტერესო ავტორი შემორჩა საიტს და იმათაც ნუ გააქცევთ, თუ არა იკითხეთ ბანძი ისტორიები სასიყვარულო მრავალკუთხედებზე და ჩააბანძეთ ბოლომდე საიტი...

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent