შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ტყვე (IV)


18-10-2019, 12:03
ავტორი TakKvaria
ნანახია 1 231

მთელი კვირის განმავლობაში პირველად გათენდა თინასთვის ასე მშვენივრად , გვანცას სტუმრობამ ძველი დრო გაახსენა... „ძველი დრო“ ნუთუ შეიძლება ერთი კვირის წინანდელი ცხოვრება ძველ დროდ ჩაითვალოს?! როგორც ჩანს შეიძლება. თვალები არც გაუხელია ისე დაუწყო გვანცას ძებნა , მხოლოდ მას ინებ თავის აწევა , როცა მიხვდა რომ მეზობელი საწოლი ცარიელი იყო .

-სად გაქრა ეს გოგო?_ თავისთვის წაიბუზღუნა და უცებ წამოხტა , შედეგმაც არ დააყოვნა , თავბრუ დაეხვა და საწოლის გვერდით მდგარ კომოდს დაეჯახა. მცირე პაუზა და პაუზის შემდეგ სულის გამყინავი კივილი. თინას იმედი ჰქონდა გვანცა გაიგებს და მომეხმარებაო , მაგრამ მის კივილს არავინ გამოხმაურებია. გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და ასკინკილით გაეშურა მისაღებში. ეგონა რომ სახლი თავდაყირა დახვდებოდა , მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა. ყველაფერი მილაგებული იყო , ჟურნალების მაგიდაზე საუზმე და წერილი დახვდა.

„თინი , ბოდიში! ნიკამ მომწერა დილით ვეღარ დაგელოდე , შენი გაღვიძებაც არ მინდოდა. დანაშაულის გამოსყიდვა საუზმითა და სახლის დალაგებით ვცადე , იმედია გამომივიდა. ფუნთუშები და წვენიც უგემრიელესია , უკვე გავსინჯე. სხვათა შორის მაღაზიაში ერთი სიმპატიური ბიჭიც „გავჩითე“ ამიტომ ნიკასთან თუ არაფერი გამოვიდა შენთან მოვალ და მოვძებნოთ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობა იყო , რა დროს ნიკაა მის საძებნელად ვარ წასული. ისევ ხუმრობა! მოკლედ , დილაადრიან კარგ ხასიათზე ვარ , რასაც შენ უნდა გიმადლოდე.
პ.ს. ამასწინ ჩემი კლასელის და შემხვდა, ორსულადაა და დეკრეტში აპირებს გასვლას, ვიღაც იურისტის თანაშემწედ მუშაობდა, ხოდა დროებით შემცვლელს ვეძებთო სხვა თუ ვერაფერი ნახო დაუკავშირდი, მარიკა იკითხე. ნომერი უკანა მხარეს წერია.
-გიჟია ეს ბავშვი. _ამ შესაძლებლობის მიმართ ცოტა სკეპტიკურად განეწყო, თუმცა უკეთესიც არაფერი ჩანდა, ამიტომ გადაწყვიტა ეცადა.
სამი გაბმული ზარის შემდეგ ყურმილის მეორე ბოლოდან ახალგაზრდა ქალის ხმა მოისმა.
-გისმენთ?
-გამარჯობა, მე თინათინ ნოზაძე ვარ, გვანცამ მომცა თქვენი ნომერი. -დიახ-დიახ, ახლახან ვესაუბრე, გამიხარდა რომ დარეკეთ, თავად ვაპირებდი დაკავშირებას.
უცაბედმა წარმატებამ თინას გამბედაობა შემატა, მის ცხოვრებაში ცვლილებებს დრო დადგა. გაუძლებდა კი იმ სიურპრიზს, რომელსაც ცხოვრება უმზადებდა?

თუხარელების სახლში მშვიდი საღამო სუფევდა , ოჯახის უფროსი ახალი დაბრუნებული გახლდათ სამსახურიდან , საყვარელ სავარძელში იჯდა და წიგნს კითხულობდა , მისი მზრუნველი მეუღლე სამზარეულოში იყო და ცდილობდა მწვანილი ზედმეტი დანაკარგების გარეშე დაეჭრა. თუმცა იმდენად იყო აღელვებული , რომ ეს არ გამოუვიდა . დანა შემთხვევით თითზე დაისვა . მისმა უეცარმა კივილმა მთვლემარე მეუღლე გამოაფხიზლა.
-რა გაკივლებს ქალო? _ ინგა არ იყო მიჩვეული დავითისგან ასეთ უხეშ მოპყრობას , ჩვეულებრივზე უფრო მეტად გაწიწმატდა.
-თითი გავიჭერი.
-სადილს როცა აკეთებ ბოღმას უნდა სძლიო თორემ შემდეგში შეიძლება „გავიჭერი“ „მოვიჭერით“ ჩანაცვლდეს და მერე კივილი აღარ გიშველის.
-არ მესმის როგორ ხარ ასე მშვიდად.
-რაიყო პირველად გაიჭერი ხელი?
-ამას არ ვგულისხმობ , რაც ის გომბიო გადავიდა სახლიდან გვანცას სულ გაუუარესდა ხასიათი . აღარ მეუბნება სად დადის, გუშინ ვიღაც მეგობართან დარჩა , არც გაგვაფრთხილა.
-შენი არ ვიცი და მე კი მაფრთხილებს ხოლმე , თანაც მეგობართან კი არა თინასთან დარჩა და იმედია დაარწმუნებს რომ სახლში დაბრუნდეს.
-ნუთუ მარტო მე ვხედავ მაგ გოგოს ნამდვილ სახეს? ცდილობს გეგი მართოს , მის ცხოვრებაში ჩაერიოს , ძალიან კარგია რომ გადავიდა.
-არა ინგა , შენ ერთადერთი ხარ ვინც ვერ ხედავს თუ რამდენად აძლიერებდა თინა ჩვენს ოჯახს , ის რომ არა გეგი დღეს ძალიან უბედური იქებოდა , ვერ შეძლებდა საყვარელი საქმე ეკეთებინა. თუმცა იმდენად ჰყავხარ შეპყრობილი კონტროლის სურვილს , რომ სადავეების ხელიდან გაშვებას დღემდე ვერ შეეგუე. შენ ყოველთვის ცდილობდი გეგისთვის მიმართულება თავად გეჩვენებინა , თინამ კი საშუალება მისცა თავად ეპოვა გზა , როცა დაინახა რომ ეს გზა რთული გასავლელი იყო გვერდში ამოუდგა და მის გაკაფვაში მიეხმარა. ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია არ იყო მისი მადლიერი.
-ყველა დაგაბრმავათ იმ გოგომ!
-გეყოს! _მამაკაცის ხმამ შემზარავად დაიგრგვინა.
დავითის ყვირილმა გეგი გამოაფხიზლა , შეშინებული წამოხტა საწოლიდან და მისაღებ ოთახში გავარდა. მისმა მზერამ პირველად მამა მოიძია , არასდროს ენახა ასეთი განერვიულებული. სახე მთლად აწითლებოდა, თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა. ეს არ იყო გაბრაზებული კაცის ყვირილი , უფრო დაღლილი ადამიანის ამოძახილს ჰგავდა. თუმცა რა გასაკვირია, მთელი ცხოვრება მინი დიქტატორის გვერდით ჰქონდა გატარებული , ინგა იყო ქალი , რომელსაც არასდროს ბეზრდებოდა წუწუნი და ადამიანების უმიზნოდ ქილიკი... ქალი , რომელსაც არაფრად მიაჩნდა სხვისი აზრი , ვერ ხედავდა სიკეთეს და ვერ იტანდა წინააღმდეგობას. მისი მეუღლე კი ბუნებით მშვიდი ადამიანი გახლდათ , მთელი ცხოვრება ცდილობდა როგორმე დაემშვიდებინა ის ვულკანი, რომელიც მის სარეცელს იზიარებდა. ქალის წუწუნს არასდროს აქცევდა ყურადღებას , ეგონა დაყვავებით ბევრად მეტს მოიგებდა ვიდრე წინააღმდეგობის გაწევით , თუმცა ყველაფერს ჰქონდა საზღვარი... დავითის საზღვარი კი სწორედ ამ საღამოს დაირღვა.

-რა მოხდა? _რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ გეგიმ გაბედა ხმის ამოღება.
-გაინტერესებს რა მოხდა? მართალია ის გომბიო სახლიდან წავიდა , მაგრამ როგორღაც მაინც ახერხებს ჩვენი სიმყუდროვის დარღვევას.
-ისევ გვანცაზე ლაპარაკობ დედა? არ მოგბეზრდა მაინც? ნუთუ ვერ ხვდები , რომ ერთად ერთი ვინც ჩვენს მყუდროებას არღვევს შენ ხარ!
-ვერ ვხვდები როგორ შეძლო იმ კუდიანმა ჩემთვის ორივე შვილის წართმევა .
-ვერ ვხდები რას გულისხმობ , პარანოიკივით იქცევი.
-იცი გუშინ სად ბრძანდებოდა შენი და?
-სად?
-იმ გომბიოსთან დარჩა... ალბათ ტვინს ურევს ჩემს შვილს , ამიტომაც არის რომ სახლში მოსვლა აღარ უნდა, ერთ სიტყვას აღარ მარჩენს. ვძულვარ! _ინგამ კარგად იცოდა თუ როგორი მტკივნეული იყო გეგისთვის მისი ცრემლები, ცდილობდა კიდევ უფრო მეტი დრამატიზმი ჩაექსოვა ამ გამოსვლაში. ცისფერ თვალებში წითელი ბზარები გაუჩნდა, გეგისაც გულმა ვეღარ გაუძლო, ეცადა დედა დაემშვიდებინა . ისეთი დაჟინებით მისჩერებოდა თითქოს ცდილობდა მისთვის ტკივილი წაერთმია , თავს დამნაშავედ გრძნობდა. საოცარი იყო ამ ორ ადამიანს შორის იმხელა მსგავსება და ამავდროულად უდიდესი განსხვავება შეიმჩნეოდა. ორივეს ლურჯი თვალები და ფართო , ლამაზი ჭრილი ჰქონდა. თუმცა ინგას მზერა იმდენად ცივი და მშრალი იყო , სრულიად განსხვავდებოდა გეგის წყლიანი , ციმციმა თვალებისგან, რომლებიც ყოველთვის უდიდეს ნდობას იმსახურებდნენ.

-დედა დამშვიდდი გთხოვ , მგონი სჯობს ცოტა დაისვენო.
-რა დამასვენებს? ჩემს ორივე შვილს ვძულვარ , ერთი ნათლად გამოხატავს ამას, მეორე კი ერიდება გამომჟღავნებას, თუმცა დედის გული ყველაფერს გრძნობს.
-არავის არ სძულხარ, წამოდი დაიძინე , გთხოვ.
-გვანცა სანამ არ მოვა რა დამაძინებს?
-მე მოვიყვან ოღონდ შენ დამშვიდდი , მიდი ოთახში შედი. _ქალი დაჰყვა შვილის ნებას, შვილს გაუღიმა და დასაძინებლად წავიდა.
როგორც კი საძინებლის კარი მიიხურა გეგი მამას მიუბრუნდა.
-კარგი რა , ხომ ხედავ რა დღეშია , აღარ უყვირო.
-ახლა მე კი არ უნდა მსაყვედურობდე , შენი ცოლის ფეხებთან უნდა იდგე და პატიებას სთხოვდე. მთელი ცხოვრება იმ ქალის გვერდით გავატარე რომელიც მორალურად მჭამდა , ამას ვითმენდი. არ მიმიტოვებია , რადგან ვიცოდი ჩემი არჩევანი იყო მისი ცოლად შერთვა და მიუხედავად ყველაფრისა ძალიან მიყვარდა. შენ კი ნამდვილი ქალი შეგხვდა, ქალი რომელიც დაგეხმარა დედაშენის გავლენიდან გამოსულიყავი და სწორი არჩევანი გაგეკეთებინა, შენ კი რა ქენი? ყველაზე მძიმე წუთებში მიატოვე!
-მე არავინ მიმიტოვებია.
-გეგი მთელი ცხოვრება ვამაყობდი , რომ ჩემი შვილი გერქვა , ძალიან გთხოვ ახლა ნუ მანანებინებ ამას. ნუ მაფიქრებინებ , რომ ჩემი შვილი იდიოტია. თანაც იმხელა იდიოტი , რომ ვერ აცნობიერებს თუ რამდენად სჭირდება ახლა მის ცოლს. რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის რომ დაანახო თუ რა ძვირფასია. იცი როცა გამოგვიცხადე ცოლი მოვიყვანეო და სახლში თავდახრილი თინა შემოიყვანე ვიფიქრე ერთმანეთზე უარესი , ჩერჩეტი ბავშვები არიან, ვერც კი აცნობიერებენ რამხელა ნაბიჯი გადადგეს დაუფიქრებლად - მეთქი , თუმცა რაღაც დროის შემდეგ მივხვდი , რომ ბევრ რამეში ვცდებოდი. სულელი და დაუფიქრებელი ბავშვი შენ იყავი, თინა კი 17 წლის ასაკშიც იმაზე დიდი ადამიანი იყო ვიდრე დღეს შენ ხარ! მან ზუსტად იცოდა რასაც აკეთებდა, იცოდა ვის ირჩევდა მზადაც იყო ამისთვის. ახლა მე ნურაფერს მეტყვი , წადი და დაიძინე.
-მერე გვანცა? ისევ თინასთან არის?
-არა , ნიკა უნდა ენახა.
-ხომ გავაფრთხილე ჩემს უკითხავად იმ დეგენერატს არ შეხვდე-მეთქი.
-მგონი მამა აქ მე ვარ, ნებაც მე დავრთე. კინოში იყვნენ და მოიყვანს მალე. შენი ცხოვრების სწორად მართვას რომ დაიწყებ უმცროს დას შემდეგ მიეცი შენიშვნები.
-კარგი, მაპატიე.

გასაუბრების წინ თინა ძლიერმა ღელვამ შეიპყრო, ასე ხდება მაშინ როცა სხეულის ყველა უჯრედით გრძნობ, რომ წინ რაღაც განსაკუთრებული გელის. მის შემთხვევაში ეს განსაკუთრებული შემთხვევა დამოუკიდებელ ცხოვრებაში გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი იყო. სარკის წინ მდგომი ისე არჩევდა ტანსაცმელს, თითქოს მისი დარჩენილი სიცოცხლე ფეხსაცმლისა და ჩანთის შეხამებაზე იყო დამოკიდებული, ვინ იცის, იქნებ მართალიც გახლდათ.

სამზადისი წარმატებულად დასრულდა, შავი კლასიკური შარვალი და თეთრი პერანგი შესაძლოა ბანალური არჩევანია, თუმცა თუ კი მას შესაფერისი ქალი მოირგებს შესაძლოა საინტერესო შედეგი მივიღოთ. მითუმეტეს მაშინ თუ მსგავსი მარტივი არჩევანი სათანადოდ გამოკვეთს მის ქალურ ფორმებს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქალს წაბლისფერი სწორი თმები წელამდე დასთრევს და სავსე ტუჩებს მუქი წითელი პომადა უმშვენებს. “The less is more” ჩაილპარაკა თინამ და უკანასკნელად შეავლო თვალი საკუთარ ანარეკლს.
დანიშნულების ადგილზე დათქმულ დროზე ათი წუთით ადრე მივიდა. შენობაში შესულს სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა, ბიუროს ოფისი მეშვიდე სართულზე იყო. მარიკამ გააფრთხილა რომ სტუმრების ლიფტი დროებით არ მუშაობს, ამიტომ თანამშრომლების ლიფტით მოუწევდა სარგებლობა, რომელიც მხოლოდ საშვით იძვრება. თინამაც ღრმად ჩაისუნთქა და მობილური მოიმარჯვა და მარიკაას დაურეკა.

რამდენიმე წუთში მარიკაც გამოჩნდა. თინას ძველი მეგობარივით გადაეხვია და ლიფტში შეუძღვა. ერთი შეხედვით სულაც არ ეტყობოდა რომ მალე დეკრეტული შვებულების აღება მოუწევდა. მუცელი თითქმის არ ეტყობოდა, ამას ალბათ მისი ჩაცმულობაც უწყობდა ხელს. იისფერი განიერი ბლუზი სამკუთხედი ჭრილით იდეალურად ეხამებოდა მის მაღალ ყელსა და ჭორფლიან გულ-მკერდს, შავი მომდგარი შარვალი კი მის ლამაზ ფეხებს უსვამდა ხაზს.

-ბოდიში რომ გეკითხები მარამ მერამდენე თვეში ხარ?
თინას კითხვამ მარიკა ძალიან გაამხიარულა.
-მეშვიდეში, მაგრამ როგორც ჩანს გენეტიკურია, ძალიან პატარაა მუცელი მაქვს. ირაკლის სანამ ანალიზის პასუხები არ ვაჩვენე არ მიჯერებდა, რომ ორსულად ვარ.
-ირაკლი შენი მეუღლეა?
ქალმა კიდევ უფრო მხიარულად გადაიკისკისა.
-ღმერთმა დამიფაროს ძვირფასო, მხოლოდ ჩემი უფროსი.
ლიფტიდან გამოსულები პირდაპირ მოსაცდელში აღმოჩნდნენ. თინა ცდილობდა შეუმჩნევლად შეეთვალიერებინა გარემო. ღია ყავისფერი იატაკი მასზე ოდნავ უფრო მუქი ტონალობის სავარძლებით, რომლებიც მოსაცდელის მარცხენა კუთხეში განელაგებინათ კომფორტულ გარემოს ქმნიდა. ცენტრში კი მორკალული მაგიდა განეთავსებინათ, რომლის მეორე მხარესაც ოცდაათ წლამდე სასიამოვნო გარეგნობის ქალი იჯდა.
-როგორც ხედავ მთელი სართული ჩვენია, აქ სულ ხუთი კაბინეტია და ერთიც საკონფერენციო დარბაზი. მარჯვენა მხარეს ორი კაბინეტი, ერთი ირაკლისი, მეორე ქალბატონი ქეთის, მარცხნივ კი საკონფერენციო დარბაზი და დანარჩენი სამი ოფისი, რომლებსაც სხვა დროს გაჩვენებ. ახლა კი ჩემი სამფლობელოსკენ გაგიძღვები.

ქალბატონები მარჯვნივ გაეშურნენ, ოფისის ეს ნაწილი შედარებით პატარა იყო, თუმცა ორი კაბინეტისთვის საკმარისზე დიდი. თინას პირველად ორი ერთნაირი ყავისფერი დივანი მოხვდა თვალში, რომლებიც ერთმანეთის მოპირდაპირე კედლებთან განეთავსებინათ, აქვე იდგა ორი ერთნაირი ოფისის მაგიდაც.
-მოკლედ, როგორც ხედავ მე და თეონა, რომელიც ახლა შესვენებაზეა გასული, ცერბერებივით ჯოჯოხეთის კარიბჭეებს ვიცავთ. აქ განსაკუთრებული ჯოჯოხეთ გვაქვს ორი ეშმაკით, ჩემი ხუმარაა, თეონასი კი სასტიკი. ამიტომ ჩათვალე გაგიმართლა, რომ ხუმარასთან მოხვდი. აქ მდივნებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასი ჩვენ გვაქვს, მაგრამ შრომაც მეტია, ირაკლი და ქალბატონი ქეთი აქ მთავარი ვარსკვლავები არიან, საქმეც თავზე საყრელად აქვთ ამიტომაც ჩვენც ბევრი გარჯა გვიწევს. ოღონდ ძალიან ნუ შეგეშინდება, ისეთი სტაფი გვყავს ლამის მეორე ოჯახია. მგონი უკვე თავი შეგაწყინე, ამიტომ სჯობს ჯერ “უმფროსს” დაელაპარაკო და თუ მორიგდებით მერე დაწვრილებით აგიხსნი ყველაფერს.

მარიკა ყავისფერ კარს მიუახლოვდა და ფრთხილად დააკაკუნა.
-შემოდი! -ირაკლის მკაცრმა ტონმა ოდნავ შეაცბუნა თინა.
-არ აღელვდე, დილით რაღაც საქმე ჩაეშალა და ცოტა ცოფის ყრის ხასიათზეა. ერთი წუთით დამელოდე. მარიკას გამხნევებამ საპირისპიროდ იმოქმედა თინაზე, დღის მანძილზე პირველად იგრძნო ღელვა.
ქალი დაპირებისამებრ ერთ წუთში გამობრუნდა უკან.
-კაი, შეგიძლია შეხვიდე.
თინამ კოჭებში სისუსტე იგრძნო, ხელის კანკალით შეაღო კაბინეტის კარი. იმდენად დაბნეული იყო, რომ ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა. თვალი ზურგით მდგარ სკამზე გაუშტერდა, რომელმაც ნელა იწყო მისკენ მიბრუნება.

თინას თვალწინ საკმაოდ მკაცრი პორტრეტი დაიხატა, ირაკლი რუხაძეს წარბები შეეყარა თუმცა ამ მკაცრი მზერის მიუხედავად იყო მასში რაღაც ზედმეტად მიმზიდველი, ნუთუ მისი ჩამჯდარი თაფლისფერი თვალები იყო ამის მიზეზი, ან იქნებ სქელი ვარდისფერი ტუჩები აფრქვევდნენ ამ დოზით სექსუალურ ფლუიდებს. “ალბათ როგორი რბილია” ეს იყო ერთადერთი აზრი რამაც მათი დანახვისას გაუელვა თინას.

თითქოს დრო გაიყინა, ირაკლი კვლავაც ისე მისჩერებოდა თითქოს თინას მისი რაიმე ემართა , თინამ ეს შენიშნა თუ არა ჰიპნოზიდან გამოსულივით ამოისუნთქა და თავი გააქნია.

-შენ ხარ თინა?
-დ..დ..იახ.
-დარწმუნებული ხარ, რომ სწორ ადგილას მოხვდი? ჩემი მდივანისგან პირველ რიგში გამართულ მეტყველებას ვითხოვ.
-უკაცრავად, დიახ მე ვარ თინა.
-თინა თუ თინათინი?
-დიახ, თინათინი.
-თინათინ, მშობლებმა გვარი არ მოგცეს?
-რა თქმა უნდა მომცეს.
-მერე საიდუმლოდ ინახავ თუ...? ირაკლიმ თავი მარჯვნივ გადახარა და ცალი წარბი აწია.
-თინათინ ნოზაძე.
-კარგი თინათინ, მე ვინ ვარ თუ იცი?
-ბატონი ირაკლი.
-ოჰ, რა საჭიროა ასეთი ფორმალობა, შეგიძლია ბატონო დამიძახო.
#####
სალამი მეგობრებო, არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ამ ისტორიის პირველი სამი თავი წლების წინ მაქვს დაწერილი, დღევანდელი თავის ნახევარი კი სულ ახალია, მგონი პერსონაჟების მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა (ჩემი მიზეზები მაქვს :დ) იმედი მაქვს მოგეწონებათ და არ შეეტყობა რომ სამწლიანი ჩავარდნა ჰქონდა ამ ამბავს :დ ველი თქვენს კრიტიკას <3



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ვაიმე ეს ირაკლი უკვე მომწონს, შეგიძლია ბატონო დამიძახო :დდდ მგონი ახალი განსხვავებული ეტაპი იწყება თინას ცხოვრებაში, საინტერესოა რა მოხდება.

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

ბოლო კარგი იყო: დდ
მთლიანად ისტორია მომწონს ძალიან. სამი წლის წინ დაწერილიც და ახლანდელიც❤

 


№3  offline წევრი Maia G.

მე კი ვერაფერი შევამჩნიე,მაგრამ მთლიანობაში ,რომ ძალიან მომწონს ეგ კი ვიცი,ასე რომ მშვენიერია❤
ირაკლი მომეწონა,რაღაც ახალი იწყება თინას ცხოვრებაში როგორც ვხედავ,გეგი კი ძალიან სუსტია და იქნებ გამოფხიზლდეს,აზრზე მოვიდეს და არ დაკარგოს ეს გოგო,რავიცი ვნახოთ რას გადაწყვეტ,მე მოგყვები ბოლომდე❤❤❤❤❤

 


№4  offline წევრი TakKvaria

რაღა დაგიმალოთ და მეც ირაკლი უფრო მომწონს, თინასთვის ახალი ცხოვრება იწყება და ერთ-ერთ მთავარ როლს სწორედ ირაკლი დაიკავებს ამ ცხოვრებაში, თუმცა ჩემი გოგო წარსულს უფრო ებღაუჭება, თან გეგი ნამდვილად არ არის სუსტი და დაამტკიცებს აუცილებლად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent