ცოდვების ხარჯზე.. (11 თავი)
ოთახი ცარიელი დახვდა და რამდენიმე წუთში გადაწყვიტა უკან მობრუნება, როგორც ჩანდა ჯერ კიდევ დაკავების საბუთებს აფორმებდნენ. ფანჯრიდან გაიხედა გაბრიელმა და ჩამოწოლილ ბინდს უფლება მისცა ფიქრები დაეკავებინა. კიდევ ერთხელ ღამდებოდა ქალაქში, კიდევ ერთი დღე ილეოდა მის თვალწინ და მაინც ვერაფერი აფერხებდა გონებაში ლილუს ხმა რომ არ განმეორებულიყო. რაც სახლიდან წამოვიდა მას შემდეგ ერთი წუთიც არ გავიდოდა ქალის სიტყვები არ გაეხსენებინა. ნუთუ ასეთი სასტიკი ეგონა? საკუთარი ცოლი ნუთუ ამდენადაც არ იცნობდა? ერთ თვეში მშობლები უნდა გამხდარიყვნენ და უჭირდა გაბრიელს დაჯერება, რომ ცოლ-ქმარს შორის ასეთი მინიმალური იყო ნდობა. მოწოლილ სევდას ვეღარ გაუძლო და საკუთარი კაბინეტისკენ წავიდა. ერთ-ერთი თანამშრომელი გააფრთხილა დავითის მოყვანისას დაეძახებინა და ოთახში შესული ძველებურ დივანზე მოწყვეტით დაეცა. საფეთქელზე ისე მიიჭირა ხელის გულები თითქოს გონებას აიძულებდა ხმა აღარ გაემეორებინა. რამდენიმე წუთი დაჰყო ასე და შემდეგ გაიგონა როგორ ჩუმად გაიღო კაბინეტის კარები. ალღოთი მიხვდა ვინ შეიძლებოდა სტუმარი ყოფილიყო და მძიმე დაბიჯებმა დაარწმუნა კიდეც. -მალხაზის კაბინეტი იცი სადაც არის, შეგიძლია პირდაპირ გახვიდე და ვიდეო გადაამოწმო, უკვე დაწყებული აქვს მუშაობა_დივანზე მიწოლილს არც სახეზე აფარებული ხელები ჩამოუწევია ისე ამოიდუდღუნა ნაწყენი ხმით. -მაპატიე რა_კანკალით ნათქვამი სიტყვები გაისმა ოთახში და ხმის მიხედვით მიხვდა გაბრიელი როგორ იწმენდდა ლილუ ცხვირს ხელის ზურგებით. -რა გაპატიო? ისეთ კაცს რომ უჩენ შვილს ვისაც არც ენდობი და არც იცნობ?_ვეღარ მოითმინა ბიჭმა, თვალები გაახილა და სწრაფად წამოჯდა. ნანახმა ცოტა შეაშინა, ლილუს თვალები ჩაწითლებოდა, ცრემლები წარამარა ცვიოდა და ცხვირის წვერი გაწითლებოდა. -არა, ჩემი უაზრო გამოხტომა მაპატიე, ხომ იცი როგორ მიყვარხარ, ისიც იცი ჩემ თავზე მეტად რომ გენდობი, უბრალოდ სანდრო ჩემთვის სხვა გალაქტიკაა ხომ ხვდები? ცხოვრებაში ყოველთვის მისი მონატრება მქონდა, ახლა ძლივს იშვიათად მაინც ვნახულობდი და თან ვიცოდი, რომ ვუყვარდი. შიშმა, რომ საერთოდ დავკარგავდი გამაგიჟა, ხომ იცი შენი ბრალი აქ არაფერია, მაპატიე რა, თორემ გამისკდა გული_პატარა ბავშვივით აწუწუნებულმა ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწკა და ცრემლების მორიგი ტანღა უნდა გადმოეშვა, კაცმა თავისკენ რომ დაქაჩა და უკვე კარგად დამრგვალებული ქალი მუხლებზე დაიჯინა. -როგორ მინდა ასე უსაზღვროდ არ მიყვარდე_დახშული ხმით ამოილაპარაკა და მიხუტებული ქალი თოთო ბავშვივით დაარწია. -გინდა? მართლა გინდა? -უშენოდ სიყვარული კიარა ცხოვრებაც არ მინდა_უფრო მჭიდროდ მოხვია ხელები და კისერში იგრძნო ქალის ტუჩები. -ხოდა რაღას მიხეთქავ გულს, აი მასე დამამშიდე_სპეციალურად დაუძვრებოდა ლილუ კისერში და მოსვენებას არ აძლევდა. -ისე შენ მოხვედი ბოდიშის მოსახდელად და სიყვარულს მე მახსნევინებ_სიცილის ნოტებმა გაიჟღერა გაბრიელის ხმაში. -განაგრძე განაგრძე, გვსიამოვნებს_გაღიმებული გაიყურსა ქალი ქმრის მკლავებში და არც გაინძრეოდა თანამშრომელს კარი რომ არ შემოეღო. -ბატონო გაბრიელ, შეიყვანეს. -მადლობა ლალი, მოვდივარ_ფეხზე წამოახტუნა ცოლი და მყარად დადგომაში დაეხმარა. -შენ რას იზამ? სახლში წახვალ? -არა, მართლა მალხაზთან შევალ, ხომ იცი ჩემ ძმას საკუთარი ხუთი თითივით ვიცნობ, იქნებ რამეში დავეხმარო_უცებ აკოცა ქმარს და ბაბაჯანას ნაბიჯებით ძლივს გაგორდა ოთახიდან. -არ მაინტერესებს, ისეთი ადვოკატი მჭირდება ეშმაკთან რომ იყოს შეკრული და სასწაულები შეეძლოს_მკაცრი ხმით ლამის ყვიროდა შუა ქუჩაში კონსტანტინე. -მაგრამ ეს სულ სხვა სიტუაციაა, ჩვენ შანსიც კი არ გვაქვს. -ასეთი პესიმისტები ხართ სულ ადვოკატები? და შენზე ამბობდნენ საუკეთესოაო? თავისუფალი ხარ, სხვას ვიპოვი_დიდი იმედი არ ჰქონდა, რომ ადვოკატი ასეთ ფულზე უარს იტყოდა და შეშინდებოდა, მაგრამ მაინც სცადა ბიჭმა. -ჯანდაბას, საინტერესო საქმე იქნება_კეფა მოიქექა შუახნის მელოტმა კაცმა. -შენთვის საინტერესო, ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის_თვალები დაუბრიალა ისევ კონსტანტინემ. -ნუ მაშინებ თუ კაცი ხარ_ხელი აუქნია ბიჭს -თქვენი მონაყოლის მიხედვით, მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ნამდვილსა და ჩამატბულ კადრბს შორის დროის სხვაობა დავადგინოთ, ამას კარგი პროგრამისტი სჭირდება. -მაგაზე უკვე მუშაობენ. -და კიდევ ერთი, როდესაც მკვლელობის დროს დავადგენთ, ორი მოწმე მინიმუმ დაგვჭირდება ვინც იტყვის რომ იმ დროს მათთან იყო და დასრულდება. -ეგ პრობლემა არ არის, არც მოძებნა დაგვჭირდება, მე სულ მასთან ვიყავი, მეორე კი ისეთია იმედია დავითანხმებ ჩვენება მდაწეროს, სულ ეს არის. -კი ბატონო, მაშინ ჩვენ-ჩვენ საქმეს შევუდგეთ_საქმიანად დაუქნია კაცმა თავი და მანქანა დაქოქა მეორე განყოფილებისკენ რომ წასულიყო. მანქანა როგორც კი გასცდა ქუჩას კონსტანტინეს ტელეფონი ახმაურდა, გაკვირვებულმა დახედა უცხო ნომერს, თუმცა ცნობისმოყვარეობამ სძლია და მაინც უპასუხა. -კონსტანტინე არა?_ქალის სასიამოვნო ხმა ისმოდა აპარატში. -რა გნებავთ? -მე ნენე ვარ, იოანეს ცოლი, არც კი ვიცი მიცნობთ თუ არა_დაბნეულობა დაეტყო ქალს ხმაში. -დიახ, რა თქმა უნდა, რით შემიძლია დაგეხმაროთ? -იცით სოფია წავიდა, ვერაფრით გავაჩერე, აიჩემა რადგან ორივე დაჭერილია ჩემთვის აღარავის ეცლებაო, ტანსაცმელი ჩაალაგეს, ნაზი ბებოს ხელი მოკიდა და ტაქსით წავიდნენ. -ჯანდაბა, ახლა ამის დრო იყო? ჯანდაბა_გამწარებულმა დაჰკრა ხელი რკინის ღობეს და ტკივილისგან იბღავლა კიდეც. სანდრო ცოცხლად გაატყავებდა. -ტაქსის ნომერი ხომ არ იცით რომელი გამოიძახა, რადგან თქვენთან იყო ხალხი აღარ დამიკავებია მისი თვალთვალით და გზაშივე უნდა დავეწიო. -ტაქსის ნომერი რად გინდათ, თვითონ მანქანის ნომერიც მაქვს და მძღოლის ტელეფონიც, სანამ ჩემოდნებს აწყობდნენ გამოვართვი_ჩაიხითხითა ქალმა. -აი მესმის გამომძიებლის ცოლობა_სიცილი აუტყდა ბიჭს, -მაშინ ორივეს ველოდები შეტყობინებაში_დამშვიდობების გარეშე გათიშეს და რამდენიმე წამში შეტყობინებაც მოვიდა. მაშინვე აკრიბა მიცემული ნომერი თუმცა ამაოდ, რამდენჯერმე გაიმეორა მცდელობა, ისევ უშედეგოდ, ანერვიულებულმა სოფიას ნომერზეც ცადა, სულ ტყუილად. -ამის დედაც_გამწარებულმა მიმოიხედა დაბნეულმა და გონებას მობილიზებისკენ მოუხმო. ძლივს მოაფიქრდა ტყუპები და მაშინვე აკრიბა უნცროსის ნომერი, იცოდა გაბრიელი დაკითხვაზე იყო. -გისმენთ_ისეთი სერიოზული ხმით უპასუხა ბიჭმა, კონსტანტინემ ნომერს დახედა სხვასთან ხომ არ მოვხვდიო. -გამისკდა გული, მეთქი სხვაგან მოვხვდითქო_რატომღაც გაშინაურებულმა მიმართა ბიჭა -კონსტანტინე ვარ, სანდროს ნუ მეგობარი. -აბა ამხელა გამომძიებელი კაცი პირველივე სიტყვაზე ღადაობას ხომ არ დავიწყებ_სიცილი შეეპარა ტყუპსაც ხმაში. -სასწრაფოდ მჭირდება შენი ბიჭების დახმარება, სანამ ჩემები ქუჩებს დაივლიან პატრულის ბიჭები წამში იპოვნიან. -შარში გავეხვევით?_ისევ დაუსერიოზულდა ხმა იოანეს. -არა, შენმა ცოლმა ჩამაწერინ, სოფია გაყვა ამ ტაქს და ვერ ვუკავშირდები. -ნომერი გამაგებინე_ზედმეტი აღარაფერი უთქვამს ბიჭს ისე გათიშა და მაშინვე გადაუგზავნა კონსტანტინემაც. პარალელურად მანქანაში ჩაჯდა და ქალაქში დაიწყო მოძრაობა მალე რომ მისულიყო ადგილზე. ალბათ რამდენიმე წუთი იქნებოდა გასული ისევ რომ დაურეკა გამომძიებელმა. -არ ვიცი როგორ მოგეწონება ინფორმაცია. -ჯანდაბა, გამატყავებს სანდრო ისეთია? -დაახლოებით, აღნიშნულ ტაქს ავარია აქვს განაკეთები და მხოლოდ ორი ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი. -მოიცა, ანუ? სოფია? მესამე სადაა? -გადაყვანილი მხოლოდ მძღოლი და მოხუცი ქალია, მესამე პირი მანქანაში არ შეინიშნებოდა_პატრულის თანამშრომლის ხმა კონსტანტინესაც გააგონა ტელეფონით და დამწუხრებულმა თავად გააგრძელა -მეც დავიწყებ ძებნას. -ვფიქრობ დაგვაგვიანდება_ლამის ჩურჩულით გაისმა კონსტანტინეს გაპარული ხმა და მაშინვე გათიშა. თუ ვინმეს ჯგუფს იცნობდა ყველას ჩამოურეკა და გააფრთხილა, ყველა დაიქირავა, გოგოს ფოტოები გადაუგზავნა და ძებნა დაიწყო. ამის შემდეგ შეამჩნია ადვოკატის დანიშნული დრო რომ მოსულიყო და თავადაც განყოფილებისკენ წავიდა. წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ისევ დასაკითხს ოთახში გადაჰყავდათ სანდრო. არხეინად მიჰყვებოდა და დიდად არ აინტერესებდა რა მოხდებოდა, სოფია საიმედოდ იყო, თავის თავთან მართალი იყო, ოდესმე სხვებისთვისაც გამოაშკარავდებოდა და დიდად არ ღელავდა. რატომღაც ცუდად მოხვდა თვალში დერეფნის ბოლოს მობილურზე ნერვიულად მოლაპარაკე კონსტანტინე და ადვოკატს შეკითხვით გახედა. -არაფერი ვიცი_მხრები აიჩეჩა მანაც და ოთახის კართან დადგნენ რომ გაეღოთ და შიგნით შეეშვათ. ბიჭმა უფროს გამოხედა, ახლა ამბის დამალვის დრო აღარ იყო, სანდროს უფრო დიდი გამოცდილება ჰქონდა, მასთან ერთად უფრო იპოვიდა, დიდი ნერწყვი გადაყლაპა და ორი წუთის მოგებით მიუახლოვდა სანდროს. -რა ჯანდაბა ხდება? -უფროსო, ჯანდაბა, მაპატიეთ რა, ვერ გავთვალე თუ სახლს დატოვებდა მეგონა ესმოდა რაც ხდებოდა და თავადაც ეშინოდა_ბიჭი დიდი სიფრთხილიდ არჩევდა სიტყვებს, თუმცა მაშინვე მიხვდა სანდრო ვისზე იყო საუბარი და თითქოს სახე გაეყინა. -რა მოხდა? -სოფია გაქრა_დამნაშავის ხმით ამოიჩურჩულა ბიჭმა და თავი დახარა. თავადაც ნერვიულობდა გოგოზე და ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებდა. სოფია გაქრა, სოფია გაქრა ..... ექოდ ჩაიბეჭდა სანდროს გონებამ და რამდენიმე წუთის მანძილზე იმეორებდა. გაშეშებული იდგა ბიჭი და ამოსუნთქვასაც ვერ იფიქრებდა. სოფიას დაკარგვის შიშმა გულზე ისე მოუჭირა ლამის უარი ათქმევინა მუშაობაზე. წამით გოგოს თაფლისფერები ამოუტივტივდა გონებაში და ღმუილიც აღმოხდა. წამიერად შეათვალიერა დასაკითხი ოთახები, ხელზე მოჭიდებული პოლიციის თანამშრომელი დარტყმით მოისროლა გვერდით და დავითის ოთახისკენ გავარდა. წამი დაჭირდა შიგნით მოსახვედრად და გაავებული მივარდა კაცს. გაკვირვებულმა გაბრიელმა ვერაფრით მოახერხა დაეკავებინა, სანდროსთვის არც ბორკილებ შებმული ხელები წარმოადგენდა იმ მომენტში პრობლემას. დავითს პირდაპირ კისერში ეცა, უკანა კედელზე ააყუდა და ხელები მოუჭირა. -სად წაიყვანეთ_ჩასისხლიანებული თვალებით მიშტერებოდა კაცს, რომელიც ნელნელა იგუდებოდა. -სა..ნ დროო_ხელების მოცილებას ამაოდ ცდილობდა უკვე თვალებ გადმოკარკლული კაცი -გეფიცები აქვე მიგახჩობ, ბარემ მაინც მკვლელობა მეტენება, ერთით ან მეტი ან ნაკლები უკვე მკ*დია, სად წაიყვანეთ სოფია_გაყინული ხმით საუბრობდა სანდრო და არცერთი სიტყვის მარცვალზე არ ეცვლებოდა ხმის ტონალობა. -სანდრო დაიხრჩობა_გვერდიდან აწვებოდა გაბრიელი, კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დაიხმარა და გაცხოველებული ბიჭი ძლივს მოაცილეს დავითს, ისიც საყრდენ გამოცლილი მაშინვე ჩაიკეცა და ხველება ავარდნილი დაეცა იატაკზე. შეშინებული აკვირდებოდა გაკავებულ სანდროს, როგორ ღრიალით ემუქრებოდა და პირველად გრძნობდა შიშს ასეთი დიდი დოზით. გაბრუებული ტვინით ვერც კი აღიქვამდა სად იმყოფებოდა,ძლივს მოახერხა ხელი აეწია და თვალებზე გადაესვა, რომ ცოტათი მაინც დაეწმინდა ხედვის არეალი. უკვე უკუნი სიბნელე დამდგარიყო, საღამო იყო ტაქსში რომ ჩაჯდა, ანუ რამდენიმე საათი იქნებოდა გასული. ჯანდაბა, ავარია. ნელნელა აგონდებოდა გასული კადრები და წამიერად გაშრა შეჯახება რომ გაახსენდა, ნაზი ბებო. ცრემლები მოადგა თვალებში და შეშინებულმა აიფარა პირზე ხელი. ნეტავ ცოცხალია? როგორ გაიგოს? თუ საავადმყოფოშია თავადაც ასეთი სიბნელე რატომაა? რომ მომკვდარიყო ასეთი ტკივილი არამგონია ეგრძნო. მაშინ რა ჯანდაბა ხდება? წამოდგომა განიზრახა ურდული რომ გაჩხაკუნდა და ოთახში სინათლემ შემოაღწია. გაბრუებული თავი კარისკენ ასწია და თვალები დააწვრილა მზერა რომ დაწმენდოდა. -გამარჯობა საყვარელო, კარგია გონს მოსულხარ_მისთვის საზიზღარი ხმა გაისმა და გაკვირვებულმა ახედა ბიჭს. -გიორგი. -რა თქმა უნდა მე ვარ, ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით_ბედნიერად მოეხვია გოგოს და თავზე აკოცა გახევებულს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.