შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურული ღამეები - III +18


18-10-2019, 13:40
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 4 767

თვალს ვახელ, ისევ სიბნელე, ჩემი სუნთქვა სახეზევე მეცემა და ვხვდები რომ ნაბადი მახურავს, ვიღაც ლაპარაკობს, დაყვირება მინდა, მაგრამ ვერ ვყვირი, უნცაური შეგრძნება მეუფლება, თითქოს მიჭირს საუბრის გარჩევა, მაგრამ ეს ალბათ ნაბადის გამოა.
-ქალ გიშოვია დავინახ, როგორ მირბოდა გზაშია- გაისმა კაცის ხმა
-შენ რა საქმე გაქვს ჩემ ქალთან, რისთვის მოხვედი კარშია?
-არაფერს ვავნებ მიჩვენე, როგორი ქალ გყავს სახლშია.
-ვერ გამაცურებ კარს გადი, ის ჩემ ძღვენ არის.
-ტყულად ირჯებ ხომ იცი, მაინც ვერ ჩამოცილდები.
-რას დაეხეტებ ტყე-ტყესა, რა გინდა დროზე ამოსთქვი.
ხმები მესმის, მერე მოგუდული ხმა და კარის, გავიდა, ის ვიღაც გავიდა, მტკივა, ფეხი მტკივა, ნაბიჯების ხმა მესმის და ჩემკენ მოდის, სინათლეში ბიჭის შავ თვალებს ვაწყდები, რომელიც დამყურებს და არაფრს ამბობს, ვხავი, ხმა არ მაქვს, ნაბადს მაძრობს და შარვლის შეხსნას იწყებს.
-არ გინდა- ვკივი ბოლო ხმაზე, თუმცა შემხარი შარვალი მტკივნეულად მშორდება სხეულზე და თვალი ცრემლით მევსება, ვკანკალებ, მის წინ შარვლისგარეშე ვდგავარ, ხარბად ათვალიერებს ჩემ სხეულს და მერე ფეხს იიღებს, ძაღლის ნაკბენს და დაჟეჟილობას ამოწმებს და თავს აქნევს.
-რაი გინდოდა?- ჩაიბურტყუნსა და მკაცრად დამხედა
-რას აკეთებ? - ფეხები დავმალე
-გწამლობ.
პრზე ხელს ვიფარებ და კბილებს ძლიერად ვაჭერ ერთმანეთზე, ბიჭი სველ ფოთლებს მადებს და ტკივილიც მაშინვე ცხრება, ნაბადს მახურავს, მხოლოდ თავი მიჩანს.
-რა გინდა ჩემგან?- ძვლივს ამოვთქვი და სახეზე ცხელი ცრემლებიც გადმოგორდა და ყელში არასასიამოვნოდ მომედო.
ბიჭი ცეცხლთან დაჯდა და ქვაბს ამოურია
-მიპასუხე- გამიკრთა ხმაშ მუდარა
-რომ არ გაქცეულიყავ ახლა შენზედა არ ინდადირებნენ, ახლა კი შენ თავსა წამართმევენ.
ვრწმუნდები რომ ეს ბიჭი არანორმალურია, რაღაც არაამქვეყნიური სამყაროდან, ამიტომ არის ამდენად უჩვეულო და ლამაზი, მაგრამ რა ლამაზი, ღმერთო ნუ გამიკეთებ ამას.
-ხავიწ გინდა?- მკითხა უდარდელად
-არა, რა ჯანდაბაა.
ბიჭი თეფშზე ყვითელ მასას დებს და ორთქლიანი კერძით ჩემთან მოდის
-ჭამე- თქვა მკაცრად
-არ მინდა- ჩემ ხმას ვერ ვცნობ
-ჭამე!- იღრიალა და თვალები ლამის გადმოუცვივდა, კისერი დაეძარღვა და დაბნეული ჩანდა.
-არა- გავუწნიე თავი, ბიჭმა ხის კოვზით ცხელი მასა აიღო და ხელები ყბებზე მომიჭირა
-განა შენზედა ვზრუნავ, ლამაზ უნდა იყვე- თქვა და ცხელი მასა პირში ჩამტენა
გადმოვაფურთხე, საშინლად ცხელი და ცხიმიანი იყო
-რაი?- მკითხა გაოცებულმა
ბოლო ძალას ვიკრებ და ვკივი, ან მე მგონია ასე
-რა დაგიშავე გეკითხები, თუ ჩემთან დაწოლა გინდა აქ რას მომათრიე რატომ მტანჯავ ასე?
-შეჭამე!- გაიმეორა
-ცხელია, ჩემი არ გესმის?- ვღრიალებ და პირში დამწვრობისგან არასასიამოვნო შეგრძნებები მაქვს.
ბიჭი ახლა თითქოს სევდიანი შავი თვალებით მიყურეს, კოვზს მასაში დებს, იღებს და გაციებას ელოდება.
-ჭამე
ზიზიღით და უხმოდ ვჭამ საჭმელს და რაღაც უცნობ გემოებს ვგრძნობ, ზედმედატ ნოყიერია, წყალი მინდა და ვთხოვ, მოაქვს.
-რა გინდა გამაგებინე, შენ გგონია ასე შეგრჩება ეს ყველაფერი, გგონია არ მომძებნიან, გგონია რომ ამ დროში ასე მარტივად იკარგებიან ადამიანები, რა ცხოველი ხარ, რამ გადაგრია, რა გინდა?- ჩემ ხმას ვერ ვცნობ, ძაღლი ყმუილს იწყებს და მერე ყეფს.
-უკვე ნიშან დაგადე- თქვა ჩურჩულით და პატარა სარკმლისკენ გაიხედა.
-როკაპ გსმენია?- მკითხა ბიჭმა
-რა ჯანდაბაა?
-ავ სულების ბატონი, მთასა ზის შენთან შეხვედრა სწადია
-რას ბოდავ?
-რამეი ისთ ნახე რომა როკაფ ხსნებაი, ყოველ ათხუთჯერ წელიწადს და პატივსა მიაგებენ, როკაფ თვითონვე მონახავს თავის კაცს.
-რა?- ტანში ჟრუანტელი მოვლის და ნაბადიდან თავს ვყოფ
-რომ არ გაქცეულიყავ, საქმეიც გადაიდებოდა, მაგრამა გაიქეც რარუამ გნახა და ახლა გულს შენ თავ წართმევა აქვს განზარხულ.
-სისულელეა- ამოვიოხრე- სისულელე, რას მიზამენ?
-რარუა კარსა შემოდი- ისე იღრიალა ბიჭმა რომ შეხვტი
კარი გაიღო და ხანშიშესული ქალი ხევსურულ ფორმაში შემოვიდა
-რაი?- თქვა ქალმა და თვალებგაფართოვებულმა გამომხედა, ისე მიყურებდა თითქოს ადამიანი არ ვიყავი, ქალი ხახბოს ფეხებთან დაეცა და მუხლებზე შემოეხვია, რამდენჯერმე აკოცა და თქვა
-გავედრებ მამეც ეს ქალი.
-რას როშავ მამწყდი თავიდან- ხელით მოიშორა ვაჟმა ქალი, კედელს ავეკარი
-ქალწულიც არის?
-შენ რა იც?
-დამითმე გთხოვ.- ნაწნავი ჩამოუგორდა მხარზე
-ვერა დაგითმობ, კარს რას დამდგარხარ რა გინდა, რად დაადგ ძღვენსა თვალია?
-მაშინ ვახარებ რომა მისთვის ქალ გამოჩნდა, იქნბ ასე მაინც მავიგო მის გული.
-სიტყვა არ დაგცდეს გაფრთხილებ!- გამოცრა კბილებიდან ვაჟმა
-გავედრებ.
-შენსას არ იშლი?- მკაცრად თქვა ბიჭმა
-რას ამბობ, მხოლოდ ამს გთხოვ ხახბო, განა სხვა რამეს?
-არა სთქვა!
-შენ ვერ დამიშლი- ფეხზე წამოდგა ქალი და ვაჟს ქვემოდან ახედა, ხელები შეართა და მერე ჩემკენ გამოიხედა, ცივი შემზარავი თვალები მომაპყრო და გაშეშდა,
ბიჭმაც მე გამომხედა, ვიგრძენი შიში და სევდა, მერე თავი გააქნია და ქალს სახეზე ხელი მოუჭირა.
-დაბნელდეს ციურ ვარსკვლავი, შენთვის მნათობი ღამეა, თვალ თეთრი ბუდით აგევსოს, როგორ დღეს ბაცი მთვარეა, ვეღა იუბნოს შენ ენამ საქმენი საგმირონია, ენა გადაგცდეს ხახაში, წინ მოუბარი მყრალია, ვერცა სთქვა მტყუან მართალი, ვერც თვალთ იხილო ჭალაო. გწყევლი და დამიყწვლიხარ ვეღარ მიხილო თვალთაო.
პირი გამიშრა, ვაჟმა ხელი ქალის სახეს მოაშორა და მხოლოდ სითეთრე ჩანდა, დაღებულ პირში კი ამოტრიალებული ენა, ქალი ისევ მის წინ დაემხრო და ხელები მუდარის ნიშნად შეაერთა.
-ახლა ძაღლს- თქვა ვაჟმა და სახლიდან გავიდა, ქალი ხელით გაათრია და ძაღლმაც დაიყეფა.
-ხმას გაყევ- იღრიალა ვაჟმა, კედელს ავეკარი და მის დაბრუნებას დაველოდე, მაგრამ ისეთი სახით შემოდის რომ მეშინია, ნაბადში ვიკეცები და ვკანკალებ.
-შენ გამო დავწყევლე ნახე რი ქნა შენ უბარდრუკ საქციელმა?
ვაჟმა ხელები თმებში შეიცურა და გამომხედა.
-ვერა გამცემს!- იღრიალა და მაგიდაზე ხელი დაარტყა, შვხტი.
-რაი?- მომიტრიალდა და შავი თვალები მომანათა
-გამაგებინე რა ხდება.- ვერაფრით ვიმშვიდებ სხეულს
-ხმა!- მოვიდა ჩემთან და მომაშტერდა-რაი გქვია, სახელ რა გაქვს?
-ნინი
-გულ უნდა ამოგაცალონ, როკაპისთვინა მთაზედა.
-რას ბოდავ, რა სისულელეა, გაგიგებენ, ადამიანები არ ხართ.?
-შავები ყველაფრეს მააწყობენ, ისე რომ არაცა ეჭ ქვონდეს არავის.
-გემუდარები არ გნდა- არ ვიცი საიდან მაქვს ამდენი ძალა მაგრამ მის წინ მეც მუხლებზე ვდგები და სახეზე ხელებს ვიფარებ- გემუდარები ეს არ ქნა, რა სულები, რა კუდიანები.
ბიჭი ჩემ წინ უმუხლება ყელზე ხელს მიჭერს და თვალბში მაშტერდება, ღრმად სუნთქავს, ოხრავს და თავს აქნევს, ისე ძლიერად მიჭერს ყელში ხელს რომ ცოტაც და მიწას ავცდები, საშინლად მტკივა, ხედლბზე ხელით ვებღაუჭები და პირს ვაღებ, ბიჭი ისევ მიყურებს მერე კი თითქოს უჩინარდება.
-თმას შემჭრი?
ხელზე ფრხილებს ვარჭობ და უმისამართოდ ვიქნევ ფეხებს, ხელს მიშვებს და მოწვეტით ვეცემი იატაკზე, სუნთქვა მიჭირს, თვალებში მიბნელდება და ჰაერს ხარბად ვსუნთქავ
ბიჭი ორნამენტებიან ზედატანს იძრობს და შუაცეცხლთან ჯდება
-აქ მოდი- ამბობს მშვიდად
ფეხზე ვდგები, კანკალით მივდივარ მასთან
-უჯრას მაკრატელ დევს, ამაიღე და აქ მოდი
ჩემი შანსია, ახლა ჩემი დროა, თუმცა ხელებს ვერ ვიმორჩილებ, მაკრატელს ვიღებ და მერე მას ვუყურებ, ის კი შავი თვალებით და წარბებშეკრული მომშტერებია.
-რას მაკეთებინებ?- ჩემი ხმა მე თვითონ ძვლივს მესმის
-თმა შემჭერ, იცი?
-არა
-დაამოკლე!
-წყალს დავლევ- ვიხრები და დოქს ვიღებ, პირზე ვიყუდებ და ნახევარს სხეულზე ვიღვრი, ასეთი შეშინებული და დაბნეული არასოდეს ვყოფილვარ, წყალი სხეულს მიგრილებს და მასთან მივდივარ, მის ზურგთან ვდგები და მაკრატელს ვშლი, უნდა დავარტყა, მაგრამ როგორ და სად, ისე რომ სიარული გაუჭირდეს, ძაღლი აუშვა, მაგრამ ქალს გაყვა, ვერ გადავიტან, ნახევრად შიშველი ვარ, ვკოჭლობ, გადავწვიტე რომ ფეხში ჩავარტყა რომ სიარული გაუჭირდეს.
-ამდენ ხანს რაის უდგახარ?- იღრიალა და შევხტი, მაკრატელი ხელიდან გამივარდა და მის ასაღებად დავიხარე, როდესც ხელი მოვკიდე მის ფეხს გავხედე და წამიერად თვალში დამიბნელდა, მისი ფეხისკენ მთელი სისწრაფით გავიქნიე, მაგრამ ხელი დამიჭირა, ისე ძლიერად მიჭერს რომ მაკრატელი ისევ ხელიდან მივარდება, საშინლად მტკივა და მის წინ ვიმუხლები.
-მტკივა, გემუდარები- გებღაუჭები მის ხელს, შავი მრისხანე თვალები დამყურებს და გაპობილი ტუჩებიდან თბილ ჰაერს უშვებს, ოხრავს და ხელს მიშვებს.
-თმის მნიშვნელ იცი?
თავი დავუქნიე
-მაშ ფეხთან რა გინდა?
-მაპატიე- ვკნესი და ფეხზე ვდგები, შავ თმებში თითებს ვუცურებ და ამ დროსაც კი შემიძლია მის მხრებს თვალი შევავლო, სრულყოფილებაა, მერე მის მხრებზე თმის გუნდა იყრება და იშლება, როგორ ვჭრი არ ვიცი, მაგრამ თმას ვუმოკლებ და არამიწიერად უხდება, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი ასეთი ბოროტი იყოს.
-მხარს ხელი დამისვი- ოხრავს
ხელისკანკალით ზურგზე დაყრილ თმას ვაშორებ და პირი მიშრება, რაღაც შელოცვას მიკეთებს, თორემ ასეთ დროს როგორ შეიძლება რომ ადამიანმა სხვა რამეზე იფირქროს.
-ხევსურები წიგნებშიც მამაკაცურები, რაღაც არამიწიერად ვაჟკაცები არაიან, სხვანაირები წარმომედგინა- ვიხრავ და სვიტერს ქვემოთ ვიქაჩავ
-იცი ცოლ თუ არ ემორჩილებოდა ან ხელს აწევდა მასზე რას უკეთებნენ?- ტრიალდება და წრაბებს ზემოთ წევს
თავს ვაქნევ
-ცემდნენ კიდევაც, მაგრამ აქაურ ქალებმა მორჩილება იცოდნენ, შენა ქალაქიდან მოხველ ეგ არ გეცოდინება, ფეხს რომ ჩამარტყამდ მერე რას იზამდი?
ზემოდან დამყურებს, ისევ ქვემოთ ვქაჩავ სვიტერს, გულმკერდიდან დაყრილ თმას იშორებს და ინტერესით მაკვირდება. ვკანკალებ, მცივა, მგონი მცივა.
-წავიდოდი- ვბურტყუნებ.
-სად?- შავ წვერში ღიმილი გაუკრთა
-შატილში და ვინმეს დახმარებას ვთხოვდი
-მდინარეს როგორ გადახვალ?
-არ ვიცი- თავი გავაქნიე, ამოიოხრა და ნაბადისკენ მიმითითა თვალებით.
-რა?
-დაწექ, მალე გათენდება.
-ადამიანი ხარ?- მივდივარ ნაბადთან
-მერე?
-არამგონია- ვაქნევ თავს და ჩემ ნაბადში ვწვები
-ისევა ენა გისწრებს წინა.- იმუხლება შუაცეცხლთან ნახშირს იღებს და მერე უჯრიდან დანა ამოაქვს, ჩემთან მოდის
-არ გინდა- ვკანკალებ და ნაბადიდან ამოსვლა მინდა, კედელს ვეკვრი და თვალები ცრემლით მევსება- გონებას ვკარგავ, მაგრამ ბიჭი ნახშირს იღებს და შუბლთან მოაქვს
-დადექ- თქვა და ნაბადში საწყის პოზიციას ვუბრუნდები, ნახევრად შიშველი, წარმოუდგენლად სიმპათიურია, რა ჯანდაბა მემართება, სქელი ტუჩები ეპობა და ლაპარაკს იწყებს.
-გულო დადეგ ალაგასა.
შაგილოცავ რისასაო?
გულისტკივილისასაო.
გულო, რამ შაგაშინაო? –
დედამ შაგაშინაო,
მამამ შაგაშინაო,
კარის მეზობელმაო,
რჯულიანმა,
ურჯულომაო?
ცის ქუხილმა,
ცის ელვამა,
წყალმა აღვარებულმაო?
ქვამა გამოგორებულმა,
ხემა მოტეხილმაო?
ქვა გაგორდება – ჭალას ჩადგება,
წყალი მიდგება-მოდგება,
თავის ნადგომზე დადგება.
პირიქითელი იყოს
შენი შამშინებელი,
პირაქათელი იყოს,
თმაშავი იყოს,
თვალშავი იყოს,
თვალცხვრისფერი.
თეთრი ქორი ქანდარასა,
დედალ დაჯდა ბუდესაო.
გულო, გულის ალაგსაო,
დადეგ თავის ალაგსაო.
ლოცვა ჩემი,
რგება – ხვთისი.
ცულის პირით მონაჭერი
ცულსამც ტარად ეეგება.
ჩემი ლოცვა.
ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის და გული ამოვარნაზე მაქვს, დანას იღებს და უკვე არც იმის მეშინია, შუბლზე ხელით მეხება და მაჟრიალებს.
-დაიძინე- ამბობს და მშორდება, სამყაროს ვეთიშები და სადღაც უსიზმარო ძილში მივდივარ.

თვალს რომ ვახელ მიმქრალ ცეცხლს ვუყურებ, ფეხი აღარ მტივა, შემხმარ ფოთლებს ვუყურებ და ნელი მოძრაობით ვწევ, ტკივილი და სიწითლე სადღაც გამქრალა და თითქოს შეუმჩნეველი კვალიც დამრჩენია, ფეხზე ვდგები, ბინძურ შარვალს ვიცვამ, მაგრამ მაინც მსიამოვნებს, სახლს თვალს ვავლებ და კართან მივდივარ, ჩაკეტილია, ისევ პანიკა მიცავს და ბიჭის მოძებნას ვიწყებ, ზედა სართულზე ასვლა დავაპირე თუ არა კარი გაიღო შევხტი და ბიჭმა გაოცებულმა გამომცედა.
-სით მიხვალ?
ჩემი ჩანთები, ახლა მხოლოდ ეს მაინტერესებდა, ქვემოთ ვბრუნდები და ჩანთებისკენ გავრბივარ, ბიჭი მკლავში ხელს მავლებს და მაჩერებს
-სად მიდიოდი?
-უბრალოდ ნახვა მინდოდა.
-აქ სამ სართულია, ძირისთვალი, შუათვალი და ზედათვვალი, ძისითვალს ცხოველებ არიან, დედკაცებისთვინაა, შუათვალს კერაა, ზედათვალ კაცისაა, ზედათვალ კაცურური საწყისია, დედაკაცი კი მიწის საწყისია, ზედათვალს ქალს არ დაედგომება.
-სულ არ მაინტერესებს- ვოხრავ და ჩემი ხმა დამბრუნებია. ჩანთებს უკან ისე წევს თითქოს ცარიელი იყოს, მე კიდევ ამათ გამო გზაში შემომაღამდა.
-არ შეიძლება ჩემი ჩანთა ავიღო?- ვეკითხები და მიყურებს
-რა?- ვუმეორებ კითხვას
ჩანთებს იქვე ტოვებს და ყველაფერი აქაა, ჩემი ტანსაცმელი და პირველი მას ვიღებ
-სად შეიძლება გამოვიცვალო?- ვიღებ თეთრ ნაქსოვ კაბას
-აქა
-რა?
-გადი
შუაცეცხლთან ადგილს იკავებს და ზედაც არ მიყურებს, სუფთა თეთრეულს ვიცვამ და კაბას ზემოდა, სვეხლი ხელსაქმენდით, ფეხზე ჭუჭს ვიშორებ და მერე ფეხსაცმელს და წინდებს ვიცვამ. საოცრად კომფორტულია, ვოხრავ და თვალებს ვხუჭავ.
-ხინკალ მოხვევა იცი?
-კი და ძროხასაც დაგიკლავ
ისეთი სახით გამომხედა ჩემი თავი ამ სამყაროში ყველაზე საწყალი ქალი მეგონა, ასეც იყო ალბათ.
-უკვე ღამდება უნდა ჭამო, თორემა გონება წაგერთმევა.
-რომელი საათია?
-უკვე საღამო დგას.
-ამდენ ხანს მეძინა?- იმის გაცნობიერება რომ უკვე ყველაფერი თავიდან იწყება ჭკუიდან მშლის.
-კარგ შელოცვა მცოდნია. ხინკალ გააკეთე.
-არ ვიცი, შენი ცოლი კი არ ვარ.
-გასწავლი.
-შენ თვითონ გააკეთე.
ხელი ისე დამიქნია რომ დებილივით წინ წავედი.
-ფქვილ, ხორცი, ბალახები და მარილ, მეტ არაფერ უქნა.
-არასდროს მომიხვევია.
-ახლა მაახვიე.
-არ ვიცი.
-აბა რა ქალ ხარ?- ამათვალიერა, ისევ ზიზღით და დაბნეული მათვალიერებდა
-მიმინე- მეძაბება სხეული და ფქვილიან ჯამს ვიღებ და იატაკზე ვანარცხებ- ცხოვრებაში ასე არასოდეს შემშინებია, კუდიანები და დედაბრები დამსდევენ, მეუბნები რომ სადღაც მთაზე ვიღაც მელის და ახლა კიდევ ღამდება, რამდენი კილომეტრით ვარ დაშორებული სახლს ვინ იცის, მარტო ტყეში არაადამიანთან ვარ სახლში და ეგ მთხოვს ახლა ხინკალი მოუხვიო, იმ კუდიანებსაც წაუღიხარ, მე თავი დამანებე, შენ არ გემსახურები, იქ არ ახვიდე, აქ არ ახვიდე, იქ ქალ არ ედგომება, იქ არ გახვიდე, მოგჭამენ, შეგჭამენ, შენ მე მთხოვ ხინკალი გაგიკეთო?
-კი- დამიქნია თავი, ამდენი რისთვის ვილაპარაკე, თითებს თმებში ვიცურებ და დაყრილ ფქვილს ვუყურებ.
-აიღე, კერა მოასუფთავე.
-შენი მსახური არ ვარ.
-მერე ხინკალ მაახვიე- თქვა უდარდელად და ცეცხლზე ქვაბი ჩამოკიდა, რაღაც საუკუნის წინანდელი სპინელძის დოქით წყალი ჩაასხა და ისევ გამომხედა.
ჯამის ნამტვრევები ავიღე, დაჟინებით მაშტერდება და ისე მეშინია რომ მართლა ცხოვრებაში პირველად ვიწყებ ცომის მოზელას.
-საფუარი არ გაქვს?
-რათ გინდა?- მკითხა და წარბები შეკრა
-თუ კაცი ხარ სულ ნუ მიბღვერ და თუ გინდა გავაკეთო, თუ გავაკეთე მითხარი.
-მე არ მითქვამს რომა ეგა ჭირდების.
-აი დარდი.
ცომს რომ დავხედე მივხდი რომ ხინკლის გარდა ყველაფრის გაკეთება შემეძლო.
-არ გამომდის- ვამბობ- რატომ მაკეთებინებ ამას?
-სტუმარ მოდის.
-ვერ გავაკეთებ და მითუმეტეს ვერ მოვახვევ, ძალიან რთულია- ვკივი და ცომს ხელს ვურტუამ, ისე სწტაფად მოდის ჩემთან და ისე ვიძაბები რომ ცოს ძლიერად ვუჭერ ხელს და თითები მეფარეფება ამ რაღაც მასით, დანას მაგიდაზე ურტყამს და ვხტები, ჩემ თითებშორისაა.
-მაშ თითებ არა გჭირდება
-რა?- ვკანკალებ
-არა გამოდგის?
-ვეცდები- ვუქნევ თავს, შავი თვალებით მათვალიერებს და ცომს ისე ვზელ რომ თითქოს მთელი ცხოვრება ამის მეტი არაფერი მიკეთებია.
-ეგ კაბა შენ მაქსოვე?- შეშლილია
-ხო და შვივლიშვილებსაც მოუქსოვე წინდები კიდევ- ვტირი და მკლავით ცრემლებს ვიწმენდ
ცომს ვასვენებ.
-როგორ მოვჭრა?
მინის ჭიქას ხმაურით დებს მაგიდაზე, ცომს ვაჭრი და იმ გუნდებსაც ვაბრტყელებ. ხორცის შეზავება მინდა, მაგრამ ესეც არ ვიცი, რომ დავგუგლო, სად ვარ რას ვაკეთებ, რა მინდა, მთელ ჯავრს ხინკალზე ვაფრქვევ და ყველაფაერს ისე ვაბრტყელებ რომ ჩემი თავის მიკვირს. თლილ თითებს დაკეპილ ხორცში ურევს და ხორცის შეზავებას იწყებს, გაოცებული ვუყურებ, მერე კი ჯამს ისე მიგდებს თითქოს ცხოველი ვიყო, მასას გაბრყელებულ ცომში ვდებ და ხელებს ვერ ვიმორჩილებ. მიმსგავსებულ ფორმას ვაძლევ.
-ჩვენთან ეგეთ ხინკალ არ იციან- ჩაიბურდღუნა თავისთვის
-რა?
-სხვანაირ არის.
-მეტი მე არ ვიცი, მეტი კი არა ესეც- სურვილი მიჩნდება რომ ის ხინკალი გავუქანო ის წარბები რომ გახსნას.
-თავ მოაცალე.
-შენ თუ იცი შენ გააკეთე.
-თავ მოაცალე.
ხინკალს ე.წ კუჭს ვაცლი და რაღაც ბორჯღალოს ვიღებ, მოხვევას ვაგრძელებ, რამდენიმე გაიხსნა, მაგრამ არ შევიმჩნია, ქვაბში ჩავყარე და დაღილმა სარკმლისკენ გავიხედე, უკვე ღამე იყო, ისევ ციოდა. ხელები ჯამში დავიბანე და შევიმშრალე.
-ახლა, ნახშირ წრეს ჩადგებ, ხმას არ ამაიღებ, რომც შეგეშინდეს, არ გადმოხვიდ რაც არ უნდ დაინახვოს შენმა თოლებმა.
მე დებილს ხინკლის ჭამის იმედი მქონდა
ბიჭი საგულდაგულოდ გადამაულულ ნახშირს იღებს კუთხეში პატარა წრეს კრავს და მეც იქ ვჯდები, ძაღლი აყეფდა, ქვაბიდან წყალი გადმოვიდა და ხმაურით დაეცა ცეხლს ბიჭმა გრელი საჩვენებელი თითი ტუჩზე მიიდო, თავი დავუქნიე. კარს აღებს და წითელთმიანი ქალი შემოდის ვაჟს უჩვეულო ცეცხლისფერი თვალებით უყურებს და მერე სახლს თვალს ავლებს
-მშვიდობით მახველ- თავი დაუკრა ბიჭმა
-დამხვდით მშვიდობით- ქალს ისეთი ხმა ჰქონდა რომ გამაჟრიალა
-რარუასთვინ შეულოცნიათ.- ბასრი კბილები გამოაჩინა ქალმა- ვიღაც გვმტრობს.
-რას ამბობ?- გაოცა ბიჭმა
-თვალთ ვერას ხედაბს ვერ უბნობს
-ვინ იყო ვერა გაიგეთ?
-ვერ- მიაშტერდა ქალი ვაჟს
-დაბრძან ხინკალ გვიმზადებია შენთვინა
-ქალ საით გყავს? გიპოვნია.- გაიღიმა ქალმა და ქვაბს ჩახედა, მდუღარე წყალში ხელი ჩაჰყო და პირდაპირ ამოიღო ხინკალი
-აგრეა- თავი დაუქნია ქალს ვაჟმა
-მაშ როდის მამცემ?
-დრო მოვა.
-როკაპ მელის.
-ყრილობაი ჯერ არ იქნება, ორ დღის მერეა
-მაშ იმ ღამითვე გამატან?
ვაჟმა თავი დაუქნია, ქალმა ისევ მოავლო სახლს თვალი
-ლამაზ არი?- დაინტერესდა ქალი და ბიჭმაც პირდაპირ ხელი ჩაჰყო ქვაბში
-კი, თეთრია
-გულ როგორი აქვს?
-მამაცი
ქალმა პირი გააღო და თვალები გააშტერა ვაჟისკენ
-ჩემგან რას ითხოვ რა გინდა?
-სულ იხსენ ჩემი როკაპთან.
-როკაპ ცუდ საქმეს არა გავალებს, რაი გინდა?
-თავისუფლებ მინდა.
-შენ წინაპრების სულეთის ღმერთან მშვიდად ვერ იქნებიან. კაცს ცუდ საქმესა არ შეჰყრის, როკაპი ხომ იცი.
-ვიც, მაგრამა არ მინდა.
ქალმა ხინკალი ამოიღო და დაყნოსა
-მან მაახვია?- გაეპო ტუჩები და წვრილი კბილებიც ისევ გამოჩნდა
-აგრეა.
-სუნ კარგ აქვს.
-მე ქალსა მოგცემ შენ ჩემ სულ შაავედრე როკაპს თავისუფლებისთვინა.
-აგრე იყოს. - თავი დაუქნია ქალმა
-ნიშან დაადე?- წამის მერე კითხა ქალს ვაჟმა
-კი
პირზე ხელი ავიფარე და სუნთქვა შემეკრა
-მაშ სიტყვა მეთქმის შენზედა. -ქალი ფეხზე წამოდგა, გამხდარ სხეულზე თეთრი კაბა ეცვა.
-კრებასა მოხვალ?- მიუტრიალდა ქალი
-კი
-რარუას ამბავს თუ გაიგებ შამატყობინე- თქვა ქალმა დაიხარა და კარიდან გავიდა
ვაჟმა ქალი რომ გააცილა და სახლში დაბრუნდა ჩემკენ გამოიხედა, წირიდან გამოვედი და მასთან მივარდი
-რას მიპირებ, ამ ქალს უნდა მიცე ჩემი თავი?- ვკივი და პირზე ხელს მაფარებს, თვალებს აფართოვებს და ძალა მეცლება
-აგრეა, მაგრამ შეიძლებ გადარჩე, ახლა კიდევ თუ იყვირებ ოცოდ არ ვიცი რას გიზამ, გულს შენი სიკვდილ არ მიდევს, ჩემი სულისა ხსნა მინდა.
-როგორ გადავრჩე?- ვოხრავ როდესაც პირზე ხელს მაშორებს.
-სარეცელ გაიყავ ჩემთანა.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

მარშუტკაში ვჯითხულობდი და ისე ჩავეფალი და გამოვეთიშე რეალობას ჯერ ხო გაჩერებას გავცდი და მერე რამდენჯერმე ისე გადავიხარხარე მთელ მარშუტს გიჟი ვეგონე მაგრამ არ მადარდებს საიცრება ხარ გეგი პოზიტივის დიდი წყარო და უნუჭიერესი ადამიანი ❤❤❤

 


№2  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი მაკო
მარშუტკაში ვჯითხულობდი და ისე ჩავეფალი და გამოვეთიშე რეალობას ჯერ ხო გაჩერებას გავცდი და მერე რამდენჯერმე ისე გადავიხარხარე მთელ მარშუტს გიჟი ვეგონე მაგრამ არ მადარდებს საიცრება ხარ გეგი პოზიტივის დიდი წყარო და უნუჭიერესი ადამიანი ❤❤❤

❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი salomea

გარემო, საუბარი, მისტიკა, ცეცხლი, კერძები ყველაფერი ყველაფერი არის სუპერ. ვგიჟდები.

 


№4  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი salomea
გარემო, საუბარი, მისტიკა, ცეცხლი, კერძები ყველაფერი ყველაფერი არის სუპერ. ვგიჟდები.

heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი Liako

ფეხთან რა გინდა smiley smiley

 


№6 სტუმარი სტუმარი ნიაკო

გეგის ლურჯთვალება ნინი ჰყავს რეალურ ცხოვრებაში ხოო? heart_eyes ხოოდა ფეხებზე ნანების და სხვა ბოღმიანების აზრი ვინც +18ზე გიხურებს და თვლის რომ პოპულისტი მწერალი ხარ, მიყვარხარ მაბედნიერებ გადარეულო ბიჭო და ველოდები ამათ ცეცხლოვან ხევსურულ ღამეებს!! ვოტ! satisfied

 


№7  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი ნიაკო
გეგის ლურჯთვალება ნინი ჰყავს რეალურ ცხოვრებაში ხოო? heart_eyes ხოოდა ფეხებზე ნანების და სხვა ბოღმიანების აზრი ვინც +18ზე გიხურებს და თვლის რომ პოპულისტი მწერალი ხარ, მიყვარხარ მაბედნიერებ გადარეულო ბიჭო და ველოდები ამათ ცეცხლოვან ხევსურულ ღამეებს!! ვოტ! satisfied

heart_eyes smile

 


№8 სტუმარი სტუმარი მიკა

აუუ მეც მაინტერესებს რეალურად ვინაა გეგი ეს ნინი??

 


№9  offline წევრი Rania

Gmerto chemo samive ertad cavikitxeee. Raiyo es haaa. Axlac shtabechdilebebis qvesh xarr. Umagresiaa. Yochag gegi. Naklebs arc velodeiiii. Vaimee rodis iqneba momdevnoooooo
--------------------
Q.qimucadze

 


№10  offline მოდერი GEGI გეგი

Rania
Gmerto chemo samive ertad cavikitxeee. Raiyo es haaa. Axlac shtabechdilebebis qvesh xarr. Umagresiaa. Yochag gegi. Naklebs arc velodeiiii. Vaimee rodis iqneba momdevnoooooo

heart_eyes

 


№11  offline წევრი ზინიკო

კიდევ ერთი საოცარი ისტორია არაჩვეულებრივი ავტორისა.. ყველაზე მეტად რაც მომწონს,შენი ისტორიები საინტერესოსთან ერთად შემეცნებითიც არის.. ბრავო კიდევ ერთხელ!!

 


№12  offline მოდერი GEGI გეგი

ზინიკო
კიდევ ერთი საოცარი ისტორია არაჩვეულებრივი ავტორისა.. ყველაზე მეტად რაც მომწონს,შენი ისტორიები საინტერესოსთან ერთად შემეცნებითიც არის.. ბრავო კიდევ ერთხელ!!

heart_eyes

 


№13 სტუმარი სტუმარი ლელა

რო იცოდე როგორ მახალისებს შენი მცირე იუმორისტული მონაკვეთიც კი ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ.პერიოდში... მიყვარხარ ძალიან ძალიან...

 


№14  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი ლელა
რო იცოდე როგორ მახალისებს შენი მცირე იუმორისტული მონაკვეთიც კი ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ.პერიოდში... მიყვარხარ ძალიან ძალიან...

heart_eyes მიხარია თუ ასეა.

 


№15 სტუმარი Anuu

Moica. Im cheqa-quxilebshi ver gavarchie da mosaxdeni moxda anu?:)))

 


№16  offline მოდერი GEGI გეგი

Anuu
Moica. Im cheqa-quxilebshi ver gavarchie da mosaxdeni moxda anu?:)))

ვრ მიგიხვდით. smile

 


№17 სტუმარი Anuu

GEGI გეგი
Anuu
Moica. Im cheqa-quxilebshi ver gavarchie da mosaxdeni moxda anu?:)))

ვრ მიგიხვდით. smile

Kaqi exla :))) smiley

 


№18  offline წევრი ფიფქია’ა

ძლივს დავრეგისტრირდი რომ კომენტარი დამეწერ... ძალიან მომწონს !! არა ძალიან კიარა უბრალოდ შეიძლება გადავირიო! სასწაულია და ჩასაფრებულივარ ამ ისტორიააზე და ისევ ევლოდები ყოველ ახალ თავს ვერც კი წარმოიდგენ გეგი! უნიჭიერესი ხარ და ეს შენს ისტორიებში ნათლად ჩანს! წარმატებები და გელოდები

 


№19  offline მოდერი GEGI გეგი

ფიფქია’ა
ძლივს დავრეგისტრირდი რომ კომენტარი დამეწერ... ძალიან მომწონს !! არა ძალიან კიარა უბრალოდ შეიძლება გადავირიო! სასწაულია და ჩასაფრებულივარ ამ ისტორიააზე და ისევ ევლოდები ყოველ ახალ თავს ვერც კი წარმოიდგენ გეგი! უნიჭიერესი ხარ და ეს შენს ისტორიებში ნათლად ჩანს! წარმატებები და გელოდები

heart_eyes heart_eyes

 


№20  offline აქტიური მკითხველი terooo

მართლა ვერაფერი გავიგე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent