შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურული ღემეები - V +18


19-10-2019, 13:35
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 12 708

ბნელია, ვერ ვხვდები ღამეს თვალი შევაჩვიე თუ ესენი ანათებენ და ამიტომ ვხედავ, ტყეებში ისევ ხმა გაისმა, ვიღაც გვიერთდება, თვალს ვაპარებ და ბიჭი თავს მატრიალებინებს.
-სიკვდილ თუ გინდა ამოსთქვი, მე რაღას მტანჯავ მითხარი?
ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ
-არვის შეხედო თოლებში, სიტყვა არ დაგცდეს არცერთი- ამატებს მშვიდი ხმით და უკვე მგონია რომ საუბარი დამავიწყდა.
-მოხვედ რარუა აქა ხარ?- გაისმა წითელთმიანი ქალის ხმა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ხელი უნდაგირს ძლიერად მოვუჭირე და ცხენიც მოტრიალდა, უზარმაზარ ქვებიან მთაზე დავიწყეთ ასვლა, ბიჭმა თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა და ყურთან ჩაიბურტყუნა
-ვერ მიცნობს თოლი არ არ აქვს, ენა არ უდგას პირშია.
უხმო პრიცესია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა მთის სიმაღლესთან ერთად სიცივე საგრძნობლად მატულობს და წვიმა ცრის, ხელები მეყინება, ვკანკალებ, ბიჭი ნაბადს მჭიდროდ მაკრავს ხელზე და ერთ ხელს მეორე ხელზე მადებს, თბილია, მსიამოვნებს და ვინაბები, უკან კიდევ რამდენიმე ალქაჯი თუ ადამიანი შემოგვიერთდა, თავისთვის საუბრობენ და მათი ხმის გარჩევა მიჭირს, ვერ ვხდები რა მოხდება და ახლა რატომ ვენდობი ამ ბიჭს, ვჩერდებით. პირველი ცხენიდან ის ჩადის, სხეულში სისხლი მიმოქცევას ანელებს, გულისცემა ყურებში მეცმის და სხეული მიბუჟდება, ვლოცულობ რომ გონება არ დავკარგო, მაგრამ იქნებ ამ მდგომარეობაში ეს საუკეთესო გამოსავალი იყოს რომ ყველაფერი ისე მოხდეს რომ არ ვნახო, ბიჭი ხელს მკიდებს და რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ, ქვაზე ჯდება, სადღაც ცეცხლი გიზგიზებს, მალულად თვალს ვავლებ გარემოს და ვხედავ რომ ეს არსებები წრეზე სხდებიან, ბიჭი ხელს ძლიერად მიჭერს და თავს ხრის, ფეხზე ვდგავარ, მანიშნებს რომ მის უკან დავდბე, ზურგთან ვინაცვლებ და ხელებს ნაბადზე გათმობის მიზნით შეუმჩნევლად ვადებ. რარუა, ქალი რომელსაც რაღაც შელოცვა წაუკითხა ბიჭმა კოცონითან ახლოს დგას და ხელებს ისტერიულად იქნევს, მოხუც ქალს თმები გაუშლია.
-რაის თქმა გინდა ქალაუ, იქნებ გვანიშნო ხელითა- გაისმა წითელთმიანი ქალის ხმა
ხანშიშესული ქალი შედგა, სახეზე ხელი აიფარა და შელოცვის იმიტაცია გააკეთა
-თქვენ შორის ვიღაც ისეთ არს, ვიც ქალს შელოცვა უკითხა, თვალთ დაუბნლა მზე, მთვარე ენა ჩაუგდო პირშია, იქნებ თქვა ვინ გააკეთა ხელით გვანიშნო მაინცა.
ნაბადს ისე ძლიერად ჩაბებღაუჭე რომ ბიჭს მხრებიდან ჩამოუცურდა, ვიგრძენი როგორ დაეჭიმა სხეული, ქალმა წრეზე დაიწყო სიარული, წითელთმიანმა ქალმა ხელი ჩაჭიდა და ვიღაც ქალთან მიიყვანა, მასაც ბაცი ფერის თვალები ჰქონდა, ის აქ იჯდა რომ მოვედით, ქალი ქალს სახეზე შეეხო და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. მერე ერთ კაცთან მივიდა, ხანშიშესული, ისიც მთის ფორმით იჯდა და ქალს წარბებშეკრულმა გახედა, ქალმა წვერს რომ ხელი შეახო, გაშეშდა, მერე თმა მოუსინჯა და მოკლედშეჭრილი თმა რომ იგრძნო მოშორდა.
-მაშ კაცია?- ჩაისისინა წითელთმიანმა ქალმა
კიდევ ერთი კაცის დრო მოვიდა, მასაც შეეხო, ისევ თავი გააქნია, კიდევ ერთი კაცი და შემდეგი უკვე ჩვენ ვიყავით.
წითელთმიანმა ქალმა წამიერად თვალები მომაპყრო და თავი მაშინვე დავხარე, ხახბოს ფაფახს დავხედე და ხახბომ ქუდი მოიხადა, ქალს სახე მიუშვირა. ქალი ჩირივით დანაიჭებული ჭუჭყიანი გრძელი ფრთხილებით ხახბოს სახეს შეეხო, მერე თმას და მახოლოდ მაშინ ამოვისუნთქე როდესაც უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
-ახლა მნიშვნელი საქმე გვაქვს, უთუოდ დავსჯით იმ კაცსა- გაამხნევა ქალი წითელთმიანმა და თავის ადგილზე დასვა, ქალმა ზეცას პიაპყრო თვალები და თავის ადგილი დაიკავა, ცოტა გულზე მომეშვა, ხახბომ ქალს გახედა და რაღაც ჩაიბურტყუნა.
-ბნელი ღამეა და ძმებო, მადლობას გწირავთ მოსვლისთვის, დღეს ბაცი მთვარე ამოვა გადარეკს ღრუბლებს სამხრეთით.- ქალმა ამაყად გადაიწია თმა მხრებზე და ისევ გამომხედა
-ერთი ამბავი გავიგე- თქვა მოხუცმა ქალმა და გამქრალი ტუჩებიდან ერთი კბილი გამოაჩინა- ვიცი ბნელ ღამე რომ მოდის, უკუნეთ დაგება ქვეყნადა, მაგრამ რას ამბობს ბატონი ჩვენ სულზე თავის დებასა?
-ეგ თავად მასვე რომ ჰკითხო არც ეგ იქნება ურიგო, მოდი ეგ საქმე გადავდოთ- ქალი ჩერდება და აგრძელებს- ვისი მგებარი მოვიდა დღეს ღამით ახლა მთაზედა?- თვალი მიაპყრო რაღაც წერტილს წითელთმიანმა ქალმა და ცხენზე ამხედრებული ფიგურაც გამოჩნდა, ყველანი ფეხზე წამოდგნენ, თავი დაუკრეს და მგებარი წრისგან მოშორებით დადგა, დავინახე როგორ შეკრა მუშტები ბიჭმა, ჩემი მგებარი ჩემს უკან იყო.
-უჩვეულ ამბავი არის, უთუოდ რაღაც მომხდარა- თქვა ქალმა და მგებართან მივიდა, თავი დაუკრა და განაგრძო- გვანიშნე ვისი მგებარ ხარ, მის ზურგთან დადექ ვაჟკაცო.
ცხენი ადგილიდან დაიძრა, და დავინახე როგორ წამოვიდა ჩვენკენ, პირი გავაღე და ცივი ჰაერი ხარბად შევუშვი, მგებარი ჩემი მგებარის გვერდით დადგა.
-ხახბო?- გაიოცა ქალმა და ცეცხლისფერი თვალები ვაჟს მიაპყრო- რად განარისხე ბედს მწერი, რა ჩაიდინე ასეთი?
დარუა ფეხზე წამოდგა, წითელთმიანი ქალის წინ ფეხებზე დაეცა და რაღაც ანიშნა, ღმერთო ხახბოზე ანიშნებს, ყვირილი მინდა, მაგრამ ვერ ყვირი, ყველას ყურადღება დარუაზე გადააქვს.
-სმენა დაჰკარგო დღეს ღამით, ვეღ გესმოდეს ამბავი, გჰრექს ყურთ მდინარის ხმაი, ადამიანის ტკბილ ხმაი- ვეღარაფერი გავიგე, რატომ არ ეშინია, შელოცვა დასრულა თუ არა ხახბომ ქალმა ყურებზე ხელი მიიჭირა და მიწაზე აფართხალდა, მერე ხელს უმისამართოდ იშვერდა.
-ვინ იყო, ქალავ გვითხარი, ვინ დაგიბნელა მზე-მთვარე?- იკივლა ქალმა და რომ დაიღალა ქალის ცქერით, ხახბოსთან მოვიდა.
-შენ მგებარ მოვიდ შავ ბიჭო, რად დაპატიჟე მთაშია?
-არ ვიცი რაზედ მოვიდა, არცა თქვენ წინა წავსულვარ, მიტომ ხომ არა რომ ჩემ გულს, ადამიან სულ ცხებია?
-არასდროს მუსულ მგებარი ახლა ამ მთასა ღამესა, უთუოდ რაღაცას მალავ, არ დაეფარვის ღამესა.
-თქვენ წინ ვერ წავალ ხომ იცით, თქვენ ძღვენ მე მიდგას მხარს უკან, თქვენი მორჩილი ვიყავი, გემსახურებით წლებია.
ქალმა ხახბოს სახეს თეთრი ხელი შეახო და ყბებზე მოუჭირა
-გავიგებთ ხახბო, გავიგებთ, არ დაეფარვის ღამესა.- თქვა ქალმა და ბიჭს მოშორდა, მუხლები მეკეცება და დაჯდომა მინდა, ცივმა ქარმა დაუბრეა, გავიყინე, მაგრამ ქარს ცეცხლის სითბო ჩემამდე მოჰქონდა და წამიერად მითბობდა სხეულს.
-ხახბოს სულისა მგებარი ამოსულ მაღლა მთაშია, მგებარო მშვიდობით მოხველ, მშვიდობით წახვალ ბარშია, ბედის მწერალმა რა გითხრა იქნებ გვანიშნო თვალითა.
მეგაბარს გავხედე, ადგილიდან არ იძვროდა და ცხენიც მიწას დაშტერებოდა, შავ თვალში ცეცხლი ირეკლებოდა.
-მოსხადენ დღესვე მოხდება, უკვე ვიც მგებართ ამბავი- გაიღიმა ქალმა და ბასრმა კბილებმაც გაიელვა- მის უკან ქალი რომა დგას, ჩემთვისა მოუყვანია, წმინდა გული აქვს მართალი, მის გულ სწორადა ცნებია, დღეს მის მგებარიც მოსულა, უკან ზურგს უდგას მხარშია, სამფერი კაბა მოუტან ჩემ გულს მის გული სწადია.
წრეზე გაოცებული შეძახილები გაისმა, ყველამ დიდი ალბათობით მე გამომხედა.
-გითხარ იმ ღამეს შეგწირავ, როგორც იქნება წესია, რად ჩქარობ დღესა რა გინდა, პირობა გიცვალ გულითა, ჩემ სულ სხნა სთოხვე როგორც ვთქვი, ქალის გულს მოგცემ ხელითა.
წითელმთიანმა ქალმა წარბები შეკრა და ვაჟს გახედა.
-რა ფიქრი გიდევს გულს მითხარ, რას ამბობ ახლა მითხარი, შენ ძღევნის გული დღეს მინდა, საფფერ კაბა მაქვს უბეში, ასრულდეს ყველაფერ წესით, ისე როგოცრა წესია, საეჭვოდ დადუმებულა შენი ძღვენ, შესა მხარაზედა, ხელს გიჭერს, ნაბადს გიმაგრებს არცა შიში აქვს გულადა, რას მალავ შავთვალა ვაჟო, წრეში ჩადექი მოდია.
ხახბო დინჯად წამოდგა და წრისკენ წავიდა, თავი დავხარე, ვერაფერი დავინახე, თითები ერთმანეთში გახლართე და მეგონა ძირს დავეცემოდი. წითელთმიანმა ქალმა ვაჟის გულს ხელი შეახო, თვალები უფრო ააელვა და კიბელბიდან გამოცრა.
-გულო მითხარი რას ფიქრობ, გულო რა გიდევს გულშია, ვაჟის ფიქრები მამეცი და არასა გავნებ ხელითა, მამეცი, გახსენ შენ კარი. ფიქრი მოუშვი ჩემამდე, რა უდევს შენსა ბატონსა, რას მალავს ღამეს მთვლემარეს.
ბიჭი ქალის გულზე მეკრა და ხარივით დაიბღავლა. თვალები აატრიალა და ჰაერში აიწია, პირზე ხელი ავიფარე და ტუჩზე ვიკბინე.
ქალი დაჟინებით მიშტერებოდა ვაჟს და პირს აღებდა, უზარმაზარი ენა წინ გამოწია და დაიკივლა
-რაისა ავნე ამ ქალსა, მითხარ რა გქონდა გულშია, იცოდე ამ ღამ გაშეშებ ისე როგორც წესია.
-გულო მომეცი ფიქრები, გულო რა გიდევს გულშია.- ქალმა ისე დაიკივლა რომ ყურებზე ხელი ავიფარე.
-ცუდ განზრახ გქონია ვაჟ გულსა, სხვას არას უშვებ ჩემამდე, გაშეშდი როგორც კლდის ქვაი, ვერას იუბნებ დღე ღამე, შენი წამალის საშოვნად არავინ წავა მთაშია, გაჩვენებ გწყევლი სულს გართმევ, მგებარი მოგგებებია, ლარდიხაშ დღეხამ ალაგმან, ხარდე სიმ დელახურშაი- ქალმა ვაჟის გულს ხელი მოაშორა და მიწაზე მოწყვეტით დაეცა
-არა- ვიკივლე და ყველამ მე შემომხედა
სხეულში სიმხურვალემ და ჟრუანტელმა დამიარა, მერე ავკანკალდი ქალი ისე მიყურებდა რომ მეგონა ჩემი ცხოვრება დასრულდა.
-უგულო ქალ მოუყვანია - იღიალა წითელმა ქალმა- მიტომა იყო ჩუმადა, მის ხმას მის სული წამოყვა, მიტომ არ ამბობს ამბასა.
ქალი ყელში მწვდა და თვალებში თვალები გამიყარა, მაშინვე დავხუჭე და ძრს დამაგდო, ნაბადთან დაგდებულ ქისას გავხედე და გამახსენდა რომ ნახშირი იდო, ქისას ვწვდი და ნახშირი ქალს შევაყარე, სხეულზე შავი ნახშირი ცეცხლივით ალიცლიცდა და ისე მოედო მის სხეულს თითქოს იწვისო, წრე გავაკეთე, მაშინვე, რაც შემეძლო და შინგინთ ჩავდექი.
-ვერა ჩააღწევ დღეს მთიდან, კლდე სალი არის იცოდე.
კრება დიაშალა, მეგბრები ადგილზე რჩებოდნენ, წივილ კივილით დაეშვნენ მთიდან ალქაჯები და კოცონიც მინელდა. ვუყურებდი ბიჭის უსულო სხეულს რომელიც ცას უყურებდა და წვიმა წამოვიდა. ცამ გაიელვა და ვაჟის ცხენი მასთან მივიდა, დაიფუტუნა დაუმუხლა და გულზე თავი დაადგო, ერთი საათის მერე წრიდან გამოვედი, ვაჟთან მივედი, არ სუნთქავდა, სახეზე ხელი მივადე და ვერაფერი ვიგრძენი, თვალები გაშეშებოდა და სადღაც იყურებოდა, ტირილი დავიწყე, ცხენს გავხედე და მერე მგებრებს, მგებრები მთიდან დაეშვნენ.
-მანიშნეთ რა გავაკეთო?- ვიკივლე და ბიჭის მგებარი მოტრიალდა. კლის თავზე მანიშნა და ქიმზე გამჭირვალე ორქოსფერი ჯიხვი გამოჩნდა, ოთხი ყურით და ოთხი რქით, შეხტა და მერე გაუჩინარდა. თავი რომ მოვატრიალე მგებრები არსად იყვნენ, მთავარია არ მოკვდა, მაგრამ ეს ჯიხვი რას უნდა ნიშნავდეს, ცხენს გავხედე.
-დაიმუხლე გთხოვ.
ცენმა გამომხედა და ფლოქვები აათქარუნა
-დაწეი- ვუკივკე და ცხენი უკან წავიდა
-დაწექ- ვღრიალებ და ცხენი ჩემ წინ წვება, ბიჭს ხელს ვკიდევ და ძალიან მძიმეა, გაჭირვებით ვსვამ ცხენზე და ისეთი მძიმეა რომ თავის შემაგრებაც კი უჭირს, ცხენს სადავეს ვხსნი, თოკით ბიჭის სხეულს ვამაგრებ და ცხენს ვუყურებ.
-სახლის გზა მაჩვენე.
ცხენზე ვჯდები და ბიჭის თავს ვიჭერ, ცხენი მთიდან ჩადის, დარჩენილ ნახშირს ვიღებ და ხელს ვუჭეს, ვლოცულობ, ქვემოთ ვეშვებით, სიარული ცხენსაც უჭირს წვიმა კი გადაღებას არ აპირებს, მთიდან რომ ჩავდივართ მდინარის ხმას ქალის განწირული კივილი ერთვის და ვჩერდებით, ცხენი შეშდება, წინა ფეხებზე დგება, წლის მცველი ხმა ვიცანი და შორიდან მდინარიდან ქალის სხეული ამოდის, ბიჭს შორიდან უყურებს და ამბობს.
-რაი მოხდა?- კივის ქალი და ვაჟს ნაღვლიანი თვალებით უყურებს და ნახშირს ხელს ისევ ვუჭერ.
-მგებრებ დავინახე- თქვა ქალმა- რა ხსნა გიჩვენეს მითხარი?
-ოთხყურა, ოთხრქიანი ჯიხვი- ამოვიკვნესე და ბიჭს ძლიერად მოვხიე ხელი
-ცენიდან ჩამოდ, ხმალ მოხსენ და მესამე მთას წადი, სანამდის ცაზე მზე მოვა, მისი ხნსა მხოლოდ იქ არის.
-მარტო ვერ დავტოვებ.
-მის ცხენ მიხედავს ვაჟკაცსა, არ ჩამოვაგდებ ზურგიდან- გაისმა ქალის ხმა და მთებმაც თითქოს გამიმეორეს მისი სიტყვები
-რატომ უნდა გენდო?
ქალმა დაიღრიალა და მდინარე შედგა, მერე წყლის დიდი მასა ჰაერში აღმართა და თვალები გააფართოვა.
-სიმურ ქალს შენ სული რომ სურდეს, ახლავ მოგიღებს ბოლოსა, გითხარ მესამე მთას წადი, მოძებნე ჯიხვი ოთყურა, სისხლში განბანე სხეული, გულზე წაუსვი ბევრია.
ცხენიდან ჩამოვედი, სიმურმა უკან დაიხია და გზა სირბილით მესამე მთისკენ გავაგრძელე, ხელიდან ნახშირი არ გამიშვია, ერთი საათი ვიარე, ძალა გამომეცალა, მიწაზე დავეცი, მაგრამ მერე მოზღვავებული ენერგია ვიგრძენი და კლდეზე ცოცვით ავედი, პატარა ბილიკი გამოჩნდა, ჩემ წინ კი რაღაცამ კაკუნით გადაირბინა, ჯიხვები. ღამე ვხედავ, რა მემართება? ჩემი ხელები კლდეს ეკრობა და წინ მთელი სისწრაფით ცხოველივით მივიწევ, გამოქვაბულები, დიდი უზარმაზარი მთა, წინ უფკრული და ჯიხვებს ვუყურებ, ხმაური მესმის, რაღაც მიახლოვდება, უკან ვიყურები და თეთრკაბიანი და ქერა ქალი ჩემკენ ობობასაცვით მოცოცავს და მერე ჰაერში ხტება და ჩემ ხელებთან ჩერდება.
-ქალ სანადიროდ მოსულა, შუღამითა მთებშია- გადაიკისკისა ქალმა და არამიწერად ლამაზი ყელი და თვალები გამოაჩინა.
ქალი თვალებში დაჟინებით მომაჟტერდა და თქვა
-ჩემ ჯიხვებისთვის მოხვედი რა გინდა დროზე ამოთქვი.
-ოხყურა, ოთხრქიან ჯიხვს ვეძებ.
-რათ გინდა?- გამიღიმა ქალმა და ჩამოჯდა
-ვაჟი დაწყევლა და მისმა მგებარმა მანიშნა.
-რას მომცემს ქალი სანაცვლოდ?
-რას ითხოვთ?- რა მემართება მეც ალქაჯი ვხდები.
-მონადირენ რომ მოდიან სხეულსაც მიზიარებენ, მყვარობენ, მაგრამ შენ რას მიცემ დალის სანაცვლოდ?
-დალის?
-ნადირთ ქალი ვარ- გამიღიმა ქალმა და სუნთქვა შემეკრა.



№1 სტუმარი sali

ყვირილი რომ გინდა ისეთი მაგარია, არ ვიცი, უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა, ეს დიალოგები იყო არაამქვეყნიურად მაგარი, საუკეთესოა ამ ჟანრში, ფენტეზის ნაკლებობა გვაქვს ქართველ მწერლებში და ყველა რასაც არ წერს შენ ისე წერ რომ ავსებს ამ დანაკლის, უსაზღვრო ნიში, უსაზღვრო ფანტაზია, განუმოერებელი დიალოგები და სასწაული ქართული მითოლოგია, ვერაფერს გეტყვი ხელები ამიწევია ძმაო.

 


№2  offline წევრი Rania

Gmerto chemooooo. Arachveulebrivi ganvitarebaa. Atasjer shemovedi axali tavis molodinshiii. Saocariaaaaaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline მოდერი GEGI გეგი

Rania
Gmerto chemooooo. Arachveulebrivi ganvitarebaa. Atasjer shemovedi axali tavis molodinshiii. Saocariaaaaaaa

heart_eyes heart_eyes

sali
ყვირილი რომ გინდა ისეთი მაგარია, არ ვიცი, უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა, ეს დიალოგები იყო არაამქვეყნიურად მაგარი, საუკეთესოა ამ ჟანრში, ფენტეზის ნაკლებობა გვაქვს ქართველ მწერლებში და ყველა რასაც არ წერს შენ ისე წერ რომ ავსებს ამ დანაკლის, უსაზღვრო ნიში, უსაზღვრო ფანტაზია, განუმოერებელი დიალოგები და სასწაული ქართული მითოლოგია, ვერაფერს გეტყვი ხელები ამიწევია ძმაო.

heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი სესო

ვაიმე რა მაგარიააა❣️❣️❣️❣️

 


№5  offline მოდერი GEGI გეგი

სესო
ვაიმე რა მაგარიააა❣️❣️❣️❣️

heart_eyes heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი დეა

გეგი კიდევ გეკითხები შენ ნამდვილი ხარ?! ბრავო , ბრავო და ბრავო არ დავიღლები შენი ქებით!!

 


№7 სტუმარი kati

Sityvebi ar myofnis...

 


№8 სტუმარი lumiki

shoki maaq jer

 


№9  offline მოდერი GEGI გეგი

kati
Sityvebi ar myofnis...

heart_eyes heart_eyes

სტუმარი დეა
გეგი კიდევ გეკითხები შენ ნამდვილი ხარ?! ბრავო , ბრავო და ბრავო არ დავიღლები შენი ქებით!!

heart_eyes heart_eyes

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინი

ვაიმე დალი რომ ახსენე ჟრუანტელმა დამიარა... სასწაული ხარ გეგი! პ.ს. ახალ ვერსიას რო დამპირდი ის ნინი ვარ:) :p

 


№11  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი ნინი
ვაიმე დალი რომ ახსენე ჟრუანტელმა დამიარა... სასწაული ხარ გეგი! პ.ს. ახალ ვერსიას რო დამპირდი ის ნინი ვარ:) :p

პირადში მოდი.

lumiki
shoki maaq jer

heart_eyes

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინი

არ ვარ დარეგისტრირებული საიტზე თუ შეგიძლია აქ გამომიგზავნე [email protected]. ვაიმე გეგი ეხლა შემოვა ნანა და მკითხველის თუ ამომრჩევლის? მოსყიდვაში დაგდებს ბრალს :)

 


№13  offline წევრი Na❣Da

მე აღარ ვიცი რა ვთქვა... მიხარია რომ არსებობ!

 


№14 სტუმარი სტუმარი მარიამი

საოცარი ფანტაზია გაქვს

 


№15  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი მარიამი
საოცარი ფანტაზია გაქვს

heart_eyes heart_eyes

Na❣Da
მე აღარ ვიცი რა ვთქვა... მიხარია რომ არსებობ!

heart_eyes heart_eyes

 


№16  offline წევრი nigita

ძალიან მაგარი ხარ გეგი , ისე კარგად ახწერ ამ კუთხეს და აქ განვითარებულ მოვლენებს მგონია რომ იქ ვარ laughing ისე მაგ კუთხის წარმომადგენელი ხარ ? იმდენადკარგად გაქვს გადმოცემული დიალექტი ნუ მეტი რა გითხრა რომ საუკეთესო ხარ laughing

 


№17  offline მოდერი GEGI გეგი

nigita
ძალიან მაგარი ხარ გეგი , ისე კარგად ახწერ ამ კუთხეს და აქ განვითარებულ მოვლენებს მგონია რომ იქ ვარ laughing ისე მაგ კუთხის წარმომადგენელი ხარ ? იმდენადკარგად გაქვს გადმოცემული დიალექტი ნუ მეტი რა გითხრა რომ საუკეთესო ხარ laughing

არა, უბრალოდ სიყვარული გვაკავშირებს განუზომელი და კალე თუ გახსოვთ მაგის გამო ვიმოგზაურე წელს რამდენიმე დღით და შეგვიყვარდა ერთმანეთი.

 


№18  offline წევრი nigita

GEGI გეგი
nigita
ძალიან მაგარი ხარ გეგი , ისე კარგად ახწერ ამ კუთხეს და აქ განვითარებულ მოვლენებს მგონია რომ იქ ვარ laughing ისე მაგ კუთხის წარმომადგენელი ხარ ? იმდენადკარგად გაქვს გადმოცემული დიალექტი ნუ მეტი რა გითხრა რომ საუკეთესო ხარ laughing

არა, უბრალოდ სიყვარული გვაკავშირებს განუზომელი და კალე თუ გახსოვთ მაგის გამო ვიმოგზაურე წელს რამდენიმე დღით და შეგვიყვარდა ერთმანეთი.


მახსოვს კალეც, ძლიან მომწონდა ისიც და ესეც ძალიან კარგია და მემგონი ერთადერთი მწერალი ხარ რომელიც ძალიან მალ მალე დებს ახალ თავებს smile

 


№19 სტუმარი სტუმარი სოფა

უკვე ნათქვამს რა დავამატო არ ვიცი. ყველა ქებას ვეთანხმები და უბრალოდ.გეტყვი რომ არასოდეს შწწყვიტო წერა,, რადგან ნამდვილ მწერლად ხარ დაბადებული

 


№20  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი სოფა
უკვე ნათქვამს რა დავამატო არ ვიცი. ყველა ქებას ვეთანხმები და უბრალოდ.გეტყვი რომ არასოდეს შწწყვიტო წერა,, რადგან ნამდვილ მწერლად ხარ დაბადებული

heart_eyes heart_eyes

 


№21 სტუმარი Grafi monte cristo

მოიცა ხახბო მოკალი?

 


№22 სტუმარი სტუმარი მაია

დღეს აღარ დადებ?

 


№23 სტუმარი სტუმარი ლიაკო

გეგი ძაან გთხოვ დღეს დადე კიდე ერთი რაა ხახბოზე დარდში ნუ დამაძინებ,.:დდ

 


№24  offline წევრი anamaria♡

იმდენად მაინტრიგებ რომ დღეში შენსგვერდს მინიმუმ ოთხჯერ ვლაშქრავ. გელი მოუთმენლად როდისდადებ შემდეგს

 


№25 სტუმარი Drogon

მშვენიერია , იმდენად რომ ნაკლი ვერაფერი მოვუძებნე დიდი ძიების შემდეგადაც კი :))) ეტყობა ინდივიდუალურობა და ფანტაზია კი მართლაც უსაზღვრო გაქვს. გრამატიკაზე და ტექნიკურ დეტალებზე შეგნებულად არაფერს გეტყვი, ჩანს რომ დროის დეფიციტით წერ. სერიოზულ მუშაობის შემთხვევაში შემთხვევაში თამამად შეიძლება დაიდოს წიგნის მაღაზიების თაროებზეც. ნუ სადაც "აღიარება ხელისგულზე" და მსგაბსნი მისნი დევს , ეს ცოდვაა რომ მარტო აქ იწერებოდეს:)))

 


№26  offline მოდერი GEGI გეგი

Drogon
მშვენიერია , იმდენად რომ ნაკლი ვერაფერი მოვუძებნე დიდი ძიების შემდეგადაც კი :))) ეტყობა ინდივიდუალურობა და ფანტაზია კი მართლაც უსაზღვრო გაქვს. გრამატიკაზე და ტექნიკურ დეტალებზე შეგნებულად არაფერს გეტყვი, ჩანს რომ დროის დეფიციტით წერ. სერიოზულ მუშაობის შემთხვევაში შემთხვევაში თამამად შეიძლება დაიდოს წიგნის მაღაზიების თაროებზეც. ნუ სადაც "აღიარება ხელისგულზე" და მსგაბსნი მისნი დევს , ეს ცოდვაა რომ მარტო აქ იწერებოდეს:)))

გაგებისთვის დიდი პატივისცემა ჩემგან, ზოგჯერ სიჩქარეში ისეთშეცდომებს ვუშვებ რომ გადავხედავ ხოლმე ჩემი თავის მრცხვენია, მაგრამ სხვა ისტორია მაქვს გადანახული და ეს იდოს აქ, თორემ არ მაპატიებენ.

 


№27 სტუმარი სტუმარი მაია

აუ რა სხვა ისტორია გეგი? და დღეს აღარ დადებ?

 


№28 სტუმარი სტუმარი Nata

კბილები მიკაწკაწებს და სული მძვრება ისე მინდა წაკითხვა მაგრამ სანამ არ დაასრულებ შანსი არაა... ასე რომ სახელის გატეხვასო ჩემო გეგი grin stuck_out_tongue_winking_eye

 


№29  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი მაია
აუ რა სხვა ისტორია გეგი? და დღეს აღარ დადებ?

ოოო, ის სულ ამათ ძველ ტრადიციებზე, მითებზე ლეგენდებზე და ერთ ამბებზეა, ასეთი დიალოგებით სულ და უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობ და კი არ მიყვარს ქება, მაგრამ კარგი გამოდის.

სტუმარი Nata
კბილები მიკაწკაწებს და სული მძვრება ისე მინდა წაკითხვა მაგრამ სანამ არ დაასრულებ შანსი არაა... ასე რომ სახელის გატეხვასო ჩემო გეგი grin stuck_out_tongue_winking_eye

ქალბატონო ნატა, კეთილი ინებეთ და წაიკითხეთ, რატომ არ კთხულობთ ვითომ?

 


№30 სტუმარი სტუმარი მაია

GEGI გეგი
სტუმარი მაია
აუ რა სხვა ისტორია გეგი? და დღეს აღარ დადებ?

ოოო, ის სულ ამათ ძველ ტრადიციებზე, მითებზე ლეგენდებზე და ერთ ამბებზეა, ასეთი დიალოგებით სულ და უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობ და კი არ მიყვარს ქება, მაგრამ კარგი გამოდის.

ძალიან კარგია, აქ დადებ მერე? და დღეს დადებ გეგი თუ შევეშვა თავის ტანჯვას და დავიძინო? :დდ,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent