დრო {9}
არ ვიცი როგორი გამოვიდა... იმედია მოგეწონებათ. ........... -რა გადაწყვიტე? მომყვები პაემანზე თუ არა? -ტელეფონი ჰქონდა ყურზე მიდებული, თან ისე იღიმოდა თითქოს დაინახავდა ლილე. -არა! არ მინდა. -კარგი. -გათიშული ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, მანქანიდან გადავიდა და სახლისკენ დაიძრა. ოდნავ ნერვიულობდა, იცოდა ლილეს მამის გაცნობით დიდ ნაბიჯს დგავდა, მაგრამ დარწმუნებული იყო იმაში რომ ლილე სურდა მთლიანად. კარზე დააკაკუნა და სულ რამდენიმე წამში მაღალმა კაცმა გაუღო სახლის კარი. მაღალი იღო ბერიძე, მაგრამ 1.90 სანდროს ბევრად ჩამორჩებოდა. შავი წარბები ოდნავ შეეკრა, შევერცხლილი თმა მთლიანად გადაეპარსა და ლილეს მსგავსი თვალებით ყურადღებით ათვალიერებდა ფაღავას. -გამარჯობათ. -ხელი გაუწოდა უფროს ბერიძეს. -ალექსანდრე ფაღავა გაწუხებთ. -ირაკლი. -თავისი ხელი შეაგება სანდროსას. -რა გნებავს? -თქვენი ქალიშვილის წასაყვანად მოვედი. -სანდრო?! -კიბეები ჩამოირბინა სახლის ფორმაში გამოწყობილმა. თვალები გაფართოვებოდა და გაოცებული შესცქეროდა კარში მდგომ ფაღავას. -კიდე არ ხარ მზად? -ისე აუთამაშდნენ თვალებში ჭინკები ლილეს იქვე მისი მიხდჩობა მოუნდა. -შეყვარებული გყავს და არ მითხარი მამი?.. შემოდი. -გვერძე გაიწია და სანდრო შიგნით შეატარა. -არ არის შეყვარებული მამა. -ნუ მიტრიალებ თვალებს და წადი გამოიცვალე, რა ფორმაში ხარ. -ისე თქვა შეწინააღმდეგება ვეღარ მოახერხა ლილემ. სწრაფად აბრუნდა უკან და სულ ბურტყუნით ჩაიცვა. ბოლოს სარკის წინ მომზირალს გაეცინა საკუთარ თავს. ვის ატყუებდა? ისე უხაროდა სანდროს იქ ყოფნა ერთი სული ჰქონდა როდის გავიდოდნენ სახლიდან. -წავედით? -მამამისთან ლაპარაკში გართულ სანდროს შეხედა მომღიმარმა. -ჰო. -ფეხზე წამოდგა ფაღავა და ირაკლიც მიჰყვა. -გამიხარდა თქვენი გაცნობა. სახლში თორმეტამდე მოვიყვან. -კარგი. -მომღიმარმა გააყოლა თვალი მანქანისკენ წასულებს, ბოლოს კი სახლში შებრუნდა. -ვერ ხარ შენ ხო? -ნუ იქცევი ისე თითქოს არ გიხაროდეს. -რა უნდა მიხაროდეს? -რა გჭირს შენ? რაღაც ამწარებული ხარ და ვგონებ დატკბობა გჭირდება. -სად მივდივართ? -კინოში. -სერიოზულად? -სადღაც რესტორანში ვერ დაგსვავ, არ მევასება ეგეთი რაღაცეები. -რას ვუყურებთ? -ჩაიღიმა, მოეწონა კიდეც არჩევანი. -არ ვიცი, მივიდეთ და ვნახოთ, მერე მომშივდება და სადმე დავსხდეთ. იმედია ჩვეულებრივი გოგოსავით არ მოიქცევი და არ დამიწყებ იქ პრანჭვებს და სალათების ჭამას. -სალათებს რას უწუნებ? -სალათას გააჩნია, ის ცარიელი ფითლები რაარის? -შენთან ერთად მწვადი მაქვს ნაჭამი და ხინკალი, წვენი რომ გასდიოდა და რისი უნდა შემრცხვეს. -ჰო ეგეც მართალია.. ნუ ეხლა მთლად ეგრე ნუ შეჭამ სირცხვილია. -სერიოზულად თქვა, შემდეგ სიცილი აუტყდა ლილეს შეკრულ წარბებზე. კინოს ყურების შემდეგ მაკდონალდსში შეიყვანა ლილე. ბევრი ბურგერები იყიდა და მეორე სართულზე მყუდრო ადგილას დაჯდა. მომღიმარი უყურებდა ლილე ჭამაში გართულს, მის საუბარს უსმენდა და თავს ვერ იკავებდა რომ არ გასცინებოდა. ნამდვილად არ ეგონა დღეს ასე თუ გაატარებდნენ, მაგრამ მაკდონალდსში ჯდომა ნამდვილად ერჩივნა რომელიმე რესტორანში შესვლას. უფრო და უფრო მოსწონდა, სანდროს ყველა ხასიათზე გიჟდებოდა. -რატომ მიყურებ ეგრე? -ჰამბურგერი დადო და მომღიმარ ლილეს გაუსწორა თვალი. -მაოცებ. -არ შეიძლება ჰამბურგერები მიყვარდეს? -პირიქით… მიხარია რომ გიყვარს, ისიც მიხარია სადღაც რესტორანში რომ არ წამათრიე და აქ მომიყვანე. -თავისი ბურგერი აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა. -მეც მიყვარს, სხვათაშორის შენზე მეტად. -ხედავ? კიდევ ერთი საერთო ვიპოვნეთ. -როგორ ხარ ასეთი? -როგორი? -სულ მხიარული… -და სერიოზულობა რას მომიტანს? დასტოინი სახით მოძრაობას მირჩევნია ის ვიყო ვინც ვარ. არის მომენტები როცა უბრალოდ ხასიათზე არ ვარ, ნუ ეგ ათაში ერთხელ. -ისევ გაიცინა, ისევ მოახერხა საუბრის დროს ლილეს გაცინება. -როცა საქმეს ჭირდება სერიოზულიც ვარ და ცუდი ძიაც, მაგრამ ხომ გაგიგია სიცილი წლებს მატებსო? ყველაფერს ოპტიმისტით უნდა შეხვდე და შეხედო, არ არსებობს მოუგვარებელი საქმე, მთავარი მონდომებაა… არც რამეზე ცრემლების ღვრა ღირს, მითუმეტეს ვინმეს გამო. იციდე არასდროს… არასდროს იტირო იმ ადამიანის გამო ვინც არ გაფასებს, სულ რომ მიგატოვონ მაინც არ მისცე ცრემლებს თვალის ჯებირები გადმოლახონ. შენი ცრემლები არ მინახავს და არც მინდა ოდესმე ვნახო, არასდროს დამანახო თორემ შემიყვარდება... ისე ერთ საიდუმლოს გაგიმხელ… მოიწიე. -თითებით ანიშნა მისკენ გადახრილიყო. ძალიან ახლოს მისწია სახე ლილეს სახესთა, სუნთქვა შეკრულ ქალს სულ აურია გონება თავისი ბწყინავი ცისფერებით. სანდროსაც დაავიწყდა რა უნდა ეთქავა, აზრები აქეთ-იქით მიმოეფანტა ლილეს გაღებული ბაგეების დანახვისას. სხვა არაფერზე უფიქრია ისე მისწვდა და წამებში მიისაკუთრა ოდნავ შეღებილი ბაგეები. მალევე მოშორდა, ჩაახველა და თავის სკამზე გასწორდა. გაიღიმა ლილეს აწითლებულ ლოყებზე, გაუაზრებლად ტუჩზე იკბინა, შემდეგ კოკაკოლის ჭიქას დაავლო ხელი, საწრუპი ტუჩებს შორის მოიქცია და ირგვლივ მიმოიხედა. ჯერ ისევ გრძნობდა ჟრუანტელს, კეფიდან ხერხემალში რომ დაუარა მუცლის გავლით და ფეხებამდე ჩავიდა. კოკაკოლის ცივი ჭიქა სახეზე მიიდო და სანდროს სიცილზე თვითონაც გაეცინა. -მიგიხვდი ალექსანდრე. -ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა. -რას პატარავ? -სახეს ნიღბავ, ეს სიცილი, პოზიტიური განწყობა… ეს ყველაფერი ნიღაბია, რომელიც დიდი ხნის წინ მოირგე და შენც კი აღარ გახსოვს. -საიდან დაასკვენი. -ჩაიცინა და ჭამა განაგრძო.-ჭამე ეგ. -თითით ანიშნა ბურგერზე. ცოტა ხანს მდუმარედ შესცქეროდა სანდროს, აკვირდებოდა მის ქცევებ, საეჭვოს მართლა ვერაფერს ხედავდა, მაგრამ გული უგრძნობდა რაღაც ისე ვერ იყო. -რა საიდუმლო უნდა გაგენდო? -აღარ მახსოვს. -მხრები აიჩეჩა, შემდეგ ის მზერა ვეღარ დააიგნორა ამდენი ხნის მანძილზე რომ აწუხებდა, ფანჯრისკენ გაიხედა და ნაცნობი ქალი შერჩა ხელში. ცოტა ხანს მიშტერებული უყურებდა, ვერ იჯერებდა რომ მართლა სესილია იჯდა მის წინ. ქალი რომელთანაც უამრავი მოგონება აკავშირებდა. -სესილია… -ყურებამდე გაიღიმა, ფეხზე წამომდგარმა ხელი მოკიდა ქალს და სხეულზე აიკრა. ნაცნობ სურნელზე ჩაეღიმა, წლები იყო მას შემდეგ გასული რაც ბოლოს ნახა, მაგრამ მაინც ის სურნელი შერჩენოდა. -აქ რა გინდა პატარავ. -მისი სახე მოიქცია ხელებში და მწვანე ბჭყვიალა თვალებში ჩახედა. -ჩემმა ბიჭმა მთხოვა და წამოვიყვანე. -თავით ანიშნა სკამზე მჯდომი ბავშვისკენ, წარბშეკრული რომ აკვირდებოდა უფროს ბიძიას. -შვილი გყავს? -გაოცებულმა შეხედა ბავშვს. -ჰო… -გამარჯობა პატარა კაცი. -ხელი გაუწოდა ბავშვს, იმანაც ყოყმანით ჩამოართვა. -რა გქვია? -დემეტრე. შენ? -სანდრო. -სანდრო ძია ჩემი მეგობარია დე, ნუ ებღბირები. -გათხოვდი სესა? -ხუთი წლის წინ… ღმერთო არ მჯერა რომ გნახე, რამდენი ხანია გიყურებ და ბოლომდე მაინც ვერ დავრწმუნდი შენ იყავი თუ არა… შეცვლილი ხარ. -რამდენი წელი გავიდა? რვა? -ჰო… ეს გოგო ვინაა? -ჩუმად გააპარა თვალი სავარძელში მჯომი ლილესკენ, ყურადღებით რომ აკვირდებოდა წყვილს. -ჰო მართლა… მოდი გადმოჯექი ჩვენთან და გაგაცნობ. -არა იყოს, მაინც მალე უნდა წავიდეთ, შეჭამა უკვე თითქმის. -კარგი… ლილ გაიცანი ჩემი ძველი სიყვარული სესილია. -გატყუებს, არ ვუყვარდი. -ნუ ატ.რაკებ. -სიცილით დაუქნია თითი. -ეს ლილეა. -სასიამოვნოა. -ყურებამდე გაიღიმა. -ჩემთვისაც. -ისე ლაღად იღიმოდა გოგო ვერც ეჭვიანობა და ვერც გაბრაზება ვერ მოასწრო. ნათელი იყო ამ ორს შორის ყველაფერი დამთავებულიყო, მხოლოდ ძველი ახლობლებივით უხაროდათ ერთმანეთის ნახვა. იმანაც დაამშვიდა რომ გოგო გათხოვილი აღმოჩნდა და სანდროს ეს გამოხტომა შორს მოისროლა. -მოვრჩი დე. -სკამიდან წამომხტარმა ხელი ჩაკიდა სესილიას და სამივეს ყურადღებაც მიიქცია. -სანდრო რატომ არ დაარქვი? ხომ მითხარი დავარქმევო? -მეორე ბიჭი თუ მეყოლება დავარქმევ და მოგანათლინებ. -სიტყვაზე გიჭერ. -კარგი… წავედი მე, გამიხარდა შენი ნახვა. -მეც… -ხელები მოხვია კიდევ ერთხელ, ლოყაზე აკოცა და თვალი გააყოლა გასასვლელისკენ წასულს. შემდეგ თავის ადგილს დაუბრუნდა. -ისევ გაოცებ ხო? -სიცილით ჩაილაპარაკა, თან თვალი გაუსწორა ხელის გულებში სახე ჩარგულ ბერიძეს. -მართლა გიყვარდა? -ნწ… პროსტა თავს კომფორტულად ვგრძნობდი სესასთან. მომწონდა, თან ძალიან, ჩემი მეგობარიც იყო და იმიტომ გამიხარდა მისი ნახვა… მოწევა მინდა. -აივანზე გავიდეთ? -წამო ჰო რა. -აივნის კარი გაუღო და პირველი ლილე გაატარა. შემდეგ სიცივისგან მოიბუზა, სიგარეტს მოუკიდა და იდაყვებით მოაჯირს დაეყრდნო. -რამდენი ხანი იყავით ერთად? -თვალს ვერ აშორებდა ფაღავას პროფილს, ანთებული ღერი გრძელ თითებს შორის მოხდენილად მოექცია და ნელა ეწეოდა. -3 წელი. -თვალებ მოჭუტულმა გამოხედა მომღიმარ ლილეს. -რატომ დაშორდით? -გავუშვი უბრალოდ, 20 წლისები ვიყავით, შემეძლო ისევ სესილისთან ვყოფილიყავი, მაგრამ იმისთვის გავუშვი რაც ახლა აქვს. ორივემ ვიცოდით რომ მომავალი არ გვექნებოდა, სესას პატივს ვცემ და ასე იქნება ყოველთვის, არ აქვს მნიშვნელობა რა ურთიერთობა გვქონდა. არ ყოფილა ქაჯი შეყვარებული და როცა მჭირდებოდა ყოველთვის ჩემთან იყო. ასე რომ, სესა არასდროს იქნება რიგითი ქალი, რომელიც აქამდე მყოლია. -არ მესმის მე ასეთი ქალების, მე ვერასდროს ვიქნები იმასთან ვისაც არ ვეყვარები, თან ეს მშვენივრად მეცოდინება. -მაგიტომ მევასები შენ და არა სხვა. -კეფაზე მოკიდა ხელი და ტუჩები დაუკოცნა. თვითონაც დაეხორკლა კანი, თვითონაც იგრძნო ჟრუანტელი და გული აუჩქარდა. -საიდუმლოს გაგიმხელ. -ლილეს ყურათან დაიჩურჩულა, თმა ყურზე გადაუწია და იქვე მიეფერა. -ჩემთვის გული არავის აუჩქარევია შენ გარდა. -იქვე აკოცა, უცებ გასწორდა და ბწყინავ თვალებში ჩახედა. ცხვირზე ჩამოკრა თითი, შემდეგ მოწევა განაგრძო უდარდელად. არაფერი უთქვამს ლილეს, უბრალოდ მისკენ მიიწია და ამდენი ხნის მანძილზე რაც უნდოდა ის გააკეთა. ხელები მოხვია წელზე, თან თითის წვერებზე აწეულმა მფეთქავ არტერიაზე აკოცა ყელში. ჩაეღიმა სანდროს დაბურძგლულ კანზე, ყბის ძვალზეც მიაკრო ტუჩები, შემდეგ სახე მხართან მიადო. ზევიდან დახედა ფაღავამ, შუბლზე აკოცა და ისევ განათებულ ქალაქს გახედა. -წავიდეთ? -ლოყაზე მიეფერა გატრუნულს. -ჰო. -მაშინვე მოშორდა და შესასვლელისკენ დაიძრა. -ჯანდაბა. -რა ხდება? -ჩაიაღიმა მათკენ მომზირალი გოგოები რომ შენიშნა. -ჩემი ძველი კლასელები არიან, ჭირიკნები… მაკდონალდს დღემდე ვერ გასცდნენ. -მაკდონალდს შეეშვი, ნუ მიმცირებ… ეგ გოგოები კიდე დაი.კიდე… მგონი შეუხედავი არ ვარ ჩემთან ერთად ყოფნა რომ გიტყდებოდეს. -ეგ რა შუაშია? -აბა მამაშენმა იცის და სხვა დანარჩენი რას იტყვის არ გკი.დია? პირიქით, ეგონოთ რომ შეყვარებული გყავს, ნაკლები საფიქრალი მექნება. -ძმა მყავს, თან რანაირი იცი? ავადმყოფია მგონი, ზოგჯერ მინდა მოვკლა, ერთხელ მართლა მოვკლავ. -რატო, გიჭედავს? ჩვიდმეტი წლის ბიჭი? -მიყვარს უბრალოდ. -ეგ იმ ტიპებზე ჭედავს ვინც უტრა.კოა და თვითონ უტრა.კებს, მე ვგავარ უტრა.კოს? -სიცილით დახედა ზევიდან. -ლილეე როგორ ხარ? -კარგად… თქვენ როგორ ხართ? -როგორც ყოველთვის. -სიცილით თქვა ერთერთმა და სანდრო დაკვირვებით შეათვალიერა. -პრივეტ გოგოებო… ალექსანდრე. -ხელი ჩამოართვა ორივეს და თავისი მომხიბვლელი ღიმილით ლამის ორივე იქვე ჩამოადნო. სიცილი ძლივს შეიკავა მათ სახეებზე, შემდეგ ლილეს მოხვია ხელი წელზე. -შეყვარებული თუ გყავდა არ ვიცოდით. -წარბაწეულმა გადახედა ლილეს ერთერთმა. -არ ვასაჯაროვებთ ჯერჯერობით ლამაზებო, ხომ იცით ბევრი შურიანი თვალია… თქვენც თუ საიდუმლოდ შეგვინახავთ მადლობელი ვიქნები. -კი რა პრობლემაა, არც ვაპირებდი ვინმესთვის თქმას. -მაშინვე შეიცხადა ქერამ, ლილეს კი ჩაეცინა. -წავედით ჩვენ, ნახვამდის. -აღარც შეუხედავს ბერიძეს იმათთვის, ხელი ჩაკიდა სანდროს და იქაურობას გაეცალა. -კაი რას იგრუზები, გვნახეს გვნახეს, მერე რა? -რა დროს შეყვარებულობა და დამალვებია სანდრო. -აუ სერიოზულად ჭედაავ? -სიცილით დახედა თავისზე დაბალს. -ჩემი შეყვარებული რომ იყო რა? -არ ვარ. -ხოდა ამ წუთიდან იქნები. მუხლზე დაგიჩოქო და ისე გთხოვო თუ საჭირო არაა? -საჭირო არაა. -მაინც მოახერხა ლილეს გაცინება, შემდეგ მომღიმარს ტუჩებზე დაეტაკა. -აჰა, დავადასტურე. -გიჟი ხარ! -ეგ კარგია პატარავ… -მანქანის კარი გაუღო თავის დაკვრით, შემდეგ თავისი ადგილი დაიკავა და მანქანაც დაძრა. -თერთმეტი დაიწყო… მიგიყვანო სახლში? -როგორც გინდა. -მიგიყვან თორე მამა ირაკლი დამჭრის… ისე შენს ძმას რა ქვია? -გაბრიელი. -ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. უბრალოდ არ შეეძლო სანდროსთან ერთად სერიოზული სახის მიღება, უაზროდ ეცინებოდა, ყველა კომპლიმენტზე გული უჩქარდებოდა, თან საკუთარ თავს დასცინოდა. ახლა რა ხდებოდა? ახლა უკვე ფაღავას შეყვარებული იყო, ბიჭის რომელსაც წესიერად არ იცნობდა, მაგრამ იმხელა ნდობას და მიზიდულობას გრძნობდა აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. -მოგიყვანეთ როგორც შეგპირდით. -კარებთან მდგომ ირაკლის გადაულოცა ლილე, შემდეგ საგარეო სამოსში გამოწყობილ ბიჭს მოჰკრა თვალი წარბშეკრული რომ მიიწევდა მისკენ. -გამარჯობა. -ერთი შეათვალიერა ფაღავა, შემდეგ ხელი გაუწოდა. -გაბრიელი. -სანდრო. -შეიძლება ცალკე დაგელაპარაკო? -ვაიმე გაბრიელ… -თვალები აატრიალა ლილემ. -შედი გაცივდები. -შუბლზე აკოცა ბერიძეს, თვალი ჩაუკრა და მანქანისკენ დაიძრა, თან გაბრიელს ანიშნა ხელით წამომყევიო. როგორც კი ავტომობილში ჩასხდნენ მაშინვე მოსწყდა ადგილს. -სად მივდივართ? -სადმე ბარში დავსხდეთ, მანქანაში საქმეების გარჩევისთვის ზედმეტად დიდი ვარ. -ჩემს დაკერვას ცდილობ? -ცინიკურად ჩაიცინა პატარა ბერიძემ და სანდრომ სიცილი ძლივს შეიკავა. ახალისებდა ეს პტარა ბიჭი, იმაზეც ეცინებოდა რომ 17 წლის ბავშვისთვის უნდა აეხსნა სიტუაცია, მაგრამ ლილეს ვერ გადააბიჯებდა. -მეტყობა რომ კაცები მომწონს? -წარბაწეულმა გადახედა ბიჭს, შემდეგ ფაღავას ტელეფონი ამღერდა და კატოს სურათის დანახვაზე გაეღიმა. არც გაბრიელის გაფართოვებული თვალები გამოპარვია. -ვუპასუხებ. -პოლიცია დგას. -თავით ანიშნა გვერძე ამომდგარი მანქანისკენ. -შენ დაიჭირე და სპიკერზე ჩართე. -კარგი. -სურათს დააკვირდა, ენა გამოყოფილი დაღღანული კატოს სურათი ეყენა, ზედ კი კატუში ეწერა. სენსორს თითი გადაუსვა, სპიკერზე ჩართო და მაშინვე გაისმა კატოს წკრიალა ხმა. -სანდრო ძიაა... როგორ ხარ?! -კატუშ… შენ როგორ ხარ პატარავ? -კარგად… რას შვრები საით ხარ? გცალია? -ჯერ არა, მაგრამ ცოტახანში შენთვის მოვიცლი, რა ხდება? -არაფერი, მომენატრე უბრალოდ, რანაირი ძია ხარ, აღარ გახსოვარ. -აუ პატარავ ეს კვირა ცუდად ვიყავი, მაპატიე. -რატო რა გჭირდა? -მერე მოგიყვები. -ლილე ნახე? -ვნახე ხო, წეღან მივიყვანე სახლში. -მართლაა? ვერ გამომიარე მერე? -რამდენი წლის ხარ შემახსენე? -კარგი ვხუმრობ… უბრალოდ მეც მინდა ნახვა. -ამ დღეებში განახებ. -დღეს არ მნახავ? -გვიანია, სკოლა არ გაქვს? -კვირაა ხვალ! სულ გამოგაშტერა მგონი ლილემ! -წამსვე აკისკისდა და დაინახა გაბრიელს სუნთქვა როგორ შეეკრა. -მოგხვდება მგონი შენ. ეს პატარა ქალი როგორ გამითამამდა ნახე რა. -გამომივლი? -სად წავიდეთ? -შენ გენდობი, სადმე კარგ ადგილას წამიყვანე იცოდე, მერე სურათებს გადავიღებ, დავდებ და ის რო ნახავს გაჭედავს, მე კიდე ვგიჟდები რომ ეჭვიანობს და ჭედავს, რაღაცნაირი საყვარელია. თან რომ ვეჩხუბები უფრო ნერვები ეშლება. -ის? ვინ ის? -ოო, ხომ მოგიყევი ერთი ბიჭი მომწონსთქო. -ღმერთო ჩემო, ქაჯი ხარ პატარავ, შენ ვინ გაგიძლებს? -ოჰ… მე როგორ ვუძლებ თორე ჩემს გაძლებას რა უნდა, ისედაც ერთს რომ მიღიმის ვდნები, ეგრევე ვჩუმდები და მეტი რაღა უნდა. ხომ იცი რა თბილი და საყვარელი ვარ ძიი… -პატარა მეტიჩარა. -სიცილით თქვა, თან თვალი მომღიმარი გაბრიელისკენ გააპარა. -ღმერთო სულ გამომაშტერა, რეებს ვლაპარაკობ ძიაა, ახლა რომ მისმენდეს ალბათ თავს მოვიკლავდი. -როგორც კი თქვა მაშინვე სანდროს გახედა გაბრიელმა დაჭყეტილი თვალებით. მაშინვე ყველაფერს მიხვდა ფაღავ, თვალი ჩაუკრა ბიჭს და ლაპარაკი განაგრძო. -ხომ არ შეგიყვარდა კატუშ. -მე რეები ვილაპარაკე და შენ რას მეკითხები? შემიყვარდა კიარა მე მოვიტაცებ მგონი. -ნერვები არ მომიშალო ახლა… გათხოვება, ცოლები და ქმრები მინიმუმ ხუთი წელი არ გამაგონოთ… -უფრო გაბრიელის გასაგონად თქვა, ისე უბწყინავდა თვალები თითქმის ყველაფერს ანათებდა. -ნწ… დამელოდება ძი, ხომ იცი ჩემნაირი მეორე არ არსებობს, სად ნახავს ეგ ჩემზე უკეთესს… -დაგელოდება აბა რას იზავს. -არა სუფთა ვირია, მაგას ცოლად არ გავყვები… აი გეგას გაგაცნობ მერე, მოგეწონება. -მოვკლავ ამას. -ხმა გამოურთო და ისე გახედა მომღიმარ ფაღავას. -და იმ გეგასაც ზედ მივაყოლე. -კაი რა გჭირს, აღიარა რომ უყვარხარ და მეტი რაღა ქნას. -მგონი გრძნობს აქ რომ ვარ და ძალით იძახის. -ალოო, აქ ხარ? -ჰო, წავედი კატუშ და ნახევარ საათში გამოგივლი. მამაშენმა იცის ხო? -არა, მოხვალ შენ და ეტყვი მიმყავსო. -რატომ გაგიცანი საერთოდ -პაკაა. -გიჟო. -ტელეფონი გათიშა და იქვე მიაგდო. -აბა? საიდან, როგორ და რატომ იცნობ კატოს? -ისე დაუსერიოზულდა ხმა გაკვირვებულმა შეხედა ბერიძემ. -მე ჩემ დაზე სალაპარაკოდ გამოგყევი. -კარგი ეხლაა… გაჩერდი. -ხელი აიქნია. -შენი და 25 წლის ქალია, დამოუკიდებელი, მაგრამ ცოტა კომპლექსა. მესმის და ვხედავ რომ ცდილობ იყო ძმა… ბაზარიარაა ვიღაც სი.რები უნდა მოაშორო მაგრამ ვგავარ სიი.რს? ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ლილე ლილეა და სხვებს არ გავს. არ გაუშლის ფეხებს ნებისმიერს, მათ შორის არც მე… და საერთოდ ლილესთან იმიტომ ვარ რომ მაგის გარეშე ვერ ვძლებ, ერთ დღეში გამომა.ლევა და აჰა შედეგიც. თუ იმაზე ბაზარი უნდა დამიწყო, ჩემ დას გული არ ატკინო და მსგავსი სი.ობები ვაბშე პრიჩოომ. სიფათზე გეტყობა რა როჟაც ხარ და ახლანდელ გამო.ირებულ ახალგაზრდებს არ გავხარ. ლილე დიდია, მაგრამ კატო პატარა… თან ძალიან პატარა. თხუთმეტი წლის ბავშვია, რომელსაც მომავალი აქვს წინ, მე ვაბშე არ მეხება მაგის ურთიერთობები და სიყვარულის ამბები, იმიტო რო ბიძამისის ძმაკაცი ვარ და პირველ რიგში ეგ საქმე თავის ძმასთან უნდა გაარკვიო. მე უბრალოდ როგორც ახლობელი, მაგრად მოგდებ რამე ზედმეტი რომ მიქარო. გიყვარს? მაშინ დაელოდე სანამ არ ჩამოყალიბდება, გენდომება ისევ კატო? თუ სხვა ვინმე მოგინდება. ვერავინ წაგართმევს, თუ ისე მოიქცევი როგორც საჭიროა კატო ვაბშე ვერავის დაინახავს შენს გარდა, დაოჯახება და ბავშვები მერეც იქნება. ჯერ ჩვიდმეტის ხარ, რომ გგონია ყველაფერი გაქვს ნანახი ამ დროს არაფერიც არ გაქვს. ჯერ უნივერსიტეტის პერიოდი გაიარე, შეირგე ცხოვრება და მერე სულ შენი იყოს კატო, არსად გაგექცევა. გაიგე ყველაფერი? თუ რამე გაინტერესებს მკითხე. -რამდენი წლის ხარ. -28. -ანუ მისიძდები? -შენი აზრით ლილეს ვინმეს დავუთმობ? ტყუილად მალპარაკე ამდენი? -თავი გააქნია სიცილით. -კატოთან უნდა წახვიდე? -ჰო აბა, არ იცი რა გიჟია? -უფრო დიდი ხანია ვიცნობ ვიდრე შენ. -სამაგიეროდ მე უკეთ გავიცანი ერთ დღეში. ნუ იქნები ეგეთი ვირი, როგორც კატომ თქვა. მოეფერე ცოტა, ყველაზე მეტა სითბოს გრძნობა უყვარს საყვარელი ადამიანებისგან, ხომ ხედავ დნება გოგო რომ უღიმი. მართლა არა ნორმალურია, შენც მაგარი შერეკილი ჩანხარ და ერთმანეთს ეჯიბრებით მგონი. -სახლში დამტოვე რა. -სულ კატოს სიტყვები უტრიალებდა გონებაში და ინსტიკტურად ეღიმებოდა. ***** ორი კვირა იყო გასული მას შემდეგ რაც ლილე ბოლოს ნახა. ვეღარ იცლიდა, მთელ დროს ლუკასთან ატარებდა, გიგანთან გადაცხოვრდა და მეთელი დღე საქმეებზე დარბოდნენ. ელი ჰყავდათ მხოლოდ, ვინც ორივეს უხსნიდა დაღლილობას თავისი ტიტინით. მხოლოდ ღამე ესაუბრებოდა ლილეს, მერე თავის თავზე იცინოდა. შენ დაგემსგავსეო ლუკას ეუბნებოდა და ბოლოს ლაპარაკის დროს ეძინებიდა. ერთი დღე გამოუჩნდა თავისუფალი და კარგად გამოძინების შემდეგ ლილესთან წასვლა გადაწყვიტა, თან წინასწარ გააფრთხილა მზად დამხვდიო. შემდეგ კი უცხო ნომერმა დაურეკა და ახალი ამბისგან შოკირებულმა ლამის ავარია მოახდინა. გამაყრუებელი პიპინით ჩაუარა შავმმა მანქანამ და სანდროც აზრზე მოიყვანა. საერთოდ გადაავიწყდა ლილე, გაზის პედალს ფეხი დააჭირა და მთელი სისწრაფით განაგრძო გზას. გაუაზრებლად უვლიდა მანქანებს გვერდს, პიპინს აიგნორებდა, ტვინი სულ გათიშვოდა და აღარავინ აინტერესებდა. საავადმყოფოში გიჟივით შევარდა, ირგვლივ მიმოიხედა და ბოლოს მიმღებთან მივიდა. -ლუკა გიგანი მოიყვანეს ნახევარი საათის წინ… სად არის? -ერთი წუთი დამელოდეთ. -კომპიუტერში რაღაცას ყურადღებით უყურებდა თეთრ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგო, შემდეგ ანერვიულებულ ფაღავას შეხედა. -საოპერაციოში შეიყვანეს. -რა… -ყელი გაუშრა, მთლიანად გაიყინა. უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, დეჟავუ ჰქონდა ძალიან მძაფრი. -გადაუდებელი ოპერაცია იყო საჭირო. -ისევ განაგრძობდა ლაპრაკს გოგო, მაგრამ სანდროს აღარაფერი ესმოდა. ვინ და როგორ მიიყვანა საოპერაციომდე არ ახსოვდა, მხოლოდ შემდეგ მოეგო გონს ტელეფონზე მარიამმა რომ დარეკა. არ უპასუხა, ახლა ნამდვილად ვერ დაელაპარაკებოდა, მითუმეტეს თვითონაც არაფერი იცოდა. შემდეგ შეტყობინება მიიღო “მიპასუხე თორემ რომ გნახავ ჩემი ხელით მიგახრჩობ!” -როგოც კი წაიკითხა ისევ გამოჩნდა მარიამის სახე ეკრანზე და სანდრომაც ყოყმანით გადაატარა თითი სენსორს. -რა სახე გაქვს? ლუკა სადაა, ნახევარი საათია ვურეკავ, არ გადის და ცოტახანში გავაფრენ! -რა განერვიულებს მარიამ? ელი წაიყვანა ბაღში, შეიძლება არ სცალია და... -სავადმყოფოში რა გინდა? რატომ მატყუებ?! სანდრო გავგიჟდები! ამოიღე ხმა! -შეშლილივით აყრიდა სიტყვებს ერთმანეთს, გული აჩქარებული ჰქონდა ამ დროის მანძილზე, ხვდებოდა რომ რაღაც ისე ვერ იყო და ერთ ადგილას ვეღარ ისვენებდა. -საიდან მოიტანე რომ სავადმყოფოში ვარ? -კედლებს ვცნობ იდიოტო! სად არის ლუკა! -ბოლო წინადადება დამარცვლა და სახეზე დააკვირდა ფერ წასულ ფაღავას. -კარგი ხოო… კიბეზე დაგორდა, ფეხი მოიტეხა და ცოტახანი ვეღარ შეძლებს შენს ნახვას. -სანდრო მოგკლავ! ბოლოჯერ გეკითხები, რა სჭირს ლუკა?! -არ ვიცი მარიამ. -ხმა ჩაუწყდა ფაღავას. -სანდრო… -მაშინვე პირზე აიფარა ხელი და ცრემლები გადმოსცვივდა. -აუ არ იტირო რა მარო, ავარიაში მოყვა უბრალოდ, კარგად იქნება ხომ იცი? -ვის აწყნარებ სანდრო? რას გავხარ იციი? -ახლა მოვედი, ნახევარი საათია რაც საოპერაციოში შეიყვანეს, არავისთვის დამირეკავს ჯერ, შენ დარეკე პირველმა, გულმა გიგრძნო აშკარად. -საოპერაციოშიაო რომ თქვა სულ გადაირია მარიამი, სწრაფად გაუთიშა ტელეფონი და საძინებელში შევარდა. აღუწერელ შიშს და ამ შიშისგან გამოწვეულ ტკივილს გრძნობდა. ლუკას დაკარგვის ეშინოდა, ეშინოდა რამე არ მოსვლოდა რადგან თვითონაც ვეღარ გააგრძელებდა ცხოვრებას. ჯერ ისედაც სულ ნერვებზე იჯდა ქმარ შვილი კილომეტრებით შორს რომ ჰყავდა, ახლა კი ლუკა რომ არ ენახა მოკვდებოდა. ერთი წუთითაც არ უფიქრია ისე მოემზადა, ბარათზე დარიცხული თანხა შეამოწმა, შემდეგ ბილეთი იყიდა და აეროპორტში წავიდა. აჩქარებულ გულს ვერაფრით აწყნარებდა, თვითმფრინავში მჯდომი ცრემლებს ვერ იკაბევდა, ფანჯარაში იყურებოდა და ცდილობდა არავის შეემჩნია. არსად დაურეკავს, არავის შეხმიანებია, სულ რომ სამსახურიდან გამოეგდოთ არ აინტერესებდა. ლუკა იყო იმ წუთას მთავარი, მხოლოდ ის და ვერ მოისვენებდა სანამ ფხიზელს არ ნახავდა, სანამ არ დაელაპარაკებოდა და მის სურნელს არ შეიგრძნობდა. პირდაპირი რეისით ჩაფრინდა თბილისში, ჩანთაში შენახული ძველი კარტა ტელეფონში ჩადო. როგორც კი ინტერნეტი ჩაირთო სანდროს უამრავი ნარეკი დახვდა, ცალკე საბას და ნინასი. ტანსაცმელიც კი არ წამოუღია არაფერი, სახლში ისევ ეგულებოდა ძველი ნივთები, თუარადა ყიდვას რა უნდოდა, მაგრამ ვის ჰქონდა შოპინგის ნერვები. მაშინვე შეეჩეხნენ ტაქსის მძღოლები აეროპორტიდან გასულს, ერთ-ერთს ჩაუჯდა მანქანაში და საავადმყოფოს მისამართი უკარნახა, რომელიც შემთხვევით წამოსცდა სანდროს. ადგილზე მისული გიჟივით გადავიდა მანქანიდან და პირდაპირ საავადმყოფოში შეაჭრა. როგორც კი იქ მდგომმა გოგომ დაინახა სახე წაშლილი ქალი კითხვის დასმა არ დააცადა ისე მიუთითა საით უნდა წასულიყო. -მარიამ? -ყველა გაოცებული უყურებდა დერეფანში მომავალ ქალს, არავისთვის მიუქცევია ყურადღება ისე მოეხვია ფეხზე მდგომ სანდროს, ისევ ვერ შეიკავა თავი და ატირდა. -მარ… დაწყნარდი… -სად არის? როგორ არის? -სახეზე აიფარა ორივე ხელი, გულში რაღაც მტკივნეულად სჩხვლეტდა და მხრებში გასწორების საშვალებას არ აძლევდა. -გამოიყვანეს, კარგად არის გეფიცები… მომხედე, ნუ ტირი რა… -არ მატყუებ? -არა, ელის გეფიცები. დიდიხანია უკვე ოპერაცია დამთავრდა, პალატაში გადაიყვანეს და ველოდებით გონზე როდის მოვა. -მკერდზე ჰქონდა მარიამის სახე მიდებული და თავზე ეფერებოდა. თითქოს თვითონაც დამშვიდდა ეს სიტყვები რომ თქვა. -არ იცით რა მოხდა ხო? -არა… მარტო ის გავიგეთ რომ გვერდიდან შეეჯახა ვიღაც და იქიდან მოტყდა. -ნაბი*ვარი! -მომხედე… შეიმშრალე ცრემლები ვსო, აღაფერია საშიში. -თვითონ მოსწმინდა წვეთები სახიდან, შუბლზე აკოცა და თავით იქ მყოფ საზოგადოებაზე ანიშნა. ყველას გადაეხვია მარიამი, ლალის როგორც კი მიუახლოვდა წამსვე მოხვია ხელები ქალმა და გულში ჩაიკრა. -პასუხს მოვთხოვ შენი ნერვიულობისთვის ლალი. -ლოყაზე აკოცა ატირებულ ქალს. -კარგად იყოს და რას დავეძებ. -კარგად იქნება. -ბოლოს ნატალის მიადგა, თბილად გაუღიმა და როგორც სხვები ისიც ისე მოიკითხა. -გამიხარდა შენი ნახვა, ყველაფერი მომიყვა ლუკამ… ვიციდი რომ დაბრუნდებოდი… სულ ცოტა დრო მიეცი და დამიჯერე ისევ ის ლუკა გახდება. -უფრო ჭკვიანი და კარგი ყოფილხარ ვიდრე მეგონე. -ეს შენი შვილია? კატო ხომ? -გაიღიმა და გვერძე მდგომ გოგოს შეხედა, ვინ იცის რა ფასად უჯდებოდა იმ სიმშვიდის შეკავება. როგორ უნდოდა უბრალოდ ყველას მოშორებოდა, ლუკასთან შესულიყო, მოხვეოდა და მის სურნელში გახვეულს გონება გაეთიშა. -გამარჯობა. -ცრემლიანი თვალები შეანათა მარიამს. -ბიცო დაგიძახო თუ არა? -როგორც გინდა. -ისევ გაიღიმა, შემდეგ ნუცას მიუჯდა გვერდზე. -როგორ არის პატარა? -კარგად… ისე მიკვირს რომ ჩანოხვედი. -ახლა არა რა ნუცა, წადი სახლში, ცოდო ხარ… საბა! -გისმენ. -წაიყვანე, ფერი არ ადევს სახეზე. -არ მინდა წასვლა. -ბავშვს უნდა… დიდი სტრესი მიიღე და შენი ჯიუტობის დრო არაა. -ძველ პოზიციას უბრუნდები მარიამ? -მე აქ ჩემი ქმრის გამო ვარ… -შენი ქმარი… -არ გინდა ნუცა… არ აქვს მაგას მნიშვნელობა. უბრალოდ წადი და დაისვენე, რომ გაიღვიძებს დაგირეკავთ. -მიხარია რომ აქ ხარ. -იქ ვერ გავჩერდებოდი. -გაიღიმა, ლოყაზე აკოცა ნუცას, შემდეგ ექიმს ელაპრაკა და ლუკასთან შესვლაც მოახერხა. საავადმყოფოს პატარა საწოლზე ამხელა კაცი რომ დაინახა უგონოდ მყოფი გული შეემკუმშა, ზურგზე იწვა მშვიდი სახით. ოდნავ ფერი შესცვლოდა სახეზე და აპარატის დახმარებით სუნთქავდა. ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხა ერთ ადგილზე გაქვავებულმა, იმ სიმშვიდეს რომელიც ითახში იყო გავრცელებული მხოლოდ აპარატის წრიპინი არღვევდა. რამდენი ადამიანი უნახავს ამ მდგომარეობაში, რამდენის ოჯახი დაუმშვიდებია, უთქვია ვხვდები რასაც გრძნობთო, თურმე სულ სხვა ყოფილა საყვარელი ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ხილვა. ყველაზე საშინელი კი ლოდინია, როცა საოპერაციოში შეყავთ თითქოს დრო ნელდება, იწელება და არ იცი გადარჩება თუ არა. შემდეგ ტირი. იწყებ ფიქრს… ნახავ ისევ თუ ვერა, ისევ შეძლებ ჩახუტებას თუ ვეღარ. დრო გადის, ცრემლები შრება, მერე კი წარმოიდგენ ყველა იმ წამს, წუთს თუ საათს რომლის გატარებაც მის გარეშე მოგიწევს. ვეღარასდროს გაიგებ საყვარელ ხმას, ვეღარ შეიგრძნობ სურნელს რომელზეც დამოკიდებული ხარ, ვეღარ შემოგხედავს იმ თავისებური გამოხედვით რომლითაც გიყურებდა, თუნდაც გაბრაზებული, მოსიყვარულე, ეშმაკური თუ ვნებიანი. მათი სიკვდილი ხომ ამიტომ გვტკივა? უბრალოდ მიდიან, ნელნელა ქრებიან, დრო ისევ გადის და შენ აგრძელებ ცხოვრებას. არა იმიტომ რომ გინდა, უბრალოდ ჩნდება მიზეზი რის გამოც ღირს გაგრძელება. ნატრობ სიზმარში ნახო, მაგრამ არ ჩანს… ათაში ერთხელ შემოგივლის, თავს შეგახსენებს და ისევ უჩინარდება. ახლა კი როცა გიგანს უყურებდა, ყველა შესაძლო წამი დაუდგა წინ რომელსაც მის გარეშე გაატარებდა და სუნთქვა შეეკრა. ნელა მიუახლოვდა, იქვე სკამზე ჩამოჯდა და ხელზე აკოცა. ლოყა დაადო ზედ, ცოტა ხანს ერთ ადგილს მიშტერებოდა, შედეგ თითების მოძრაიბა იგრძნო და სწრაფად წამოსწია თავი. თვალები სულ ოდნავ დაეშორებინა და მარიამს დაჰყურებდა. -ლუკა! ჩემო სიცოცხლე… -მარიამ… -ძლივს თქვა ერთი სიტყვა, გამშრალი პირი გააწკლაპუნა და თვალები ისევ დახუჭა. -მოვკვდი?.. -ღმერთო მადლობა… მოვალ ახლავე. -ლოყაზე აკოცა და მთავარ ექიმს დაუძახა. რომ გაიგეს გონს მოვიდაო ყველამ ამოისუნთქა, იქ ისხდნენ მაინც და წასვლას არ აპირებდნენ. ისევ მარიამი შევიდა პირველი, საწოლთან ახლოს მისწია სავარძელი, ისევ ხელებში მოიქცია ლუკას მტევანი და თითები დაუკოცნა. -ჩემო პატარა… -ნუ ლაპარაკობ. -ლუკას ხელის გული მიიდო სახეზე, ჩაეღიმა გიგანს, შემდეგ ცრემლის წვეთი იგრძნო კანზე და გაჭირვებით გადაატრიალა თავი მარიამისკენ. -მოდი აქ… მაკოცე… თორემ მგონია მელანდები, მარიამ. -ათრთოლებული ტუჩები ენის წვერით დაისველა. სუსტად გრძნობდა თავს, თითქოს ყველა კუნთი გათიშულიყო და მოძრაობის თავი არ ჰქონდა. -აქ ვარ… შენთან ვარ… -ლუკას სახე ხელებში მოიქცია, ნაზად შეეხო ტუჩებზე და ისევ გადმოსცვივდა ცრემლები. შუბლით შუბლზე დაეყრდნო, თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, თან ამოისტრუტუნა. -ღმერთო… შენ რომ რამე მოგსვლოდა... -შჩჩ ნუ ტირი. -ძლივს გაამოძრავა ხელი, ცრემლი შეუმშრალ, შემდეგ უძლურობის გამო ისევ საწოლზე დააბრუნა. -უნდა წავიდე… არ შეიძება ჯერ აქ ყოფნა… ლალის უნდა შენი ნახვა, თან ბავშვიც არ მინახავს. -არ წახვიდე… -მოვალ მალე, დაიძინე, გამაყუჩებელი გაგიკეთეს და მაინც დაგეძინება. რომ გაიღვიძებ აქ ვიქნები გპირდბი. -მარიამ… -უკვე ძილბურანში მყოფმა თქვა, თვალები ეხუჭებოდა და თავს ძლივს აკონტროლებდა. -გისმენ. -მიყვარხარ… -როგორც კი თქვა მწვანეები მიენაბა და ღრმა ძილში გადაეშვა. თვალები მომენტალურად გაუბრწყინდა, ბედნიერი უყურებდა გიგანს და ჯერ კიდევ მისი ნათქვამი სიტყვა უტრიალებდა გონებაში. თავზე გადაუსვა ხელი, შუბლზე აკოცა და პალატიდან გავიდა. -როგორ არის? -მაშინვე მივარდა ლალი, მტევნები დაუკოცნა მარიამს, შემდეგ ქვევიდან ახედა. -გამაყუჩებელი გაუკეთეს და დაეძინა, ჯობია სახლში წახვიდეთ, აზრი არ აქვს აქ ყოფნას, ხვალ მოდით და თუ გინდათ მთელი დღე თავთან ეჯექით, უბრალოდ ახლა წადით, დაისვენეთ. -შენ რას აპირებ მარიამ? -ელის ვნახავ. -ძიძა ყავს ელისაბედს, სახლში ეყოლება. -სანდრო ნომერი არ გაქვს? -კი… ვნახავ ახლავე… აუ გათიშული მაქვს ტელეფონი მარ. -ბავშვის ნახვა მინდა. -თუ სალის? -ძლივს გაეცინა ფაღავას. -მაგასაც ვნახავ რათქმაუნდა. -ლოყაზე აკოცა სანდროს, შემდეგ მის ყურთან დაიჩურჩულა. -წადი შენც, ტყუილად ხარ აქ, მახსოვს გუშინ რომ თქვი ლილეს ვნახავო, კი არ დაგაცადა ჩემმა ქმარმა, მაგრამ წადი ახლა და გამაცანი მერე ის გოგო. -კარგი… არ ინერვიული შენ, კარგად იქნება. -შუბლზე აკოცა, ლუკას სახლის მისამართი უთხრა და საავადმყოფო დატოვა. მალე მარიამიც წავიდა, საერთოდ ვერ გრძნობდა დაღლილობას, თვალებით ანათებდა მონატრებულ ქალაქს ათვალიერებდა. მანქანის გავლაზე ძირს დაყრილი ყვითელი ფოთლები ჰაერში ფრიალებდა, გარეთ ციოდა, ხეები თითქმის ბოლომდე გატიტვლებულიყო და ნელნელა ზამთრის სუსხში იძირებოდა ქალაქი. როგორც კი ლიფტში შევიდა გული აუჩქარდა, თითი მიაჭირა ღილაკს და კარების დახურვის შემდეგ ბოლო სართულზე ავიდა. კარზე დააკაკუნა, შემდეგ კი კარებში გამოჩენილ თვალებ გაფართოვებულ ქალს მიესალმა. -დედაა! -ელისაბედის ხმაზე გული გაუთბა, ინსტიქტურად ჩაიმუხლა და სხეულზე მიკრულ შვილს ხელები ძლიერად მოხვია. -ჩემო პატარა… -როგორც კი მისი სურნელი შეიგრძნო ცრემლები გადმოსცვივდა, ხელში აიყვანა და შიგნით შევიდა. სწრაფად მოიშორა ქურთუკი, შემდეგ კი უფრო კარგად იგრძნო შვილის სითბო. -ჩემო ლამაზო, ჩემო ბედნიერება. -ლოდის ჩამოხვედი, ლატო ალ გვითხაი მე და მამიკოს? -სურპრიზი გაგიკეთეთ დე. -სამაგიელი გადაგვიხადე? ჩვენ ლო გაგიკეთეთ შენც გაგვიკეთე? -ჰო… ღმერთო როგორ მომენატრე. -ისევ გულში ჩაიკრა და თვალები დახუჭა. -ლატო ტილი? -არ ვტირი პატარავ, უბრალოდ ბედნიერების ცრემლებია. -გაიღიმა, ცრემლებიც წამსვე შეიმშრალა და ელისაბედს სახე დაუკოცნა. -მამა ხო ალ ნახე? -ვნახე დედი. -ჩემ გალეშე ლატო ნახეე? -გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა. -სად ალის მამა? თუ ნახე ლატო ალ მოვიდა? -დღეს ვერ მოვა, ცუდად გახდა მამიკო, აი შენ რო სიცხე გაქვს ისე აქვს მამასაც და საავადმყოფოში ძინავს. -დილით ლო კალგად იყო? -მერე გაცივდა. -წამიყვან? -ჯერ არა დე, ძინავს ახლა, ხვალ წაგიყვან ბაღიდან რომ მოხვალ. -მამა მინდა! -არ გამაბრაზო ახლა! -ალ მაინტელესებს! მამა მინდა! მე ლო ჩავეხუტები კალგად გახდება! -დედი მომისმინე. -ღრმად ჩაისუნთქა, თმებზე მოეფერა, სახეზე მოკიდა ხელები და ლუკას ნაირ მწვანეებში ჩახედა. -ახლა რომ წავიდეთ შენც გადაგედება გრიპი, შენც ცუდად გახდები და მერე მე რა მეშველება? ხვალ წავიდეთ რა, ახლა ჩამოვედი, არ გეცოდები? იცი როგორ დავიღალე? -მათლა? -ჰო… მოდი ჩამეხუტე. -თავზე აკოცა მკერდზე მიკრულს. მერე გახედა სავარძელში მჯდომ გაურკვევლობაში მყოფ გოგოს, მაგრამ არაფერი უთქვამს. ძალიან ლამაზი იყო, ზუსტად ისეთი ლუკას გემოვნებაში რომ ჯდებოდა, მაგრამ წამითაც არ უეჭვინია, საერთოდ არც კი გაუფიქრია რომ ლუკა მას შეეხებოდა. მითუმეტეს იმის შემდეგ რაც გიგანმა უთხრა. ელისაბედს ეფერებოდა, კითხვებზე სცემდა პასუხს, თან კოცნიდა. მალე ჩაეძინა პატარა ქალბატონს და მარიამმა თავის საძინებელში დააწვინა. -ყავა გაგიკეთე. -მადლობა. -სამზარეულოს ბართან დაჯდა, ხელები სახეზე ჩამოისვა და შემდეგ მოსვა ყავა. -რა დაემართა ლუკას? -ავარიაში მოყვა, თავი აქვს გატეხილი, ტვინის შერყევა, მოტეხილი ხელი და მუცელში შერჭობილი შუშა. -იდაყვით დაეყრდნო ბარის პრიალა ზედაპირს, შუბლი ხელის გულში შარგო, შემდეგ თმა გადაიწია და გაოცებულ სალის შეხედა. -კარგად არის ახლა… უფროსწორად კარგად იქნება. ***** -სახლში არ მინდა. -საჭესთან მჯდომ ფერ წასულ საბას გახედა, რომელიც საერთოდ არ იღებდა ხმას. -სად წავიდეთ? -პიცა მინდა. -კარგი. -ფერი არ გადევს საბა, გინდა მე დავჯდე? -არა, ნუ ნერვიულობ გადამივლის… თავი მტკივა, მანდ წამალი უნდა იდოს ნახე. -ხელით ანიშნა სანივთე უჯრაზე. -დილიდან არაფერი გიჭამია საბა, ვჭამოთ და გაგივლის. -მაინც მიაწოდა ტკივილგამაყუჩებელი, შემდეგ ისევ საქარე მინაზე გაუშტერდა მზერა. ვერ ისვენებდა ნუცა, ასეთ საბას რომ ხედავდა თვითონაც ცუდ ხასიათზე დგებოდა. პიცერიაში მივიდნენ, მაგიდასთან ისხდნენ და შეკვეთას ელოდებოდნენ. უყურებდა როგორი ნეტარებით მიირთმევდა ნუცა და ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. თვითონაც ჭამა ნუცას ძალდატანებით. არცერთი ნაჭერი რომ არ დატოვა ჯერ დასცინა, აუწითლა სახე, შემდეგ ლოყაზე აკოცა და კიდევ ერთი პიცა შეიძინა სახლში წასაღებად. უკანა სავარძელზე დადო ყუთი, თვითონ კი საჭესთან მოთავსდა. -საბა… ლაპარაკი გინდა? -ჩუმათ მყოფს შეხედა. -არაფერია სალაპარაკო, უბრალოდ ვინერვიულე, ვაბშე ვერ ვაზროვნებ. -სახეზე ჩამოისვა ხელი, შემდეგ ნუცას გახედა წამით. -მესმის როგორც ხარ. -ოდნავ გაიღიმა. -ჯანდაბა ნუცა… მოდი ჩემთან. -თითქოს მერე მოეგო გონს, მერე მიხვდა რომ ამ დროის მანძილზე ნუცა ამშვიდებდა, როცა პირიქით იყო დასამშვიდებელი ორსული ქალი. მანქანა გზიდან გადაიყვანა, მუხლებზე გადაისვა და სხეულზე მიიკრა. თვითონ უფრო სჭირდებოდა ახლა მისი სურნელი, მისი სითბო ვიდრე თავად გიგანს. -ნუც მაპატიე, კარგად ხარ? -ჰო… შენ რომ ჩემს გვერდით ხარ მე სულ კარგად ვარ. -საბას ყელში ჩაერგო სახე და მის სურნელს ისუნთქავდა. -ჩემო პატარა… შენს ძმას ვცემ რომ განერვიულა და ბავშვიც ამიფორიაქა. -მართლა ახვანცალდა… ნელნელა ვგრძნობ. -მართლაა? რა ტეხავს მარტო შენ რომ გრძნობ.-მუცელზე მიეფერა, შემდე თმებში შეუცურა თითები და ტუჩები დაუკოცნა. -საბა… ეს ყუთი ჩემს საწამებლად დადე აქ? -ძლივს მოსწყდა ჯაცახიშვილის ტუჩებს. მთელი ეს დრო ყურადღებას უფანტავდა პიცის სუნი. -რა? -ისეთი სუნი აქვს ჭამა მინდა. -ცუდად გახდები. მოითმინე ცოტახანი და სახლში რომ მივალთ მერე ჭამე. -არ შემიძლია. -არა მეთქი. -თავის ადგილზე გადასვა და მანქანა დაძრა. სახლში მისულები არ იყვნენ, დერეფანშივე დაიწყო ჭამა. გაეცინა ჯავახიშვილს, ბინის გარი გაუღი, შემდეგ კი სახლში შევიდა. ჯერ წყალი გადაივლო, შემდეგ საძინებელში წელზე შემოხვეული პირსაწმენდით გავიდა. ნუცამ რომ დაინახა პირი გაუშრა, უყურებდა მის დანამულ კანს და ვეღარ ინძრეოდა. ისედაც სულ არეოდა ჰორმონები და იმ დროს ისე უნდოდა შეხებოდა თითებიც კი გაეყინა. თვითონაც საცვლების ამარა იდგა სარკის წინ, პატარა მუცელს ეფერებოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გადაავიწყდა. საბამ რომ შეამჩნია მისი მზერა ტუჩზე იკბინა, ნელა მიუახლოვდა და წელზე მოხვია ხელი. -რაო პატარავ? -არ შეიძლება ასე. -კანი დაეხორკლა საბას შიშველი სხეულის შეხებისას. -რა? -მე ორსუალდ ვარ, თავდაყირა მაქვს შიგნით ყველაფერი, შენ კიდე შიშველი დადიხარ… და ღმერთო… ეს წამებას გავს… ნუ დადიხარ ასე, ჩაიცვი. -სწრაფად მოვიდა გონს, ხელებზე დაეჯაჯგურა მაგრამ მაინც ვერ გააშვებინა. -არა. -ტუჩზე იკბინა, სახე ნუცას სახესთან ახლოს მისწია და ტუჩებზე სულ ოდნავ შეეხო. იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა, როგორ გააჟრჟროლა და გააბრუა. -საბა… -იწვი პატარავ. -ბიუსჰალტერის შესაკრავი გაუხსნა, სწრაფად მოაშორა და თითები მკერდზე მოუჭირა. ხმა ძლივს გააკონტროლა ნუცამ, თმებზე ჩაებღაუჭა და ტუჩებზე თვითონ დაეტაკა. თითები პრესზე ჩააყოლა და პირსაწმენდზე გადაატარა. საბას დაჭიმულ სხეულზე გულში გაეცინა, უფრო მეტად აეკრა ტანზე, ქვედა ტუჩზე უკბინა და ხელი უკანალზე მოუჭირა. -მე სულ ვიწვი, მაგრამ საინტერესო ის უფროა როგორ გეკიდება ცეცხლი. -კიდევ ერთხელ აკოცა და მთლიანად მოშორდა, თავი კი სააბაზანოს შეაფარა. -დაწყნარდი ჩემო თავო… ღმერთო ასე არ შეიძლება… ცოტახანში ვეღარ გავუძლებ და მეორედ ვაცდუნებ… ცოდვებს მკიდებ მხრებზე და არ გეცოდები. -თვალებ დახუჭული ბურტყუნებდა, აჩქარებული გულის დამშვიდებას ცდილობდა ცივ კედელზე მიყრდნობილი. აბაზანაში ჯერ ისევ საბას სურნელი ტრიალებდა და სუნთქვაც უჭირდა. ისევ ერთ ადგილას იყო გაშეშებული, ნუცას სიტყვებზე ფიქრობდა და თვითონაც ხვდებოდა უკვე რომ რაღაც იცვლებოდა. ადრე თუ ყურადღება გადაჰქონდა და აზრზე მოდიოდა, ახლა ნუცას შიშველი სხეულის დანახვისას მისი შეხების გარდა ვერაფერზე ფიქრობდა. -ჯანადაბა… რა მემართება… ამის დედაც. -თავზე გადაისვა ხელები, სწრაფად მოწესრიგდა და სახლი დატოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.