შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურული ღამეები - VI +18


19-10-2019, 23:28
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 4 654

ქალის სახეს დავაკვირდი, თითქოს ასეთი სილამაზე არსად მენახა და ვრწმუნდები რომ არც მინახავს. თმაზე ხელს უდარდელად ისვამს და ჩემს პასუხს ელოდება.
-მე არაფერი მაქვს ის რაც თქვენ გამოგადგებათ და არც ის მაქვს რაც თქვენ არ გაქვთ.
ქალმა გაიღიმა და უზადო თეთრი კბილები გამოაჩინა. თლილი თითები სახესთან მომიტანა და მშვიდი საოცარი ხმით თქვა.
-გულს გაქვს- ნიკაბზე საოცრად რბილი თითები შემეხო
-რა?- ამოვიოხრე და მის სახეს თვალს ვერ ვწყვეტ
-სიყვარულ- თვალები ცეცხლისფრად აუგიზგიზდა ქალს
-არა.
-დაფიქრდ, ის ვაჟი რატომ გაქვს გულში მყარადა.
-მე ის არ მიყვარს- ამოვიოხრე
-მაშინ დამითმე.
უსიამოვნების გრძნობამ მომიცვა, ნერწვი ხმაურით ჩავყლაპე, ქალმა ხელი გაიშვირა და თვალიც მის ხელს გავაყოლე, ოთხყურა და ოთხრქიანი ჯიხვი მიმზერდა და ყბებს ათამაშებდა.
-მაშ ისხენ სანამ მზე მოვა, ამოგორდება მთაშია.
-არ შემიძლია- მცდება დაუფიქრებელი სიტყვები პირიდან
-პირობა პირობის სანაცვლოდ, ისე როგორცა წესია.
-არ ვიცი მის მიმართ რას ვგრძნობ- ჩავიბურტყუნე
-კიდევ?- რაღაც შელოცვას მიკეთებს ყველაფრის თქმა მინდა
-არ ვიცი- ვამბობ და მის ხელზე ვეკიდები
-დამითმე- ამბობს და ჯიხვი გვიახლოვდება, ჩემთან თავი მოაქვს და მყნოსავს
-არ ვიცი.
-წყლის დედასაც მის სიყვარულ უდევს გულში, შენ გგონია რომ გაუმკლავდები?
-არ ვიცი- ისევ იგივეს ვიმეორებ
-მაშ მითხარ რატომ დაგითმო ჩემი ოთყურა ჯიხვია.
-რომ წყევლა მოვხსნა.
-თუ ასე იწვება, ეს ღამეები გაივლის შენ წახვალ შენთვის სახლშია, თუ გაიღვიძებს შენ თავსა არავის მიცემს ნებითა.
-შენც ქალი ხარ და მეც- ვიწყებ მშვიდი ხმით- უნდა გამიგო, როგოც ქალს გთხოვ დახმარებას, როგოც მეგობარს.
დალიმ წარბები შეკრა
-რადგან ასეა, სწორ უბნობ, გაყევი ჯიხვსა ბარში.
სალიმ ჯიხვის რქას ხელი დაადო და ხელი გამომიწოდა
-დიბილობ შამომფიცე- მითხრა მშვიდი ხმით
-ვფიცავ-დალმა გადაიკისკისა და თქვა
- გაყევ ვალად გრჩება
ჯიხვი დაღმართზე დაეშვა და უკან სირბილით გავეკიდე, დალი სინათლის სისწრაფით ქვემოთ დაეშვა და მომაძახა
-რცა გონს მოვა აქ მოვა, მის მხნსელი მევე ვიქნები.
ჯიხვი სალ კლდეებზე დახტოდა, რამდენჯერმე დავეცი მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი, უცნაური არსება მირბოდა, არ ვიცი გათენებამდე რამდენი ხანია დარჩენილი, მაგრამ უნდა ვიჩქარო. ბარში ჩავედით, მდინარე ადიდებული იყო და საშინლად ღელავდა, წყალში შევედი, შემცივდა, მაგრამ ჯიხვი დამელოდა, რქებზე ჩავეჭიდე და ნაპირზე გამომიყვანა, ნაცნობი სახლი გამოჩნდა, ცხენი კარებში იწვა, ხახბოც იქვე იყო, თავი ცხენის მხარზე ჰქონდა და ცხენმა რომ დამინახა წამოდგომა სცადა.
-იწექი- გავუღიმე ცხენს და ჯიხვი იქვე დაწვა მე მომაშტერდა, სხეული ცხენს მოვხსენი და სახლში გაჭირვებით შევათრიე, მაშინვე ხელში რაც მომყვა ყველაფერი ზედ დავაყარე, გაშეშებული იყო ქანდაკებასავით, უზადო ფერადი ქანდაკება, ცვილის ფიგურას ჰგავდა, საოცრად შესრულებულს, ახლა რა უნდა გავაკეთო? არა, ჯიხვი უნდა დავკლა, ის იდიოტი გარეთ დგას და მელოდება, კარზე რამდენჯერმე რაღაცამ დააბრახუნა, შევკრთი და მერე ხმა გავიგე, ჯიხვი იყო და ცოტა გულზე მომეშვა, სულის გამყინავად დაიბღავლა და კარი გავაღე, მთის თავებიდან ცეცხლისფერი სინათლე იწვერებოდა, უჯრასთან მივდივარ, დანას ვიღევ და ისტერიული ტირილი მივარდება, მერე ბიჭს ვუყურებ, მერე ისევ ჯიხვს, ჯამს ვიღებ და ცხოველთან მივდივარ, მიყურებს, თავს ხრის და რქებში ხელებს ვავლებ, თავს ვაწვინებ და ერთი ხელის მოსმით ფართხალით ეცემა ცხოველი იატაკზე, არცერთი წვეთის დაკარგვა არ მინდა მთლიანად სისხლიანი ვარ, უზარმაზარი ჯამი გავავსე, ჯიხვი კი მოძრაობას არ წვეტს, მერე იატაკიდან კისერმოჭრილი ცხოველი დგება და ბღავის, ვკივი და ბიჭთან მივდივარ, ცხოველი მიყურებს, ვლოცულობ, ბიჭს ტანზე ვხდი და საცვლებისამარა ვტოვებ, მთლიანად სისხლში ვავლებ, ჯიხვი ჩემთან მოდის და წითელ სხეულს დაყურებს, ისევ ბღავის და სულისგამყინავად ხრიალებს, კბილებს აჩენს და ენას ატრიალებს.
-ნუ აკეთებ ამას- ვაქნევ სისხლიან ხელებს და ვაცნობიერებ რომ თავმოჭრილ ცხოველს ველაპარაკები
ცხოველი მზერას ჩემსკენ ატრიალებს და უცნაური ხმების გამოცემას იწყებს, ვხვდები რომ ჭუჭელი მოძრაობას იწყებს, შუაცეცხლზე დაკიდებული ქვაბი ჰაერში ჯაჭვთან ერთად იწყებს ტრიალს და ქვაბი კედელს ეხეთქება, ძაღლი ყმუილს იწყებს, ტანში ჟრუანტელი მივლის, ხახბოს სხეულისკენ თვალს ვაპარებ და მთელი სხეული უთრთის, კანკალებს და ის ისაა საწოლიდან უნდა გადმოვარდეს რომ მკალვებში ხელებს ვუჭერ, მაგრამ გამომდის, ჯიხვი ისევ ბღავის, მამლების ყივილი იწყება, საშინელი ხმებია, ჰაერში ჩემ ჩანთებდან ერთად სახლში მდგარი ყველა ნივთია, მხოლოდ მე, ჯიხვი და ხახბოს საწოლი, ვხედვავ რომ ქვაბი ჩემკენ მოფრინავს, კივილით თავს ვხრი და კედელს ენარცხება, ვლოცულობ, მაგრამ არაფერი გამომდის, ჯიხვი თავს ხრის, კედელს რქეებით ენარცხება და ისევ ვკივი, სისხლიან ხეელებს პირზე ვიფარებ და მლაშე გემოს ვგრძნობ, ვკანკალებ, ჯიხვი იგივე მოძრაობას აკეთებს, კისერი სანახევროდ სცილდება თავს, მერე კიდევ და საბოლოოდ ჯიხვი იატაკზე ვარდება, ფეხებს ამოძრავებდ და კვდება, ახლა მხოლოდ ძაღლი ყმუის, ხახბოს სხეულიც მშვიდდება, საშინელი სანახავია, სულ წითელი და სისხლიანი, გარეთ გავდივარ და ძაღლს ვუყურებ,
-გაჩუმდი გთხოვ- ვკივი და ძაღლი მე მიყურებს და იგივეს აკეთებს, საშინლად ვბრაზდები, მთის წვერზე ცეხლისფერი კვალიც არ არის, ისევ უკუნეთი სიბნელეა, კარს ვხურავ და კედელს ვეკვრი ხახბოს სხეული ჰაერშია დაკიდებული, ისევ ვკივი და კარს ვეკვრი, თუმცა აკაკუნებენ ურდულს კარში ვუყრი და იატაკზე ფორხვით საწოლის ქვემოთ მივდივარ, ნივთები ისევ მოძრაობენ, საწოლის ქვეშ ვარ და ვკანკალებ, მხოლოდ გადარჩენა მინდა, ჯიხვის დაჭილი თავი ჩემგან მორებით დევს და ვგრძნობ რომ მიყურებს, ვუყურებ მის გაყინულ თვალებს, თეთრი ხელი მისი რქებისკენ მიდის და ჯიხვის თავიც უჩინარდება, პირზე ხელს ვიფარებ, ჯერ ენა ვარდება მერე კი ჯიხვისთავუ, ორნამენტებიანი გადასაფარებელი ირხევა, ჯერ წითელი თმა ჩნდება მერე ქალის ცეცხლისფერი თვალები, მისი სახე, მისი თვალები და კივის, საწოლის ქვემოდან ჩემგან დამოუკიდებლად მთელი სისწრაფით გამოვდივარ და კედელს ვენარცხები, თვალს ვახელ, ამოსუნთქვა მიჭირს და ჩემ წინ ჰაერში წითელთმიანი ალქაჯი დგას, მიყურებს და ჰაერში ლივლივებს, უჩეულოდ დიდი პირი აქვს, ჩემსკენ მოიწევს, ვკივი და ყელში ხელს მავლებს, წამიერად გონებას ვკარგავ და დალის სახეს ვხედავ, მიცინის და მერე მისი მშვიდი ხმა მესმის.
-თმა
დალი ქრება და ჰაერში მოლივლივე დანას ვხედავ, მაშინვე ვიღებ და ისევ დალი ბრუნდება
-მოჭერ
ქალის თამას ხელს ვკიდებ და თამს ერთი ხელისმოსმით ვაჭრი, ქალი ღრიალით ეცემა იატაკზე და იკლაკნება
-ბნელ ქალი- თქვა წითელთმიანმა ალქაჯმა და მისი თმა ჩემ ხელში იყო, დავხედე და ახლა უზარმაზარი, შავი თმის ნაგლეჯი მქონდა ხელში, ქალმა კივილით მოისვა თავზე ხელი და ფოთხვით წავიდა გასასვლელისაკენ
-მოკალ- თქვა დალის ხმამ- კიდევ მოჭერი
მასთან მივარდი და დარჩენილი თმაც შევაჭერი, ქალმა ჩემკენ გამოიხედა, თვალებიდან თითქოს გაუქრაო და კატასავით დაიწყო კნავილი, ხელები დაუგრძელდა, მერე ჩმკენ წამოიღო და მხრებზე მომხვია, ახლა მის დამჭკნარ სახესთან ჩემი სახე მიიტანა პირი დააღო და განწირული, შეშინებული ცხოველივით დიღმუვლა, უზარმაზარი ხელები მხრებიდან მომაშორა და კარიდან გაუჩინარდა.
ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა, ხახბო თავის საწოლში, სიმშვიდე, მზის სხივები და ძილი მომერია, მხოლოდ მაშინ ვახელ თვალებს როცა ღამეა, ძაღლი ისევ ყმუის, ხახბო კი ისევ საწოლზე წევს, სუნთქავს, ახლა სულ სხვანაირია, სქელ შავ წამწამებს ათთროლებს და გული ყელში მიხტება, მასთან მივდივარ და ტირილით მის ხელს ვიჭერ, ბიჭი შავ თვალებს ახელს და საწოლზე ჯდება.
-კარგად ხარ?- ვეკითხები და მიდა რომ გადავეხვიო, ისტერიულად ვტირი, თავს ვერ ვიკავებ და თვალებიდან ნიაღვარი ჩამომდის.
ბიჭი მე მიყურებს, მერე თავის ხელებს
-რა გინდა?- ვეკითხები და ფეხზე დგება, კედელს ეყრდნობა და ღღმად სუნთქავს
-მითხარი.
ისევ თავს აქნვს და ღრიალით იმუხლება.
-დალი- ოხრავს
-რა?
-დალი- ოხრავს ბიჭი და სევდიანი სახით მიყურებს
-რა?- ჟრუანტელი მივლის
-სად არის?
-ვინ.
-დალი- ფეხზე დგება და გასასვლელისკენ მიდის
-გთხოვ აქ არ დამტოვო- ვღრიალებ და უკან მივყვები
-ნადირთ ქალი- იმეორებს ოხვრით და მთებს უყურებს, მერე მუხლებზე დგება და ისევ ღიალებს.
-სიტყვა შეასრულე- ჩამესმის ქალის ხმა



№1 სტუმარი სტუმარი მაია

გეგი მიყვარხარ

 


№2  offline წევრი Na❣Da

ძალიან გამახარე ❤️ ვიწყებ :დ

 


№3  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი მაია
გეგი მიყვარხარ

heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი sann

იმდენს ვერ ხვდები რომ ღამე ესეთები არ უნდა დადო, გული წამივა, მოცია დალი შეუყვარდა ამ ბიჭს? გიჟი ხარ შენც ამათნაირი.

 


№5  offline მოდერი GEGI გეგი

sann
იმდენს ვერ ხვდები რომ ღამე ესეთები არ უნდა დადო, გული წამივა, მოცია დალი შეუყვარდა ამ ბიჭს? გიჟი ხარ შენც ამათნაირი.

heart_eyes heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი დეა

რა დალი ბიჭო ქალმა რეები ჩაატარა და ამან დალიო ეეე მადლობა მაინც მოეხადა ფუ შენი.. ყველა კაცი ერთნაირია

 


№7  offline წევრი Na❣Da

პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა! ახლა ისე გამომაფხიზლე მთელი ღამე ვიმეცადინებ :დ
ღვინო აშკარად კარგად მოქმედებს შენზე :დდ

 


№8 სტუმარი სტუმარი მაია

ეს რა იყო ეხლა საერთოდ აღარ დამეძინება , თან რა მომენტში გაწყვიტე.

 


№9  offline მოდერი GEGI გეგი

Na❣Da
პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა! ახლა ისე გამომაფხიზლე მთელი ღამე ვიმეცადინებ :დ
ღვინო აშკარად კარგად მოქმედებს შენზე :დდ

heart_eyes heart_eyes

სტუმარი დეა
რა დალი ბიჭო ქალმა რეები ჩაატარა და ამან დალიო ეეე მადლობა მაინც მოეხადა ფუ შენი.. ყველა კაცი ერთნაირია

რა გინდა? მაინც ვარსებობთ საოცარი და თავმდაბალი კაცები.

 


№10 სტუმარი Anuu

Nuu rac gakvs, gakvs Giji xar da aranormaluri, shehslili geniosi:))
P.s. sheni tavmdablova ar gaishvas :D

 


№11 სტუმარი barbarra.m

prosta 2 saatis meregelodebi da cotadidi mainc dagedo, prostaa udzallianmagresia shens sxva istoriebsac gadavxede da dzan nichierixar, bravo.????????????????????

 


№12 სტუმარი Keska

გიჟი, გიჟუ, გიჟი ხარ, არანორმაშური.

 


№13  offline წევრი Tkemali

ნიჭიერების ზეიმია რაც აქ ხდება!

 


№14 სტუმარი barbarra.m

GEGI გეგი
Anuu
Nuu rac gakvs, gakvs Giji xar da aranormaluri, shehslili geniosi:))
P.s. sheni tavmdablova ar gaishvas :D

ნუ მარცხვენ. smile smile

barbarra.m
prosta 2 saatis meregelodebi da cotadidi mainc dagedo, prostaa udzallianmagresia shens sxva istoriebsac gadavxede da dzan nichierixar, bravo.????????????????????

დადეო მაინცო. heart_eyes heart_eyes

xo axlagavige racdacere daamagitom haha

 


№15 სტუმარი სტუმარი ანაკო

ვაი დედა ეს რა იყო. ერთ ორ წელიწადში შენი წიგნი რომ უნდა დამხვდეს ბიბლუსის თაროებზე იცოდე!!!!!!!

 


№16  offline წევრი Rania

Ver var kargad geficebiii. Chiakokonoba ho magari iyo magram es gacilebit mzafrsiujetianiaaa. Imedia dilit gagvidzebuls damxvdeba axali taviiiiiiiii. Torem koshmarebi ar mogasveneben
--------------------
Q.qimucadze

 


№17 სტუმარი სტუმარი გვანცა

ე ,ვინ ხარ შენ?? საიდან ამდენი ფანტაზია? რომელი პლანეტიდან ხარ , გამოტყდი ეხლა!

 


№18 სტუმარი სტუმარი მარიკა

ყველა თავი ერთად წავიკითხე და რა დამაძინებს ეხლა მე ან სამსაზურში როგორ ვიფუნქციონირებ ხვალ აზრზე არ ვარ მაგრამ ღირდა რადგან საოცარი მოთხრობაა...

 


№19 სტუმარი Wilson

შენ რაღაც აქაური არ ხარ...საიდან ამდენი ფანტაზიაა ღმერთმანი მაგარია ^^ ან ასე მალ მალე რომ დებ წინა წლების ცოდვებს ინანიებ რო გვაწამებდი და უჩინარდებოდი? :დდდდდდდ კარგი ხარ ბიჭოვ კარგი ხაარ <3 ერთი პატარა სათხოვარი მაქვს თუ შემისრულებ ძალიან გამაბედნიერებ “შემიტყუე საწოლში” სრულად რომ დადო <3

 


№20 სტუმარი kati

Ise chavikitxe suntqvashekrulma, lamis gavigude shishit.saidan amdeni fantazia?

 


№21 სტუმარი maco maco

ნადირობის ქალღმერთი "დალი" მაგრამ როგროც ვიცი სვანური მითების გმირია დალი და ხევსურეთიი...

 


№22 სტუმარი სტუმარი მაკო

აი,მალადეც ამას ჰქვია წერა და ფანტაზია.ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს კარგი ხარისხის მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვუყურებ,თან 3D-ში:).ყოჩაღ!

 


№23  offline მოდერი GEGI გეგი

Wilson
შენ რაღაც აქაური არ ხარ...საიდან ამდენი ფანტაზიაა ღმერთმანი მაგარია ^^ ან ასე მალ მალე რომ დებ წინა წლების ცოდვებს ინანიებ რო გვაწამებდი და უჩინარდებოდი? :დდდდდდდ კარგი ხარ ბიჭოვ კარგი ხაარ <3 ერთი პატარა სათხოვარი მაქვს თუ შემისრულებ ძალიან გამაბედნიერებ “შემიტყუე საწოლში” სრულად რომ დადო <3

შემიტყე საწოლში სხვაგან დევს, აქ დადების უფლება არ მაქვს.

maco maco
ნადირობის ქალღმერთი "დალი" მაგრამ როგროც ვიცი სვანური მითების გმირია დალი და ხევსურეთიი...

დალი არ გვხდება მხლოდოლ სვანთში, დალი განაგებდა რამდენიმე ცხოველს, მისი სწამდათ ხევსურეთშიც ძალიან ადრე და ამის თქმულებებიც არსებობს.მეტიც ამირანის დედად ითვლებოდა და მისი სწამდათ ლეჩხუმში, მართალია სვანეთთან ახლოსაა, მაგრამ მთელ საქართველოში იყო გავცრელებული. თუმცა სვანებს ყველაზე მეტი ლეგენდა აქვთ. სიმური, წყლის მცველი ძირითადად სამეგრელოს მითოლოგიაში გვხდება, მაგრამ აქაც არის ნახსენები, უბრალოდ სხვადასხვა სახელით იყო ცნობილი.

 


№24  offline აქტიური მკითხველი terooo

შეუყვარდა და ახლა მოდის მისგან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent