შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევით შეყვარებული 《13》


21-10-2019, 22:18
ავტორი წერო:)
ნანახია 1 983

მეორე დღით ანანოს მხიარულ ნოტაზე გაეღვიძა.ნუცას სიტყვები მისდაუნებურად გონებაში ღრმად ჩაებეჭდა რაც მისი ღიმილის მიზეზი იყო.ადგა მოწესრიგდა და საერთო ოთახში გავიდა საუზმე მოიმზადა და ჭამის მერე ჩარლის დაუწყო თამაში.მალე ნუცაც ადგა და ანანოს შემოუერთდა
_დღეს რას ვაპირებთ?
_ზღაზე ვართ და რას უნდა ვაპირებდეთ?_ირონიულად უთხრა ანანომ
_მაგის გარდა!
_არ ვიცი
_პიკნიკი მოვაწყოთ არ გინდა?_ცოტახნიანი ფიქრის შემდეგ უთხრა ნუცამ
_მშვენიერი აზრია!_ანანოს მართლა მოეწონა იდეა
_კარგი მაშინ ზღვაზე გავიდეთ მალე დავბრუნდეთ და მალევე მოვაწყოთ პიკნიკი_ოთახში ახალგაღვიძებული თმებაჩეჩილი ნიკა შემოვიდა
_ოოჰ ბიძაშილს გაუმარჯოს!_ხელი აუწია ნუცამ ძველი ბიჭივით
_გაგიმარჯოს ბრატ_ჯერ კიდევ ბოხი ხმით უთხრა ნიკამ და ნუცას ხელი ჩაურტყა ანანოს გადახედა და მასაც მიესამლა.
_დილამშვიდობისა "სესტრა" ღამით ნაჯახიან კაცებს ხომ არ შეუწუხებიხარ?
_ნაჯახიანებს არა..._ორაზროვნად ირონიულად თქვა ანანომ და ნიკას წარბებსქვემოდან ახედა.ნუცა ახარხარდა ნიკამ კი წარბები ასწია
_ერთი ამას დამიხედეთ!მე კიდე ბუნჩულა ბავშვი მგონია_ნიკა ღიმილს ვერ იკავებდა
_თავიდან შენს ბიძაშვილსაც ბუნჩულა ვეგონე და მაგიტო ჩამიდაქადლა.დღემდე ნანობს_ნუცა კიდევ უფრო ხმამაღლა ახახრხარდა და მეგობრეიც აიყოლია
_ნიკა დღევანდელი დღის გეგმა უნდა გაგცნო_საქმიანი ქალივით უთხრა ნუცამ_ზღვის მერე პიკნიკზე მივდივართ!ხო კაია?
_მშვენიერი_მხრები აიჩეჩა ნიკამ _კარგი მაშინ წავალ მე მოვემზდები და მალე გავიდეთ ზღვაზე.
ზღავზე რომ მივიდნენ ნუცა ლუკასკენ გაექანა და კისერზე ჩამოეკიდა ლიკამ თავი"დანანებით"გააქნია და ანანოსკენ ქოთქოთით წამოვიდა
_აქამდე რომ გეკიტხათ ამ ქალბატონისთვის დაქალი შეყვარებულს ერჩივნა_ანანომ გაიცინა და ლიკას ჩაეხუტა
_არ ინერვიულო სიხარულო აცადე ცოტახანს გვრიტებს
_მალე შენც ეგრე მიმაგდებ და რაღა ვქნა მერე_თავი მოისაწყლა ლიკამ ხუმრობით
_გხეთქავ ახლა რაღაცას_ანანომ მუჯლუგუნი კრა და ლიკამ გაიცინა
_არ გაქვს პროგრესი ნიკუშასთან?
_ნიკუშას მოგცემ მე შენ!სხვათაშორის მგონი კი_ლიკა სანამ კითხვას მოასწრებდა მანამდე ანანომ ყველაფერი მოუყვა გუშინდელზე და ნუცას"დასკვნაც" გაანდო
_ვეთანხმები ჩემს უსინდისო დაქალს და გეუბნები რომ მგონი მასაც მოსწონხარ_ტავუს ქნევით უპასუხა ლიკამ
_არ ვიცი არ ვიცი...პიკნიკზე მივდივართ დღეს!კინაღამ დამვიწყდა ზღვიდან მალე დავბრუნდებით, მოვემზადებიტ და წავალთ გაითვალისწინეთ თქვენც და სწრაფად მოემზადეთ მოდიხარ თუ არა არ გეკითხები არ წამოხვალ და წამოგათრევ
_ოკეი ოკეი _ჩაიცინა ლიკამ_წამოდი ბავშვებთან გავიდეთ.ლუკა,ნუცა და ნიკა ერთად იყვნენ ლიკა და ანანო რომ მივიდნენ
_შეყვარებულმა შენი ძმადნაფიცი როგორ დაგავიწყა სირცხვილი შენი_თითი დაუქნია ლუკას ანანომ_რა კაცი ხარ შენ?_ლუკამ ჩაიღიმა
_იზვინი ბრატ_ზურგზე ხელი ისე დაუტყაპუნა თითქოს ანანო მართლა კაცი ყოფილიყოს
_ეე ჩემი ძმა "ჩამენთხლა" ჭაჭები
_ფრთხილად ბიჭო_მკაცრად თქვა ნიკამ.
ზღვაზე კარგად გაერთნენ და სწრაფადაც წამოვიდნენ ნუცამ და ანანომ საჭმელები მოამზადეს ნიკასაც შეუძახეს ოთახში დაუჩქარეო და ლიკას გადაურეკეს "დროზე მოეთრიეთო".შეიკრიბნენ და საპიკნიკე ადგილამდე გაუყვნენ გზას,ბევრს ხუმრობდნენ და იცინოდნენ ან კი რა ქონდათ სადარდებელი.ლუკას გიტარა წამოწღო და ნიკა შეიპირეს რომ ემღერა დიდი ხვეწნის შემდეგ დაითანხმეს ძლივს.
ადგილი დიდი მუხის ქვეშ შეარჩიეს.ძალიან ლამაზი ადგილი იყო,შემაღლებული ქვემოდ ზღვა ლურჯად მოჩანდა ზემოდან კი მუხის გამწვანებული ტოტები დაჰყურებდათ.
ანანომ დიდი სიმშვდე და ნეტარება იგრძნო ამ ადგილას მითუმეტეს რომ ბუნება ზოგადად ყოველთვის აწყნარებდა.
გოგოებმა ძირს დიდი ნაჭერი დააფინეს ზედ კი სალათი,ნამცხვარი,წვენები,გზად ნაყიდი ჩიფსები და ლიმონათები დააწყვეს
_გიტარა თქვენთვის მიბოძებია_ლუკამ ნიკას გიტარა გაუწოდა
_ერთი პირობით ვიმღერებ
_გისმენთ
უ_ანანომაც ჩემთან ერთად იმღეროს!_ეშმაკური მზერით გახედა ნიკამ ანანოს რომელსაც ჩიფსი გადაცდა და გამწარებული ახველებდა ლიკამ წყალი დაუსხა და ანანომ დალია
_რა გინდა?_სული რომ მოითქვა მერე თქვა ანანომ
_ჩემთან ერთად იმღერე ან სულ არ ვიმღერებ
_თუ არ იმღერებ გიტეხია კისერი_ხელი ჩაიქნია ანანომ
_აუ ანანოოო_ლიკამ ნუცამ და ლუკამ ერთად თქვეს,ნიკა კი ისევ ეშმაკურად იღიმოდა
_ზმუკი_მიუგო ნუცამ სულ ყველას
_რას იწყევლები ადამიანო რა გეტაკა_წარბები შეჭმუხნა ლიკამ
_არ ვიმღერებთქო
_კი!_ნუცამ მრავლისმომცველი ხმით თქვა და ანანომაც დაყარა ფარ_ხმალი
_ჯანდაბას კაი ხო მაგრამ ყურებიდან რომ სისხლი წამოგივათ მერე მე არ დამაბრალოთ_ჩაიცინა ანანომ ნიკას სახეზე კმაყოფილება აღბეჭვდოდა
_რა ვიმღეროთ?_იკითხა ნიკა და გიტარა მოიმარჯვა
_არგოს "მინდა გაჩუქო"_ორწამიანი ფიქრის შემდეგ უპასუხა გოგომ_ხომ იცი?
_კი აბა_გაიღიმა ნიკამ და დაკვრა დაიწყო
_ან უკეთესი ვინ უნდა გაჩნდეს? ჩაბნეული ხარ სულში მძივებად მაგრამ ბოლო დროს თითქოს და გამჩნევ რომ უჩემობა გემარტივება_პირველობა ითავა ნიკამ და ანანო მისმა ხმამ ისევ მონუსხა.ნიკამ განაბულ გოგოს ანიშნა გაეგრძელებინა
_იქნებ ეს იყოს ქალური ფანდი...ნაცნობი მაგრამ მაინც უჩვევი როცა თვალები აფრქვევენ წადილს ღიმილს მალავენ შენი ტუჩები_გააგრძელა ანანომ და ამჯერად ნიკა მოინუსხა ეს თუ ასე მღეროდა მაშინ მანქანაში რაღატო ჭყაოდა ძალითო მიქრობდა ბიჭი და თან იღიმოდა "თან რომ თქვა სისხლი წამოგივათ ყურებიდანო?!სისხლი კი არა გალობს!
_მინდა რომ გაჩუქო ლამაზი დღე მინდა რომ გაჩუქო ფერადი მზე მინდა რომ გაჩუქო ლამაზი ბგერები მინდა რომ გაჩუქო ლამაზი დღეები..._ ერთ ხმაში დაიწყეს და ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ ნიკა და ანანო, მთელი გულით მღეროდნენ.დაბალ ხ,აზე აყვნენ ტყუპებიც და ნუცას და გარშემო ისეთი ლამაზი ხმები ისმოდა და იმდენად დადებითი გარემო შეიქმნა რიმ გამვლელები ჩერდებოდნენ და ახალგაზრდებს ღიმილით უყურებდნენ.
ანანო რას გრძნობდა?
ოოო...
რას გრძნობდა და...აღტაცებული და ნასიამოვნები იყო იმით რომ ნიკამ მოითხოვა მასთან ერთად ემღერა ,საშინელად მაგარი რაღაც იგრძნო როცა ნიკას თვალები დაინახა მისი ხმის გაგონებისას.ტუჩის კუთხეში იღიმოდა ანანო და ნიკას თვალებს ტავისას არ აშორებდა ისევე როგორც ნიკა
სიმღერა დაამთვარეს და თავადვე დაუკრეს ტაში
_აუ კიდე რაა_თქვა ლიკამ
_აბა მოცილდი ახლა_ხელი აუქნია ანანომ
_ჟმოტი_ჩაიბურტყუნა ლიკამ და ჩიფსს ეძგერა
_ასე თუ მღეროდი მანქანაში რა ყვავის ხმა ამოგდიოდა_ღიმილით თქვა ნიკამ
_აი ემ თუ ექსფენსივ_წაიღიღინა ანანომ ფრაზა ერთერთი სიმღერიდან.ნიკას ჩაეცინა
ცოტა ხანს ჭამდნენ და ლაპარაკობდნენ,კარგად ისვენებდნენ მერე ნუცამ თემა წამოჭრა
_ხო ვითამაშოთ რამე?_ტაში შემკრა მან
_აუ დამალობანა გინდათ? _თქვა ლიკამ
_მშვენიერია დავიკიდოთ რომ დასტოინი ზრდასრული ხალხი ვართ და ვითამაშოთ.
_ვინ იხუჭება?_იკითხა ლუკამ
_მე დავიხუჭები დამალვა მეზარება_თქვა ნიკამ _მიდით აბა დაიმალეთ სამოცამდე ვითვლი!
ნიკამ თვლა დაიწყო და ბავშვებიც წამში წამოიშალნენ,სამალავის ძებნა დაიწყეს.ანანომ რომ ვეღარაფერი მოიფიქრა ხეზე აძრომა გადაწყვიტა.ვერაა დალაგებული ხომ?კი მეც ასე ვფიქრობ.ტოტს მოეჭიდა და ხეზე აძრომა დაიწყო.ცდილობდა სწრაფად და უხმაუროდ ასულიყო და ამის გამო რამდენჯერ კინაღამ გადმოეშვა კიდეც ბოლოს მიაღწია ყველაზე მაღალ ადგილს სადაც ასვლა შეეძლო კარგად მოკალათდა და ქვემოთ ჩაიხედა.ნიკა უკვე მეგობრებს ეძებდა.ლიკა ხის უკან დამალულო გამოვიდა.ლუკა ლოდს ამოფარებოდა და ნიკამ ისიც დაინახა.ნუცას კი სულ არ უცდია დამალვა ნიკას ელოდებოდა ზურგსუკან როდის იტყოდა ვიხილობიო და როცა თქვა ეგევე იკივლა დაგასტუკეო და ხელი ხეს მიუტყაპუნა.
ანანო დარჩა მხოლოდ და სამივე მას ეძებდა.გოგო კი მოგუდულად იცინოდა რომ ხმა არ გაეგოთ რომ ვეღარ იპოვეს ყვირილი დაიწო ნიკამ
_გამოდი ანანოო მოიგეეე!
_ხოდა ეგრე გაჯობეთ!_დაჰკივლა ანანომ ზემოდან.სამივემ იმწამსვე ამოხედა და ანანო უკვე ხმამაღლა ახარხარდა.
_რა ტიპები ხართ ომ იცოდეთ ქვემოდან რომ მომჩერებიხართ!_ანანომ ჩამოძრომა დაიწყო თუმცა ეს ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე აძრომა
_ მანდ რამ აგიყვანა?_კითხა გაოცებულმა ნიკამ
_ფეხებმა ნიკა რას უნდა ავეყვანე?_ჩამოსძახა გოგომ დს თან ჩამოსვლაზე ცოდვილობდა
_აუ ვერ ჩამოვდივარ_ამოილაპარაკა.
_ხეზე შერჩიი_გაახელა გამხიარულებულმა ლიკამ
_ლიკა კილაძე ენა ჩაიგდე თოორემ თუ ჩამოვედი ვერ გადამირჩები
_ თუ_ანანომ დაუბღვირა და ფეხი ქვედა ტოტზე ნელა ჩადგა
_აქედან უნდა ჩამოვხტე სხვა გზა არ მაქვს_ანანომ არ დაფიქრებულა ისე გადმოხტა რადგან იცოდა რომ დაფიქრებულიყო შეეშინდებოდა და მართლა შერჩებოდა ხეს .
გადმოხტა და გადაუბრუნდა კიდეც კოჭი და ჩაიკეცა.
ეტკინა?
და თანაც როგორ!წამოიკივლა და ორივე ხელი გადბრუნებულ კოჭზე შემოიჭდო.
_ფუ შენი..._კბილებს ერთმანეთს არ აშორებდა ისე ლაპარაკობდა გოგონა სიმწრით ნიკა მაშინვე მივიდა მასთან და ჩაიმუხლა
_ძალიან გტკივა?_თითები მის ხელებს შემოაჭდო.ანანოს კვლავინდებურად ჟრუანტელმა დაუარა და თავი დაუქნია
_ან რას მიძვრებოდი ან რას მოფრინავდი_უსაყვედურა ნიკამ ხელები კოჭიდან მოაცილებინა და თვითონ გაუსინჯა.მეგობრები კი სიცილისგან ლამის მიწას გაკვროდნემ
_არა როგორ დაეზღნერთე ნეტა იცოდე_მუცელზე ხელებს იჭერდა ლუკა
_გმადლობთ ვიცი!ვგრძნობ კიდეც კოჭზე_შეუღრინა ანანომ და კიდევ უფრო ახარხარდნენ.
მოულოდნელად ნიკამ ანანო ხელში აიყვანა ანანომ შეჰკივლა და ხელები მის კისერს შემოაჭდო
_რას აკეთებ?
_სიარულს მაგ კოჭით აპირებ?_მშვიდად უპასუხა ნიკამ და იმ ხის ძირას ფრთხილად დასვა სადაც საჭმელები ეწყოთ.
_ნაღრძობი არ გაქვს უბრალოდ ძალიან დაჭიმულია_თქვა ბიჭმა და ანანომაც თავი დაუქნია
დარჩენილი დრო ანანოს დაცინვაში და ჭამაში გაატარეს მეგობრებმა.მერე კი როცა წასვლის დრო მოვიდა ლიკამ და ნუცამ აალაგეს "სუფრა" ლუკამ ტაქსი გამოიძახა.ფეხით სიარული კი უნდოდათ მაგრამ აბა ანანოსთვის გეკითხათ?ტაქსი რომ მოვიდა მანქანამდე ისევ ნიკამ მიიყვანა ხელში აყვანილი გოგო და თავის უკანა სავარძელზე თავის გვერდით დაისვა


უმუზობას განვიცდიი თან საშინეელს
დამეხმარეეეთ!!!!



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Me momwons da yoveltvis velodebi shemdeg tavs, ise cudi ar iqneboda tu gaadidebdi tavs ????

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

რაღაცა აკლია და რაა ვერვხვდები (მთლიანობაში კაიაა ძანნ

 


№3  offline წევრი წერო:)

სტუმარი Mariamimari
Me momwons da yoveltvis velodebi shemdeg tavs, ise cudi ar iqneboda tu gaadidebdi tavs ????

მადლობაა♡♡გამახარე:)

სტუმარი ანა
რაღაცა აკლია და რაა ვერვხვდები (მთლიანობაში კაიაა ძანნ

ხოო აი მეც ეგრე ვფიქრობ დდდ უმუზობის ბრალია დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent