სიკვდილის სამყარო
თავიდანვე ხიფათისა და საინტერესო ცხოვრების მოყვარული ვიყავი, თუმცა ნუ ჩათვლით ისე თითქოს ჩემი ცხოვრების სინტერესოსკენ წარმართვა ჩემი სურვილი იყო ან რაიმეს ვცდილობდი... თავგადასავლები თითქოს ჩემი ცხოვრების მთავარი საზრდო და ინტერესი გახლდათ და რაც არ უნდა ყოფილიყო მთავარი გმირი ყოველთვის მე ვიყავი... დღე პირველი (პარასკევი, დღის 1:05) სკოლის ხმაურიანი ეზოდან როგორც კი გამოვედი ეგრევე სახლის გზას დავადექი, რომ გითხრათ სკოლის საუკეთესო მოსწავლე ვიყავითქო ან კომინიკაბელური და ერთერთი პოპულარულითქო მოგატყუებთ, ჩემი მშობლები დიდი ხნის დაშორებულები იყვნენ თუმცა მამაჩემის გამოხტომებს ხშირად ვესწრებოდი ჩვენს სახლში სადაც მარტო მე და დედა ვცხოვრობდით, ხშირად მოდიოდა სტრაუსი და დედას ატერორებდა, სწავლის მხრივ კი ეს ხელს ნამდვილად არ მიწყობდა... ვფიქრობ ხშირად ეს განაპირობებდა ჩემს მდგომარეობას თუმცა ზუსტად არვიცი, შესაძლოა ზედმეტად რთული ხასიათი მქონდა რის გამოც ყველასთან ვერ ვაყალიბებდი კარგ დამოკიდებულებას და სტრაუსი არაფერ შუაში იყო. ოფლის წმენდითა და აქოშინებული რატომღაც ძალიან სწრაფად მივიწევდი ჩემი სამფლობელოსკენ, როდესაც ხის ძლივს შეკოწიწებულ ხიდს ფეხი ფრთხილად დავადგი, (საეჭვოდ ყანყალებდა და ფეხის მოტეხვა ახლა აშკარად არ მაწყობდა) ბუჩქებიდან რაღაცის ნათებამ მომჭრა თვალი, ჯერ გამიკვირდა ორმოცი გრადუსს პლიუს სამი (ასე აჩვენებდა ტელეფონის "ვეზერი") ასეთ სინათლესა და მზეში რას უნდა გაენათებინა უფრო კაშკაშად. თუმცა ვერცხლისფერმა ბრჭყვიალა ხაზოვანმა სხივმა ჩემი მზერა მთლიანად გაჭრა და რა თქმა უნდა ჩავეძიე კიდეც, ბუჩქნარის ეკლებმა ხელები მთლიანად დამიკაწრა, მაგრამ მაგას არ ქონდა მნიშვნელობა, მთავარი იყო ის სილამაზე მენახა რაც ვიღაცამ უდიერად შეაგდო აქ ან შეუვარდა (ეს ცოტათი სასაცილოა) როგორც იქნა რაღაც ცივ მეტალს შევეხე, ხელის შეხებით ვცდილობდი გამეგო რა შეუძლება გამომეღო აქედან, რაღაც მოგრძო მრვალს წავეტანე თითებით თითქოს ცხვირის ფუნქრიაზ ასრულებდა, ოთხკუთხედი იყო და ცივი რაღაც მეტალის... ბევრი აღარც მიფიქრია, ბუჩქებს ნივთი გამოვგლიჯე და ხელში ძველის ძველი ფოტოაპარატი შემრჩა, ცოტა იმედი გამიცრუვდა, ვერც იმას მივხვდი საიდან უნდა გამოესხივოსნებიდა ამ ჯართს ის ვერცხლისფერი სხივი, არადა რაღაც ფანტასკიტას ველოდი, პონი მაინც ყოფილიყოთქო ჩემს დას წავუღებდი, გავიფიქრე და ფოტოაპარატი ისევ იქ შევაგდე კინაღამ... სანამ ერთი აზრი არ დამებადა, შემეძლო გამეყიდა და როგორც ძველ ნივთს მასში ფული ამეღო, ნუ ბევრი არა, მაგრამ რაც იქნებოდა ქუჩის კუთხეში იმ უგემრიელეს ჩიბურეკზე მაინც მეყოფოდა. შევათვალიერე, მძიმე კი იყო, რაც მთავარია მუშაობდა ოღონდ ისეთი ხშირი კნოპკები ჰქონდა მანამდე რეები ვაკეთე არც ვიცი, გამეშვება ჩემდა გასაკვირად 1954 ეწერა და “vilia” ფირმის იყო, ნუ თვითონ ასე ეწერა. ასე იყო თუ ისე, "vilia” წამოვიღე და სახლში მივიტანე, ინტერნეტში ფოტო ავტვირთე, გასაყიდ საიტებზეც, ჩემს რამოდენიმე ნაცნობსაც მივწერე და აღმოჩნდა, რომ "vilia”ზე ბევრს ედგა თვალი, მალევე გაიყიდა თოთხმეტ დოლარად და ორმოცდაათ ცენტად. ჩემი საყვარელი ჩიბურეკებიც მივირთვი სანელებლებით და სრულიად ნასიამოვნები წამოვედი. როუზი (დედაჩემი) სახლში მელოდებოდა, ყოველთვის იცოდა რომ მის კრემიან ღვეზელებზე დორბლი მდიოდა და რაც არუნდა ნაქეიარი ვყოფილიყავი მის მომზადებულზე ვერასდროს ვამბობდი უარს, სახლის კარი შევაღე თუ არა ეგრე ღვეზელების სუნი მეცა და სწრაფად გავვარდი სამზარეულოსკენ, როუზს ლოყაზე ვაკოცე და ისე სხარტად შევამოწმე ქურა როუზს გაეცინა. - როუზ, სიურპრიზი მომიმზადე?- სიცილი ავხედე დედას და მანაც ღიმილითვე მიპასუხა. - ვეცადე, მგონი გემრიელი სიურპრიზი გამომივიდა.- ფქვილიანი ხელები წინსაფარზე (არვიცი ქართულად რაქვია) შეიწმინდა და ლოყებზე მომეფერა. - სიურპრიზი არც იყო, როგორც კი სახლში შემოვედი ეგრევე ვიგრძენი სურნელი.- ნეტარად ამოვისუნთქე. - აბა გასინჯე.- ქურიდან ღვეზელის ნაჭერი გამოიღო და თავის ხელით განასინჯა, ერთ ლუკმას იმდენი მოჰყვა ხუთის შემდეგ აღარ ვითვლიდი. - რატომღაც ამის შესახებ თქმა დამავიწყდა.- უცბად წამოიწყო როუზმა და თავის ხელით გამომიტანა ჩემს მიერ გაყიდული ფოტოაპარატი, გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა, ის ჩემს მეზობელ ჩარლის სულ რაღაც თოთხმეტ დოლარად და ორმოცდაათ ცენტად მივყიდე. - ეს...ეს... სად იპოვე?- აკანკალებული ხმით ვიკითხე და ვეცადე არაფერი შემემჩნია. - მისაღებში, სახლის დალაგებისას. იყიდე? - არა, მეგობარმა მათხოვა ცოტახნით.- დაბნეულმა გამოვგლიჯე ხელიდან და ზურგი ვაქციე. - იცი რა კარგ ფოტოებს იღებს?- კიბებზე მიმავალს მომსმა, როუზის მხიარული ხმა და მისკენ გავიხედე, სახეზე ღრმულები გაშცენოდა და ამოშავებოდა, ჩემს ახალგაზრდა დედას კიარა ურჩხულს ჰგავდა, გული გადამიქნადა და მოაჯირს დავეყრდენი. - ჯანდაბა!- ამოვილაპარაკე ჩემთვის და თვალი ავარიდე. - კარგად ხაარ?- მკითხა უცნაური აკლაკნილი ხმით, ისე მეშინოდა უკვე გული მეწვოდა. - კიი, როუზ!- გაოცებულმა გავიხედე და ისევ ჩემი ლამაზი როუზი ამომყურებდა ქვემოდან. - არა, ცუდადხარ, აშკარად ცუდადხარ, სიცხე გაქვს?- სირბილი ამოიარა კიბრები, მეკი გაოცებისგან პირი დამეარო და ნაბიჯს ვერ ვდგამდი, როუზმა შუბლი გამისინჯა და მისი ამოტრიალებული თვალების დანახვაზე და დემონური ყვითრლი კბილების დანახვაზე კინაღამ მოვკვდი, ბოლოხმაზე ვიკივლე და საკუთარ დედას გულ-მკერდზე ხელო ვკარი. - არ მომეკარო, წადი!- კანკალით ამოვიყვირე და ერთიანად გაგიჟებული მისი სახოს დანახვაც არ მინდოდა ხელი მის შესაკავებლსდ გაშვერილი მქონდა და იატაკს დავყურებდი. - რა გჭირს ზენდაია?- მისი კლაკნილი ხმა ყურებში ავისმომასწავებლად შემდიოდა და ვიცოდი ისევ მისი დამდუღრული სახისთვის უნდა შემეხედა ავრვიცოდი ვინ იყო ეს ქალი, ეს არიყო ჩემი ოცდათორმეტი წლის როუზი, რომელმაც თექვსმეტი წლის გამაჩინა და იმ დღიდან მხოლოდ ჩემთვის არსებობს, ის არ არის ჩემი ლამაზი დედიკო, ნუშისებრი მწვანე წყლიანი თვალებით და ულამაზესი ნაკვთებით, არ ვაჭარბებ, ულამაზესი დედა მყავდა და ვამაყობდი, რომ ის მხოლოდ ჩემი იყო, ვიცი ეგოისტობის პიკი მჭირს, მაგრამ ეს ქალი დემონს უფრო ჰგავდა ვიდრე როუზს. მისი ხმა არ იყო როუზისთვის დამახასიათებელი რაკრაკა და წკრიალა, მისი ხმა რობოტივით კლაკნილი და დემონური იყო და მე შემეშინდა , პირველად შემეშინდა იმის რასაც ვხედავდი... - ზენნ, ყველაფერი კარგადაა პატარავ, შემომხედე!- დამბალი ხმით მომმართა და ხელი ფრთხილად შემახო მხარზე, ესეც კი მაშინებდ, თუმცა მივენდ, ალბათ მართლა სიცხე მქონდა, ან რაიმე ჰალუცინოგენი შემყვა, როდესაც ტყეში მარწყვის საამელად წავედი, როუზმა ფრთხილად გამომიწოდა მისი ნაზი ხელი და მეც ჩავეჭიდე, თავისკენ მიმიზიდა და თხელ გულმკერდზე მიმიკრო, თავზე მაკოცა და სავარძელში ჯერ თვითონ ჩაჯდა და შდეგ მე დამისვა მის თხელ მუხლებზე. - გეტკინება...- წამოდგომა დავაპირე, მაგრამ არ გამიშვა - როუზ მძიმე ვარ შენთვის.- არ შევპუე და ისევ წამოვდექი, თუმცა ამჯერადაც ვერ გავარღვიე მისი მკლავები, ისედაც გამხდარი იყო, სუსტი, ნატიფი და ნაზი, თუმცა მის მკლავებს მივენდე და კარგად მოვკალათდი ხელები წელზე მოვხვიე და თავი მკერდზე დავადე, ქვევიდან ავხედე და ისევ მისი ლამაზ ყბის ძვლებს ავუსვი ხელი, ღიმილით დამხედა და თვალებზე მაკოცა. - დე, მაპატიე, რომ ხელი გკარი. გტკივა?- ცრემლები მომერია და თავი როუზის კისერში ჩავრგე, წამში მიმიზუტა უფრო მჭიდროდ და მკლავებზე მომეფერა. - არაფერია, ნუ დარდობ, არაფერი მტკენია.- ლოყა თავზე დამადო.- ჩემი სიცოცხლე ხარ, ვისთვისაც ვცხოვრობ და უბრალოდ შემეშინდა. - რის დე?- თავი გავისულელე, არმინდოდა იგივეზე საუბარი, როგორც იქნა დავმშვიდდი, როუზს ჩემი სისულელითვის ვერ ავანერვიულებდი, როგორ მეთქვა დედისთვის მახინჯ ალქაჯად გხედავდითქო? - იმის რაც... კარგი დაივიწყე... მათავარია ახლა კარგად ხარ. - ხო კარგად ვარ...- ფიქრი ისევ არ მანებებდნენ თავს და ვერც უწინდელივით დედის კალთაში ვერ ვგრძნობდი შვებას. - შენ არ ინერვიულო ხო დე?- კისერში მაკოცა და ღრმად შეისუნთქა. - არა.- მისი მოდუნებული მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე და წამოვდექი. - ვიმეცადინებ ხო მე?- ანერვიულებული წამოვდექი, როუზისთვის არც შემიხედავს, ფოტოაპარატს ხელი დავავლე და ჩემს ოთახში შევვარდი, უნდა გამერკვია როგორ მოხვდა ფოტოაპარატი ჩემს სახლში, მის პატრონთად დავრეკე და ჩარლიმაც არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი, მითხრა არიცი სად მაგრამ დავკარგეო არადა მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე და ზუსტად ვიცი სადაც დავდეო, ალბათ ვინმემ მომპარაო, მისი სდგილსამყოფელოს შესახებ არ მითქვამს, ისე დავემშვიდობე. სრულ გაურკვევლობაში ვიყავი, რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს თავს ბოლომდე კიარა საერთოდ ვერ ვიაზრებდი, აპარატი ხელში დავიკავე და სარკესთან მივედი, ფოკუსში ჩავხედე და საკუთარი თავი ვერ ვიცანი, ჩემი ჩასისხლიანებული თვალებიდან მხოლოდ თეთრი გარსი ჩანდა და სახე მდლიანად მოჭმული მქონდა, სისხლის წვეთები აქა იქ დაუნანებლად მომდიოდნენ და ვკიოდი, აპარატს ერთხელ ზიზღით დავხედენდა ფანჯრიდან მოვისროლე, ვეცადე ეს უბედურება თავიდან მომეშორებინა და სამუდამოდ დამევიწყებინა, "ყველაფერი დასრულად ზენდაია" დაპროგრამებულივით ვუმეორებდი ჩემს თავს, თუმცა მე რავიცოდი თუ ეს დასაწყისის დასასრული იქნებოდა... დღე მეხუთე (ოთხშაბათი, დღის 1:05) -ჩარლიმ თავი მოიკლა...- მხოლოდ ეს გავარჩიე დედაჩემის ცრემლიან ტონალობაში და თითქოს ყველაფერმა თვალწინ ჩამირბინა, დივანზე მოწყვეტით დავეცი ვარსკვლავის ფორმაში და ჭერს ავხედე, როუზი ტირილით მომიწვა გვერდით და მეც მალევე მოვხვიე ხელები მის მხრებს და ჩავიხუტე. - რატომ?- ამოვიხავლე შეკავებული ცრემლებისგან ტუჩებგასიებულმა და ცხვირგაჭედილმა. - რაა?- თითქოს თავის ფიქრის სამყაროდან გამოვაგდე ისე მკითხა. - რატომ მოიკლა თავი?- დაპროგრამებულივით გავუმეორე და გაშტერებულ მზერას არ ვაშორებდი ყველაზე საშინელ, არაფრის მთქმელ, უგრძნობ ფერს თეთრს. - არვიცი... არავინ იცის.- ჩემს მკერდზე ამოიბურდღუნა როუზმა და უფრო მომეხვია. - ნუ გეშინია. - რის უნდა მეშინოდეს? - მე არ მოვიკლავ თავს... დღე მერვე (შაბათი, საღამოს 8:59) მე და როუზი ვვახშმობდით, როდესაც დედამ ფერი დაკარგა და თითქოს გაყვითლდა... - როუზ? რა დაგემართა?- ჩანგალი თეფშე დავდე და დედას მივუბრუნდი, იხრჩობოდა და ხმას ვერ იღებდა, პირი დაეღო და ვერ სუნთქავდა. - როუზ რამე გადაგცდა?- საგონებელში ჩავვარდი.- ამის დედაც- ტელეფონს მივვარდი და სასწრაფოში დავრეკე, მაინც აქვე იყო და ვიმედოვნებდი, რომ სანამ როუზი გაიგუდებოდა მანამდე მოვიდოდნენ, სამზარეულოში შევვარდი, და როუზი მაგიდაზე თავდადებული დამხვდა. - დედა, არ მოკვდე!- ვუბრძანე და პულსი გავუსინჯე, არ ცემდა, ცრემლები და პანიკა ერთდროულად მაწვებოდა კისერში. უცბად რომ თავი ასწია, გული კინაღამ გამისკდა, ჩანგალს ხელი დაავლო და დაუსრულებელ საჭმელს ხელმეორედ შეექცა. - ამის დედაც! - გაოგნებული ვიყავი ნანახით. - რას დგახარ? დაჯექი დაასრულე.- საკვებზე მიმითითა როუზმა, თითქოს ორი წამის წინ მე ვკვდებოდი. - რა დავასრულო? - საჭმელი ზენდაია, რას მეკითხები?- პასუხი აღარ გამიცია, კივილით ავვარდი ზემოთ და წინდაუკნა მოვყევი ბოლთის ცემას ან მე ვერ ვიყავი კარგ დღეში ან დედაჩემი მაგრად მეკაიფებოდა, საათს ავხედე და ღამის ორს უჩვენებდა, გამიკვირდა ცოტა ჩამძინებია, როდესაც ოთახის კუთხეში მიგდებულ ფოტოაპარატს მივაკვლიე, ცოტაარიყოს და შემეშინდა, მახსოვდა, რომ გადავაგდე, თუმცა ის ისევ აქ იყო, ფანჯარა გამოვაღე და რაც შეიძლებოდა შორს ვისროლე, ოთახიდან გამოვედი და დივანზე ჩაძინებულ დედას, რომელიც სიცივისგან მოფუზულიყო, თბილი პლედი მივაფარე, ბალიში შევუსწორე და გვერდით მივუწექი, როუზი შეირხა. - რა დაგემართა დეე?- თვალები წამშივე აუცრემლიანდა და მივხვდი ჭკუიდან გადავდიოდი, რადგან როუზი არ ხუმრობდა ესეიგი ჩემს ტვინში არიყო ყვლაფერი ისე, როგორც მეგონა. - არაფერი დე, დავიძინოთ.- გულში ჩავეკარი და თვალრბი დავხუჭე, ჭკუიდან გადასული ვიყავი და რაც მახარებდა, ის იყო, რომ ამას ვაანალიზებდი, ჩემი თავი არა უფრო როუზი მეცოდებოდა, მას ხომ ჩემს გარდა არავინ ჰყავდა... დღე მეათე (ორშაბათი, დღის 1:05) დილიდან აფორიაქებული ვიყავი, როუზი ხმას არ მცემდა ოთახში იყო შეყუჟული, როგორც დავტოვე, დაბრუნებისას ისევ იქ დამხვდა, გადავწყვიტე საღამოსთვის ვახშამი მომემზადებინა და მშიერი დედა როგორმე დამენაყრებინა, ბევრის არაფრის კეთება ვიცოდი, მაგრამ ქვაბში გუშინდელი მოხარშული პასტა და შემწვარი სტეიკი, რომ მოვიძიე გამეხარდა, შევათბე და ერბოკვერცხთან და ლორთან ერთად ლანგარზე დაწყობილი ავუტანე... ოთახის კარი ფეხით შევაღე თუარა ლანგარი ხელიდან გადამივარდა, არვიცი... ალბათ ძალა გამომელია, არა უფროსწორედ ყველაფერი გამომელია რაც ჩემს ორგანიზმს სიცოცხლისთვის სჭირდებოდა, მაშინ როუზისგან იმედგაცრუება ვიგრძენი და ვიგრძენი, რომ ცხოვრება იმდენად ამოუხსნელია, იმდენად სხვაა რომ ჩვენი წარმოსახვა მასთან შედარებით არაფერია, ჩვენ გამოვიგონეთ ე ის რასაც ვხედავთ... ჩვენივე ილუზიაში ჩავიკეტეთ, რომ რეალობა არ დავინახოთ, რადგან ის ისეთი საშინელია, რომ ჯანსაღი გონება არაჯანსაღ რეალობას დიდი ხნის მანძილზე ვერ გაუგებდა. როდესაც რეალობაზე საუბრობენ მაშინაც კი ვიცინით რა სისულელეა, ეგ ხომ ზღაპარია? რადგან არგვინდა დაჯერება, რელობის მთლიანად მოგლეჯვა გბინდა ჩვენი გონებიდან... მაშინაც კი, როდესაც ოთახში მარტო ზიხარ, ან სახლში... გგონია , რომ იქ შენს გარდა არავინაა, მაშინაც კი მინიმუმ ათი წყვილი თვალი მაინც გიყურებს, აი ახლაც როდესაც მე კომპიუტერის წინ ამ ასოებს ვკრიბავ, მზერას ვგრძნობ, ჯერ შიში მიბყრობს, მზერა დამცინავია... მთელი სხეულით ვგრძნობ, აი ახლაც ვიღაცამ თვალები დაახამხამა და მე ეს გავიგე... გიჟი ვარ? არვიცი... მგონი ეს დედაჩემის მწვანე თვალებია, შენ ხარ როუზ?... გამაგებინე! ____ რაღაც მოვჯღაბნე, წაიკითხეთ აბა... ძალიან დარწმუნებული არვარ რომ მოწონებას დაიმსახურებს და ერთიორი ლაიქი მომიგდეთ)))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.