შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევით შეყვარებული《14》


23-10-2019, 22:52
ავტორი წერო:)
ნანახია 2 104

_ნაღრძობი არ გაქვს უბრალოდ ძალიან დაჭიმულია_თქვა ბიჭმა და ანანომაც თავი დაუქნია
დარჩენილი დრო ანანოს დაცინვაში და ჭამაში გაატარეს მეგობრებმა.მერე კი როცა წასვლის დრო მოვიდა ლიკამ და ნუცამ აალაგეს "სუფრა" ლუკამ ტაქსი გამოიძახა.ფეხით სიარული კი უნდოდათ მაგრამ აბა ანანოსთვის გეკითხათ?ტაქსი რომ მოვიდა მანქანამდე ისევ ნიკამ მიიყვანა ხელში აყვანილი გოგო და უკანა სავარძელზე თავის გვერდით დაისვა.
_ისევ ისე გტკივა?_ხმადაბლა თქვა ნიკამ მის ყურთან.
_კი_თავი დაუქნია ანანომ
_ორ_სამ დღეში გადაგივლის_მხარზე ხელი მოუთათუნა ნიკამ
_ახლა შენი აზრით დამამშვიდე?_გაიცინა ანანომ და მანაც სიცილით უპასუხა.
სასტუმროსთან რომ მივიდნენ ნიკამ ისევ აიტაცა ანანო და ისიც გაიტრუნა.საშინლად ძალიან სიამოვნებდა ნიკას მოქმედება და საკუთარ თავთან გამოტყდა რომ ნერვები ეშლებოდა კიდეც ტაქსიდამ მათ ოთახამდე გზა რომ ასე პატარა იყო.
_ჰოუმ სვით ჰოუმ_შესძახა ნუცამ და დივანზე დაებერტყა.
_ჰოუმ არა ჰოთელ _შეუსწორა ლუკამ და მის გვერდით მოთავსდა მკლავი შემოხვია და საფეთქელზე აკოცა.ნუცასაც მეტი რა უნდოდა ჩაეხუტა და გაჩუმდა.
_ჩემს წინ კოცნა-პროშნა არ დაიწყოთ თორე ავიჭრები_გააფრთხილა ნიკამ
_ოკეი ბრატ_ლუკამ ნუცას ჯინაზე აკოცა წარბებსშორის იქ სადაც ცხვირი იწყება.ნუცამ სიამოვნებით ჩაიხითხითა.ნიკამ თვალები აატრიალა.აწ უკვე სავარძელზე მოთავსებული ანანო ამ სცენას თვალს ღიმილით ადევნებდა.ლიკა კი სავარძლის სახელურზე ჩამომჯდარიყო და ეტყობოდა ელოდებოდა თავისი ძმა როდის მოიხმობდა რომ მასაც მოფერებოდა.
_ერთ რაღაცას ვერ ვხდები ლუკა ბატონო_ხელი ასწია ლიკამ_ასე როგორ შეგიყვარდა ჩემი დაქალი რომ შენი ღვიძლი ტყუპისცალი სულ დამივიწყე ა?_ვითომ უსაყვედურა ლიკამ_კი ბატონო ეგდე მასე და მე მოვძებნი ვინმეს ვინც მომეფერება და მერე მოგიკლია თავი თუ გინდა.
_აბა მიდი და გაბედე_ტუჩის კუთხეში გაიღიმა ლუკამ_მოდი მობრძნდი აქ_ლიკა გამარჯვებული სახით წავიდა ტყუპისკენ და მეორე მხრიდან მიუჯდა ლუკამ მასაც გადახვია ხელი და ისიც მიიხუტა.მერე თავზე აკოცა
_ეს სენტიმენტები..._ჩაიქნია ანანომ ხელი_გამიტანეთ ვინმემ აქედან სად შემიძლია.
ყველამ ერთად გაიცინა.
***
მეორე დღით ზღვაზე რომ წავიდნენ ანანო წყალში ფეხის გამო რა თქმა უნდა ვერ ჩავიდა.ამიტომ მთელი დრო შეზლონგზე მზის ქვეშ წამოწოლილმა გაატარა ყურსასმენები გაიკეთა და სასტუმროდან წამოღებული პატარა ლუკმებად დაჭრილი ნესვის და საზამთროს ჭამა დაიწყო.
თამამად შეიძლება ითქვას რომ ერთადერთი იყო სანაპიროზე ვინც ამდენს ჭამდა.როცა მიხვდა რომ მეგობრებს ცოტაც და აღარაფერი დარჩებოდათ ჭამას შეეშვა და გადაწყვიტა მუსიკის ნაცვლად ზღვის ტალღების სიმღერისთვის მოესმინა.ეს მუსიკაზე უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა.გოგომ თვალები დახუჭა და მთელი თავისი არსებით გადაეშვა ფიქრებში.
_გამარჯობა!_გაიგონა უცებ და მაშინვე თვალები ჭყიტა თავზე ბიჭი წამოსდგომოდა_ძალიან ლამაზი ბრძანდებით თქვენი გაცნობა შეიძლება?_ანანოს დაბურძგლა და ძალიან გაბრაზდა.ბიჭს მკაცრად მიუგო
_გმადლობთ მაგრამ არა!ახლა კი თავი დამანებეთ თუ შეიძლება!
_რატომ კი მაგრამ?
_გითხარი არამეთქი_ანანოს უკვე ბრაზიანი ტონი დაეტყო
_გისმენთ გნებავთ რამე?_ნიკა ასე უცებ როგორ გაჩნდა იქ ანანოს წარმოდგენა არ ჰქონდა.მისი წინადადება სხვა შინაარსის იყო თუმცა ხმის ტონი და ტებრი პირდაპირ ამბობდა"ახლავე აქედან მოცილდი სანამ ლამაზი ხარ და ცხოვრება გიხარიას"
_არაფერი ძმაო.მივდიოდი უკვე._ბიჭი სწრაფი ნაბიჯებით მოშორდა მათ და ნიკამ ანანოს დახედა
_რატომ ელაპარაკებოდი?_საყვედურნავევი ხმით უთხრა ნიკამ
_არ ველაპარაკებოდი თვითონ მოვიდა და ვუთხარი წასულიყო.ეს იყოდაეს
_კარგი.წამოდი ზღვაში არ გინდა?
_ნიკა ფეხიიი
_არაუშავს მე მეყოლები_ჩაიღიმა ნიკამ და სანამ გოგო რამის თქმას მოასწრებდა მანამდე ატაცა ხელში და ზღვაში შეიყვანა.
_ნიკააა არა რაა_კისერზე ხელებს ხვევდა გოგო
_ანანო კიი რაა_გაიკრიჭა ნიკა.უკვე წყალში იდგნენ და ნიკას ანანო წელზე ყავდა მიკრული.
_აუ კაი რა რაგინდოდაა
_არ მითხრა კომფორტულად არ ვარო _ გაიცინა ნიკამ.ანანო გაწითლდა და თვალები დაქალებს მიაპყრო რომელთაც სახეზე ეტყობოდათ ნიკას საქციელი მოსწონდათ ანანოს რეაქციაზე კი ღიმილს ძლივს იკავებდნენ. ანანო თავის წელზე ნიკას კარგად ნავარჯიშებ სხეულს გრძნობდა და არ იცოდა რა ექნა.მოსწონდა და თან რცხვენოდა.ბოლოს "დაკიდება" სცადა ვერ ვიტყვი გამოუვიდათქო მაგრამ რაც იყო იმას ჯობდა.
_ცუვრვაში შევეჯიბროთ ხალხო გინდათ?
_თქვა ნუცამ
_კი ნუცა შენი ცურვის ამბავი რომ ვიცი გაგვასწრებ ყველას.ზღვა წაგიღებს_ირონიულად უთხრა ლიკამ
_არ წამიღებს ვისწავლე უკვე_თავი ამაყად ასწია ნუცამ
_დარწმუნებული ხარ?_ღიმილით უთხრა ლუკამ.
_სრულებით!
_მაშინ წამოდი.ერთი,ორი,სამი_ლუკამ სწრაფად გასცურა ნუცამ კი ერთადერთი რაც მოახერხა თავდაპირველ ადგილს ერთი მეტრით მოშორდა ხოლო მერე ერთ ადგილას ტყაპუნობდა.დანარჩენები ლამის სიცილით ამოიხოცნენ
_კაი ნუღარ ირჯები ნუცა ხო მოუგე უკვე_იცინოდა ანანო.
_აუ რა დამპლები ხართ რაა_ბუზღუნებდა ნუცა.ლუკა კი ღიმილით უახლოვდებოდა და მალე მკლავებშიც მოიმწყვდია
_ვითომ შენ გაიმარჯვე_ჩაიცინა ბიჭმა და ნუცას ტუჩის კუთხეში აკოცა.
_ჩემს წინ არამეთქი_თქვა ნიკამ
_აუ ნიკა ნუ გაგვი..აკე ერთი რაა_ხელი ჩაიქნია ნუცამ
_ენა გოგო_თვალები დაუბრიალა ნიკამ
_ენა გოგო_მიბაძა ნუცამ
_კაი პატარავ დაწყნარდი სანამ შენს ბიძაშვილს შენს ნაცვლად შემოვაკვდი_ჩაიხთხითა ლუკამ.
_ისე აღარ წავიდეთ?სანამ მაწნვის ბიზნესი აგვიყვავებია გვირჩევნია მზეს გავასწროთ_თქვა ლიკამ
_აუ კიი რა_მაშინვე დაეთანხმა ანანო.
დაახლოებიდ თხუთმეტ წუთში ნიკა,ნუცა,ანანო თავიანთი სასტუმროსკენ დაადგნენ გზას.ტყუპები კი თავიანთისკენ რომ გამოეცვალათ და მერე მათთან წასულიყვნენ
_ნიკაა_შეპარვით უთხრა ნუცამ
_რა უნდა მთხოვო?_ნელა მიდიოდნენ რადგან ანანო კოჭლობით მიყვებოდათ
_ამ საღამოს ყველა ერთად ბარში წავიდეთ რა_ნიკამ ნუცას ერთხანს უყურა მერე თავი გადააქნია და უპასუხა
_კარგი წავიდეთ_გოგოებმა გაოცებულებმა შეხედეს
_ასე უცებ დამეთანხმე?მზემ დაგარტყა თუ იცი?_სერიოზულად უთხრა ნუცამ
_ძალიან კარგად ვარ ნუცა და დაწყნარდი სანამ გადამიფიქრებია_ნუცამ პირზე ელვაშესაკრავის იმიტაცია გააკეთა და ხმა აღარ ამოუღია.
***
_რა ჩავიცვა?_ანანოს ტანსაცმელი საწოლზე გადმოეყარა და დაკვირვებით უმზერდა თითოეულს.
უკვე გამოწყობილ ნუცას კი მოთმინების ფიალა ავსებოდა და ცოფებს ყრიდა
_ანანო გოგუაძე!ხუთ წუთში თუ მზად არ იქნები დამიჯერე ტომარას ჩამოგაცმევ და ისე წაგათრევ
_დამიწყნარდი რა
_მეორე მსოფლიო ომის ბრძოლის ტაქტიკაზე არ უფიქრიათ ამდენი ადამიანო!
_ეს ბევრად უფრო რთული საკითხია_ანანომ ბრეტელებიან მუქ მწვანე თეთრკოპლებიან მუხლს ცოტათი ამცდარ სარაფანს ხელი დაავლო და კარგად შეათვალიერა.
_ეს გამოდგება მემგონი_სააბაზანოში გავიდა სარაფანი გადაიცვა და წელზე წვრილი თეთრი ქამარი შემოირტყა.ფეხზე თეთრი სანდლები ამოიცვა და მზად იყო.
_აი რაღაც აკლია_ანანო თმას ხან კოსად იწევდა ხან ცხენის კუდას ხან კი იშლიდა.თან ფიქრობდა ტანსაცმელში რისი შეცვლა შეეძლო.
_თმა როგორ გავიკეთო?_კითხვისნიშნიანი მზერით გახედა დაქალს
_ცხენის კუდად აიწიე_მიუგო მოთმიმებადაკარგულმა ნუცამ
_ჰჰმმმ..._ანანო სარკეში თავის თავს დააკვირდა _კარგი ხო იყოს ასე.
_არიქა გვეშველა_ნუცამ ხელი დასტაცა ანანოს და ოთახიდან მანამდე გაათრია სანამ ისევ რამის გადაფიქრებას მოასწრებდა.ოთახში ნიკა დახვდათ შავი მაისური ეცვა რომელიც შავ ჯინსის შარვალში ჩაეტნია და ტყავის ქამარი გაეკეთებინა. ფეხზე შავი ბოტასები ამოეცვა და კისერზე ლამაზი ვერცხლისფერი ყელსაბამი გაეკეთებინა.კულონი ჯოხზე შემოხვეული გველის ფორმის იყო.
_ვიფიქრე რომ დაგეძინათ_ხელები აღაპყრო ნიკამ
_ამას მოკითხე აგერ_მიუგო ნუცამ და ანანო წინ გააგდო.
_ლამაზად გამოიყურები_უთხრა ღიმილით ნიკამ
_მადლობა შენც_დაიმორცხვა ანანომ
_ხო მე არაფერი მითხრათ ჯმუხი ვარ_თქვა ნუცამ
_შენც ლამაზი ხარ დაო_ჩაიცინა ნიკამ_წავედით?
_წავედით ხო აბა რაღას ვუცდით.
ბარში მივიდნენ სასმელი შეუკვეთეს და ტყოპების მოსვლას დადლოდნენ ნამდვილი გართობა დაეწყოთ.მალე ბარში ორი წითელი თავიც გამოჩნდა რომელიც მათ უახლოვდებოდათ.
_დიდი ხნის მოსულები ხართ?_სკამზე ჩამოჯდა ლიკა.ლუკა ნუცას მიუჯდა
_არა ლიკა_ლიკამ გაიღიმა და სასმელი თავადაც შეუკვეთა.ძმამ წარბაწეულმა გახედა
_შენ არაყს როდის მერე სვამ ქალბატონო?
_რას მეუბნები ძმაო?!ტყუპი მაინც არ იყო!ბავშობაში რძეს მაგას ვაყოლებდი!_ყველამ გადაიხარხარა.
_ჰმ სულ გაფუჭებული ხარ შენ_უთხრა ლუკამ
_ახლა შენი ცოდვები არ ჩამომათვლევინო ტყუპისცალო!
_მაინც რა ცოდვები მაქვს ასეთი_უდარდელად უთხრა თავის თავში დარწმუნებულმა ლუკამ
_დავიწყო?_წარბი ასწია ლიკამ_კი ბატონო ცოდვა ნომერი ერთი ხუთი წლისამ ჩვენს სამოცი წლის მეზობელ ქალს სიყვარული აუხსენი
_რაოო?_გადაიკისკისა ნუცამ.ლუკა გაწითლდა
_გეყოს ლიკა
_არა მაცადე მერე..ცოდვა ნომერი ორი,მოიცა გავიხსენო...ა ხო მერვე კლასში რომ კორპუსის უკან იმალებოდი და პარლამენტს ეწეოდი შენი აზრით დედამ საიდან გაიგო?
_მე...რაა?შენ უთხარი?_შეჰყვირა ლუკამ სამივე გადაფიჩინდა.
_მოიცა ერთი წუთი_ლუკამ ყველა გააჩერა და ლიკას მიაშტერდა_შენ რა იცი პარლამენტი რომ იყო?_ლიკამ ტუჩები მოკუმა
_ხოო აი ეს აღარ უნდა მეთქვა..._ანანო და ნუცა სიცილისგან გაწითლებულიყვნენ
_ღადაობ?_უთხრა გაოცებულმა ლუკამ_ჩემი და ეწეოდა და მე ამ დროს სად ტ.აკში ვარ?
_ოო ვეწეოდი არა იხვის ტოლმა მეთქი ასე რამ გაამწარათქო და ერთი ნაპასი დავარტყი და კინაღამ რომ შევეწირე და დავიხჩვი მოვისროლე იქით.
_მოიცა შენ მართლა არ იცოდი?_კითხა ლუკას სიცილისგან აცრემლიანებულმა ანანომ
_დაჟე შენც იცოდი?_შეიცხადა ლუკამ
_აბა ბიჭო არ მეცოდინებოდა..._ხითხითებდა ანანო
_ამას ვერ გადავიტან_მკერდზე ხელი დრამატულად მიირტყა ლუკამ და ვისკი მოსვა ცოტახანში ხმამაღალი მუსიკა ჩაირთო და ყველანი წამოიშალნენ.მოცეკვავეების შუაში დაიკავეს ადილი და ცეკვავდნენ.მთელ ენერგიას ამას ახარჯავდნენ და ძალიან კარგადაც ერთობოდნენ.ნიკამ ანანო გაიწვია წელზე ხელები მოხვია და ცეკვა ასე გააგრძელეს.მერე ჰაერში აწია და დაატრიალა.ანანომ შეჰკივლა მაგრამ ხმა თვითონაც არ ესმოდა და ნიკა რას გაიგებდა.ცოტახანში დაიღალა და მათი ადგილისკენ გასწია.კარგა ხანს უბრალოდ სვამდა და მეგობრებს უყურებდა.ზოგიერთი წამით მოირბენდა მასთან და მერე ისევ საცეკვაოდ გარბოდა.ანანოს კი მუსიკა არ მოწონდა დიდად და თან უკვე დაღლილი იყო.მაგრამ მთელი მოთმინებით უცდიდა "რამე კაი საცეკვაოს"
საპირფარეშოსკენ გასწია და გაიაზრა რომ ბოლოკენ ნიკა თვალში აღარ ხვდებოდა.
კარი შეაღო და იქ ნახულმა სანახაობამ ადგილზე გააშეშა.გოგო ნიჟარის მაგიდაზე შემომჯდარიყო და ნიკას ფეხებს ხვევდა ბიჭს კი ხელები წელზე შემოეხვია და ერთმანეთს კოცნიდნენ.
ანანომ თავი ისე იგრძნო თითქოს მთელი სხეული ჩამოემსხვრა მყიფე თიხას რომ ჩაქუჩს დაარტყამ ისე იყო.ერთადერთი ბიჭი მოეწონა მთელი ცხოვრების განმავლობაში და ისიც ისეთი გამოდგა პირველივე გამვლელთან რომ შეეძლო.
_უკაცრავად ეს საპირფარეშოა_ჩაახველა ანანომ და მკაცრად თქვა.აქამდე არცერთს არაფერი გაუგია და ნიკამ რომ ანანოს ხმა ჩაესმა გოგოს დენდარტყმულივით მოშორდა.
_ანანო...მე..._ნიკას დაბნეულობისგან და უხერხულობისგან ვეღარ აზროვნებდა.ის ასეთი ანანოს არასოდეს ენახა.
_რა გნებავთ?_უტეხად იკითხა გოგომ და ანანოს თვალებში ჩააშტერდა
_მე რა მნებავს?_ანანო ერთიანად აფეთქდა და მთელი ბრაზი და წყენა გოგოზე გადმოანთხია._საერთო საპირფარეშოში რომ სე.სით არ უნდა დაკავდე არასდროს გაგიგია?!_უკიოდა ანანო ახლა უკვე შეცბუნებულ გოგოს_კიდე აქეთ როგორ მეჭიმები არ გრცხვენია მაინც?!ახლავე აქედან გაქრი და ეს ვაჟბატონიც გაიყოლე სანამ ორივე შემომაკვდით!სასტუმრო ბევრია და იქ არ დაგინახოთ რომელიმე სადაც მე ვისვენებ თორემ დამიჯერეთ განანებთ საერთოდ რომ გაჩნდით!_სიტყვის თქმა აღარ აცადა არცერთს და კაბინაში შევარდა.ცრემლები წამოუვიდა,ბრაზისგან და წყენისგან ღრმად სუნთქავდა.ცდილობდა მისი მოგუდული ქვითინი არავის გაეგო.მაგრამ ვინღა გაიგებდა?საპირფარეშოში აღარავინ იყო.ვერც თავის თავს იტანდა ნიკა რომ მოეწონა,ვერც ნიკას და საერთოდ თავის ბედს ყველა იმ წყევლა-კრულვას უთვლიდა რაც კი ოდესმე თავისი თვრამეტწლიანი ცხოვრების განმავლობაში გაეგო.ასეთი იმედგაცრუება,მსხვრევა,გულისწყვეტა,წყენა,ბრაზი არასოდეს უგვრძნია და მიხვდა რომ ნიკაზე უკვე იმაზე მეტად იყო დამოკიდებული ვიდრე მოწონებას შეეძლო.საკუთარი თავი კიდევ უფრო შეზიზღდა.
ერთო რამ კი ყველაზე მეტად აცოფებდა.
ნიკა რომ მასაც ეფლირტავებოდა და ამ დროს ყველა გამვლელს ტუჩებს უკოცნიდა და გოგო დარწმუნებული იყო მეტზეც იყო წამსვლელი ხელი რომ არ შეეშალა.
"რა გამოდის რომ მეც ისე მიყურებდა როგორც მომავალ სულელ თოჯინას?"სასოწარკვეთილმა გაიფიქრა ანანომ და ცრემლები კიდევ უფრო წამოუვიდა."ხო აბა რა გეგონა უყვარდი?ჰაჰ!ეს ხომ აბსურდია!მშვენიერია ანანო! შენთვის რომ ეთქვა მო მწონხარო შენც მაშინვე დაუჯერებდი და იმ უცნობი გოგოს ბედსაც გაიზიარებდი...საერთოდაც ძალიან კარგია რომ ვნახე ადრევე რა ადამიანსაც წარმოადგენდა ეს...ეს...რაღაც ქმნილება!მორჩა ნუ ტირი ანანო ის არც შენი შეყვარებული ყოფილა ამდენი რომ ისლუკუნო და არც უმნიშველოვანესი ადამიანი შენს ცხოვრებაში!მეტს აღარ ვიტირებ"საკუთარ თავს აღუთქვა ანანომ და კაბინიდან გამოვიდა.სარკეში რომ საკუთარ თავს შეხედა ცრემლები კვლავ წამოუვიდა.



ვიცი უადგილო ადგილას გავწყვიტე მარა რას ვიზამთდდ ინტრიგა მომენატრა
იცით როგორ მახარებთ კომენტარებს რომ ტოვებთ?!თავში რომ დავალაგე რაც მინდოდა დამეწერა ეგრევე დავიწყე!მიდით ახლაც დატოვეთ თქვენი შთაბეჭდილებები რა აზრის ხართ პერსონაჟებზე და ა.შ



№1  offline წევრი elka popova

Каргиа далиан-- царматебебии

 


№2  offline წევრი წერო:)

elka popova
Каргиа далиан-- царматебебии

მადლობაა♡♡

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

ოჰოო ძანაც კაიი თავი იყოო ( აუ რაიიქნება ნეტავ აწი წინასწარ ვერაფერს ვიტყვი ...
მაგრამ ნიკასგან ცოტა არიყოს არმომეწონა ეს საქციელი :/ .. ..

 


№4  offline წევრი gabi du

მომწონს და ველოდები.

 


№5  offline წევრი წერო:)

სტუმარი ანა
ოჰოო ძანაც კაიი თავი იყოო ( აუ რაიიქნება ნეტავ აწი წინასწარ ვერაფერს ვიტყვი ...
მაგრამ ნიკასგან ცოტა არიყოს არმომეწონა ეს საქციელი :/ .. ..

უძალიანესუღრმწსი მადლობაა დდდ არაუშავს ნიკუშა მაინც კაი ბიჭია დდმართალია ჩემს ქრაშს რომ ეგ ექნა საბოლოოდ შევიძულებდი მარა ნიკა ჩემი პერსონაჟია და ზუსტად ვიცი როგორი ადამიანიცაა დდ

gabi du
მომწონს და ველოდები.

კარგიაა დდ♡♡

 


№6 სტუმარი სტუმარი Xatuna

Am istoriss shemdeg tavebs ver vpoulob tu araris?

 


№7  offline წევრი წერო:)

სტუმარი Xatuna
Am istoriss shemdeg tavebs ver vpoulob tu araris?

ჯერ არ დამიდევს :)♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent